შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა დეპრესიიდან


17-02-2015, 17:34
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 485

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა იყო.ცხოვრობდა თბილისის ერთ უბანში.ჰყადა,ოჯახი,მეგობრები,ნათესავები,მაგრამ თავს მაინც მარტო გრძნობდა.ფიქრთა და გრძნობათა ვინმესთვის განდობა არ შეეძლო.მუდამ საკუთარ თავშ იყო ჩაკეტილი.გულში აზრთა დიდი ქარბობრბალა უტრიალებდა.ყოველ ღამე ტიროდა.როცა იღვიძებდა,ყოველ დილას,მისი ბალიშის პირი დანამული იყო.მას ასდიოდა მარილის მლაშე გემო.ის ჩვეულებრივი ცრემლი იყო,მაგრამ მასში ძალიან მძიმე ტკივილი იყო ჩაქსოვილი.
გოგონა ყოველ დილას,სარკის წინ,საკუთარ თავს უღიმოდა,მაგრამ ეს ხომ არ იყო წრფელი.სადად ჩაიცვამდა ხოლმე და სკოლისკენ მიდიოდა.უღიმოდა შემხვედრებს და,როცა ეკიტხებოდნენ:“როგორ ხარ?“ პასუხობდა:“კარგად,შენ?“ მაგრამ ეს ხომ ყველაზე დიდი ტყუილი იყო.ზოგჯერ მის რეალურ მდგომარეობას შეამჩნევდნენ ხოლმე და ეკითხებოდნენ:“რა გჭირს?“გოგონა დაფრთხებოდა ხოლმე თითქოს,შეკრთებოდა და ცოტა ხნის პასუზის შემდგომ პასუხობდა ხოლმე:“არაფერი“ და თან ნაძალადევ ღიმილს დააყოლებდა ხოლმე.იცოდა,რომ მათ არ აინტერესებდათ გოგონას შფოთვა თუ წუხილი და თუნდაც მარტოობის მკვლელი გრძნობა.იცოდა,რომ ეტყოდნენ-დაიკიდეო და ამიტომ მუდამ მარტოსულობას გრძნობდა.უჭირდა ძალიან,ასე აღარ შეეძლო ცხოვრება.უნდოდა ჰყოლოდა ის,ვისაც დაუძახებდა მეგობარს.ოღონდ ის უნდა ყოფილიყო ნამდვილი,რომელთანაც გოგონა იქნებოდა ისეთი,როგორიც იყო სინამდვილეში და არც მოჩვენებითობა და არც შეფარვა არ დასჭირვებოდა.. უნდოდა მასთნ არც ნაკლის და არც თვისების შერცხვენოდა.უნდოდა მეგობართან თავი ცოცხლად ეგრძნო. უნდოდა გაეგო,რას ნიშნავს იყო ადამიანი,რომელიც ცხორვრობს.ის ოცნებობდა,რომ შეხვდებოდა ადამიანს,რომელთანაც თავს ბედნიერად იგრძნობდა.უნდოდა,შესძლებოდა იმის თქმა,რომ ისიც ცხოვრობს და არა მარტო ცოცხლობს. სიცოხლე და ცხოვრება ხომ ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება.
ვერ ვიტყვით,გოგონა დეპრესიაში იყოო.ეს იყო უფრო უარესი. თვითმკვლელობაზე ფიქრით იღვიძებდა და იძინებდა.დიდ ხანს გრძელდებოდა ასე. გული მუდამ აფორიაქებული ჰქონდა.ცხოვრება მას უკვე შეუძლებლად მიაჩნდა.მისი დასრულება უნდოდა.მას ხომ გოგონასთვის არანაირი აზრი არ ჰქონდა.ეს მხოლოდ ამაოება იყო- ამაოებათაგანი ერთ-ერთი საზარელი ამაოება.არაფერი აღარ აინტერესებდა გარდა თვითმკვლელობისა და აღრაფერზე ფიქრობდა გარდა თვითმკვლელობისა.წარმოდგენებშ უკვე მერამჯენდერ ასრულებდა სიცოცხლეს.სააბაზანოში თოკს კიდებდა,თავს ჰყოფდა მის ყულფში.შემდეგ შეინძრეოდა,კისრის ძარღვები დაეჭიმებოდა,უჩერდებოდა სისხლი.შემდეგ უწითლდებდა სახე,ბოლოს ულურჯდებოდა,უკანასკნელად ამოისუნთქავდა...ფიქრებში ზოგჯერ ვენებს იჭრიდა. რეალობაში კი ბასრი საგნის აღებაზე მთელი სხეულით კანკალებდა,უნდოდა საკუთარი ყელი გამოეჭრა.უნდოდა სხეულისგან გაეთავისუფლებინა სული.ის ხომ მუდამ ასე აწამებდა.
მაგრამ თითქოს აბრკოლებდა რაღაც და ხელს უშლიდა,მაგრამ ეს რა იყო,არ იცოდა.იქნებ ეს იმქვეყნიური ცხოვრების შიში იყო და ან სიკვდილის შიში? ის კი ფიქრობდა,სიკვდილის არ მეშინიაო,მაგრამ განა ეს მართლი იყო? აღასასრულის მოახლოების განა ვის არ ეშინია? ალბათ,როგორი უბედურიც არ უნდა იყო ამქვეყნად,მაინც შეგეშინდება მისი.
ყოველი ამის აზრს გოგონა თვითონაც ვერ სწვდებოდა.ამიტომ ერთ დღეს ლეპტოპი ჩარდო,შევიდა „ვორდში“ და რამდენიმე სიტყვა აკრიფა,წაშალა და კვლავ აკრიფა.სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ასე შექმნა პირველი ჩანახატი,რომელიც თვითმკვლელობაზე იყო.ამის შემმდეგ დაიწყო წერა.ჩანახატებს მოთხრობებიც მოჰყვა.მერე ლექსებიც შეთხზა.სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა სხვა მხარისკენ იწყებდა ხედვას.ისი სულ სხვა სამყაროში გადადიოდა.ეს ის სამყარო იყო,სადაც ადამიანები ბრუნავენ სიყვარულის გარშემო.
გოგონა ხვდებოდა,რომ უყვარდებოდა წერა.აცნობიერებდა,რომ მისი წყალობით სულ სხვა იყო.ისი უკვე შემოქმედების ნაწილი გამხდარიყო.მიხვდა,რომ უნდა ეცხოვრა. რაც მთავარია,ის უკვე არა მარტო ცოცხლობდა,არამედ ცხოვრობდა კიდეც.იძინებდა და იღვიძებდა ოპტიმიზმით აღსავსე და მისი სხივმფენი შემოქმედება მასთან ერთად ცხოვრობდა...
გოგონას ოპტიმიზმი მის შემოქმედებასაც ედებოდა...скачать dle 11.3



№1  offline წევრი katerina

შენ -მე.მე-შენ. ჩვენ . ჩემთავზე ხომ არ დაგწიერია?!!!! გამაოცე !! დამბურძგლა ,გეფიცები !! ძალიან მაგარი იყო

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

katerina
შენ -მე.მე-შენ. ჩვენ . ჩემთავზე ხომ არ დაგწიერია?!!!! გამაოცე !! დამბურძგლა ,გეფიცები !! ძალიან მაგარი იყო


დიდი მადლობა.
შენ არ გიცნობ და შენზე ვერ დავწერდი,მაგრამსხვაგვარად რომ ყოფილიყო სიამოვნებით დავწერდი.

 


№3  offline წევრი katerina

მაღტლა კარგად წერ , მომეწონა !! არ შეწყვიტო არასოდეს

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

katerina
მაღტლა კარგად წერ , მომეწონა !! არ შეწყვიტო არასოდეს


დიდი მადლობა... მართალია,ამ საიტზე ახალი ვარ,მაგრამ დიდი ხანია,რაც ვწერ.
თუ სურვილი გექნება,სხვებსაც გაეცანი...

ისე შენც კარგად წერ.ცოტა ხნის წინ გავეცანი შენს სიახლეებს და.

 


№5  offline წევრი katerina

უღრმესი მადლობა. მეც ახალი ვარ , ისეე დიდი ხანია ვწერ. აუცილებლად ვიხილავ სხვებსაც <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

katerina
უღრმესი მადლობა. მეც ახალი ვარ , ისეე დიდი ხანია ვწერ. აუცილებლად ვიხილავ სხვებსაც <3

არაფრის..
რის მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent