4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ჩანახატი > '' რთულია იყო ადამიანი ''

'' რთულია იყო ადამიანი ''


23-07-2015, 22:26. ავტორი: maikoo რა უცნაურები არიან ადამიანები ! მათ მიერე დადგენილ კანონებს ემორჩილებიან და მუდამ იბრძვიან საკუთარი კეთილდღეობისთვის და თუ არ შესწევთ ძალა ბოლომდე იბრძოლონ ,საკუთარ ბედს უფალს მიანდობენ ხოლმე.

ადამიანის მოდგმა დასაბამიდან იბრძვის თავისუფლებისათვის და ისწრაფის ბედნიერებისაკენ,ისინი მუდამ იქნებიან განსჯის ღირსი ,რადგან სიკვდილის შიშისა და წარმავალი სხეულის სიყვარულის ჩიხში არიან მოქცეული.თუმცა არ იციან,რომ ვერასდროს გაექცევა ადამიანი იმ სულიერი ბრძოლების განგაშს და გულის ამოძახილს ,რითაც სულდგმულობს.

ნუთუ შესაძლოა ადამიანის გონება გასცდეს იმ ჩარჩოს ,რასაც უსასრულობა ჰქვია ?
ადამიანს არ შეუძლია ყველაფრის აღქმა და გაგება ანუ გონების თვალი ვერ წვდება იქ,სადაც ჭეშმარიტებას შეუძლია მისწვდეს.
ადამიანები საოცარი კანომდებლობით და საიდუმლოებრივი ზრახვებით არიან მოცულნი, ისინი დაბრმავებული არიან სიცოცხლის წყურვილით,თუმცა არ იციან,რაში მდგომარეობს ცხოვრების არსი.ვერა და ვერ გაურკვევიათ რისთვის მოევლინენ ამ ქვეყნად და რას ნიშნავს იყო ადამიანი...
ადამიანის უბედურება იმაში მდგომარეობს ,რომ უფალს საყვედურობენ თავიანთი უბედობის გამო და ფიქრობენ ,რომ უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.თუმცა არაფერს აკეთებენ იმისთვის ,რომ მოიპოვონ ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე...''

/ლანა შვანგირაძე/скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება