4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ჩანახატი > “ადამიანებად არ იბადებიან – ადამიანები ხდებიან”

“ადამიანებად არ იბადებიან – ადამიანები ხდებიან”


19-11-2015, 14:43. ავტორი: sofo-sandro გუშინ ქუჩაში ერთი მოხუცი ქალი იჯდა ხელგამოწვდილი ეს არც გამკვირვებია, რადგან ასეთი ხალხი ხომ ბლომად არიან სამწუხაროდ, მაგრამ მის ხმაზე ჩემდა უნებურად შევტრიალდი, უცნაური გრძონობა გამიჩნდა როგორ თხოვდა ხალხს ნაღვლიანი ხმით დახმარებას, როცა მას მიუახლოვდი მისი ცივი ხელით დამიჭირა და დამლოცა, ეს მომენტი მეხსიერებიდან არ ამომდის. ის არ იყო ჩვეულებრივი მოხუცი, ის მარტოხელა მოხუცი იყო, რომელსაც ადამიანის დახმარება ძალიან სჭირდებოდა, არაფინანსურად არამედ სულიერად!

ჩვენი დანიშნულება, ჩენი არსებობის აზრი მხოლოდ ჩვეულებრივი შენთვის სასიკეთოს საქმის კეთება სულაც არ არის, ადამიანის არსებობის აზრი კიდევ ბევრ რამეში მდგომარეობს. რთულია იყო ადამიანი! რთულია იარო ცხოვრების გზაზე ისე რომ არ წაიქცე, ხანდახან ეს დაუსრულებელი გზა დაგღლის, ხან ხავს დაინახავ და იმედი ისევ გაგიჩნდება. იმედი მუდამ არსებობს ყოველი დილის მზის სხვი თავისთავად იმედია არა?

ხშირად მიფიქრია ღმერთმა განა მარტომ ხომ არ გაგაჩინა და შენს ირგვლივ კიდევ უამრავი ადამიანია, ვისი დახმარებაც შეგიძლია, ყოველდღე გადიხარ ქუჩაში და ვერც ხვდები რამდენს შეგიძლია შენი გულმოწყალებით დაეხმარო. თუნდაც ეს მცირედი , სულ მცირედი ბიძგი იყოს.

ამადმიანი ადამიანობას მაინც მაშინ კარგავს როცა დიდებას ეძებს და პოულობს. როცა ოქრო და ვერცხლი უფრო ძირვაფასი ხდება მისთვის ვიდრე მისი ახლობლები. როგორც იუდას შემთხვევა გახლდათ, ისევ სიხარბე რომელიც მუდმივი მდეველია ჩვენი. როცა ყველა ღირსებას ვივიწყებთ,ზურგს ვაქცევთ პირველ რიგში უფალს და შემდეგ სხვა ყველაფერს. როცა დიდება უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ვიდრე ადამიანობა.

-რა არის ადმიანობა?

– ადამიანობა სიკეთე, სიყვარული, სხვისი პატივისცემა და ერთგულებაა!

და მაინც ფილოსოფოსის სიტყვებს მოვიშველიებ: “ადამიანებად არ იბადებიან – ადამიანები ხდებიან”скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება