შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ Gossipy girl - თან..


4-05-2015, 22:23
ავტორი თუკა
ნანახია 1 376

ინტერვიუ  Gossipy girl - თან..

წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი.
მე ვარ ლიზა კანდელაკი ამჟამად 14 წლის. ვცხოვრობ ქუთაისში.მყავს პატარა ოჯახი რომელშიც მხოლოდ ორი წევრია მე და დედა .. მამა გარდამეცვალა..თავისუფალ დროს ძირითადად ვწერ ან ვუყურებ ფილმებს.მყავს ბევრი მეგობარი რომლების ნაწილიც ამ საიტზე შევიძინე.


.პირველად რა ასაკში გაგიჩნდა წერის სურვილი?
13 წლის ასაკში ვწერდი რაღაც ისტორიებს და 14 წლისამ უკვე სერიოზულად დავიწყე მუშაობა..


საყვარელი ადგილი წერისათვის და რატომ?
განსაკუთრებული ადგილი არ მაქვს, მთავარია მარტო ვიყო, მუსიკას ვრთავ და ჩემთვის იდეალური გარემოა წერისთვის.


გიქმნით თუ არა ისტორიები ავტორებზე პიროვნულ წარმოდგენას?
არა არ მიქმნის, ადამიანს შეუძლია დაწეროს ისტორია რომელიც სულაც არ ასახავდეს მის პიროვნებას.


წაკითხულ რომელიმე ისტორიას თუ გამოარჩევდი და რატომ?
იცი ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული,მათგან უმეტესობა კარგი იყო მაგრამ რათქმაუნდა მაქვს ჩემი ფავორიტი ისტორია და ეს არის „თბილისელები“ მგონი რომ ყველამ იცის ეს ისტორია.


რა კრიტერიუმით არჩევ ისტორიას რომ წაიკითხო?
.ხშირად ისტორიების პირველ ორ ნაწილს ვითხულობ და ვაკვირდები პერსონაჟებს თუ ისინი ჩემში რაღაც დოზით ინტერეს ან სიმაპტიას ვერ მოიპოვებენ ისტორიის კითხვას აღარ ვაგრძელებ.


რა შეგძინა საიტმა?
ამ საიტის საშუალებით ავიხდინე ოცნება .. ყოველთვის მინდოდა ჩემი ისტორიები რამოდენიმე ადამიანს მაინც წაეკითხა .. ამ საიტმა კი მომცა სააშუალება ბავშვებისთვის ჩემი ნაწერები გამეცნო.. უამრავ დადებით ემოციას ვიღებ მათგან.. და ჰო ბევრი მეგობარიც შევიძინე აქ ყოფნისას..


როგორ ადამიანად შეგიძლია დაგვიხასიათო საკუათარი თავი?
საკუთარი თავის დახასიათება მართლაც ძნელია..ყოველთვის ვცდილობ რომ პრობლემის დროს გამოსავალი მალევე ვიპოვო, და ყველაფერ ცუდშიც კი რაღაც კარგი დავინახო.. მიყვარს როდესაც ამჩნევენ ჩემს შესაძლებლობას და ხაზს უსვამენ ჩემს კარგ თვისებებს.. პირდაპირი ვარ თუმცა ეს არ მომწონს, არ მინდა ჩემი ამ თვისების გამო ვინმეს გული ვატკინო...ვცდილობ ვიყო სულ პოზიტიურ განწყობაზე და სხვებსაც გადავდო ჩემი კარგი ხასიათი. მეტს ვერაფერს დავამატებ.


რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში?
ჩემი მიზანი? ძალიან მინდა რომ ამ ცხოვრებაში ადამიანობა შევინარჩუნო და არ დავკარგო .. მიზანი.. ჰო რავიცი ალბათ მიზანი კარგი სწავლაა და სკოლის კარგად დამთავრება..


როგორ იქმნებიან შენი პერსონაჟები და გაქვთ თუ არა მათთან რაიმე საერთო??
ჩემი პერსონაჟები ხშირ შემთხვევაში რეალური ადამიანები არიან.. მაგრამ მათ პირადსა და ხასიათში ჭორიკანა ხშირად ახდენს ხოლმე ცვლილებებს რომ მკითხველი მეტად დააინტერესოს.


ეცნობი საიტზე სხვა მწერლების შემოქმედებას?
რათქმაუნდა ხშირადაც ვკითხულობ სხვა მწერლების ისტორიებს და რამოდენიმე მწერლის მუდმივი მკითხველი ვარ
..

შენი ხასიათი ახდენს თუ არა გავლებას შენს ნაწარმოებებზე?
არა ..არ ახდენს..


დამისახელე წიგნი რომელმაც გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებაში და წარუშლელი კვალი დატოვა?
ბევრია ასეთი წიგნი.. რასაც ვკითხულობ ის ყოველთვის ახდენს გარკვეულ ზეგავლენას ჩემზე..გარდატეხა მოახდინა ალბათ „მარიამ სტიუარტმა“ „ჯენი გერჰარდტმა“ და კიდევ ბევრმა..


რას აფასებ ადამიანში და რატომ?
გულწრფელობას და ერთგულებას.


ისეთი შეცდომა თუ დაგიშვია რომლის გამოწსორებაც გინდა?
არა ჯერჯერობით შეცდომები რომლებიც დავუშვი გამოსწორებულია.


გყავთ თუ არა შეყვარებული?
შეყვარებული არ მყავს.


რა ვითარებაში ხედავთ საკუთარ თავს 5-10 წლის შემდეგ??
ამ პერიოდის შემდეგ რავიცი.. მინდა ძალიან რომ კარგი მწერალი ვიყო.. ანუ შესაბამისად ჩემს თავს მწერლის ამპულაში ვხედავ ..


როგორ აღმოაჩინეთ ჩვენი საიტი?
ფეისბუქის გარეკანის ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით მოვხდვი ამ საიტზე, ისტორიებში რომ შევედი მივხვდიი რომ ამდენი თავისუფალი დრო ტყუილად დავკარგე შემეძლო ისტორიები მეკითხა..პირველი ამ საიტზე წავიკითხე ისტორია „ჩემი ბიჭის გოგო მქვია“ ამის შემდეგ თითქმის კვირა არ გასულა აქ არ შემოვსულიყავი..


როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?
ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია და პირიქით მადლობელი ვარ ხოლმე კრიტიკის ავტორების. არაჯანსაღზე არ ვრეაგირებ.


.ახდენს თუ არა გვლენას მკითხველის დადებითი და უარყოფი კოენტარები თქვენზე?
კი თანაც დიდ გავლენას. ყოველი კარგი კომენტარი ძალიან მახარებს და სტიმულს მმატებს უფრო კარგად ვწერო. უარყოფითი კომენტარები გულს მწყვიტავს. ამ ბოლო დროს მკითხველისგან აღარ მოდის არც დადებითი და არც უარყოფითი კომენტარები, რის გამოც წერის სურვილი მიქრება ხოლმე ვფიქრობ რომ აღარ ვწერ ისე რომ ჩემი მკითხველი დავაინტერესო.


წერის რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?
გამორჩეული ჟანრი არ მაქვს..


რას ურჩევდი მკითხვლეს, /ავტორებს?
ავტორებს წარმატებებს ვუსრვებ მათ თავიანთი საქმე ჩემზე უკეთაც კი იციან აი მკითხველებს ვთხოვ.. კიარ ვურჩევ ვთხოვ რომ თავიანთი აზრი და შეფასება დაწერონ რადგან ეს ავტორს უდიდეს სტიმულს მატებს და აბედნიერებს..აი მაგალითად მე თითოეული კომენტარის ავტორი მიყვარს ჩემს ისტორიებზე.. არის ეს დადებითი კომენტარის ავტორი თუ უარყოფითის..
საბოლოოო ჯამში ყველა ძალიან მიყვარხართ..!
скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Gadareuliangelozi

Magijebs es gogo!!! <3 <3
Marto chemi ducia ! <3

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Gossipy girl

[quote=Gadareuli...]Magijebs es gogo!!! <3 <3
Marto chemi ducia ! <3[/quote]
Chemo lamazo miyvarxar dzalian

 



№3  offline √ წევრი ™ შიკალატკა

"ჭორიკანას" რამდენიმე იატორია მაქვს წაკითხული და აღფრთოვანებული ვარ მისით! ❤️ მათი წაკითხვისას სურვილი მიჩნდება, რომ რაც კი დაგიწერია ყველა წავიკითხკ ^_^ მადლობა ასეთი კარგი და თბილი მოთხრობებისთვის. ❤️

ასევე, ძალიან საინტერესო და საყვარელი გოგო ხარ. ეს შენს მოთხრობებშიც აღინიშნება და ამ ინტერვიუშიც ❤️ ^_^

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ Gossipy girl

შიკალატკა
"ჭორიკანას" რამდენიმე იატორია მაქვს წაკითხული და აღფრთოვანებული ვარ მისით! ❤️ მათი წაკითხვისას სურვილი მიჩნდება, რომ რაც კი დაგიწერია ყველა წავიკითხკ ^_^ მადლობა ასეთი კარგი და თბილი მოთხრობებისთვის. ❤️

ასევე, ძალიან საინტერესო და საყვარელი გოგო ხარ. ეს შენს მოთხრობებშიც აღინიშნება და ამ ინტერვიუშიც ❤️ ^_^



მადლობაა❤️

 



№5  offline √ წევრი ™ grifini

ჩემი ლიზუუუუუუუუუუუუუ!!!!! ჩემი ჩემი ჩემი მაი მაი მაი მაი ლიზაზუ!! ეს არის ჭორიკანა რომელიც არის ჩემი გოგო ერთადერთი ჭორიკანა რომელზეც ვგიჟდები !!!

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ Gossipy girl

grifini
ჩემი ლიზუუუუუუუუუუუუუ!!!!! ჩემი ჩემი ჩემი მაი მაი მაი მაი ლიზაზუ!! ეს არის ჭორიკანა რომელიც არის ჩემი გოგო ერთადერთი ჭორიკანა რომელზეც ვგიჟდები !!!

Rogor uyvarxar chorikanas❤️

 



№7  offline √ წევრი ™ marisa

ვაიმე, ამ ბავშვის ისტორიები წაკითხული მაქვს და 14 წლის ასაკში, ასე საოცრად როგორ უნდა წერდე, არ ვიცი რა :)) ძალიან მაგარია. იმედია, ხშირად გეწვევიან მუზები და ჩვენ გაგვანებივრებ ხოლმე :)) წარმატებას გისურვებ

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ Gossipy girl

marisa
ვაიმე, ამ ბავშვის ისტორიები წაკითხული მაქვს და 14 წლის ასაკში, ასე საოცრად როგორ უნდა წერდე, არ ვიცი რა :)) ძალიან მაგარია. იმედია, ხშირად გეწვევიან მუზები და ჩვენ გაგვანებივრებ ხოლმე :)) წარმატებას გისურვებ


მადლობა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent