შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ BvBArMy- სთან..


16-05-2015, 15:36
ავტორი თუკა
ნანახია 1 068

ინტერვიუ BvBArMy- სთან..

წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი
მე ვარ ირინა, უკვე 17 წლის. ახლახან გადმოვედით საცხოვრებლად თბილისში. მყავს პატარა ოჯახი: მამა, დედა, და და ბებია. თავისუფალ დროს ძირითადა წიგნებს ვკითხულობ და მუსიკას ვუსმენ. მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მხარში მიდგანან.


საყვარელი ადგილი წერისათვის და რატომ?
განსაკუთრებული ადგილი არ მაქვს, მთავარია მარტო ვიყო, მუსიკას ვრთავ და ჩემთვის იდეალური გარემოა წერისთვის.


როგორ ადამიანად შეგიძლია დაგვიხასიათო საკუათარი თავი?
ოოო ძნელია საკუთარი თავი დაგიხასიათო.ზოგადად რეალისტი ვარ. მირჩევნია ყველაფერი რეალურად აღვიქვა ვიდრე ყველაფერში კარგი ვეძებო ან პირიქით ცუდი. საშინელი ხასიათების ადამიანი ვარ. შეიძლება ერთ წუთს კარგ ხასიათზე ვიყო მეორე წუთს საშინელზე. ზარმაცი ვარ თანაც საშინელი საიტზეც დაგვიანებული თავები სწორედ, რომ ჩემი სიზარმაცის ბრალია. საერთოდ პირდაპირი ადამიანი ვარ რის გამოც ბევრი ვერ მიძლებს. რაც არ მინდა ვერასდროს ვერაფერს გამაკეთებინებენ, ამიტომ სახლში ხშირად მაქვს ხოლმე ჩხუბი. რა შეიძლება კიდევ ვთქვა? ხშირაად უემოციო ადამიანი ვარ, ხანდახან კი ძალიან ემოციური რაც ძალიან მიკვირს.


პირველად რა ასაკში გაგიჩნდა წერის სურვილი?
8 წლის ასაკიდან ვწერდი, მაგრამ იშვიათად. 10 წლის ვიყავი ჩემი ლექსი სკოლის გაზეთში, რომ გამოაქვეყნეს მას შემდეგ უფრო ხშირად მიჩნდებოდა წერის სურვილი.


ეცნობი საიტზე სხვა მწერლების შემოქმედებას?
რათქმაუნდა. საიტზე სხვა მწერლების შემოქმედებასაც ვეცნობი. რამდენიმე მწერლის მუდმივი მკითხველიც ვარ.


გიქმნით თუ არა ისტორიები ავტორებზე პიროვნულ წარმოდგენას?
ზოგჯერ კი ზოგჯერ არა. ყოფილა შემთხვევები ისტორიის წაიკითხვისას მწერალზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, რომ გავიცანი კიდევ სულ სხვანაირი აღმოჩნდა.


წაკითხულ რომელიმე ისტორიას თუ გამოარჩევდი და რატომ?
საიტზე ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან ბევრი უკვე მეხუთედ გადავიკითხე მგონი. ესე ვერ გამოვარჩევ ბევრმა ისტორიამ დამამახსოვრა თავი და რაღაც რაღაცეებზე დამაფიქრა.


რა კრიტერიუმით არჩევ ისტორიას რომ წაიკითხო??
საიტზე რაიმე ახალი ისტორია დაიდება თუ არა ვკითხულობ, მერე შინაარსი თუ არ მომეწონა ან წერის მანერა აღარ ვკითხულობ. დიდ შესავლიანი ისტორიები დიდად არ მიზიიდავს.


რა შეგძინა საიტმა?
საიტმა? ამ საიტმა წერა შემაყვარა. კიდევ ამ საიტის მეშვეობით ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე.


რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში?
ახლა ჩემი მთავარი მიზანი ფიზიკის გამოცდის ჩაბარებაა. ისე მიზნები არ გამაჩნია, არ მინდა მერე იმედები გამიცრუვდეს.


როგორ იქმნებიან შენი პერსონაჟები და გაქვთ თუ არა მათთან რაიმე საერთო??
უცბათ თავში მომდის იდეა, რომ ჩემი პერსონაჟი უნდა იყოს ასეთი და შემდეგ ასეც არის. ხშირად მიცდია პერსონაჟში ჩემი ხასიათის ჩადბა, მაგრამ ნაკლებად გამომდის.


შენი ხასიათი ახდენს თუ არა გავლებას შენს ნაწარმოებებზე?
საერთოდ არა. ზოგადად ჩემი ხასიათი ნაწარმოებზე არ გადადის.


დამისახელე წიგნი რომელმაც გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებაში და წარუშლელი კვალი დატოვა?
ჰმ. ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ჩემში ყველამ რაღაც კვალი დატოვა. თითოეული წიგნის წაკითხვისას განსხვავებული შთაბეჭდილებებით ვივსები, ამიტომ ასე გამორჩეულად არცერთი წიგნი, მაგრამ ალბათ მარტინ იდენი, დანაშაული და სასჯელი, და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.


რას აფასებ ადამიანში და რატომ?
გულწრფელობას და ერთგულებას. ასეთ ადამიანებთან ურთიერტობა ბევრად ადვილია.


ისეთი შეცდომა თუ დაგიშვია რომლის გამოწსორებაც გინდა?
არა, საერთოდ უკვე დაშვებულ შეცდომებზე აღარ ვფიქრობ ხოლმე.


გყავთ თუ არა შეყვარებული?
შეყვარებული არ მყავს.


რა ვითარებაში ხედავთ საკუთარ თავს 5-10 წლის შემდეგ??
5 წლის მერე ჩემ თავს ვხედავ გოგოს, რომელმაც უკვე დაამთავრა სწავლა და უკვე წარმატებული ფსიქოლოგი ან იურისტია.


როგორ აღმოაჩინეთ ჩვენი საიტი?
რაღაც ფოტოებს ვეძებდი და შემთხვევით გადავაწყდი.


როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?
ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია და პირიქით მადლობელი ვარ ხოლმე კრიტიკის ავტორების. არაჯანსაღზე არ ვრეაგირებ.


ახდენს თუ არა გვლენას მკითხველის დადებითი და უარყოფი კოენტარები თქვენზე?
კი თანაც დიდ გავლენას. ყოველი კარგი კომენტარი ძალიან მახარებს და სტიმულს მმატებს უფრო კარგად ვწერო. უარყოფითი კომენტარები გულს მწყვიტავს. ამ ბოლო დროს მკითხველისგან აღარ მოდის არც დადებითი და არც უარყოფითი კომენტარები, ამიტომ წერის სურვილის ნაკლებად მაქვს. ახლა ბევრი ისტორია მაქვს დაწერილი და ახლო მომავალში მათ სრულად დადებას ვაპირებ.


წერის რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?
გამორჩეულად ჟანრი არ მაქვს, ხან რა ჟანრში ვწერ ხან რა, გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები.


რას ურჩევდი მკითხვლეს, /ავტორებს?
ავტორებს არაფერს არ ვურჩევ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. აი მკითხველს კი ვურჩევ, რომ კარგი იქნება თუ ხშირად დააკომენტარებთ რადგან ეს ავტორებს ძალიან გვახარებს და სტიმულს გვმატებს.



მადლობა ირინას ინტერვიუსათვის...
4love.ge წარმატებას გისურვებს..скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ tata...tatuka

აუ მეც მინდააა :(
ელე♥
love love საყვარეეელოო შენ love
--------------------
t.i

 



№2  offline √ წევრი ™ BvBArMy

ელე♥
love love საყვარეეელოო შენ love

love love
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent