შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ- ანკა-სთან..


29-07-2015, 20:33
ავტორი თუკა
ნანახია 1 254

ინტერვიუ- ანკა-სთან..

წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი
მქვია ანი, ვარ 14 წლის, ვცხოვრობ თბილისში. მყავს არც თუ ისე დიდი ოჯახი: დედა, მამა და ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ხშირად მიშლის ნერვებს


როგორ ადამიანად შეგიძლია დაგვიხასიათო საკუთარი თავი?
პირველ რიგში, ალბათ, ერთგულ მეგობრად. ასევე მუდამ ხალისიან ადამიანად, რადგან შემიძლია „ყირაზე დავდგე“ იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანის სახეზე ღიმილი დავინახო. ვარ შრომისმოყვარე და მიზანდასახული. არ მიყვარს ყალბი ადამიანები, განსაკუთრებით ვერ ვიტან პირფერობას. ძალიან ვაფასებ გულწრფელობას.


რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში?
ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული იმ საქმეში რასაც ავირჩევ და ჩემმა ოჯახმა იამაყოს ჩემით.


პირველად რა ასაკში გაგიჩნდა წერის სურვილი?
ოო . წერის სურვილი რამდენიმე თვეა რაც გამიჩნდა და ეს ამ საიტის დამსახურებაა. ადრე მეგონა, რომ სრულიად უნიჭო ვიყავი მწერლობაში და ამიტომ ამ საქმეს ხელს არც ვკიდებდი, თუმცა ამ საიტზე მწერლების შემოქმედებას როდესაც გავეცანი, იმდენად მომინდა მეც დამეწერა რამე, რომ თვით მეც დავჯექი და წერა დავიწყე .. როდესაც პირველი ისტორია გამოვაქვეყნე ძალიან ვნერვიულობდი. ერთი სული მქონდა გამეგო რას ფიქრობდა ხალხი ჩემს „შედევრზე“, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ეს იმხელა სტიმული იყო ჩემთვის, რომ არასდროს დამავიწყდება. სწორედ ასე შევყევი წერას და ნელ-ნელა მეც შემოვდივარ მწერალთა სამყაროში


საყვარელი ადგილი წერისათის და რატომ?
საყვარელი ადგილი წერისთვის არ გამაჩნია. მთავარია ვიყო მარტო და არავინ გამიფანტოს ყურადღება. სხვანაირად ვერაფრის დაწერას ვერ ვახერხებ.


რა გაძლევთ მოტივაციას წერისათის და გყავთ თუ არა პირადი მუზა?
პირადი მუზა არ მყავს. მოტივაციას კი ჩემი მკითხველი მაძლევს, ის თბილი კომენტარები, რომელსაც ისტორიაზე მიტოვებენ. ყველა ავტორისთვის ძალიან ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც იგებ, რომ ვიღაცას შენი ისტორია მოსწონს და მოუთმენლად ელის


რა არის ის რაც სიცოცხლის სურვილს აღვიძებს შენში?
არ ვიცი, ალბათ მომავლის იმედი. ზოგადად ჩემი თავი მეოცნებე ადამიანად მიმაჩნია. ძალიან მინდა მივაღწიო წარმატებას და ვიპოვო „ის“ ერთი, ანუ ნამდვილი სიყვარული.


გავს თუ არა აუხდენელი ოცნება
ისეთი ოცნება არ მაქვს, რომელიც შეიძლება აუხდენლად მივიჩნიო. ძალიან მინდა განათლება საზღვარგარეთ მივიღო და იმედია ეს ასეც იქნება.


რას თვლი შენს დადებით და უარყოფით მხარეებად?
დადებით მხარედ მივიჩნევ იმას, რომ ერთგული მეგობარი ვარ. ჩემთვის ძვირფას ადამიანს ნებისმიერ გაჭირვებაში მხარში დავუდგები და შეძლებისდაგვარად დავეხმარები. ასევე ვარ მიზანდასახული და შრომისმოყვარე, რაც ასევე მომწონს ჩემს თავში.
უარყოფით მხარედ ჩემი ფეთქებადი ხასიათი მიმაჩნია. ზოგჯერ ძალიან გაღიზიანებული ვარ და ამის გამო უხეში ვხდები ხოლმე, თუმცა ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად ვაკონტროლო ჩემი თავი.


რას აფასებ ადამიანში და რატომ?
ადამიანში ვაფასებ ერთგულებას და გულწრფელობას. ეს ორი თვისება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.


ისეთი შეცდომა თუ დაგიშვია რომლის გამოსწორებაც გინდა?
საბედნიეროდ არა. პატარ-პატარა შეცდომას ყველა უშვებს, შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია. მიმაჩნია, რომ იმ შეცდომებმა რაც მე დავუშვი, პიროვნულად გამზარდა და ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ.


წერის რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?
რომანტიულს. ზოგადად ძალიან მიყვარს რომანტიკა.


გიქმნით თუ არა ისტორიები ავტორებზე პიროვნულ წარმოდგენას?
მე ვფიქრობ, რომ ყველა ავტორი თავის პერსონაჟებში აქსოვს იმ თვისებებს, რომელიც მას გააჩნია, ან ადამიანში აფასებს. აქედან გამომდინარე უმეტესწილად შემიძლია ავტორის დახასიათება.


წაკითხულ რომელიმე ისტორიას თუ გამოარჩევდი და რატომ?
არ ვიცი... ყველა ისტორიას, რომელსაც მე ვკითხულობ, ძალიან მომწონს. თითოეული მათგანი თავისებურია, თუმცა ალბათ გამოვარჩევდი lullaby-ს „სასიამოვნო საფრთხე“-ს. მახსოვს როგორი დაძაბული ვკითხულობდი და ერთი სული მქონდა გამეგო შემდეგ რა მოხდებოდა , ასევე გამოვარჩევ cinderella12-ის „ბედნიერების ექვსი თვე: დამატებითი წუთები“. ამ ისტორიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, ვიტირე კიდეც.


რა კრიტერიუმით არჩევ ისტორიას რომ წაიკითხო??
უმეტესად სათაურის მიხედვით. ასევე ვეცნობი ახალბედა მწერლების ისტორიებსაც.


როგორ იქმნებიან შენი პერსონაჟები და გავთ თუ არა მათთან რაიმე საერთო??
ჩემი პერსონაჟები ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. მათთან საერთო მხოლოდ ის თვისებები მაქვს, რომელიც მე გამაჩნია. ზოგჯერ ჩემი პერსონაჟები ჩემი გადმოსახედიდან ადამიანის იდეალია.


ეცნობი საიტზე სხვა მწერლების შემოქმედებას?
დიახ, ყოველდღიურად.


შენი ხასიათი ახდენს თუ არა გავლებას შენს ნაწარმოებებზე?
ნაკლებად. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს და არ იყოს ერთფეროვანი.


დამისახელე წიგნი რომელმაც გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებაში და წარუშლელი კვალი დატოვა?
ასეთ ორ წიგნს გამოვყოფდი - ალექსანდრე დიუმას „ქალი კამელიებით“ და ან და სერჟ გოლონების „ანჟელიკა“.


გყავთ თუ არა გამორჩეული მომხმარებელი ?
ჩემთვის ყველა მკითხველი გამორჩეულია. არ მინდა რომელიმეს დასახელებით სხვას გული ვატკინო. თითოეული მათგანი იმდენად დიდ სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს, რომ უსაზღვროდ მიყვარს.


როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?
თუ კრიტიკა ობიექტურია და მისაღებია ყველანაირად ვცდილობ გამოვასწორო ჩემი შეცდომები. უაზრო კრიტიკას კი ყურადღებას არ ვაქცევ და ტყუილად ნერვებს არ ვიშლი.


როგორ აღმოაჩინეთ ჩვენი საიტი?
ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ერთი ისტორია მოსწონდა ძალიან ამ საიტზე. მეც პირველად ასე მოვხვდი აქ, შემდეგ კი მეთვითონ შევყევი ისტორიების კითხვას და ახლა უკვე თავადაც ვწერ მათ


რა შეგძინა საიტმა?
საიტმა პირველ რიგში შემძინა მეგობრები. მართალია ბევრი არა, თუმცა ვინც გავიცანი ძალიან შემიყვარდა და მათ გარეშე უკვე ჩემი ყოველდღიურობა არ წარმომიდგენია. ასევე შემძინა საუკეთესო მკითხველი. ისეთი თბილები და საყვარლები არიან, რომ თავი შემაყვარეს. თითოეული მათგანის კომენტარს მოუთმენლად ველი ხოლმე.


რა ვითარებაში ხედავთ საკუთარ თავს 5-10 წლის შემდეგ??
5-10 წლის შემდეგ... ოოო, ეს ცოტა რთულია .. იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ ვიცი რა პროფესიას ავირჩევ, ალბათ გამიჭირდება წინასწარ რაიმეს თქმა. ვფიქრობ, წარმატებული სტუდენტი და ჩემი საქმის პროფესიონალი ვიქნები.


რას ურჩევდი მკითხველს, /ავტორებს?
მკითხველს, ალბათ, იმას ვურჩევ, რასაც ყველა სხვა მწერალი - არ დაიზარონ კომენტარების წერა, რადგან სწორედ ესაა, რაც ავტორს წერის სურვილს და სტიმულს აძლევს.
ავტორებს კი ვურჩევდი, რომ ობიექტური კრიტიკა გაითვალისწინონ. ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, თუმცა ასეთებიც არსებობენ.


4love.ge - წარმატებას გისურვებს ანკა...скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ lamazmani

ძალიან ძალიან მარი გოგო ხარ შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ ძაან love love love

 



№2  offline √ წევრი ™ KaTE:))

ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგივიდათ. იმედია, მალე მეც ვატარებ იმ საინტერესო სტატუს, რასაც მწერლის სტატუსი ჰქვია. ^_^ მე, რომ შენ მიყვარხარ ალბათ ეგ არ არის შენთვის უცნობი love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ ანკა

lamazmani
ძალიან ძალიან მარი გოგო ხარ შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ ძაან love love love

მეც ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასოო <3 <3 <3
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მკითხველი ხაარ love და მეგობარიც love

KaTE:))
ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგივიდათ. იმედია, მალე მეც ვატარებ იმ საინტერესო სტატუს, რასაც მწერლის სტატუსი ჰქვია. ^_^ მე, რომ შენ მიყვარხარ ალბათ ეგ არ არის შენთვის უცნობი love

მიხარია, რომ მოგეწონა love შენც ხომ იცი ძალიან რომ მიყვარხარ ჩემო გოგოო love

 



№4  offline √ ადმინი ™' თუკა

ბავშვებო ასევე შეგიძლიათ ერთგულმა მკითხველებმაც მომწეროთ ინტერვიუზე..
--------------------
4love.ge

 



№5  offline √ მოდერი ™ ^paradise^

ანკაა <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ :* წარმატებებიიიი მიყვარხარ love

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

ძალიან მინდა ინტერვიუ უბრლოდისთან ვიხილო./ ნამდვილად შესანიშნავი მწერალია...

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ ანკა

^paradise^
ანკაა <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ :* წარმატებებიიიი მიყვარხარ love

მეც ძალიან ძალიან მიყვარხაარ!!! love

 



№8  offline √ წევრი ™ sali))

Dzalian magarii xarr ankaa ufroo sheemiikvardii

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ ანკა

sali))
Dzalian magarii xarr ankaa ufroo sheemiikvardii

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო love love love მეც ძალიან შემიყვარდი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent