შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ მომხმარებელთან Sopiko


30-12-2016, 21:07
ავტორი okay
ნანახია 723

ინტერვიუ მომხმარებელთან Sopiko

წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი.

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, მაგრამ ალბათ როგორც ყველა ჩვეულებრივი გოგო, სხვებისგან ყველაფრით განვსხვავდები. სოფიკო მქვია, თუმცა ყველა სურვილისამებრ მომმართავს... მეძახიან სოფოს, სოფის, სოფიოს, სოფიას...

როგორ ადამიანად შეგიძლია დაიხასიათო თავი?

ყველაზე სულელ ადამიანად ალბათ. მგონი დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ მომატყუუებს და ვერ გამასულელებს. ძალიან მიმნდობი ვარ და ეს სავარაუდოდ იმის გამოა, რომ ვგიჟდები იმ შეგრძნებაზე, თავს ვიღაცასთან მყუდროდ, თავისუფლად და კომფორტულად რომ ვგრძნობ ხოლმე.

პირველად რა ასაკში გაგიჩნდა წერის სურვილი?

ეს ის მომენტია, რომ უნდა ვთქვა, ბავშვობიდან აქა ვზივარ_მეთქი... (ვიცინი) არ მახსოვს დრო, როდესაც არ ვწერდი. თავიდან ზემირსიტყვიერებაში შემქონდა საკუთარი წვლილი :დ ჯერ წერა არ ვიცოდი და ზეპირად ვიფიქრებდი ლექსებს, მერე დედა იწერდა ხოლმე. პირველი მოთხრობა იმდენად ტრაგიკული და მეტისმეტად სევდიანი გამომივიდა, რომ დედაჩემმა იმ პერიოდში სცადა ჩემი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. აქტიურად იმის შემდეგ ვწერ, რაც საიტზე აღმოვჩნდი.

საყვარელი ადგილი წერის დროს?

საყვარელი ადგილი არ მაქვს. ვწერ, როცა მსურს და როგორც მომიხერხდება.

როგორ იქმნებიან შენი პერსონაჟები და გაქვს თუ არა მათთან რაიმე საერთო?

როგორც ევა შეიქმნა ადამის ნეკნისგან, ისე ჩემი პერსონაჟები იქმნებიან ჩემგან. თითოეულში სოფოს ნაწილი ზის. როდესაც მოგვიანებით უკვე დამთავრებულ ისტორიას ვკითხულობ ხოლმე, უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ის პერსონაჟები ჩემია. ასე მგონია ამნეზიაც რომ დამემართოს, ჩემს გმირებს მაინც ამოვიცნობ.

გაქვს თუ არა სურვილი დაბეჭდო წიგნი?

სურვილი მაქვს და თან ზუსტად ვიცი, რომ დავბეჭდავ კიდეც, რამდენ ეგზემპლარს და როგორი საზუგადოებისთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მინდა, რომ შემეძლოს ჩემი ქმნილების წიგნის სახით დანახვა და ასევე ისიც, რომ ჩემი მკითხველები ჩემს ისტორიას მხოლოდ საიტზე, მობილურის ეკრანზე არ კითხულობდნენ. ეს ჩემი დიდი ოცნება და ამავე დროს მიზანია და როგორც ყველაზე დიდ ოპტიმისტს მჯერა, რომ ყველაფერი გამომივა.

როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?

ძალიან ჩვეულებრივად. არ მესმის იმ ავტორების, რომლებიც ნერვებს იშლიან, ათას ბინძურ სიტყვას აფრქვევენ და ერთ ამბავს ქმნიან მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ნაწერი გაუკრიტიკა მათ. ჯერ თუ არაჯანსაღია, იგნორით უნდა უპასუხო და თავი არ უნდა გაუყადრო ამ შეფასების დამწერს, ხოლო თუ სიმართლეს შეესაბამება, უნდა გაითვალისწინო და შეცდომა გამოასწორო. მსოფლიოში აღიარებულ კლასიკოსებს იმდენი კრიტიკოსი ედავებოდა, წარმოდგენაც რომ არ შეიძლება, მაგრამ მათ იმდენი შეძლეს, რომ ეს კრიტიკოსებიც კი დაადუმეს. ასე რომ, სიტყვით კი არა საქმით უნდა მივაღწიოთ იმას, რაც გვსურს.

რა კრიტერიუმებით არჩევ ისტორიას, რომ წაიკითხო?

თუ ნაცნობი და ჩემთვის საყვარელი მწერალია, არ ვაქცევ ყურადღება არც სათაურს, არც მოკლე აღწერას და არც კომენტარების რაოდენობას, პირდაპირ სიხარულით გადავდივარ სიახლეზე, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში ვაკვირდები თითოოეულ მათგანს, მაგრამ ერთი უკიდურესობაც მჭირს. თუ პრველი თავი არ მომეწონა, ვეღარ დავუდებ გულს ისტორიას, რაც არ უნდა კარგად გაგრძელდეს ის.

როგორ აღმოაჩინეთ ჩვენი საიტი?

თუ არ ვცდები, საძიებო ველში ჩავწერე სასიყვარულო ისტორიები და მერე ამოგდებულ საიტებს ჩამოვუყევი. ერთგან ერთი ისტორია წავიკითხე, მეორეგან მეორე და მერე ფორლავზეც აღმოვჩნდი. ოოო, დაილოცოს ის დღე.

რა შეგძინა საიტმა?

საიტმა შემძინა ადამიანები, რომელთა გარეშეც უკვე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა.

რა არის ის ძალა, რომელიც შენ სიცოცხლის სურვილს გაძლევს?

ოცნებები და საყვარელი ადამიანები.

რა ვითარებაში ხედავთ საკუთარ თავს 5-10 წლის შემდეგ?

ხუთი წლის შემდეგ წესით უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი უნდა ვიყო უკვე და ბიზნესის საკითხებს ვიზუთხავდე. ათი წლის შემდეგ საკუთარი თავის დანახვა მხოლოდ ქმარსა და შვილს შორის წარმომიდგენია. ალბათ ყველაზე მოუხერხებელი დიასახლისი, მაგრამ უკვე კარიერააწყობილი ქალბატონი ვიქნები.

რას ურჩევდით მკითხველს/ავტორს?

ავტორს იმას ვურჩევ, რომ იყვნენ კრეატიულები, თავისუფლები... არ უგდონ ყური მკითხველის შენიშვნებს სიუჟეტთან დაკავშირებით, მაგრამ გაითვალისწინონ ჯანსაღი კრიტიკა. მკითხველებს კი ვეტყოდი, რომ ნუ დაიშურებენ საყვარელი ავტორებისთვის შეფასებებს და მხოლოდ მაშინ კი ნუ დაწერდნენ აგრესიულ, შეწუხებულ კომენტარებს, როცა ისტორია სხვადასხვა მიზეზების გამო წყდება ხოლმე, არამედ მაშინაც, როცა რაღაც მოსწონთ თითოეულ თავში ან არ მოსწონთ.

რა ფერის ხარ, რისი გემო და არომატი გაქვს ?

ვერ ვიტყვი, რომ ამაზე არ მიფიქრია. ეს ერთი ფერადი გოგოს დამსახურებაა (ვიცინი). ნაცრისფერი ვარ, ჩემი შავი და თეთრი დღეებით, ერთფეროვანი ყოველდღიურობით და ნაკლები მოულოდნელობებით. საკუთარი თავის გასინჯვის სურვილი არასდროს დამბადებია :დ მაგრამ რაღაც ჩამძახის, რომ ფეიხოას გემო მაქვს, ტკბილი თუ მჟავე, რომ ვერ გაიგებ. არომატებში ჯერ ვერ გავრკვეულვარ :დ ალბათ დროის მანძილზე საკუთარ თავს უკეთესად გავიცნობ.

ოდესმე გიგრძვნია თავი მარტოსულად? რატომ?

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ არასდროს. ჯერ იმიტომ, რომ ჩემ გარშემო ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც მხარს დამიჭერს, ამ სიტუაციიდან გამოსვლაში დამეხმარება, მე კი გულს გადავუშლი. ყოფილა რაღაც გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ ჩემი დღიური ყოველთვის ჩემთანაა. ეს შეგრძნება არასოდეს გამომიცდია და იმედია არც არასდროს გამოვცდი!

რომელი პერსონაჟი გიყვარს/მოგწონს ყველაზე მეტად შენი ისტორიებიდან ?

საერთოდ მე ჩემს გმირებზე და საქმიანობაზე შეყვარებული გოგო ვარ (ვიცინი). იმდენად მიჭირს გამორჩევა, რომ ახლა მგონია რომელიმეს რომ ავარჩევ, დანარჩენებს ეწყინებათ. ისე კი ყველაზე ბევრი ჩემი ''ტრილოგიის'' (მესამე ნაწილი ჯერ არ დამისრულებია და არც საიტზე დევს) მთავარი პერსონაჟის, ლეას შექმნისას ვინერვიულე. მინდოდა ისეთი გამოსულიყო, როგორიც წარმომედგინა და საბოლოოდ უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა ბაიასა (''იყავი აზარტული'') და ჯულიაზე (''მელანქოლიკი''), რადგან რეალურ ადამიანებს მოვარგე ორივე.

საყვარელი მწერალი გყავს ?

არ ვიცი, საიტზე გულისხმობ თუ ისე, მსოფლიოში აღიარებულ მწერლებს, ამიტომ ორივე ვარიანტში გაგცემ პასუხს. ზოგადად კითხვა ჩემი გატაცებაა, რომლის გარეშეც უბრალოდ არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. რემარკსა და ცვაიგზე საერთოდ ვაბოდებ. საიტზე კი მხოლოდ რამდენიმეთი ვერ შემოვიფარგლები. გამორჩეულად მიყვარს მარიამ ნატროშვილის სტილი, ჩემი პოზიტივის წყაროა teddy))-ს ისტორიები, შეცდომა კი ის, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობ და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მანგრევს შენი მოთხრობები, მაგიჟებს თინა ნიკოლის ცრემლიანი შედევრები და თათულის პროფესიონალური ხელით დაწერილი რომანები. ჰმ... ჩამოვაყალიბე?

რომელია შენი საყვარელი ფერი?

საყვარელი ფერი არ მაქვს. აი, ასე მოკლედ და კონკრეტულად. ხშირად მსურვებია, რომ გამომერჩია რომელიმე, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ვერც ერთში ვერ ვიპოვე ისეთი განსხვავებული რამ, რომ ჩემად მეგულა და მიმესაკუთრებინა.
19)ძირითადად როდის წერ,როცა ბედნიერი ხარ თუ როცა მოწყენილი ?
როცა მეწერინება. აი, უცებ მინდება, რომ დავჯდე და ჩემს კლავიატურას თავს კიდევ ერთი ტანჯული დღე მოვუვლინო (ვიცინი). ასეთ დროს თავის შეკავება არ შემიძლია. მაინც მაცდუნებენ ხოლმე ჩემი მუზები და განწყობას და გარემოებებს ყურადღებას არ აქცევენ.

რას გრძნობ წერისას?

წერისას ვგრძნობ ჩემს პერსონაჟებს, მათ შინაგან სამყაროს და ბედნიერებას, რომ ეს სფერო აღმოვაჩინე. ყველაზე დიდი ადრენალინი და აღმაფრენაა, როცა წერ და სხვა სამყაროში გადადიხარ. უწონადობის მდგომარეობას უტოლდება და ყველა ფიზიკის კანონს არღვევს. ჩემთვის წერა ყველაფერია: სიხარულიც, სასოწარკვეთაც, ტკივილიც, ღიმილიც, შვებაც, სიცოცხლეც და სიკვდილიც...

რამ/ვინ შთაგაგონა წერის დაწყება? გყავს მუზა ან რაიმე ამის მსგავსი ?

ალბათ ჩემმა ნათლია ფერიამ, რომელმაც დამანათლა, რომ უნდა დამეწყო წერა, მიბიძგა ოცნებებისკენ, ისევ და ისევ მწერლობას რომ უკავშირდება. ყოველ ისტორიაზე სხვადასხვა მუზა მყავს და აუცილებელი არაა, რომ ის იყოს ხორცშესხმული მოკვდავი. ყველაფერს, რაც კი წერის სურვილს მიჩენს, მუზას ვარქმევ... ხასიათს, წიგნს, ფილმს, მუსიკას, ნახატს, სურათს თუ ჩემს ცხოვრებაში მომხდარ რაიმე მოვლენას...

შენი აზრით, ცხოვრება რა ფერია ?

ცხოვრება ჩემთვის ფერადია და ალბათ არამარტო ჩემთვის. შეუძლებელია მხოლოდ ერთ ფერში ცხოვრობდე. ყველა ფერს ხომ სხვადასხვა ახსნა აქვს და შესაბამისად ერთ კონკრეტულზე ვერ გაჩერდები. თითქოს შენ წინ სხვადასხვა ფერად შეღებილი კიბის საფეხურები წარმოიქმნება და თითო საფეხურზე მხოლოდ რაღაც გარკვეული პერიოდით ჩერდები.

რომელი სეზონი გიყვარს ყველაზე მეტად? რატომ?

ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს... რა ჯობია მზეს, სიცხეს, დასვენებას, სინათლეს, მერცხლებს, ყვავილებს, ხილს... შეგიძლია ნებისმიერი რამ ისურვო... თავს ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად ზაფხულში ვგრძნობ. რაღაც უცნაურად აღტკინებული და აჟიტირებული ვარ ხოლმე ამ სეზონზე. დედის გენებია ალბათ (ვიცინი).

რას აფასებ ყველაზე მეტად ადამიანებში ?

ადამიანების შეფასებისთვის რაღაც განსაზღვრული ათქულიანი სისტემა, რა თქმა უნდა, არ მაქვს. ადამიანებში ადამიანობას ვაფასებ, ანუ იმას, თუ რამდენ ხანს შეძლებენ შეინარჩუნონ საკუთარი თავი. ცხოვრება ისეთი რთულია, რომ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება ფეხი დაგიცდეს და ჭაობში ჩავარდე. ვიდრე წინაამღდეგობას არ შეწყვეტ, იმად დარჩები, რაც ხარ, მაგრამ როგორც კი აღარ იმოძრავებ, შენ კვდები და იბადება სხვა.

რომელ მცენარესთან გააიგივებდი თავს ?

ოოო, ძალიან მომეწონა ეს კითხვა. პირველად დავფიქრდი ამაზე და ამიტომ. იასამანს ვგავარ. როგორც მეუბნებიან, ზედმეტად ''ნაზიბროლა'' ვარ, იასამნის ყვავილებივით და როგორც მისი ტოტების მოტეხვაა რთული, ისე ჩემი გადარწმუნება. ერთი კი ჩამძახა ქვეცნობიერმა, ტირიფი რატომ არ გაგახსენდაო, რადგან მეტად მელანქოლიური ბუნების ვარ და თან ყველაფერზე მეტირება, მაგრამ უფრო იმას გამოვარჩევდი, რაც პირველად ვთქვი.

წვიმას რისი არომატი აქვს ?

ვგიჟდები წვიმის არომატზე. როგორც კი წვიმას იწყებს, ჰაერი დატენიანებული, დასველებული მიწის სურნელით იჟღინთება და მეც ტკბობის რეჟიმში გადავდივარ ხოლმე (ვიცინი).

წერისთვის რამე გამორჩეული ადგილი გაქვს თუ ყველგან წერ, სადაც მოახერხებ ?

ყველგან ვერა. ძალიან პრეტენზიული არ ვარ, ხმაურშიც კი შემიძლია წერა, მუსიკის გარეშეც მშვენივრად ვახერხებ აზრების მოკრებას, მაგრამ ავტობუსში ან მეტროში ერთ სიტყვასაც ვერ დავწერ. წინ ჩემი ლეპტოპი ან თუნდაც კომპიუტერი უნდა მედოს, კომფორტულად ვიყო მოკალათებული და მეტი მოთხოვნა არ მაქვს.

როგორი კენჭებია ზღვაში ?

ეს გამომცდელი კითხვაა ხომ? სველი (ვიცინი).

რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას ფილმში და წიგნში?

მმმ... ფილმებში დრამას და ანიმაციას გამოვარჩევ. შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ვგიჟდები მულტფილმებზე, რომლებსაც აუცილებლად ბედნიერი დასასრული აქვთ. არ არსებობს ფილმს ვუყურო და ერთი ცრემლი მაინც არ გადმოვაგდო, სიხარულის იქნება ეს თუ მწუხარების მნიშვნელობა არ აქვს. საშინელებასა და ფანტასტიკას კი მაინც და მაინც არ ვწყალობ. კომედიას რომ ვუყურო, რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე უნდა ვიყო. რაც შეეხება წიგნებს, უპირატესობას ვანიჭებ რომანსა და დეტექტივს. რომანი იმიტომ, რომ უამრავი რამაა მასში თავმოყრილი, დეტექტივის კითხვა კი ერთი დიდი სიამოვნებაა.

ჩაცმის რომელი სტილი მოგწონს?

რაც მთავარია, თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად უნდა ვგრძნობდე. თუ ერთია მეორის გარეშე ან პირიქით, მთელი დღე დამფრთხალი ვარ და უხასიათობაც მეტყობა, არადა ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათად ხდება. ოფიციალური სტილიც ძალიან მომწონს, რაც გამომდინარეობს ჩემი მომავალი პროფესიიდან. მიყვარს შარფები და მაღალყელიანი ფეხსაცმელები.

თვისება, რომელიც გინდა, რომ გქონდეს?

არ ვცდილობ საკუთარი თავის შეცვლას, მაგრამ ერთადერთი რაც მსურს ისაა, რომ ლიდერული თვისებები მქონდეს, ვიყო აქტიური და ენერგიული. თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რაშიც უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი.

ხარ თუ არა მიმტევებელი?

მიმტევებელი ვარ, ზედმეტადაც კი. დღემდე ადამიანებისთვის ყველაფერი მიპატიებია. ჯერ მე ვინ ვარ, რომ ვინმეს რამე არ ვაპატიო, მაგრამ ამავე დროს ზოგჯერ თავიც კი მღალატობს და ძალიან ნაწყენი რომ ვიყო, სიყვარულის და განვლილი წლების გამო მაინც დავხუჭავ თვალს მომხდარზე. გულში კი მაინც მრჩება ხოლმე რაღაც, მაგრამ ვცდილობ ცუდი კარგით გადავუხადო, რომ მივახვედრო, როგორ შეცდა. სხვანაირად უბრალოდ არ გამომდის.

მოგვიყევი ანეგდოტი

ჩემი კლასელის მოფიქრებულ ანეგდოტს მოგიყვები (ვიცინი). საგიჟეთიდან გამოსული კაცი შეხვდა მეგობარს და მისალმების შემდეგ გახარებულმა წამოიძახა:
-ორი ხელი გაქვს? რა დამთხვევაა, მეც.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე მთელი კლასი ამაზე ვხარხარებდით.

რომელ დროში იცხოვრებდი?

მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში ვიცხოვრებდი სკარლეტ ო'ჰარასთან ერთად. ჩავიცმევდი გაშლილ, ფუშფუშა კაბებს, ვივლიდი წვეულებებზე, დავინიავებდი მარაოს, მოვწრუპავდი სასმელს გრძელი ჭიქებიდან... რა ვიცი, ეს დრო რაღაც საოცრად ზღაპრულად მეჩვენება! (რა თქმა უნდა, ომამდე პერიოდში :დ)

დაასახელე ადამიანი ან პერსონაჟი, რომელიც შენი იდეალია.

ედმონდ დანტესია ჩემთვის იდეალი. პერსონაჟი, რომელმაც დამიმტკიცა, რომ რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით, როგორც ვიცხოვრებთ, ისე მოვკვდებით, ცხოვრება იმას გვაძლევს, რისი ღირსებიც ვართ, ბრძოლა უშედეგო არასდროს არის, ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ა.შ. და ა.შ... მოკლედ თითქოს ახლიდან დავიბადე ''გრაფი მონტე კრისტოს'' წაკითხვის და ამ პერსონაჟის გაცნობის შემდეგ...

რამ შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოს?

ოჰ, ხასიათის გაფუჭებას რა უნდა, გამოკეთება არის საქმე, თორემ... საერთოდ ჩემს განწყობას ძალიან ვუფრთხილდები ხოლმე, რადგან უამრავი მტერი ჰყავს: პრობლემები საყვარელ ადამიანებთან, უსამართლობა, საყვედურები, ცუდი ნიშნები, შეცდომები, იმედგაცრუებები და კიდევ რა არ.

შენი ზოდიაქო.

სასწორი ვარ. არ მჯერა ცრურწმენების, ჰოროსკოპის, ტესტების და ა.შ., მაგრამ იმდენი რამ ემთხვევა, რომ ვინც მიცნობს და სასწორის დამახასიათებელი ნიშნებიც იცის, ამ კითხვას არ დამისვამს.

რამ მოახდინა შენში გადატრიალება?

ყველაფერმა უარყოფითმა. დადებითისთვის ისედაც მუდამ მზადყოფნაში ვარ, ხოლო დღეისთვის უკვე არასასიამოვნო მოგონებებმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში.

ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გაგაჩნია.

ოჯახი.

შენი აზრით, როდის არის ადამიანი აბსოლუტურად ბედნიერი და შესაძლებელია თუ არა, ასეთი ბედნიერება?

ვაიმე, ნეტავ, არსებობდეს და მეტი არაფერი მინდა... არსებობდეს და მე გამოვცადო! (ვიცინი) ჯერ არ ვიცი... თუ ვიქნები ოდესმე სრულყოფილად ბედნიერი, აუცილებლად გეტყვი. ალბათ მსგავსი რამ მაშინ შეიძლება იგრძნო, როცა ყველა და ყველაფერი გაგაჩნია, რაც გიყვარს და რაზეც ოცნებობდი.


სოფიკო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა ^^
ინტერვიუ ვრცელი. იმედია ისიამოვნეთ.

 




№1 √ წევრი ™ მემე O.H

ისეთი კარგი ინტერვიუ იყო, რომ მეც კი მომინდა smile kissing_heart

 



№2  offline √ მოდერი ™ MoonLady

გრძელი იყო ინტერვიუ. ნაცრისფერი ვიცოდი, ფეიხოამ დადებითად დამმუხტა და არომატი რომ არ იცი მე კიდევ უფრო დაჟინებით მინდა გკითხო, რისი არომატი გაქვს ?

 



№3  offline √ მოდერი ™ Nia kvaratskhelia:)

მეც კი მომინდა :დდ ისეთი კარგი იყო ^^
სოფიკოოო
რა საყვარელიაა^^

 



№4  offline √ წევრი ™ Ignifex

სოფიკო,ძალიან კარგი ხარ! <3 სიამოვნებით ჩავიკითხე.
მონტე-კრისტოს წაკითხვა როგორ მინდა,ერთი სული მაქვს! ედმონდი მეც შემიყვარდება დარწმუნებული ვარ.
წარმატებები ყველაფერში,ძალიან საინტერესო ხარ!

 



№5 √ სტუმარი ™ გვანცა))

რა კარგი ხარ სოფოო❤
მომეწონა ინტერვიუ❤

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

მემე O.H
ისეთი კარგი ინტერვიუ იყო, რომ მეც კი მომინდა smile kissing_heart

არ ვიცი, იმდენი რამე ვთქვი... ნეტავ, მართლა საინტერესო იყო? :/
MoonLady
გრძელი იყო ინტერვიუ. ნაცრისფერი ვიცოდი, ფეიხოამ დადებითად დამმუხტა და არომატი რომ არ იცი მე კიდევ უფრო დაჟინებით მინდა გკითხო, რისი არომატი გაქვს ?

ჰიჰ :დ არ ვიცი
kata-nia
მეც კი მომინდა :დდ ისეთი კარგი იყო ^^
სოფიკოოო
რა საყვარელიაა^^

საყვარელი? მადლობა heart_eyes
Ignifex
სოფიკო,ძალიან კარგი ხარ! <3 სიამოვნებით ჩავიკითხე.
მონტე-კრისტოს წაკითხვა როგორ მინდა,ერთი სული მაქვს! ედმონდი მეც შემიყვარდება დარწმუნებული ვარ.
წარმატებები ყველაფერში,ძალიან საინტერესო ხარ!

მადლობა, ქეთი heart_eyes სხვათა შორის სიამოვნებით გაგიცნობდი ინტერვიუს სახით!
ედმონდი კი...
გვანცა))
რა კარგი ხარ სოფოო❤
მომეწონა ინტერვიუ❤

გვანც, დიდი მადლობა heart_eyes

 



№7 √ წევრი ™ Margaritha Loki

რამდენ სოფოსაც ვიცონ ,ვერ იტანენ სოფიკოს ,რომ ეძახიან და გამიკვირდა ეს ნიკი ,შენ აშკარად განსხვავებული ხარ :D კარგი იყო და საინტერესო :)) ❤

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

ძალიან კარგი ინტერვიუ იყო ❤

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

Margaritha Loki
რამდენ სოფოსაც ვიცონ ,ვერ იტანენ სოფიკოს ,რომ ეძახიან და გამიკვირდა ეს ნიკი ,შენ აშკარად განსხვავებული ხარ :D კარგი იყო და საინტერესო :)) ❤

არც მე ვგიჟდები ჩემი სახელის ამ ფორმაზე :დ მაგრამ საბუთებში ასე ვარ ჩაწერილი და გამოდის, რომ სოფიკო ვარ laughing მადლობა heart_eyes
Violeta_ia
ძალიან კარგი ინტერვიუ იყო ❤

გმადლობ heart_eyes

 



№10  offline √ აქტიური მკითხველი ™ mtirala var

Anegtodze imdeni vicine kinagam gavigude kargi gogo xar da kargi interviu iyo
--------------------
M.D

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

mtirala var
Anegtodze imdeni vicine kinagam gavigude kargi gogo xar da kargi interviu iyo

გმადლობ heart_eyes გადავცემ მის ავტორს!

 



№12  offline √ ახალბედა მწერალი™ lullaby

სოფი ჩემო გოგო, შენი თქმის არ იყოს, რამდენიმე შენს პასუხში საკუთარი თავი ვიპოვე. რაღაცეებში მართლა ვგავართ. <3
საინტრესო ინტერვიუ იყო და თაკო, ყოჩაღ <3

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

lullaby
სოფი ჩემო გოგო, შენი თქმის არ იყოს, რამდენიმე შენს პასუხში საკუთარი თავი ვიპოვე. რაღაცეებში მართლა ვგავართ. <3
საინტრესო ინტერვიუ იყო და თაკო, ყოჩაღ <3

ხო, მაგას დიდი ხანია ვამჩნევ :დ

 



№14  offline √ წევრი ™ SOFOXACIDZE

სოფიკო ჩემი მოსახელე <3 ძვირფასო კარგი იყო
მეცც კი სიამოვნებით გავაკეთებდი
sopiko
lullaby
სოფი ჩემო გოგო, შენი თქმის არ იყოს, რამდენიმე შენს პასუხში საკუთარი თავი ვიპოვე. რაღაცეებში მართლა ვგავართ. <3
საინტრესო ინტერვიუ იყო და თაკო, ყოჩაღ <3

ხო, მაგას დიდი ხანია ვამჩნევ :დ

მეც მინდაა :( disappointed disappointed

 



№15  offline √ მოდერი ™ წითური გოგონა

ძალიან მებანალურა კითხვები.
ინტერვიუ არ მომეწონა,
მაგრამ ვისაც სიფიკოს გაცნობა უნდა წაიკითხოს!
სოფიკოს ფერსაც კი გაიგებთ.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ