შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ მომხმარებელთან new yorker


4-05-2017, 10:19
ავტორი მარრიამი
ნანახია 2 745

ინტერვიუ მომხმარებელთან new yorker

წარმოგვიდგინე საკუთარი თავი.

ელენიკო სიხარულიძე (newyorker) /რა თქმა უნდა, ორივე ფსევდონიმია

როდის და როგორ აღმოაჩინე, რომ წერის სურვილი გაგიჩნდა?

2014 წელს როცა საიტზე დავრეგისტრირდი და ვიფიქრე რომ მეც მინდა რამე ვწერო.

როდის და როგორ აღმოჩნდი საიტზე?

საიტზე აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით. ღრმა ბავშობაში ამ საიტზე შემოვდიოდი ფოტოების დასათვალიერებლად (იცინის), ძალიან დიდი ხნის მერე რაღაც ფოტო მინდოდა რომელიც მახსოვდა რომ ამ საიტზე მქონდა ნანახი და სხვა რაკურსით გავიცანი ეს საიტი.

მოგვიყევი შენი პერსონაჟების შესახებ - სად იქმნებიან, როგორ?

ჩემი პერსონაჟები არიან ადამიანები, რომლებსაც ვისურვებდი რომ აუცილებლად ეცხოვრად რეალურად. რა თქმა უნდა ყველა მათგანი ფანტაზიის ნაყოფი არ არის, რადგან ჩემი და ჩემი მეგობრების წილი თვისებები ყოველთვის ახლავთ.

რა შეგძინა საიტმა?

ამ კითხვას ასე უცებ ვერ ვუპასუხებ. აქაურობის წყალობით ჩათვალე მეორე ცხოვრება მაქვს.

თუ კითხულობ ისტორიებს, რის მიხედვით არჩევ? როგორი უნდა იყოს ისტორია, რომ შენ წაიკითხო?

ადრე ვკითხულობდი, შედარებით ნაკლები მოთხოვნები მქონდა (იცინის),ახლა შეფასების კრიტერიუმები გამეზარდა და აღარ ვკთხულობ. პრინციპში იმდენი ხანია საიტზე არც კი მიცდია რამის წაკითხვა, ალბათ ბევრი საინტერესო ავტორი და ისტორია გამოვტოვე.

საკუთარი ისტორიებიდან და პერსონაჟებიდან, რომელს გამოარჩევდი, რომელი გიყვარს განსაკუთრებით?

ეს არის კითხვა რომელიც არ უნდა დაუსვა არავის ვინც რაღაცას ქმნის(ნუ ცდილობს მაინც). ყველა მიყვარს განურჩევლად. არა იმიტომ რომ მომწონს ან მგონია რომ მაგარია ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ ყველა ისტორია რაღაც ისეთ ასაკში და დროს მაქვს დაწერილი რომ არ მიმაჩნია სწორად რომელიმე მათგანი ხარისხით და სიუჟეტის სიძლიერით შევაფასო.

გვითხარი ცოტა რამ შენს გარემოზე, მოგვიყევი მათზე, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის.

ჩემი გარემო არის სეზონურად ცვალებადი, ისევე როგორც ჩემი ხასიათი და პრინციპში ჩემი ხასიათი განსაზღვრავს გარემოსაც. ხომ ამბობენ რომ ადამიანები ქმნიან გარემოს?! თუ არ ამბობენ? ჰაჰა, კარგად ჟღერს და ჩავთვალოთ რომ ამბობენ, ხოდა მეც ვეთანხმები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებზე რა უნდა გითხრათ. ისედაც ამბობს სტატუსი თავისას-ყველაზე მნიშვნელოვანი.

შენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში?

ჯერ-ჯერობით ასეთი აღსანიშნავი ნაბიჯი არ გადამიდგამს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავის ასაკთან შეფარდებით ერთ-ერთი არის ის რომ კონსერვატორიიდან გამოსვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე (იცინის).
სხვა მხრივ, რა თქმა უნდა ძვირფასი ნაბიჯია ჩემთვის-წერა.

მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ, რა გსურს რომ მიიღო ცხოვრებისგან მომავალში?

იმდენად მშიშარა ვარ, ისე არ მიყვარს გეგმების დალაგება და დაწყობა რომ არაფერი ვიცი რა იქნება 1,5,10 წლის მერე.

რომ არა საქართველო, რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი?

იმედი მაქვს ამერიკაში, ნუ სიამოვნებით დავიბადებოდი კუბაზეც.

რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?

ამ კითხვას არ შეესაბამება ჩემი პასუხი, ამიტომ ცოტა სხვა პასუხს გაგცემ-ვაფასებ და მიყვარს საინტერესო ადამიანები.

საყვარელი წიგნი, მუსიკა, ფილმი..

აუღებელი ციხესიმაგრეა ეს კითხვა. უნდა გამოვტოვო, სამწუხაროდ.

დროის უკან დაბრუნება რომ შესაძლებელი იყოს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

ვივლიდი ბევრად ნელა და არ მექნებოდა ამდენი შრამი მუხლებზე (იცინის).

ოქროს თევზი რომ დაგეჭირა, ან ჯინი გაგენთავისუფლებინა, რომელი სამი სურვილის შესრულებას სთხოვდი?

1.ჯადოქრობას
2. სიმღერის ნიჭს
3.უკვდავობას

ბლიცი


ბავშვობაში მინდოდა - მქონოდა შოკოლადების ქარხანა
ბავშვობაში მეგონა - რომ ვიძინებდი მთელი ღამით ვკვდებოდი
ცხოვრება ვერ წარმომიდგენია - დედაჩემის გარეშე
ჩემთვის მეგობრები არიან - ტკბილეულები(რომლებზეც ვგიჟდები)
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ვიყენებ - ღადაობ?
მინდა ვიცოდე - ხატვა, სიმღერა, ფრენა
ზღაპრის გმირი, რომელსაც ვგავარ - ზღაპრის გმირი არვიცი, მაგრამ მულტფილმის გმირს ალბათ შრეკში რო კატაა.
ჩემი დევიზია - საჭმელი უპირველეს ყოვლისა (იცინის)
მჯერა, რომ - არსებობს უხილავი ძალები
მაღიზიანებს - ბევრი რამ, მაგრამ ალბათ უპატივცემულობა და დაუფასებლობა განსაკუთრებით.
მეშინია - სიკვდილის, სიბერის
ვმეგობრობ - ნებისმიერ ადამიანთან
ვამაყობ - ნიჭიერი ადამიანებით
მწყინს - ელემენტარული რაღაცეებიც კი
ვოცნებობ - მქონდეს ფრთები
ვცხოვრობ - აი ამაზე მაშინ გიპასუხებ როცა თავად გავერკვევიскачать dle 11.3

 




№1 √ წევრი ™ Indigo

აუ როგორ გამიხარდა NewYorker-ი რო წავიკითხე. heart_eyes ძაან მომენატრა შენი ისტორიებიიიი... persevere persevere
--------------------
მეშინია...

 



№2  offline √ მოდერი ™ შამანი

მიყვარს ეს გოგო! ❤❤❤
--------------------
"ყველა ღმერთი, ყველა სამოთხე, ყველა ჯოჯოხეთი, შენშია."

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ lullaby

საინტერესო გოგო ხარ ^^
ბლიცი ძალიან მომეწონა :დდ <3

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ ერკე

მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი ხსნა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ Gossipy girl

როგორ მიყვარს! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent