შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ მომხმარებელთან elle..


18-11-2017, 22:54
ავტორი მარრიამი
ნანახია 648

ინტერვიუ მომხმარებელთან elle..

წარმოგვიდგინე საკუთარი თავი

პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩემგან ინტერვიუს აღების სურვილი გაგიჩნდათ. ახლა თავი პრეზიდენტი მგონია, ისეთი სერიოზული სახით ვზივარ, ჩემი თავის მე თვითონ მიკვირს :დ
ახლა სერიოზულად, მე ვარ ნენე. ყველაზე ბანალურად რომ დავიწყო, საკუთარ თავზე საუბარი ყველაზე მეტად მიჭირს. მგონია, რომ შენს პიროვნებაზე სხვამ უნდა ისაუბროს.შეიძლება რამე ზედმეტი, ან ნაკლები გამომივიდეს. ამ კითხვის მოსმენისას, მხოლოდ ერთი რამ მახსენდება - ადამიანი, რომელიც თითქმის სულ კარგ ხასიათზეა, საშინლად რეალისტი და მაქსიმალისტია. უი, ერთი კიარა, სამი რამ გამხსენებია :დდ
როდის და როგორ აღმოაჩინე, რომ წერის სურვილი გაგიჩნდა?

მას შემდეგ, რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, სულ ვწერ. სულ პირველად მამას დავუწერე ლექსი, სადღაც მეოთხე კლასში ვიქნებოდი. მამას ბედნიერი სახე რომ დავინახე, მაშინ ჩემი პატარა ჭკუით მივხვდი, რა მაგარი შერგძნება ყოფილა, როცა შენც სიამოვნებას იღებ იმით, რასაც აკეთებ და ამით, სხვასაც ბედნიერს ხდი. აი, მას შემდეგ სულ ვწერ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლექსების მუზამ მიმატოვა, უკვე კარგა ხანია :დ
როდის და როგორ აღმოჩნდი საიტზე?

ზუსტი თარიღი რომ მეთქვა, შევირბინე საიტზე და შვიდი თვე ყოფილა. ვგიჟდები რიცხვ შვიდზე, სასიამოვნო დამთხვევაა.
რაც შეეხება როგორ-ს, ჩემმა ერთმა მეგობარმა მირჩია, კარგი საიტია შენი ჩანახატებისთვისო. რომ ვნახე, ჩანახატები არა, მაგრამ ისტორიები, ფაქტია, ავტვირთე :დდ
მოგვიყევი შენი პერსონაჟების შესახებ - სად იქმნებიან, როგორ?

იმდენად სპონტანურად იქმნებიან, დაჯდომას და ფიქრს ვერ ვასწრებ. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის გარემოცვაში, ხმაურში ვიყო, უცებ მარტო პერსონაჟის სახე წარმომიდგეს თვალწინ და მერე მასზე ავაწყო მთელი ისტორია. პირველად პროტოტიპები არასდროს მყავს, მხოლოდ გონებაში წარმოვიდგენ, როგორი უნდა იყოს. მერე შეიძლება რომელიმე საიტზე ვინმეს წავაწყდე და ისე მივამსგავსო ჩემს რომელიმე პერსონაჟს, რომ ვთქვა, მაგალითისთვის, „აი ეს არის ვაჩე!“ :დ
რა შეგძინა საიტმა?

ისეთი ადამიანები, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს. აი, სულ სხვანაირები არიან აქ. იმდენად თბილები, ტკბილები, რომ აქაურობას ვერ ვშორდები. იმის მიუხედავად, რომ დრო, ფაქტობრივად, საერთოდ აღარ მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ ის ენდორფინი, აქაურობა და აქაურები რომ გამოჰყოფს ასე უანგაროდ ჩემ მიმართ, მაქსიმალურად მივიღო. უკვე ყოველდღიურობად მექცა. თუ აქ არ ვარ, ძალიან დიდ დანაკლისს ვგრძნობ.
თუ კითხულობ ისტორიებს, რის მიხედვით არჩევ? როგორი უნდა იყოს ისტორია, რომ შენ წაიკითხო?

ამ საკითხში ძალიან, ძალიან ცუდი გოგო ვარ :დდ უკვე აღნიშნულის მიხედვით, დრო თითქმის აღარ მაქვს. ამიტომ, ბევრს ვერ ვკითხულობ. დარეგისტრირების პირველ პერიოდში რამდენიმე ავტორი განსაკუთრებით „მოვიდა ჩემს გულამდე,“ მას შემდეგ არცერთი მათგანის ისტორიას არ ვტოვებ. როცა დრო მაქვს, სხვებსაც ვკითხულობ. ბევრი სხვა ნიჭიერი ავტორიც ვიპოვე, ახლო მომავალში მათ ისტორიებსაც „ჩამოვუვლი.“ :დ
როგორი უნდა იყოს? საინტერესო შინაარსის, გრამატიკულად გამართული. აი, სასიამოვნოდ რომ იკითხებოდეს, ისეთი.
საკუთარი ისტორიებიდან და პერსონაჟებიდან, რომელს გამოარჩევდი, რომელი გიყვარს განსაკუთრებით?

იმდენად ეგოისტი ვარ, ყველა ძალიან მიყვარს :დდ წერის დროს, იმდენი ადამიანი ვარ, რამდენი პერსონაჟიც მყავს. ყველა მათგანისას განვიცდი, მტკივა, მიხარია, ვბედნიერდები. ყველაზე მეტად ის მიყვარს, ვისზეც იმ მომენტში ვწერ. სიმართლე რომ ვთქვა, გამორჩევა მიჭირს. მაგრამ ამ კითხვის წაკითხვისას პირველი ვინც გამახსენდა, დათაა. ალბათ, იმიტომ რომ, წერის პროცესში ზუსტად ისეთ ადამიანს წარმოვიდგენდი, როგორიც მე მინდოდა გვერდით მყოლოდა.
გვითხარი ცოტა რამ შენს გარემოზე, მოგვიყევი მათზე, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის

იმდენად გიჟურია ჩემ ირგვლივ ყველაფერი, რამდენადაც მე ვარ :დ მგონია, რომ ჩვენს გარემოს ჩვენვე ვქმნით. ამიტომ, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდა რომ იყოს. ისეთი მაგარი ადამიანები მყავს გვერდით, ზოგჯერ ვფიქრობ, რით დავიმსახურე-მეთქი. დროის უმეტეს ნაწილს იმათთან ერთად ვატარებ, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ბევრი მყავს ასეთი, გამორჩევა ძალიან მიჭირს და ალბათ, ვერც გამოვარჩევ. მაგრამ... მაგრამ, გულის გამოძახილს მივენდობი და მაინც, იმ ადამიანს მოვისაზრებ ყველაზე მნიშვნელოვნად, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებას აღარ ეკუთვნის.
შენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში?

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გადაგდმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმ მომენტში კი ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაშიც მიჭირს ასე გამორჩევა. ალბათ, ყველა იმ ნაბიჯს მოვისაზრებ ასეთად, რომლებითაც ვარ ის, ვინც დღეს ვარ.
რას შეცვლიდი საკუთარ თავში?

უფრო მეტად რისკიანი ვიქნებოდი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემს სიგიჟესთან ერთად, ბევრი რამ მაშინებს. არსებობს საკითხები, რომლებსაც ვერასდროს შევეხები, მოსალოდნელი იმედგაცრუება შემაშინებს. აქედან გამომდინარე, უფრო გამბედავი და რისკიანი ვიქნებოდი. და რაც მთავარია! საკუთარი ნერვების მოთოკვა რომ შემეძლოს, სულ ყველაზე მაგარი იქნებოდა! :დ
მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ, რა გსურს რომ მიიღო ცხოვრებისგან მომავალში?

იქედან გამომდინარე, რომ მაქსიმალისტი ვარ, ცხოვრებისგანაც მაქსიმუმს „ვითხოვ.“ როგორ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. ჩემთვის სიცოცხლე ერთი წამია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ის მივიღო, რასაც იმ დროს ცხოვრება მთავაზობს.
ახლა, ვთვლი, რომ ყველაზე მაგარი პერიოდი მაქვს. შანსი მაქვს, ყველაზე მეტად განვვითარდე პროფესიული მხრივ. ამიტომ, ამჟამად ყველაზე მეტს ამაზე ვფიქრობ და ამისთვის ვიბრძვი.
ჩამოწერილი, დაზეპირებული გეგმა(ები) არ მაქვს. მაგრამ ახლაც მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელს სჯობდეს, დღევანდელი კიდევ გუშინდელს.
რომ არა საქართველო, რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი?

იმდენად მიყვარს ჩემი (ჩვენი) ქვეყანა, რომ ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ხალხი „ლიჟბი აქედან წავიდე“ დევიზი რომ აქვთ. ასეთებს მინდა ჩამოვუარო და სათითაოდ გავუშვა ჯანდაბაში! არც ის მიყვარს, ძალიან გაცვეთილი ფრაზა რომ აქვთ „ეს ხომ საქართველოა!“ საქართველო კიარა, ქართველი ხალხია. ქვეყანას ხომ ჩვენ ვქმნით?! ჰოდა, სადაც, როგორც და რაშიც ვცხოვრობთ, ყველაფერი ჩვენიდან გამომდინარეა. ქვეყანა კიარა, ხალხი შეიცვალა. და მე ასე ვიტყოდი, რომ არა ამდენად გადაგვარებული მოსახლეობა, ისევ საქართველოში ვიცხოვრებდი. არჩევანზე რომ ყოფილიყო, სად დავიბადებოდი, მაგ შემთხვევაშიც ასე ვიტყოდი. თუმცა, უდიდესი სიამოვნებით მოვივლიდი იტალიას. ვენეციაში იქამდე გავჩერდებოდი, სანამ ზეპირად არ შევისწავლიდი თითოეულ წერტილს.
რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?

ადამიანში ყველაზე მეტად ადამიანობას ვაფასებ.
საყვარელი წიგნი, მუსიკა, ფილმი..

საყვარელი წიგნი - რემარკის „ტრიუმფალური თაღი.“ ვგიჟდები კლასიკურ რომანებზე.
მუსიკა - გამორჩეულად არცერთი, ხასიათს გააჩნია. იმ დროს როგორ განწყობაზეც ვარ, იმის შესაბამისს ვუსმენ.
ფილმი -„ხელშეუხებელნი.“ ჩემთვის უნაკლოა, შეუდარებელი. ერთადერთი ფილმია, რომელსაც უამრავჯერ ვუყურებ. და გამორიცხულია ამ დროს ლევინსონის „წვიმის კაცი“ დამავიწყდეს. წარუშლელი ემოციები დამიტოვა ამ ფილმმაც.
დროის უკან დაბრუნება რომ შესაძლებელი იყოს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

არაფერს. მგონია, რომ რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო. ყველაზე მეტად საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს. თითოეული მაძლიერებს და უფრო დიდ სტიმულს მაძლევს.
ოქროს თევზი რომ დაგეჭირა, ან ჯინი გაგენთავისუფლებინა, რომელი სამი სურვილის შესრულებას სთხოვდი?

შეიძლება, სულ სხვა სურვილებს ელოდეს რომელიმე ჩემგან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მატერიალურზე ვფიქრობ. ამიტომ,
1.ჩემების ბედნიერებას, რაც ავტომატურად ჩემსასაც გულისხმობს.
2.ისეთ სიყვარულს, დამჭკნარი ხელებით ბუხართან მჯდომი რომ ვიტყვი: „მარტო ამისთვის მიღირდა ცხოვრება.“
3.და თუ ოქროს თევზი იქნებოდა, ჯინის სამუდამო თავისუფლებას.

ბლიცი

ბავშვობაში მინდოდა - ჯადოსნური ჯოხი მქონოდა.
ბავშვობაში მეგონა - ჭექა-ქუხილის დროს ცაში სპილოები დარბოდნენ.
ცხოვრება ვერ წარმომიდგენია - ჩემების გარეშე.
ჩემთვის მეგობრები არიან - ისინი, ვისთვისაც სიცოცხლის დათმობა ნებისმიერ შემთხვევაში მიღირს.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ვიყენებ - ძილი მინდა!
მინდა ვიცოდე - ყველაფერი ის, რაც ჯერ არ ვიცი.
დღესასწაულებიდან გამოვარჩევ - შობას და აღდგომას.
ზღაპრის გმირი, რომელსაც ვგავარ - ამ ბოლო დროს კონკიას. უმეტეს შემთხვევაში მის მსგავსად მიმართლებს.
ჩემი დევიზია - ყველგან და ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ! ამ ბოლო დროს მეორეც მიემატა, „იცხოვრე მთელი სიცოცხლე.“ ძალიან ჩემებურ რაღაცას ვპოულობ აქ, მხოლოდ ჩემთვის რომ მაქვს, ისეთს.
მჯერა, რომ - იმის გაკეთებას შევძლებ, რაც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე მაქვს.
მაღიზიანებს - სიყალბე. ყველანაირი უსამართლობა.
მეშინია - საყვარელი ადამიანების სიკვდილის. (ჩემს ერთ-ერთ პერსონაჟს დავესესხები).
ვმეგობრობ - ძალიან, ძალიან რთულად.
ვაპატიებ - ყველაფერს, რისი პატიებაც შემიძლია.
მიყვარს - ყოველთვის.
ვამაყობ - დედაჩემისა და მამაჩემის სიყვარულით.
მწყინს - ძალიან მარტივად იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიყვარს.
ვფიქრობ - ყველაზე მეტს იმ გარდამავალ წამს, როცა ყველამ საკუთარი თავი სრულყოფილად ვიცით. ისე, ყოველთვის.
ვოცნებობ - ჩემების ბედნიერებაზე.
ვცხოვრობ -იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემთვის ცხოვრობს.
____
მომიტევეთ ამდენხნიანი დაკარგვა ინტერვიუებთან ერთად <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი გრაფინია

მსოფლიოში ყველაზე სვით გოგო;)

ადამიანო,მიხარია ასეთი კარგი რომ ხარ და ჩვენი ხარ!
ვგიჟდები შენზე,როგორც პიროვნებაზე და როგორც ავტორზე!
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ყველგან და ყოველთვის;)
_______
მარიამ მადლობა!

 



№2  offline ადმინი bibo

რო არ არსებობდე თავიდან შეგქმნიდი <3
რანდენად საოცარი ხარ
რამდენად ახლოს ხარ
რამდენად გრძნობს გული
ასე გიჟურად მიყვარხარ
ასე გიჟურად არსებობ ჩემში
რა დაგიმალო და რაღაც რუღაცები მეც ვიცოდი
ისე ვგევართ რაღაცებით :დ
საიტის დედოფალო :*
ასობით ათობით ათასობით არსებობდე უნდა :*
ბევრი ელე ნენე ჩვენ :*
პატარა ელე
სატაული ხარ
ერთი შენაირი ყველას ათოვდეს უნდა
ერთი შენი ფერის ყველა ყავდეს უნდა
ერთი ნენე ყველას
ბებრი ნენე ჩვენ <3
ბედნიერება ხარ
მიკვარძარხარ
კამფეტინო
ჩოკოლატო
ჩემო ბევრობავ ჩემო
და ასე უბრალოდ საოცრებები არსებობს შენით <3
ჩემო გიჟო მუდამ ასეთი იყავი
ჩემო პატარა ბედნიერებავ <3

 



№3  offline ახალბედა მწერალი teddy))

რა კარგი გოგოა, ღმერთო ჩემო! kissing_heart heart_eyes heart_eyes

 



№4  offline წევრი Mtirala

ყველაზე მეტად საქართველოს სიყვარულმა გამაგიჟა.
დღეს, როცა ქართველ რაგბისტებს ვგულშემატკივრობდი,
იქ დამტკიცდა ჩემი სიყვარული.
ვგიჟდები შენზე,
შენს ყველა'ფერზე.
მიყვარხარ.
ძალიან მიხარია, რომ გიცნობ.
შენს ინტერვიუში იმდენი უბრალოება დავინახე, გავაფრინე.
კიდევ უფრო მიყვარხარ.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№5  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ნენ, როგორი კარგი და როგორი "სწორი" ხარ, შენ ხომ აზრზეც არ ხარ! იმდენ პასუხში დავიჭირე საკუთარი თავი, ბოლოს მეცინებოდა :დდ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტად ერთნაირი შეხედულება გვქონია.
თბილი, ტკბილი და სიყვარული გოგო ხარ შენ! (ჯერ მარტო ჯინისთვის ნათქვამი სურვილები რად ღირს?! relaxed )
გისურვებ ყველა ოცნება აგსრულებოდეს და უკლებლივ ყველა დასახული მიზნისთვის მიგეღწიოს. ისეთი გოგო ხარ, მიაღწევ, დარწმუნებული ვარ! heart_eyes heart_eyes

 



№6  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

უკვე აღვნიშნე ინტერვიუების კითხვა მიყვარს-მეთქი :დდდ ასე უფრო კარგად ვეცნობი ავტორებს და ზოგიერთის წაკითხვაც სწორედ ინტერვიუდან მომინდა :დდდ❤❤ ამდენ ხანს ველოდი და უცებ ნენე რომ გამოჩნდა ამან უფრო გამახარა :*** ძალიან საყვარელი ხარ ჩემო ნიჭიერო გოგოვ :** ასე მგონია უფრო ახლოს გაგიცანი და ეს ყველაზე მეტად მახარებს :** ❤❤ წარმატებები მწერლობაშიც, ცხოვრებაშიც და კარიერაშიც :**❤❤❤

 



№7  offline წევრი veroo

მინდა აგიხდეს ის სურვილები რასაც ოქროს თევზს ჩაუთქვამდი ულევ ბედნიერებას გისურვებ სიყვარულო უტბილესო ადამიანო სასწაულად გამიხარდა შენი ინტერვიუ ეხლა უფრო ბევრი რამ შევიტყვე შენზე ❤

 



№8  offline ახალბედა მწერალი elle...

გრაფინია
მსოფლიოში ყველაზე სვით გოგო;)

ადამიანო,მიხარია ასეთი კარგი რომ ხარ და ჩვენი ხარ!
ვგიჟდები შენზე,როგორც პიროვნებაზე და როგორც ავტორზე!
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ყველგან და ყოველთვის;)
_______
მარიამ მადლობა!

სვით, შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე სვით, სულ:)
არ ვიცი ასეთს როგორ მხედავ, მართლა. მაგრამ მიხარია ერთი ადამიანისთვის მაინც თუ არის შესაძლებელი ჩემთვის 1 დადებიტსაც თუ ხედავენ :დ

ბევრი გაკოცე.
ასევე ძალიან დიდი წარმატებები შენც!
ვგიჟდები მეც შენზე!

bibo
რო არ არსებობდე თავიდან შეგქმნიდი <3
რანდენად საოცარი ხარ
რამდენად ახლოს ხარ
რამდენად გრძნობს გული
ასე გიჟურად მიყვარხარ
ასე გიჟურად არსებობ ჩემში
რა დაგიმალო და რაღაც რუღაცები მეც ვიცოდი
ისე ვგევართ რაღაცებით :დ
საიტის დედოფალო :*
ასობით ათობით ათასობით არსებობდე უნდა :*
ბევრი ელე ნენე ჩვენ :*
პატარა ელე
სატაული ხარ
ერთი შენაირი ყველას ათოვდეს უნდა
ერთი შენი ფერის ყველა ყავდეს უნდა
ერთი ნენე ყველას
ბებრი ნენე ჩვენ <3
ბედნიერება ხარ
მიკვარძარხარ
კამფეტინო
ჩოკოლატო
ჩემო ბევრობავ ჩემო
და ასე უბრალოდ საოცრებები არსებობს შენით <3
ჩემო გიჟო მუდამ ასეთი იყავი
ჩემო პატარა ბედნიერებავ <3

ჰეეეეი, ტკბილო და თბილო გოგო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის! არ ვიცი ამ დროს ეა როგორ უნდა ვთქვა იმიტომ, რომ საშინლად ვიბნევი :დდდ
გაკოცეეე❤️❤️❤️

teddy))
რა კარგი გოგოა, ღმერთო ჩემო! kissing_heart heart_eyes heart_eyes

... და რა კარგი გოგო ხარ შენ?!
უღრმესი მადლობა, საყვარელო❤️

Mtirala
ყველაზე მეტად საქართველოს სიყვარულმა გამაგიჟა.
დღეს, როცა ქართველ რაგბისტებს ვგულშემატკივრობდი,
იქ დამტკიცდა ჩემი სიყვარული.
ვგიჟდები შენზე,
შენს ყველა'ფერზე.
მიყვარხარ.
ძალიან მიხარია, რომ გიცნობ.
შენს ინტერვიუში იმდენი უბრალოება დავინახე, გავაფრინე.
კიდევ უფრო მიყვარხარ.

ვუაიმე, არც კი ვიცი რა ვთქვა, ბენდიერი ვარ, რა. ძალიან ბედნიერი, რომ ახლა ვზივარ აქ, ვკითხულობ ამეებს და ვიაზრებ რომ ჩემზე წერია!
უღრმესი მადლობა, ჩემო უსაყვარლესო გოგო!
ძალიან მიყვარხარ მეც!
და ეგ გულშემატკივრობა სიგიჟემდე მიხარია!
❤️❤️❤️

 



№9  offline წევრი Indigo

ზუსტად შენეული ინტერვიუ იყო!
ყველგან რო ჩანდი, ყველა სიტყვაში.
ვგიჟდები ჩემ ნენეზე მე!

პ.ს. ჯადოსნური ჯოხი, რომ გაქვს ამაზე მგონი შევთანხმდით უკვე ხო? :დდ
--------------------
მეშინია...

 



№10  offline ახალბედა მწერალი elle...

An_Gel
ნენ, როგორი კარგი და როგორი "სწორი" ხარ, შენ ხომ აზრზეც არ ხარ! იმდენ პასუხში დავიჭირე საკუთარი თავი, ბოლოს მეცინებოდა :დდ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტად ერთნაირი შეხედულება გვქონია.
თბილი, ტკბილი და სიყვარული გოგო ხარ შენ! (ჯერ მარტო ჯინისთვის ნათქვამი სურვილები რად ღირს?! relaxed )
გისურვებ ყველა ოცნება აგსრულებოდეს და უკლებლივ ყველა დასახული მიზნისთვის მიგეღწიოს. ისეთი გოგო ხარ, მიაღწევ, დარწმუნებული ვარ! heart_eyes heart_eyes

ჩემო საოცრად ნიჭიერო გოგო, უსაზვროდ და თბილო, საოცრად დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. ძალიან გამიხარდა რამე საერთო თუ დაიჭირე. ეხუმრები ასეთ ოქრო გოგოს ვგავდე რიგ საკითხებში?! :დდ გამიხარდა მართლა!

ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა!
ასევე წარმატებები შენც და მეც მჯერა, შენი ნებისმიერი წამოწყება რომ წარმატებით დასრულდება!
გაკოცე❤️❤️❤️

Margaritha Loki
უკვე აღვნიშნე ინტერვიუების კითხვა მიყვარს-მეთქი :დდდ ასე უფრო კარგად ვეცნობი ავტორებს და ზოგიერთის წაკითხვაც სწორედ ინტერვიუდან მომინდა :დდდ❤❤ ამდენ ხანს ველოდი და უცებ ნენე რომ გამოჩნდა ამან უფრო გამახარა :*** ძალიან საყვარელი ხარ ჩემო ნიჭიერო გოგოვ :** ასე მგონია უფრო ახლოს გაგიცანი და ეს ყველაზე მეტად მახარებს :** ❤❤ წარმატებები მწერლობაშიც, ცხოვრებაშიც და კარიერაშიც :**❤❤❤

შენი ნიკის დანახვა და უსაზღვრო პოზიტივის მიღება ერთია, ნუ ;დდდ
ჩემო ძალიან ძალიან ნიჭიერო, გრძელფეხება გოგო’ვ, უღრმესი მადლობა!
ასევე ძალიან დიდი წარმატებები შენ, სულ სულ ყველაფერში. მიხარია რომ ასე ურთიერთობის საშუალება მაინც გვაქვს❤️❤️❤️

veroo
მინდა აგიხდეს ის სურვილები რასაც ოქროს თევზს ჩაუთქვამდი ულევ ბედნიერებას გისურვებ სიყვარულო უტბილესო ადამიანო სასწაულად გამიხარდა შენი ინტერვიუ ეხლა უფრო ბევრი რამ შევიტყვე შენზე ❤

ჩემო უსაყვარლესო გოგო,ძალიან დიდი მადლობა ასეთი ოქრო სურვილებისთვის. ყველაფერ ისეთს გისურვებ მეც, შენ რომ გინდა შენთვის! ყველაფერი ყველაფერი საუკეთესო შენ❤️❤️

Indigo
ზუსტად შენეული ინტერვიუ იყო!
ყველგან რო ჩანდი, ყველა სიტყვაში.
ვგიჟდები ჩემ ნენეზე მე!

პ.ს. ჯადოსნური ჯოხი, რომ გაქვს ამაზე მგონი შევთანხმდით უკვე ხო? :დდ

მეც ვგიჟდები შენზე! სულ!

პ.ს. ჰაჰაჰა, გჯერა მაგის, ძეტკა? :დდდ❤️❤️

 



№11  offline წევრი Indigo

იძულებულს მხდი დავიჯერო. joy joy joy
--------------------
მეშინია...

 



№12  offline ახალბედა მწერალი elle...

მარიამ, სიყვარულიკო, ძეტკა, ჩემო თბილო და ტკბილო გოგო, უდიდესი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, იმ სითბოსთვის, რაც აქ დაატრიალე!
ძალიან მიყვარხარ!
ძალიან ბევრ რამეს ვიგებ შენგან და ნებისმიერ დროს ვრწმუნდები როგორი კეთილი, ნაზი, ლამაზი და ოქროსი ხარ!
გაკოცე!❤️❤️❤️

Indigo
იძულებულს მხდი დავიჯერო. joy joy joy

ყოველგვარ ძალადობას ვგმობ მე! რომ იცოდე! :დდდდდდ

 



№13  offline მოდერი მარრიამი

elle...
მარიამ, სიყვარულიკო, ძეტკა, ჩემო თბილო და ტკბილო გოგო, უდიდესი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, იმ სითბოსთვის, რაც აქ დაატრიალე!
ძალიან მიყვარხარ!
ძალიან ბევრ რამეს ვიგებ შენგან და ნებისმიერ დროს ვრწმუნდები როგორი კეთილი, ნაზი, ლამაზი და ოქროსი ხარ!
გაკოცე!❤️❤️❤️

ვუუაიიმე ^^ ჩემო ნენეკო <3 აფროდიტე და ძეტკა :დ <3 შენ ხარ ჩემი ოქროც და ანგელოზიც (ეშმაკური ნამიოკებით :D :P) უყვარხარ შენს სიყვარულიკოს <3

 



№14 სტუმარი ილონა

აი როგორ ხარ ასეთი კარგი? კარგი კიარა , გეფიცები, საუკეთესო. ვგიჟდები ! 'არაჩვეულებრივად' მიყვარხარ, ელი ♡ ( ძალიან, ძალიან ვიგრძენი სულ პაწაწინა ნაწილი ამ ინტერვიუდან, გეტყვი მერე...)

 



№15  offline წევრი katerina (keta)

შენი სტილი ყველაფერში გეტყობა, ინტერვიუშიც კი.
რომ ვკითხულობდი თან იმდენი რამე მახსენდებოდა, რეებზეც ჩვენ გვილაპარაკია.
როგორი იშვიათი და განსხვავებული ხარ შენ ჰომ არ იცი?!
რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ გაგიმეორებ:
შენ ხარ საოცრება!
ყველაზე თბილი,
ყველაზე საყვარელი,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე ჩემიანი,
ყველაზე მწერალი
ყველაზე ადამიანი
ყველა’ფერი ხარ შენ უბრალოდ!
პ.ს. რომ მიყვარხარ მაგის თქმა საჭიროა საერთოდ?!

 



№16  offline ახალბედა მწერალი elle...

ილონა
აი როგორ ხარ ასეთი კარგი? კარგი კიარა , გეფიცები, საუკეთესო. ვგიჟდები ! 'არაჩვეულებრივად' მიყვარხარ, ელი ♡ ( ძალიან, ძალიან ვიგრძენი სულ პაწაწინა ნაწილი ამ ინტერვიუდან, გეტყვი მერე...)

ვუაიმე, ბრილიანტის გოგო!
ძალიან დიდი მადლობა, როგორი კარქობები მითხარი, გამიხარდა❤️
ძალიან მიყვარხარ!
აუცილებლად ველოდები ჩვენს საუბარს! ხომ იცი, ჩემი ცნობისმოყვარეობა მაგ პაწაწინა ნაწილის გაგებას მოუთმენლად დაელოდება❤️

katerina (keta)
შენი სტილი ყველაფერში გეტყობა, ინტერვიუშიც კი.
რომ ვკითხულობდი თან იმდენი რამე მახსენდებოდა, რეებზეც ჩვენ გვილაპარაკია.
როგორი იშვიათი და განსხვავებული ხარ შენ ჰომ არ იცი?!
რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ გაგიმეორებ:
შენ ხარ საოცრება!
ყველაზე თბილი,
ყველაზე საყვარელი,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე ჩემიანი,
ყველაზე მწერალი
ყველაზე ადამიანი
ყველა’ფერი ხარ შენ უბრალოდ!
პ.ს. რომ მიყვარხარ მაგის თქმა საჭიროა საერთოდ?!

იმდენი ყველაზე, რამდენიც საჭიროა!
სულ უსიტყვოდ, ყველაფრის გარეშე, აბსოლუტურად ყველაფერი იცი შენ!
ჩემი სიხარული ხარ და მიხარია რომ ამდენად მყავხარნ!

გაკოცე და მეც მიყვარხარ!
❤️❤️❤️

 



№17 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

სასიამოვნოდ საკითხავი ინტერვიუ იყო <3
მარიამ მოგვანატრე თავი, ველი შენს ისტორიებს და ინტერვიუებს განსაკუთრებით, იმედია ჩემს საყვარელ მწერლებს ჩამოუვლი ❤

 



№18  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი გიკი გოგო
სასიამოვნოდ საკითხავი ინტერვიუ იყო <3
მარიამ მოგვანატრე თავი, ველი შენს ისტორიებს და ინტერვიუებს განსაკუთრებით, იმედია ჩემს საყვარელ მწერლებს ჩამოუვლი ❤

მადლობელი❤️

 



№19  offline წევრი მარიკუნაა♥️

მხოლოდ შენ გექნებოდა ესეთი გულწრფელი ინტერვიუ და
ესეთი ბლიცი:)
მიყვარხარ, ხომ იცი?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№20  offline ახალბედა მწერალი elle...

მარიკუნაა♥️
მხოლოდ შენ გექნებოდა ესეთი გულწრფელი ინტერვიუ და
ესეთი ბლიცი:)
მიყვარხარ, ხომ იცი?

ვიცი და მინდა შენც იცოდე!
ხომ იცი?!
მადლობა, ჩემო გოგო❤️❤️

 



№21  offline ადმინი შამანი

და როგორ არ ვთქვა რომ ეს გოგო არ მიყვარს?! შეუძლებელია უბრალოდ.
--------------------
ა.ა.

 



№22  offline ახალბედა მწერალი elle...

შამანი
და როგორ არ ვთქვა რომ ეს გოგო არ მიყვარს?! შეუძლებელია უბრალოდ.

შეუძლებელია ადამიანს შენ არ უყვარდე!
შენი ყველა დადებითით და პოზიტივით, მშვენიერებით და ა.შ.

ძალიან მიყვარხარ, თეთრო ანგელოზო, ძალიან❤️❤️ (რა იქნებოდა თეთრი გულები არსებობდეს, ნუ)

 



№23  offline მოდერი TeddyBear

ჩემი გოგოა ენენე blush
მიყვარხარ მე შენ kissing_heart
სითბო, სიტკბო, სიხარული და ბედნიერება... აი ეს ხარ შენ! ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგო მსოფლიოში!

 



№24  offline მოდერი მარრიამი

სტუმარი გიკი გოგო
სასიამოვნოდ საკითხავი ინტერვიუ იყო <3
მარიამ მოგვანატრე თავი, ველი შენს ისტორიებს და ინტერვიუებს განსაკუთრებით, იმედია ჩემს საყვარელ მწერლებს ჩამოუვლი ❤

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 მეც ძალიან მომენატრეთ <3

 



№25  offline ახალბედა მწერალი elle...

TeddyBear
ჩემი გოგოა ენენე blush
მიყვარხარ მე შენ kissing_heart
სითბო, სიტკბო, სიხარული და ბედნიერება... აი ეს ხარ შენ! ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგო მსოფლიოში!

ჩემო ოქრო!
უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის! როგორ მიხარია, ხომ იცი?!
და მიხარიხარ შენც!
ჩემი სიყვარული გოგო.

მიყვარხარ❤️❤️

 



№26  offline წევრი anisia

Kidev ufro shemikvardi <3 <3

 



№27  offline ახალბედა მწერალი elle...

anisia
Kidev ufro shemikvardi <3 <3

ვუაიმე, ლამაზსახელიანო ^^
უღრმესი მადლობა!
არ ვიცი ამაზე იგივეთი როგორ არ უნდა გიპასუხო, მეც❤️❤️❤️❤️❤️

 



№28  offline წევრი მოცინარი

ვაუ! არ მეგონა ასეთი საინტერესო ადამიანი თუ იყავი <3 მივდივარ შენი ისტორიები უნდა წავიკითხო :*

 



№29  offline ახალბედა მწერალი elle...

გოგონა შავი თვალებით
ვაუ! არ მეგონა ასეთი საინტერესო ადამიანი თუ იყავი <3 მივდივარ შენი ისტორიები უნდა წავიკითხო :*

ვაიჰ ^^
უღრმესი მადლობა, საყვარელო <3
არ ვიცი როგორი გეგონე, მაგრამ დამოკიდებულება რომ დადებითით შეგეცვალა, მიხარია :დდ იმედი მაქვს ისტორიების შემთხვევაშიც ასე იქნება <3

 



№30  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი ტკბილი გოგო... მიყვარხარ ჩემო კარგო. ზუსტად ასეთი წარმომედგინე შენი ისტორიებიდან და მიხარია მოლოდონი რომ გამიმართლდა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent