შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლე სიბნელეში (I ნაწილი)


14-04-2015, 15:31
ავტორი once upon
ნანახია 2 022

-დედა, არ მინდა წამოსვლა... - ჩაილუღლუღა გოგონამ და ლამაზ, ცისფერ თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
-კარგი, რა მარიამ, რა გატირებს!
-არ ვიცი უბრალოდ არ მინდა წამოსვლა...
-კარგი, გპირდები, არაფერი მოგვივა. ახლა კი წამოდი, თორემ მამაშენი გაბრაზდება. - გოგონამ ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა და დედამისს მანქანაში მიჰყვა. მისი დაპირების სჯეროდა, თუმცა სულ ტყუილად...
„ავარიამ კახეთისკენ მიმავალ გზაზე 2 ადამიანი იმსხვერპლა, 1 კი გადარჩა...“
არავინ და არაფერი დარჩენია ქვეყნად.
ზოგიერთი ადამიანი უაზროდ ისვრის წინადადებას „სიცოცხლეშივე მოვკვდი“ მაგრამ ეს ორი სიტყვა ისე არავის შეეფერება როგორც მას.
ემოციებისგან სრულიად დაცლილს ტირილის ძალაც აღარ ჰქონდა. აღარ მშობლები ჰყავდა, აღარც ნათესავები, არავინ რომელთანაც მივიდოდა და არავინ ვინც უბრალოდ ანუგეშებდა და ეტყოდა „ცხოვრება გრძელდება, მარიამ“...
ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე შეუსრულდა 18 წელი. საბუთების მიხედვით თავისუფლად შეუძლია მარტო ცხოვრება, მუშაობა, კარიერის აწყოა. 18 წლის ადამიანი ხომ უკვე ზრდასრულია, მაგრამ როგორც ყველეფერში, გოგონა ამაშიც გამონაკლისია. ის იმაზე მეტად იყო დამოკიდებული თავის მშობლებზე ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს ორი ადამიანი მისთვის მთელს სამყაროს უდრიდა. არ ჰყავდა მეგობრები, ნათესავები, სკოლაშიც არ იყო პოპულარული, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე არც კი ყოფილა. მის დეპრესიით და სიბნელით მოცულ ცხოვრებას მისი მშობლები ანათებდნენ და როდესაც სიბნელეში ერთადერთი ნაპერწკალიც ქრება, სიბნელე ადამიანს შთანთქავს...
ნელ-ნელა ინთქმებოდა მარიამიც, თუმცა სრულ სიბნელეში ოდნავ ისევ გაკრთა სინათლის სხივი.
ტელეფონზე, მამამისის მეგობრის ზარმა, ყველაფერი შეცვალა.
იცოდა გოგონამ რომ სჭირდებოდა სამუშაო. ფეხზე დადგომა. საკუთარი ცხოვრების დაწყება მაგრამ არ იცოდა საიდან დაეწყო და სწორედ ამ დროს დაურეკა ბატონმა გიორგიმაც.
მამამისის ძველმა მეგობარმა მათ სახლში გადასვლა და სამუშაო შესთავაზა თან-დააყოლა: „შენხელა გოგო მყავს. შვილო, ვიცი რომ სრულიად გაქვს იმედი გადაწურული, მამაშენი ჩემი ახლო მეგობარი იყო სკოლის პერიოდში, დარწმუნებული ვარ ჩემს ნინიკოს რომ მოსვლიყო ამგვარი რამ, ზუსტად იგივეს გააკეთებდა. არ მინდა იფიქრო რომ შენი ჩვენს სახლში მიპატიჟება მოწყალებაა. მე სამუშაოს გთავაზობ და ფულსაც გადაგიხდი!“
ბევრი არ უფიქრია. უცებვე დასთანხმდა. მშობლების გარდაცვალებიდან მალე 1 თვე გახდებოდა და მას უმოძრაოდ ყოფნა უკვე აგიჟებდა.
მეორე დღეს, ბარგი შეკრა და 4 საათისთვის უკვე უზარმაზარი სახლის წინ იდგა.

-შემოდი, შვილო! - ღიმილით შეეგება დაახლოებიტ 40 წლის ქალი და ჩემოდანი გამოართვა.
-შენ მარიამი უნდა იყო, აბაშიძე, არა? - თბილი ხმით უთხრა ქალმა. - აი, აქ დაჯექი! - თითი დივანისკენ გაიშვირა.
აღფრთოვანდა მარიამი სახლის სილამაზით. 3 სართულიანი, უზარმაზარი, წითელი აგურით ნაშენი სახლი, შიგნიდან კიდევ უფრო ლამაზი იყო. დიდ ოთახში შევიდა, მისაღებს ჰგავდა. მომცრო ზომის შუშის მაგიდა დივანის შუაში იყო მოქცეული რომლის ელფერიც მოიასამნისფრო კედლებთან შესანიშნავ კონტასტს ქმნიდა. ერთ კედელზე დიდი ტელევიზორი ეკიდა, დანარჩენები კი სავსე იყო სხვადასხვა ძვირფასი ნახატებით.
გოგონა დივას მიუახლოვდა და ზედ ფრთხილად დაჯდა. ამხელა ფუფუნების დანახვის შემდეგ, შეკრთა, რამე არ გავაფუჭო ჩემი უადგილო ქცევითო.
-კარგი, აბა! - გაიღიმა ქალმა, წინსაფარი ჩამოიფერთხა და გოგონად გვერდით დაუსკუპდა.
-მე სალომე ვარ. სახლის დიასახლისი. შენი მშობლების შესახებ ძალიან ვწუხვარ... - მშობლების ხსენებამ მარიამს ძლივს დავიწყებული ტკივილი შეახსენა და უხერხულად შეიშმუშნა.
-მადლობთ. - ძლივს ამოთქვა გოგონამ ისე რომ ცრემლები არ წამოსვლოდა.
-მოკლედ... - დაიწყო ქალმა და ოთახში შემომავალი გოგოს დანახვისას მაშინვე მას დაუძახა. - აი მარიამ, ეს ნინია, ჩემი შვილი. მგონი ერთი ასაკის უნდა იყოთ, ვფიქრობ, ერთმენეთს შეეწყობით. - მარიამს მართლაც მოეწონა ეს ოჯახი. სასიამოვნო მოსაუბრე იყო ქალბატონი სალომე, თბილი და თავაზიანი ადამიანი ბატონი გიორგი. ნინიზე კი დანახვისთანავე შეექმნა მშვენიერი შთაბეჭდილება.
გოგონას ცხოვრება რიტმში ჩადგა. სალომე და გიორგი მუშაობდნენ, ამიტომ სახლს ის უვლიდა. საჭმელს ამზადებდა, სახლს ალაგებდა... მაგრამ ამავდროულად არავინ ექცეოდა ისე როგორც მოსამსახურეს. ისე ექცეოდნენ ჩხაიძეები, როგორც საკუთარ შვილს და ამის გამო მათი იმდენად მადლიერი იყო, რომ ფიქრობდა მთელი ცხოვრება ვერ ამოვიდოდა ამ ვალიდან.
ამ სახლში ცხოვრებიდან ზუსტად 2 თვის თავზე, ნინიმ დაიჟინა, პარკში გავისეირნოთო. მარიამს სახლის საქმეები მოთავებული ჰქონდა, ამიტომ რამდენიმე წუთიანი წუწუნის შემდეგ, დაეთანხმა.
ვაკის პარკში დასეირნობნენ, მზესუმზირას ჭამდნენ და იცინოდნენ.
მარიამმა ნინის სახით ნამდვილი მეგობარი იპოვა და ძალიან ბედნიერი იყო.
უკვე წამოსვლას აპირებდნენ როდესაც ნინიმ ნაცნობი შენიშნა. მაღალი, სიმპატიური ბიჭი ღიმილით შეჰყურებდა გაბადრულ ნინის და მის გვერდით მეგობარს სულაც ვერ ამჩნევდა.

-დაჩი! - დაუძახა ნინიმ ბიჭს და მის ჩასახუტებლად გაიქცა. აშკარა იყო რომ მეგობარი კარგგა ხნის უნახავი და მონატრებული ჰყავდა.
-ნინო, როგორ ხარ? - გაიბადრა ბიჭი.
-რა ვი, კარგად, შენ? მომენატრე!
-სკოლაც, დარწმუნებული ვარ! - ირონიულად თქვა ბიჭმა და შემდეგ ორივემ ხარხარი ატეხა.
-უი, გაიცანი, დაჩი, ეს ჩემი მეგობარია, მარი. - თქვა ნინიმ და მარიამს შეხედა რომელიც ფიქრებში იყო გართული. თავის სახელის გეგონებაზე ოდნავ შეტოკდა და ბიჭს გახედა. ირონიულად უყურებდნენ დაჩის მომწვანო თვალები რომლებშიც ჭინკები თამაშობდნენ.
-სასიამოვნოა. - ჩუმად თქვა გოგონამ. ბიჭს ჩაეცინა.
-ჩემთვისაც. - აშკარა იყო, დაჩიმ ეს სიტყვა უბრალო ზრდილობის გამო თქვა და ყურადღება ისევ ნინიზე გადაიტანა.
მისირნობდნენ და კისკისებდნენ. ოღონდ, ნინო და დაჩი კისკისებდნენ. მარი მათგან ოდნავ მოშორბით, სერიოზული სახით მიდიოდა და სულ არ უსმენდა.
არავინ და არაფერი არ აინტერესებდა. პარკში წამოსვლაც არ უნდოდა. უეცრად საშინლად მოაწვა დარდი და კარგად განათებულ სიბნელეში მოციმციმე ნაპერწკალმაც მოუკლო ელვარებას. მართალია, ცხოვრებამ საუკეთესო მეგობარი აჩუქა, მაგრამ რის ფასად? მშობლების? ამბობენ, ღმერთი ვერცხლს გართმევს იმისთვის რომ ოქრო მოგცესო, მაგრამ რომელ მეგობარზე ძვირფასია ადამიანისთვის მშობლები? როგორ შეიძლებოდა ერთი, საბრალო გოგონას ცხოვრება ყველაფრით გამორჩული ყოფილიყო? მაგრამ ყველაფერი გამორჩეული კარგი არ არის და აი, ისევ...
ფიქრები ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა ნინის ტელეფონზე. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ ნინი გოგონას მოწყენილი სახით მიაჩერდა.
-ანამ დამირეკა და მითხრა მოდიო, ძალიან სასწრაფოაო...
-მერე წადი. - უთხრა მარიამმა.
-კი მაგრამ შენ როგორ დაგტოვებ...
-არაუშავს ჩემით წავალ!
-არა მარი!
-კი, რა მოხდა, კი არ დავიკარგები. - უემოციოდ თქვა გოგონამ და გზას დაუყვა გაჩერებისკენ. ის-ის იყო ტაქსი უნდა გაეჩერებინა როცა დაჩის ხმა დაეწია და შებრუნდა. ბიჭი რომელსაც აშკარად ბევრი ერბინა, ახლა აქოშნებული, სულს ითქვამდა.
-შენ... მე წაგიყვან. - მარიამს გაუკვირდა, ბიჭი მთელი დღე ისე იქცეოდა თითქოს ნინის გვერდით ის კი არა ქვის ლოდი მდგარიყო და ახლა ეუბნებოდა წაგიყვანო?
-მარტო წასვლა შემიძლია...
-არ მაინტერესებს, ნინიმ თქვა რომ უნდა წაგიყვანო და ვერ ვაწყენინებ! - მკაცრად თქვა და მარიამსაც სხვა გზა არ ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაჩიმ შავი ბეემვეს კაცი გამოაღო და გოგონასაც ანიშნა ჩაჯექიო...
ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ როდესაც მარიამმა უხერხული სიჩუმე დაარღვია:
-მადლობა რომ... წამომიყვანე. - ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს.
-მადლობა ნინის გადაუხადე. იმიტომ წამოგიყვანე რომ მან მთხოვა თორემ სულ არ მაინტერესებ, მერწმუნე! - მარიამს ბიჭის სიტყვებმა გულში რაღაც ჩასწყვიტა. მთელი დარჩენილი გზა ხმა არ ამოუღიათ. მარიამს საუბრის თავი არ ჰქონდა, დაჩის კი სახეზე ეტყობოდა რომ ყველა და ყველაფერი „ეკიდა“
მანქანა რომ გაჩერდა მარიამმა „ნახვამდის“ თქმა დააპირა თუმცა ენას კბილი დააჭირა რადგან ბიჭის რეაქცია წარმოდგინა. უფრო უარესად გაბრაზდა, მანქანის კარი გამოიჯახუნა და სახლში შევარდა.
გულში კი იმეორდებდა, „იდიოტი, არანორმალური“

დაჩის გამოჩენის შემდეგ მარიამის ცხოვრება თითქოს სულ აირია. ბიჭი სულ ერთხელ ჰყავდა ნანახი მაგრამ მისი თავხედობა, უზრდელობა და უხეშობა დარჩენილ სიცოცხლეს შესანიშნავად ეყოფოდა. ამას ის ემატებოდა რომ ნინი პირს არ აჩერებდა. სულ დაჩიზე ლაპარაკობდა. გოგონამ ერთი პირი იფიქრა, რომ ხარ უყვარსო, მაგრამ გაახსენდა ნინის ნათქვამი: ერთი ბიჭი მიყვარს მე, მაგრამ ეს ბიჭი დაჩი არააო.
შუადღე იყო, ბატონი გიორგი და ქალბატონი სალომე სამსახურში იყვნენ, ნინი კი-უნივერსიტეტში. სახლში მხოლოდ სალომე იყო, სამზარეულოში სადილს ამზადებდა. მწვანილების დაჭრას რომ მორჩა და ქვაბში უნდა ჩაეყარა, კარზე ზარი დარეკეს. გოგონამ იფიქრა, ალბათ ნინის ლექციები მოურჩაო და კარისკენ წავიდა. გამოაღო თუ არა, სახეში ზამთრის სუსხი და მწვანეთვალება ბიჭის უემოციო გამოხედვა ეცა. არც გამარჯობა, არც-არაფერი.
-ნინი სახლშია? - ისეთი ჰკითხა ბიჭმა როგორი სახეც ჰქონდა. მარიამი წამით დაიბნა, თუმცა შემდეგ უპასუხა:
-არა კოლეჯშია. - დაჩის სახე გაღიზიანებამ მოიცვა.
-მალე მოვა? სასწრაფო საქმე მაქვს!
-1 საათში... -ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა.
-კარგი, დაველოდები. - თქვა ბიჭმა და სახლში შემოვიდა. მისაღები ოთახისკენ წავიდა და თეთრ დივანში ჩაესვენა. უეცრად წარბები აწია, თითქოს რაღაც გაახსენდაo. ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან შავი, უბრალო ქუდი ამოიღო და მარიამს გაუწოდა.
-მანქანაში დაგრჩა... - სულ არ ახსოვდა გოგონას თავის ქუდი მაგრამ მაშინვე გამოართვა და მადლობაც არ დავიწყებია. რათქმაუნდა ბიჭისგან სიტყვა „არაფერს“ არ მიუღია.
-რამეს დალევ? - ჰკითხა ზრდლობის მოხდის მიზნით. ბიჭი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ ამოთქვა:
-წვენს. - გოგონა სამზარეულოში გავიდა წვენის მოსატანად და უკან ფორთოხლის წვენით სავსე მაღალი ჭიქით გამობრუნდა ის-ის იყო დივანს უნდა მიახლოებოდა და ბიჭისღვის ჭიქა გაეწოდებინა, რომ იატაკზე დაგდებულ თავის ქუდს ფეხი წამოკრა. წვენი პირდაპირ დაჩის შეესხა და თეთრი მაისური სტაფილოსფრად შეეღება.
-რა მოუხერხებელი ხარ! - დაუღრიალა ფეხზე წამომხტარმა დაჩიმ. მარიამი შეშინდა, ხელები გულზე დაიკრიფა და უკან დაიხია.
-როგორ შეიძლება რომ ასეთი უმაქნისი იყო? - აგრძელებდა ყვირილს ბიჭი და მკვლელის თვალებით უყურებდა კუთხეში შეყუჟულ გოგონას რომელსაც სულ ცოტა აკლდა ტირილის დაწყებამდე.
-ბოდიში... - ამოილუღლუღა მარიამმა და ჩამოგორებული ცრემლი თვალიდან სწრაფად მოიცილა. დაჩის თითქოს არც გაუგონიაო, ოთახიდან გავარდა და სანამ სახლიდან გავიდოდა, მარიამს დაუყვირა:
-ნუცა რომ მოვა დამირეკოს! უმაქნისო... - ბოლო სიტყვამ მარიამს გული უარესად გაუტეხა. კედელთან ჩაიკეცა და ქვითინი დაიწყო. ამდენი დღის ტკივილი, მონატრება, ბრაზი ერთად ამოანთხია ცრემლებში. როდესაც თვალები იმდენად დაებურა რომ ვერაფერს არჩევდა, სწრაფად წამოხტა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და იატაკის ტილოს მოსაწმენდად სამზარეულოში გაიქცა...
საღამო იყო, მარი მისაღებში, დივანზე უაზროდ იჯდა და ჭაყს გაჰყურებდა. სახლში ისევ მარტო იყო და არ იცოდა რა გაეკეთებინა. ყველაფერი დაელაგებინა და სადილიც მზად ჰქონდა. უეცრად საშინელი სიცარიელე იგრძნო. მის ადგილას სხვა გოგონები ადგებოდნენ, დაურეკავდნენ მეგობრებს, შევიდოდნენ სოციალურ ქსელში და ის? არავინ ჰაყვდა, არავინ! თავს ოდნავ ბანალურად გრძნობდა, თავი რომელიღაც წიგნის პერსონაჟი ეგონა რომელიც ყველაფერს კარგავს, შემდეგ კი პრინცს პოულობს რომელთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ბედნიერი იქნება ისევ მოაწვა ემოციები და ტირილი მოუნდა, თუმცა საბედნიეროდ სახლის კარი ჩხაიძეებმა შემოაღეს. მარიამი უცებ წამოხტა და სახეზე ღიმილი აიკრა. ნინი წამოვიდა და გოგონა გულში ჩაიკრა. უკვირდა მარიამს, მეგობრის ასეთი თბილი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ ხვდებოდა რომ ის ბუნებით იყო ასეთი. მშვიდი, თბილი, საყვარელი...
ნინიმ თავის ოთახში ასვლა დააპირა და მარიამიც თან აათრია. გოგონამ იფიქრა, კარგია, ეხლა ვეტყვი დაჩიზეო და მორჩლად აჰყვა.
-მოკლედ, დღეს ვნახე ნიკა! - თვალები გაუბრწყინდა გოგონას და მარიამსაც გაეღიმა. იცოდა როგორ უყვარდა ნინის ვინმე ნიკა, რომელიც ყურადღებას სულ არ აქცევდა. მარი სულ ფიქრობდა რომ ის ბიჭი აშკარად ბრმა იყო.
-მერე? - სულ დაავიწყდა თავის სათქმელი. მეგობარს გვერდით, ლოგინზე მიუჯდა და მის მეოცნებე გამომეტყველებაზე გაეღიმა.
-რა მერე? ვნახე, ჩამიარა, გამარჯობაო და მორჩა. - ბედნიერი სახე მოწყენილმა შეცვალა და მარიმ დაინახა როგორ აევსო ნინის ლამაზი, ცისფერი თვალები ცრემლებით.
-კარგი, რა, არ იტირო! თუ ვერ გხედავს, ესეიგი შენი ღირსი არაა! - უთხრა და ხელი გადახვია.
-რაღაც უნდა გითხრა... დღეს დაჩი იყო და გელოდებოდა, მერე დაიღალა და თქვა სასწრაფო საქმე მაქვს და გადაეცი დამირეკოსო.
-კარგი, დავურეკავ. - თქვა უემოციოდ გოგონამ თავი ბალისში ჩარგო.
იცოდა მარიამმა რა ცუდადაც იყო მისი მეგობარი, იცოდა, რადგან არც თვითონ იყო ნაკლებად.
-------------
დავბრუნდი ახალი ისტორიით ^.^ იმედია მოგწონთ. სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად ხშირად დავდებ...
გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში გამოხატოთ <3



№1  offline წევრი tamooo

mmm maharia dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent