შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (X)


14-04-2015, 19:22
ავტორი მარეამო
ნანახია 2 556

ოჯახიი.. არ მეგონა ასეთი თბილი ოჯახი თუ მექნებოდა ოდესმე. მოსიყვარულე. ლუკა ყოველ დილით ადრე მიდიოდა სამსახურში, რათქმაუნდა მე და მაშუნა საუზმეს ვუმზადებდით და ღიმილით ვაცილბდით სახლიდან, შემდეგ სახლს ვალაგებდით. ხანდახან ლუკას მოლოდინში ვსეირნობდით. ჩემ გოგოებს ვნახულობდით(ყველას ძალიან შეაყვარა თავი), გურამთან და თათუსთან ვერთობოდით, ხანდახან თორნიკე ბაბუას და ელისაბედ ბებიას ვნახულობდით და ასე გადიოდა დრო. უკვე თვენახევარი გავიდა რაც ასე ოჯახად ვცხოვრობთ. ძალიან მაგარია როცა დედა და ცოლი ხარ, რომელსაც უკარგესი პატარა და უსაყვარლესი ქმარი გყავს. ლუკა უაღესად მანებივრებდა. ყოველდღე საჩუქრებით ბრუნდებოდა სამსახურიდან. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა და ჩავეხუტებოდი.. რომ აგვიანებდა ლამის ვტიროდი. პატარა გოგოს ვემსგავსებოდი ნელნელა. ბევრჯერ ავსლუკუნებულვარ მის მკლავზე, როცა გვიან დაბრუნებულს გულში ჩავუკრივარ.
-დღეს შენებს გააგებინე რესტორანში მივდივართ ყველა.
-მმ, რამე ხდება?-მისკენ გადავბრუნდი და ტუჩებზე დავაკვდი.
-არააა, უბრალოდ მინდა ყველა ერთად შევიკრიბოთ. ესეიგი ჩემი ძმები, შენი გოგოები, მამაჩემი და მამიდაჩემი, გურამი და თათული.
-რა ცოტანი ვიქნებიიით,-გავიცინე.
-ოო ნუ წუწუნებ, თუ გეზარება შენ დარჩი სახლში და ჩვენ წავალთ. მაშოს დაიტოვებ თან.
-უუუ მაშო არ მიგვყავს?
-არა ძიძას დავუტოვებთ, იმედია რამდენიმე საათი გააჩერებს ძიძა რამენაირად.

ვისაუზმეთ თბილად, ტკბილად და ლამაზად. გოგოებს სათითაოდ დავურეკე და რესტორანში დავპატიჟე. დანარჩენის მოწვევა ლუკამ ითავა. შუდღისთვის ძიძაც მოვიდა, ლუკას ნაცნობი იყო, ამიტომ მშვიდად დავუტოვეთ ბავშვი. მე გავიპრანჭე, ლუკაც გაიპრანჭა.. მმ რა წყვილი ვიყავით .... ლუკას უფრო მოვეწონე და ძლივს წასმული ტუჩსაცხი სულ მომაშორა.
დათქმულ დროზე რესტორანში , კუპეში ვიჯექით ყველანი და ვინც არ იცნობდა ერთმანეთს ვაცნობდით. სასიამოვნო გარემო იყო , როგორც ყოველთვის, ან რატომ არა, სულ ახლობლები და კეთილისმსურველნი ვიყავით ერთმანეთის გარშემო. სიხარულისგან გული მიმდიიოდა.. უბედნიერესი ვიყავი. ჩემდა გასაკვირად ლუკას წვეთი არ დაულევია და ჩემი ხელისთვის ხელი არ გაუშვია. მერე ვიცეკვეთ კიდევაც.. კიდევ ერთხელ მეგონა ზღაპარში თავი. ულამაზეს ზღაპარში. ცოტახანში ლუკამ აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. ფეხზე ადგა და სახეზე წამოწითლდა.
,,აი ახლა კი დალევს’’-გავიფიქრე და გამეღიმა.
-მგონი აქამდეც მითქვამს მარიამი ჩემი ცხოვრების მეგზური გახდებათქო, ყველასთვის თუ არა ლექსოსთვის, ანდროსთვის და გიორგისთვის მაინც. სულ თავიდანვე ამას ვიძახდი და იმის მიუხედავა, რომ სისულელეები გავაკეთე და თავიდან ძალიან დავაფრთხე მარიამი, აი ახლა ჩემი გოგო ქვია და მიხარია, მანაც ისე ძლიერად და გულით მიიმღო , როგორც მე შევისისხლხორცე გოგო, რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობდი.. მოკლედ, რაც მარიამი ჩემ ცხოვრებაშია , მამაც აღნიშნავს სულ შევიცვალე. მგონია მარიამსაც მოსწონს ჩემთან ცხოვრება, ჩემთან და მაშოსთან.. უკვე დიდი ხანია ერთად ვართ, ჩხუბების , კამათების და უამრავი გაუგებრობის მიუხედავად ჩვენ ოჯახი ვართ. თათული, ვიცი რომ მარიამი ჩემთვის სულაც არ გემეტება(იცინის), მაგრამ რა ვქნა, მე ეს გოგო ჩემს გარდა არავისთვის მემეტება. მინდა ყველას თანდასწრებით მარიამის ხელი გთხოვო..
თუ გული არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა. სასწაული დამემართა. ამ ბიჭს ჩემი სიკვდილი უნდა. ფეხებთან დამიჩოქა და მიღიმოდა, რა გაცინებს ლუკა ლომსაძე, მოვკვდი ქალი ამდენი ნერვიულობით. ყველა ბედნიერი სახით იყურებოდა.. ჩემ ტვინში კი რაღაც უცნაურობები ხდებოდა...
-დამდე პატივი, გამხადე უბედნიერესი კაცი და ცოლად გამომყევი.
-რათქმაუნდა,-დავიჩურჩულე და მოვეხვიე,-წამოხტი ახლა ფეხზე.
ხელში ამიტაცა და მაგრად მაკოცა.




დავგეგმეთ. სულ რაღაც ერთ თვეში ჯვირსწერა და პატარა ქორწილი, დიდი მე არ მოვინდომე.თავიდან ლუკა ყველაზე მეტად იყო ჩართული ქორწილის სამზადისში და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მე ვურჩევდი. საქორწინო კაბაც ვიყიდეთ, ყველაფერი ძალიან უცბათ მოხდა, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი სამზადისის დროს.. ნინოც, მარიც და ელენეც ჩემთან ერთად იყვნენ.
ნინომ თორკინესთან ურთიერთობა მოაგვარა, ოჯახთან ვერა, თორნიკემ სახლი იყიდა და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. ელენე ცოტახანში საფრანგეთში აპირებდა ლაშასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლას. მარის და დათოს ქორწლი რამდენიმე თვეში იგეგმებოდა. მმმმ, ყველას დავასწარი გათხოვება თითქმის, ნინი და ნინა უკვე დიდი ხანია გათხოვილები არიან. ნინი გერმანიაში ცხოვრობს, გერმანელი ქმარი ყავს ლუკასი, კარგი ადამიანია , იმიტომ არის ნინის ქმარი.. ფეხბურთმა დააკავშირა ერთმანეთს.. ნინი როცა გერმანიაში თამაშზე ჩავიდა, სტადიონზე შენიშნა ქერა ცისფერთვალება გერმანელი ბიჭი, რომელიც თვალებით ჭამდა.. ცოტახანში ეს ბიჭი მის გვერდით დაჯდა და გაიცნო ქართველი შავთმიანი მწვანეთვალება გოგონა, ნინი საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ მიმოწერა გააგრძელეს, ცოტახანში ლუკასი საქართველოში ჩამოვიდა და ნინისთან ერთად საქართველოს გარშემო იმოგზაურა. აი აქედან დაიწყო მათი თავდავიწყებული სიყვარულები და რამდენიმე თვეში ნინის ხელი სთხოვა... და-დაააამ, ახლა ცხოვრობს გერმანიაში და გველოდება როდის ჩავაკითხავთ გოგოები.
აი ნინას თავიდან არ მოსწონდა დანიელი, კარიერა წამართვაო, მაგრამ ბოლოს ისე შეაყვარა თავი ზამთარაძემ, რომ საერთოდ უარი თქვა კარიერაზე და ამერიკაში გაჰყვა. დანიელი
სრულუფლებიანი ელჩია იქ. ვაშინგტონში ცხოვრობენ. ბნედნიერები არიან. პატარა გოგოც ყავთ ნიტა, ულამაზესი წითელი თმები აქვს დედიკოსავით და ლურჯი თვალები მამიკოსავით. ჯერ 2 წლისაც არაა.. ელენემ მოუნათლა, მეჯვარეც ის იყო .. მე და ელენე ვიყავით მათ ქორწილში , ამერიკაც მოვინახულეთ. კარგი იყო... ახლა ბედნიერები არიან ერთთად, ბედნიერები კიდე რაღაც რეალური სიტყვაა, ისინი არარეალურს განიცდიან ერთმანეთის მიმართ..

ახლა სრული ბედნიერებისთვის ეს ორი ადმიანი მაკლდა და მერე ყველაფერი რიგზე იქნებოდა.. რათქმაუნდა ჩემი გაბედნიერების ამბავი მათაც პირველებმა გაიგეს და ძალიან გაუხარდათ. ნინა კი ჩამოქანდებოდა ქორწილამდე 1 კვირით ადრე, აი ნინის საქმე სადაო იყო, რამდენად გამოუვიდოდა ჩამოსვლა. მაგრამ ყოველდღე ვლოცულობდი რომ ისიც ჩამოსულიყო...
ლუკასთან დამაშორეს. ეს გოგოების გადაწყვეტილება იყო.. დამაშორეს კი არა მარტო ტელეფონით ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ქორწილის ამბებს ვათანხმებდით. მაშო ჩვენ შორის მოყვა და ხან ერთთან იყო ხან მეორესთან.. ყველაზე დაძაბული მომენტები იყო, მტკივნეულიც იმიტო, რომ 1 კვირაში ლუკა სიკვდილამდე მენატრებოდა... მაგრამ რას ვიზავთ.. უნდა გაგვეძლო ამ გამოცდისათვისაც.. ისეთი სამზადისი იყო თითქოს მთელი დედამიწის მოსახლეობა უნდა მოსულიყო ქორწილში, ყოველდღიური აურზაური, კაბების გასინჯვა-რჩევა.. რესტორნების რჩევა.. გაფორმება და უამრავი საშინელი ამბები. მაგრამ ბოლომდე ვუძლებდი, ვიცოდი პრიზად ჩემი საყვარელი ბიჭი შემხვდებოდა.
ორი დამღლელი კვირის შემდეგ კარები გავაღე და ორი წითელთავა შევნიშნე... გავექანე და ყელზე ჩამოვეკონწიალე ჩემ მონატრებულ დაქალს.
-ნინაააა,-იმხელზე ვიწივლე ჩემი ხმის მეთვითონ შემეშნდა. ნინას თავი გავანებე და ნიტას დავეტაკე. ვუკოცნე და ვუკოცნე წითელი ლოყები.. ბოლოს გამახსენდა სახლში შემეპატიჟა..
-ვაიმეეე, რამხელა გოგო გაზრდილხარ ? -კალთაში მეჯდა და ვეთამაშებოდი. ბავშმა მიცნო და ნელ-ნელა ლაპარაკიც დაიწყო.
-ვაიმეეე მარიაამ, არ მეგონა შენ თუ გათხოვდებოდიიი.
-არც მე, -ვეკრიჭები და ხალათს ვისწორებ,-დანიელი რატო არ ჩამოვიდა? გული დამწყდა.
-საქმეები ქონდა და ვერ მოახერხა, შეიძლება ჩამოვიდეს ქორწილის დღეს.
-დღეს ლუკას გაგაცნობ, გოგოები არ მანახებენ , გეგონება ოქროსი იყოს.
-სიმპატიური ბიჭია რაც მაჩვენე..
-უჰ, სიმპატიურზე ნუ იტყვი, ზედმეტად სიმპატიურიც კია.
-შენთვის არა, ძალიან უხდებით ერთმანეთს.
-ნუ ეგ ხო, ძალიიან მიყვარს.
-თვალები გიბრწყინავს რო ლაპარაკობ.-გავიცინეთ და გოგოებს დავურეკე რომ მოსულიყვნენ ნინას სანახავად. საღამოთი დედ-მამის სანახავად წავიდა და ნიტაც წაიყვანა..
ნინის დავურეკე სკაიპით და ჩამოსვლაზე დაველაპარაკე. გული ძალიან დამწყდებოდა ჩემ ქორწილში, რომ არ ყოფილიყო. თან ვნახავდი, იმდენი ხანია არ მინახავს ...
მარიამმა მე და ელენე ნინოსთან ვართ და გამოგივლით ბოლო შტრიხებს ვათანხმებთ კაბისთვისო.

ასე ნელნელა გადიოდა მოსამზადებელი პერიოდი. ლუკას ნახვა 4-5ჯერ შევძელი, ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და ისე ავტირდი შევეცოდე გიოს და თვითონ წამიყვანა ლუკასთან.

ერთი კვირა...
კარგი ამბავი-ნინო ჩამოდის.
ცუდი ამბავი-1 კვირაა ლუკა არ მინახავს.
რესტორანი მზადაა, კაბა მზადაა, ყველაფერი მზადაა, მე არ ვარ მზად მარტო. იმიტომ, რომ აზრზე არ ვარ რა ხდება საერთოდ. ყველაფერს ჩემი გოგოები, ლექსო, ანდრო და გიო აკეთებდნენ. მე და ლუკა ერთმანეთისგან შორს ყოფნის გარდა არაფერს არ ვაკეთებდით. აი ასე.
მაშო ბოლოს ჩემთან იყო. ეს ცოტას მშველოდა. მაგრამ მაინც ლუკა სიკვდილამდე მენატრებოდა.....



____
ბავშვებოო პირველ რიგში გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ... სოფელში ვიყავი და ვერ მოვახერხე ახალი თავის ატვირთვა . მიყვრხართ ყველა.. პატარა თავისთვის ბოდიში. ბოლოს წინა თავია.



№1  offline წევრი killer

პირველი ვარ winkმეც გილოცავ ჩემო კარგო love ძაან დააგვიანეე დიდი ხანი ველოდებოდი როდის დადებდი და ახლა გამახარეე love

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმეე, ცუდად რომ დაამთავრო დაგასეტყვებ იცოდე:))).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent