შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (დასასრული)


18-04-2015, 00:31
ავტორი მარეამო
ნანახია 3 181

ერთი დღე...
კარგი ამბავი: ნინი ჩამოვიდა.
ცუდი ამბავი: მეორე კვირაა ლუკა არ მინახავს.
ემოციურად გადატვირთული, გაუბედურებული, გადაღლილი, ცვირჩამოშვებული და გაწეწილი ვზივარ სალონში გოგოებთან ერთად და სტილისტს ველოდები. უკვე ვეღარც ვფიქრობ, რომ მეორე დღეს ჩემი ქორწილია. არ მეგონა ასე თუ გადამღლიდა საქორწილო სამზადისი. სრულიად განადგურებული ვარ, ასე მგონია კი არ ვთხოვდები, ვკვდები... ლუკაც რამდენი ხანია უკვე არ მინახავს.. ყველზე ხშირად გიოს ვხედავ . მაგრამ შვებააა ? მხოლოდ ის მესმის, რომ ლუკა კარგადაა და მასაც ძალიან ვენატრები. როგორც მე არ მაძლევენ გოგოები მისი ნახვის უფლებას, ბიჭები მას არ აძლევენ, ვნახოთ ახლა თუ გაძელით ერთმანეთის გარეშე, ესეიგი ერთმანეთი არ გყვარებიათო. კი ვერ ვძლებთ მაგრამ აზრი? მაინც ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ნინი იცინის, რა დღეშია ჩემი დაქალიო, მაგრამ მე მკითხეთ მეცინება? ის ის არის სტილისტს სავარძელზე დავუჯექი თმები უნდა გამიკეთოს, სალონის კარები იღება და სახეზე თაიგულაფარებული ბიჭის ფეხები შემოდის.მგონია ლუკაა და გული სიხარულით მევსება. თაიგულს ქვემოთ წევს,რის შემდეგაც ის სიხარული გაბეზრებად გადაიქცევა. თაიგულის უკან ცისფერთვალება, შავგვრემანი სახე მიმზერს.
-თორნიკეე, -იძახის ნინო და სიხარულით ეგებება შეყვარებულს,-ეს მე მომიტანეე?-მხარზე ხელებით ეკიდება და კოცნის.
-არა,-თავს აქნევს თორნიკე და შეყვარებულს თბილად უღიმის,-ლუკამ გამოუგზავნა თავის ლამაზ და საყვარელ, მომავალ ცოლუკას.
-ოოო,-ბუზღუნებს ნინო და თავის ადგილს უბრუნდება.
-შენც მოგიტანენ საჩუქარს ნუ ბრაზდები,-თვალს უკრავს თორნიკე ნინოს და თაიგულს ხელში მაჩეჩებს.
-ლუკას გადაეცი, რომ აღარ მივყვები ცოლად, -პატარა ბაშვივით ვიბუტები და ტუჩებს ვბუსხავ, რაზეც გოგოები სიცილით კვდებიან.
-ჯერ ადრეა, იქ რომ დაუდგები საკურთხეველთან მერე განაცხადე უარი, -დამცინის თორნიკეც და ასე სიცილ ხარხარში მიკეთებს სტილისტი ჯერ ერთ ვარცხნილობას , მერე მეორეს, გოგოები გაფაციცებით მადევნებენ თვალს რომ შესწორება შეიტანონ ჩემ ვარცხნილობასა თუ მაკიაჟში. ბოლოს ბუნებრივ მაკიაჟზე და ზემოთ აწეულ თმებზე შევაჩერეთ არჩევანი, გოგოებმაც მოირგეს სასურველი სტილი და დაღლილ დაქანცულებმა დავტოვეთ სტილისტი, იმ იმედით, რომ ხვალ დილით ადრე ჩვენთან გამოცხადდებოდა თავის გოგოგოებთან ერთად, რათა არჩეული ვარცხნილობები გაეკეთებინათ.
საღამოს სპა-ცენტრში ვინებივრეთ ექვსივემ. ვიგრძენი, ყველანაირად განვიტვრთე. გოგოებთან თბილად ჭორაობამაც თავისი გაიტანა და სახლში მოდუნებულები დავბრუნდით. იმ ღამეს ყველანი ერთად დავრჩით, ბოლოსდაბოლოს ჩემი გასაცილებელი საღამო იყო, ახალ ცხოვრებას ვიწყებდი. 11 საათზე მკვდრებივით გვეძინა, მისაღებში დაყრილ ლეიბებზე. 6საათზე თვალები დავაჭყიტე. ჯერ მზე ნორმალურად არც ამოსულიყო, გოგოები გავაღვიძე 7-ზე უკვე სტილისტს ველოდებოდით. ტანზე გადავივლე და პირსახოცით გავშლიგინი. მაღირსეს ჩემი ქმარუკა, სააბაზანოდან გამოსულს ლუკა შემეჩეხა .. ჩემი მონატრებული ბიჭი. ტანში უცნაურად დამიარა მისი ნახვით გამოწვეულმა ჟრუანტელა. ტუჩებზე ისე დავაკვდი ვეღარ ამოვისუნთქე და ისევ ლუკამ ივაჟკაცა, მომშორდა და სუნთქვის საშუალება მომცა.
-ჩემო პატარაა, როგორ მომენატრეე ... მოიცა, მოიცა არ ატირდე ახლა,-გაიცინა.
-აუუ, რა ცუდები არიაან, როგორ მომანატრეს შენი თავი,-ავბუზღუნდი და მკერდზე ავეკარი.
-ახლა მართლა წიწილას გავხარ, ჩემ პატარა წიწილას.
-შენი პატარა წიწილა აღარ მოგყვება ცოლად,-შემოვირტყი დიონჯები. ამაზე მთელი სახლი ახარხარდა,ლუკაც. ჰმ, უყურე ერთი ამათ. ახლა ლუკა დამაცხრა ტუჩებზე. უყურე ერთი. ტუჩებიც კი მომენატრა მისი, ასეთი გამომწვევი და ტკბილი კოცნა.. ნამდვილად, - ლუკაზე მეტად მისი ტუჩები მიყვარს, დავასკვენი.
მაინც მაშორებენ ლუკას და თავის ოთახში აყავთ მოსამზადებლად. ასეთია ქურდი კაცის ბედიიი.. სულ ღადაობის ხასიათზე რავა ვარ? არა ბიჯო, მე ვთხოვდები და სხვა ხო არ იქნება ღადაობის ხასიათზე..უჰუუუ..
სანამ ჩემ გოგოებს ვიზაჟისტები დასტრიალებნ თავს, მე ლუკას სურათებს ვათვალიერებ სოციალურ ქსელში. რა მოცლილი ვარ ქორწილის დღეს?! შემდეგ ჩემი ჯერიც დგება და ერთ საათიანი გაუნძრევბლად ჯდომის შემდეგ სარკეში ჩემ თავს ვათვალიერებ და ძალიანაც კმაყოფილი ვარ.
გოგოები სასიამოვნოდ მიღიმიან. უკვე 9 საათი ხდება. ჯერ რა ადრეა. მე კიდე მგონია მთელი დღე გავიდა.. 12 საათზე ჯვრისწერაა. მომშივდა. გოგოებს ვეუბნები და რადგან მე ოთახიდან გასვლის უფლება არ მაქვს, შეიძლება ლუკამ ეკლესიამდე დამინახოს, ნინა მიდის ჩემთვის წვენისა და ნამცხვრის მოსატანად. დანარჩენებს ჩემი ბუზღუნის მოსმენა უწევთ.
11 საათია. 1 საათი ჯვირსწერამდე.
პატარა ეკლესიაში ვიწერთ ჯვარს, ქალაქიდან ცოტათი მოშორებით. ბიჭებმა დაურეკეს გოგოებს ჩვენ უკვე იქ ვართ და წამოდითო. ისე ვიყავით გართულები ჩაცმა-გამოპრანჭვაში,ვერც კი შევნიშნეთ როდის წავიდნენ. ჩვენი წაყვანა თორნიკეს უწევს. ნინო თვალებით ბრდღვნის. მასაც მოენატრა შეყვარებული... მე ჩუმად ვიცინი მათ ვნებისგან ანთებულ სახეებზე.
მანქანაში ვჯდები და ვცდილობ კაბა არ დავკუჭო.
-მანქანას თავი არ აარტყა,-ყვირის ნინი.
-ნელა გოგო სად ეტენები, ნაზად ცოტა,-წივის ელენე.
-დაგეშალა თმები,-კივის მარი.
-დაგესვარა კაბა,-თვალებს ქაჩავს ნინა.
-მოიცა მოგეხმარები,-გიჟივით მორბის ნინო.
რა დღეში ვარ! თვალებს წრეზე ვატრიალებ და ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა. ყველაფერს ჩემ მაგივრად აკეთებენ.
-მე დავრჩები და რომელიმე მიდით იქ ჩემმაგივრად დადეთ ერთგულების ფიცი, ხო არ გინდათ?-ვეკითხები გაბრაზებული, მაგრამ არავინ მისმენს. მანქანაში მდებენ. ტანსაცმელს და მაკიაჟს მისწორებენ და თორნიკე მანქანას ქოქავს.

ეკლესიაში სახეგაბადრულები მიყურებენ მეგობრები , ნათესავები, დედა, გურამი, თორნიკე და კიდევ ათასი ნაცნობი და უცნობი სახე.. არც ისე ბევრნი არიან, მაგრამ ვკომპლექსდები. ლუკა გაღიმებული მელოდება საკურთხეველთან. ვცდილობ ჩქარა წავიდე და ფეხი არაფერს გამოვდო. ღიმილით ვუყურებ ჩემს სიმპატიურ ბიჭს, შავ შარვალ-კოსტუმში რომ გამოწყობილა და ლამაზად მეკრიჭება. გული ამიჩხრიალდა. შემაკანკალა. სუნთქვა შემეკრა. ვეღარაფერს ვამჩნევდი ლუკას გარდა. მაშოს შევხედე, გასუსული მოკალათებულიყო თორნიკე ბაბუას მკლავებში და დაჭყეტილი თვალებით მადევნებდა თვალს . გავუცინე და ლუკას გვერდით მივუდექი.
-უფალმა აკურთხა თქვენი კავშირი. დღიდან ჯვარსმული წყვილი ხართ.-დაამთავრა მამაომ ცერემონია და ლუკამ ნაზად შემახო ტუჩები.
-თავიდანვე ჩემი ცოლი იყავი!-მიჩურჩულა ლუკამ, ხელიც რომ მოვაწერეთ და რესტორანში სახეგაბარულები, რომ ვიჯექით გვერდიგვერდ,-ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ მსოფლიოში,შენ რომ მყავხარ გვერდით.
-მე კი ყველაზე ბედნიერი ქალი მსოფლიოში სანიმუშო მამაკაცი და უსაყვარლესი შვილი რომ მყავნან გვერდში.
-მიყვარხარ მარიამ!
-მეც მიყვარხარ ლუკა!



აი ასე... ჩემი წილი ბედნიერება მეც მერგო.. მას შემდეგ 30 წელი გავიდა... ოცდაათი ბედნიერი წელი.. ახლა 26 კი არა 56 ექვსის ვარ.. მე აღარ ვარ ის მარიამი რაც მაშინ ვიყავი.მაგრამ ვის ვატყუებ? სწორედ ის მარიამი ვარ. მერე რა,რომ პატარა გოგო აღარ ვარ? როცა ჩემი გოგოები და ლუკა ჩემ გვერდით არიან, მე ისევ 25 წლის გოგო მგონია თავი, რომელიც ხშირად აბრაზებდა ლუკას.. რომელიც ხშირად უშლიდა ნერვებს დაქალებს, ცანცარებდა, ბევრს სვავდა და ცეკვავდა... ახლაც ასე ვიქცევი... ხანდახან.... მერე რა რომ მყავს 3 შვილი:33 წლის მაშო, 30 წლის ტყუპები ონისე და ლილე. მერე რა რომ მყავს 5 შვილიშვილი, რომლებიც გიჟდებიან თავიანთ ბებიკოზე. მე მაინც ის გოგო ვარ, რომელიც ლუკას გაგიჟებდამდე შეუყვარს და რომელსაც ლუკა გაგიჟებამდე უყვარს. ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებთ, მე და ლუკა სიცილით ვკვდებით. სიხარულით და ხანდახან ცრემლით გაგვახსენდება წარსულის ლამაზი წლები, ვიზსენებთ ჩვენს თბილსა და ბობოქარ სიყვარულს, რომელიც დღემდე არ განელებულა..
სიყვარულში ყველაზე მომხიბლავი და ლამაზი ხომ სწორედ ისაა, რომ არასდროს ცვდება და ბერდება.. ბევრი ტკივილისა და ლოდინის შემდეგ ჩვენ შევქმენით ჩვენი ბუდე სადაც სიყვარულით დავზარდეთ ჩვენი ბარტყები.. ახლა კი თავიდან ვაშენებთ ამ ბუდეს, რომ არ ჩამოინგრეს და გაცვდეს. ამ შენებაში ყველაზე დიდი წვლილი ლუკას მიუძღვის: ის მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუაა და უფასდება კიდეც ეს.
ყველას ასეთ სიყვარულს გისურვეთ, გისურვებთ ჩემსავით გეპოვნოთ ის ერთადერთი, რომელთანაც მოიპოვებთ წილ ბედნიერებას, რომლის მკლავებშიც თქვენ აღმოაჩენთ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს.. ვისი ღიმილიც მთელ სიცოცხლეს გაგინათებთ და ვისი კოცნაც პოზიტივით აგავსებთ. მას ვინც სიცოცხლის ბოლომდე თქვენი ერთგული და მოსიყვარულე დარჩება.
სიყვარულით, მარიამი.



_________________
ბავშვებოოო!! ჩემო საყვარლებო, თბილებო და ტკბილებო, დიდხანს გალოდინეთ და ბოდიში. ესეც ბოლო , პატარა მაგრამ მგონი თბილი თავი.. ვეცადე საყვარლობა გამოსულიყო. ველი შეფასებას. ^^ დიდი მადლობა ყველას <3 მიყვარხართ ყველანი!!!



№1  offline წევრი დადუ♥♥

Vaime prosta ra magari iyo ra ai dzaan magari xar ...RAC daiwye vkitxulob DA sul velodebodi rod is dadebdi dzalian momwons dzalian..magari xar dzaan ..axal istorias tu dzwer warmatebebi♥♥♥♥

 


№2  offline წევრი მარეამო

დადუ♥♥
Vaime prosta ra magari iyo ra ai dzaan magari xar ...RAC daiwye vkitxulob DA sul velodebodi rod is dadebdi dzalian momwons dzalian..magari xar dzaan ..axal istorias tu dzwer warmatebebi♥♥♥♥
madloba didi ♥♥♡♥

 


№3  offline წევრი Heartbeat

ეხლა მოვძებნე და ბოლო თავი წავიკითხხე უმაგრესიაა ძაან მომწონს❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა,მწერალი უკეთილშობილესი,ასეთ ტკბილი და გემრიელი ისტორია ,რომ დაწერე.❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent