შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 7)


9-05-2015, 21:15
ავტორი თუკა
ნანახია 7 993

მთელი გზა ხმა არ ამომიღია, უბრალოდ არ ვიცოდი ამის მერე რა უნდა მეთქვა.. მისკენ არც კი გამიხედავს..
ბიძაჩემს სახეზე ფერი არ ედო, მამიდაჩემს ერთი სული ქონდა ალბად მაგრად გამოვეთათხე... დივანზე ჩამოვჯექი და თვალებით იატაკზე დაგდებულ უმნიშვნელო რაღაცას მივაშტერდი.. ტატო კართან იდგა და ბიძაჩემს ესაუბრებოდა.
- ასე უპასუხისმგებლოები როგორ ხართ?- მამიდაჩემმა ლამის იკივლა დ შემომხედა.. რაიმე რომ მომხდარიყო ამაზე არ ფიქრობით ხო? კარგი ეს გოგო გიჟა. შენ შვილო?
- ქალბატონო რუსუდან, ვიცი რომ დავაშავე, ბოდიშს გიხდით , გპირდებით ასე მეტად აღარ განმეორდება..
- ტატო მისმინე, მხარზე ხელი დაადო ბიძაჩემმა და გვერდით გაიყვანა... ვიცი შენ ბიჭი ხარ, მაგრამ გავიწყდება რომ ქეთო გოგოა. მე ის როგორც შვილი ისე გავზარდე და ჩემთვის არაფრით განსხვავდება ანანოსაგან..
- ბატონო არჩილ რად მინდა ამის მტკიცება ეს ისედაც ვიცი...
- უბრალოდ მინდა გესმოდეს რასაც ვამბობ.. ის გოგოა და თანაც გასათხოვარი, არ მინდა რაიმე არასწორი ნაბიჯი გადადგას ...
- ასეთი გგონივართ ბატონო არჩილ? თუ გგონიათ რომ ქეთო ამის გამო წავიყვანე სახლში მაშინ ჩვენს თანამშროლობას აზრი არ ქონია..... კი ერთად გვეძინა ერთ საწოლზე მაგრამ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა...
- მე გენდობით, ორივეს გენდობით , უბრალოდ ხანდახან ყველა ადამიანი დგავს არასწორ ნაბიჯს და მინდა ეს გაითვალისწინოთ....
სახეზე ფერი არ მედო... ბიძაჩემი გვერდით მომიჯდა და თავზე მაკოცა...
- დამშვიდდი, სანერვილო არაფერია, ტატომ ყველაფერი მითხრა, რაც იყო იმას ხო ვეღარ გამოვასწორებთ, მეტად ასე აღარ მოიქცე....
- არასოდეს. ტირილი დავიწყე და მაგრად ჩავეხუტე ბიძაჩემს...
- რაო ქეთო. ასე რატომ ტირი ჩემო ლამაზო....
- მაპატიეთ რომ ასე გამოვიდა.. მე არ მინდოდა. მართლა არ მინდოდა... დამიჯერეთ... მე არასოდეს წავსულვარ თქვენს წინაა....
- დამშვიდდი. ძალიან აღელვებული ხარ და არ ვიცი რა ხდება... ანანო არაა, მალე მოვა. მე და მამიდაშენი ბაზარში გავდივართ. შეგიძლია თუ არ გეჩქარება დარჩე ქეთოსთან, ყველაზე ბევრი ერთი საათით?- მშვიდად კითხვა ტატოს და საძინებლისაკენ გამიშვა მე..
- დიახ ბატონო არჩილ.. რა თქმა უნდა..
- მაცივარში საუზმეა და შეგიძლია ისაუზმოთ ,. ასე რომ გავედით ჩვენ...
საწოლზე მოკეცილი დავწექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი.... ალბად კარი როგორც კი გადაკეტა ტატო მაშინვე ჩემთან შემოვიდა... , ჩემი სახის დანახვაზე ფერი ეცვალა.. სახეზე ოდნავ მოედო ღიმილი და გვერდით მომიჯდა... გაშლილი თმები სახეზე რომ მეყარა უკან გადამიწია და საკოცნელად დაიხარა რომ წრაფად გავარიდე თავი..
- დამშვიდდი, მხოლოდ მინდოდა ლოყაზე მეკოცნა და ბოდიში მომეხადა....
- შენ სინანულიც იცი? ამიხსენი ასე რატომ მომექეცი?
- როგორ ასე ქეთო? შენ მე რკინის გგონივარ? ქალი რომელიც ასე მეფერებოდა და მეხვეოდა, გგონია ამისი ატანა და გადატანა მარტივია? თანაც მაშინ როცა ნასვამი კი არა მთვრალი ვიყავი.... არ ვიცი. რა გითხრა, მაგამ შენ ჩემზე მეტად იყავი აგზნებული.
- წესიერად მელაპარაკე რა...- ცრემლები ხელის გულებით მოვიმშრალე და ფეხზე წამოვდექი.. ძალიან გთხო წადი.. შენი სახის დანაცვაც კი არ მინდა...
- ნწუ. არსად არ წავლ, სანამ ბიძაშენი არ მოვა. ვერ ნახე რომ შენი თავი ჩამაბარა? რატომ ქმნი ამისაგნ პრობლემას? მაინ და მაინც ის გადარდბს რომ ქალიშვილი აღარ ხარ და ვერ გათხოვდები? კარგი რა პრობლემაა, მე ვიქორწილებ შენზე რადგან ასე განიცდი, ბიძაშენი როგორც კი მოვა დაველაპრაკები....
- ავადმყოფი ხარ. ასე მარტივად შეგიძლია ისუბრო ამაზე ხო, ჩემი ცხოვრება დაანგრიე და ძალიან მარტივად ამბობ ამას. შენი ცოლობა გგონია რაიმეს შეცვლის??
- ხოო, დამავიწყდა შენს სიყვარულს კატაკლიზმები და მეორედ მოსვლა უნდა მოყვეს ბოდიში რომ ასე ვერ შემოვედი შენს ცხოვრებაში მაგრამ გუშინ ამაზე არ ფიქრობდი როცა შიშველი მეკვროდი ზედ ქეთევან..
- საკმარისიაა რააა- განადგურებულმა ვუყვირე და ოთახში მუხლებზე დავჯექი. სახე ხელებში ჩავლამე და ტირილი დავიწყე... მისი ხელის შეხება ვიგრძენი თუ არა უკან გავიწიე. არ მომეკარო საერთოდ, არ შემეხო რა...
- კარგი დამშვიდიი გთხოვ.. ქეთო დამშივიდდი...
- არ მომეკარო რა.. წამიერად ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და ტატოს მკლავებში მორიგი მარცხი განვახორციელე..
თვალები რომ გავახილე თავზე ანანო მედგა და შეშინებული მიყურებდა., მაშინვე დამეხმარა წამოჯდომაში და წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა.. კედელს მიყუდებული მიყურებდა ტატო და დათოც..
- ქეთო შეგვაშინე, სლუკუნით მითხრა და გულში ჩამიკრა, ჯერ გუშინ ხლა კიდე დღეს, რა მოხდა ქეთო.. ასეთი სახე რატომ გაქვს ან შენ ან ტატოს. მოხდა რაიმე?
- არაფერი. საერთოდ არაფერი.. მშიერია ეტყობა ამის ბრალია, თავის დაძვრენა სცადა ტატომ და ჩემსკენ წამოვიდა....
- ძალიან გთხოვ არ მოხვიდე აქამდე რა, მტკიცედ ვუთხარი და ორივემ შემომხედა...
- თუმცა ფანგანს ჩემი სიტყვები არაფრად ესმოდა.. ანანო სულ ხუთი წუთი დამტოვე მარტო შენს ბიძაშვილთან და წავალ მერე....
უხმოდ წამოდგა ანო, დათოც გაიყოლა ოთახიდან გასვლისას და კარი გაიკეტა... მშვიდად დაჯდა ჩემს გვერდით, ხელზე დასადებად გამოწეული ხელი ავარიდა და თავი გავატრიალე.. მთელი ძალით მომიჭირა მკლავში ხელი და მეორე ხელით სახე შემომატრიალებინა..
- როგორ გგონია ვგავარ მე იმ ბიჭს რომელიც ქალის სიმთვრალით ისარგებლებს მასთან დაწვება და მერე მიატოვებს??? რატომ ხარ გოგო ასეთი სულელი ჰა? გგონია ცხოველი ვარ და შენსკენ ასე გამოვიწევდი? ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, თითიც კი არ დამიკარებია შენთვის,იცოდე.. ამის მერე იცოდე ჩემზე რა წრმოდგენა უნდა გქონდეს სულელო გოგო, თითები ლოყაზე ჩამომისვა ოდნავ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა.. ეს რომ მდომებოდა შენ ამის წინააღმდეგი არ იყავი ესეც გაიხსენე. გასვლისას ღიმილით მითხრა და მისი წასვლით ოთახი დაცარიელდა...
**
ეს დღე ყველაზე მძიმე გადასატანი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყოველ წელს მოდიოდა ეს დღე, მეც ყოველ წელს თვალცრემლიანი ვხვდებოდი და მარტოობაში ვატარებდი.. ახლაც ასე იყო... საბურთალოს სასაფალაოსაკენ წავედი ხელში მისი საყვარელი თეთრი ვარდები მეჭირა.. საფლავებს შორის გზას ნელა გავუყევი და მათი სურათის დანახვისას ცრემლებმა დამახრჩო....
მარმარილოს კიდეზე ჩამოვჯექი და უხმოდ ვუყურებდი .... აშკარად ვგავდი დედას.. მასავით ქერა და ლურჯთვალება ვიყავი... დედაც ასეთი იყო მხიარული და სიცოცხლის მოყვარული... ალბად ამიტომ მეუბნებოდა ხოლმე მამიდა ვინმე თუ წაგიყვანს ცოლად სილამაზის გამოო.. მახსოვს ადრე როგორ მიყვებოდა ჩემი მშობლების ისყვარულის ამბავს.. რომ ჩემი დედიკო ყველაზე ყველაზე ლამაზი იყო მთელს უნივერსიტეტეში, როგორ ჩაუვარდა მამას ის გულში და როგორ ცდილობდა მისი გულის მოგებას..
უნებურად გამეღიმა.. ბედნიერი ვიყავი როცა მათზე მესმოდა ასეთი ამბავი. მაგრამ საოცრად მაკლდნენ ორივენი, მაშინ მიმატოვეს როცა მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა ორივე.. როცა მინდოდა დედა მყოლოდა გვერდით.. მამიდას არასოდეს უგრძნობინებია ჩემთვის რომ მისი შვილი არ ვიყავი მაგრამ, დედა მაინც დედაა და მე ის მუდამ მაკლდა... აცახცახებული ხელი ჩამოვუსვი სურათზე ..
მთელი ამ წლებია განმავლობაში მათი ქორწინების დღეს მოვდიოდი აქ და ვტიროიდ, წელს არ მიტირია... ცრემლიც კი არ გადმომვარდნია. უხმოდ ვიჯექი და ვცდილობდი გამეანალიზებინა ყველაფერი. ნუთუ ასეთი დიდი დიყვარული ასე ტრაგიკულად მთავდება მუდამ?
ნუთუ მე ვერასოდეს ვიპოვი ადამიანს რომელიც ისე გიჟურად შემიყვარებს როგორც მამას უყვარდა დედა.....


- ოხ, ტატოს ვახლავართ.. მოდი დაგვეწვიე.. მადიანად ილუკმებოდა არჩილი და ტატოს სკამი გამოუწია..
- არა ბატონო არჩილ მადლობთ.. საბუთები მოვიტანე, ხელი უნდა მოაწეროთ და შეხვედრა გვაქვს ხომ გახსოვთ.. დაგვეხმარება ქეთო? თაბაშირზე რა ქნა..
- ოხ, მოიხსნა გუშინ ქალმა თაბაშირი იქნევს ისევ ამ ხელებს და ერიდე ახლა არ დაგთხაროს თვალები ისე უხარია თითების გაშლა..
- მჯერა.. ხო მართლა სადაა. ?- ისე სასხვათაშორისოდ იკითხა ტატომ ..
- საფლავზეა და მალე მოვა წესით, დღეს მისთვის რთული დღეა..
- საფლავზე? ვის საფლავზეა ბატონო არჩილ. გინდათ მივალ..
- არა შვილო, დღეს არა.. მშობლების საფლავზეა...
- მოიცადეთ , ქეთოს მშობლები მართლა არ ყავს? მეგონა მაშინ რომ ამბობდით ჩემთან გადმოვიყვანეო როგორც ხდება საზღვარგარეთ იყვნენ მისი მშობლები..
- არა თორმეტი წლის იყო ავარიაში რომ დაიღუპნენ.. მამა მაშინვე გარდაიცვალა დედამ კი რეანიმაციაში ერთი კვირა იცოცხლა. ეს მისთვის ძალიან მძიმე სტრესი იყო... მთელი წელიწადი დაგვჭირდა მისი სიცოცხლისაკენ მოსაბრუნებლად... ყოველ დღე რეანიმაციაში მიგვყვდა . ძალინ მძიმე დღეები იყო.. იცი ტატო. ქეთოს რაც ასაკი ემატება მგონია რომ დედამისის ასლი ხდება, იმდენად დიდია მსგავსება.. ის ძალიან ლამაზი ქალი იყო.. ჩემი ცოლის ძმაც კარგი კაცი იყო. საოცარი გულის პატრონი, მაგრამ რას გაიგებ ცხოვრება ულმობელია და ასე ხდება ...
- მე არ ვიცოდი ბატონო არჩილ.. არ უთქვამს ქეთოს...
- არ უყვარს ამაზე საუბარი. მას ჯერ კიდევ სტკივა... ქეთო მუდამ ხალისიანია მაგრამ გულში მუდამ ტირის... ამიტომ ვცდილობ რომ არასოდეს გამოვარჩიო.. ის ძალიან მგრძნობიარეა...
- მესმის.. ბატნო არჩილ, მადლობა მანქანისათვის..
- არაფრის, ოღონდ იცოდე არ დამარეკინო მამაშენთან ასე აღარ გააკეთო. მაგას ნუ უჯერებ შვილო, ეგ გოგო გიჟია და შენს გიჟდები მაგასთან ერთად... ერთი გაფიქრება ვიფიქრე ეს ორი რაღაა ცუდად დადის ერთმანეთი ხომ არ..
- ასეთი სისულეე აღარასოდეს იფიქრო ბიძია, სულ გასათხოვარი დავრჩები და ამ ვირს ცოლად არ გავყვები...- ომახიანად შემოვაბიჯე ოთახში და ბიძაჩემს გავხედე.
- არც მე გამაჩნია სურვილი შენნაირი უზნეო გოგო ცოლად მოვიყვანო...
- ნამდვილი ბაჭია ხარ. ძალიან ნაზი და სვეცკი..
- შენც მეყოფი..
- საკმრისია- ამჯერად ბიძაჩემი ჩადგა შუაში და ხელით მანიშნა გაჩუმდიო.. არ ვიცი ქრონიკულად რაზე კამთობთ მაგრამ ნახევარ საათში ორივე თქვენგანი მობილიზებული იჯდება აქ მიღარებში..
- ვითომ რატომ?- მაინც ვერ გავჩმუდი და დავეკითხე..
- რატომ და დათო მოვა თავის მეგობრებთან ერთად ქორწილის საქმეებზე ილაპარკებთ , დრო ცოტა დაგვრჩა, შენ თაბაშირი აღარ გაქვს, მაისიც მიილია ასე რომ მოვემზადოთ ბიძია..
- კარგით ხო.. გამოვიცვლი და გამოვალ...
**
ზოგადად ბავშობიდან მხურვალე დამიანი ვიყავი , ახლაც უკვე მომავალი ნათესავების დასახვედრად მოკლე კბით გამოვედი და ტატოს მზერა მაშინვე ჩემს ფეხებსს დააკვდა ზედ... არაფერი შემიმჩნევია, უკანალის ქიცინით გავედი სამზარეულოში და მამიდაჩემს ზურგიდან მოვეხვიე...
- როგორ ხარ ჩემო მშვენიერო?- ამღვრეულმა მკითხა და ხელზე მაკოცა..
- კარგად მამიდა არ იდარდო. მართლა კარგად ვარ..
- მართლა თუ მატყუებ?
- არა მართლა.. დრო ყველაფერს ანელებს მამიდა, დღეს მივხვდი ამას, ერთი ცრემლიც კი ვერ გადმოვგდე იცი? ვერ ვიტირე არადა ისე მინდოდა მეტირა, ვერ დავიცალე ემოციებისაგან ..
- ჩემი გოგო, გაიზარდა და დაჭკვიანდა. ჩემი ლამაზი და მშვენიერი ქეთო.. იცი დედაშენს ვეუბნებოდი , გოგო თუ გაგიჩნდება იცოდე მულის სახელი უნდა დაარქვა თქო. ამაზე ხშირად ვიცინოდით, მაგრამ შენ ისეთი ლამაზი და ფუმფულა გაჩნდი, არ ვიცი დაგინახე თუ რა მაშინვე ვთქვი რომ შენ რუსუდანი ნამდვილად არ მოგიხსებოდა, რაიმე უფრო ნაზი და საყვარელი გინდოდა, ასე გახდი ქეთო..
- ქეთო.- ჩუმად ამოვიჩურჩლე ჩემი სახელი და გამეღია. მამა სულ ასე მეძახდა მამიდა, ჩემი პატარა ქეთო მოვიდაო.
- კარგი არ გვინდა მძიმე და ტკივილიანი ამბები, მიდი გაიქეცი მგონი ბიჭები მოვიდნენ...
მისაღებში შემოსულ ბიჭებს გავუღიმე და დათომ მაშინვე გამაცნო მისი ერთ-ერთი ძმაკაცი რომელიც აქამდე არ მენახა...
- ასეთი ლამაზი ქალბატონის გაცნობა მართლაც რომ სასიამოვნოა- ღიმილით მითხრა და თავი დამიკრა..
- მადლობა კახა. მისი სახელი ტატოს ჯინაზე მკვახედ წარმოვთქვი და სკამზე დამჯდარმა ფეხი- ფეხზე გადავიდე... „მზერა ალმაცერი“ ააყოლა ჩემს ფეხებზე და როგორც კი ყურადღება მოადუნეს ჩემს მიმართ მაშინვე ხელი ამარტყა ფეხზე, რას აკეთებ, საბოლოოდ გადირიე?- გაბრაზებულმა ვუთხარი და გავხედე..
- მე არა მაგრამ ძალიან გთხოვ ნუ დაანახებ ყველას შენს წითელ „ბიკინებს“...
- უზრდელო, უხეშად ვთხარი და ოთახში გავედი.. მიკეტილ კარს მივეყუდე და გულზე ხელი მაგრად მივიჭირე, ამ ბიჭის სიახლოვე გულს რატომ მიჩქარებდა არ ვიცოდი. საშინლად ვხდებოდი. პირი მიშრებოდა... სუნთქვა მიხშირდებოდა...
საწოლზე მიფენილი ჯინსის შარვალი ამოვიცვი და ოთახიდან გავედი... ტატო უკვე კართან იდგა და მამიდაჩემს ემშვიდობებოდა... ანანოს გადავულაპარაკე ცოტა ხნით გავალ თქო და შემოსასვლელში გასულს მამიდაჩემის გაოგნებული მზერა დამხვდა..
- რა? - გაბრაზებულმა მივახადე და ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები. დეამ დამირეკა და მივდივარ.. მამიდა გვიან მოვალ..
- მიბრძანდი. აგერ ტატო მიდის იქითკენ და გაგიყოლებს თორემ საშინლად წვიმს და შენი ამბავი რომ ვიცი გიჟივით ივლი წვიმაში..
- ტატოს გავხედე სახეზე ღიმილი მოდებოდა, მივხვდი მასაც ის პირველი შეხვედრა გაახსენდა, მაგრამ გაბრაზება ჯერ კიდევ არ გამოსვლოდა იმ დიდი ტყუილის მერე... არ მინდა ქოლგა მიმაქვს..
- ნუ ჯიუტობ სულ. იქეთ მიდის და სახლთან გაგიჩერებს .. იცოდე რომ გავიგო ფეხით წავხედი მაგ ჯოხივით ქოლგით გცემ ქეთო. თითი დამიქმია მამიდაჩემმა და გამეცინა. ვიცოდი ამას ნამდვილად გააკეთებდა..
მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი, უხმოდ შემოუარა მანქანას, ღვედი გადაჭირა და ნელა დაძრა ადგილიდან, ხმას არც ერთი ვირებდით. თუმცა შემეძო მადლობა მეთქვა წეღანდელის გამო. მაგრამ არ მინდოდა, სურვილი არ გამაჩნდა ამის, მან ისე უტიფრად მომატყუა რომ კინაღამ გული გამისკდა.
ვიცი ახლა ბევრი იტყვის რა მოხდა მერეო, მგრამ მინდოდა ჩემთვის პირველი ის კაცი ყოფილიყო ვინც სიგიჟემდე შემიყვარდებოდა...
- რაიმე გაწუხებს?- დაბნეულმა მკითხა და გამომხედა..
- არაფერი, საიდან მოიტანე??
- სახეზე ფერი არ გადევს და ისე სუნთქავ რომ..
- როგორ მაინც?- გაბრაზება ვეღარ დავმალე და გავხედე..
- გახშირებული გაქვს სუნთქვა ვიფიქრე ცუდად არის თქო...
- არა უბრალოდ არ ვიცი რატომღან გული მიცემს საშინლად და ალბად ამის ბრალია...
- გული გიცემს? გინდა წამალი გიყიდო რაიმე??- შეშფოთება დავლანდე მის თვალებში და გამეღიმა..
- არა, ეტყობა ჩემი გული შენს სიახლოვეს ვერ იტანს, როგორც კი მიახლოვდები მაშინვე მემართება ასე...
- უყურე შენ, მე რაღა შუაში ვარ.. თუმცა კარგია ამის მოსმენა..
- ძალიან რას ლაპარაკობ.... აი აქ გამიჩერე მოვედით...
- ქეთო... მის კართან რომ გავიარე დამიძახა და ჩამოწეული ფანჯრიდან ხელი მომკიდა.. შენი გულის გამალებით ძგერა და გახშირებული სუნთქვა , მეტასტაზებია..
- მეტასტაზებია?- გაოგნებულმა ვკითხე და თვალები გამიფართოვდა...
- დიახ დიახ..
- და მაინც რისი უჟმურო...
- სიყვრულის...
- გულიანდ გადავიხარხარე და ხელი გავაშვებინე... მასე იფიქრე შენ მასე.... ხმამაღლა მივაძახე და სული ძლივს მოვითქვი...


ესეც მეშვიდე თავი, აბა ვნახოთ როგორ მოგეონებათ ეს თავი, ველოდები თქვენს შეფასებას და კრიტიკას...



№1  offline წევრი Tini Gadrani

Rakargia❤❤❤❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

momewona momwona tan rogor vgijdebi isee ❤️ male dade ra

 


№3  offline წევრი grifini

კრიტიკა შენგან შორს საყვარელო wink მიყვარს ეს ისტორია!!! love

 


№4  offline წევრი Unnamed

Ra kargiaaa :*

 


№5  offline წევრი tveni

კარგი იყო :-D ცანცარა ქეთო :-D

 


№6  offline წევრი Sopo-sopo

მმმმ მამხიარულებს ეს ისტორიია <3

 


№7  offline წევრი მარიამო

თუკაა არ ვაპირებდი წაკითხვას სანამ არ დაასრულებსთქოო,მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და წავიკითხე ყველა ერთად და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები აქამდე რატომ არ წავიკითხეეე feel angry ყველაზე კარგი ხარ,ყველაზე კარგი ისტორიებით <3 <3 <3

 


№8  offline წევრი ხატული♥

აუ ძაან მაგარიაა მალე დადეეე :დ love

 


№9  offline ადმინი თუკა

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ , ვერც კი წარმოიდგენთ თქვენი თითოეული სიტყვა რამდენს ნიშნავს ჩემთვის..
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent