შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 8)


10-05-2015, 22:07
ავტორი თუკა
ნანახია 8 009

ცხრა საათზე უკვე ოფისში ვიყავი და საბუთებს ვაწესრიგებდი.. ეს შეხვედრა ორივესათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამიტომ ტატო მისვლისთანავე გავაფრთხილე დღეს მაქსიმალურად ეცადე რომ არ მეკამათო თქო. მაგრამ ეს სვანური ქმედებები და აზროვნება მაინც თავისას აკეთებდა...
მალი-მალ მიღიმოდა და ჩემს გამოწვევას ცდილობდა. უნდა ვაღარო რომ მისი დაჟინებული მზერა უკვე ძალიან მაბნევდა და ახალი გეგმის მოფიქრების თავიც აღარ მქონდა...
- როგორც შევთანხმდით კიდევ ერთხელ შევხვდებით ოთხშაბათს ბედნიერმა უთხრა ბიძაჩემმა სტუმრებს და ოთახიდან გავიდნენ...
- შენ ზედმეტი მოგიდის ხო იცი.- გაავებული წამოვხტი და ხეები მაგიდაზე დავურტყი., რადგან არაფერს ვამბობ სულაც არ ნიშნავს იმას რომ ნერვებზე არ მოქმედებ....
- სულ არ მადარდებს ნერვზე ვმოქმედებ თუ იქ..
- იქ სადაა?- წარბი ავზიდე და დოინჯი შემოვიყარე.... მზერა ჩემი ტუჩებიდან მკერდისაკენ ჩაანაცვლა, და სანამ უფრო მეტს გაბედავდა მაგიდაზე მდგარი წყალი სახეში შევასხი .. გაოცებისაგან პირი დააღო, აი ეს იყო ნამდვილი სასწაული. ოთახში შემოსულ ბიძაჩემს ფერი ეცვალა....
- არაფერი თქვათ ბატონო არჩილ- მშვიდად უთხრა, და მეორე ჭიქა წყალი სახეში შემასხა. აი ახლა თქვით რაც გინდათ...
- რა ჯანდაბას აკეთებთ თქვენ ორნი ამიხსენით...
- გავგრილდით ბიძია- სიცილით ვუთხარი და შუბლზე ჩამოშლილი სველი თმები სახიდან გადავიწიე...
- თქვენი გაძლება არც ისე მარტვია. რამენაირად ეს სიგიჟე უნდა ჩავახშო. შენ ახალგაზრდავ მიბრძანდი ოთახში გელოდება ვიღაც გოგონა, შენ ქალბატონო გამომყევი .. ხო მართლა ტატო, დღეს ხუთზე ხო გახსოვს კოჯორში ავდივართ..
- მწვადები და რამეეე ბატონო არჩილ??
- ასეა, ოღონდ ახლა, ამ გიჟს ანანოს და დათოს შენ წაიყვან. მე დანრჩენებს... მოსულა?
- რა პრბლემაა...
- კიდე ამასთან უნდა ვიჯდე, მადლობა ღმერთს რომ უკან დავჯდები. სიცილით ჩავიქირქილე და ხელები ისევ ჰაერში გავფშიკე..

გაოგნებული შევიდა ტატო კაბინეტში და ქერა თმების დანახვაზე კინაღამ უკან გამოიპარა...
- სულ ტყუილად იპარები უკან, დაგინახე ფანჯარაში- ფეხზე ნელა წამოდგა მოკლე ქვედაბოლო ჩამოიწია და გაუღიმა...
- შანსი არაა... გოგო როდის ჩამოხვედი. მაგრად ჩაიკრა გულში ნინაკა ტატომ და მთელი სახე დაუკოცნა.....
- ყველაზე მაგარი ძმა მყავს მთელს მსოფლიოში, ასე მოგენატრე? რა გჭირს სახეზე ტატო, მშვიდობაა? შეხვედრაზეაო ასე მითხრეს და იქ რა იწუწავე??
- დიდო თავადო ბიძაჩემი გეძახის- თავი ისე შევყავი მის ოთახში სულ დამავიწყდა რომ სტუმარი ყავდა... მაპატიეთ გაგაწყვეტინეთ ... განაგრძეთ..
- ქეთო მოიცაადე- მისმა ხმამ ტანში დამიარა და კართან გავჩერდი ზურგით... მოიცადე ნიშნავს იმას რომ უნდა შემოხვიდე და არა ბიუსტივით იდგე მასე...
- რავიცი შენი მე ვერაფერი გავიგე რა , რას ნიშნავს და....
- ახლა ხო გაიგე. შემოდი.. ჩემი ნინაკა უნდა გაგაცნო...
- შენი ნინაკა?- მისი სახელი ისე გავიმეორე კინაღამ გული დამეწვა.. ქერა შხვართივით გოგოს გავხედე და მის ღიმილს იძულებით ღიმილი დავახვედრე...
- ესეც შენსავით გაწუწულია. საინტერესოა რას აკეთებდით თქვენ- სიცილით მითხრა და ხელი გამომიწოდა..
- ქეთო- ძლივს ვუთხარი და ისევ გასვლა დავაპირე რომ ტატომ მაგრად მომიჭირა მკლავზე ხელი....
- ქეთო.- ისევ ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და მორიგმა ჟრუანტელმა დამიარა... ნინაც რომ წამოვიდეს აგარაკზე ხომ არ ტეხავს? სახლში მარტოს ვერ დავტოვებ. დილით ჩამოფრინდა გამთენიისას..
- არა რა რობლემაა... სიამოვნებით .. მაშინ მე ბიძიას გავყვები, ტაში შემოვკარი და ტატოს გაავებული სახის დანახვაზე დავდუმდი..
- მგონი ჩემი მანქანა საკმარისად დიდია იმისათვის რომ ჩაეტიო.... რაღაცა დიდი პერიმეტრების არ ჩანხარ... მკერდი შენ არ გაქ და უკანალი და...
- უკულტურო უჟმურო..- პირში მივახალე და სტუმარს გავუღიმე.. რაიმე მარტივი ჩაიცვით თორემ ასე ვერ გაძლებთ იქ...
- კარგით - მშვიდად მითხრა ოთახიდან გავედი....
რა კარგი გოგოა და ეს მაიმუნი უყვარს ალბად... როგორ შეუძლია გაუძლოთ ასეთმა მშვიდმა ასეთ ველურს და გადარეულს??- მთელი დერეფანი ჯუჯღუნით გავიარე და ბიძაჩემს შევძახე წავლ გავემზადები თქო...

**
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, საუბრის სურვილი არ მქონდა, დათომ პატარა ბავშვივით გაფშიკა ფეხები უკან უნდა დავჯდე მე ანოსთანო. ნინას წინ ჯდომა ბავშობიდან არ უყვარდა ასე რომ ისევ მე ვიყავი საქორწილო თოჯინასავით წინ გაკვეხებული... რამოდენიეჯერ მკითხა ანომ კარგად ვიყვი თუ არა და მეც თავის ქნევით ვცემდი პასუხს...
კოჯორში მისულებს უკვე ყველა იქ დაგვხვდა, ჩვენ როგორც წესი ანოს გადამკიდეებმა დავაგვიანეთ... ჩემი გოგოები ბიძაჩემს წამოეყვანა.. მათ დანახვაზე გული სიხარულით ამევსო.. სუფრის გარშემო იმაზე მშვიდი საუბარი გაიმართა ვიდრე მეგონა... ალბად როგორც ქართველებს გვჩვევია ჯერ უნდა გვეჭამა რომ ენერგია აღგვედგინა.... გვერდში მაგრად გამკრა ნუცამ და გამიღიმა..
- ამ ბიჭს მოსწოხარ ?
- ვინ ბიჭს?- გაოგნებულმა ვკითხე და თვაებში ჩავხედე...
- აი იმას დათოს გვერდით რომ ზის.. კახა თუ რაც ქვია..
- საიდან მოიგონე გოგო... სულ მეორეც ვნახე..
- რავიცი მე გაავებული გიყურებს და ლამისაა თვალებით გაგაშიშვლოს...
- გამაშიშვლოს??? კარგი რა ნუცა... წავალ სამზარეულოში ყავას გავამზადებ. თავის გასასამართლებლად ვუთხარი და წამოვდექი...
სამზარეულოშ ვიდექი და ყავას ფინჯნებში აურელვებლად ვყრიდი. ხელის შეხება რომ ვიგრძენი მხარზე მივხვდი ვინც იქნებოდა, არც კი გავტოკებულვარ ისე ვკითხე რა უნდოდა..
- ძალიან მოწყენილი მეჩვენები დღეს- კახას ხმამ გამაშეშა და შევტრიალდი..
- მე? არა რას ამბობ?- უბრალოდ დაღლილი ვრ. შეხვედრა გვქონდა და...
- იცი, შენთან საუბარი მას მერე მინდოდა რაც იქ გაგიცანი შენს სახლში.. ვიცი რასაც გეტყვი უაზროდ მოგეჩვენება მაგრამ პირველივე დანახვით შემიყვარდი... ქეთო, მინდა უკეთ გაგიცნო , დავახლოვდე შენთან.... მინდა ჩვენი ურთიერთობა გავიდეს უფრო ფართო ასპარეზზე.. ხელიდან ფინჯანი გამომართვა და გამიღიმა. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ... მართლა.
- კახა, მე სიმართლე გითხრა არ ვარ ამისთვის მზად... კარგად გამიგე...
- მესმის, არა არაფერს გთხოვ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რომ ძალიან მომწონხარ და შენი გულის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ.. ფინჯანი მაგიდაზე დადგა და სამზარეულოდან გავიდა...
მაგიდას აღლვებული დავეყრდენი და ხარივით დავიქშუტუნე, ესღა მაკლდა რა, ყველა ბედნიეებასთან ერთად, არადა მამიდაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე გიჟების მაგნიტი ხარო.... ეტყობა მართლა ვიყავ, ყოველთვის ვიზიდავი იმას ვინც არ მინდოდა, ხოლო ვინც მინდოდა იმასთან ხესავით ვრჩებოდი.... მაგიდაზე დადებულ დანას ვტაცე ხელი და სწრაფად შევტრიალდი ტორტის დასაჭრელად...
- შენ გოგო გადაირიე?- თუ საბოლოოდ შეიშალე?- შეშინებულმა მიყვირა ტატომ და დანა გამაგდებინა..... ამიხსენი ერთი იმ კახას რა უნდოდა შენგან? მომწონხარო არა??
- მერე შენ რა გინდა...ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა... მგონი აგერია შენ რამსები...
- ისევ შენი პირადი ცხოვრება იყოს, ვინ რა გითხრა რომ.. უბრალოდ უნდა იცოდე კაცების არჩევა..
- ხო?? შენ აგირჩიო? შენ რომ აგირჩიო მაშინ კარგი გოგო ვიქნები???
- ქეთო, ზედმეტი მოგდის... ხელი გადამიგრიხა და მაცივარზე მიმაყუდა.... ახლა იცი რას ვიზავდი ყველაზე დიდი სიამოვნებით??
- რას?- ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე და მზერა მის ტუჩებზე შევაჩერე...
- იმას რაც შენ ძალიან გინდა.... წამში ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩების შეხება ლოყაზე, მერე ყელზე და ბოლოს ტუჩებზე.... ხელი გამიშვა და წელზე შემომხვია, მეორე ხელი ზურგზე დამისვა და ვიგრძენი ახლა რომ არ დავეჭირე იატაკზე მოვადენდი ზღართანს.... ვნებას ვერ მოვერიე, ხელები მის კისერზე მოვათავსე და კოცნაში ავყევი.. არა კი არ ავყევი ამის სურვილი მკლავდა ისე მინდოდა მისი კოცნა და ალერსი, მისი სითბო მეგრნძო, არ ვიცოდი რა მჭირდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ეს ბიჭი ჭკუიდან მწევდა... მოულოდნელად დამადო ხელი მკერდზე და გამიღიმა...
- რას აკეთებ?- დაბნეულმა ვკითხე და კოცნა შევწყვიტე..
- ვამოწმებ შენი გული ისევ გამალებით ძგერს თუ არა..
- ჩემი გული სულ ასე ძგერს როგორც კი მიხლოვდები...
- ქეთო... უნდა გითხრა, თავს ვერ ვერევი უკვე.... მინდიხარ... ასეთი ძლიერი ლტოვა არავის მიმართ არმქონია, თავს ვერ ვაკონტროლებ....
- მე... მეეე.. როგორ მეუბნები ამას გაფუჭებულო- ლამის ვუკივლე და განზე გავწიე....
- შენ რა ყველაფერი ცუდად გესმის გოგო.. მინდიხარ . და გეუბნები რომ მიზიდავ რა გავაკეთო... ზურგიდან ამეკრო და კისერზე მაკოცა.... შენი კანის სურნელი მაგიჟებს..
- ვაიმე ტატო,, გევედრები გაიწიე თორემ გული გამეპარება ახლა... მორიგი სისულელე დავაბრეხვე და შევტრიალდი...
- ესეც კიდევ ერთი მეტასტაზია... სიყვარულის- ღიმილით მითხრა ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა და გავიდა..
**
ჩვენი სახლი იმხელა იყო ყველანი ოთახებში დანაწილდნენ... გოგოებთან და ანოსთან ერთად ყველაზე დიდი ოთახი დავიპყარი და საწოლზე გარდი-გარდმო გადავწექი....
- ახლა დავლევდი ფორთოხლის წვენს, ჩუმად ვიჩურჩულე ჩემს თავს და ფეხზე წამოვხტი.. გოგოები დაწექით და მოვალ, როგორც კი მოვალ მზად დავხვდით .. დღეს დიდი დღეა ხო იცით. საიდუმლო უნდა გავთქვათ .. - სიცილით ვუთხარი ანოს და ხელი თავში წავარტყი.
- მაგის გამო გცემ- კარში დამაწია სიტყვები და ბალიში მესროლა..
სამზარეულოში სიმღერ სიმღერით შევედი და ფორთოხლის წვენი მაცივრიდან გამოვიღე... ფანჯარასთან ასვეტილმა ლანდმა კინაღამ გული გამიხეთქა და განწირულმა ვიკივლე..
- აი ველოდი როდის იკივლებდი, რაღაცა მაკლდა მთელი საღამოა და ეს შენი კივილი იყო..
- გული კინაღამ გამიხეთქე ადამიანო, დალაგებული არ ხარ შენ რა..
- შენს ხელში როგორ ვიქნები... ასე რომ ვარ ესეც მიკვირს, ვცდილობ ვნებები დავიწყნარო..
- ფანჯარასთან დგომით??
- აი სად ყოფილხარ, ბიძაჩემმა ხელი მომხვია და ტატოს გახედა.. ნინა შენს ოთახში დავაბინავე, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არა რას ამბობთ ბატონო არჩილ, უბრალოდ სახლში მარტო ვერ დავტოვე, ხომ გესმით..
- რატომ იმართლებ თავს შვილო. გადასარევი გოგოა. თბილი და მოსიყვარულე, თანაც ეტყობა როგორ უყვარხარ....
- შენს ოთახში რა უნდა ვითომ, ბიძია შენც მაგარი ხარ რა, გაბრაზება ვერ დავმალე.. ოთახების მეტი რა გვაქვს ...
- და ცუდი რითია რომ ტატოსთან დაწვება?!უფრო კარგია, თავს უცხოდ არ იგრძნობს...
- თავი უცხოდ რომ არ იგრძნოს ამიტომ დააწვინე მასთან ბიძია? ბარემ შენთან დაგეწვინა როგორც მასპინძელთან...
- რამ გადაგრია შვილო, თავზე მაკოცა ბიძაჩემმა და გამიცინა.. დამიჯერე ასეთი ლამაზი და რომ მყოლოდა აუცილებლად ამდენ ბიჭებში მეც გვერდით მოვიწვენდი..
- და???-გაოცებულმა დავიყვირე და ფორთოხლის წვენი პირიდან გადმოვასხი.. ნინა შენი დაა?? და მე არ ვიცოდი? რატომ არ მითხარი..
- ამოისუნთქე?- მშვიდად მკითხა და გვერდით გამწია... და როდის მკითხე ვინ იყო, ან როდის მაცადე მეთქვა რომ ჩემი დაა.. ახლა თანახმა ხარ ჩემი დის გვერდით დავწვე??
- მიბრძანდი, არც ის მანაღვლებს სხვის გვერდით რომ დაწვე რავიცი....
- თქვენ ორს არაფერი გამოგასწორებთ... ბიძაჩემი სამზარეულოდან გავიდა თუ არა... მის კვალს გავყევი მაგრამ ვინ მაცადა, ხელი მტაცა მაჯაში და უკანა კარიდან ეზოში გამიყვანა. უკვე შუაღამე იყო და საკმაოდ ბნელოდა...
- სად მიგყავარ?- შეშინებულმა ვკითხე და მხარზე ავეკარი. სიბნელის მეშინია ტატო....
- სად და ტყეში.. როორც შევატყე თქვენი ეზოს ბოლო ტყეს უერთდბა..
- ხო არ გადაირიე.. ტყეში არ მინდა გამიშვი.... პირზე ხელი მომაფარა და მაგრად მომიჭირა მეორე ხელი მკლავზე....
- ხმა არ ამოიღო თორე მოგკლავ იცოდე, სულ ხუთი წუთით გაჩუმდი .. მხარზე მუთაქასავით გადამიკიდა და ტრიალ მინდორზე დამსვა... დაწექი- ლამის მიბრძანა და მეც მინდორზე გადავწექი.... გვერდით მომიწვა და ხელი ჩამკიდა.. მეორე ხელი მთვარისაკენ გაიშვირა და გამიცინა... აი ნახე ეს მთვარე შენს თავს მაგონებს სულ...
- ოოო, შენ რა რომანტიკოსი ხარ თავადო??
- შეიძლება. მაგრამ როცა შენ ასე ახლოს წევხარ ჩემს გვერდით სხვანაირი ვერ ვიქნები.... ოდნავ გადამოიხარა ჩემსკენ და ცხელი ტუჩები შემახო მხარზე.... თლილი და გავარვარებული თითები ნელა აათამაშა მუცელზე მაისურის ქვეშ და სიამოვნებისაგან მხოლოდ ამოვიკრუსუნე.... ტუჩებმა ადგილი იცვალე და ქვედა ტუჩზე გაუსაძლისი მაგრამ ვნებიანი კოცნა ვიგრძენი.. არ შემეძლო ამ ყველაფერს არ ავყოლოდი... ხელები კისერზე შემოვხვიე და ორიოდე წუთში აღმოჩნდა ტატო ჩემს ზემოდან... წამის მეათასედში გადამაძრო მაისური და ხარბად მაკოცა მკერდზე.... არ ვიცი რას მიკეთებ, ასეთს რას მიკეთებ რომ თავს ვკარგავ.. ძლივს ამოღერღა და მდელოზე წამოჯდა.. მაისური გამმიწოდა და ჩაიცვიო მანიშნა...
- სულელი ვარ,ამხელა გოგო სულელი ვარ, აქ წამოგყევი, კიდე კოცნის და ჩემზე კოტრიალის უფლება მოგეცი.. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მაგრამ გავარტყი ფეხი გვერდში.. უჟმური ხარ. და ვერ გიტან ამის გამო რომ აქამდე მიგყვარ..
- გპირდები შემდეგ აქამდე მიყვანას ვნებიანი ღამით დაგიმთავრებ..
- იოცნებე ... ეგ ხო უფასოა... - გამწარებულმა ვუთხარი და სახლისაკენ სირბილით წავედი...
**
გაცოფებული შევვარდი ოთახში და მწოლირე გოგონებს ფეხებზე დავახტი... სამივემ ერთიანად შეყვირა და გამომხედეს...
- ამჯერად რა დაგემართა?- ანომ გაბრაზებავერ დამალა და გამომხედა...
- ან ეს მაისური რატომ გაცვია უკუღმა?-სიცილი ვერ დამალა ნუცამ და წამოდგა..
- ვნიავდებოდი- გაცოფებულმა ვუთხარი და დოინჯი შემოვიყარე.. ამ ქცევისათის დავამტვრევ ხელებს და მერე თვალებს დავთხრი რომ ასე აღარ მიყუროს.. მერე... მერე როგორც კი მიხლოვდება ჩემი ყველა გეგმა წყალში მეყრება და გიჟივით მინდება მასთან სიახლოვე..
- რაზე ლაპარაკობ ქეთო?- გაოცებულმა გამომხედა ანამომ, ხელი მომკიდა და იატაკზე ჩემს წინ დაჯდა.. რა ხდება..
- ტატო.. ჭკუიდან გადავყავარ ამ ბიჭს, რა ჯანდაბა გავაკეთო რომ აღარ ვნახო.. მაინც დამაინც ახლა მოგინდა შენს კიდე ეს ქორწილი, სად გავექცე..
- ხომ ვამბობდი რომ ტატო მოგწონდა...
- მომწონს? ეს მოწონება არაა ნუცა. ვნება მეთააშება, ვერ გეტყვი როგორ ლტოლვას გავნიცდი მის მიმართ..
- გასაგებიცაა შენ უკვე დიდი ხარ.. რა მოხდა მერე თუ კაცი მოგიდეს..
- ნუ ბოდავ ერთი რა. ფეხზე წამოვხტი და საწოლს მაგრად მივარტყი ფეხი..მგონი ვკვდები, ხელი მაგრად მივიჭირე გულზე და თვალები დავხუჭე, ვკვდები როგორც კი მიხლოვდება.. იცი რა მემართება? ამ დროს მიჩნდება სურვილი მხოლოდ მისი სიახლოვის ჩახუტების მოფერების, ავადმყოფი ვარ ხო?!
- ავადმყოფი არ ხარ, ეს მეტასტაზებია -თქო.. სიყვარულის- დამარცვლით მითხრა და მისმა ხმამ სხეულში დამიარა...
- შენ აქ საიდან გაჩნდი.. კარებზე მიყუდებული მიყურებდა დაეშმაკურად მიცინოდა... მე არ ვიყო ქეთევან სისაური შენ თუ არ განანო ყველა სიტყვა და ქცევა... საწოლიდან ყველაზე დიდ ბალიშს დავავლე ხელი და ტატოს მიმართულებ გავაქანე.


ესეც მერვე თავი.. ძალიან მხარებს თქვენი თითოეული სიტყვა ჩემო ლამაზებო და თბილებო....
ახლაც ველოდები თქვენს კომენტარებს და შეფასებას..



№1  offline წევრი Jeje Lava

მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენ!!!! love love love love

 


№2  offline წევრი tveni

უფ კარგი იყო ძაან :-D :-D

 


№3  offline წევრი grifini

ვაიმე რა მაგარი გოგოა ეს ქეთო რა wink მარტო ამ გოგოს შეუძლია ჩემი ასე გახალისება ! wink

 


№4  offline წევრი marisa

ესენი გადარევენ ერთმანეთს, მაგრამ რაღა გადარევა უნდათ, არიან უკვე.. ამათი შვილი რა იქნება :)) ჰო, მეც ძალიან მახალისებს ქეთო და არა მხოლოდ. ძალიან კარგი ხარ :))

 


№5  offline წევრი Unnamed

Au ra dzaaan 'giji' gogoa :* miyvars me eg gogo

 


№6  offline წევრი tawka_tamunia_tako

ნეტა იცოდე მე როგორ მახარებს შენი ისტორიები ^^ აიი ძაან კაია.. როგორრ მახალისებბსს მათი ეს საქციელებიი.. და როგორრ მსიამივნებს ამ ყველაფრის წაკითხვა ^^ წარმატებები თუკა <3

 


№7  offline წევრი Elensio

dzalian, dzalian da kidev ertxel dzalian magaria :)

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუ რა საყვარლები არიაან <3 მალე დადე რაა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Vaimee ramagari iyoo velodebii axall tavss :*

 


№10  offline მოდერი aleqsandra

Ukargesiaaa chemo mzesavit tbilo tukav <3 :-*

 


№11 სტუმარი AnItA

smile კარგი იყო, მომეწონა საინტერესოდ დამთავრდა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent