შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 9)


11-05-2015, 23:41
ავტორი თუკა
ნანახია 8 434

არა უნდა აღიაროს რომ ტატო უარეს დღეში იყო, მისი სუნთქვაც კი ჭკუიდან შლიდა, გადაყავდა საღი აზროვნებიდან . ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ქონდა, ძლიერი და ვნება მორეული, ქეთოსთან ყოფნის.. მაგრამ ასე ვერ მოიქცეოდა. ამას ვერ აკადრებდა, ქეთო ხომ ვიღაცა არ იყო. ჯერ ეს ერთიც რომ არჩილმა შვილივით მიიღო და ნდობას ვერ დაუკარგავდა მეორეც რომ ეს გოგო ასეთ ქცევისათვის საერთოდ არ ემეტებოდა და საერთოდ რაღაც ემართებოდა ტატოსაც..
- დიდი ხანი იჯდები ასე ჩაფიქრებული ბარათაშვილივით?- მკვახედ კითხა ლევანმა და ძმაკაცს გახედა..
- არა უბრალოდ ვფიქრობდი...
- რაზე ძმაო, ხდება რამე? იქნება ჩვენ დაგეხმაროთ?
- რაზე კი არა ვისზე.. ქეთოზე.... ეს გოგო კონტროლს მაკარგვინებს ლევან...
- ქეთო? ეს ვინღაა? და შენ რომელიმე გოგო კონტროლს თუ გაკარგვინებს კარგად გვქონია საქმე..გაუშვა მეტასტაზები??
- მგონი რომ გაუშა.- სიცილით თქვა ტატომ და ფეხზე წამოდგა.. ასეთი სულელი და ბავშური გოგო ცხოვრებაში არ მინახავს, ჯიბრზე მიკეთებს ყველაფერს, უნდა რომ გამაბრაზოს და რაიმე მავნოს....
- ეგაა სიყვარული , აბა ახლა ყველა რომეო და ჯულიეტასავით ვერ იქნება....
- სასაცილოა და რომც ვუთხრა არ დამიჯერებს , იცი რას ელოდება? სიცილით გახედა ლევანმა მეგობრებს,, ვინმე რომ შემიყვარდება შამპანურის წვიმა წამოვაო, ვარსკვლავები დამეყრება თავზეო. მოკლედ ამოვარდება ქარიშხალიო. დაა...
- დაასტოპე მანდ თუ ძმა ხარ რა. ისედაც მეშინია ამ კატასტროფების და ეგ გოგო შერყეული ყოფილა.. თუ დავიხოცებით არ გვინდა თქვენი სიყვარული....
- მეც ეგ ვუთხარი მაგრამ რად გინდა.... არ ესმის, მაგას არაფერი ესმის მეოცნებეა...
- და შენ გინდა ასეთი გოგო? და საერთოდ ვერ გავიგე ამ გოგოსგან რა გინდა? გიზიდავს როგორც ქალი? თუ სექსი გინდა მხოლოდ მასთან გირჩევ შეეშვა....
- არ ვიცი დიტო, ყველაფერი მინდა მასთან..
- მთელი ცხოვრების გატარებაც??
- თუნდაც, მთელი ცხოვრების მის გვერდით გატარებაც...
- გიყვარს ?? რა არის ამისთანა რომ ასე გადაგრია და გაგაგიჟა....
- ვერ გეტყვი რა არის, მაგრამ ჭკუიდან გადავყავარ .. მართლა გადავყავარ ჭკჯუიდან....
**

ტელევიზორს ვუყურებდი და ტატოზე ფიქრები არ ამომდიოდა თავიდან. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, არ ვიცოდი რა მინდოდა და რა არა.. მამიდაჩემის შეხებამ ცოტა შემაშინა , გვერდით მომიჯდა და გულზე მიმიკრა...
- შენ ახლა ისეთ ასაკში ხარ, იქნება შენც გეფიქრა მამიდა...
- რაზე?- გაოგნებულმა ვკითხე.
- დამაცადე ჯერ დავასრულო წინადადება. რაზე და გათხოვებაზე ქეთო, რატომ არ გინდა შენი ოჯახი გყავდეს??
- მინდა, რატომ არ მინდა მაგრამ ჯერ ასეთი ადამიანი არ გამოჩენილა.. ვინც იმ სიყვარულს მაგრძნობინებს რომელიც მე მინდა და რომელსაც ველოდები...
- მომისმინე შვილო, რეალისტი უნდა იყო, ბიძაჩემმა მხარი აუბა ცოლს... სიყვარულსაც რეალურად უნდა შეხედო, ის სიყვარული როგორსაც შენ ელოდები არ არსებობს ქეთო, შენი სიყვარულის გამო ქვეყანა არ დაიქცევა, და არც ერთი მამაკაცი არ აგიტანს ასეთს , უკვე დროა დაჭკვიანდე..
- არ მინდა, კაცს რომელსაც ჩემი ქმრობა ენდომება ასეთი უნდა ამიტანოს.. არ მინდა მე, არ შევიცვლები..
- ხოდა მაშინ მასეთი გადარეული ტატოა ავდგები და გაგაყოლებ ტატოს..
- ბიძია კარგი რა... სახეზე სიწითლე დამეტყო და წამოვხტი, ეგ მაგასთან არ თქვა თორემ მერე აღარ გაჩუმდება..
- რას უწუნებ ამ ბიჭს..
- ზედმეტად ამაყია..
- მაგრამ გგავს. ხომ ასეა, შენთან ერთად ეგეც გიჟდება..
- მართალია მაგრამ, მე ჯერ ეგ არ შემყვარებია.. ჯერ სიყვარულის ქარიშხალი უნდა ამოვარდეს და მერე ვიფიქრებ...
- ეს გოგო არასოდეს დაჭკვიანდება არჩილ, გაცოფებულმა თქვა მამიდაჩემა და უკანალზე მაგრად მომცხო ხელი...
- გაბერილ ლოყაზე მაგრად ვაკოცე და გვერდში ვუჩქმიტე, ჩემი ფუმფულა მამიდა....
**
ღამით იმ იმედით დავიძინე რომ ხვალ დილით შაბათი იქნებოდა და არავინ შემაწუხებდა, მაგრამ როგორც მამიდა ამბობდა ხოლმე, „შენც არ მომიკვდე“- ვინ მაცადა ძილი. ათ საათზე ბიძაჩემმა შემაღვიძა, თბისიდან გავდივარ და საბუთები ტატოს მიუტანეო, ერთიანად დამცეცხლა, როგორი საქმე იყო ჩემი ფეხით მივსულყავი იმ „ვნების ბუკეტთან“ და თანაც ისე რომ ტანზე არც ერთი ამაღელვებელი ბუსუსი არ გაჩენილიყო და არც ერთ ჟრუანტელს არ დაეარა... თანაც მას შემდეგ რაც მინდორზე ჩემი დაპყრობა განახორციელა ...
სხვა გზა არ მქონდა, ამაზე უარს ვერ ვეტყოდი ბიძაჩემს.. შხაპმა ცოტა გონზე მომიყვანა.. ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში გამოვეწყე და სადარბაზოსთან მომლოდინე ტაქსში შევძვერი...
ნელა ავდიოდი კიბეებზე, გული ისე გამალებით მიძგერდა მეგონა მხოლოდ მე კი არა მთელ კოსტავას ესმოდა მისი ბაგა-ბუგი... საკმარისია- ჩემს თავს დავუტიე და აცახცახებული ხელით დავრეკე კარზე ზარი....
მის გაოცებას საღზვარი არ ქონდა როცა მე დამინახა... ძლივს გადავაგორე ნერწყვი გამომშრალ ხახაში და მის შიშველ სხეულს მზერა ავარიდე...
- ახლავე გადავიცვამ მაისურს და გამოვალ, არ გელოდი ასე მალე... დარცხვენილმა მითხრა და კარი ჩემ ზურგს უკან დაკეტა.
- არაუშვს, უბრალოდ დღეს შაბათია და ამიტომ დილითვე მოგიტანე საბუთები. ბიძაჩემმა ასე მთხოვა. რავიცი..
- გასაგებია. ყავა გააკეთე გთხოვ და ახლავე მოვალ- საძინებლიდან გამომძახა და მეც ბედნიერი ცოლივით დავტრიალდი , რომ მოულოდნელად ვიგრძენი მისი სხეულის შეხება ჩემს ზურგზე... ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხე, მგონი სუნთქვაც კი შევწყვიტე , შიშველ მკლავზე დამისვა ხელი და ისევ დამიარა მწარე ჟრუანტელმა მთელს სხეულში, ქვედა ტუჩზე მაგრად მოვიჭირე კბილები რომ სიამოვნების ხმები ჩამეხშო....
- შენი ეს სიახლოვე გულს მიხეთქავს, ძლივს ამოღერღა და მხარზე მაკოცა... ქეთო.. ამიხსენი როგორ მოვიქცე რომ ეს ვნება გავანელო....
- არ ვიცი... ამ საქმეშi გამცდილი არ ვარ,.. ჩუმად ამოვიკნავლე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი....
- შენ მე ერთ დღეს მაცდუნებ..- შუბლი ნერვიულად მოისრისა და სავარძელში ჩაეშვა..
- ჩემი წასვლის დროა... ყავა მაგიდაზე დავუდგი და წასვლისათვის მოვემზადე რომ კარზე ზარის ხმა გაისმა...
- დაჯექი და ახლავე ვნახავ ვინაა...

ბიჭების ხმაზე ერთიანად წამოვითლდი სახეზე.. ტატო არ მეყოფოდა ახლა კიდევ მისი ძმაკაცებიც უნდა გამეცნო.... სათითაოდ შემოლაგდნენ სამზარეულოში და ჩემს დანახვაზე საუბარი შეწყვიტეს...
- ეს სილამაზე ვინააა?- ერთ- ერთმა ომახიანად იკითხა და ტატოს მიუბრუნდა...
- ქეთოა.. ეს ქეთოა.. იმდენად დამარცვლით გამოყო ჩემი სახელი რომ შეცბუნებულმა გავხედე.. ეს ლევანია ეს კიდე დიტო... გაიცანით ერთმანეთი და მოვალ ახლავე...
- შენ რა მართლა ძალიან ლამაზი ყოფილხარ... ახლა მეორე აყვა პირველს საუბარში და გამიღიმა..
- მადლობა.. მაგრამ არაა საჭირო ამდენი კომპლიმენტები.. ბიჭებო... ჩემი წასვლის დროა...
- რას ქვია დროა.. ტატო , ეს ანგელოზი მიდის, დავაკაოთ თუ გავუშვათ?? სამზარეულოს კართან გადამეღობა ორივე ...
- დააკავეთ, ეგ ვერსად ვერ წავა ჯერ...- ჩემსკენ მომავალმა დაიძახა და მაგიდაზე არყის ბოთლი დადგა...
- დღეს უნდა დავლიოთ. ამას ვეძებდი ამდენი ხანი, შენ კიდევ უნდა წავიდეო. პირიქით, ახლა ნინაკოც მოვა და ერთად დავლიოთ....
- არ მცალია ტატო ხო იცი.. ანანოს უნდა მივეხმარო.... ბოლომდე ვერ დავამთავრე ჩემი აზრი რომ ბიძაჩემმა დამირეკა და მითხრა ანანო და მამიდაც ჩემტან ერთად მოდიან და ჭკუით მიქეციო....
- რაო არჩლმა?- ირონიულად მკითხა და სკამზე დამსვა...
- ბათუმში წავიდნენ სამივენი... და მე აქ დამტოვეს..
- რა მოხდა მერე ქეთო, მაგას რა ჯობი.. აი ნინაკოც მოვიდა.. ჩემს დანახვაზე გაბადრული სახით წამოვიდა და მაგრად მაკოცა ლოყაზე....
- მოდი მომეხმარე კარგი?რაღაცეები უცებ-უცებ მოვამზადოთ და მერე ცოტა გავერთთ .. ხომ არ გეჩქარება?
- არსად, უღიმღამოდ ვუთხარი და პარკებიდან საჭმლის ამოლაგებაში მივეხმარე.
ვისაც არაყი დაულევია და დამთვრალა კარგად იცის ეს რა საშინელი გრძნობაა.. მთელი გულ-მუცელი მიხურდა და მეწვებოდა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ უკვე შეგრძნება დაკარგული ვსვავდი არაყს.... ჩემს წინ მჯდარი ყველა ადამიანი ორად მეჩვენებოდა... პიკს მაშინ მივაღწიე როცა უმიზეზოდ დავიწყე სიცილი.. გვერდით მჯდარ ტატოს მუხლზე ხელი ნელა დავადე და გავუღიმე...
- ჩემი სახლში წასვლის დროა... - ოღონდ ახლა არ დაიწყო მე გაგიყვანო..
- რა თქმა უნდა მე გაგიყვან.. აბა როგორ. ოღონდ ტაქსით..
- აი ტაქსით თუ მივდივარ შენი გაყვანა რაღაც მინდა?- გაბრაზებდა დამეტყო და ფეხზე წამოვდექი...
- იმიტომ რომ მარტომ არ იარო გადამთვრალმა, და მეორეც იმიტომ რომ ბანცალებ..
- ვბანცალებ?- გაოგნებულმა ვიკითხე და მორიგი ისტერიული სიცილი ავტეხე.. ჩემს სიცილზე უმალ იწყებდა ყველა სიცილს...
- მოკლედ წავალ ამ გიჟს გავიყვან და თქვენ იცით...
კიბეებზზე კი არ ავდიოდი ლამის ოთხით მივხოხავდი.. ტატო კი ჩემს ფორთხვაზე გულიანად იცინოდა... მერე დაახლოვებით ათი წუთი ვეძებე სახლის გასაღები და მანამდე ვერ ვიპოვე სანამ მთელი ჩანთა სადარბაზოში არ ამოვატრიალე.. საოცარი სანახაობა იყო ჩემი ჩანთიდან პირადი ჰიგიენის ნივთების ამოყრა.. გაოგნებულმა გამომხედა და ბოლო საფეხურზე ჩამოჯდა..
- მოიცა ამას რატომ დაათრევ?- სიცილით მკითხა და ამომხედა..
- ქალი რომ იყო მიხვდებოდი, მომეცი აქ და საერთოდ რატომ ეხები ჩემს ნივთებს??
- პირადი ჰიგიენი ნივთებს არა? შენ ჩანთაში აფთიაქი გაქვს? მორიგი ხუმრობა სცადა და ფეხი გვერდში მოხვდა.. გოგო გიჟი ხარ შენ მართლა მგონი. მეტკინა.
- გატკინე?- მასთან ახლოს დავიხარე და ნატკენ ადგილას ხელი გავუსვი. სიამოვნებისაგან ამოიკრუსუნა. მგონი კარგად ვერ გატკინე შენ მე.. მთელი ძალით ვუჩქმიტე გვერდში და უმალ მტაცა მაჯაში ხელი....
- ზედმეტებში ნუ გადავალთ ქეთო...
- ნუ მემუქრები ტატო..
როგორც იქნა გასაღები მოვარგე საკეტში და გადავატრიალე.... სახლში საოცრად ბნელოდა, ან რა გასაკვირი იყო სახლში არავინ იყო და საათი უკვე ღამის თორმეტს უჩვენებდა.. საერთოდ მიკვირს ამდენი ხანი როგორ ვსვავდი რომ არ მოვკვდი,, ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია.... სიბნელეში შევაბიჯე თუ არა ტატო უკან მომყვა, ფეხი რაღცას წამოკრა და ორივენი შუა დერეფანში იატაკზე გავიშხლართეთ.. მისი სხეული იმდენად ახლოს იყო ჩემთან კიდევ უფრო უარესად დამრია ხელი სასმელმა... ვერ დავინახე როდის გამოიწია საკოცნელად, მხოლოდ მისი ჟინმორეული ტუჩების კოცნას ვგრძნობდი, და გატოკების თავი არ მქონდა, მთელი ძალით შემოვხვიე ხელები ჩემს ზემოდან მწოლიარე ტატოს და კოცნაში ავყევი....
ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, გარდა იმისა რომ ეს ადამიანი საშინლად მიზიდავდა.... ფეხზე წამომაყენა და კოცნა- კოცნით საძინებლისაკენ დამწია, წინააღმდეგობა არ გამიწევია... კარების ჩარჩოს ინსტიქტურად მივაწყდი და მისი კისრიდან ჩემი ათრთლებული ხელები პერანგის ქვეშ ავათამაშე.... ნავარჯიშებ სხეულზე ნელა დავუსვი ხელები და მიხვდა საითაც მიდიოდა ჩვენი ეს უბრალო მოფერება..
ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა და საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა..... პერანგის ღილები სწრაფად გავუხსენი და ცხელი ტუჩების შევეხე ჯერ მკერდზე მერე კი ყელზე.. სუნთქვა გაუხშირდა. გიჟივით დამეტაკა და რამოდენიმე წამში მის გვერდით სრულიად შიშველი ვიწექი ვნებების კორიანტელში გახვედული..
დრო და დრო მკოცნიდა ტუჩებზე მონაცვლეობით და გახურებულ სხეულზე ნელა ამოძრავებდა თითებს.. მის ალერსს ჭკუიდან გადავყავდი, მთელს ოთახშ ჩემი სიამოვნებისაგან გამოწვეული ხმა ისმოდა და სიმარტოვე გვათამამებდა...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენი გიჟური ვნებების დაცხრომა მაგრამ , ძალა გამოცლილი ჩავეხუტე და მკერდზე დავადე თავი....
- ქეთო, მიყვარხარ.. -ჩუმად ძალიან ჩუმად ძლივს გასაგონად მითხრა ტატომ და სანამ კითხვას დავუბრუნებდი უკვე გათიშულს ეძინა...
**


დილით სიმარტოვემ გამომაღვიძა, თავი კი არ მტკიოდა მისკდებოდა.....
საწოლში წამოვჯექი და ჩემმა სიშიშვლემ შემაშინა... გაოგნებულმა ვიკივლე და ასადგომად წამოვხტი რომ ოთახში გიჟივით შემოვარდნილ ტატოს დანახვაზე საბანი ზედ ავიფარე..... რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და საწოლზე დამსვა, გვერდით უხმოდ მომიჯდა და ნერვიულად საიწყო შუბლის სრესვა...
- რა მოხდა წუხელ.. ძლივს გავბედე მეკითხა და აცრემლებულმა ავხედე...
- ის რაც ორივეს გვინდოდა, მაგრამ შედეგზე არ გვიფიქრია...
- ტატო კიდევ შენი თამაშის ნაწილია ეს?
- არა, ქეთო, ამჯერად არა, მეც ისეთივე მდგომარეობაში ვარ როგორშიც შენ...
- რა მოხდა წუხელ ტატო?? - კიდევ ერთხელ დავუსვი კიტხვა და მისი სახე ხელებში მოვიქციე... წუხელ მე და შენ ერთად ვიყავით? ტატო გამეცი პასუხი..
- ასეა, წუხელ მე და შენ ერთად ვიყავით...
- ხელი მაგრად მივიჭირე საფეთქლებზე და გონება დავძაბე, ყველაფერი ერთიანად ამოტივტივდა ჩემში... ის კოცნა, ალერსი, მისი შეხება... ყველაფერმა ისევ თავიდან დამიარა სხეულში და თავი გავიქნიე ფიქრების გადასაყრელად.. ვერ ვხვდები ასე როგორ დავეცი.. როგორ მაჯობა სურვილმააა.
- ქეთო მისმინე.. ასე ნუ განიცდი.. თვალებიდან წამოსული ცრემლები მომწმინდა და გაბერილ ტუჩებზე მაკოცა.... არაფერი მომხდარა ისეთი..
- ეს შენთვის.. ტატო, შენ ბიჭი ხარ..
- და რატომ გგონია რომ შენთვის დაიქცა ქვეყანა? მე ხომ არ მითქვამს რომ ვნანობ რაც მოხდა.. პირიქით ქეთო..
- რა პირიქით, რა პირიქით- გაოგნებული წამოვხტი ფეხზე....
- უცხო კაცთან მქონდა სექსი და თანაც პირველად და შენამ სისულელეებს მეუბნები.... მე ვნანობ, ვნანობ რომ ასე მოვიქეცი ქუჩის ქალივით ავყევი ვნებას და აი სადამდე მოვედი.. ვიცოდი რომ ეს შენი თამაში აქამდე მომიყვანდა.. ახლა ბედნიერი ხარ ხო? შენ ხომ სულ ეს გინდოდა.. „ქეთო თავს ვერ ვერევი, მინდიხარ“- გაბრაზებულმა გამოვაჯავრე და ტირილს ვუმატე.. ახლა რა გავაკეთო... ბიძაჩემს იმედენი გავუცრუე ტატო, შენ არ გესმის ეს.
- ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად და არჩლს ყველაფერს ავუხსნი....
- ავადმყოფი ხარ შენ?- რას აუხსნი? შენთან იმიტომ გადმოვდივარ რომ სექსი გვქონდა??!
- არა ვეტყვი რომ გვიყვარს ერთმანეთი...
- მაგრამ ასე არააა, არ მიყვარხარ და არც შენ გიყვარვარ ტატო..
- და რატომ ლაპარაკობ ჩემს მაგივრად?!- მაგრად მომიჭირა ხელი მკლავში და ტანსაცმელი გამომიწდა ჩაიცვი და გამოდიო..



ესეც მეცხრე თავი... აბა ველოდები თქვენს შეფასებას ჩეო ლამაზებო...
თუკას უყვარხართ
ყველანი...



№1  offline წევრი N14

ვგიჟდებიი შენს მოთხრობებზეეე <3 ძაან მაგარი გოგო ხარ და ძაან მაგრად წერ *_* არ გიცნობ მარა მიყვარხარ ^_^ :დ ესე გააგრძელე <3 ველოდები შემდეგს ^_^

 


№2  offline წევრი Niacule

ძაააააააააან მაგარია <333

 


№3  offline წევრი gvanca jejelava

ასე ძალიან არცერთი შენი ისტორია არ მომწონებია. აღარ ვიცი რა გითხრა. <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu male dade ra gtxoooov ❤️❤️

 


№5  offline ადმინი თუკა

ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონთ..
ძალიან ძალიან ბედნიერი ვარრ.... <3
--------------------
4love.ge

 


№6  offline მოდერი aleqsandra

Ra magaria!!! <3 es qeto chemnairi gijia da chemsavit uyvars bichebis cema-tyepa!!! :-D :-D <3 miyvarxar tuka <3 <3 <3 :-*

 


№7  offline წევრი marisa

მაგის შანსი არაა, რომ დაშორდნენ.. სულ რომ ასე მოიქცნენ და მერე კი იტირონ. სიმართლე ვთქვა, მე უფრო დიდი ქოთქოთს ველოდი, მაგრამ ასე სჯობს ;დ თან ისე წერ, მეტს აღარ ვიტყვი მე :)) ჩვენც გვაბედნიერებ, თუკა :))

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

საოცრად მომწონს..
მალე დადე..
ძალინა,ძალიან მაინტერესებს...

 


№9  offline წევრი ხატული♥

ვაიმე ვაიმე ვაიმეეე love მაგარი თავიი იყოო მალე დადე რაა გელოდებიი love ამ გოგოს კიდევ გააგებინე რომ უყვარს ეს ბიჭი და ეს ტატოც გიჟდება მის გამოო თორემ ისედაც გადარეული გოგო სულ გადაირია wink მიყვარხაარ და კაი ხარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent