შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 10)


13-05-2015, 23:08
ავტორი თუკა
ნანახია 7 850

საზარეულოში ვიჯექი და ჩემს წინ მდგარ ყავაში წკაპა-წკუპით ცვიოდა ცრემლები.. ტატოზე არა ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები და გული მწარედ მტკიოდა, ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებდი რომ გრძნობა ვერ მოვთოკე...
ვნებამ რომ დამიმონა...
მისი ხელი ნელა შემეხო ხელზე და შევკრთი..
- ქეთო გთხოვ, შეწყვიტე ეს ტირილი, გთხოვ. არ ვაპირებ შენს მიტოვებას, ეს წამით არ გაივლო. ბიძაშენს დაველაპარაკები და ვეტყვი სიართლეს, ჩემთან გადმოხვალ და..
- და ვიქნები როგორც საყვარელი არა? თუ ქალი როცა მოგინდება და ვნება აგერევა მაშინ მოხვალ და ჩემით დაკმაყოფილდები..
- ამას რატომ აბობ გოგო? რაიმე ასეთი გითხარი??
- წადი ძალინ გთხოვ, მხოლოდ ამას გთხოვ რო ახლა წახვიდე და ცოტა ხანს არ გადამეყარო არსად ... ტატო შენ არაფერში გადანაშულებ, ჩემს ქცევაზე მე ვარ პასუხის მგებელი. მე ვარ დამნაშავე, და ამაზე მტკივა გული.. შენც ისეთივე მთვრალი იყავი როგორიც მე. ამიტომ მშვიდად იყავი... თავზე არ მოგახვევ ჩემს ამ ნაბიჯს, ჩათვალე რომ არც არაფერი ყოფილა..
- კი მაგრამ ქეთო მე ხო.. სიტყვის თქმა არ დავაცადე ის გავაღე კარი და ცხვირწინ მივუკეტე... კარებზე მიყუდებული კარგა ხანს ვიჯექი და ხმამაღლა ვბღაოდი რომ ასე მოვიქეცი..
ყველაზე მეტად ის მტკიოდა რომ ბიძაჩემი ამის გაგების მერე გადაირეოდა... სულ პატარა მომიყვანა აქ და მის მზრუნველობას ვერასოდეს დავივიწყებდი,, მამის მაგივრობა გამიწია, არასოდეს მარჩევდა შვილისაგან და შედეგად რა გავაკეთე... აი რას მივაღწიე ჩემი სიცანცარით , რომ მეუბნებოდა უნდა დაჭკივიანდეო სიცილად არ მყოფნიდა, ახლა კი სადამდე მივედი... ქუჩის ქალივით მოვიქეცი... ხომ შემეძლო უარი მეთქვა, ტატო ჩემზე ძლიერი იყო, მან რამდენჯერ დაიხია უკან მე კი რა გავაკეთე.
სულელი ვარ..
ყველაზე სულელი....
არეული ოთახი მხოლოდ ახლა გამახსენდა.. თეთრეული გადავაძრე და მანქანაში ვუკარი თავი.... მაინც ყოველი შემთხვევისათის თავი დავიზღვიე.. ფანჯრები დავაღე და ოთახში სუფთა ჰაერი შემოვუშვი..
ტატო სუნამოს სურნელი ყველაფერს თავიდან მახსენებდა... კარების ჩარჩოს მივეყუდე და წამიერად დამიარა ტვინში მისმა შეხებამ.. როგორ შემეძლო ასე მდომებოდა ადამიანი, განა ეს წესიერი ქცევა იყო? მახსოვს მამიდა ამბობდა ხოლმე, ასეთი დიდი სურვილის მერე აუცილებლად გადაგივლის თუკი მასთან სიყვარულით დაკავდებიო.. კალენდარზე ეს დღე გადავხაზე და მეორე დღეს მასზე ვნების განელებაში ლოდინი ვარჩიე.

**
მთელი საღამო ხმა არ ამომიღია, მამიდაჩემმა რამოდენიმეჯერ მკითხა რაიმე ხომ არ მტკიოდა მაგრამ უარის ნიშნავს ვაქნევდი თავს...
დილით ჩვეულ დროს გამაღვიძა ბიძაჩემმა და სამსახურში ერთად წავედით.... საბუთების მოწესრიგებას შევუდექი და გულზე ცოტა მაინც მომეშვა რომ ტატო ვერ დავინახე....
- ტატო თბილისიდან გასულა, მოულოდნელად მითხრა ოთხაში შემოსულმა და გაოცებული სახით ჩაეშვა სავარძელში... იმედი მქონდა რომ ანანოს ქორწილში იქნებოდა...
- წასულა?- გაოგნებული დავეკითხე მეც და უნებურად ჩამოვჯექი სკამზე. ახლა გამახსენდა ჩემი სიტყვები ცოტა ხანს არ გადამეყარო -თქო. ადგა და წავიდა.. არა მაინც რატომ იყო ეს ბიჭი ასეთი ძლიერი....გონებაში ყველაფერი ამომიყირავდა, ის როგორ დავეჯახე პირველად, რაფიდან რომ გადმოვვარდი, საავადმყოფოს და ხელის მოტეხვის ამბავი.. ტორტი რომელიც თავიდან მიყიდა და კიდევ ვინ მოსთვლის...
- შენ რაღა დაგემართა შვილო, ეს ორი დღეა ვერ გცნობ, ეს ტატოც წავიდა, თქვენი ეს უცნაური გამოხტომები ერთმანეთს ხომ არ უკავშირდება??
- კარგი რა ბიძია, სად მე და სად ტატო ახლა... -გაბრაზებული წამოვდექი და კარადაში შევმალე ისევ თავი სირაქლემასავით....
მთელი დღე ზომბივით დავდიოდი.. ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა. დრო და დრო მახსენებდა გონება იმ ღამეს და სუნთქვა მიხშირდებოდა.. გულზე მაგრად ვიჭერდი ხელს რომ გული საგულეში დარჩენილიყო ...
ცრემლები მომადგა და აივანზე გავედი....
გვერდით მხურვალე მკლავის შეხება ვიგრძენი, თუმცა გული არ ამფართხალებია.. მივხვდი რომ ის არ იყო..დაეჭვებულმა ავხედე კახას ..
- შენ აქ რას აკეთებ? გაოცებული მზერა დავახვედრე და მიხვდა რომ ყველას ველოდი მის გარდა...
- დათო და ანანო მოვიდნენ და მეც მათთან ერთად ვიყავი..
- აა, გასაგებია.. ხო მშვიდობააა..
- კი, რა თქმა უნდა უბრალოდ ბარში მივდივართ და ხო წამოხვალ..
- სიმართლე გითხრა ძალიან დაღლილი ვარ და ბარში წამოსასვლელად თავიც მტკივა.. ხასიათი არ მაქვს სამაგისოდ..
- არაფერი გამოგივა, დღეს თავს ვერ დაიძვრენ... ახლა ტატო არაა და ნერვებს ვერავინ მოგიშის...
- „ნეტა იყოს და- გულში ჩუმად გავიფიქრე და ანოს გავხედე... ტატო რა შუაშია აქ.. ანო ხასიათზე არ ვარ მართლა..
- გთხოვ, გთხოვ. გეხვეწები- თხოვნა -მუდარად დაიცალა ჩემი მამიდაშვილი და დაჯღანული სახით გავყები ბარში ისე როგორც ვიყავი....

კუთხეში დავჯექი და დანა პირს არ მიხსნიდა, ხასიათზე არ ვიყავი ამისათვის აღარ ვიცოდი ორი მიზეზი მქონდა თუ ერთი... მაგრამ ეს ორივე მიზეზი ტატოსთან კავშირში იყო... დანარჩენების დანახვა არც კი მინდოდა... არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა...თავში ვერაფერი მომდიოდა აზრად... მინდოდა მოსულიყო და აეხსნა ასე რატომ გაუჩინარდა. დავიჯერო შეეშინდა? არ მგონია მე ხომ თვითონ ვთხოვე წადი თქო... მაგრამ ასე მალე როგორ წავიდა, ასე უცებ როგორ მიმატოვა.... ცრემლები ერთიანად მომაწვა ყელში...
- ვიცეკოთ??- მშვიდად მკითხა კახამ და ანომ მაგრამ მკრა მუჯლუგუნი ადექიო...
- კარგი , მშვიდად ვუპასუხე და ხელები მის მხრებზე მოვათავსე... ტატოსთან ცეკვა უმალ ამომიტივტივდა გონებაში და უარესად მომაწვა სევდა და ცრემლები..... თავი გვერდზე გავტრიალე რომ გამეფებულ სიბნელეში კახას ვერაფერი შეემჩნია.. მე უნდა წავიდე, მაპატიე.. სლუკუნით ვუთხარი და გასასვლეში სირბილით წავედი დათომ რომ დამიჭირა..
- ქეთო, რაიმე გითხრა??? კახამ გითხრა რაიმე?
- არააა, აქედან წასვლა მინდა, დათო გამიშვი.. არ შემიძლია აქ ყოფნა. ვიხუთები.. გული მტკივა .. გთხოვ...

**
მახსოვს მაშინ ათი წლის ვიქნებოდი დედამ და მამამ ზღვაზე რომ წამიყვანეს. საოცრად ბედნიერი ვიყავი, ეს ჩემი პირველი წასვლა იყო ასე შორს.. მთელი გზა მანქანაში არ ვჩერდებოდი... ენას არ ვაჩუმებდი არ მაშინ..
დედას უამრავ კითხვას ვუსვავდი.....
დღეები ისე სწრაფად მიყვებოდა ერთმანეთს, ეს ბოლო ზაფხული იყო ჩემი ბედნიერების.. მის მერე ჩემსმშობლებთან ერთად წასვლა აღარ მეღირსა..
არ ვიცი უბრალოდ ბევრჯერ მიკითხავს უფლისათის, რატომ წამართვა მშობლები ასეთ პატარა ასაკში.. რა იქნებოდა ერთ-ერთ მაინც რომ დაეტოვებინა ჩემთის.... რომელიმემაინც რომ მშბლის სიყვარული არ მომკლებოდა და მათ მუხლებზე თავდადებულს მეტირა.
მეტირა ახლა რომ ასე დავაშავე და ასე შევცდი, ვიცი ჩემ ი ორივე დაქალი ღიმილით მეტყობა რა მოხდა ქეთო, ქვეყანა კი არ დაიქცა იმით რომ კაცთან იწექიო, მაგრამ მე ეს ყველაფერი სულ სხვანაირად მინდოდა ....
ცრემლებმა სახე დამისველეს და ნუცას შეხებამ გამომიყვანა მოგონებებიდან...
- ჩემო ლააზო რატომ ტირიხარ??- ლოყაზე მაკოცა და გვერდით მომიჯდა..
- მე? არ ვტირი, საიდან მოიტანე...
- რას ქვია არ ტირი , აბა ვიგონებ? სახე სველი გაქ ცრემლებისაგან....
- ნუცა რომ გაიგო რომ დიდი , ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი ხო არ მიმატოვებ??
- რა შეცდომა ქეთო? შენ ისეთ შეცომებს არასოდეს უშვებ რომ მერე ინანო...
- მაგრამ დავუშვი, ხომ დავუშვი და ახლა ამას ვერაფერი გამოასწრებს....მიტხარი მიმატოვებ?
- ერთადერთი მაშინ მიგატოვებ ჩემი ბიჭი თუ შეგიყვარდება ან კაცს თუ მოკლავ.. რა უაზრობებს მეკითხები კარგი რა,..
- ნუცა მისმინე, მე..
- რა მოხდა ქეთო, აღარ იტყვი???
- კი მე.. საუბარი ოთახში შემოსულმა ბიძაჩემმა გაგვაწყვეტინა და გამიღიმა... ჩემო გოგონა მიდი ტატოს ოთახში შედი და მის მაგიდაზე საბუტები იდება და გამომიტანე, მე გპირდები მანამდე შენს ქერა დაქალს არ მოვაწყენ... ლოყაზე ნაზად დამისვა ხელი და მაკოცა...
ვერ წარმოიდგენთ როგორ ვითრევდი ფეხს რომ იქ არ შევსულიყავი.... ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კარი ზურგს უკან ნელა დავკეტე...მუხედავად გარებული ფანჯრებისა მის კაბინეტში მისი სუნამოს სურნელმა დამიღიტინა ცხვირში.. ცრემლებმა მაჯობეს და თვალები დამიფარეს, მაგრად უმალ მოვიწმინდე და მის სავარძელში ნელა ჩავეშვი საბუთების მოსაძებლად... უჯრა გამოვაღე და გაოგნებულმა დავანათე თალები ჩემს სურათს, ეს ჯერ კიდევ იყო გადაღებული ფანჯრის რაფაზე რომ ვიდექი და მერე საოცარი სალტო განვახორციელე..
გიჟივით გამეცინა. სურათი უჯრაშ დავაბრუნე და კარში გასასვლელად წავედი რომ მოულოდნელად შემოვიდა ვიღაც, თავი არ ამიწევია, ისე ამიჩქარდა გული, გამიხშირდა სუნთქვა, არლერიული წნევა ალბად მაჩვენებელს გასცდა და ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ..
გაოგნებულმა ავხედე და მისი გაოგნებული თვალების დანახვაზე საბუთები ხელიდან გამიცვივდა.. მაგიდის კუთხეს დავეყრდენი და მოულოდნელად მიმიკრა ზედ წეღანდელი გაყინული ხელები ვნებებისაგან გამხურებოდა. მთელი ძალით მივეკარი ზედ და ხელები ზურგზე დავუსვი.... რემლებმა უმალ იპოეს გზა და ვიგრძენი როგორ შემახო ტუჩები თავზე..
- რო იროცე როგორ მომენატრე- მისმა სიტყვებმა ყურებში გუგუნი დამიწყეს და განზე გავდექი...
- მოგენატრე??? და დიდი ხანია გენატრები ხოლმე?- გბრაზებულმა ვკითხე და წარბი ავზიდე.... თუ გენატრეოდი სად იყავი მთელი ეს დრო. ამიხსენი სად დადიოდი , რატომ მიმტოვე ასეთ დროს???
- შენ გოგო ავადმყოფი ხარ? შენ არ გამაგდე? არ მითხარი წადიო? ახლა მეჩხუბები?რატომ?
- იმიტომ რომ..
- ხო რატომ? წამოდი ბიძაშენს დაველაპრაკოთ და მერე ჩემთან გადმობარგდი კარგი? ის რაც მოხდა...
- ვერ გავიგე. დოინჯი შემოვიყარე და ფეხი ავაბაკუნე, რატომ უნდა გადმოვბარგდე შენთან ვითომ?
- იმიტომ რომ უპასუხისმგებლო არ გეგონო, ის რაც მოხდა არ მინდა ასე მძიმე გადასატანი იყოს შენთვის..
- მხოლოდ ამიტომ? იმ ღამით შენ მითხარი რომ გიყვარდი..’
- მე გითხარი? როდის? აკი არაფერი მახსოვს იმ ღამისო, როგორც ჩანს ეს კარგად დაგიმახსოვრებია...
- ტატო... როდის მოხვედი შევილო..- ბიძაჩემმა მყუდროება დარღვია და გადაეხვია.. ახლა იმედია ქეთოსაც მოეცემა ენერგია ხორხოცის, წახვედი თუ არა იმ დღიდან ხმას არ იღებს...
- მართა? რაო ქეთო, ასე გიყვარვრ რომ უჩემოდ გეზარება ყველაფერი??
- თავხედო...- ომახიანად დავუყვირე და ოთახიდან გავედი...
**
სახლში გადაღლილი მივედი , ბიძაჩემს არ დავეოდე, ვიცოდი ტატოსთან ერთად მოვიდოდა სავახშოდ, ამიტომ ლამის სირბილით ვიარე ისევ სახლმდე , მთელი უბანი მოვიარე სადაც კი ყვავილები მეგულებოდა, გვირილების და ტიტების მთელი შეკვრა ვიყიდე და კიბეებზე ნარნარით ავედი...
იმედი მქონდა რომ ტატოს ამეებზეც ქონდა ალერგია.. მისაღებშ უზარმაზარ ლარნაკში ჩავდე და სანუკვარ „პრინცოს“ დაველოდე...
- ქეთო, სულ ტყუილად გაისარჯე, ამ ყვავილებზე ალერგია რ მაქვს, ნუ ყოველ შემთხვევაშ ისეთი როგორც იასამანზე, ამიტომ მომვალალ წელს დაელოდე... სამი გვარიანი დაცემინების მერე მითხრა და გამომხედა..
- ხო, ხო, გეტობა როგორ რ გაქვს ალერგია ბაჭიავ...
- მორჩით კამათს... ამ ლარნაკს ხელი მოკიდე და სამზარეულოშ გაიტანე იქიდან კი ცხელი ჩაით დავიბრნუდი ქეთო- ალერით მითხრა ბიძაჩემმა და გამიღიმა...
ფრუტუნით მივაშურე სამზარეულოს. ტატოზე ორმაგად არა ასმაგად ვიყავი გაბრაზებული... ფინჯნები გადმოვიღე და სამზარეულოშ შემომავალ ანოს გავხედე...
- ახლა მე ჩაიას გავამზადებ შენ კიდევ გაიტან , გასაგებია?
- არაა გასაგები. შენმოამზადებ და შენვე გაიტან..
- ანო გთხოვ რა..
- კარგი ხო, მაგრამ რა მოხდებოდა შენვე რომ წაგეღო...
- მისმინე მამაშენს იქითა ფინჯანი მიაწოდე ის უშაქროა და ტატოსია.. დაიმახსოვრე?
- დავიმახსოვრე....- გაბრაზებულმა მითხრა და ანოს გასვლიდან ოცამდე დათვლა დავაპირე...მაგრამ შევცდი. ხუთი არ მქონდა დათვლილი რომ ბიძაჩემმა გამქარებულმა იყვირა ჩემი სახელი....
- ქეტევან სასწრაოდ მოდი აქ....
- დიახ ბიძა, მის წინ ავისვენე და ღიმილი ვერ დავმალე...
- მე ზოგადად ჩაის ვსვამ შაქრით და არა მარილივით...
- არა ბიძია ეგ შენი არ იყო.. აი ასე უნდა იყოს. ფინჯრენს ვეცი და ადგილები გავუცვალე..
- ახლა რა გამოვია ეს? მარილიანი ჩაი ტატოს უყვარს?
- არა, ტატოს სერთოდ არ უყვარს შაქრიაი ჩაი..
- და ამიტომ ჩაუყარე მარილი?? ქეთევან ზღვარს გადადიხარ...
- მოეშვით ბატონო არჩიო, ეს გოგო ბავშვია არადა მეგონა რომ უკვე გაიზარდა და მასთან სერიოზულად შეიძლებოდა საუბარი რაღც-რაღაც საკითხებზე, მაგრამ შევცდი.
- მე შენნაირ კაცთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს რა, ესეც იცოდე.. თუ ჩემი მომზადებული ჩაი არ მოგწოს ამის მერე თავად მოიმზადე ან მოიტანე ხოლმე...
უხმოდ წამოდგა ტატო , ბიძაჩემს მშვიდობანი ღამე უსურვა და სევდიანი თვალებით გავიდა კარში....
თვალს მოეფარა თუ არა გული დამიცარიელდა.. ვერ ვხვდებოდი რატომ მომწონდა მისი სიახლოვე და რატომ მეტირებოდა როცა თვალები მას ვეღარ ხედავდა....
ბიძაჩემმა პირველად დამტუქსა თანაც გვარიანად. მედგრად გავუძელი ამ დატევას , თავი ამაყად ავწიე, კურტუმი უკან გავაგდე და საძინებლისაკენ წავედი ნარნარით ..



დაგვიანებული და ძLივს დაწერილი მეთე თავი.. ძალიან ძალიან მჭირდება თქვენი კომენტარები და შეფასება ჩემო ლამაზებო..



№1  offline წევრი Pekito -))

Dzalian kargiaa.. Mixaria Roca am istorias vkitxulob. ESE gaagrdzele
--------------------
ნათია

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმ..გამიტაცა..ველი შემდეგს.

 


№3  offline წევრი gvanca jejelava

მაღირსეეეე როგორც იქნაა :3 ყველაზე ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარს ეს ისტორია. რაღაც ისეთი თბილი და სასიამოვნო წასაკითხია რომ არ მბეზრდება. მიხარია ყოველთვის ამ. ისტორიის დანახვა. (დღეს უკვე მოგაბეზრე თავი...) მიყვარხარ ძალიან და მიყვარს შენი ისტორიები.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუუფ რა მაგარიაააა <3 როდემდე უნდა ჩხუბობდნენ ესენი :D მალე დადეე რააა <33

 


№5  offline წევრი Anuuc^.^

იცი როგორ "მევასებაა" :დდ ძაან კაიაა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№6  offline წევრი Sopo-sopo

კარგიი იყო მგრამ პატარა...მალე დადეეე

 


№7  offline ადმინი თუკა

gvanca jejelava
მაღირსეეეე როგორც იქნაა :3 ყველაზე ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარს ეს ისტორია. რაღაც ისეთი თბილი და სასიამოვნო წასაკითხია რომ არ მბეზრდება. მიხარია ყოველთვის ამ. ისტორიის დანახვა. (დღეს უკვე მოგაბეზრე თავი...) მიყვარხარ ძალიან და მიყვარს შენი ისტორიები.

მერე ვინ გითხრა რომ მომაბეზრე თავი ჰააა?? საყვარელო შენ...


ყველა ყველა. სულ სულ ყველანი მიყვრხართ ძალიან ძალიან...
როგორ გამიხარდა ამდენი კოემნტარი რომ დამხვდა...
დავფრინავ კი არ დავფარფატებ...:))))
--------------------
4love.ge

 


№8  offline წევრი თაკუნია♥

აი ძალიან კარგია და მალე დადდე ხოლმე რაა ^^

 


№9  offline წევრი Jeje Lava

თუკა
gvanca jejelava
მაღირსეეეე როგორც იქნაა :3 ყველაზე ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარს ეს ისტორია. რაღაც ისეთი თბილი და სასიამოვნო წასაკითხია რომ არ მბეზრდება. მიხარია ყოველთვის ამ. ისტორიის დანახვა. (დღეს უკვე მოგაბეზრე თავი...) მიყვარხარ ძალიან და მიყვარს შენი ისტორიები.

მერე ვინ გითხრა რომ მომაბეზრე თავი ჰააა?? საყვარელო შენ...


ყველა ყველა. სულ სულ ყველანი მიყვრხართ ძალიან ძალიან...
როგორ გამიხარდა ამდენი კოემნტარი რომ დამხვდა...
დავფრინავ კი არ დავფარფატებ...:))))

love love love love იმდენჯერ მოგწერე როო love love მეგონა შეგაწუხე

 


№10  offline წევრი N14

ვაიმეე რამდენი ვიცინე ბოლოს :დდდდდდდდ აბა ტატოს უყვარს მარილიანი ჩაიო? :დდდდდ ვაიმეეეე ეხლაც ვერ ვსულიერდები :დდდდდ თან სახეს რო წარმოვიდგენ როგორ ამბობს :დდდდ ვაიმეეეე :დდდდდდდდდ ძაან მაგარი გოგო ხარ <3 ესე გააგრძელე <3

 


№11  offline წევრი divergent

ესეთი გოგოები მაგრადბარ მევასებიან

 


№12  offline წევრი ხატული♥

კაია :დ მაგრა მომწონს თან კაი იუმორის გრძნობა გაქვს როცა ვკითხულობ ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან :დ მალე დადე რა შემდეგი თავი ველოდები მოუთმენლად :დ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent