შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 11)


14-05-2015, 21:08
ავტორი თუკა
ნანახია 7 988

დღეს ქორწილია..
მალე ადექით..
გვაგვიანდება.. გევემზადოთ.. - ბოლო ხმაზე გაკიოდა ანო და ხელს ვიქნევდი გადი ოთახიდან დამაძინე თქო.. რა დროს ქორწილი იყო ისრები მხოლოდ რვას საათს უჩვენებდა.. რა დიდი გამზადება მე მინდოდა.. ანო კი იყო გიჟად ქცეული..
- დამაძინე- გამწარებულმა ვუყვირე, ხელი ვტაცე და კარებს გარეთ გადავსვი..
- აი იცოდე შენც გათხოვდები და მეც ასე გაგიკეთებ..
- მე არასოდეს გავთხვდები და მითუმეტეს ახლა- გაუცნობიერებლად ჩავილაპარაკე და საბანში შევძვერი ისევ...
- ასე რატომ ამბობ ამიხსენი რა. ხელი მტაცა და სარკის წინ დამაყენა.. შეხედე ჩემზე მაღალი ხარ, ბევრად ლამაზი და მიმზიდველი ტანი გაქვს, ერთმანეთზე ლამაზი ნაკვთები, ტუჩები ვნებიანი, თვალები მეტყველი. ეს ქერა თმები საერთოდ პიკია.. ახლა რას უწუნებ შენს თავს?
- არაფერს, უბრალოდ არ არსებობს ისეთი კაცი რომელიც შემიყვარებს..
- ასე არაა ქეთო.. გახსოვს მე და დათო სულ ვჩხუბობდით... მთელი სკოლის პეროდი... მაგრამ ეს გრძნობა ისე უცებ მოვიდა ვერც ერთმა ვერ გავაცნიბიერეთ სინამდვილეში რა ხდებოდა.... ერთ დღეს როცა მისი მიახლოვებისას გულმა გამალებით დამიწყო ძგერა მაშინ მივხვდი რომ მიყვარდა..
- როცა გული ასე გიკეთებს ეგ სიყვარულის ნიშანია ანო?- გაოგნებულმა ვკითხე და საწოლზე ჩამოვჯექი.. როცა ხელები გიცახცახებს და როცა გიახლოვდება პირი გიშრება? როცა იბნევი და არ იცი რა გააკეთო?
- რა თქმა უნდა სულელო, ეს სიყვარულია..
- კი მაგრამ შამპანურის წვიმა? მზის სხივები და ვარსკვლავების ცვენა???
- კარგი რა, ქეთო რა. თხუთმეწი წლის ხომ არა ხარ, ამხელა გოგო ხარ. რას ბოდავ ხოლმე უფ... სიცილით მითხრა და ვანაში ძალით გამათრია.. მალე გამოდი ვიზაჟისტი მოვა მალეო...
**
საოცრად არ მიყვარდა ამდენი რამის წასმა სახეზე, რა თქმა უნდა გაპრანჭვა ისევე როგორც გოგოების უმეტესობის ჩემი სტიქიაც იყო მაგრამ, ეს ნამეტანი იყო. საოცრად ვბზინავდი მთელს სახეზე... ხელების კი ოქროსფერი მქონდა..
თავი გავიგიჟე ჩემს თმებს არ შეეხოთ თქო და ერთმანეთს გაოგნებულებმა გადახედეს. ვერ ვიტანდი დაჭიმულ „ნაძალადევ პრიჩოსკებს“ ანო ისეთი ბედნიერი იყო როგორ გააკეთეს მის თავზე ოფოფის ბუდე ვერც კი ამჩნევდა.... სიცილისაგან სულს ვერ ვითქვამდი.....
კედელზე დაკიდებულ კაბაში ჯერ ანო გამოვაწყე და სარკის წინ რამოდენიმეჯერ დავატრიალე.. მისი შავტუხა თვალ-წარბი საოცრად მეტყველი იყო... ბედნიერმა ვაკოცე ლოყაზე და ცრემლების კუნწულა გადმომვარდა...
- ბედნიერების არის- თავი ვიმართლე და მაგრად მივიკარი გულზე. რო იცოდე როგორ დამაკლდები ანო... გთხოვ ყოველ დღე მნახე ხოლმე რა... დამპირდი..
- გპირდები სულელო, სულ სულ დაგირეკავ, თანაც ხო იცი მე და დათო მარტოები ვიქნებით და ჩვენთან დარჩები სულ... ახლა მიდი ჩაივცი შენც თორემ მოვიდა სიძე და დამრჩები დაო შიშველი....
კაბა გადმოვიღე და ალმაცერად ავხედე. რაღაცა ბოლომდე არ იყო ეს ჩემი სტილი. რაღაცა აკლდა, მაგრამ ანოს შერჩეულ კაბაზე ახლა უარს ვერ ვიტყოდი.. დაახლოვებით ათი წუთი ვეჯაჯგურე შესაკრავს ზურგე მაგრამ ვერაფრით ამოვწიე... როგორც ჩანდა სადღაც გაჭედილიყო... ნერვიულად ავაბაკუნე ფეხები და ღრმად ამოვიოხრე...
მოულოდნელად ვიგრძეი თბილი , ნაცნობი ხელები ზურგზე და ტანში ცეხლის ტალღამ დამიარა... ნელა ამოსწია შესაკრავი და თავისკენ შემატრიალა....
- შენზე ლამაზი ქალი არ არსებობს, უბრალოდ არ შემხვედრია... გაოგნებული ვუყურებდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა... ოდნავ დახარა თავი და ტუჩებზე შემეხო... ამ ტუჩებს ვერ ვივიწყებ რა გავაკეთო ქეთო. წლები კი არა საუკუნე რომ გავიდეს ასე მგონია სულ მემახსოვრება....
- ტატო... მისმინე...
- არა ეს შენ მისმინე.. მინდა რომ ერთად ვიყოთ, არა იმიტომ რომ ერთად ვიყავით და მე შენთვის პირველი ვიყავი იმიტომ რომ შენით ვარ სავსე,, იმიტომ რომ უშენოდ ვერც ერთ წუთს ვერ ვძლებ, იმიტომ რომ შემიყვარდი, მხოლოდ ამიტომ....
- ახლა ამის გარჩევის დრო არაა.. მაგრამ მე მხოლოდ ერთის მჯერა რომ ეს ვნებაა რომელიც გვაგიჟებს და მალე გადაგვივლის.. მოდი ცოტა ხანს დაველოდოთ ამას..
- შენ ასე გინდა? მერე არ თქვა რომ უპასუხისმგებლო და აუტანელი ვარ, მე შენ გული შემოგთავაზე სულ რამოდენიმე წამის წინ..
- ვიცი , მაგრამ მე ასე მინდა, მინდა დავრწმუნდე რომ ეს მხოლოდ ვნება არაა....
მისაღებში გავედი და კარში შემომავალ სიძეს გავუღიმე.....
ეს დღე ხომ ყველა ქალის ცხოვრებაში ერთადერთია და საუკუნოდ გამახსოვრდება..
ისევე როგროც ყველა გოგოს მეც უამრავჯერ მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი ქორწილი... როგორი კაბა უნდა ჩამეცვა...
ჯვრის მონასტრიდან ორი მდინარის შესართავს გადავხედე და გამეღიმა..
- აი ესე ჩვენსავით არიან არა?- გვერდით მდგარ ტატოს ვუთხარი და გავუღიმე. აი ნახე ერთმანეთი თან უნდათ და თან არა. ისე კარგადაა გამოკვეთილი მათი შეერთების ადგილეები...
- მაგრამ ისინი ხო მაინც ერთდებიან ქეთო... სულ არ გიყვარვარ? მეგონა რომ ..
- ტატო.. იმის თქმას რომ მიყვარხარ ან არ მიყვარხარ აზრი არ აქვს.. ტატო უბრალოდ მინდა ჩემს გრძნობებში და ჩემს თავში გავერკვე,, მინდა რომ ვიცოდე რა მინდა სინამდვილეში და რას ვგრძნობ...
- ქეთო... რა სექსუალური ხარ ამ კაბაში კრასავიცა- ბედნიერმა მითხრა კახამ და ხელი მომხვია მხარზე.. ძაან მაგარად გამოიყურები, ხო მართლა იმ ღამით ისე გაიქეცი კლუბიდან რომ მერე ვეღარც კი გნახე , მეგონა რომ რაიმე გაწყენინე....
- არა, შენ არაფერ შუაში ხარ, ცოტა დაბნეულმა ვუპასუხე და ტატოს სახეზე შევხედე. გაბრაზებისაგან ფერი არ ედო......
- კარგი , წავალ დათოსთან მივულოცავ და იქ გნახავ მერე- ისევ ბედნიერად დამიქნია ხელი და წასვლა დავაპირე მეც რომ თავი ამერიდებინა ტატოს კითხვებისაგან რომ გამაჩერა...
- ესეიგი კლუბში იყავი მაგასთან ერთად ხო?? და ძალიან სექსუალური ხარ ამ კაბაში.. აი რა არის შენი მოწოდება, სიცანცარე და ესეთი კაცებისაგან კომპლიმენტები... ხოდა იყოს ასე...
- არა მისმინე, ასე არაა...
- და არ მესმის საერთოდ რატომ მიხსნი ან მე რატომ გავბრაზდი ასე. დღეს საკმარისად გამოვხატე ჩემი გრძნობები შენს მიმართ და ამას ახლა აშკარად ვნანობ მაგრამ იცოდე, ამ დღის მერე არც ერთი სიტყვა არ დამცდება მე სიყვარულზე შენთან მიმართებაში... გაერკვიე ქეთო. თუარადა გყავს აგერ კახა.... ხო მართლა ამ კაბაში მართლა სექსუალური ხარ- ჯიბრზე მითხრა წასვლისას და გამეცალა...
**
ხასიათი ერთიანად წამიხდა. არც ნუცას და არც დეას სიტყვები თავში არ შემდიოდა.. ამაოდ მელაპარაკებოდნენ.. ჩემს წინ მდგარი წითელი ღვინო თვალებს მიპაჭუნებდა , მეც არ დავაკელი და მასთან სასიამოვნო ფლირტში ჩავედი...
- უკვე რაც დავთვალე ექვსი სავსე ჭიქა დალიე..- გაცოფებულმა მითხრა ნუცამ რომელიც მუდამ ჩემი დედამთილი იყო და ბოთლი ამაცალა...
- მერე რა მოხდა დავლიო. ქმარი მელოდება თუ შვილი??
- არც ერთი და არც მეორე მაგრამ კარგად იცი რომ გიჟდები როგორც კი ალკოჰოლი გხვდება ამ ცარიელ თავში..
- ჯერ ეს ერთი ცარიელი არ არის ეს ჩემი თავი, ტვინითაა გამოძეკილი და მეორეც მომეშვი....

ძლივს დავლანდე ჩემს წინ მდგარი კახა, რომელიც ორად მეჩვენებოდა, თვალები მოვჭუტე და გავუღიმე...
- არ გინდა ვიცეკვოთ?- თბილად მკითხა და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია...
- მინდა. რატომაც არა.. გვერდით მჯდარი მაგიდისაკენ გავაპარე მზერა, ტატო არც კი მიყურებდა, ამან უფრო გამათამამა და გამაგიჟა. ლამის იყო ჭკუიდან გადავსულიყავი.... წელზე ნელა შემომაწყო ხელები და მის კისერზე მეც ვნებით სავსემ მოვათავსე ხელები... მუსიკას ნელი რხევით ავაყოლე ტანი და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი კახას თითებს ჩემს ზურგზე და იმასაც ვგრძნობდი როგორ მაღიზიანებდა მისი ეს შეხება.... წამიერად შევაჩერე ცეკვა და მისგან ორი ნაბიჯით დავიხიე უკან..
- რა მოხდა ქეთო?- გაოცებულმა მკითხა და მკლავში ნელა მომკიდა ხელი...
- არაფერი, უბრალოდ დაჯდომა მინდა არ ვარ კარგად...
- იქნებ ეს ცეკვა დავამთავროთ და მერე დაჯექი ...
- არა მართლა არ მინდა... მაგიდისაკენ გავიწიე რომ მაგრად მომიჭირა ხელი და ძალით მიმიკრა ზედ.. სრაფად გამწია ვიღაცამ და დავბარბაცდი ... მისმა ხელის შეხებამ უარესად დამთრო..
- გითხრა რომ ცუდადაა და ცეკვა არ უნდა. ხო ასეა?
- შენ ძალიან ზედმეტი მოგდის ტატო რომ იცოდე..
- მე რა უნდა ვიცოდე და რა არა, მოდი ეს მე მომანდე რა...და როცა გეუბნებიან რომ ცეკვა არ უნდათ ძალა არ უნდა დაატანო ..
- მომისმინე ბიჭო შენ..- მთელი ძალით გაიწელა კახა და განერვიულებულმა სტაცა ტატომ ხელი პერანგის საყელოში..
- საკმარისია შეყვიტეთ - შუაში „მანდილის“ როლი მოირგო ბიძაჩემმა და ბიჭები განზე გასწია.... რა ამბავია აქ. ქორწილია აქ ნუ გავწყდებათ... კახა მგონი ზედმეტი დალიე ..
- ბატონო არჩილ მე უბრალოდ ვცეკვავდი და..
- მესმის. გასაგებია. გაცოფებულმა გამომხედა და ტატოს რაღაცა გადაულაპარაკა....
სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ.... და ხელი მომწვია წელზე... ინსტიქტურად მივეყრდნე როგორც კი საყრდენი ვიპოვე და თვალები მივლულე. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ვიდრე ჩაეხუტო საყვარელ ადამიანს... არ ვიცი მაგამ მხოლოდ ერთს ვგრძნობდი რომ თანდათან ვითიშებოდი.. ხელში ამიყვანა და გულზე მიმიკრა.... თავი მკერდზე მივადე და გავიღიმე... ბიძაჩემის ხმა ბუნდოვნადმესმოდა როგორ ამბობდა რომ ცუდად გავხდი....
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, უკვე შუაღამე იყო რომ გამომეღვიძა. მის გვერდით ვიწექი მის პერანგში გამოწყობილი. ტატო კი გვერდით მეწვა წელს ზემოთ შიშველი და მშვიდად სუნთქავდა, მივხვდი ეძინა.. საათს გავხედე უკვე ხუთი ხდებოდა... თავი მტკიოდა ყრუდ და წყალი მინდოდა.. წამოვდექი და ტატოს ნელა გადავაბიჯე რადგან ისევ კედლის მხარეს ვყავდი მიჩურთული... იატაკზე მყარად დავდექი თუ არა მისმა ხმამ კინაღამ შოკი მიმაღებინა..
- სად მიდიხარ ქეთო..
- გული გამისკდა ტატო, წყალი მინდა. რა დაგემართა... მუხლები მიკანკალებდა საწოლზე ჩამოვჯექი და გულზე ხელი მაგრად მივიჭირე..
- მაპატიე ასე ძალიან შეგაშინე?? ხელი გულზე დამადო და ზედ მიმიყუდა.... საოცრებაა შენს გვერდით წოლა და ძილი, ასე მგონია ყველაფერი იცვლება... ისე ვიძინებ რომ ვითიშები....
- ხო?? სიცილით ვკითხე და ინსტიქტურად შევატრიალე სახე მისკენ... მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე. ცდუნებისათვის უნდა გამეძლო. ეს არ უნდა გამეკეთებინა ვიცოდი. ერთი შეცდომა საკმარისი იყო და საპატიო, აი ორი კი უკვე ზედმეტი.. მაგრამ არც ხელები არც ტუჩები და არც სხეული არ მიჩერდებოდა.... ლამის ზედ ავახოხდი და საწოლზე გადავაწვინე, წამში მოვექეცი მის ზემოდან და გიჟივით ვეტაკე ტუჩებზე....
- ქეთო გაჩერდი. ნასვამი ხარ, - ძლივს ამოილუღლუღა და ჩემს უარეს გაცხოველებას თავისი ტუჩებიც შეაშველა... პერანგის ღილები კი არ გამიხსნა გამაგლიჯა და იატაკზე მოისროლა.... გიჟივით ვეფერებოდი, არ ვიცოდი რა იყო ეს, მისი სიახლოვე ჩემში ცხოველურ ინსტიქტებს აღვიძებდა... სხეულზე ნელა დამისვა ხელი და მეგონა რომ სათითაო ნეკნს მითვლიდა თითებით... ნელა შემახო ტუჩები მკერდზე და ამოვიკრუსუნე.... მაგრად შემოვაჭდე ხელები კისერზე და ვნებას ბოლომდე მივენდე....
**

დილით ბიძაჩემის ზარმა გამაღვიძა. არა უფრო სწორად ტატოს ურეკავდა და ჩემს ამბავს ეკიტხებოდა...
- კარგადა ბატონო არჩილ. იძულებული გავხდი ჩემთან წამომეყვანა. სახლის გასაღები არ მქონდა.. დიახ კარგით ერთ საათში თქვენთან ვიქნებით...
- საწოლში წამოვჯექი და როგორც მაშინ შიშველ მკერდზე მისი პერანგი ავიფარე.. ისევ ისე გავაკეთე როგორც მაშინ..
- რა გაკეთე ისევ ისე??
- ის რომ ისევ ვიწექი შენთან... და ისევ მე ვიყავი ამ ყველაფრის თავი და თავი.. რატომ მემართება ასე არ ვიცი ტატო.. შენი სიახლოვე ჭკუიდან მშლის.. როგორც კი შენი ხელი მეხება გონება მებინდება და ამ დროს ყველაფერზე თანახმა ვარ. აბა განა ეს სიყვარულია??
- და აბა რა გგონია შენ სიყვარული? მაინც და მაინც კატაკლიზმებს ელოდები??? ეგ არ მოხდება ქეთო, ეგ შენი ფანტაზიაა... მე მიყვარხარ , მართლა შემიყვარდი, არ ვიცი როდის როგორ და რანაირად მაგრამ შემიყვარდი. რატომ არ გინდა აღიარო რომ შენც გიყვარვარ. რატომ არ გინდა რომ ბიძაშენს დაველაპააკოთ და ერთად ვიყოთ... გინდა ქორწილი გადავიხადოთ? თუ გინდა ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ მითხარი რომ გიყვარვარ
- ვერ ვგრძობ რომ მიყვარხარ.. დამიჯერე ვერ ვგრძნობ. ეს ჟინია , შენი მოთხოვნილებაა მაგრამ მინდა ვიგრძნო რომ მიყვარხარ...
- გასაგებია. ხოდა იყოს ეს ჟინი ასე, გუშინაც გითხარი და ახლაც გეტყვი.. ეს ბოლო სიტყვები იყო ჩემგან სიყვარულზე რაც შენ მოისმინე... ახლა ადექი სტუმრები მოდიან შენთან და ერთ საათში გველოდება ბიძაშენი...
ოთახიდან გავიდა თუ არა დავცარიელდი... როგორ უნდა გამეგო მიყვარდა თუ არა.... იქნება ასე სხვა მამაკაცის მიმართაც მეგრძნო ეს გიჟური ვნება, ისიც ხომ არ იქნებოდა სიყვარული.. მინდოდა მიმვხვდარიყავი ამას.. მინდოდა გაეგო ეს ჩემს სულს, რომ უყვარდა ეს ბიჭი, ისევე გიჟურად როგორიც მე თავად ვიყავი....


აბააა ვეოდები შეფასებას კრიტიკას , რავიცი ყველაფერს ველოდები თქვენს აზრებს.....



№1  offline წევრი Sopo-sopo

მმმ რა კაარგიიაააა.....ჩემიი სუულეელიი ქეთოოო..ისე ნუ იზავს, რომ ტატომ საერთოდ უარი თქვას მასზე და დაკაარგოოსს...მალე დადეე <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმმ....ქეთო ჩემი გოგოა..
ველი შემდეგს..

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუჰუუუჰ როგორ მაინტერესებს რა მოხდებაა ... იმედია ქეთოზ ზედმეტი არ მოივა და ტატოს არ აიძულებს მოშორებას ... მალეე დადეე რა ძააან მაგარიაა <33

 


№4  offline წევრი Niacule

ბიძამისმა ტატო უნდა გაუშვას სხვა ქვეყანაში საქმის მხრივ, ერთი ორითვით, მონატრება ყველაფერს გამოასწორებს. უკარგესი ხარ <3

 


№5  offline წევრი marisa

ვაიმე რა, ამას სულ სხვანაირი მიდგომა უნდა :)) ჰო, იმედია, ერთად იქნებიან ბოლობოლო გააზრებულად.. მეც ცუდი სიმთვრალე მქონია.. იმედია, სადმე არ ამოვყოფ თავს.. კარგი ხარ ♡♥

 


№6  offline წევრი N7

ძალიან უბრალოდ ჭკუას ვკარგავ ტატოზე, ძალიან უბრალოდ ვგიჟდები შენზე, თუკა!
მუცელში პეპლები არ ოკდებიან!
სასწაული ხარ, სას-წა-უ-ლი!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline ადმინი თუკა

ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ლამაზებო და ტკბილებო... ძალიან მახარებს თქვენი ასეთი თბილი კომენტარებიი
--------------------
4love.ge

 


№8  offline წევრი Jeje Lava

შემოულაწუნეთ ვინმემ ამ გოგოოს გემრიელად რააა. ტატო მე ძალიან მომწონს. თუკაა საუკეთესო ხარ!! !!

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Tukaa ganumeorebelii xarr magariaa :* axall tavss velodebii :*

 


№10  offline წევრი Annee

დღეს წავიკითხე მთლიანად. გამაგიჟებ შენ მე ! love მართლა მაგარი ხარ ^_^ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent