შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 12)


16-05-2015, 23:03
ავტორი თუკა
ნანახია 7 771

სახლში მიმიყვანა თუ არა ბიძაჩემს ცალკე მოსთხოვა დალაპარაკება...გული კინაღამ გამისკდა სანამ კაბინეტიდან გამოვიდნენ...
მამიდა რუსუდანს ტატომ ბოდიში მოუხადა და კარისაკენ წავიდა რომ გავაჩერე...
- მოიცადე, მიდიხარ? - გულდაწყვეტილმა ვკითხე და თვალები დავხარე...

- კი , მივდივარ. რა აზრი აქვს დარჩენას?
- აქვს, არ წახვიდე რა. მინდა აქ იყო..
- არა, უმჯობესია მე და შენ ცალკ-ცალკე ვიყოთ.. იქ სადაც ჩემი ადგილი არაა , არასოდეს ვჩერდები..
- გეხვეწები არ წახვიდე რა.. ხელები ძლივს ჩავავლე მხრებში და გულზე მივეკარი...მართლა მჭირდები ....ცოტაც და ალბად ცრემებს გადმოვყრიდი რომ არა ბიძაჩემის მოსვლა..
- გაუშვი ქეთო, აგვიანდება ტატოს. რას ეჯაჯგურები შვილო. ვერ გავიგე ხან ეჩხუბები ხან არ უშვებ ეს რა ქცევაა. მოდი ჯერ ჩამოყალიბდი რა გინდა და მერე ვისაუბროთ... ხელები გამაშვებინა და გახევებული დამტოვა ტატომ...

მთელი საღამო არავის მოსმენის სურვილი არ გამაჩნდა, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, საოცრად მაკლდა მისი გვერდით ყოფნა , ისე მინდოდა მასთან ჩახუტება, სულ უბრალოდ თავის დადება მის მხარზე....
ვერ ვხვდებოდი , ან უბრალოდ არ მინდოდა მიმვხვდარიყავი რას წარმოდგენდა ის ჩემს გვერდით..აივანზე სიმყუდროვე ვიპოვე, სკამი გავათრიე და მოაჯირს ხელები ჩამოვადე ხელებზე კი თავი დავდე და თვალები დავხუჭე.
ოცნებას მუდამ ბავშობაში მივყავი. იმის იქით ჩემი მოგონებები არსაით არ იყო...
ღრმად ამოვიოხრე და ყელში გაჩხერილი სევდა გადავაგორე..
- გიყვარს არა?- ბიძაჩემმა თავზე დამისვა ხელი და გაოცებულმა ავხედე...
- ვინ ბიძია?- პირველად გავიშტერე თავი მის წინაშე.
- ტატო გიყვარს.. და არც ისაა გულგრილი შენს მიმართ, მე ამას ვხვდები უკვე დიდი ხანია... მაგრამ რატომ არ გინდათ ეს აღიაროთ ან ერთმა და ან მეორემ არ მესმის? წეღან ტატოსაც ვკითხე და მითხრა ცდებითო. ახლა შენ.
- ტატომ ასე გითხრათ?- უცებ გავბრაზდი მასზე და მომინდა რომ შუაზე გამეგლიჯა..... ბიძია უნდა წავიდე რა... სწრაფად ვუთხარი და საძინებლისაკენ გავიქეცი, კუთხეში მიგდებულ ჩანთას ხელი ვტაცე და ელვის სისწრფით ჩავუარე შეკრებილ სტუმრებს და სადღაც კიბეებზე მესმოდა მამიდაჩემის კივილი...
**
ზარის ღილაკს თითი მანამდე არ გავუშვი სანამ არ გააღო კარი... ორივე ხელი მკერდზე ვკარი და ლამის გადავთქელე..... გაცოფებული ვიქნევდი ჩანთას აქეთ- იქით....
- რატომ უთხარი ბიძაჩემს რომ არ გიყვარვარ?- გიჟივით ვუთხარი და დასარტყმელად მოვემზადე..
- იმიტომ რომ არ მიყვარხარ...
- აბა ის რა იყო სულ ცოტა ხნის წინ რომ მეფიცებოდი სიყვარულს....
- მერე? შედეგად რა მივიღე რო? არაფერი საერთოდ... ახლა როგორც მოხვედი ისევე წადი და იქ რომ თავადივით გიზის ის კახა იმას მოსთხოვე პასუხი ყველაფერზე...
- თავხედო შენ... კბილებში გამოვცარი და გასარტყმელად მოქნეული ხელი დამიჭირა..
- იცი ყველაფერს მაშინ მიხვდები როცა მე აღარ მენდომები... ეს რა არის ყველა ქალი ასეთი რატომააა?! რატომ ართულებთ ხოლმე ყველფერს.. გიყვარს თქვი, არ გიყვარს ეგეც თქვი...
- ხოდა გეუბნები რომ არ მიყვარხარ?!
- რას ლაპარაკობ მართლა? იმიტო მოვარდი აქ ეჭვიანი ცოლივით???
- ტატო ნერვებზე ნუ მეთამაშები რა... მოთმინებას მაკარგვინებ უკვე....
- სულაც არ მადარდებს ეგ მე..... ხო მართლა ხვალ ჩემი დის დაბადებს დღეა ხოდა დაგპატიჟა, მითხრა შვიდ საათზე მოვიდესო...
- სად უნდა მოვიდე?
- აქ.. ხმაური არ უყვარს ამიტომ ძალიან ახლო ადამიანებს ეუბნება და შენც გაერიე მათში არც კი ვიცი რატომ.
- შურიანო და ბოღმავ. შენს ჯინაზე მოვალ.... კიდევ ერთხელ ვდრუზე ჩანთა გვერდში და ბედნიერი წამოვედი უკან...
დიდი და განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია დეაკოსთან ერთად მთელი მაღაზიები მოვიარე ნინაკასათვის საჩუქრის ასარჩევად და მეც ხელს რამოდენიმე მაისური და შარვალი გამოვაყოლე... მაგრამ დეამ აიჩემა რომ აუცილებლად რაიმე ახალი უნდა ჩამეცვა.. დიდად არ ვიყავი მოკლე ქედაბლოების „დაქალი“, არ ვწყალობდი მათ ბავშობიდან, მაგრამ არ ვიცი რატომღაც ამჯერად დეამ მარტივად დამიყოლია....
სადა და უბრალო შავ ქვედაბოლოს მაისური შევუხამე..საჩუქრის ყუთს ხელი დავავლე, პირდაპირი სვლით ჩავუძახე ჩანთაში და ნახევარ საათში მათ სახლში ვიჯექი....
- ძალიან ლამაზი ხარ დღეს, ოღონდ მართლა. კომპლიმენტებად დაიცალა ლევანი და გადამკოცნა....
- მადლობა ლევან, ოღონდ ნუ გამაწითლებ მთლად- შევეცადე შემეფერებინა მისი სიტყვები.... სამზარეულოდან ნინაკას ხმა გავიგონე რომელიც მეძახდა მოდი გოგოებს გაგაცნობო და მათკენ ნელი სვლით წავედი... ნელა მოვავლე სამზარეულოს თვალი და გაოცებამ პიკს მაშინ მიაღწია როცა მივხვდი რომ ტატო სახლში არ იყო....
- სახლში არაა- დიტოს ხმამ შემაშინა კიდეც.... ალბად არ გითხრა ბიძაშენმა რომ შეხვედრა ქონდათ , და შენ აღარ შეგაწუხეს..
- მეხუმრები??
- არა მართლა.. ალბად ძალიან გვიან მოვა, როგორც მახსოვს იქიდან სადღაც მიდიოდნენ რესტორანში და მთხოვა შენთის მეთქვა რომ არ დაელოდო..
- და საიდან მოიგონა რომ ველოდები? მგონი დღეს ნინაკას დაბადების დღეა და არა მაგის... ასე რომ მელოდოს აქეთ რა თუ საქმე აქვს რაიმე....
- თქვენ ორს რაიმე თუ გეშველებათ მე მართლა არ ვიცი რა...- გოგნებულმა მითხრა და მხარზე ხელი დამკრა დაჯექიო...
ყველასთან ვმალავდი მაგრამ აი თქვენთან დასამალი რა მაქვს რომ მის გარეშე ეს სახლი ძალიან ცარიელი იყო.. მასთან კამათიც კი მენატრებოდა.კი როგორ არა არერთხელ გამიგონია დიდი სიყვარული ჩხუბით იწყებაო მაგრამ, მე მაინც ბავშვი ვიყავი, მაინც ველოდი შამანურის წვიმას და სიგიჟეებს.. ველოდი ვარსკვლავების ჩამოყრას და კიდევ ვინ მოსთვლის რას არ ველოდი....
ნინაკას დაქალები მისგან განსხვავებით უფრო გაბედულები დ ხმაურიანები იყვნენ... მაგიდიდან მალე გადმოვინაცვლე დივანზე და ტელეფონში ჩიჩქვნა დავიწყე დროის გასაყვანად....გოგოები თანდათან შემომეცალნენ გარშემო, ნინაკა კი არაფრის დიდებით არ მიშვებდა სახლში....
კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე გულმა გამალებით დამიწყო ძგერა ვიცოდი რომ ის იქნებოდა.. მაგრამ არ შევიმჩნიე.. თეფშების რეცხვა გავაგრძელე და სამზარეულოში შემოსული ტატო ვერც კი დავინახე.... გაღიმებული მივტრიალდი რომ ნინაკასათვის სხვა თეფშების მოტანაც მეთხოვა მაგრამ გაოცებისაგან პირი დავაღე...
- ყველა წავიდა?- წამწამები ავაფახუნე და ტატოს გავხედე...
- ყველა რატომ შენ ხო აქ ხარ....
- ხო ეგეც მართალია, კი მაგრამ ახლა ყველანი აქ იყვნენ და.... არ გშია?- გინდა უცებ რაღაცას გაგიმზადებ დაღლილი ჩანხარ...
- სიამოვნებით , ამჯერად უარს არ გეტყვი ისე მშია... დიდ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა . არჩილიც მაგრად დაიღალა...
- მჯერა. მე რატომ არ მითხარით? მაცივარში შელაგებული საჭმელი უკან გამოვიღე. ჩაი ფინჯანში დავუსხი და წინ დავუდე... ჯერ ფინჯანს დახედა მერე გამომხედა და წარბი ზემოთ აზიდა....
- დღეს არ მაქვს თამაშის თავი.... ჩაიზე მიმანიშნა და გამიღიმა..
- არაფერი გამიკეთებია გეფიცები... აი ნახე- ფინჯანი ავიღე დ ცხელი ჩაი პირში გადავუძახე.. მხოლოდ ყელი კი არა მთელი გულ - მუცელი ჩამწვა...
- გოგო სულელი ხარ?- გამწარებულმა მიყვირა და წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა.. მე გითხარი ხომ არ იმაიმუნე თქო თორემ ის კი არ მითქვსმს პირი დაიფუფქე -თქო.. ქეთო ნამდვილად პატარა ბავშვი ხარ რა...
- ხოდა ვიყო.. სლუკუნით ვუთხარი და მის მკლავებში ჩახუტებული გავიტრუნე. როგორ მიყვარდა ეს სითბო, ეს შეხება, ეს სურნელი... ტანში საოცრად ჟრუანტელებს მაყრიდა და შემეძლო არასოდეს გამეშვა მისთვის ხელი..
- ხო მართლა იცი რომ მე და შენ ზეგ ბათუში მივდივართ?- ბედნიერმა მკითხა და განზე გამწია..
- ბათუმში? მე და შენ?? მარტო მე და შენ??
- ხო რა იყო, შეჭმას არ გიპირებ , მარტო მე და შენ... შეხვედრა გვექნება და წამოვალთ ორ ან სამ დღეში. რა შეშინებული მიყურებ ქეთო... თუ არ გინდა წამოსვლა ბიძაშენს უთხარი.. ხელები გამიშვა და მაგიდას მიუჯდა.....
- ვეტყვი კიდეც რომ არ მინდა წამოსვლა, თანაც მარტო მე და შენ, საოცრებაა, ეს კაცი სულ გადაირია....
- სულ ტყუილად განიცდი ასე რა, სხვადასხვა ოთახებში ვიქნებით და რა მნიშვნელობა აქვს ახლა იქ ვიქნებით თუ არ მეჯდები გათენემადე....
- გათენებამდე არა? მე შენზე ვიზრუნე რომ გეჭამა და შენ ასე დამიფასე ხო?
- ხოდა მაშინ მაცადე ვჭამო კარგი?? იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ. საშინლად..

**
დილით ბიძაჩემს სამზარეულოში ავესვეტე და კინაღამ ჩაი გადასცდა რომ დამინახა....
- რას გვხარ შვილო სახეზე. რა დაგმართვნია..
- რა დამმართვნია ბიძია??- სააბაზანოში შესულს განწირული კივილი აღმომხდა... წუხელ დამეზარა სახის დაბანა და ტუშმა გამალამაზა.... ნუ გეშინია- უკვე სიცილისაგან ჩაბჟირებულმა გამოვძახე და პირი დავიბანე..
- ასე დილით ადრიანად მეტად აღარ შემაშინო ასე.. შენ არაფერი გამოგაწორებს რა... ანომ დარეკა დღეს გელოდება ...
- მივალ , მივალ, ოღონდაც მითხარი იმ ვირთან ერთად რატომ მივდივარ ბათუმში? ბიძია კარგი რა შენ წადი..
- ვერა ქეთო, ვერა. მე საქართველოდან გავდივარ.. კიევში მივდივარ, საქმე ასე მოითხოვს. არაფერი დაგიშავდება ახლა ხუთი საათი აიტანე როგორმე, თანაც რას გადაეკიდე ამ ბიჭს კაცო, მშვენიერი ბიჭია, ტანადი, ლამაზი, მოხდენილი, ჭკვიანი.. მაინც რას უწუნებ??
- რას და საუბრის მანერას, ასე მშვიდო რომაა. კიდევ ღიმილს მის სახეს ასე რომ უხდება და კიდევ ...
- მე შენ დასაწუნი რაღაცეები მოგთხოვე და შენ შეყვარებული ქალივით ლაპარაკობ რა...
- ბიძია კარგი რა....
- მორჩა გადაწყვეტილი მაქვს როგორც კი ჩამოვალ ტატოზე უნდა გაგათხოვო... ჯინაზე მითხრა და თავზე მაკოცა..
- ბიძია!- გაბრზებულმა ვუთხარი და ბურტყუნით ისევ ვანაში შევედი...
**
საოცრად მესიკვდილებოდა ბათუმში წასვლა და თანაც მასთან ერთად. დილით გარიჟრაჟზე ექვს საათზე გამაღვიძა ბიძაჩემმა ნახევარ საათში უნდა გახვიდეთო... ნახევრად მძინარე ვიყავი და კიბეებზე ისე ჩავდიოდი. ჩანთას ხელი დავავლე და მანქანაში შევძვერი რომ უკან მჯდარმა გაპრანჭულმა ნიტამ როგორც კი ხმა ამოიღო შიშისაგან კინაღამ სული განუტევე...
- ესეც მოდის?- კი არ ვკითხე ტატოს ლამის ვიკივლე....
- შენ რა თქვი რომ მარტო არ წამოხვიდოდი ჩემთან ერთად?? ხოდა მოდის ესეც რა გინდა.. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს..
- არც არავითავი.. წავიდეთ ჯობია.. სიყვარულობანას მერეც მოასწრებთ.... ირონიულად გადავხედე ნიტას ტატოს მხრებზე რომ ხელები ეწყო და გავუღიმე...
- მართალი ხარ. ფისო. ამისათის წინ გვექნება მთელი ღამე, ხომ ასეა ტატუსა??
- ეჭვიც არ მეპარება ნიტა..- ისეთი ალესიანი ხმთ უთხრა სურვილი გამიჩნდა როგორც მშობლებმა იციან ხოლმე ხელუკუღმა მედღლიზა ტუჩებში ამის თქმის გამო...
მთელი დრო არ გაჩუმებულა ნიტა, არ ვიცი როგორ შეეძლო ამდენი საათი გადაბმულად ელაპარაკა. მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა და ტკბილად მეძინა... რომ გამომღვიძა უკვე ბათუმში ვიყავით და სასტუმროს სადგომზე შედიოდა ტატო..
ჩანთას ხელი დავტაცე და პირველი გადავედი მანქანიდან....
- გეჩქარება სადმე?- მკლავში ხელი მტაცა და გამაჩერა....
- მეჩქარება... თქვენ ორს რაც მალე ვერ დაგინახავთ მით კარგია... ასე რომ გამატარე...
წინასწარ დაჯავშნილ ოთახებში დავნაწილდით. ისიც არ მიკითხავს ის ორი გვრიტი ერთად იყო თუ არა... ახლა ყველაზე მეტად დასვენება მინდოდა, რომ საღამოს შეხვედრისათვის კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი.... საწოლში შევძვერი და გავიტრუნე, ისე მესიამოვნა შხაპის მერე საწოლზე დაწოლა, ვინმეს ეგონებოდა, ამ გოგოს საწოლი არასოდეს უნახავსო....
ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა ტატო, თვალები ჯინაზე არ გავახილე, მარტო ყოფნა მინდოდა, მის გარეშე ყოფნა.. ცრემლები ყელში მეჩხრებოდა იმის გამო რომ ნიტაც წამოიყვანა,, ვიცოდი ეს გოგო არ მოასვენებდა და ღამით მასთან ერთდ იქნებოდა....
საწოლის კიდეზე ჩამოჯდა , ცხელი ტუჩები შემახო ლოყაზე და სახეზე ჩამოყრილი თმები გადამიწია ათრთოლებული თითებით ... ჩემი ხელი ხელებს შორის მოიქცია და გულზე მიიდო. მივხვდი რომ რაღაცა მის გულშიც იყო არეული და ამის დალაგებას ისიც ასევე ცდილობდა...
მაგრამ მე რა მინდოდა ეს იყო მთავარი.. მე რა უნდა გამეკეთებინა ამას ვერ ვხვდებოდი...

**
შეხვედრამ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა....
ბედნიერებმა გავხედეთ ერთმანეთს, ორივეს გვეამაყებოდა რომ ბიძიას ჩაბარებული საქმე ასე კარგად დავასრულეთ....
ჯიქურ წამოვიდა ჩემსკენ , ხელი მომკიდა და გამიყვანა. არც უკითხავს მინდოდა თუ არა,, არც მე გამიცია ხმა... უხმოდ მივყვებოდი ...
თვალებზე ხელი ამაფარა და გამაფრთხილა საფეხურებზე ნელა ამოდიო... სახეზე ბედნიერი ღიმილი მეფინა გული კი დამფრთხალი ჩიტივით მიფართხალებდა..
ვიგრძენი როგორ მომხვია წელზე ხელები და მთხოვა თვალები არ გამეხილა... ნელა დამატრიალა და მკლავზე გადამიწვინა...
- მიყვარხარ ქეთო, როგორ დაგაჯერო, ისე ახლოს მიჩურჩულა ყურთან კინაღამ გული გამისკდა...
- ტატო არ გინდა.... ამაზე ხომ ვილპარაკეთ.... მოიცადე წვიმს თუ რა არის?- გაოცებულმა ავაფახუნე ლურჯი თვალები და ტატოს ავხედე...
- შენ ხომ გინდოდა შამპანურის წვიმა.. ხოდა აქააა.. შენი შამპანურის წვიმა.ჩვენს გარშემო რამოდენიმე ადამიანი იდგა და აქაფებულ შამპანურს თავზე გვასხავდა.... მართალია ვარსკვლავებს ვერ მივწვდი ციდან რომ ჩამომეყარა მაგრამ მგონი ეს ვარდის ფურცლების საკმარისია... თანაც ნახე როგორც შენს ოცნებაშია ყველა ყვავილი შენთვისაა გაშლილი, ყველა ერთად...
- წარმოუდგენელია . გაოგნებულმა ამოვილუღლუღე და მაგრად ჩავეხუტე ტატოს.... საოცრებაა რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე..
- როდესაც გიყვარს ყველაფერს გააკეთებ იცოდე... მე შენ მიყვარხარ და ამას ვეღარ დავმალავ.... მინდა რომ დაფიქრდე და პასუხი ისე გამცე.
- გპირდები რომ დავფიქრდები. გპირდები ტატო.... მხარზე დავადე თავი და მუსიკას ნელა ავაყოლე ტანი. მისი გულის ძგერა ისე კარგად და მკვეთრად მესმოდა, ვხვდებოდი რომ ახლა ჩვენ გულების რითმი ერთი დ იგივე იყო. ზუსტად ერთი და იგივე კითხვას სცემდა პასუხს..



ესეც მეთორმეტე თავი....
აბა შეფასება თქვენზეა..



№1  offline წევრი Jeje Lava

love love love love love love love ყველაზეეე მაგარი ადამიანი ხარრ შეენ ჩემო თუკაააააააა love love love love love love

 


№2 აქტიური მკითხველი uchveulo

mokled davitanjee raa amati shemyuree ❤️ malee dadee ra magaria dzaa

 


№3  offline წევრი Unnamed

Eee.. Sayvarlebiii :*

 


№4  offline წევრი Sopo-sopo

ჩეეეემიი თბიილეეებიიი....რა კარგიი თავიი იყოოოო<3

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მომწონს..ყოჩაღ.ველი შემდეგს love

 


№6  offline წევრი ლილე

hihi... ra magaria... savarlebi... au rato ver xvdeba ro uyvars ra kai bichia tatoo... ❤️ ❤️ ❤️ ❤️ 

 


№7  offline წევრი N7

ტატო ჩემი ბიჭია, გინდა გაგიჟდეს ქეთო ეჭვიანობით, ვსო, გადაწყდა :დდ❤❤❤ თუკა, შენზე ვგიჟდები, გითხარი უკვე?!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline წევრი nini5852

დავიტანჯე რა ამ ბიჭის საცოდაობით რას არ აკეთებს მაგრამ მაინც ვირულად იქცევა :D დაუჯეროს რა რომ ეუბნება მიყვარხარო და შეიყვაროს მანაც (ნუუ თუ არ უყვარს) :D რაც შეგეხება შენ თუკა ყველაზე მაგარი მწერალი ხარ ამ საიტზე ვის ისტორიიებსაც კი ვკითხულობ N1 ხარ ჩემთვის. იმდენად მომწონს შენი ისტორიები რომ ზოგიერთი ისტორია 3-4 მაქვს წაკითხული ასეე გააგრძელე :* :* წარმატებებიი:*

 


№9  offline წევრი usazgvro

Uudzaan magresi istoriaa sagol

 


№10  offline წევრი Annee

უუუმაგრესი ხარ თუკა!! love love love love love love love love

 


№11  offline წევრი marisa

ვაიმე, რა კარგია, რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდნენ უკვე :) ძალიან ვისიამოვნე ამ თავით და იმედია, აწი სერიოზულად აღარ გაიბუტებიან. ეს ბიძიაც კარგი ტიპია :)

 


№12  offline მოდერი aleqsandra

უკარგესია თუკააა love ამ თავმა გული და სული დამინაგველა და დამიფერფლააა recourse ხშირად არ მართლდება ფრაზა ''ყველაზე დიდი სიყვარული ჩხუბით იწყებაოოო''!!! sad მიყვარხარ ძაალიან თუკუნია love

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარია, ყველა შენი ნაწარმოებიდან ეს ყველაზე მხიარული და განსხვავებულია ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent