შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა სიკვდილი 16 თავი


17-05-2015, 20:09
ავტორი lullaby
ნანახია 4 405

ნინე
***
ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამდე, სანამ ტვალეტში გასულმა ვესტიბიულში ზურგით მდგარ მამაკაცს არ მოვკარი თვალი. მისი არც სახე დამინახავს, არც ხმა მომისმენია, მაგრამ ერთმა შეხედვამ ეჭვებში ჩამაგდო. სანამ მობრუნდებოდა, მანამ გავეცალე იმ ადგილს და მას შემდეგ ვეღარ მოვისვენე. კაცი ძალიან მივამსგავე ქერა ექიმს და გონებაში ამ აზრის გავლების შემდეგ გული ვეღარ დავიმშვიდე. ვერც ვერავის ვუმხელდი. რომ შევმცდარიყავი, ხომ ტყუილად ავაფორიაქებდი ყველას? რომ დავრწმუნებულიყავი, ერთხელ კიდევ ჩავედი რესტორნის პირველ სართულზე, მაგრამ მისი მსგავსი ტანსაცმლით არავინ მინახავს.
ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. გონებაში ვიმეორებდი, რომ რაღაცეები მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვაჯერებდი თავს ამაში.
ჩემი მღელვარება ლუკამ მაინც შეამჩნია და გამომელაპარაკა. სწორედ მასთან საუბრისას ფანჯრიდან დავინახე იგივე მამაკაცი, ისევ ზურგით მდგარი და ვიღაცასთან მოლაპარაკე და გადავწყვიტე ეჭვები გამეფანტა. ჩავიდოდი და ვნახავდი ის იყო თუ არა. ლუკას ვუთხარი, სუფთა ჰაერზე გავალთქო, მობილური ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი. ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ნერვიულობისგან მაინც ხელები მიცახცახებდა. ვესტიბიული გავიარე, გარეთ გავედი და იმ მხარეს გავემართე, სადაც ის დავინახე. გაზონიან ადგილს დეკორატიულ ბუჩქებში ჩამონტაჟებული განათებები იისფრად ანათებდა. ირგვლივ არავინ იყო.
- იდიოტი ვარ! - ჩავილაპარაკე და ღრმად ჩავისუბთქე. სასიამოვნოდ გრილოდა. რესტორნის მეორე სართულს ავხედე და ლუკა გამახსენდა. გადავწყვიტე ჩამომეპატიჟებინა და ის იყო მასთან დავრეკე, რომ ზურგიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. მივბრუნდი და... ჩემ წინ ის იდგა. არ შევმცდარვარ. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მიღიმოდა. ერთიანად გავიყინე და როგორ ჩამომივარდა ყურიდან მობილურიანი ხელი, ვერ მივხვდი.
- ასე, ასეე... ამას ვის ხედავს ჩემი ობლად დარჩენილი ერთი თვალი?!
ენას ვერ ვამოძრავებდი. ის შემართება, რომელიც აქამდე მქონდა, მისი დანახვით გამოწვეულმა შიშმა მთლიანად გადახაზა. თითოეული მაასთან გატარებული წუთი ნემსებივით მერჭობოდა სხეულში. მას კი ისეთი უდარდელი სახე ჰქონდა, თითქოს ის-ის იყო ანგელოზის ფრთები მოეხსნა.
- ღმერთო ჩემო, თვალს ვერ ვუჯერებ! - გაიცინა და მომიახლოვდა. გაქვავებული ფეხები უკან დასახევადაც ვერ გავამოძრავე. - შეხვედრაც ამას ჰქვია. თან როგორ გამოპრანჭულხარ?! რაო, არ მელაპარაკები? - კიდევ უფრო მომიახლოვდა. მობილურს ისე ძლიერ ვუჭერდი თითებს, მეგონა ხელში ჩამეფშვნებოდა. - კარგი რაა, ამდენი ხნის მეგობრები ვართ, თითქმის ნაცნობები. ხო, მართლა, სულ მაინტერესებდა, რატომ არ ჩაგვიშვი „ძაღლებთან“?
მკერდში სიმხურვალეს ვგრძნობდი, მუხლები დამიბუჟდა, მუცელი ამტკივდა. ღმერთო, მას შემდეგ, რაც იმ შენობიდან გამოვიქეცი, მზად ვიყავი ეს ღორი და ის წითელჩიბუხიანი მომეკლა. მზად ვიყავი, იარაღით თუ არა, ცარიელი ხელებით მაინც მეცადა ეს. ახლა რა მჭირდა? მე ხომ ის ვიყავი, ვისაც პასუხი უნდა ეგებინებინა ჩემ და ქეთის გამო? ახლა რატომ ვცახცახებდი შიშით?
- ოო, ნინე, კარგი რაა! მე ისიც კი გაპატიე, თვალი რომ ამომთხარე. შენ კი ერთი სიტყვაც არ გემეტება ჩემთვის.
- ცდები, თუ გგონია, რომ ძალიან უსაფრთხოდ ხარ. - ვუთხარი და მის ზურგს უკან, რესტორნიდან გამოვარდნილი ლუკასკენ გავაპარე თვალები.
- ღმერთო, ხმაც როგორ შეგცვლია. რომ იცოდე, როგორი მადისაღმძვრელი ხარ. - ის იყო ხელი ჩემკენ წამოიღო, რომ ლუკა მოვარდა.
- თითი არ დააკარო შენი დედაც!.. - იღრიალა ბიჭმა, ხელი ჰკრა და მისმა მთელი ძალით მოქნეულმა მუშტმა დავითი გაზონზე დააგდო. მაშინვე წამოდგა. ლუკა ჩვენ შორის ჩადგა. მის სახეს ვერ ვხედავი. მხრები გახშირებული სუნთქვისგენ სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. ქირურგმა პირზე მოისვა ხელი. ტუჩიდან სისხლმა გადმოხეთქა.
- შენ, - თქვა მან და სახე დამანჭა. ალბათ ახლად გახეთქილი ტუჩი ეტკინა. - აბა მითხარი, საიდან მეცნობი...
- გეცნობი? კარგია თუ გეცნობი. - ლუკა მისკენ წაიწია და ყელში სწვდა. - მალე გაგახსენებ ჩემ თავს და გარწმუნებ, დიდხანს ვერ დამივიწყებ. - ბიჭმა მუცელში ამოარტყა მუხლი და დახშული კვნესა მომესმა. დავითი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ ლუკასთან შედარებით სუსტი სხეულით ვერ ახერხებდა.
- ლუკა! - დავუყვირე. არ მინდოდა ხმაურზე ხალხს მოეყარა თავი. ის კი ვერ მშვიდდებოდა. შემეშინდა, ამდენი ცემით ხელში არ შემოჰკვდომოდა. - ლუკა გეყოფა, გთხოვ. თავი დაანებე! - მივუახლოვდი და მხრებში ვწვდი. ერთიანად ცახცახებდა. შუბლზე ძარღვები ამოჰბერვოდა. ხელები მაგრად ჩავჭიდე და უკან დავახევინე. შემომხედა. თვალები სიშმაგისგან უგიზგიზებდა.
- ხომ კარგად ხარ? - მკითხა.
- ხო. გეყოფა, შეეშვი ამას. - იმ წამს რესტორნიდან ბექა და ბაჩო გამოვიდნენ და დაგვინახეს თუ არა, ჩვენკენ გამოქანდნენ. გაოგნებულებმა დახედეს გაზონზე მოკუნტულ, აქოშინებულ ქირურგს, რომელიც ყველას ზიზღით გვათვალიერებდა და დახოცვით გვემუქრებოდა.
- გაები, შენი დედაც!.. - გამოსცრა ჩემმა ძმამ და დავითს საყელოში სწვდა.


ლუკა
***
ვფიქრობდი და თავი მიხურდა.ვგრძნობდი, რა სისწრაფით მიედინებოდა სისხლი ძარღვებში. ახლა, როცა ერთი მათგანი ჩემს ხელში იყო, საკუთარი თავის მეშინოდა. რაღაცა ისეთის ჩადენას ვაპირებდი, რაც „ჩვეულებრივი“ მე ჩვეულებრივ სიტუაციაშე გააპროტესტებდა. წინასწარ ვეგუებოდი იმას, რომ რაღაც დროის მანძილზე გრძნობები უნდა გამეთიშა და ჩამედინა ისეთი რამ, რაც ორივე ქირურგის მოკვლის სურვილს ოდნავ მაინც ჩამიცხრობდა. მაგრამ რა უნდა ყოფილიყო იმაზე უარესი, რაც მათ ქეთის და ნინეს გაუკეთეს? არაფერი. ვიცოდი რაზეც მივდიოდი და მზად ვიყავი ამისთვის. ძალამ, რომელიც სამი წლის მანძილზე ჩამქრალი იყო, უკანასკნელი დღეებში გამოიღვიძა და ახლა მთელი მონდომებით მაწვებოდა თითებზე. თუმცა, მანამ არ მივცემდი ამს ამოქმედების საშუალებას, სანამ ამის დრო არ დადგებოდა.
კიდევ ერთხელ გადავხედე ჩვენს გეგმას. ყველაფერი სწორად იყო გათვლილი. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ შეგვიშლიდა ხელს, ყველაფერი უნაკლოდ დასრულდებოდა.
- ბაჩო ნაცვლიშვილი! - დაიძახა ქალმა და ფიქრებიდან გამომიყვანა. პაციენტებს შორის ბაჩოს ეძებდა.
- მე ვარ. - ავდექი საკამიდან.
- შებრძანდით, ბატონი ვახტანგი გელოდებათ.
ქალმა კაბინეტამდე მიმაცილა და კარი გამიღო. მადლობა გადავუხადე და ოთახში შევედი. აი ისიც! ორი წამით სუნთქვა შევიკარი, რომ ქირურგის დანახვით გამოწვეული სურვილები ჩამეცხრო და თავი ხელში ამეყვანა. შევხედე თუ არა, ყველაფერი გამახსენდა: მისი გარეგნობა, ხმა, სიტყვები, ის საათები, რაც სამი წლის წინ ამ საავადმყოფოში გავატარე. მაგიდასთან მჯდარმა რაღაც ჩაინიშნა და ამომხედა.
- გამარჯობა. აქ დაჯექი. - მითხრა და ისევ ფურცლებს ჩახედა. - ერთი წუთით, რაღაცას დავასრულებ და მოგხედავ. ბაჩო, არაა?
- დიახ. - ხმა ჩამხლეჩოდა. ჩავახველე.
მშვენიერია, ვერ მიცნო. სწორედ ეს მაწყობდა მეც. თუ არა-და პირდაპირ საქმეზე უნდა გადავსულიყავი. სანამ ის თავის საქმეს აკეთებდა, მე მობილური შევამოწმე და ბექას, რომელიც ფოიეში მოშორებით მელოდა მივწერე, რომ ადგილზე ვიყავი.
- მაშ ასე. - სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო. თვალი გავაყოლე. იქვე ახლოს წითელი ჩიბუხი იდო. - სუნთქვის პრობლემები გაქვთ არა?
- იცით, კი... თუმცა მე არა, მე ჯანმრთელი ვარ.
- ბოდიში, ვერ გავიგე? - დაიბნა.
- მე... - მისკენ გადავიხარე და ფრთხილად ვუთხარი. - თქვენთან მოსვლა დათომ მირჩია. მითხრა, რომ დამეხმარებოდით.
- დათომ? ვისზე მეუბნებით?
- დავით გვაზავა.
კაცი წელში გასწორდა. ჯერ ჩიბუხი აიღო, შემდეგ დადო და კვლავ სათვალე მოირგო. დაიბნა და აფორიაქდა, მაგრამ ცდილობდა არ დასტყობოდა.
- კონკრეტულად რასთან დაკავშირებით გაგიწიათ რეკომენდაცია? - გამომცდელად შემათვალიერა.
- მაპატიეთ. ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი. - ამოვიოხრე. - ჩემი მეუღლე... იცით, მას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ახლახანს თურქეთში ვიყავით სამკურნალოდ. მას ფილტვების უკმარისობა აქვს...
- ხოო, გასაგებია... თუმცა შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ოპერაცია თავიდან აირიდოთ და...
- ვიცი, რისი თქმაც გინდათ, მას უკვე აქვს ჟანგბადის ბალონი, მაგრამ ორგანიზმი ძალიან სუსტია, ფილტვებიც საკმაოდ დასუსტებული. დიდხანს ვერ გაძლებს...
- კი, მაგრამ მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ბატონო ვახტანგ, ხვდებით ალბათ საითაც მივდივარ. ხომ გითხარით, ბატონმა დავითმა მირჩია თქვენთან მოსვლა. მითხრა, რომ თქვენ შეძლებდით ფილტვის გადანერგვას.
- დონორი თუ გყავთ, შევძლებ რა თქმა უნდა. - მხრები აიჩეჩა, თუმც სახეზე ეტყობოდა, კარგად ხვდებოდა საითაც მიმყავდა საუბარი.
- დონორი არ გვყავს. - თავი გავიქნიე.
- საავადმყოფოს მით უმეტეს არ ეყოლება.
- ბატონო ვახტანგ, გთხოვთ. ნებისმიერი თანხის გადახდა შემიძლია, თუ გნებავთ წინასწარ. მართლა არ მაინტერესებს საიდან მოიყვანთ დონორს. მე ჩემი მეუღლის გადარჩენა მინდა და გამოიყენეთ თქვენი მეთოდები.
სიჩუმე ჩამოვარდა. უემოციოდ შემომყურებდა. გაერკვა, რომ მის საქმიანობაზე ყველაფერი ვიცოდი. ალბათ დავითის „რეკომენდაციამ“ გაჭრა. ახლა ალბათ იმაზე ფიქრობდა, რამდენად კარგი გადამხდელი ვიყავი. სავარაუდოდ, უკანასკნელი წარუმატებლობის შემდეგ, ჩემთვის უარი არ უნდა ეთქვა.
- კარგი. - თქვა ბოლოს. - მოდი დავითს გადავურეკავ. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? - მობილური აიღო.
- რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ. - შევიცხადე.
გავთვალეთ, რომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო და ვახტანგს მისთვის ეჭვების გასაფანტად დაერეკა, ამიტომ ახლა დავითთან ბაჩო იმუშავებდა.
- დათო... რას შვები?... რატო გირეკავ. აქ ერთი ბიჭია მოსული, მითხრა, რომ შენ გამოგიგზავნია... ხოო?... კაი და ხმაზე რა გჭირს?... ააა... კაი მაშინ... დღეს მნახე. - თქვა მან და გათიშა. კმაყოფილმა ღიმილი ვერ შევიკავე. მომიბრუნდა. - კარგი. როგორც ჩანს იცი, როგორ კეთდება ეს ოპერაცია.
- ვიცი, ვიცი. - თავი დავუქნიე.
- და ალბათ იმასაც ხვდები, რამდენად გასაიდუმლოებული უნდა იყოს ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივმართავ.
- რა თქმა უნდა, სულელი კი არ ვარ. მითხარით, რამდენად სწრაფად გამოიძებნება თუ რასაც ეძახით ამას, დონორი?
- ჯერ შენი მეუღლე და მისი ანალიზები უნდა ვნახო. დონორზე და ანაზღაურებაზე შემდეგ ვიზრუნოთ.
- კარგით. - სრულიად საკმარისი იყო მისი საუბარი. მობილური ამოვიღე და აქამდე ჩართული ხმის ჩამწერი პროგრამა გამოვრთე. - ყველაფერი გასაგებია, თუმცა, აქ ერთი დიიდი პრობლემაა.
- რა პრობლემა? - შუბლი შეკრა და დაეჭვებულმა გამომხედა.
- ჩემი მეუღლე დიდი ხანია მკვდარია.
- რაა? - ხმაზე გაურკვევლობასთან ერთად „პაციენტთან“ ჩაფლავების შიშიც დაეტყო.
- ხო, ნაბი*ვარო. - მისკენ გადავიხარე და აქამდე დაგროვებული ზიზღი ერთიანად გადმოვანთხიე. - ის შენ მოკალი, სამი წლის წინ. რაო, აღარ გახსოვს? თუ მოიცა, მოიცა, გაგახსენდა?
დაფრთხა და მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა. ის იყო მაგიდის უჯრისკენ წაიღო ხელი, რომ წამოვდექი, ზურგიდან იარაღი ამოვიღე და დავუმიზნე.
- მაგიდაზე დააწყე შენი ბინძური, სისხლიანი ხელები, თორემ ძალიან მალე სუნთქვის უკმარისობა შეგაწუხებს.
- შენ მე ვერ მესვრი. - ამომხედა ცივი, გაღიზიანებული და ამავდროულად დამარცხებულის სახით.
- და ნეტავ იცოდე, როგორ სიამოვნებით გესვრი. ერთ ტყვიას ერთ ფილტვში, მეორეს - მეორეში, მესამეს - გულში, მეოთხეს ტვინში. ან არა. იქნებ მე და ნინეს გადაგვენაწილებინა? მასაც ხომ უნდა ხვდეს ეს სიამოვნება წილად? - კაცმა თვალები ჭყიტა და მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა. სახე გაუფითრდა. - ახლა შენს მდივანს დაურეკავ. ეტყვი, რომ ყველა კონსულტაცია გადადოს. შემდეგ კი დავითს, იმ მეორე ნაბიჭვარს ვესტუმრებით. ხომ გინდოდა მისი ნახვა? გაფრთხილებ, არანაირი ზედმეტი მოქმედებები და სიტყვები, თორემ მე დასაკარგი არაფერი მაქვს.


ნინე
***
ნამდვილად, ძალიან ადვილია შორიდან იმ ზღვრამდე გძულდეს ვინმე, რომ არც კი ფიქრობდე მისი მოკვლის სირთულეზე. ამ დროს ფანტაზიაც უსაზღვროა, თუმცა სულ სხვაა, როცა ის ადამიანი შენ წინ დგას, თვალებში გიყურებს და არც კი ნანობს იმას, რის გამოც შეიძულე.
ორივე მათგანი ჩემ წინ იყო სკამებზე მიბმული. ზუსტად იმ ოთახში ვიმყოფებოდით, რომელშიც ერთი წელი გავატარე. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც შიშს, ვერც სიძულვილს, ვერც ტკივილს. მთლიანად ცარიელი ვიყავი. მხოლოდ მციოდა, საშინლად მციოდა იმ მოგონებებისგან, რომლებიც ამ ოთახში ქარივით ტრიალებდნენ. ბიჭები ჩუმად იდგნენ. არ ვიცი, რას ელოდნენ. თითქოს ჩემიდან გამომდინარე აპირებდნენ ნაბიჯების გადადგმას. მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა
- მოდი თავიდან დავიწყოთ. - თქვა ლუკამ და ჩემ გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა. გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ჰაერი მჭირდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე. - პირველ რიგში, სულ ფეხებზე მ*იდია როდიდან იღებს თქვენი ბიზნესი სათავეს. როგორი ძირძველიც არ უნდა იყოს ის, დღეიდან ისე გაქრება, როგორც შენი თვალი. - ჯერ დავითს გახედა ლუკამ, შემდეგ მე ამომხედა ბოროტული ღიმილით.
- შენ რა, მართლა გგონია, რომ ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებდით? - დამცინავად გადმოგვხედა ვახტანგმა. – რა სუსტია ადამიანის აზროვნება.
- არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა ლუკამ. - და სიმართლე გითხრა, არც ვაპირებ ამაზე თავის ტეხვას. ყველაფერს პოლიცია მიხედავს.
- პოლიცია? - გადაიხარხარა დავითმა. - თქვენ რაა, აქ იმისთვის მოგვიყვანეთ, რომ „ძაღლებს“ მიუგდოთ ჩვენი თავი? მაგარი სი..ბი ხართ!
ვახტანგს გავხედე, მეწყვილესგან განსხვავებით არ ეცინებოდა, უფრო მეტიც, მის სახეზე შიშიც კი ამოვიკითხე. არც ბექას გამოჰპარვია.
- დიახ, - თქვა ჩემმა ძმამ. - თუ გგონიათ, რომ გაგისწორდებით და თავისუფლები იქნებით? ან ხელში შემოგვაკვდებით? მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ჩალპეთ, ნაბი*ვრებო, იმისთვის რაც ნინეს წაართვით!
- მისთვის ვერაფრის წართმევა მოვასწარით, სამწუხაროდ. დრო ხშირად გვიცრუებს იმედებს.
ბექამ მე გამომხედა. ნაკვთები დაძაბული ჰქონდა. უკვირდა, ასე ჩუმად და უმოქმედოდ რატომ ვიდექი. შემდეგ თითქოს ჩემი მაგიერი იყო, მუშტი მოიქნია და ვახტანგი სკამზე შეირხა.
- და ასე აპირებთ გაგრძელებას? - სახე დამანჭა მან და დასისხლიანებული ტუჩი გაილოკა.
- არა ტოო, ახლა „ნაშები“ ამოვლენ და სტრიპტიზს გვიცეკვებენ. - ჩაიცინა ბაჩომ და მსახიობურად კარი გამოაღო.
- ერთიც საკმარისი იქნება, ყველას გვეყოფა. - შემათვალიერა ცალთვალამ. მკერდში რაღაც მომაწვა. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და სანამ მისკენ წაწეული ბექა რამეს მოიმოქმედებდა, დავითს ვეცი და ბოლო დროს ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილებით ლოყაზე ჩამოვკაწრე.
- შე ბო*ო! - იღრიალა კაცმა და თავი ჩამოჰქონდრა. ახლაღა ავცახცახდი. ახლაღა მივხვდი, ვინ ისხდნენ ჩემ წინ. პირველმა მოქმედებამ სისხლი ამიმღვრია, სიძულვილმა საფეთქლები ამიწვა. ლუკა ფეხზე წამოიჭრა. მე იქვე, მეორე სკამზე დადებულ ბაჩოს იარაღს ვწვდი და დავითს დავუმიზნე.
- ნინე! - ბექამ ჩემკენ წამოიწია, ლუკამ შეაჩერა. ყურები მიკიოდა. მეგონა თავი გამისკდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბზარები მიჩნდებოდა და ნაწილებად ვიშლებოდი.
- მიდი, მესროლე შენი დედაც!.. ციხეში წასვლას არ ვაპირებ! - დაიღრიალა დავითმა.
ის დღე გამახსენდა, ლუკა იარაღით სროლას რომ მასწავლიდა ტყეში. მაშინ მიზანში ამოღება მიჭირდა, რადგან ქილები ჩემგან დაახლოებით შვიდ-რვა მეტრში იყვნენ ჩამწკრივებულნი. ახლა საქმე გაცილებით მარტივი იყო. სამიზნე ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებით იჯდა, იარაღი თითქმის მის შუბლს ეხებოდა. ის კი ცივი, გამძვინვარებული თვალებით მომჩერებოდა. გაცხარებული ქშინავდა და მისი ხმაური უფრო მეტ ადრენალინს მიგროვებდა სხეულში.
იარაღს თითები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და გადავტენე. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ერთი წამია, მთავარია ამის დრო მოვიდეს. მე ერთხელ უკვე მოვკვდი და მშვენივრად ვიცოდი, რა გრძნობაც იყო ეს: სიცარიელე. ტკივილი, რომელსაც ფიზიკურად ვგრძნობდი, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩემ შიგნით ხდებოდა. ამ ორის დამსახურებით ჩემ წარსულს არ ერქვა ლამაზი და ტკბილი. ამ ორმა ნაიარევებით ამავსო და ისინი გამუდმებით დამაბრუნებდნენ წარსულში, რამდენად იდეალური აწმყოც არ უნდა მქონოდა.
მაგრამ არა... ჩახმახზე თითის გამოკვრა არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ტყეში. ტყვიას, რომელიც გამოვარდნას ელოდა, ადამიანის მოკვლა შეეძლო. ჩემში კი სურვილების კორიანტელი იდგა და გამოკვეთილად არც ერთი არ ჩანდა. ხელები ამიცახცახდა, თვალები ცრემლებმა დამიბინდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე იმსახურებდა სიკვდილს, მე ეს არ შემეძლო. მე მათსავით მკვლელი ვერ გავხდებოდი. გაღიზიანებულმა მოვიქნიე ხელი და დავითს იარაღი სახეში ვესროლე. კაცი აყვირდა და გამძვინვარებული მხეცივით დაიწყო თავის ქნევა. მოვბრუნდი და ოთახიდან გავედი. ლუკა უკან მომყვა. ჩამოშლილ ფოიეში უფრო მეტად იგრძნობოდა ნესტის სურნელი. გამახსენდა, როგორ გაჭირვებით გავირბინე ეს ადგილი გარეთ გასასვლელად. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ხრიალის მსგავსი რაღაც აღმომხდა.. იმ წამს ლუკამ მომხვია ხელები, მომაბრუნა და გულზე მიმიკრა. ვკანკალებდი. გულზე რაღაც ძლიერ მიჭერდა და ყვირილს მაიძულებდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. დაჯდომა მინდოდა, არა, დაწოლა და ძილი, ძილი მანამდე, სანამ ყველაფერი არ დასრულდებოდა.
- დამშვიდდი. - მითხრა ლუკამ და თავზე მაკოცა.
- ბექა რატომ გააჩერე, რატომ ლუკა. მე რომ...
- ვიცოდი, რომ არ ისროდი. საკუთარ თავს ასე ვერ ავნებდი, ნინე.
მის მაისურს ჩავეჭიდე. ისე მჭირდებოდა მასთან განმარტოება, როგორც არასდროს.
- აუცილებელი არაა, აქ იყო. თუ გინდა მანქანაში ჩაჯექი და ცოტა ხანში სახლში წაგიყვან.
- არა, დავრჩები. - ვცდილობდი ნორმალურად მესუნთქა და ფილტვების ტკივილი ჩამეცხრო.
- ნინე, ვერ ვიტან როცა ისინი გიყურებენ. მოდი რაა, წაგიყვან სახლში. - თავი დამიჭირა მან. ისეთი თბილი და მზრუნველი ხმა ჰქონდა, რომ გამეღიმა.
- კარგად ვიქნები, ნუ ღელავ.
- მაინც ვფიქრობ, რომ...
- თუ ვერ შევძელი გამოვალ. - ვუთხარი, მისკენ მივიწიე და ტუჩებთან ახლოს ვაკოცე. შუბლი შეკრა და თითებით ოდნავ შეეხო ჩემს სახეს. თვალებში ეჭვი ედგა. - გპირდები ლუკა, თავს ძალას არ დავატან.
- კარგი. - თავი დამიქნია და ოთახში შებრუნდა. მეც მივყევი. დავითს შევავლე თვალი. სველი იყო.
- რა დაემართა? - ბაჩოს გავხედე.
- ფაფასუაა ტოო, გონება დაკარგა იარაღი რომ ესროლე. ხო-და გამოვაფხიზლე რა.
- გავაგრძელოთ. - თქვა ლუკამ. - გასაგებია თქვენი პოზიცია, ციხეში არ გნებავთ მოხვედრა... ჩვენი სურვილი კი ზუსტად თქვენის საწინააღმდეგოა.
- თქვენი დედაც!... - აფეთქდა ვახტანგი. - რა გგონიათ, ციხეში თუ მოვხვდით, თქვენ აქ სუფთად დარჩებით?... გაგიყოლებთ თან...
- რისთვის? - შეიცხადა ბექამ.
- ჩვენზე ძალადობისთვის.
- ახლა აქ გიორგიც უნდა იყოს. - თქვა ლუკამ. - ის გაგარკვევდათ ყველაფერში.
- ეგ ვინ ჩემი ..ეა?
- პოლიციელი... რომელიც თქვენს მოძებნაში დაგვეხმარა და რომელიც მაშინვე გაგაქრობთ, როგორც კი რამე დაგცდებათ ჩვენზე. ჩემგან არ გესწავლებათ ალბათ ციხის ცხოვრება. ახლა კი, მითხარით, რა გაუკეთეთ ქეთის.
- ბევრის ცოდნა ადამიანს მალე აბერებს. გარდა ამისა, ჩავლილი ამბავია, მეგონა დაივიწყებდი. გამუდმებით ამაზე რომ იფიქრო, დაისტრესები. არ გირჩევ.
- კითხვას უპასუხე, შენი დედაც! - თმაში სწვდა ბექა ვახტანგს და თავი ისე გადააქაჩინა უკან, რომ მეგონა ხორხი ამოუვარდებოდა. კაცი ახრიალდა. ბექამ რამდენიმე წამში გაუშვა.
- კიდევ ერთხელ გეკითხები და მიპასუხე, თორემ რაღაც ძალიან არასასიამოვნოს ჩავიდენ. რა გაუკეთე ქეთის?!
- შემაშინე რაა... თქვენ რა ჩემი ფეხები შეგიძლიათ... ანდაც, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, უკვე გამოტირებული გყავს.
- ასე... - ჩაილაპარაკა ლუკამ. - ბაჩო, მომაწოდე ტომარა.
ლუკამ ბიჭს უხეში ნაჭრის ტომარა გამოართვა და ვახტანგისკენ გაემართა, რომელიც თვალებდაჭყეთილი თავს იქნევდა.
- თქვენი დედაც... თავი დამანებეთ, მაინც ვერ ეღირესებით ვერაფერს! ჩემ ფეხებს გაიგებთ ჩემგან გესმით? ჩემ ფეხებს! - ხმა უკვე მოგუდული ჰქონდა, რადგან თავზე ტომარა მოარგეს. ბექამ თავი დაუჭირა. ის მაინც მხეცივით ბორგავდა სკამზე, მეგონა გადმოვარდებოდა. გული საშინლად მიცემდა. არ მეგონა მსგავსი რამის ნახვა თუ მომიხდებოდა. ახლა მივხვდი, რად უნდოდათ ამდენი წყალი, ოთახის გარეთ რომ იდგა. ლუკამ ერთი ბალონი შემოიტანა და ვახტანგს ძალიან ნელა დაასხა თავზე. წყალი ბალონიდან წყაროსავით მოდიოდა, კაცს სახეზე ესხმოდა და მთლიანად ასველებდა. ვახტანგი ცდილობდა თავის ქნევას, მაგრამ ბექას ხელით ჰყავდა გაკავებული. კაცი ხაოდა, ხრჩობის ხმას გამოსცემდა... მეგონა გული აერეოდა. ეს დაახლოებით ოცი წამი გაგრძელდა. ლუკამ ბალონი დადგა და ტომარა თავიდან მოაძრო. ვახტანგს ხველა აუტყდა.
- აბა ახლა ვცადოთ... - თქვა ლუკამ. - რა უქენით ქეთის...
- რაც უნდა გვექნა. - ჩაიცინა დავითმა და ვახტანგს გადახედა, რომელსაც ლაპარაკი ჯერ არ შეეძლო.
ტანზე ცივმა ოფლმა დამასხა. ნუთუ მასზე იძალადეს? არა, ეს არ იყო გასაკვირი. გამაჟრჟოლა. მე... ხომ შეიძლებოდა ჩემზეც გაემეორებინათ ესს?
ლუკა წელში გასწორდა და გამომხედა. ალბათ იმავეს ფიქრობდა ისიც. მისი ხშირი სუნთქვა მთელ ოთახში ისმოდა. შემდეგ მიბრუნდა და დავითს ორჯერ დაარტყა სახეში.
- სად არის ქეთის სხეული ამოღერღე, ნაბი*ვარო! - იღრიალა ლუკამ და პერანგის საყელოში სწვდა.
- მე რა ვიცი, მე კი არა დამიმარხავს! - გამოსცრა მან და იმ წამს მისი ცხვირიდან წამოსული სისხლი დავინახე. ცხვირთან გავისვი ხელი, მეგონა მალე მისი სუნი დადგებოდა.
- კაი... - თავი დაიქნია ლუკამ. - ბაჩო, მგონი ამასაც სწყურია.
იგივე გაიმეორეს დავითზეც. არა, ისინი საერთოდ არ მეცოდებოდნენ... ამ წუთას, ამ ოთახში მყოფი ყველა სათითაოდ ბოროტები, ცხოველები და დაუნდობლები ვიყავით...
სანამ დავითი სველდებოდა, ვახტანგი გონზე მოვიდა... გახშირებით სუთქავდა... ვუყურებდი და მძულდა, მეზიზღებოდა...
- სანამ ეს ჭკუაზე მოვიდოდეს, - მისკენ მიტრიალდა ლუკა და ტომარა გაწურა. - ილაპარაკე შე ღორო, სანამ უარესზე არ გადავსულვარ... დამიჯერე ამაზე ბევრად სანახაობრივი და მრავალფეროვანი იდეები მაქვს... მითხარი! - იღრიალა წყობიდან გამოსულმა. - რომელი ორგანოსთვის მოკალით ქეთი! რამდენი გადაგიხადეს?!
- ორგანოსთვის? არა შენი დედაც...
- არა? აბა რა, აბა რა გაუკეთეთ ამოღერღე! - ვახტანგი დუმდა. ლუკამ დანას დაავლო ხელი და ლოყაზე მიადო. კაცი აიწურა და თვალები ჭყიტა. ბიჭმა ოდნავ დაატანა ძალა დანას და დაბლა ჩამოაცურა. კაცი აყვირდა და ლოყაზე წითელი ზოლი გაჩნდა. - ილაპარაკე სანამ ყელამდე ჩავსულვარ.
- გაჩერდი, გაჩერდი! - იღრიალა აცახცახებულმა ვახტანგმა. - შენი ქალი თურქეთში ერთ-ერთ საროსკიპოს მივყიდეთ და კაი ხანი მაგარ „ქეშს“ ვიღებდით.
- რაა? - გაშრა ლუკა. - შენ... რას როშავ...
- ხო, ხო შენი დედაც... შენი მეუღლე ცოცხალი იყო. სადღაც ერთი წლის წინ, ერთ-ერთ კლიენტს ხელში შემოაკვდა. ტიპს „ევასებოდა“ სექ,სის დროს ქალს რო ყელში უჭერდა ხელებს, ხო-და...
- მოკეტე! - იღრიალა ლუკამ.
ბიჭებს მოვავლე თვალი. ყველა გაგვაქვავა მისმა ნათქვამმა. ვგრძნობდი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი.скачать dle 11.3



№1  offline წევრი სოფო

ვაუ ვაუ ვაუ ძალიან მაგარია
მალ-მალე ღაღე რაა :((

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ეე,და ჩემი ემოციური კომენტარი სად გაქრა?! :(.

ასეთი საზიზღრობა და მძიმე არ უნდა გაგეხადა ეს ისტორია. მესმის რეალურია, მაგრამ აქ ამის წაკითხვა ნამდვილად არ მინდოდა. ubralodis-ის "სასიამოვნო ტვირთის"-ს მერე რამე ისტორია თუ შემზიზღდებოდა სისასტიკით არ მეგონა,მაგრამ ამან გადაუსწრო მგონი. რა მინდოდა, რამ წამაკითხა, რატომ დავიწყე კითხვა?! დავტეულიყავი ჩემთვის მშვიდად:((((.

 


№3  offline წევრი Mkitxveli

ძალიან დავიგრუზე , შეიძლება აქ ფერად-ფერადი ისტორიები იდება უმეტესად, მაგრამ რეალურ ემოციებთა. მიახლოებულის წაკითხვა ნამდვილად კარგია... და ეს ყველაფერიც უნდა.მომხდარიყო,ჩემი აზრით. ძალიან კარგია,უბრალოდ იმედია, ეს ,,შურისძიების'' ამბავი რომ ჩაივლის, ლუკასა და ნინეზე მეტი აქცენტი გაკეთდება,რომ.მართლა ძალიან დამგრუზველი არ იყოს. შენ უმაგრესი ხარ ♥

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ველოდი... თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, შეგიყვარდებათ ისტორია თუ არა... ძნელია არ იყო სასტიკი მას შემდეგ, როცა საყვარელ ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ... არ ვიცი რამდენად რეალური არ არარეალური გამომივიდა, მაგრამ ასე მივიჩნიე სწორად... ზიზღიც თავისებური გრძნობაა, რომელიც კითხვისას შეიძლება დაგეუფლოს... ამას პლიუსად ვთვლი... როცა მკითხველს არანაირი განცდა არ ეუფლება ისტორიის კითხვისას, აი მაშინ უნდა წავიდეს ავტორი და თავი ჩამოიხრჩოს :დ )) მადლობა რომ კითხულობთ... ისტორია ამით არ მთავრდება

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

თუ პლიუსად ითვლება ზიზღი, წერეთ ყველამ მაშინ ამაზე:))). სისასტიკეზე არ მაქვს მე პრეტენზია ,ბოლოს იყო ყველაზე გულის ამრევი სცენა ჩემთვის. თუმცა,როგორც ავტორი რა თქმა უნდა თვისუფალი ხარ. ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი, მიიცლილი მკითხველის აზრია:).

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

მგონი ეს ჩემი პირველი ისტორიაა, სადაც მსგავსი სცენის გაკეთება მომიწია... ყოველთვის ამაზე არ დავწერ... მგონი ავტორმა ყველაფერში უნდა სცადოს ბედი... მესმის შენი პოზიცია სრულიად... რაც შეეხება ბოლოს, ეს ერთი წინადადება იყო, რომელიც ლუკას გასაღიზიანებლად ითქვა, და რომელიც სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მომხდარიყო. მადლობა მართლა, რომ აქამდე მომყევი " მოცლილო მკითხველო " )) ^_^ <3 აწი ასე დაგიძახებ ხოლმე ))

 


№7  offline წევრი EiLuL♥

არრ ვიციი რა გითხრაა,,გული ამერია ამათ ქცევაზე,,როგორი უგულო,,გულღრძო და ავადმყოფი უნდა იყო რომ ესეთი რაღაც გააკეთო და არ ინანო !
არ ვიციი :// ძემძრა სულიერად,,დამამძიმა,
მაგრამ დაუფიქრებლად შეიძლება
თქმა,რომ ფანტასტიურია ! მეც მაგალითს მოვიყვან
ubralodis ერთ-ერთი ისტორია ჩემი ფავორიტი არის "უბრდურებისთვის გაჩენილი " იმდენად მოქმედებს ჩემზე რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო თავიდან განვიცდი ყველაფერს,,იგივე დამამართა ამ თავზეც ❤❤ !! პერფექტ <3
--------------------
elene

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

EiLuL♥
არრ ვიციი რა გითხრაა,,გული ამერია ამათ ქცევაზე,,როგორი უგულო,,გულღრძო და ავადმყოფი უნდა იყო რომ ესეთი რაღაც გააკეთო და არ ინანო !
არ ვიციი :// ძემძრა სულიერად,,დამამძიმა,
მაგრამ დაუფიქრებლად შეიძლება
თქმა,რომ ფანტასტიურია ! მეც მაგალითს მოვიყვან
ubralodis ერთ-ერთი ისტორია ჩემი ფავორიტი არის "უბრდურებისთვის გაჩენილი " იმდენად მოქმედებს ჩემზე რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო თავიდან განვიცდი ყველაფერს,,იგივე დამამართა ამ თავზეც ❤❤ !! პერფექტ <3


უღრმესი მადლობა ჩემო კარგო... ^_^ მძიმე იყო ჩემთვის ამის დაწერა, ვიცოდი, რომ რთული აღსაქმელი იქნებოდა. გავრისკე და რა ვიცი რა გამომივიდა ვერ გავიგე… უკვე ისიც აღარ ვიცი, როგორ დავასრულო... იქნებ ცუდი დასასრული მოუხდეს კიდეც.

 


№9  offline წევრი londoner

მერე რა რომ მძიმეა? მერე რა რომ წაკითხვის დროს ყველა უარყოფითი ემოცია დამიგროვდა იმ ორი პერსინაჟის მიმაართ? მერე რა რომ სხვა ოსტორიებს არ გავს და მხოლოდ ლამაზი სიყვარულის ისტორია არ არის, ბედნიერი დასასრულით?
მერე რა კი არა, სწორედ ესაა მთავარი! სწორედ ეს განსაზღვრავს ავტორის "მაგარობას",მხოლოდ ერთი სტილითხომ არ უნდა წერდეს? ზიზღი რომ გამიჩნდა ეგეც ავტორის დამსახურებაა და ჯერ მარტო ამისთვის არის სუპერი! შენ გააგრძელე და მე სულ ბოლომდე მოგყვები, ყველანაირი სიუჟეტის მიუხედავად <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

londoner
მერე რა რომ მძიმეა? მერე რა რომ წაკითხვის დროს ყველა უარყოფითი ემოცია დამიგროვდა იმ ორი პერსინაჟის მიმაართ? მერე რა რომ სხვა ოსტორიებს არ გავს და მხოლოდ ლამაზი სიყვარულის ისტორია არ არის, ბედნიერი დასასრულით?
მერე რა კი არა, სწორედ ესაა მთავარი! სწორედ ეს განსაზღვრავს ავტორის "მაგარობას",მხოლოდ ერთი სტილითხომ არ უნდა წერდეს? ზიზღი რომ გამიჩნდა ეგეც ავტორის დამსახურებაა და ჯერ მარტო ამისთვის არის სუპერი! შენ გააგრძელე და მე სულ ბოლომდე მოგყვები, ყველანაირი სიუჟეტის მიუხედავად <3


ვაიმე უუდიდესი მადლობა ჩემო, ყველა მკითხველის ემოცია მესმის... უზომოდ გამახარე, უღრმესი მადლობა და ვეცდები იმედები არ გაგიცრუო... <3 ჯერ არ გადამიწყვეტია ცუდად დავასრულებ თუ არა... მიხარია, რომ მომყვები

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ეეხ,ავტორ შენ სულ აურიე ეხლა რაღაცეები. არ გადამიწყვეტია ცუდად დავასრულებ თუ არაო,რომ ამბობ...შენ როგორც გინდა ისე დაამთავრე, მთავარია ჩემნაირი მკითხველის აზრმა არ იქონიოს გავლენა. ოღონდ, მე პირადად ვნახავ ცუდ დასასრულს და შენი ნიკისკენ გამხედავი რომ არ ვარ არასდროს ვიცი:))).

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
ეეხ,ავტორ შენ სულ აურიე ეხლა რაღაცეები. არ გადამიწყვეტია ცუდად დავასრულებ თუ არაო,რომ ამბობ...შენ როგორც გინდა ისე დაამთავრე, მთავარია ჩემნაირი მკითხველის აზრმა არ იქონიოს გავლენა. ოღონდ, მე პირადად ვნახავ ცუდ დასასრულს და შენი ნიკისკენ გამხედავი რომ არ ვარ არასდროს ვიცი:))).


ვაი request არა არა "ჩემნაირი მკითხველიო" ნუ ამბობ რაა... შენ ძალიან მაგარი მკითხველი ხარ და შენს სიტყვებს არ მოუხდენია ჩემზე გავლენა ნადვილად, ვგულისხმობ დასასრულზე ორჭოფობას... უკვე 8 თვე ხდება რაც ამ ისტორიის წერა გამიგრძელდა და მთელი ეს როა ვფიქრობ, როგორ დავასრულო. არ დაგიმალავ, შენმა სიტყვებმა ჩამაფიქრა და გუშინ ცოტა მოვიწყინე კიდეც... ვფიქრობდი, ზედმეტი ხომ არ მომივიდა და ჩემი ათქმელი არასწორად გადმოვეცითქო, მაგრამ რომ გადავიკითხე არაფერი მინანია... მე მომწონს შენნაირი მკითხველები, ყველაფერი პირდაპირ მითხარი, რასაც ფიქრობდი და არ გიფიქრია, ავტორს არ ვაწყენინოვო... ასეთი უნდა იყოს მკითხველი, რომ ავტორი განვითარდეს... უბრალოდ ის მაშინებდა ცოტა, რომ ამ ერთ მძიმე თავს შემდგომ, სხვა ჩემ დაწერილ ისტორიებზე გული არ აეცრუებინა შენთვის... შევეცდები დასასრული ისეთი გავაკეთო, რომ რეალობას არ ავცდე... მადლობა ჩემო... ))) ^^

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ამ საიტზე რეალობას აცდენილი ისტორიების საკითხავად შემოვდივარ, ოღონდ ცოტა ნორმის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს ეს რეალობაც და ციდან უცებ ჩამოვარდნილ მოვლენებზე არ იყოს დაყრდნობილი,რომ ისტორია არაადეკვაგური გახდეს. შენს ისტორიას მსგავსი არაფერი სჭირს. უბრალოდ,მე დავდექი ცუდ გუნებაზე და ესაა,მეტი არაფერი.

 


№14  offline წევრი Marikunaa )

აუ მალე დადე რაა :( ძაან მაგარია :*

 


№15  offline წევრი gvanc(a) 15

მე ვფიქრობ,აქ ყველას ხელოვნება გვაერთიანებს და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ დავწერთ.
მეც ბევრჯერ მივიღე შენიშვნა ,,ტრაგიკული" ისტორიების გამო მაგრამ სტილი არ შემიცვლია.


მარიამ, მომეწონა ეს, რაც წერია და როგორც წერია.
ზღაპრებს ისედაც ბევრი წერს.

 


№16 სტუმარი colby lantee

გამარჯობა, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ დონორების ახლა?
თუ თქვენ მზად გახდეს სპერმის, კვერცხი, თირკმლის ან ღვიძლის დონორი, დამიკავშირდეს სასწრაფოდ ამიერიდან [email protected]
dr სადიკ yasar.

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ კარგი რა...
ესენი ადამიანები კი არა მაზოხისტები სატანისტები არიან...
ყველაზე საშინელი ის არის რომ ასეთები ნამდვილად ცოცხლობებ და ცხოვრობენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent