შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 13)


18-05-2015, 21:50
ავტორი თუკა
ნანახია 7 707

მთელი ღამე ბედნიერებისაგან დავფარფატებდი... ასე მეგონა მიწაზე ფეხს არ ვადგავდი ისე დავდიოდი....
ვერაფრით დავიძინე.. ძილი არადა არ მიეკარა თვალებს, გიჟივით მეწერა შუბლზე რომ ბედნიერი ვიყავი.. საწოლში წამოვჯექი და გულზე ხელი მაგრად მივიჭირე... „ არა ეს ბიჭი ნამდვილად მიყვარს“- ჩემს თავს ბედნიერმა ვუთხარი საწოლის კიდეზე მიფენილი ხალათი შემოვიცვი და დერეფანში გავედი..
აი ახლა ნამდვილად ვიცოდი რომ ეს ადამინაი სიგიჟემდე მიყვარდა.. მეტასტაზები მართლაც რომ გაეშვა ამ გრძნობას და ერთად შეკრებილი საოცარ ქაოსს ქმნიდა ჩემში.....
ფრთხილად შევაღე ნახევრად დაკეტილი კარი..ნეტავ რატომ აქვს კარები ღია?- გაოცებულმა ვკითხე ჩემს თავს და შიგნით შევედი.... კუთხეში მდგარი ნახევრად განათებული საწოლის მხრიდან ორი ადამიანის საუბარი მესმოდა მკვეთრად...
რა თქმა უნდა ეს ტატო იყო, მის ხმას მილიონ კაცში მოვიცნობდი ეს კი , ეს კი ნიტა იყო.. ნახევრად შიშველი ეჯდა საწოლში, თავი მის მხარზე ედო და ტკბილად ესაუბრებოდა ტატოს. გაოცებისაგან ენა ჩამივარდა, როგორ მინდოდა იმ წუთას მეყვირა - რომ არამზადა კაცი იყო მაგრმ ხმას ვერ ამოვიღე, არ მესმოდა არც ერთი სიტვა რას ელაპარაკებოდა... უკან უხმოდ გამოვტრიალდი, საწოლზე დავემხე და ხმამაღლა ავტირდი...
„ჩემი ბრალია, ტატო სულ მეუბნებოდა რომ დავაგვიანებდი, მაგრამ ასე როგორ? სულ ახლახანს მითხრა როგორ ვუყვარდი, ასე რატომ გამიკეთა?“- ჩემს მიერ დასმულ კითხვებს პასუხებს ვერ ვცემდი..

მეორე დილით ტატოს თბილისში დაბრუნება კი არ ვთხოვე, მოვთხოვე ...
ვერაფრით ხვდებოდა ასე უცებ რა დამემართა, მაგრამ არაფერი უკითხავს... ნიტამ ბათუმში ნათესავთან ვრჩებიო და უკან არ წამოგვყვა, ჩვენ ორნი კი თბილისასკენ გაწელილ გზას დავადექით...
- ქეთო არ მეტყვი რა მოხდა?- ძლივს მკითხე თითქმის უკვე გორთან მოსულმა და ხელზე ნელა დამადო ხელი...
- არაფერი, შენთან საუბარი არ მინდა.
- კი მაგრამ ქეთო, რა დავაშვე, მე მხოლოდ შენი პასუხი მინდა.. გპირდები რომ ძალიან ბედნიერი იქნები...
- ჩემი პასუხი? გეტყვი?- არ მიყვარხარ, არც არასოდეს მიყვარდი და არც არასოდეს მეყვარები, ახლა გასაგებია???
- ესეიგი უარს ამბობ?
- დიახ , სწორად გაიგე. უარს ვამბობ და მუდამ ვიტყვი უარს... და მეტი აღარასოდეს მიხსენო მსგავსი სიტყვა, მეტი აღარასოდეს მითხრა რომ გიყვარვარ, თორემ შემიძლია სასიკვდილოდ გაგიმეტო..
- კი მაგრამ რა დაგემართა გოგო, ასე უეცრად?
- ხანდახან ეს მოულოდნელობა გვაჩვენებს ხოლმე ადამიანის ჭეშმარიტ სახეს.. ახლა მხოლოდ ერთს გთხოვ თბილისამდე ჩამიყვანე მშვიდობით და მერე მე გპირდები რომ ვეღარ მნახავ....
სახლამდე ისე მივედით არც კი შემოუხედავს, მშვიდად გადავიდა მანქანიდან, ჩანთა სახლის კარამდე აიტანა, და უხმოდ გატრიალდა... მთელი გული გამაგლიჯა მისმა წასვლა, კედელს ხელი მივარყდნე და საფეხურზე ჩამოვჯექი... როგორ მტკიოდა მისი ეს წასვლა არავინ იცოდა, სული მტკიოდა რომ ყველაფერი რაღაცით მეორდებოდა ისე როგორც ჩემი წარსული....

ხო მართა, მე ხომ არასოდეს მითქვამს რომ დედაჩემი საოცრად ლამაზი იყო, მამიდა რუსუდანი ამბობდა რომ მე საოცრად ვგავდი დედას. ბევრი მამაკაცი იყო მისით მოხიბლული.... ერთ დღეს დედაც შემცდარა... სხვისკენ გააპარა თვალი, მაგრამ მამამ ეს ყველაფერი მის ბავშურ შეცდომად ჩათვალა რადგან დედაჩემი სულ თვრამეტი წლის იყო... გულში ჩაიკრა და უთხრა რომ „რამდენიც არ უნდა გაქცეოდა თვლი სხვისკენ, მის ნაირად მაინც ვერავინ შეიყვარებდა“....
**
დაახლოვებით ცხრა ხდებოდა ანანოსტან რომ მივედი. ალბად ისეთი განადურებული სახე მქონდა რომ ორივე მათგანს სახე ეცვალა ჩემს დანახვაზე, ხელი მომხვია დათომ და სამზარეულოში უხმოდ შემიყვანა... წლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და მითხრ:
- შენს ასეთ სახეს ტატო ქვია...
- შენ რა იცი?- გაოგნებულმა კითხა ანომ და გვერდში გაკრა..
- ვიცი ანანო, და ნუ მალურჯერ . ცოლო... ვიცი რომ ამ ორ სულელს ერთმანეთი უყვარს და ორივე გიჟივით იქცევა....
- მას არ ვუყვარვარ- ტირილით ვუთხარი დათოს და მაგრად შემომხვია ხელები..
- რა სულელი ხარ გოგო, მაგას მარტო დებილი თუ ვერ შეატყობს რომ ტატოს უყვარხარ... მის თვალებში ამოიკითხე რა ხდება ქეთო...
- ვცდებით ყველანი დათო... მე ამაში დავრწმუნდი...როცა ისინი ერთად ვნახე.. ძალიან გთხოვ არ გამაჩუმო რა, მე თვითონ ვნახე, ჩემი თვალით ტატო და ნიტა ერთად, ახლა როგორ მინდა რომ ყველაფერი უკან დავაბრუნო და ასე ძალიან არ მტკიოდეს ეს ოხერი გული... რა ვიცოდი ასე ძალიან თუ მეტინებოდა.. ჰაა ანო? მიშველე რამე რა... არ მინდა ასე ვიყო. ძალიან მტკივა გული, საშინლად.. არ ვიცოდი სიყვარული ასეთი ტკივილი თუ იყო ... არც ის შამპანურის წვიმა მინდოდა, არც ვარსკვლავები და არაფერი. ჯერ ყველა ოცნება ამისრულა და მერე ყველაფერი წამართვა.... ერთი ხელით ყველაფერი მომცა მეორეთი კი მიწათან გამასწორა...
თითქოს გულზე მომეშვა ხმამაღალი ტირილის მერე. არა ახლა დავრწმუნდი რომ ცრემლებს მართლა მოქონდა შვება..
გადღილს დამეძინა ანანოს გვერდით.. დილით ანანოს კამათმა გამომაღიძა... ფეხშიშველი გავედი სამზარეულოში და ნახევრად მძინარემ შევხედე...
- რა მოხდა ანო? ვის ეჩხუბები ასე ადრიანად?
- რაღა ადრიანად არის პირველი ხდება. ვის და დედაჩემს ანუ მამიდაშენს.. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ როგორც მას უნდა, ჩვენ რა გვინდა ერთხელ გვკითხა???
- რა მოხდა?
- მანდ რატომ დარჩაო? უპატრონო ხომ არ არისო?? ის რომ დასთან დარჩე უპატრონობას ნიშნავს? მე რა შენთვის არაფერი ვარ?
- შენ ჩემთვის ხარ ყველაფერი სულელო, ხო იცი დედაშენის ამბავი, ბიძია გააბრაზებდა და შენზე იყარა ჯავრი, არ გაბრაზდე რა...
- კარგი მოდი ჭამე... აი ნახე დათომ კროასანი ამოგიტანა გაიგო რომ გიყვარს...
- ოხ რა სიძე მყავს, ანგელოზი. რა მაგარია ასეთი ქმარი რომ გყავს ანო..
- შენც გეყოლება...- ბედნიერმა მითხრა და ხელები მომხვია..
- იმედია, ცრემლები მომერია და მათ დასამალად მაგიდისაკენ წავედი..
ფუშფუშა კროასანი შუაზე გავგლიჯე და გიჟივით დავუწყე ჭამა....
- ნელა გოგო არ გამოიხრჩო რა გჭირს, დაგეწყო ხო ნერვიულობის ეტაპები?? ისე ქეთო, ჩემი და კი ხარ მაგრამ ღირსი ხარ. ამ ბიჭს რამდენი რამე გაუკეთე და მიუხედავად ყველაფრისა ჩუმად ითმენდა.... შენ კიდევ ადექი და შენივე ხელით გადააბარე ნიტას ასეთი შტერი როგორ ხარ...
- არ ვიცი... ვერ ვხვდებოდი რომ მიყვარდა.... საუბარში გართულმა სამი კროასანი „დავაყუმბარე“ და ანოს გავხედე... გული მერევააა. თქმა ვერ მოვასწარი რომ სააბაზანოსაკენ გავვარდი..... სახე დაჯღანული გამოვედი იქიდან და დივანზე დავესვენე..
- ქეთო. ვინ ჭამს ერთიანად სამ კროასანს,, ღორი ხომ არა ხარ, აგერევა გული აბა რა იქნება..
- უფფფფ, ანანო რა.. მიდი ყავა მაინც მაღირსე და წავალ მერე, თრემ დამაპუტავს დედაშენი ღერა- ღერა ქერა თმებს...
- შენ არაფერი გამოგასწორებს ქეთო....
**
ეს სამი კვირა ნერვების ფასად დამიჯდა რომ ოფისში არ მივსულიყავი, მხოლოდ უნივერსიტეტში დავდიოდი, იქიდან კი გულს მეგობრეში ან ანოსთან ვაყოლებდი და თითქოს ძალად ბედნიერი იმიჯით მეც კმაყოფილი ვიყავი.....
მაგრამ ბედისწერის შესახებ ხომ გსმენით, იმ დღეს რატომღაც წერამ ამიტანა და დილით ადრიანად მივედი ოფისში, საბედნიეროდ ტატო არ იყო. შვებით გავუარე გვერდი მის კაბინეტს და ბიძაჩემთან შევედი..
- ჩემი ლამაზი გოგო მოსულა- ბედნიერმა მითხრა როგორც ყოველთვის და ლოყაზე მაკოცა.. ბიძია შენ რაღაცა არ მომწონხარ ამ ბოლო დროს.. რაღაცნაირად შეიცვალე..
- შევიცვალე? არა ბიძია საიდან მოიტანე...
- სახეზე შეიცვალე.. გალამაზდი- თმები ამიჩეჩა და ამხელა გოგო მუხლებზე ჩამომისვა. ხო გახსოვს როგორი პატარა იყავი ჩემთან რომ მოგიყვანეს... მაშინაც ასე მეჯექი ხოლმე მუხლებზე და ლამაზ თმებზე გეფერებოდი. ნამდვილად გავდი მაშინ ზღაპრების ფერიას. დიდი ლურჯი თვალებით და შენი ლამაზი ფაფუკი ქერა თმებით..
- კარგი რა ბიძია. დამეჯერება რომ საოცრად ლამაზი ვარ, და ეს თავში ამივარდება..
- აგივარდეს შვილო.. საოცრად ლამაზი ხარ ნამდვილად....
- სულაც არა....- გაბუტულმა ვუთხარი და ტუჩები გადმოვატრიალე...
- მიდი ახლა შენ წადი ფანგანის ოთახში და ზემოდან წითელი ფოლდერი რომ დევს ის მომიტანე.. მაგის მოსვლას ვერ დაველოდები დღეს გვიან მოვა..
- კარგი ახლავე. გვიან მოვაო რომ მიხსენა სულ კუსკუსით წავედი იქამდე....
ნარნარით შევედი კაბინეტში რომ უეცრად თვალთ დამიბნელდა და მაგიდას მაგრად დავაყრდენი ხელი.. „ ამ ბიჭის ოთახსაც კი საოცარი გავლენა აქვს ჩემზე“- უეცრად ამოვღერვე დაუფიქრებლად და ჩემს უკან მდგარმა ჩრდილმა კინაღამ გული გამიხეთა....
ამჯერად შევცდი ჩემს უკან ნიტა იდგა..
- რამდენი ხანია შენ გეძენ ქეთო. ლაპარაკი მინდოდა შენთან..
- შენ ჩემთან ? მე და შენ გვაქვს რაიმე საერთო?
- კი გვაქვს, რაზე კი არა ვისზე, ტატოზე... ვერ ხვდები როგორ შეიცვალა და ცუდადაა?
- ვერ ვხვდები იმიტომ რომ თითქმის სამი კვირაა ტატო არ მინახავს..
- ხოდა ძალიანაც ცუდად იქცევი თუ არ გინახავს.. მიდი და ნახე აბა როგორაა? არ გაინტერესებს მაინც ეს სამი კვირა რომ არ დაგირეკა? ასე ცივი ხარ?? შენ საერთოდ არ იცნობ ტატოს.. და მხოლოდ ერთი რამე შემიძლი გითხრა, მისი სიყვარულის ღირსი არ ხარ.... შენ მის გულს არ იცნობ.
- ეგ შენი საქმე არაა მე ვისი სიყვარულის ღირსი ვარ, ხოდა მერე აქ რას მოხვედი და ჩამომიქედი, წადი და ტატოს მიეფერე...
- ხოდა წავალ კიდეც, არ იდარდო ისედაც სულ მასთან ვარ, ახლა როცა ასე ცუდადააა მითუმეტეს არ მოვშორდები გვერდიდადნ და იცოდე მერე პრეტეზიების დრო აღარ იქნება...
- ფეხებზე თ შენც, ტატოს და თქვენი ურთიერთობაც....
- ერთი წამით , რა თქვი??- მისმა ხმამ ტანში დამიარა და სახეზე ფერი დავკარგე... რა თქვი გამიმეორე, ორივე ხელი მკლავში ჩამავლო და მთელი ძალით შემანჯღრია... ფეხებზე გკიდივარ არა??? და ამას ასე მარტივად ამბობ გოგო???
- ხო ასეა, ფეხებზე და ამას ასე მარტივად ვამბობ.. მხრებში ჩაჭერილი ხელები გამიშვა და ინერციით მივეჯახე მაგიდას.. ვიგრძენი როგორ დამიბნელდა თვალებში ისევ, ჩემს წინ ფერადმა წერტილებმა ჩაირბინეს და მოწყვეტით დავეცი იატაკზე...
**

ნერვიულად იმტვრევდა ხელებს ტატო და ფერდაკარგულ არჩილს დროდადრო ამხნევებდა..
- აი ამ ბოლო დროს არ მომწონდა მისი სახის ფერი, ვეუბნებოდი ცუდად გამოიყურები-თქო, მაგრამ ვინ დამიჯერა, ამ გოგოს სიჯიუტე მომიღებს ბოლოს.. ვის გავს ასეთი ხისთავიანი არ ვიცი .. ნამდვილად არ ვიცი. თითქოს რაღაცაზე ნერვიულობდა ეს ბოლო პერიოდი..
- დამშვიდდით ბატონო არჩილ, ახლა მთავარია გონზე მოვიდეს და ექიმს დაველოდოთ, ალბად გადაიღალა, იქნება ანანოსთან და დათსოსთან ერთად გაგვეშვა სადმე? იმათ ხომ უნდოდათ საქორწილო მოგზაურობაში წასვლა... ხოდა კარგი ვარიანტია..
- მართლი ხარ შვილო.აქამდე გამიზრდია ეს გოგო, არაფერი ასტკიებია ახლა რატმ მოუვიდა ასე ტატო...
- არაფერია, ორგანიზმი გადაიღალა აბად, ბატონ არჩილ...
თეთრ ხალათიანი ექიმი პირდაპირ ტატოსკენ წავიდა და გაღიმებულმა ჩამოართვა ხელი...
- თქვენ ალბად გოგონას მეუღლე ხართ.. გილოცავთ მალე მამა გახდებით...შეგიძლიათ თქვენი მეუღლე სახლში გაიყვანოთ..ექიმი შეტრიალდა თუ არა ორივე მოწყვეტით დაჯდა სკამზე და ერთმანეთს გაოგნებულებმა შეხედეს, დანა პირს არ უხსნიდა არცერთს...
- ორსულად არისო? გვეხუმრება თუ რა ხდება??? ტატო რა ხდება?
- დამშვიდდით ბატონო არჩილ. წამოდით სევიდეთ ქეთოსთან...
- ჯერ შენ შედი, გონებაზე უნდა მოვიდე თორემ შეუძლება ძალიან ვატკინო გული, შედი და ვეცდები რომ მალე მოვიდე....
სიხარულის დამალვას შეეცადა ფანგანი , პალატის კარამდე კი არ მვიდა მიფრინდა.... სახე გაბადრული შევიდა შიგნით და აცრემლებული ქეთოს დანახვაზე სახე მოეღუშა..
- რა მოხდა ჩემო ლამაზო? ასე რატომ ხარ? განა არ გიხარია??
- არაა..
- ქეთო კარგი რა... როგორ შეიძლება რა გიხაროდეს... მე და შენ შვილი გვეყოლება..
- მიხარია რა თქმა უნდა რომ შვილი მეყოლება მაგრამ ყველა გაიგებს რომ ორსულად ვარ, სულ ყველა, არ მინდა რომ გაიგონ, ძალიან მცხვენია, ყველა იმედი რაც კი ბიძიას ქონდა ყველაფერი წყალში ჩავუყარე..
- დამშვიდდი, ნერვიულობა არ შეიძლება შენთვის... გპირდები რომ მე ვეტყვი ბიძაშენს სიმართლეს და.
- არ გაბედი გესმის? მისთვის სიმართლის თქმა არ გაბედო თორე არ ვიცი რას გავაკეთებ. არ მინდა რომ გაიგონ რომ შენ ხარ ამ ბავშვის მამა, ცოტა ხანი მაინც გემუდარები..
- კარგი, როგორც გინდა, ტანახმა ვარ, ოღონდ დამშვიდდი ხო? არ ინერვიულო .. ყველაფერი კარგად იქნება...

ყველანი მისაღებში ისხდნენ, დათო და ანანო რაღაცას ხვდებოდნენ მაგრამ ახლა ამის კითხვის დრო არ იყო.. კედელზე მიყუდებული ვიდექი და ცრემლები თავისით მომდიოდა...
მამიდაჩემის განაჩენს ველოდებოდი, სამზარეულოში როგორც ცუნამი ისე ბობოქრობდა და გარშემო ყველაფერს ლეწავდა...
გავებული გამოვარდა , უკან აფორიაქებლი მოყვებოდა ბიძაჩემი და ვერაფრით იჭერდა ცოლს... ჩემს წინ გაჩერდა და პირველად გამარტყა ასე მწარედ სახეში გაშლილი ხელი..... ცრემლები შევიკავე, ვგრძნობდი რომ დამნაშავე ვიყავი.... მკლავში მაგრად მომკიდა ხელი და გონზე მოსასვლელად შემანჯღრია..
- თქვი ახლა ვინააა ამ ბავშვის მამა, ქეთევან თქვი თორემ მაგრად გცემ ამხელა გოგოს და ვერავინ გიშველის..
- არ ვიტყვი..
- ქეთევან ნერვებზე თამაშობ, ეს სასაცილო არაა. ორსულად ხარ. მალე მუცელი რომ გაგეზრდება რა ვთქვათ , ვინაა ბავშვის მამაო....
- არ მადარდებს ვინ რას იტვის, შვილი ჩემია და ასეც იქნება.. არ ვიტყვი მამიდა, გინდა მცემე გინდა არა, მაინც არ გეტყვი.... მეორე სილა უფრო მწარე აღმოჩნდა პირველი პირველი და ცრემლები ვერ შევიკავე... ახლა მხოლოდ დედას ვნატრობდი. მის მხურვალე გულს რომელიც დარწმუნებული ვარ ამ დღეში არ ჩამაგდებდა. რომელიც გულში ჩამიკრავდა და ისე მკითხავდა ვინ იყო ჩემი შვილის მამა... მაჯაში მტაცა ხელი და სავარძლამდე კი არ წამიყვანა წამათრია...
- ქალბატონო რუსუდან, ახლახანს გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან , ექიმმა სიმშვიდეში გყავდეთო და იქნება ასე მაინც არ ეჯაჯგუროთ ახლა ...
- ტატო მართალია რუსუდან, დააშავა გავიგეთ, რაღას ეჯაჯგურები ამ გოგოს, ისედაც ფერი არ ადევს სახეზე....სუსტადაა... მოეშვი...
- თმით ვითრევ და მაინც ვათქმევინებ სიმართლეს, ამ გაფუჭებულს, ასეთი გაბრზებული მამიდაჩემი არასოდესმენახა....
- მაინც არ ვიტყვი....
- ახლა მითხარი, ვინ წაგიყვანს ცოლად შვილიანს? მანამდე არ გათხოვდი შამპანურის წვიმასა და საოცრებებეს ელოდი.... ასე როგორ გააკეთე? მომჭერი თავი.. სადაა შენი სიყვარულის გამოვლინება..
- უკვე იყო, მალულად გავაპარე მზერა ტატოსკენ და ტირილს ვუმატე. ხო იყო. შამპანურის წვიმაც, ვარსკვლავებიც , ყვავილებიც და ტკივილიც, საკმარია ახლა? არ ვაპირებ გათხოვებას...
- ხმა ჩაიწყვიტე.... ამ ბავშვს მოვიშორებთ და გაგათხოვებ..
- არასოდეს გასაგებია?!- პირველად წამოვუხტი მამიდაჩემს ფეხზე და გაავებულმა ვტაცე ხელები მხრებში. ეს ჩემი შვილია, და მე მივხედავ.. შენს სურვილზე არ ვივლი...თუ ასე ძალიან გაღიზიანებს ჩემი აქ ყოფნა ჩემი მშობლების სახლშ გადავალ მამიდა, მაგრამ იცოდე ჩემს შვილს ვერავინ შეეხება.ჩემია და მორჩა- ამწარებულმა ვუყვრე და ვირძენი როგორ გამახურა მთელს სხეულში..
- ჩემს სურვილზე არ ივლი? გოგო საღად იაზროვნე ერთხელ მაინც, ორსული ვის რაში სჭირდები, ვინ წაგიყვანს ორსულს ქეთევან , მაჩვენე ასეთი გადარეული და ვჩუმდბი..
- მე მოვიყვან ცოლად ქეთოს ქალბატონო რუსუდან..- სრული სერიოზულობით თქვა და ოთახს თვალი მოავლო ტატომ.
- როგორ? მამიდაჩჩემმა ერთიანად დაკარგა ფერი და სავარძეში ჩაეშვა.... შენ მზად ხარ სხვის შვილს გაუწიო მამობა , და ქეთოს სახელი და ჩვენიც გადაარჩნო??
- არა ცდებით.. მე ამას თქვენი სახელის გადასარჩენად არ გავაკეთებ... ამას მხოლოდ იმიტომ გავაკეთებ რომ ქეთო მიყვარს და ეს ბავშვიც ჩემია.. მე ვარ ბავშვის მამა.- ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და გულში მაგრად ჩამიკრა... მაპატიე,, არ გინდოდა რომ მეთქვა მაგრამ შენს დამცირებას ვერ ავიტან და მითუმეტეს ვერავის მივცემ უფლებას ჯერ კიდევ არ დაბადებულ ჩვენს შვილზე ასე ისაუბროს ქეთო... მიყვარხარ - მთელი გრძნბით მითხრა და მაგრად შემოვაჭდე ხელები ზურგზე..



დავაგვიანე, გუშინ ვერ დავდე მაგრამ ახლა ვდებ მეცამეტე თავს და ველოდები თქვენს კომენტარებს

უყვარხართ ყველანი თუკას..



№1  offline წევრი Jeje Lava

ჩემიიი გოგოოო ხარ შენ თუკააააააააა love ძალიან ძალიან ძალიან მ ი ყ ვ ა რ ხ ა

 


№2  offline ადმინი თუკა

Jeje Lava
ჩემიიი გოგოოო ხარ შენ თუკააააააააა love ძალიან ძალიან ძალიან მ ი ყ ვ ა რ ხ ა

მადლობა ჩემო დახატულო და თბილო......
--------------------
4love.ge

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

როგოორ გამიხარდაა <3 მალეე დადეე რაა...

 


№4  offline წევრი Sopo-sopo

მმმ რააა ბედნიიეერეებააა....მაალე შეემდეეგიი თაავიიიიიიიიიი

 


№5  offline წევრი N7

ტატოოოოო, ჩემი ტატოო რა საყ არელია ვაიმე!!❤❤❤
თუკა შენზე ვგიჟდები, უბრალოდ ასე ძალიან ვგიჟდები!❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

უიჰჰ ეს რა იყოო❤მაგარია ძაან აიი მომწონს,მომწონს,მომწონსს❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline წევრი Nineli07

Vaimee shokshivar❤️auradzalian magaria!mikvarxar tuka❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

მოკლედ ძალიან მომეწონა...გელი.

 


№9  offline წევრი ლილე

hihi... soksi var... ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ uzomod miyvarxar ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

 


№10  offline წევრი Niacule

ერთი კითხვა მებადება სულ,როცა ვკითხულობ სიყვარულის მეტასტაზებს,რატომ ხარ ასეთი კარგი:// ❤❤❤❤❤❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი lalita

აუუუუ მაგარი ხარ მაგრამ ძალიან პატარა იყოოოო.

 


№12 სტუმარი Anita

კომენტარიmagaria tuk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent