შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეტასტაზები (თავი 14)


20-05-2015, 23:10
ავტორი თუკა
ნანახია 7 544

- კი მაგრამ ეს როგორ გავიგო ტატო?- გაბრაზება მოერია ბიძაჩემს და ერთმანეთისაგან განგვაცალკევა.... როგორ გავიგო ეს ყველაფერი, შენ .. შენ.. როგორ გაბედე ასეთი რამე....
- ბატონო არჩილ ვიცი რომ დავაშავე მაგრამ ქეთო მიყვარს და აქამდეც მხოლოდ იმიტომ ვდუმდი რომ ქეთოს უნდოდა ასე....
- არ მაინტერესებს რა უნდოდა გეთოს, როგორ გაბედე რომ ჩემს გვერდით მუშაობდი... მე მიყურებდი თვალებში და ჩემს გოგოს ასეთი რამე აკადრე...
- ბიძია ტატო არაფერ შუაშია- მისი დაცვა ვცადე მაგრამ მაშინვე გამაჩუმა და გულზე მიმიკრა...
- ბატონო არჩილ, კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ნამდვილად დამნაშავე ვარ. წიდაუხედავად მოვიქეცი, მაგრამ დამიჯერეთ ამას არ ვნანობ.. მაშინაც ვიცოდი რასაც ვაკეტებდი და ახლაც ვიცი რასაც ვაკეთებ... ქეთო ის ქალია რომელიც მიყვარს და მინდა ჩემს გვერდით იყოს.... მიუხედავად იმისა ეს თქვენ გინდათ თუ არა ,ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მე მინც მაინც მოვიყვან ცოლად...
- და არ გაინტერესებს ჩემი და რუსუსანის აზრი?? ქეთოს აზრი? ამიხსენი ქეტევან რატომ დუმდი აქამდე?? ამით რას მიაღწიე???
- ბიძია ვერ გეტოდით , როგორ უნდა მეტქვა ასეთი რამე. ვეცად რომ ტატოსგან თავი შორს დამეჭირა მაგრამ ვერ შევძელი... არ გამომივიდა, უბრალოდ თავს ვერ მოვერიე...
- არა, ასე მარტივად არაფერი გამოვა.... არ გაპატიებთ , მითუმეტეს შენ ტატო, მე შენ შვილივით მიგიღე და შენ რა გამიკეთე...
- ასეა შვილივით მიმიღეთ მაგრამ მე თქვენი შვილი არ ვარ ბატონო არჩილ, და სრული უფლება მაქვს მიყვარდეს ის ვინც მინდა რომ მიყვარდეს....
- არა, თქო და მორჩა... ასეთ კაცს როგორიც შენ ხარ, რომელიც ასე მომექცა, ასე გამიკეთა, არ ვენდობი... არ გაგატან ქეთოს, სულ რომ დახოცოთ ერთმანეთი ყველამ, ქეთო აქ დარჩება და ვერავინ შემიშის ხელს....
- არ გამატანთ??? ბატონო არჩილ მე ის მიყვარს... ამის დედაც მიყვარს ეს გოგო... ჩემს თავზე მეტად და თქვენ მეუბნებით რომ...
- მაცადეთ მეც ვთქვა ჩემი აზრი, ფეხზე შემართებით წამოდგა მამიდა და ტატოსტან მივიდა.... მართალია რომ დააშავე, ცუდად მოიქეცი, არაკაცურად მაგრამ არჩილ, ქეთოს ასე ვერ დავტოვებთ. მითუმეტეს რომ ტატოს უყვარს, თანახმაა ცოლად მოიყვანოს და შვილს გვარი მისცეცს, ახლა კამათის დრო არაა, ახლა უკან ვერ ავიხევთ , ტატოს დასაწუნი რა სჭირს. დაწმუნებული ვარ ამ ქარაფშუტამ შეაცდინა ეს ბიჭიც.... სახეზე სიწითლემ გადამკრა და თვალები დავხარე...
- დედა მართალია.. ქეთო ტატოსთან უნდა გადავიდეს, ახლა მეორე ქორწილი დაინიშნება და ამას რა ჯობია მამა... - გახარებული ჩამეხუტა ანო და ლოყაზე მაკოცა.. ჩემი გაბერილი დაიკო იქნები მალე....
დიდი სჯა- ბაასის მერე ბიძაჩემი თანახმა იყო ტატოსთან გადავსულიყავი... ჩანთაში მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთები ჩავყარე და ოთახიდან გამოვედი..... საშინლად ვნერვიულბდი, ვერ წარმომედგინა რომ ამ სახლიდან უნდა წავსულიყავი.. გახევებული იდგა კარში ბიძაჩემი და ვგრძნობდი რომ ის ყვეაზე მეტად ნერვიულობდა.. აცრემლებული წავედი მისკენ და გულში მაგრად ჩავეხუტე..
- შენ რომ არ ბიძია რ ვიცი ახლა რა ადამიანი ვიქნებოდი, დამიჯერე შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი. დედაც და მამაც, ამიტომ ვერ გაგიბედე თქვა რომ შეცდომა დავუშვი რომ წინდაუხედავად მოვიქეცი, ვერ შევძელი გეხვეწები მაპატიე რა..
- არაუშვს ჩემო გოგონა, მშობლები იმიტომ არსებობენ რომ შეცდომები აპატიონ..
- და შვილები იმიტომ რომ დაუშვან ეს შეცდომები- ძალიან მიყვარხარ იცოდე.. ლოყაზე მაგრად ვაკოცე და თავდახრილი გამოვემშვიდობე ყველას... ანანომ გუბე დააყენა ტირილისაგან და ვხვდებოდი რომ მოთმინებას ვკარგავდი.. ხალხო ფრონტზე კი არ მივდივარ. ვთხოვდები, ტაში სულელივით შემოვკარი და ყველას სახეზე ღიმილი გამოვიწვიე..
- რავიცოდი ასე ძალიან თუ გინდოდა გათხოვება- არც ტატო დამრჩა ვალში და სანამ კამათში გადავიდოდით ბიძაჩემმა ორივე გაგვაჩერა..
- ძაიან საინტერესოა ტქვენ ორმა ჯერ როდის მოასწარით ერთმანეთის შეყვარება და იქ სახლში როგორ უნდა იცხოვროთ მშვიდად როცა ორი წამით ვერ ჩუმდებით...
- შევეცდებით მაინც.. ერთხმად ვუთხარით და კრისაკენ წავედით...
**
ბარგი მისაღებში დააწყო ტატომ და სამზარეულოში შევიდა.. უკან გავყევი, არ ვიცოდი ახლა რა უნდა გამეეთებინა, ისე როგორც მოსიყვარულზე ცოლს შეეფერება თუ ისე როგორც მე შევეფერებოდა..... მაგიდაზე ორი თეფში დადო და გამომხედა..
- არ გშიათ?- ღიმილით მკითხა და ადექიო ხელიგამომიწოდა...
- გვშია- მორცხვად ვუპასუხე და ლოყები წამომიწიწთლდა..
- ქეთო, შენ როდიდად დაიწყე გაწითლებები ?? ასე არ გამოგვადგება ხო იცი... მე და შენ დღეიდან ერთად ვიცხოვრებთ და მინდა რომ მშვიდად იყო , და კიდევ ძალიან ბედნიერი....
მას შემდეგ რაც კარგად გვარიანად ვივახშმე და ზედ ფიფი ფინჯნით ჩაიც დავაყოლე ბედნიერმა გავხედე ტატოს.... ჩემსკენ წამოვიდა, სკამიდან წამომაყენა და და საძინებელში გამიყვანა.. გულმა ფართხალი დამიწყო, რა არ ვიფიქრე, რა არ გავიელვე გონებაში მხოლოდ ეს არა...
- დღეიდან შენ აქ დაიძინებ..
- შენ?- გაოგნებულმა ვკითხე და საწოლზე ჩამოვჯქი, შენ არ დაიძინებ აქ??
- არა, მე მეორე საძინებელში დავიძინებ,... მანამდე სანამ არ იგრძნობ რომ გიყვარვარ და გინდივარ ქეთო მანამდე სანამ ქმრად არ მიმიღებ ხელმოწერების და ოფიციალურობების გარეშე.. მნამდე მე და შენ ერთად არ დავწვებით ..
- კი მაგრამ ტატო...
- ასე ჯობია და ნ გავართულებთ, სულაც არაა საჭირო ბიძაშენმა იცოდეს რომ ჩვენ ერთად არ გვძინავს ხომ ასეა, არც ერთ ცოლ-ქმარს ოჯახის საქმე გარეთარ გააქვს, ასე რომ შეგიძლია ისე მოეწყო როგორც გინდა და ოტახიც ისე გადააკეთო როგორც გინდა.....
შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.. მესმდა როგორ ოხრავდა და ვირაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა.... არ გავსულვარ, ახლა მისი თვალები რომ დამენახა ნიანგის ცრემლებს გადმოვყრიდი.. ტანსაცმლის დაბინავებას შევუდექი .. გადაღლილი ტანსაცმლიანი მივწექი საწოლზე და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა....
შუაღამისას ვიღაცის ხელის შეხებამ გამომაღვიძა, მივხვდი რომ ტატო იყო, ტანსაცმელს ფრთხილად მხდიდა.. გონებაზე ვერ მოვედი ისე ვიყავი ემოციებისაგან და დილით გაეთებული წამლისაგან გაბრუებული.....
- ჩემთან დარჩი რა, მშვიდად ვუტხარი და პერანგის კიდეში ხელი ჩავავლე...
- დაიძინე უმჯობესია..
- დავიძინებ მაგრამ დარჩი ჩემთან გთხოვ, მარტოს არასოდეს მძინებია მეშინია ტატო.. ჩემსკენ მოვქჩე და ვეღარ გამიძალიანდა/.. მის მკერდზე ტავი მშვიდად მოვათავზე ხელები მუცელზე გადავაჭდე და ძილი გავაგრძელე...
დილით გამოღვიძებულს სახლშ სიმშვიდე დამხვდა.... მის ბალიშს ხელი ვტაცე და გულშ ჩავიკარი, მისი სუნამოს და კანის სურნელი ქონდა... „ამაღამ ვეტყვი რომ მიყვარს“- გულში გავიფიქრე და საცვლების ამარა გავედი სამზარეულოშ. მაცივარზე მიკრულმა წერილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო... „ ქეთო, ჩემების დასახვედრად გავედი და პირველზე მოვალთ“- საათს ავხედე უკვე პირველის ნახევარი იყო.. გიჟივით გავვარდი საძინებელში და ტანზე ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და მიყრილ სამზარეულოს დაბუნრუნდი, ნიჟარა სავსე იყო ჭურჭლით, ნელა შევუდექი მათ რეცხვას, რადგან კარგად მოგეხსენებათ ჩემი სისწრაფის შედექი, ან ხელებს დავიჭრიდი ან ჭურჭელს „წირვას გამოვუტანდი“..
ამ დილით თუ უკვე შუადღეს საოცარ ენერგიას ვგრძნობდი.... შემოსასვლელში იატაკზე ლაქამ თვალი მომტაცა, სასწრაფოდ გამოვიტანე სველი ტილო და ქაფი და მთელი რიტუალი ჩავატარე მის მოსაწმენდად....
არ გამიგონია როგორ შემოვიდა ტატო, მხოლოდ განწირულ კივილზე შევკრთი და ჩემს გვერდით გაშხლართულ დაბალ და კარგად ნაკვებ ქმნილებას მოვკარი თვალი. ფეთიანივით წამოვხტი ზეზე და კედელს ვეტაკე....
- დედააა. ვინაა ეს საოცრება, ვერ გასწავლე რომ მოსამსახურები მაშინ უნდა ამუშაო როცა სახლში არ ხარ... „მოსამსახურეო“?- ეს რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა, ამ ქალს მოსამსახურეში ავერიე და ტანაც ასე უტირად მიყურებს როგროც მჩვევია ნერვიულად დავპრუწე ტუჩები , დოიჯი შემოვიყარე და მოვემზადე რომ მისთვის თვაები დამეთხარა და წითლად შერებილი თმები დამეგლიჯა...
- ერთი წამით , ეს მოსამსახურე კი არა ჩემი ცოლია- დატევით უთხრა ტატომ და ჩემსკენ წამოვიდა.... გაიცანი ეს მამაჩემის მეორე ცოლია ლიაკო...
- ლიაკო?-მისი სახელი სიცილით გავიმეორე და ტატომ მაგრად მომქაჩა არ გაიცინოო.. ლიაკოს კვალობაზე კარგად მრგვალი ფორმები ქონდა და ასაკიანიც უნდა ყოფილიყო, რაღაცა იაკო მე აქამდე საყვარელი მეგონა და მისი თმების დანახვაზე ხომ საერთოდ გული მიხვდებოდა ცუდად...
- ესაა, შენი ცოლი?!- მოსამსახურე გინდოდა შენ თუ ცოლი?? არ დაინდო და ბოლომდე გამასწორა მიწასთან...
- ლია დეიდა, მოგწონთ თ არა არ მიკითხავს ის ჩემი ცოლია და მორჩა. მამა სადაა???
- აგერ ამოდის... გაგიჟდება ახლა. რომ გაიგებს რომ ცოლი გყავს....
- მამას ვინც უნდოდა ყავს ცოლად ხომ ასეა? ხოდა ძალი გთხოვთ ნუ გაგიჟდებით რადგან საამისო ცენტრიც კი არ არსებობს საქართველოში...
**
იმ საღამოს მერე ჩემი ცხოვრების მომდევნო 3 დღე ჯოჯოხეთს გავდა.. ტატო სახლიდან როგორც კი გადიოდა, ლიაკო განწირული ხმით იწყებდა სიმღერას, მერე ცოლ-ქმარი ყველანაირ საკიტხზე იწყებდა კამთს და ჩემი სიმშვიდე სიგიჟეში გადადიოდა....
- ყავა გამიკეთე ერთი კონკია- ყოველ დილით ამ ირონიით და ტონით მხვდებოდა...
- სიამოვნებით კრუელა- ხმადაბლა მაგრამ გასაგონად ვუთხარი... და ყავის მაგუღარაში ყავასთან ერტად ცოტაოდენი შავი პილპილი და მარილიც შევურიე.. საოცარი გემო და არომატი ექნებოდა მე ხომ ვიცოდი.... დედა კრუელას წინ დავუდე ჭიქა და საუზმის კეტებას შევუდექი, თან გონებაშ დავთვალე სამამდე და სანამ ოთხს ვიტყოდი გამწარებულმა მიკივლა..
- რა არის ეს გოგო...
- ყავაა. არ მოგწონთ? აი ყავა, აი შქარით. ფინჯანი ხელშ გიჭირავთ, მადუღარა აგერაა. აბრძანდით და სასურველი ყავა გაიმზადეთ, ისე რომ იცოდეთ მაინც ყოველი შემთხვევისათვის, ყავას და სხვა დანარჩენს მე მხოლოდ ჩემი მეუღლისათვის ვაკეთებ...
- თავხედო შენ- გაცოფებულმა მითხრა და სახეში მსუქანა ხელი გამარტყა.... ინერციით დავეჯახე გაზქურას და მომენტალურად დამებინდა გონება წყლის დასალევად შევტრიალდი რომ იტაკზე უგონოდ და მოწყვეტით დავეცი...

გონს მძაფრი რაღაცის სურნელმა მომიყვანა.. მაგრად დავიჯღანე და თვალები ძლივს გავახილე... გვერდით ტატო მეჯდა.... დავინახე თუ არა გავუღიმე.... ხელახლა გამისინჯა ექიმმა პულსი და წნევა.... თავზე ნაზად გადამისვა ხელი და დამიყვავა..
- ჩემო ლამაზო ნაკლები ინერვიულე და იფორიაქე, ჯერ ძალიან პატარა ორსული ხარ, მეტი სიფრთხილე გმართებს, მოერიდე დატვირთვას და ოჯახის საქმეების კეთებას, უბრალოდ ძალინაც ნუ გადაიღლები. ხო და კიდევ რაც შეიძლება ბევრი ისეირნე ჰაერზე და ნაკლები მანქანით.
- როგოც გვეტყვით ისე მოვიქცევით ... ოქიმი გააცილა თუ არა ლიაკო და მამამისი მისაღებში დასვა და მეც მათ წინ სავარძელშ ჩამსვა..ახლა კარგად მომისმინეთ ორივე თქვენთაგანმა.. ჩემი ცოლის და შვილის ჯამრთელობა ჩემთვის პირველხარისხოვანია, სხვა დანარჩენი ფეხებზე . რაც შეგეხებათ თქვენ ქალბატონო ლია, ან წესიერად მოიქეცით ან მიბრძანდით ჩემი სახლიდან .
- მამას აგდებსახლიდან ბიჭო არ გცხვენია?- გაავებული წამოხტა ფეხე ბატონი ალექსანდრე..
- შენ დიდი ხანია ლია გქვია? მე შენს ცოლს, ლიაკოს ვუთხარი, იქ სადაც არ შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება და დაცვა ჯობია იქაურობას გაეცალოს.. და კიდევ... ამიხსენით ერთი რა სჭირს ტუჩზე ჩემს ცოლს?
- მე რა ვიცი ცოლი შენია და კითხე..
- მამა დამშვიდდი შენ, არ გეკითხები და ზედმეტად ნუ დამძაბავ, აქამდე მე ამ სახლში ძაიან მშვიდად ვცხოვრობდი, თუ არ მოწონთ ამ სახლის კანონები შეგიძიათ სასტუმროში გადახვიდეთ, ან ბინა იქირაოთ რადგან მე ნამდვილად არ ვაპირებ თქვენთნ ერთად მთელი სიცოცხლე ცხოვრებას...
- ქეთო ამიხსენი რა მოხდა, და რა გჭირს ტუჩზე..
- არაფერი- მშვიდად ვუტხარი და თვალებთ ვანიშნე გაჩმდი ტქო მაგრამ ტატო საერთოდ არ მისმენდა..
- მე გავარტყი, ხო ახლა რას მიზავ, მე გავარტყი იმიტომ რომ გაუზრდელი გოგოა...
- თქვენ გაარტყოით ჩემს ცოლს?? და მერე ვინ მოგცათ უფლება რომ ჩემს გაუზრდელ ცოლს, თქვენ კარგად აღზრდილმა ქალბატონმა რომ გაარტყათ?? ქალბატონო ლიაკო - მტელი ირონიით უტხრა ტატომ და ფეხზე წამოდგა.. წყობიდან არ გამომიყვანოთ. თორემ დამიჯერეთ გარტყმა ჩემზე კარგად აქ არცერთმა არ იცის... ასე რომ სიმშიდე შეინარჩუნეთ და ნუ გავიწყდებათ რომ თქვენ ქმრის შვილის სახლში ხართ შემოკედლებული....
ნელა წამომაყენა და ვნებით სავსემ მომხვია ხელი წელზე... თავზე მაკოცა და ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში მისმა სითბომ.. საძინებელში შევიყვანე და კარი მივკეტე... ხელი ჩავკიდე და გავუღიმე..
- რა ხდება?- გაოცებულმა მითხრა და პასუხის მოლოდინში სული დაელია.
- დღეიდან ჩემთან დაიძინებ...
- ამაზე ვისაუბრეთ უკვე, თუ გგონია რომ ჩემების მცხვენია ცდები..
- არა, არც მე მცხვენია შენების მითუმეტეს კრუელასი... მინდა რომ აქ დაწვე ჩემს გვერდით, ისე როგორც ნორმალური ცოლ-ქმარი იქცევა..
- და რატომ? ამას რა მნიშვნელობა აქვს....
- აქვს...
- მაინც???!
- ამის დედაც... მიყვარხარ... და ამიტომ... - ვეცადე მისთვის გამომეჯავრებინა და სახეზე საოცარი გაოცება ერთიანად აღებეჭდა...
- სულელი ხარ გოგო... მეც მიყვარხარ ამის დედაც...


ესეც მეთოთხმეტე თავი...
ბავშვებო მაპატიეთ არ ვარ კარგად და გადამომება ვეღარ მოვახე4რხე, უფრო სწორად თავი არ მაქვს ამისი. ბეჭვდითი შეცდომები მექნება და ამჯერად მომიტევეთ..
ველოდები თქვენს კომენტარებს ..
უყვარხართ ყველანი
თუკას...



№1  offline წევრი Nineli07

Meshen mikvarxar

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მეღისრა და ეღირსათ

 


№3  offline წევრი Jeje Lava

გგოოოოგოოოოოო რატომ ხარ ასეთი კარგიი??? wink

 


№4  offline წევრი Sopo-sopo

ოხ ეს კრუელა :D მალეეე დადეეეე....

 


№5  offline წევრი N7

სასწაული ხარ თუკა შენი ტატოიანად❤უფრო სწორად, ჩემი ტატოანად და უფრო სწორად, ქეთოს ტატოიანად:დ მიყვარხარ უნიჭიერესო!!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline ადმინი თუკა

ვაიმეეე ამხელა "ფილარმონია" ქალი ავკუნტრუშდი სკამზე ისე გამიხარდა ასეთი გემრიელი კომენტარების წაკითხვა..
სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ ხოლმე, ისეთი ბედნიერი ვარ...
გპირდებით რომ შემდეგი უფრო დიდი თავი იქნება... ბევრი ნამდვილად აღარ დამრჩა.
--------------------
4love.ge

 


№7  offline წევრი გურანდა

Rakargii iyoo.. velodebi shemdgess tukaa sheudarebelii xarr
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№8  offline წევრი alimai

Dzalin momwons yvela tqveni istoria martlac shesanishnavad wert gaixare.wera arasdros shewyvitot

 


№9 სტუმარი AnItA

აუ მაგარი იყო განსაკუთრებით ,ბოლოში ამის დედაც... მომეწონა lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent