შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა სიკვდილი 17 თავი


22-05-2015, 15:20
ავტორი lullaby
ნანახია 3 886

ლუკა
***
არავინ იცის, რამ შეიძლება გააღვიძოს შენში არსებული ის ბნელი, სასტიკი მხარე, რომელიც მთელი ცხოვრება მოქმედებას ელოდება. საკმარისია იყნოსოს მიზეზი, რომ ფანტანივით ამოხეთქავს. ის შენ გადაგივლის, შენ კი - სხვას. ისეთ რაღაცეებს გაგაკეთებინებს, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო. ან არა. გააჩნია, ვინ რას იმსახურებს.
ცალთვალა იცინოდა, ყველაფრის მიუხედავად იცინოდა და ჩემი წყობიდან გამოყვანის გეგმას არ უხვევდა. ყელში რაღაც მეჩხირებოდა. უკანასკნელად მსგავსი რამ მაშინ განვიცადე, როცა ქეთის გარდაცვალების ამბავი მითხრეს. და რა გამოვიდა? ის ცოცხალი იყო. მაშინ, როცა ვასაფლავებდით, ორმოცს, წლისთავს, დაბადების დღეს ვუხდიდით, ის ცოცხალი იყო. მაშინ, როცა მის საფლავზე ღამეებს ვათენებდი, ის ცოცხალი იყო და იტანჯებოდა. ახლა, ვახტანგის ნათქვამის შემდეგ მეორედ მოკვდა ქეთი. ერთ წამში მეორედ დავმარხე და გამოვიტირე.
სხეული მიხურდა და ვიცოდი, გაღიზიანებისგან მალე ავცახცახდებოდი. კბილები ერთმანეთს დავაჭირე. არა! მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ სურათებისა, რომლებიც ქირურგის ნათქვამის შემდეგ გონებაში ეშმაკის ბორბალივით ტრიალებდნენ, თავს უფლებას არ მივცემდი, მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოვქცეულიყავი.
გონს სლუკუნის ხმამ მომიყვანა. ნინეს გავხედე. პირზე აეფარებინა ხელი. თვალებზე ცრემლები უბრწყინავდა. ახლაღა გამახსენდა, რომ ოთხაში მარტო არ ვიყავი. ხელში დანა მეჭირა. ბექას გავხედე. ისიც გაოგნებული იყო. ჩემმა მოძრაობამ გამოაფხიზლა.
- ნინე, - უთხრა დას. - წავიდეთ სახლში.
- სახლში სახლში... - ჩაილაპარაკ ვახტანგმა. - შენ რომ სახლში მოგინდა, იმიტომ დარმჩება ახლა სახეზე ნაიარევი.
- რა თქვი შე ნაბი*ვარო?! - ყელში სწვდა მას ბექა და თითი ლოყაზე მიაჭირა. - იცი ასეთი ნაიარევი ჩემ დას რამდენი აქვს ზურგზე? იცი საიდან გაუჩნდა? ნაიარევი კი არა, ილოცე, რომ რაიმე სხვა არ აღებეჭდოს სახეზე.
- დავრჩები. - გაისმა ნინეს ჩურჩული.
- არა, წახვალ! - მივუბრუნდი და დანა სკამზე დავდე. - არ დავუშვებ ის ნახო, რაც აქ მოხდება.
- ვერ მაიძულებ. - თვალებზე გაისვა ხელი გოგომ. მივუახლოვდი, ხელი ჩავკიდე და გაერთ გავიყვანე.
- ნინე, მისმინე, ისიც გეყოფა, რაც ნახე. კოშმარები არ გაკლია არც ცხადად და არც ძილში. ვერ დავუშვებ, რომ ამ ღორებისგან კიდევ დაგემატოს.
- დარჩენა მინდა. - თვალები გააცეცა მან. ვერ ვხვდებოდი, რატომ იტყუებდა თავს.
- შემომხედე. - სახე დავუჭირე და ვიგრძენი, როგორ თრთოდა. ამან კიდევ მეტი სიმტკიცე შემატა მისი აქედან გაშვების გადაწყვეტილებას. - ნინე, მე... არ მინდა, რომ შეგძულდე. - გოგომ შუბლი შეკრა. ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი. ან მიხვდა და ეს ჟესტი პროტესტის ნიშანი იყო. მილიონი მიზეზის გამო, გული დაოკებას არ ჩქარობდა. ენაზე მადგა სიტყვები, მაგრამ ახლა არ იყო ამისი დრო. - ნინე, ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა გითხრა ის, რაც თავში მიტრიალებს. არ მინდა ისეთი მნახო, როგორიც იმ ოთახში. ნინე, თუ ოდნავ მაინც... ნინე, გაყევი ბექას სახლში და ნუღარ მოხვალ აქ.
- ლუკა, ქეთი... ის... - გოგოს ტუჩები დაებრიცა. ეცადა ტირილის შეკავებას, მაგრამ ცრემლებმა მაინც გამოაჩინეს თავები.
- გაჩუმდი... აღარაფერი მითხრა ამაზე. კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი და გავიგებთ. მზად არიან მოკვდნენ, ვიდრე ციხეში წავიდნენ.
- ხომ, მაგრამ შენ...
- არა, არა, ჯერ იმდენად არ შევშლილვარ, რომ მათ სისხლში გავისვარო ხელები. მაგრამ ისინი აქედან ისე არ წავლენ ნინე, სანამ არ იგრძნობენ, რას განიცნდიდით შენ და ქეთი აქ. შემდეგ გიორგი მიხედავს ყველაფერს. პოლიცია გაარკვევს, რა მოხდა თურქეთში. ახლა კი ბაჩოს დავუძახებ. აჯობებს მან წაგიყვანოს სახლში.
არაფერი მიპასუხა. ეს თანხმობას ნიშნავდა და სანამ გადაიფიქრებდა, ბაჩოს დავუძახე. მანამ არ შევბრუნებულვა ოთახში, სანამ ფოიედან ორივე არ გაუჩინარდა. ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობდი. გამუდმებით თვალ წინ მედგა ქეთი ამ ოთახში, ატირებული, შეშინებული. და შემდეგ იქ, თურქეთში, იმ სიბინძურეში... ყელში რაღაც გამისივდა და ამტკივდა. თვალები მოვისრისე და ოთახში შევბრუნდი.
ერთსაც და მეორესაც სახე ჩალურჯერბული და ჩასისხლიანებული ჰქონდა. შემეძლო კი იმის გაკეთება, რასაც ვაპირებდი? ვიცოდი, რომ დედამიწის ზურგზე არავინ გამამართლებდა ჩემი საქციელის გამო, მაგრამ იმდენად ვიყავი შეპყრობილი მათი სიძულვილით, რომ მზად ვიყავი ესეც ჩამეყლაპა.
- რომელ ქალაქში გაუშვით ქეთი? - ვიკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.
- ყოჩაღ ბიჭო! - ტუჩები დაბრიცა ვახტანგმა. - საკმაოდ ძლიერი ყოფილხარ. თან ცვალებადი. გაკვირვებული ვარ, რამდენად სწრაფად იცვლი ემოციებს.
- კარგია ამას რომ ხედავ. თუ კითხვაზე არ მიპასუხებ, კიდევ ერთ შხაპს დაგიგეგმავ.
- მუქარა ყველაზე სუსტი რამაა განხორციელებამდე.
- ხო, განხორციელებამდე. - თავი დაიქნია ბექამ და მე გადმომხედა. - უკვე დავანთო ცეცხლი თუ ცოტაც მოვიადოთ?
დავინახე სიმწრის ნერწყვი რომ გადაყლაპა ცალთვალამ და სკამზე ოდნავ შეტოკდა, თითქოს ნაპერწკალი დასცემოდა შიშველ კანზე. ვახტანგს ნაკვთებიც კი არ შეტოკებია, მაგრამ აშკარად შეიმჩნეოდა მის თვალებში ორჭოფობა საკუთარი თვითდაჯერებულობისადმი.
- მოდი, ცოტა ხნით მოვიცადოთ. - წამოვდექი. ვერ ვისვენებდი. რამდენადაც მშვიდი ვჩანდი გარეგნულად, იმდენად გაღიზიანებული ვიყავი შინაგანად. - კითხვა გახსოვთ, თუ გავიმეორო?
- ანკარაში. - გამოსცრა ვახტანგმა.
- ალბათ სწორედ იქ ბრძანდებოდით ბოლო დღეები, არა? - არაფერი მიპასუხა. - დაწესებულების სახელწოდება უნდა მითხრა.
- რატომ? შენი მეუღლის კლიენტებთან ხომ არ გინდა შეხვედრა? - ჩაიქირქილა დავითმა.
ცივმა ოფლმა გადამიარა. ცოტა ხნით სუნთქვა შევიკარი, რომ წყობიდან არ გამოვსულიყავი.
- ქეთი ცოცხალია? - ვკითხე ვახტანგს. კაცმა წარბები აზიდა. ვიცოდი, რომ ზუსტ პასუხს არც ერთ შემთხვევაში არ გამცემდა, მაგრამ მოლოდინმა მაინც ამრია. არც კი ვიცოდი, ღირდა თუ არა ამ კითხვის დასმა, მაგრამ მიუხედავად მათთვის ძალით გამოგლეჯილი ინფორმაციისა, ბოლომდე მაინც არ უნდა მივნდობოდი. სანამ ის რამეს იტყოდა, დავითი ისევ ახარხარდა.
- რა იყო, ეს ერთი გადარჩენილი ვერ გაკმაყოფილებს? თუ ცოლის გემო მოგენატრა?
- ბექა, - გადავხედე გვერდით მდგომს. მუშტები შეეკრა და ალბათ დარტყმასაც აპირებდა. - მიდი თუ არ გეზარება ცეცხლი დაანთე.
- არ მეზარება. - გამოსცრა მან. ხმა ჩასწყვეტოდა. - პირიქით, სიამოვნებით. - ოთახიდან გავიდა.
- როგორც ჩანს ტკივილის არ გეშინიათ. ვნახოთ, რამდენად მომთმენები ხართ.
- ჩვენი წამებით ვერაფერს გახდებით. - დამიღრინა ვახტანგმა.
- რამდენი წლის ხარ ბატონო ვახტანგ? 50? 55? მატყუარა გარეგნობა გაქვს. ადამიანმა რომ შემოგხედოს, იფიქრებს, ეს ჭიანჭველასაც ვერ გასრესსო. არა-და ბევრად დიდი, ადამიანი, ან ადამიანები ქღალდის გამო გააქრე. იგივე ბედი ელოდა ნინესაც. თუმცა, სანამ ფილტვს ამოაცლიდით, მთელი ერთი წელი ძაღლივით ამყოფეთ. არ ჩამოვთვლი რას აკეთებდით თქვენ ორნი, ჩემზე უკეთ იცით. მაგრამ ფაქტია, ნინეს მთელი ბეჭები ნაიარევებით აქვს სავსე, მეხსიერება დამძიმებული, წარსული დალაქავებული. საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? მისი წამებით რამეს გახდით? უკანასკნელად აღარ გაგიმართლათ. ახლა აგიხსნით, მე რას გავხდები თქვენი წამებით. გაიგებთ იმას, იგრძნობთ იმას, რასაც ქეთი, ნინე და ალბათ კიდევ სხვა გოგონები განიცდიდნენ, რომლებმაც ეს ოთახი გამოიარეს. პარალელურად, ვეცდები, ამის ფონზე გავიგო რაღაც-რაღაცეები.
- ამის იმედი გაქვს? ძალიან ამბიციური ხარ.
- რამდენად შეგიძლიათ ტკივილის ატანა ბატონო ვახტანგ? ცალთვალა დავით? - გადავხედე ორივეს.
ჩუმად იყვნენ. ტკივილის წინაშე ნებისმიერი ადამიანი უმწეოა. შეიძლება მისდამი შიში არ გამოხატო, მაგრამ ორცა შინაგანად ითრგუნები, გინდა თუ არა, გამომეტყველებაზე აუცილებლად აისახება. ზუსტად ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც. ორივე გაფითრდა.
- მზადდება. - შემოვიდა ბექა და ჩემ გვერდით დადგა. - რა კურდღლებივით იყურებით? მომავალი ხომ არ გაფრთხობთ? თუ მოინდომებთ, შეგვიძლია რაღაცა პროცენტით შევცვალოთ.
- ამოღერღეთ, რა ჰქვია ანკარაში იმ დაწესებულებას?! - გავუმეორე კითხვა. ვატყობდი ჩემს თავს, რომ ნელ-ნელა მოთმინების უნარი მეკარგებოდა.
- შენი დედაც შე.....! - იღრიალა დავითმა.
- თქვენ რას იტყვით ბატონო ვახტანგ? - მას გავხედე.
- არაფერს. ჩემგან მეტს ვერაფერს გაიგებთ.
- მეეტს? საინტერესოა. - თავი დაიქნია ბექამ. - იქნებ ქეთი აქამდე ცოცხალია და „მეტსში“ ესეც შედის?
- ძალიან გინდათ, რომ ასე იყოს? არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - მე ის მკვდარი არ მინახავს. მითხრეს, რომ მოკვდა და ჩემს „საქონელში“ ფულის გადახდა შემიწყვიტეს.
საფეთქლებში რაღაცამ მიჩხვლიტა. რა იყო ეს? რა ჯნადაბას აკეთებდა ეს ნაბი*ვარი? ჯერ მითხრა მოკვდაო, შემდეგ არ ვიციო. ჩემი ეჭვებში ჩაგდება და გაგიჟება ჰქონდა გადაწვეტილი და გამოსდიოდა კიდეც.
- მერე, შე სი.., არ უნდა გენახა „გაბოლებდნენ“ თუ არა? - გაღიზიანდა ბექა.
- ფოტოზე ვნახე, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ძალიან უნიჭო მეზღაპრე ხარ.
- თქვენი ნებაა, როგორ შემაფასებთ.
- ბექა, როგორ გგონია, მზად იქნება? - თავით კარზე ვანიშნე.
- ნახე, მზად უნდა იყოს.
დავითისგან განსხვავებით, ვახტანგს საერთოდ არ გაუწევია წინააღმდეგობა. ეს კაცი თანდათან იმ ფსიქოფატის გამომეტყველებას იღებდა, რომელსაც ახალი მიღებული ჰქონდა დამამშვიდებელი აბები. ხელებზე და ტანზე ნასკვები გავუმაგრეთ. მე გარეთ გავედი და უკან რკინის წვრილი ჯოხით დავბრუნდი, რომლის ბოლო ნაწილზეც ნულის ფორმის რკალი შეედუღებინათ. რკალს სიმხურვალისგან ნარინჯისფერი დასდებოდა და ვარვარებდა. მათ წინ გავჩერდი. დავითი იგინებოდა და ისე მოძრაობდა, ცოტაც და სკამიანად გაიშხლართებოდა. ვახტანგი ცივი, გაყინული მზერით მიყურებდა. ძალიანცდებოდა, თუეგონა, რომ ეს რამეს შეცვლიდა.
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ჰქვია იმ საროსკიპოს?
- შენით გაარკვიე. - თქვა ვახტანგმა და სიმწრით გადახედა დავითს, რომელიც ქშინავდა და თვალებგადმოყრილი მიყურებდა.
- ბატონო ვახტანგ, როგორ გგონია, რა დრო დასჭირდება ამ ნივთისგან მიყენებულ ჭრილობას, რომ მთლიანად შეხორცდეს? - არაფერი მიპასუხა. ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. - თქვენ ხომ ექიმი ბრძანდებით, წესით უნდა იცოდეთ.
- ბიჭო, - მხარზე დამარტყა ხელი ბექამ. - დამწვრობა მალე გაუვლით მაგრამ შრამი რომ დარჩებათ? ცალთვალა ნაიარევს აიტანს? ლუკა, ამ ორს მომავალს დავულაქავებთ.
- სი.. კლოუნები ხართ, თქვენი დედაც! - იღრიალა დავითმა.
- თქვენ კი ამიერიდან აღარავინ იქნებით. გინდათ აგიხსნათ, რატომ მაინცდამაინც ნული? - გადავხედე ორივეს. - ნული არაა ციფრი, ნული არაფერია. როცა თქვანს შუბლზე დამწვრობა ნაიარევად იქცევა, მათი ყოველ ჯერზე დანახვისას გაგახსენდებათ ეს დღე, ზუსტად ისე, როგორც ნინეს თავისი შრამების შემთხვევაში. გაგახსენებთ, რას აკეთებდით მაგ თქვენი ბინძური ხელებით და რაც მთავარია, გაგახსენდებათ ჩემი ნათქვამი სიტყვები: თქვენ არავინ ხართ, თქვენ არარაობები ხართ, ნულივით!
ბექამ დავითს მკლავი ამოსდო ყელში და თავი ისე დაუკავა. დავადე თუ არა შუბლზე გავარვარებული რკალი, ცალთვალამ გამძვინვარებულმა იღრიალა და ოთახში დამწვარი ხორცის სუნი დატრიალდა. რამის გული ამერია სუნზეც და საკუთარ თავზეც, მაგრამ იმ წამს თვალწინ დამიდგა ნინეს ნაწამები ბეჭები, მისი შეშინებული, შეშლილი თვალები იმ ღამით, სოფელში, როცა ეგონა, რომ ამათ მოაგნეს. ქეთი, იმ მდგომარეობაში, როგორიც ფანტაზიას მოჰქონდა და ბოლოს ჩემი გოგონა. უდედოდ დარჩენილი სოფი. მაშინვე გაქრა გულის რევის შეგრძნება. რამდენიმე წამში დავითმა დავი ჩამოაგდო, ალბათ ტკივილმა გათიშა. ბექამ წყალი შეასხა და გონს მოიყვანა. ვახტანგს წინააღმდეგობა არც ამჯერად გაუწევია. იცოდა, რომ მაინც არ ასცდებოდა. მხოლოდ სხეული დაჭიმა და სანამ დამღას დავასვამდი, სიძულვილით ამომხედა. ზუსტად ასე მძულდნენ მეც ისინი.


ნინე
***
ნახევარი საათი ისე ვიმგზავრეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. წინ დაახლოებით იგივე დრო გვქონდა და თვალები დავხუჭე ძილის საცდელად, მაგრამ ყველაფერი, რაც იმ ოთახში მოხდა თვალ წინ დამიდგა და გამოვფხიზლდი.
არ მინდა შეგძულდეო, მითხრა ლუკამ. არ ვიცოდი, მართლა ასე მოხდებოდა თუ არა იქ რომ დავრჩენილიყავი. ახლა, როცა მანქანაში მჯდარი იმ სურათებს ვიხსენებდი, როცა ლუკა მათ წყლით აწამებდა, ტანზე უსიამოვნოდ მცრიდა, მაგრამ იქ ვერაფერს ვგრძნობდი. ლუკამ ჩემ მაგივრად იფიქრა. ნამდვილად სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი. თანაც ზუსტად არ ვიცოდი, რას აპირებდნენ. აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რა მიზეზით შეიძლებოდა გაგემართლებინა სისასტიკე და ფიზიკური ძალადობა, ბოლომდე ვერც ახლა ვაცნობიერებდი, მაგრამ იყო მიზეზები, რომელთა გამოც სინანული ნამდვილად არ შემაწუხებდა.
- სწორად მოიქეცი. - ჩაილაპარაკა ბაჩომ და გამომხედა.
- ხო, დარჩენა მართლაც ცუდი აზრი იქნებოდა. - სკამზე უხალისოდ მოვიკუნტე.
- წამოსვლა არ მიგულისხმია. რომ არ გაისროლე, იმაზე გითხარი.
- მაგრამ ორივე ღირსი იყო.
- გეთანხმები, მაგრამ დამიჯერე, მოკვლა მართლაც არაა გამოსავალი. - ბაჩომ ჩაახველა. ასეთ სერიოზულს პირველად ვხედავდი. - მით უმეტეს ახლა.
- ახლა? - გაკვირვებულმა გავხედე.
- ძალიან დაკვირვებული თვალი მაქვს. - ცალყბად გაიღიმა. - ჩემი აზრით, ჩენ უნდა გიმადლოდეთ, ლუკა რომ დაგვიბრუნდა. - ისევ გზას გახედა და მას შემდეგ აღარც მოუხედავს. - მაგრამ მასთან არ დაგცდეს, რაც გითხარი. რისი თქმა მინდა: საყვარელი ადამიანები არ მოგცემენ იმის უფლებას, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ამან ისინი დაგაკარგვინოს. ამის კარგი მაგალითი შემიძლია მოგივე, მაგრამ მაინცდამაინც ხეირიანი მთხრობელი არ ვარ. მოგვიანებით ჩემს დას გაგაცნობ - ნაიას. მის ქმარსაც არანაკლებ საშინელი რამ გადახდა. („სასიამოვნო საფრთხე“)
- რა?
- დედა და და მოუკლეს. თან ვინ? სასიძომ.
- ღმერთო ჩემო! - ტანზე ეკალმა დამაყარა. - საშინელებაა.
- ცოტა ხნის წინ, როცა დავითს იარაღს უმიზნებდი, გაბო გამახსენდა. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იყო ისიც. ბოლო წამს გადაიფიქრა იმ ს მოკვლა. მოკლედ, ჩემი და უკეთესად გიამბობს. მე უბრალოდ იმისი თქმა მინდა, რომ არავინ და არც ერთი მიზეზი არ ღირს იმად, რომ მკვლელი გახდე. არ აქვს მნიშვნელობა, სამიზნე რამდენად იმსახურებს ამას.
- მართალი ხარ. ამის გამო გადავიფიქრე. და არა მარტო. ბევრი რამის გამო. - ერთ-ერთი სწორედ ლუკა იყო.
- იმაზე რას იტყვი, რაც ნახე?
- წეღან ვფიქრობდი ამაზე. იქ საერთოდ ვერფაერს ვგრძნობი ბოლო წამამდე. მაგრამ ახლა არ ვიცი ბაჩო... გადახარშვა მინდა იმ სურათების. ძნელი იქნება, მაგრამ, არ მინდა, რომ დიდხანს მახსოვდეს.
- ხომ იცი, კაცები ასეთ რაღაცეებს ბევრად მძაფრად აღვიქვამთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ეხებათ. ამ სისასტიკემ არ შეგაშინოს და არ დაგრთგუნოს ნინე. ვიცი, უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნება, რასაც ვამბობ, მაგრამ ის რაც ნახე და რაც არა, მათთვის მინიმალურია. ნურც „ისეთი“ ლუკა შეგაშინებს. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი ეშმაკი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოიჩენს თავს. ჩვენ საბავშვო ბაღიდან ვძმაკაცობთ. ლუკას საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ. ის ასეთი არ არის, მაგრამ ახლა უნდა იყოს. დამერწმუნე ნინე, ის ძალიან განიცდის იმას, რასაც ახლა აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული აქვს, ისინი ყველაფერ საშინელებას იმსახურებენ.
ბიჭი გაჩუმდა. მთელი გზა მის სიტყვებზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ ცხრებოდა თანდათან ჩემი ფორიაქი. ბაჩო დამეხმარა, ძალიან დამეხმარა და მანქანიდან გადასვლისას მადლობა გადავუხადე. ხო, შედარებით მშვიდად ავიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა საფიქრალიც მქონდა. არ ვიცი რატომ, ალბათ ცალთვალას და ვახტანგის არეული საუბარის გამო ეჭვი გამიჩნდა, რომ შეიძლებოდა ქეთი ცოცხალი ყოფილიყო.


ლუკა
***
გულზე სიმძიმე მაწვა მას შემდეგ, რაც მე დაბექამ იმ ოთახის კარები გამოვიხურეთ და აბღავლებული ცალთვალა თავის უფროსთან ერთად შენობაში დავტოვეთ.
დასაძინებლად დაწოლისას ვიგრძენი, რომ ხელები მიცახცახებდა. ვერაფრით ვარჩევდი, რისი ბრალი იყო. იმის, რაც გავაკეთე, თუ იმის, რაც ქეთიზე გავიგე. მათმა არაზუსტმა და გაურკვეველმა პასუხემა ამრიეს. შეიძლებოდა ტყუოდნენ კიდეც და ქეთი ორგანოებისთვის დაღუპეს, ან მართლაც ანკარაში გაყიდეს და მეძავი გახადეს. ამის მეორედ წარმოდგენაც კი არ მინდოდა. გოგო, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი პირველი შვილის დედა და პირველი ზრდასრული ცრემლების მიზეზი იყო, ნივთივით გამოიყენეს.
უცნაური იყო, მაგრამ ვამჩნევდი ჩემ თავს, რომ ახალ საშინელ ამბავს შესაფერისად არ განვიცდიდი. მე ხომ ის მიყვარდა? მე ხომ მისი სიკვდილის გამო მთელი სამი წელი მოწყვეტილი ვიყავი ყველას და ყველაფერს? და იქნებ ამიტომ? ხო, ალბათ ამიტომ არ განვიცდიდი, რომ ქეთის სიკვდილს უკვე შეჩვეული ვიყავი. უკვე გადახარშული მქონდა, რომ მან სამუდამოდ დაგვტოვა. და მგონი იყო კიდევ სხვა მიზეზი. ნინე.
შეცდომა დავუშვით, საერთოდ რომ ნება დავრთეთ, იქ წამოსულიყო. ხო, ამის სრული უფლება ჰქონდა, მაგრამ მისი ისედაც გადატვირთული გონება როგორ გაუძლებდა იქ ნანახს? ოთახში არაფერს იტყობდა, მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, როცა მარტო დარჩენილი იქ მომხდარზე ფიქრს დაიწყებდა? მეშინოდა, რომ ყველაფრის შემდეგ მომერიდებოდა, ჩემი საქციელის გამო თავს შორს დაიჭერდა. თუმცა იმედის ერთ პროცენტს მაინც ვიტოვებდი, რომ ვცდებოდი.
სკამებზე მიბმულებს ჩანაფიქრი გამოუვიდათ. ყველას გულის სიღრმეში გაგვიჩინეს ეჭვი, რომ შეიძლებოდა ქეთი ცოცხალი ყოფილიყო. რა მოხდებოდა ეს რომ სიმართლე აღმოჩენილიყო? არ ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ახლა ნამდვილად მჭირდებოდა გიორგი. მიუხედავად ამდენი ფორიაქისა, იმით მაინც ვიყავი კმაყოფილი, რომ ჩემი წილი შური ვიძიე.

***
- ამისი დედაც!.. - წამოიძახა გიორგიმ, როცა ოთახში შევედით. ცალი ხელი თეძოზე ჩამოიდო, ცალის საჩვენებელი თითით კი ნიკაპი მოისრისა. - აქ რა ჯანდაბა ხდება?
- გეყოფა რაა, იცოდი სადაც მოგიოდი. - ვუთხარი და ქირურგებს გადავხედე. დავითს თვალი და ტუჩი შესიებოდამ ვახტანგს ყბა. ლოყაზე ჭრილობიდან ჩამოდენილი სისხლი შეხმობოდა. ორივეს ჩამუქებოდათ სილურჯეები და შუბლზე ამომწვალი ნულები საზიზღრად გამოიყურებოდნენ. დაქანცული და გაწამებული სახეები ჰქონდათ. მათ შემხედვარეს ნინე გამახსენდა, თოვლში უგონოდ მყოფი რომ ვიპოვეთ. არც ერთს არ ამოუღიათ ხმა ჩვენ დანახვაზე.
- ბიჭო, თქვენ რა დღეში ხართ, ხომ არ გააფრინეთ? - გადმოგვხედა სამივეს.
- ხო გიო, ხო. გავაფრინეთ და მალევე დავეშვით. შენია ორივე. - თავით ვანიშნე ქირურგებზე. - ცოტა ხნის წინ გითხარი, რაც მოხდა და ვინც არიან. ამიტომ ჩვენ დატუქსვას მორჩი. აჯობებს საქმეს მიხედო.
- ასეთი მარტივი ნუ გგონია ყველაფერი. აიყვანე, წაიყვანე კაია. რა უნდა ვთქვა, საიდან მოვთხარე? ციდან ჩამოფრინდნენ თავიანთი აღიარებებით?
- არ ვიცი, შენ მოიფიქრე. - მხრები ავიჩეჩე. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს გუშინდელთან შედარებით მშვიდად ვგრძნობდი. გიორგიც ცოტა დაწყნდარდა.
- ასე არ ხდება, რაღაცის საფუძველზე უნდა დავაკაო. მაგრამ ეს მერე. ასეთების წაყვანა არ ივარგებს. „სიფათები“ უნდა ჩაუცხრეთ.
- რაა? - ამ ჭრილობების მოშუშებას თვეზე მეტი დასჭირდება.
- ხო-და გეფიქრა, როცა ერთობოდი.
- ამ კვერცხით გვაშინებდი ბიჭო? - მოგვესმა დავითის ჩახრინწული ხმა. გიორგიმ წარბები აზიდა და ორი ნაბიჯი გადადგა წინ.
- უკაცრავად, რა მიწოდეე? - ყური მიუშვირა.
- რაც გაიგე.
- მისმინე, შე სი..! მე შენ ის „ბო.ი“ ხომ არ გგონივარ, პოლიციის განყოფილებაში რომ გყავს, შენს ნებაზე ატრიალებ და ისიც ბო.ურად ყიდის ჩვენს სამსახურს?
- დიახ, მგონიხარ.
- კარგია. - გავერკვიეთ. - თავი დაიქნია პოლიციელმა.
- რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ დაკითხვაზე გავჩუმდები და თქვენზე არაფერს ვიტყვით? - ჩაგვერთო ვახტანგი.
- იმიტომ, რომ პოლიცია პოლიციაა. ჩვენთვის ტყუილად არ შეურქმევიათ ძაღლები. თუ ერთხელ მოგხვდა ჩვენი ცოფი, ჩათვალე, რომ სამუდამოდ დაავადდი.
- მე სიკვდილის არ მეშინია.
- და მერე ვინ გეუბნება, რომ მაგ სიამოვნების მონიჭებას გიპირებთ? ციხეზე გსმენია რამე? იქაურობას თავისი კანონები აქვს ბატონო ექიმო და იქ მყოფ ზოგიერთ „პატიოსანს“ შეიძლება ძალიან არ „ევასებოდეს“ თქვენნაირი საქმოსანი ტიპები. გა გატ ყა ვე ბენ. აი ამ ოთახში ყოფნას მოგანატრებენ. და ეს მხოლოდ მათი სურვილით, ჩემს სურვილებზე არაფერი მითქვამს ჯერ.
გაჩუმდნენ. როგორც ჩანდა, გუშინდელმა დღემ დიდი გულები დაუპატარავათ.
- მოკლედ, - მოგვიბრუნდა გიორგი. - ესენი სახეზე ცოტა გასუფთავდნენ. მანამდე ხანდახან შემოუარეთ ხოლმე. ამასობაში კი რამეს მოვიფიქრებ. შენ კი, - გახედა ბექას. - მოგიწევს შენი სტატია დაივიწყო.
- რაა? რატომ? - შეიცხადა ბიჭმა.
- ან სანამ გამოაქვეყნებ მე წამაკითხე. დარწმუნებული ვარ რედაქტირება მოგიწევს. რამე ისეთი გეწერება, რომ გაგყიდის, გესმის? თქვენ ამ ღორებთან კავშირი არ გაქვთ. და სანამ ესენი გისოსებს მიღმა არ იქნებიან, არ გამოაქვეყნებ.
- მივხვდი, გასაგებია. - დაეთანხმა ბექა. - როგორმე შევაყოვნებ ჩემს რედაქტორს.
- კარგი. ახლა უნდა წავიდე, თქვენსავით მოცლილი კი არა ვარ. - გარეთ გავედით. - მეგობარი თუ „დაგგრუზავს“ აბა სხვა ვინ? - გაეცინა და მხარზე დამარტყა ხელი. - ლუკა, შენი კარგად მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საჭირო რაა.
- როგორც ჩანს არც ისე კარგად გესმის.
- ოხ! - თავი გაიქნია. - ჭკვიანად იყავით. „ტრუპები“ არ გჭირდებათ იცოდეთ, თორემ მეც კი ვერ გიშველით, ისე დაგერხევათ. წავედი მე და შეგეხმიანებით.
გიორგი წავიდა. ბაჩო შებრუნდა, ქირურგებს წყალი დაალევინა და ჩვენც წამოვედით. ერთი სული მქონდა ეს ნაბი*ვრები პოლიციის ხელში ჩავარდნილიყვნენ, რომ ეჭვები გამეფანტა და გამერკვია, ცოცხალი იყო ქეთი თუ არა.


პ.ს. მოკლედ, ვიცი წინა თავმა ცოტა არ იყოს კი არადა დიდი უარყოფითი ემოციები გამოიწვია, მაგრამ ისტორია ასე უნდა განვითარებულიყო და იმედი მაქვს ამას მოგვიანებით მაინც გამიგებთ... კიდევ ერთი სასტიკი თავია და იმედი მაქვს სულ მთლად არ დაანებებთთავს კითხვას... თუ დაანებებთ ამასაც გავიგებ... კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ მომყვებით და ჩემს დაგვიანებებს ყურადღებას არ აქცევთ... ძალიან მიყვარხართ ყვეელააა...
(სწრაფად გადავწერე დროის უქონლობის გამო და შეცდომებისთვის მომიტევეთ, ვეღარ გადავხედე. იმედია უცენზურო არაფერი გამეპარა წესების დაცვის გარეშე)скачать dle 11.3



№1  offline წევრი gaomao

იმედია მალე იქნება შემდეგი თავი :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

იმდენი ვისკუპე,ბოლოში აქოშინებული ჩავედი:))). აწი ასე გავაგრძელებ, სად მაწვს ამათი ნერვები. რაც უნდა ის უქნიათ და მოსვლიათ,მაგრამ რახან დავიწყე მაინც ჩავამთავრებ.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
იმდენი ვისკუპე,ბოლოში აქოშინებული ჩავედი:))). აწი ასე გავაგრძელებ, სად მაწვს ამათი ნერვები. რაც უნდა ის უქნიათ და მოსვლიათ,მაგრამ რახან დავიწყე მაინც ჩავამთავრებ.


სულაც არ ხარ ვალდებული დაასრულო... რომ არ დაგეწერა ეს, მერჩივნა... იმის წაკითხვას, რაც არ გსიამოვნებს, რაღაცის ან ვიღაცის ხათრით რა აზრი აქვს ))

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

lullaby
grafo
იმდენი ვისკუპე,ბოლოში აქოშინებული ჩავედი:))). აწი ასე გავაგრძელებ, სად მაწვს ამათი ნერვები. რაც უნდა ის უქნიათ და მოსვლიათ,მაგრამ რახან დავიწყე მაინც ჩავამთავრებ.


სულაც არ ხარ ვალდებული დაასრულო... რომ არ დაგეწერა ეს, მერჩივნა... იმის წაკითხვას, რაც არ გსიამოვნებს, რაღაცის ან ვიღაცის ხათრით რა აზრი აქვს ))



ჩემი კომენტარი საერთოდ ვერ გავიგია. ხათრი რა შუაშია?! უბრალოდ, ისე წავიდა ისტორია, რომ მარტო ფინალი მაინტერესებს.ან ვალდებულება რა შუაშია?! ავტორს ხომ არ შევუთანხმებ რას, როგორ წავიკითხავ. ვალდებულების გამო არსად არაფერს ვკითხულობ:))).

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
lullaby
grafo
იმდენი ვისკუპე,ბოლოში აქოშინებული ჩავედი:))). აწი ასე გავაგრძელებ, სად მაწვს ამათი ნერვები. რაც უნდა ის უქნიათ და მოსვლიათ,მაგრამ რახან დავიწყე მაინც ჩავამთავრებ.


სულაც არ ხარ ვალდებული დაასრულო... რომ არ დაგეწერა ეს, მერჩივნა... იმის წაკითხვას, რაც არ გსიამოვნებს, რაღაცის ან ვიღაცის ხათრით რა აზრი აქვს ))



ჩემი კომენტარი საერთოდ ვერ გავიგია. ხათრი რა შუაშია?! უბრალოდ, ისე წავიდა ისტორია, რომ მარტო ფინალი მაინტერესებს.ან ვალდებულება რა შუაშია?! ავტორს ხომ არ შევუთანხმებ რას, როგორ წავიკითხავ. ვალდებულების გამო არსად არაფერს ვკითხულობ:))).


ხოო შენი ნებაა, როგორ წაიკითხავ )) მართალი ხარ

 


№6  offline მოდერი malena

მე ისე შევიჭერი როლებში, მარტო დადაღვა არ მეყო, მეტი მომინდა, მაგრამ...
ცოტა იყო მარი, მარტო ვარაუდები აქედან და იქიდან. ჩემთვის პირველ ადგილზე მაინც ნინეს და ლუკას ურთიერთობაა, მათზე მეტი მინდა. :))

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

malena
მე ისე შევიჭერი როლებში, მარტო დადაღვა არ მეყო, მეტი მომინდა, მაგრამ...
ცოტა იყო მარი, მარტო ვარაუდები აქედან და იქიდან. ჩემთვის პირველ ადგილზე მაინც ნინეს და ლუკას ურთიერთობაა, მათზე მეტი მინდა. :))


სიმართლე გითხრა მეტი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ თავი შევიკავე, ესეც ძლივს დავწერე... მომდევნო თავში იქნებიან )) მიხარია შენი რილებში შეჭრა ^_^ შენს ახალ თავს საღამოსთვის ტკბილ ლუკმად ვინახავ <3

 


№8  offline წევრი EiLuL♥

დავითრგუნეეე :(((( ძალიან მიყვარს ეს ისტორია და რა გავაკეთო ? :// კარგიიი ხაააარ ❤
--------------------
elene

 


№9  offline წევრი tveni

აუ ეხლა მოვედი აზრზე. :-D პოლიციელი გიორგი, ბაჩოს და ნაია და მისი გაბო.. აუუუუ რა მაგარია :-D :-D :-D ნუ ლუკას ადგილას ალბათ მეც იგივეს გავაკეთებდი მერე რა რო ჰუმანურობაზე ვდებ თავს... არსებობენ არსებები ვისაც ადამიანი საერთოდ არ უნდა უწოდო ;-)

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა ცოტა დავმშვიდდი...
ნენეს თან გაუშვი ლუკა
ყველაზე კარგი დამამშვიდებელი ისაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent