შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა სიკვდილი 18 თავი


28-05-2015, 19:45
ავტორი lullaby
ნანახია 3 943

***
ერთხანს იმასაც კი ვფიქრობდი, რა მოიცდიდა ამდენ დროს. თავად წავიდოდი ანკარაში და გავარკვევდი ყველაფერს, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. არანაირი ათვლის წერტილი არ გამაჩნდა. ჩვეულებრივ, ღია საროსკიპოებში არავის დამალავდნენ და იქ ქეთის მოძებნას აზრი არ ექნებოდა. ქეთი თურქეთში არალეგალურად გადაყვანილი „ტვირთი“ იყო და მსგავს ბორდერში რა თქმა უნდა არ ამუშავებდნენ. რთული იქნებოდა, მაგრამ ისევ ქირურგების ჭრილობების შეხორცებას უნდა დავლოდებოდით.
ოჯახისთვის არაფერი მითქვამს. არ მინდოდა, ტყუილად ამეფორიაქებინა ისინი. იქნებ არც იყო ქეთი ცოცხალი და მათთვის ცრუ იმედის მიცემა არ მინდოდა. არც იმის თქმა მინდოდა მათთვის, რომ ქეთი ორი წლის მანძილზე ცოცხალი იყო. ამას რომ იზას ყურამდე მიეღწია, წარმოდგენაც არ მინდოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ მან არც ის იცოდა, თავისი შვილის საფლავში სხვისი ცხედარი რომ იწვა. თავის დროზე მაინც გაიგებდა ქეთის ოჯახი ყველაფერს. აჯობებდა ბოლომდე დამტკიცებული ფაქტები სცოდნოდათ მოგვიანებით, ვიდრე ახლა ვარაუდები.
ხუთი დღე ამაზე ფიქრმა შემშალა. სული მეკვროდა, ისე მინდოდა ნინეს ნახვა, მაგრამ ის სურვილს არ გამოთქვამდა და არც მე ვატანდი ძალას. ორი-სამი შეტყობინებით თუ შემოვიფარგლეთ ამ დროის მანძილზე. მისი კარგად მესმოდა, მაგრამ მაინც უნდა მენახა, უნდა გვესაუბრა. სათქმელი უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის და გავრკვეულიყავით. სხვაგვარად მე პირადად შევიშლებოდი. დავურეკე და კაფეში ვთხოვე შეხვედრა. დამთანხმდა, მაგრამ ხმაში ყოყმანი ეტყობოდა. იქნებ ის მოხდა, რისიც მეშინოდა? ნუთუ ნანახმა მასზე ცუდი გავლენა მოახდინა? უნდა გამეგო, რას ფიქრობდა, თორემ გაურკვევლობა ძალიან მღლიდა.

***
კაფეში შესვლისთანავე დავინახე. კუთხეში მდგარ მაგიდასთან იჯდა. მანაც დამინახა. მივუახლოვდი და გადაკოცნის გარეშე მის წინ ჩამოვჯექი. ხელებში წყლის ჭიქა მოექცია და მას დაჰყურებდა. ერთი შეხედვით მშვიდი ჩანდა, მაგრამ მინაზე ათამაშებული თითები მის ნერვიულობას ამჟღავნებდნენ.
- როგორ ხარ, ნინე? - ვკითხე და ხელები მაგიდაზე დავაწყვე. ისეთი ტონი მქონდა, თითქოს გოგოს მეორედ ვხედავდი.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა და ერთი წამით ამომხედა. - შენ?
გავჩუმდი. თავადაც არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა.
- ასე არ შეიძლება, ნინე. - თავი გავიქნიე. გოგომ შემომხედა.
- ვიცი. - თქვა მან.
- შენი კარგად მესმის, მაგრამ ამდენი დღეა ჩუმად ხარ და მე არ შემიძლია, ასე გაურკვევლობაში ყოფნა. რამე მითხარი, კარგი? თუ ჩემმა საქციელმა იქ შენზე რამე გავლენა...
- არა ლუკა, არა. - გამაჩერა. - უფრო სწორად, ცოტა კი დავიზაფრე, მაგრამ მალევე გადამიარა. ამიტომაც წამოვედი, რომ ეს აღარ გაგრძელებულიყო.
- რამეს შეუკვეთავთ? - მოგვიახლოვდა მიმტანი გოგონა. ნინეს გავხედე.
- ცივი ყავა.
- კარგი. ორი ცივი ყავა. - ავხედე მიმტანს. ღიმილით გაგვშორდა.
- გულზე მომეშვა. - ამოვიოხრე. - მეგონა, თავს ამიტომ მარიდებდი და ვნანობდი, იქ წამოსვლის უფლება რომ მოგეცი.
გოგოს მკრთალად გაეღიმა.
- ალბათ ბექამ ყველაფერი გიამბო.
- ხო. - ღრმად ჩაისუნთქა.
- და ეჭვი გაქვს, რომ...
- ხო.
- ნინე, ამის გამო გამირბიხარ? - ნაწყენის ტონი კი გამომივიდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მესმოდა მისი.
- ლუკა, მე უბრალოდ... არ მინდა, რომ... არც კი ვიცი, როგორ გითხრა. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და თავი ჩახარა.
- შემომხედე!.. და მითხარი რასაც ფიქრობ.
- აქ რატომ მომიყვანე ლუკა? აჯობებდა ბინაში შევხვედროდით. - შუბლი შეკრა მან.
- ის ბინა ჩემთვის ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. არ მინდოდა, ეს საუბარი იქ შემდგარიყო.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მიმტანმა ყავა დატოვა და წავიდა.
- ის... ქეთი რომ ცოცხალი იყოს, - დაიწყო მან. - რთული გამოსაცნობი არაა შემდეგ რაც მოხდება. ჩემს ცხოვრებაში საკმარისი ცუდი მოხდა, ლუკა. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ მართლაც ცოცხალი იქნება ქეთი, მაგრამ მე... შემდეგ მე...
- ნინე, სანამ ქირურგებს პოლიციას გადავაბარებთ, მანამდე საკმაო დროა. არ მინდა, რომ იქამდე გაბუტული ბავშვებივით ვუყუროთ ერთმანეთს.
- არ შემიძლია ლუკა. ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი ხდებოდეს.
- ნინე, მართლაც არაფერი ხდება ისეთი, რომ შენ ასე მექცეოდე.
- ჯერჯერობით, მაგრამ შემდეგ დაიწყება გამოძიება და... - გაჩერდა.
- და, რაა? მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, გთხოვ. არავინ იცის, რა მოხდება.
- ოპტიმისტი არასოდეს ვყოფილვარ და რაღა ახლა... ღმერთო, რას ვლაპარაკობ! - თავი გაიქნია და სახეზე ხელი მოისვა.
- ამას არც გეუბნები ნინე. უბრალოდ, ეჭვებს ნუ მისცემ უფლებას ჩემგან თავი შორს დაგაჭერინოს.
- გგონია ეს მინდა? მაგრამ მირჩევნია წინასაწარ შევეგუო იმას, რომ როცა იქნება, მომიწევს ამის გაკეთება, შენგან თავის შორს დაჭერა.
- შენ ხომ არ გაგიჟდი? - გამაცოფა იმის წარმოდგენამ, რომ გოგო, რომელიც ნამდვილად მაღელვებდა და ჩემში ახალ გრძნობებს აღვიებდა, გაურკვეველი მომავლის გამო, ჩემგან შორს ყოფნას აპირებდა. ამ წუთას აღარაფერი მახსოვდა. მინდოდა მისთვის მხრებში ჩამევლო ხელები და ძლიერად შემენჯღრია, გამომეფხიზლებინა. იქნებ მაშინ მაინც გაეხსენებინა, რა გამოვიარეთ ერთად. - რაღაც სისულელეებს ფიქრობ და მე აღარ მეკითხები, რას ვაპირებ?
- რას აპირებ? - შემომხედა. სევდიანი თვალები აწყლიანებოდა. ისეთი მშვენიერი იყო. ხელები მის თითებს ჩავჭიდე და ოდნავ მოვუჭირე. გაოფლიანებოდა და უთრთოდა.
- კარგად დაიმახსოვრე, ნინე, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენზე უარის თქმას არ ვაპირებ. გესმის? - ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ თანდათან ქრებოდა მისი თვალებიდან სევდა. ძალაუნებურად გამეღიმა. - მოვიცადოთ კარგი?
- კარგი. - თავი დამიქნია. მასაც გაეღიმა. - სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა. ალბათ, მართლაც არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რაც ჯერ არ მომხდარა.
- შენგან ამის მოსმენა უფრო სასიამოვნოა.
- მოდი რა, წავიდეთ ჩვენს ბინაში?
- რატომ?
- მომენატრე და იმიტომ. - თვალები დახარა მან. სხეულში ყველაფერი სითბომ მოიცვა. მომინდა, მოვხვეოდი, თავი მის კისერში ჩამეყო და თმის სურნელით დავმტკბარიყავი. მოსმენილის შემდეგ გავაცნობიერე, რამდენად დაღლილი ვიყავი ყველაფრისგან და ძალიანაც რომ მდომოდა, ამ წინადადებაზე უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი.


ნინე
***
როდესაც პრობლემები გაქვს და მოულოდნელად შვებას იგრძნობ, სურვილები გიჩნდება ახალი მდგომარეობის გასათავისებლად. სიმშვიდე და წყნარი გარემო ამისთვის ზედგამოჭრილია.
რამდენიმე საათი გავატარაეთ საწოლზე წამოწოლილებმა ყოველგვარი ვნებების გარეშე. თავი მის კალთაში მედო, ის კი თმაზე მეფერებოდა. მთელი ეს დრო სასიამოვნო ჟრუანტელში მყოფმა გავატარე. ყველაფრის შემდეგ, თავს ისე კარგად ვგრძნობდი, რომ მინდოდა მომავალი უბრალოდ გამქრალიყო. აი ასე, ერთი ხელის მოსმით. ხო, ლუკას გამო თავის ხელში აყვანა შევძელი, მაგრამ შიში ბოლომდე მაინც ვერ ჩავკალი. უბედნიერესი ვიყავი, როცა მითხრა, შენზე უარის თქმას არ ვაპირებო. ესე იგი, ჩემ მიმართ იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ვნება იყო, მაგრამ აქედან მომავალს ვერ განვსაზღვრავდი. ეგოისტურად გამომდიოდა, მაგრამ, მეშინოდა, რომ ქეთი ცოცხალი აღმოჩნდებოდა და თუნდაც სოფის გამო, ლუკა პირობის შესრულებას ვერ შეძლებდა. თუმცა, ალბათ ასეთ სიტუაციაში ჩემი გრძნობები მეორედხარისხოვანი იქნებოდა და სურვილების საწინააღმდეგოდ მომიწევდა წასვლა. რა თქმა უნდა, ლუკას ნათქვამი გულზე სასიამოვნოდ მეხვეოდა, მაგრამ მისგან ჩუმად მაინც ვაპირებდი საკუთარი თავის ყველაფრისთვის შემზადებას.
ფიქრებიდან იმ სასიამოვნო შეგრძნებამ გამომიყვანა, რომელმაც ცხელი ჟრუანტელი მომგვარა. ლუკას თითები ჩემი მაისურის ქვეშ შეეცურებინა და მუცელზე ნაზად დაასრიალებდა. თვითონ თავი კედლისთვის მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა. გამეღიმა. გამახსენდა ჩვენი პირველი დიალოგი, მისი ცივი, უხეში ხმა და გამომეტყველება, რომელიც სრულიად არ შეესაბამებოდა ახლანდელს. და უცბად ეს მოგონება შენობაში, ქირურგების წინ მდგარი, გამძვინვარებული ლუკას მზერამ გადაფარა. უსიამოვნოდ გამჭვალა გულმა.
- ნახეთ დღეს ისინი? - ჩუმად ვკითხე.
- ბექა და ბაჩო წავიდნენ. უკვე გამობრუნდებოდნენ. - მიპასუხა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- აღარაფერი უთქვამთ?
- აღარც გვიკითხავს. ნინე, ნუ ვილაპარაკებთ რა მათზე. - მაისურის ქვეშ ხელი გაშალა და მსუბუქად დამადო მუცელზე. თავისებური პროტესტი იყო ჩემ მიერ წამოწყებული თემის მიმართ. ისევ გამეღიმა. რამდენიმე წამში კი კვლავ თითების სრიალი გააგრძელა. ეს უწყინარი თამაში სიამოვნების კორიანტელს აყენებდა ჩემ შიგნით. მეგონა თბილი წყლის წვეთები მეცემოდნენ.
- ლუკა...
- ჰო.
- მადლობა.
ბიჭმა თვალები გაახილა და ზემოდან ინტერესეთ დამხედა. კონკრეტულად მეც არ ვიცოდი, რისთვის ვამბობდი ამას. ხო, მისგან ბევრ რამეში ვიყავი დავალებული, მაგრამ ახლა ჩემი მადლობა ზოგადი უფრო იყო.
- რისთვის? - მკითხა შუბლშეკრულმა. გამეცინა მის გამომეტყველებაზე და პასუხიც ვიპოვე.
- იმისთვის, რომ მაშინ, როცა დანით გემუქრებოდი, სახლიდან არ გამაგდე, უჟმურო.
- არაფრის, - ცალყბად გაიღიმა. - ისე, ღირსი კი იყავი.
- მეწყინა. - ტუჩები მოვპრუწე.
- ცივ წყალზე არ დაგზადრები. - ჩამოყრილი ჩოლკა გადამიყია და შუბლზე საჩვენებელი თითი დაასრიალა. თვალები დავხუჭე. შემეძლო დღეების მანძილზე ვწოლილიყავი ასე, თავით მის კალთაში და არაფერზე მეფიქრა, მაგრამ რეალობა და ადამიანები გვინდოდა თუ არ გვინდოდა ჩვენი ნაწილები იყვნენ. საღამოს რვა ხდებოდა, დედამ რომ დამირეკა.
- წავიდეთ. - ვუთხარი და კვლავ მუცელზე მოთამაშე მისი თითები დავიჭირე. წამოვიწიე და მუხლებზე დავდექი. - აქ მინდა, შენთან ერთად.
- ხვალ ისევ მოვიდეთ. - თავისკენ მიმიზიდა ლუკამ და ხელები მჭირდოდ მომხვია. - მეც ძალიან მომენატრე, ნინე. მეშინია, როცა შორს იჭერ თავს ჩემგან.
- რისი გეშინია?
- ახლა ერთ ნავში თუ არა, ერთ ოკენაეში მაინც ვართ. ძალიან შეგეჩვიე და მაშინებს ის, რომ შემგან დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს. გახსოვს, რა მითხარი სოფის დაბადების დღეზე სოფელში? ბედნიერებამდე ცოტა მაკლია და მინდა, როცა ეს დრო დადგება, შენც ჩემთან ერთად იყოვო. მას შემდეგ არაფერი უნდა შეცვლილიყო, ნინე. ხო, მიუხედავად ყველაფერისა არ უნდა შეცვლილიყო. მეტჯერ ასე აღარ მოიქცე, გთხოვ.
ხმა სერიოზული, მაგრამ თბილი ჰქონდა. გამომეტყველება კი ისევ უჟმური.
- აღარ მოვიქცევი. - ვუთხარი და მოვეხვიე. ტუჩებით მის კისერს მივეკარი და თვალები დავხუჭე. ის ჩემი იყო და აღარაფრის მეშინოდა. ჯერჯერობით.

***
ის იყო სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედი, რომ ჩემგან რამდენიმე მერტში წყვილმა ჩაიარა. უკვე ჩამოღამებული იყო, მაგრამ მშვენივრად გავარჩიე ორივე. თაკო, ბაჩო, მათი ჩაკედებული ხელები და მხიარული სიცილი. მაგარია! არაფერი შევიმჩნიე და სახლში ავედი. იქ დავუდარაჯდებოდი. თაკოსთვის ქირურგების შესახებ არაფერი გვითქვამს. ჩემი და პოლონეთში შეჯიბრზე წასასვლელად ემზადებოდა და არ მინდოდა, ამ ახალ ამბავს რამე გავლენა მოეხდინა მასზე. ვიცოდი, რომ წასვლაზე უარს იტყოდა.
სახლში შესულს დალიმ და ქეთომ სინქრონში მკითხეს, სად იყავიო. მათი ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივი სიმართლით დავაკმაყოფილე და ჩემს ოთახში განვმარტოვდი.
ყველაფრის შემდეგ დღევანდელი დღე ჩემთვის წამალი იყო. საწოლზე მივწექი და თვალები დავხუჭე. დღეს ლუკა იმდენად გულახდილი იყო, რომ არ ველოდი მისგან. შემეჩვია, ჩემზე უარს არ იტყვის, ეშინია, რომ გავურბივარ. თითოეული მათგანი ჩემთვის ძვირფასი იყო, მით უმეტეს, რომ მეც შევეჩვიე მას, არც მე მინდოდა ბიჭზე უარის თქმა და მეც მეშინოდა, როცა ის ჩემ გვერდით არ იყო. საკმარისი იყო მისი დანახვა, რომ სიმშვიდე და შინაგანი ფორიაქი ერთმანეთთან ბრძოლას იწყებდა. მისი შეხებისას ვგრძნობდი, როგორ ტრიალებდა ირგვლივ ყველაფერი. ვნების იქით იყო კიდევ რაღაც, რაც მაძლიერებდა, ამავე დროს მასუსტებდა, რაც ხანდახან გამბედაობას მართმევდა, რომ მისთვის თვალებში შემეხედა, რაც გამუდმებით მასთან სიახლოვეს მთხოვდა და გულს გამალებით ძგერას აიძულებდა, როცა მიღიმოდა ან მასზე ფიქრს ვიწყებდა. აი, ახლაც!
იმ წამს ქეთოს ხმა მომესმა მეორე ოთახიდან და მეხსიერებაში მისი ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდნენ: „სიყვარულმა თვალების დახრა იცისო.“ და უცბად ამის გაფიქრებას მთელს ჩემს სხეულზე ჟრუალნტელი მოჰყვა. გულმა რამდენჯერმე გამალებით მიბიძგა. თვალები გავახილე და წამოვიწიე. ლუკა შემიყვარდა! ლუკა შემიყვარდა?! ხო, მე ის შემიყვარდა. ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომ საწოლზე პლედს ჩავეჭიდე. მეგონა, გასაბერი ბუშტივით ჰაერში ავიწეოდი. ამ ახალმა გრძნობამ ბიჭი ისე მომენატრა, თითქოს ერთი საათის უკან არ მენახა. უკვე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა ხვალინდელი დღე.
ვარდისფერი ღრუბლებიდან ოთახში შემოვარდნილმა ქარიშხალმა ჩამომაგდო. თაკო საწოლზე დაემხო და გადმომხედა.
- ვაა, მოსულხარ. რაო ჰენრიმ? - გადმობრუნდა ჩემკენ და თავით ხელის გულს დაეყრდნო. თაკო ლუკას მსახიობ ჰენრი კევილს ამსგავსებდა. მე არანაირად ვეთანხმებოდი, მაგრამ ვინ მისმენდა. თვალები დავუბრიალე და გამომცდელად შევხედე. - რა იყო, ვალი მაქვს? რანაირად მიყურებ?
- არაფრის თქმა არ გინდა?
ცალი თვალი მოჭუტა, ვითომ ჩაფიქრდა.
- ხო კაი, კაი, წუხელ შენი მაისურით მეძინა. რა იყო მერე?
- და კიდევ?..
- გეფიცები შორტები არ მცმია... ხო, კარგიი, რახან დამინახე, რაღას მაძალებ რომ გითხრა? - გადაიკისკისა. - საყვარელია ბაჩუკი, არა?
- რომ არ დამენახეთ თქმას არ აპირებდი არა?
- სერიოზული არაფერია. მხოლოდ მოგვწონს ერთმანეთი. - თვალები ჩამიჟუჟუნა. გამეცინა.
- ჰოო, არც მიკვირს.
- იცი რამდენ რამეში ვგავართ ერთმანეთს? ბიჭად რომ დავბადებულიყავი, ბაჩო ვიქნებოდი.
- რა გადარეული ხარ. - თავი გავიქნიე.
- შენ კითხვაზე არ მიპასუხე. რამეს მიმალავ? ლუკასთან რა ხდებოდა? - თვალები მოჭუტა.
- რას უნდა გიმალავდე. ცოტა ვისაუბრეთ და წამოვედი.
- მოიცა, სამი საათიდან წასული აქამდე „ცოტას საუბრობდით“?
- მერე გავისეირნე და ეგ იყო. წამო, ჩაი უნდა დავლიო, არ გინდა? - ვკითხე და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე გავედი ოთახიდან. ვიცოდი თავს ასე უფრო გავყიდიდი. დამნაშავედაც ვგრძნობდი თავს, მაგრამ მე ჯერ კიდევ ახლად აღმოჩენილი გრძნობების ეიფორიაში ვიყავი და მათზე საუბარი ნამდვილად არ შემეძლო.

***
ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ სახლის ტელეფონმა დარეკა და ვუპასუხე. იმ სკოლის დირექტორი იყო, სადაც მე ვმუშაობდი. ეს ქალი გულზე არასოდეს მეხატებოდა, მაგრამ მისმა ზარმა გამახარა. მომიკითხა, მოკლედ გამომკითხა, სხვისგან გაგებული ამბავი სიმართლე იყო თუ ჭორი და შემდეგ საქმეზე გადავიდა. მითხრა, სიამოვნებით დაგაბრუნებ სკოლაში, თუ სურვილი გექნებაო. ვერც კი გავაცნობიერე, როგორ შევხტი ადგილზე სიხარულისგან. ის ფაქტი, რომ საქმეს დავუბრუნდებოდი და გულის გადაყოლების საშუალება მექნებოდა, ბედნიერს მხდიდა. ვუთხარი, აუცილებლად შეგეხმიანებით მეთქი და დავემშვიდობე.
ლუკა ბინაში დამხვდა. გუშინ გასაღები მას მივეცი. მთელი ძალით მოვეხვიე, თითქოს ამით მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ გუშინდელი ჩემი აღმოჩენა სწორი იყო. არ ვიცი ლუკამ რა შემამჩნია, რომ მკითხა:
- რამე მოხდა? - მხრები დამიჭირა და შემომხედა. თვალებით მიღიმოდა. მინდოდა მეყვირა ის, რასაც გუშინ ჩემს ოთახში ვფიქრობდი, მაგრამ თავს საკმაოდ ადვილად ვიკავედბი.
- ბედნიერი ვარ და შენ ჩემ გვერდით ხარ.
გაეცინა. ხელები სახეზე მომკიდა. თითები ნაზად ჩამოასრიალა ლოყებზე. ჯერ შუბლზე მაკოცა, შემდეგ ლოყაზე, ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე. პირველი კოცნა არ ყოფილა ისეთი ტკბილი, როგორც ეს. გულიც დამეთანხმა ამაში და აჩქარდა. ხელებიც, და მის სახეს ჩაეჭიდნენ. ვიცოდი ეს რისი ბრალიც იყო. იმ ოთხმარცვლიანი სიტყვის, რომელიც მთელი თავისი ცნებებით და გრძნობებით გონებიდან მოყოლებული, მთელს სხეულში ტრიალებდა.
- რაღაც გიყიდე. - მითხრა ლუკამ. გაკვირვებულს გამეღიმა.
- რა მიყიდე? - შევათვალიერე.
- მე ტყუილად მიყურებ, - გაეცინა. - მაცივარში დევს.
- მოიცა, მოდი გამოვიცნობ. - მაგრამ მკითხაობა აღარ დავიწყე, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი და მაცივრის კარი გამოვაღე. - ნაყინი? - გადავიკისკისე და კოლოფს ვწვდი. ჩემმა გემოვნების რეცეპტორებმა უკვე იგრძნეს მისი გემო.
- ხო, - კისერზე მოისვა ხელი და იქვე, დივანის საზურგეზე ჩამოჯდა. - ბოლოს, როცა აქ ვიყავით, არ დაგცალდა მისით მოლხენა.
- არ დაგვცალდა. - შევუსწორე, კოვზები ავიღე და დივანზე მოვკალათდი. თითები ჩემ გვედრით ავათამაშე. ისიც მომიჯდა და კოვზი გამომართვა. - მმმ, ძალიან გემრიელია, რბილი და ტკბილი.- შევაფასე ნაყინი პირველი კოვზის გასინჯვისას.
- რეპლიკების გარეშე, თუ შეიძლება. - ნაყინი მანაც გასინჯა. - აი, ხომ ხედავ, მეც მომწონს, მაგრამ, ყოველგვარი „მმმ“-ების და ზედსართავების გარეშე.
- ეგ იმიტომ, რომ... გრძნობების გამოხატვა არ შეგიძლია.
- ნაყინის ჭამას რა გრძნობების გამოხატვა სჭირდება? - გაიცინა.
- სჭირდება, როცა საჭიროა. - თვალები მოვჭუტე და ტუჩები გავილოკე.
- ხანდახან როგორ მეზიზღები.
- აი მე კი... - გავჩუმდი. ლამის წამომცდა. არა, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ მეთქვა მიყვარხართქო, მაგრამ მე ხომ საქართველოში გაზრდილი შვილი ვიყავი?!
- რა, შენ?
- არაფერი. - მისკენ მივიწიე, მივეყრდენი და თავი მხარზე ჩამოვადე. - იცი, დღეს იმ სკოლის დირექტორმა დამირეკა, სადაც ვმუშაობდი. მითხრა შეგიძლია კვლავ დაიწყო მუშაობაო.
- მართლაა? ძალიან კარგია. იმედია უარი არ გითქვამს. ახლა ეგ ძალიან გჭირდება.
- არა არ მითქვამს. ვუთხარი შეგეხმიანებითთქო.
- მიხარია, არ დააყოვნო.
- ვნახოთ. სოფი როგორ არის?
- კარგად. დღეს ბებიასთან წავიყვანე. ალბათ ზეგამდე დარჩება. მაგრამ შენ კითხვაზე არ მიპასუხე.
- როგორ არა, გითხარი არაფერი მეთქი.
- ეგ არაა პასუხი.
- შემეშვი და მაცადე, ნაყინს ვჭამ.
უცბად ხელიდან გამიქრა ნაყინის კოლოფი. წამოვიწიე და გაბრაზებულმა შევხედე. არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა. კოლოფი მას ეჭირა.
- დამიბრუნე. - თვალები წავუწვრილე.
- ჯერ თქვი, რის თქმასაც აპირებდი.
- ლუკა დამიბრუნე თორემ...
- თორემ? - წარბები აზიდა.
- დაგახრჩობ.
- მაგ ხელებით? - დამცინავად ჩაიფხუკუნა.
- არაა. - მისკენ გადავიხარე და ტუჩებში ვწვდი. ნაყინი დივანის სახელურზე ჩამოდო, ხელები წელზე მომხვია და მკერდზე მიმიკრო. დახრჩობით ნამდვილად ვერ დავახრჩობდი, მაგრამ შემეძლო მისი ვნებიანი ბაგეები ჩემი კბილებით დამეზიანებინა. ესეც გადავიფიქრე და უბრალოდ, მთელი სხეულით მივეწებე. ეს რომ არ გამეკეთებინა ვეტყოდი, აუცილებლად ვეტყოდი. ნამდვილად სჯობდა მისი კოცნით დავკავებულიყავი, ვიდრე საკუთარ გრძნობებზე საუბრით. განა რამდენ ხანს გასტანდა ეს, მაგრამ იმედს ვიტოვებდი, ლუკა მიხვდებოდა, რომ არ მინდოდა იმაზე საუბარი, რაზეც მაცივდებოდა.
ცოტა ხანში მოვცილდი, რადგან მალე სურვილებს ვეღარ მოვთოკავდით. მე კი შორს წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. სუნთქვაარეულები ვუყურებდით ერთმანეთს.
- კარგი მცდელობა იყო თემიდან გადასახვევად, მაგრამ...
თვალები გადავატრიალე. ღმერთო ჩემო, რატომ არ დამიმოკლებ ამ ენას? ლუკა მომლოდინედ მიყურებდა. ხელები ჯერ კიდევ მის მხრებზე მქონდა ჩამოდებული და თითებს მის თმაში ვათამაშებდი. უცბად მისმა მობილურმა დარეკა და ვიმედოვნებდი, რომ ამ საუბრისგან მიხსნიდა. გიორგი რეკავდა.
- ხო, გიო. - უპასუხა ლუკამ.
- რაღაც ამბავი მაქვს. გცალია? - პოლიციელი ისე ხმამაღლა საუბრობდა, რომ მისი ხმა მეც მესმოდა.
- მცალია. რა საქმე, რა მოხდა? - ლუკამ შემომხედა.
- ბიჭო... ტელეფონით ვერ გეტყვი... სასწრაფოა და უნდა შევხვდეთ, ახლავე!скачать dle 11.3



№1  offline წევრი EiLuL♥

მიგკლაავვ,,,რაზეეე გააჩერეეე :((( კაიი რააა ❤
--------------------
elene

 


№2  offline წევრი ნატა

გული გამიჩერდება მგონიიი იმედი მაქ მალე დადებ შემდეგ თავს... წარმატებებიიი უმაგრესი ხარ

 


№3  offline წევრი S.likuna

kaiaaaaa dzaaan male dadeee nu agvaianeeeebb

 


№4  offline წევრი Flower

მარუს მაგარია ქალიი <3 love ჩემი თბილი და ტკბილი.. შენსავით საყვარელი თავი გამოვიდა. იმ სასტიკობების შემდეგ am მალე დადე ახლა

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

უღრმესი მადლობა ჩემებო... ^_^ მიხარია რომ ჩემთან ხართ ისევ. ეს შაბათ - კვირა თუ სახლში ვიქნები ორშაბათს დავდებ აუცილებლად, თუ არადა არ ვიცი. ძალიან ვღელავ რომ გიგვიანებთ... (( <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიანმაგარია მალე დადე რა

 


№7  offline წევრი f43i3zxv

მარიამ მალე დაამთავრე და ახალი ისტორია დაიწყე რა შენს ნიკს რომ ვხედავ და ისტორიას არ ვკითხულობ ვერ ვეგუები მაგრამ როცა სათაური დავინახე რაღაცამ ”არ გამიშვა” რომწამეკითხა :D ახლაც ასეა ვერაფრით ვერ ვკითხულობ ტრაგიკული იქნება ასე მგონია და მასეთ რათაცას რომ ვკითხულობ მერე მენერვიულება დიდი ხანი და მირჩევნია არ წავიკითხო აქ ერთი სიტყვაც არ წამიკითხავს მაგრამ სათაურიდან გამომდინარე ვგრძნობ რომ მასეა :D
მომენატრა შენეული ისტორიის კითხვა და ველი იცოდე წარმატებები :*

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

f43i3zxv
მარიამ მალე დაამთავრე და ახალი ისტორია დაიწყე რა შენს ნიკს რომ ვხედავ და ისტორიას არ ვკითხულობ ვერ ვეგუები მაგრამ როცა სათაური დავინახე რაღაცამ ”არ გამიშვა” რომწამეკითხა :D ახლაც ასეა ვერაფრით ვერ ვკითხულობ ტრაგიკული იქნება ასე მგონია და მასეთ რათაცას რომ ვკითხულობ მერე მენერვიულება დიდი ხანი და მირჩევნია არ წავიკითხო აქ ერთი სიტყვაც არ წამიკითხავს მაგრამ სათაურიდან გამომდინარე ვგრძნობ რომ მასეა :D
მომენატრა შენეული ისტორიის კითხვა და ველი იცოდე წარმატებები :*


ვაიმეე ამას ვის ვხედაავ ^_^ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე, მიუხედავდ იმისა, რომ უარყავი წაუკითხავად ჩემი ისტორია. :დდ ხო ციტა ტრაგიკული კია და დაიწუნეს, მაგრამ დასასრული კარგი აქვს. :დ შემდეგ ისტორიას როდის დავიწყებ ღმერთმა იცის, მაგრამ ამაზე ბევრად მეტად რომ მოეწონებათ დარწმუნებული ვარ :დ ძალიან გამიხარდა შენი დანახვა ^_^

 


№9  offline წევრი f43i3zxv

:D მეც ნიკს რომ ვხედავ მინდება წავიკითხო მაგრამ გული მეუბნება არაო როდემდე დავუჯერებ არ ვიცი :D ბოლო თავს აუცილებლად წავიკითხავ
ისე არ გეცოდები სულვფიქრობ როგორ გაგრძელდებოდა ლელას და რატის ისტორია ჩემი ფანტაზია შენსას ვერ შეედრება და იქნებ მეორე ნაწილიც გვაჩუქო მაგ ისტორიის :D სადმე საშიკოც გამომიჩინე რა როგორი მამა იქნება ვგიჟდები ისე მაინტერესებს :D ისე კი ხარ მოსაკლავი შენი ისტორიების გადამკიდე ბიჭი ვეღარ ვნახე ჩემი მოსაწონი :D სულ ვადარებ ერთი ლაშას მსგავსი კი ვიპივე ისე ტუჩ საცხს რომ ვერ იტანს ფრჩხილის ლაქი ეზიზღება მაგრამ მივხვდი რომ დამღალა ყოჩაღ თამუნას ლაშას რომ
უძლებდა :D ხოდა ახლა კი მიხვდები ლაშას მამობა რატომ მინდა ვნახო და შემიცოდე :D :*

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაიმეეე რა კარგად მაცინეეე :დ შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ მაგ ისტორიებს ვეღარ გავაგრძელებ. ნუ ახლა ეპიზოდური როლები მახასიათებს ხო იცი და შეიძლება სადმე გამოჩნდნენ. :დ ამ ისტორიაში ბაჩო მყავს სასიამოვნო საფრთხედან, გახსოვს ეეგ? იმედია გული დიდხანს ვერ გაგიძლებს და მაინც წაიკითხავ. მერე მომვარდები და გამლანძღავ, ან პირიქით. ( ამბიცია ინ ექშენ ) :დ

 


№11  offline წევრი f43i3zxv

bacho maxsovs magram didad ar miyvars cancara iyo nu cisferi tvalebis gulistvis sheidzleba davfiqrde :D

გალანძღვა არ მახასიათებს ზოგადად :D წაკითხვით ჯერრბოლო თავს წავიკითხავ და მერე ისე საიდუმლო გაგიმხილო ? :D :D კიდევ იმიტომ არ დავიწყე წაკითხვა რომ ვიცოდი დააგვიანებდი და მეთქი დაასრულოს დაამერე ერთად მადიანად წავიკითხავ თქო :D ჰმ ნუ ხარ ასეთი თავმდაბალი ცოტა ამბიცია გოგო :D დარწმუნებული ვარ მომეწონება უბრალოდ მირჩევნია რამე უფრო ფერდი და მხიარული წავიკითხო :D

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

გენაცვალე... მენატრებოდი ძალიან... ^_^ შენ როგორ გენებოს ისე გააკეთე ^_^ 2 თავში დავასრულებ და ფერადი ისტორია მოგვიანებით იქნება ^_^ <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარი ისტორიაა იქნებ მალე დადოთ რა. winked

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

უკვე ძალიან მაინტერესებს რა ხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent