შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა სიკვდილი 19 თავი


9-06-2015, 14:49
ავტორი lullaby
ნანახია 3 677

ლუკა
***
გიორგის სკვერში ველოდებოდი, მითხრა მანქანით მოვალო. ნინე აფორიაქებული დავტოვე. არ მინდოდა, მარტო ყოფილიყო, მაგრამ არც მისი თან წაყვანა მინდოდა. ნეტავ რა მოხდა? ქეთის ეხებოდა თუ ქირურგებს? თუმცა ორივეს საქმე ერთმანეთს უკავშირდებოდა და ორივე მათგანზე მქონდა სანერვიულო. რაღაც სერიოზული იყო, სხვა შემთხვევაში მობილურითაც მეტყოდა. სკვერში მისვლიდან თხუთმეტ წუთში გიორგიც მოვიდა. მის მანქანაში ჩავჯექი და მოუთმენლად ვკითხე:
- რა ხდება გამაგებინე?
- რა ხდება და... - ამოიოხრა. - თურქეთის სამართალდამცველები დაგვიკავშირდნენ. კერძოდ, ანკარიდან. - გამომხედა მან.
- მერე? რაღას აყოვნებ გიო?
- მოკლედ, ანკარაში ქუჩების „დასუფთავება“ დაუწყიათ და რამდეენიმე იატაკქვეშა საროსკიპო აღმოუჩენიათ. ეს ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება იქ, მაგრამ ჩვენ იმიტომ დაგვიკავშირდნენ, რომ ერთ-ერთ ბორდერში ქართველი გოგო უპოვიათ.
პირი გამიშრა, ხელები გამეყინა. ხო, შეიძლებოდა სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო ეს გოგო, მაგრამ ქეთის მოლოდინში ამ ვარაუდს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. რადგან გიორგიმ ეს ამბავი გამაგებინა, ალბათ ისიც ასე ფიქრობდა.
- აქ არის? - ვკითხე. ხმა ჩამწყვეტოდა და ჩავახველე.
- არა. გუშინ დილით შეგვატყობინეს. იქ მთელ დღეს დააკავებდნენ. მართალია ქართველია, მაგრამ მათ ქვეყანაში მუშაობდა არალეგალურად, მათი ხალხიც ხომ იყო ჩართული ამ საქმეში. ხო-და დაჰკითხავდნენ. დღეს აპირებენ გადმოგზავნას, ჩვენი ხალხი უკვე წასულია. ალბათ საღამოსთვის აქ იქნებიან.
- კი, მაგრამ ახლა მეუბნები ამას გიო? რატომ გუშინვე არ თქვი?
- ჯერ ერთი, გავიგე თუ არა დაგირეკე. და მეორეც - რომც გცოდნოდა, ისევე ვერაფერს გააკეთებდი, როგორც ახლა. ასე, რომ ბევრს ნუ ატ..კებ.
- მოიცა, ახლა რატომ გაიგე?
- იმიტომ, რომ ყველგან ყურები არ მაქვს. თანდათან გავრცელდა ინფორმაცია. თანაც, არც ბევრს ლაპარაკობენ ამაზე, რომ ჟურნალისტების ყურადღება არ მიიქციონ. არაა აუცილებელი ყველაფერი იცოდეს ხალხმა. არც გოგოს სახელი ვიცი, არც სურათი მინახავს.
- ხომ შეიძლება, რომ ქეთი არ იყოს?
- რა თქმა უნდა შეიძლება. - ჩაიცინა და ეჭვით შემომხედა. ჰო, არც მე მომეწონა ჩემი დასმული შეკითხვა. - მაგრამ, მაინც უნდა დაიზღვიო თავი.
- რაზე?
- რაზე და, თუ ის გოგო ქეთი აღმოჩნდა და თუ მას ყველაფერი ემახსოვრება, არ მგონია იმ სანაგვეს თავდაღწეულმა რამე დამალოს. დაკითხვაზე აუცილებლად დაფქვავს ყველაფერს, დეტალებში. ამიტომ, დაურეკე იმ შენს ორ მუშკეტერს და იმ შენობაში წავიდეთ. იქაურობა უნდა გაწმინდოთ.
- კარგი, მაგრამ შენც წამოხვალ?
- ხო, წამოვალ. იმ ს..ებს კიდევ ერთხელ წავეჭორავები, რომ თავიანთი ადგილი იცოდნენ.
- მის ნახვას შევძლებ?
- თუ ქეთი აღმოჩნდება, თავისთავად შეძლებ, მე დაგიკავშირდები. თუ არა და არ მგონია, უცხო გოგოს ნახვა აუცილებელი იყოს და რამეში გჭირდებოდეს.

***
გიორგი ჩვენზე ადრე წამოვიდა. როგორც გვითხრა, ქირურგებს სიტუაცია აუხსნა და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, რა უნდა ეთქვათ და რა არა. ისიც შეახსენა, რა ელოდათ ციხეში, თუ რომელიმე ჩვენგანს ახსენებდნენ. პოლიციელს ეს უკანასკნელი ჩვენთვის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აშკარა იყო, რომ ქირურგები კარგად დააშინა. დაკითხვის დროს მათ არც ნინეს ხსენება ურჩია. ეს ჩვენთვისაც და მათთვისაც სასარგებლო იქნებოდა.
სახლში რომ მივედი, ექვსი საათი ხდებოდა. ლალი ახალი მოსული იყო სამსახურიდან. თემო ტელევიზორს უყურებდა. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
შენობაში ყველაფერი წესრიგში იყო, ქვაც კი არ დაგვიტოვებია საეჭვოდ. ყველაფერი წამოვიღეთ. რკინის ჯოხი, რომლითაც ქირურგები დავდაღე, ბაჩოს გადასადნობად გავატანე. ის გოგო რომ ქეთი ყოფილიყო და შენობის ადგილ-სამყოფელი გაემჟღავნებინა, ვახტანგს და დავითს იქ იპოვიდნენ. მართალია გიომ გარანტია მომცა ისინი თქვენზე არაფერს იტყვიანო, მაგრამ მე მაინც ვღელავდი. ჩემზე არა, ბაჩოზე, ბექაზე, გიორგიზე, ნინეზე და სოფიზე.
გიორგის ლოდინში სული მეწურებოდა. გულ-მკერგში სიმჭიდროვეს ვგრძნობდი და უჰაერობა მაწუხებდა. ფანჯარა გამოვაღე და საღამოს გრილი ჰაერი ხარბად შევისუნთქე. თვალწინ მიტრიალებდა ის სურათები, რაც ქეთის გამოჩენის დროს შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ყვირილი, ცრემლები, გაუთავებელი შეკითხვები, გაურკვეველი სიტუაციები, მოუსვენრობა, ათასჯერ ერთსა და იმავეზე საუბარი, ერთი სიტყვით - ქაოსი. ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა ამის გაფიქრებაზე გული. რა მჭირდა? ნუთუ არ მინდოდა ქეთის გამოჩენა? ნუთუ არ გამახარებდა ის ამბავი, გოგო რომ ცოცხალი ყოფილიყო? არა, არა, რა ტქმა უნდა გამიხარდებოდა. ის ხომ ჩემი ცოლი იყო, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მე ხომ ის ერთ დროს მიყვარდა. ხო, მიყვარდა. ახლა ის ჩემთვის ლამაზი წარსულის მოგონება და სოფის დედა იყო. მის მიმართ მას შემდეგ აღარ ვგრძნობდი არაფერს, რაც... ხო, რაც ნინე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა მისი გამოჩენა. ის ცოცხალი იქნებოდა, მისი ოჯახი შვილს დაიბრუნებდა, სოფი კი - დედას.
უცბად მობილურმა დარეკა. სწრაფად მოვბრუნდი და საწოლიდან ავიღე. ნინე იყო. მისთვის ჯერ არაფერი მეთქვა. როცა ქირურგებთან მივედით, მაშინ და მირეკა და ვუთხარი, მოგვიანებით დამირეკეთქო. ახლა ალბათ უკვე იცოდა სიტუაციის შესახებ ბექასგან.
- როგორ ხარ? - მომესმა მისი ხმა.
- რა ვიცი. ბექამ გითხრა?
- ჰო, მითხრა. არ ჩამოვიდნენ? - მასაც აღელვებული ხმა ჰქონდა.
- ალბათ არა. გიორგიმ მითხრა, დაგირეკავო. მის ზარს ველოდები.
- კარგი, მაშინ აღარ დავაკავებ შენს ნომერს.
- კარგი.
- ლუკა...
- ჰო, ნინე...
- იმ შემთხვევაში თუ... ხომ ხვდები. შემიძლია შენთან ვიყო.
გამეღიმა. იქ კი არა, ახლა, აი ახლა მინდოდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო.
- ვნახოთ ნინე, ვნახოთ. ჯერ დამიკავშირდეს გიორგი. მადლობა, რომ დარმირეკე. ჩემზე კარგად მოქმედებს შენი ხმა.
- ჰოო? - ჩაეცინა. - კარგი ლუკა. დამირეკე ყველა შემთხვევაში.
- კარგი.
მობილური გავთიშე თუ არა, ხელმეორედ შემოვიდა ზარი. ამჯერად გიორგი იყო.
- ხო.
- რა დროს ნომრის დაკავებაა, გირეკავდი.
- დროზე მითხარი.
ორი წამით პაუზა იყო. ლამის გული გამიჩერდა. უკვე ვიცოდი მისი პასუხი.
- ისაა ბიჭო, ქეთია. ხუთი წუთის წინ ვნახე.

***
პოლიციის განყოფილების კარი შევაღე და მოსაცდელში შევყოვნდი. მეგონა ოთახი ტრიალებდა. რამდენიმე ადამიანი სკამზე იცდიდა. ლურჯფორმიანები მშვიდად დაიარებოდნენ. ჩემ წინ გრძელ დერეფანს გავხედე და მისი სიგრძე უსასრულო მომეჩვენა. მეგონა დავიკარგებოდი იქ რომ ფეხი შემედგა. ის იყო გზის გაგრძელება დავაპირე, რომ გვერდიდან გიორგი მომიახლოვდა.
- მარტო მოხვედი? - მხარზე დამარტყუა ხელი.
- ხო. - გამოვერკვიე. - რა ხდება?
- დაკითხვაზეა. - თქვა და დერეფანში შევიდა. მეც მივყე. რამდენიმე კარს ჩავუარეთ და ერთ-ერთთან შევჩერდით. - აქაა. არ ვიცი როდის მორჩებიან.
- როგორ არის?
- რა ვიცი, ტო.. - კეფა მოიქექა და ტავი გაიქნია. - სულ სხვანაირია. ძაანაა შეცვლილი. არცაა გასაკვირი.
- შევძლებ ნახვას?
- ერთი წუთით, გავიგებ შესვენებას რამდენ ხანში აპირებენ. - გიორგიმ კარზე დააკაკუნა და შეაღო. ოთახში შევიხედე და გიორგის მხარს მიღმა ქეთი დავინახე. მანაც მოიხეადა და რომ დამინახა სკამის საზურგეს მოცილდა. და დავრწმუნდი. ხო, ის ცოცხალი იყო, ნამდვილად. ქერა თმა... აღარ ჰქონდა. მოკლედ შეეჭრა და შავად შეეღება. გამომეტყველება ჩამქრალი და უემოციო ჰქონდა, თუმცა შევატყვე, რომ ჩემმა დანახვამ შვება მოჰგვარა. გიორგიმ კარი გამოიხურა და მომიბრუნდა. მითხრა, რომ შესვენებას დაახლოებით ორ საათში გააკეთებდნენ. შევეცდები გამონაკლისი დავუშვა და ხუთი წუთით მაინც შეგახვედროვო. ვერ დავადგინე, ზუსტად რა დროით მოუწევდა ქეთის განყოფილებაში დარჩენა, ეს დაკითხვაზე იყო დამოკიდებული. როგორც ჩანდა, გოგოს საკმაო ინფორმაცია ჰქონდა ქირურგებთან დაკავშირებით და ყველაფერზე საუბრობდა, რაც იცოდა.
გიორგიმ მირჩია, ვინმესთვის დამერეკა, რომ მარტო არ ვყოფილიყავი, თვითონ კი საქმეზე წავიდა და დამპირდა, როგორც კი შესვენება დაიწყება გაგაგებინებო. ბიჭი დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა. იქვე, კართან ჩამწკრივებულ სკამებზე ჩამოვჯექი და მაშინღა ვიგრძენი მხრებზე და მუხლებში სიმძიმე.
ადრე, როცა ვოცნებობდი, ქეთი ცოცხალი ყოფილიყო , ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მეთქვა მისთვის, როგორ მოვქცეოდი. ახლა? ახლა წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა მექნა, რა უნდა მეთქვა. თვალწინ ჯერ კიდევ მისი მზერა მეგდა, გაყინული და არაფრისმთქმელი მზერა, რომლეიც ისედაც აფორიაქებულს, სულ მთლად მირევდა აზროვნებას.
არა, მარტო ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა. ნინე აგამახსენდა, მაგრამ ახლა მისთვის რომ დამერეკა, ვიცოდი, აქ გაჩნდებოდა, მე კი მის აქ ყოფნას ვერ დავუშვებდი. თემოს დავურეკე. რომ გაიგო სად ვიყავი, გადაირია. ვუთხარი, მე არაფერი მიჭირს, ადგილზე გეტყვი ყველაფერს მეთქი და ისიც ნახევარ საათში უკვე აქ იყო. გარეთ გავედით და ყველაფერი ვუამბე, როგორც შემეძლო მოკლედ. თემო აირია. აღარ იცოდა, ქეთის ამბავი გახარებოდა, ჩემზე გაბრაზებულიყო, ყველაფერს რომ ვუმალავდი, თუ ის ამბავი განეცადა, რაც ქეთის გადახდა. უამარავ კითხვას მაყრიდა და ჩემს მოკლე პასუხებზე ღიზიანდებოდა. ლაპარაკი უბრალოდ არ შემეძლო. ამ მხრივ მთელ ჩემს შესაძლებოლბებს ქეთისთან შეხვედრისთვის ვინახვადი.
გარეთ დიდხანს გავჩერდით. შიგნით რომ შევბრუნდით, გიორგის მოვკარი თვალი. მეძებდა. მამაჩემს მიესალმა და კვლავ დერეფნისკენ გამიყოლა. მითხრა, რომ დრო დაახლოებით თხუთმეტი წუთი მექნებოდა და მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა, რადგან არ იცოდა, ქეთის გათავისუფლებამდე კიდევ შევძლებდი თუ არა მის ნახვას.
პოლიციელი წავიდა. ის იყო ოთახში უნდა შევსულიყავი, რომ ნინემ დამირეკა. ვუთხარი მოგვიანებით თავად გადმოგირეკავთქო, ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ოთახში შევედი.
ახლოდან ქეთის ნახვა უფრო რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ძალიან გამხდარიყო, ლოყები ჩავარდნოდა, უპეები ჩაშავებოდა. როცა მივუახლოვდი, თვალების გარშემო რამდენიმე ნაოჭიც შევამჩნიე. სრულიად საწინააღმდეგო ხდებოდა იმისგან, რასაც ველოდი. მეგონა მომვარდებოდა, ჩამეხუტებოდა, ატირდებოდა. ის კი ჩემი დანახვისას მხოლოდ წამოდგა და უხმოდ შემათვალიერა. ისე მიყურებდა, თითქოს ერთი დღეც არ ყოფილიყო ჩემგან შორს. ორივეს ნაცვლად ვღელავდი. მივუახლოვდი და მხრებში ჩავავლე ხელები. ვფიქრობდი, იქნებ შოკშია და ჩემმა შეხებამ გამოაფხიზლოსთქო, მაგრამ შევცდი. გულზე მივიკარი და მოვეხვიე. ის კი უმოქმედოდ იდგა, ჩახუტებითვე არ უაპსუხია, ხელებიც კი არ შეურხევია. მისი სახე დავიჭირე და თვალებში მივაცქერდი. გოგო, რომელმაც თავისი გულწრფელობით, ემოციურობით, მხიარულობით, ღიმილით და სიკეთით თავი შემაყვარა, თითქოს იმ სარკის ნამსხვერევბს გაჰყოლოდა, რომელიც სამი წლის წინ ჩვენს ოთახში დავლეწე. ლამაზი, კეკლუცი ქეთის ნაცვლად, ჩემ წინ გამომშრალი, დაცარიელებული გოგო იდგა.
გამოველაპარაკე, მაგრამ პასუხები ჩემს კითხვებზე ისეთივე ცივი იყო, როგორც მისი მზერა. მომენატრეთქო რომ ვუთხარი, დუმილით მიპასუხა. ერთადერთი რაც აინტერესებდა, იყო სოფი. მხოლოდ მაშინ გაიღიმა, ისიც უმნიშვნელოდ, როცა მობილურში ბავშვის სურათები ვაჩვენე. გული მტკიოდა ასეთს რომ ვუყურებდი. რაც მეტად ვცდილობდი მის მიმართ სითბოს გამოხატვას, მით უფრო მეტად მაიგნორებდა.
ჩემთვის განკუთვნილი დრო ისე უცბად გავიდა, რომ ვერ გავიგე. გიორგიმ ოთახში შემოიხედა და გამიყვანა.
გაოგნებული ვიყავი. კარგად ვიაზრებდი იმას, თუ რისი გადატანა მოუხდა ქეთის, მაგრამ მის ასეთ ტრანსფორმაციას საერთოდ არ ველოდი. მისი ერთადერთი საფიქრალი აქედან მალე წასვლა და სოფის ნახვა იყო. იმედი მქონდა, რომ ბავშვის ნახვის შემდეგ მაინც გამოხატავდა თავის ემოციებს. მისი ჩაკეტილობა მეც მბოჭავდა.
გიორგის დაუსრულებელი დაკითხვის ოქმი წაეკითხა. მართალია, მას ამის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გამანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქეთის კარგად ახსოვდა იმ შენობის ადგილ-სამყოფელი, სადაც ის, ნინე და ამჟამად ქირურგები იყვნენ. დაასრულებდნენ თუ არა გოგოს დაკითხვის რაღაც ეტაპს, შენობის შესამოწმებლად ხალხს გააგზავნიდნენ. ამიტომ მირჩია, მზად იყავი, რამდენიმე საათში დავითს და ვახტანგს აქ ნახავო. ისინი აღიარებდნენ ყველაფერს, ნინეს საქმის გარდა. რაც შეეხება მათ მწამებლებს, ისინი მათ ვერ იცნობდნენ, რადგან თითოეულ მათგანს ნიღაბი ეკეთა და არც რაიმე ისეთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ჰქონდათ, რომლის დახმარებითაც მათი ამოცნობა გახდებოდა შესაძლებელი. წამების მიზეზი კი მათთვისაც უცნობი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი აუცილებლად აუსრულებდა ყველა იმ „დაპირებას“, რომლითან ისინი საკმაოდ შეშინდნენ.
გიორგიმ მითხრა, რომ მეც დამკითხავდნენ და აჯობებდა განყოფილებაში დავრჩენილიყავი. არც ვაპირებდი აქედან წასვლას. თემოსთან მისაღებში დავბრუნდი და ნინესთან დასარეკად მობილური ამოვიღე, მაგრამ ბატარეა დამჯდარიყო და ტელეფონი გათიშულიყო.


ნინე
***
ეჭვი საშინელი რამაა, განსაკუთრებით ისეთი, რომლეიც რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა.
არ მინდოდა ჩემი ცნობისმოყვარეობის და ნერვიულობის გამო ლუკა უარესად ამეფორიაქებინა, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე და დავურეკე. მითხრა, პროკურატურაში ვარ და ცოტა ხანში მე თვითონ დაგირეკავო. ხმა დაძაბული და აღელვებული ჰქონდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო, რომლეიც ანკარიდან ჩამოიყავნეს, ქეთი იყო.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ტელეფონს უაზროდ ვუყურებდი და ლუკას ზარს ველოდი, მაგრამ ამაოდ. რა მოხდა? თავში ისეთი ეგოისტური და საშინელი აზრები მიტრიალებდა, რომ ამის გამო საკუთარი თავი მძულდა. იქნებ მასში ყველაფერი შეიცვალა, როცა ქეთი დაინახა? იქნებ სულაც გავუფერულდი, როცა მას ჩაეხუტა? იქნებ მისთვის გაქრა ჩემთან დაკავშირებული წარსული აწმყოს გამო? რა თქმა უნდა, მიხაროდა ქეთის დაბრუნება, მან ხომ იგივე, ანდაც უარესი გადაიტანა, რაც მე. მაგრამ, ამავე დროს ლუკას დაკარგვის შიშიც მიპყრობდა. მე მომიწევდა მისი დათმობა და დავთმობდი კიდეც. არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ოჯახს დაანგრევდა. განსაკუთრებით ისეთ ოჯახს, რომელიც ამდენი ტანჯვის შემდეგ ისევ დაიწყებდა აღდგენას.
ორი საათი თუ მეძინა. დილით ადრე გამეღვიძა. მობილური ისევ დუმდა. ავდექი, გამოვფხიზლდი და ვისაუზმე. შემდეგ ჩავიცვი, თაკო გავაფრთხილე და ჩემს მეორე ბინაში წავედი. იქაურობა სუფთა, თბილი და მზიანი იყო. მართალია, აქ გაატარებული დღეები ნეგატიურიც იყო, მაგრამ მე რატომღაც მხოლოდ კარგი მახსენდებოდა.
ჩანთა დავდე და დივანზე მივწექი. რატომ არ დამირეკა? რადგან მითხრა, თავად გადმოგირეკავო, მეც აღარ ვაწუხებდი. არადა ვღელავდი, მაინტერესებდა, რა მოხდა. ნახა? ელაპარაკა? რა უთხრა? როგორ შეხვდა? კითხვები თავბრუს მახვევდნენ.
ისე ჩამეძინა, ვერ გავიგე. ის იყო თვალები გავახილე, რომ მობილურმა დამირეკა. წამოვხტი და სწრაფად ავიღე. თაკო რეკავდა. მითხრა, ლუკა იყო მოსული და მანდ გამოვუშვიო. გული ამიჩქარდა. რატომ მოვიდა და რატომ არ დამირეკა? ასეთი რა მოხდა? არა, ჩემთვის მისი ნახვა უკეთესი იყო, ვიდრე უბრალოდ საუბარი მობილურით,. მაგრამ მაინც ავღელდი. წამოვდექი და სახეზე წყალი შევისხი. შუა დღის ოთხი საათი ხდებოდა და ძალიან ცხელოდა. აბაზანაში მომესმა კარზე ზარი. სახე შევიშრე და კარი გავაღე. ლუკას ნორმალურადაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ზღურბლს გადმოაბიჯა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ხელები მხრებზე მოვხვიე, მივეკარი და თვალები დავხუჭე. მკლავებს ისე მიჭერდა, ცოტაც და ზურგი მეტკინებოდა.
- რა მოხდა? - ჩავიჩურჩულე მის ყელთან.
- არაფერი. - მითხრა და თმაზე მომეფერა. კარი დავხურე და ოთახში შევედით. ლუკამ გამაჩერა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მომაცქერდა. გავუღიმე და მკლავებზე ჩავეჭიდე. ისე მიყურებდა, თითქოს რაიმე ახლის აღმოჩენას ცდილობდა ჩემში. შემდეგ დაიხარა და ისე ფრთხილად მაკოცა, თითქოს ეშინოდა, ჩემთვის ტუჩები არ ეტკინა. გავბრუვდი. მისმა საქციელმა სრულიად გამიქარწყ,ლა ის ეჭვები, რომლებიც აქამდე გულს მტკენდნენ. ზუსტად ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ის მართლაც ჩემ გვერდით იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ დამპირდა, არამედ იმიტომ, რომ ის ჩემ მიმართ იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ვნება იყო.
ლუკამ შუბლზე მაოცა და ისევ გულზე მიმიკრო. ისე მექცეოდა, თითქოს საუკუნე იყო, არ ვენახე. თავზე მის სუნთქვას ვგრძნობდი და საუცარი სიმშვიდე მეუფლებოდა.
- კარგი ლუკა, მითხარი, რა ხდება? რატომ აღარ დამირეკე? ვნერვიულობდი. - ვკითხე, ხელი ჩავკიდე და დივანისკენ წავიყვანე.
- მობილური დამიჯდა და... - ჩამოჯდა და ამოიოხრა. - ისეთი ამბავი იყო, მის დასატენად ვერ მოვიცალე.
- ანუ?
- ჰო, - თავი დაიქნია. - ქეთია, ცოცხალია.
- როგორ არის?
- რა ვი, ნინე, არც კი ვიცი როგორი უნდა ვუწოდო მის მდგომარეობას. ყოველ შემთხვევაში ისე არ შემხვდა, როგორც ველოდი.
- როგორ? ვერ მივხვდი.
- ძალიან ცივი იყო. არც სიხარული გამოიხატავს, არც ტიროდა, საერთოდ არაფერს ამჟღავნებდა. არც კი მოვუკითხივარ, გესმის? მხოლოდ სოფი აინტერესებდა.
- და შენ?
- მეე? სანამ გიო მასთან შემიყვანდა, საშინლად ვღელავდი. ნინე, ხომ იცი, მე ის მიყვარდა, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე შევეჩვიე უმისობას. ბოლო პერიოდში კი გაუფერულდამ ის მიმართ გრძნობები. მე ხომ ის მკვდარი მეგონა, თანაც... მოკლედ, სწორედ ამის გამო ვნერვიულობდი, რომ ის ძველებური სიყვარულით ჩამეხუტებოდა, მე კი ასევე ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ... არაფერი მსგავსი. არც კი გაუღიმია. ცარიელი იყო. არც ერთი ემოცია არ გამოუხატავს. ძალიან დავიბენი.
- არ არის გასაკვირი ლუკა. მაპატიე, მაგრამ ხომ იცი, რაც გამოიარა. მთელი სამი წელი საროსკიპოში ცხოვრობდა, უფრო სწორედ, იძულებული იყო ეცხოვრა. ჩემი შემთხვევა მასთან არაფერია.
- ნუ ამბობ ამას, ნინე. შენი ნაიარევები უკვე დაგავიწყდა? ვიცი, რასაც გულისხმობ. ორივე თქვენგანისთვის მძიმე იყო რაც გამოიარეთ და ორივეზე დატოვა იმ ყველაფერმა კვალი. ის ნაბი*ვრები კი ვერსოდეს დაივიწყებენ თავიანთ ჩადენილს. რამდენჯერაც სარკეში ჩაიხედებიან, იმდენჯერ ინანებებ წარსულის საქმიანობას.
- ახლა რა ხდება იქ?
- რა ვიცი, - ამოიოხრა. - ყველა დაგვკითხეს. დილით ადრე ქეთის ოჯახიც მოვიდა და წარმოიდგენ ალბათ, რაც ხდებოდა. ქეთის ყველაფერი ახსოვს და დაკითხვაზე არაფერი დაუმალავს. გუშინ ღამე შენობაშიც იყვნენ და თურმე იქ ორი ტიპი დახვდათ, ორივე დაბმული. - ჩაიცინა ლუიკამ. - არ ვიცი, როდის მოიყვანეს ისინი, მაგრამ გიორგიმ მითხრა, რომ დაკითხვაზე მაინცდამაინც არ ართულებენ საქმეს. თუ რამეა თავშიც წამოარტყამს ორივეს.
- იქ არ უნდა იყო ახლა? - ვკითხე და მისი თითები დავიჭირე. არ მინდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ ახლა ქეთის უფრო სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ ამჟღავნებდა.
- ხო, ცოტა ხნით წამოვედი... შენთან. - გამიღიმა და ლოყაზე თითები ჩამომისრიალა. გავინაბე. - სიწყნარე, სიმშვიდე და შენთან საუბარი მჭირდებოდა. იმდენად დამაბნია ქეთის გაუცხოვებამ, რომ ამაზე ნერვიულობით დავიღალე. ხო, ამ მოკლე დროში. იმედი მაქვს სოფი ყველაფერს შეცვლის.
- ბავშვს როგორ ეტყვით? ძალიან პატარაა ამისთვის.
- მე არ შემიძლია. უფრობ სწორედ, კი ვეტყოდი, მაგრამ არ მინდა, რამე არასწორად გავაკეთო. ამიტომ ლალის მივანდობ ამას. ფსიქოლოგია და უკეთ იცის, როგორ მიუდგეს.
- მართალი ხარ, ასე ჯობია. - თავი დავუქნიე. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისკენ მივიჩოჩე და მხარზე თავი ჩამოვადე. - მე რით შემიძლია დაგეხმარო?
- უკვე მეხმარები... შენი არსებობით. პლიუს, შეგიძლია ჩამეხუტო, ან რამე მსგავსი.
მუცელში უჩვეულო ფარფატი ვიგრძენი. ეს სიამოვნება იყო, მისი ნათქვამი სიტყვებისგან გამოწვეული, რომლეიც ნელ-ნელა იშლებოდა და ძლიერდებოდა. მივეტმასნე, მოვეხვიე და თავი მჯის ყურთან ჩავრგე. ხელები წელზე მომაკრო. თითებს ფრთხლად დაასრიალებდა ბეჭებზე, თითქოს ამით თავს იმშვიდებდა. უცანური და შეუსაბამო იყო ახლანდელ სიტუაციასთან ამით გახარება, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ქეთის გამოჩენამ ლუკა ემ მიმართ ოდნავადაც არ შეცვალა. ვიცოდი, გრძნობებში გარკვევის და ეჭვიანობის დრო არ იყო, მაგრამ ის, რასაც ბიჭის მიმართ ვგრძნობდი, ამაზე ფიქრს მაიძულებდა.
- როდის წამოიყვან განყოფილებიდან? - ვკითხე.
- ამ ღამით თუ არა დილით მაინც. ალბათ იზასთან წავა, დედამისთან. - ჩაილაპარაკა.
- მისთვის ასე უკეთესი იქნება. დედასთან ჩახუტება და მისი მოფერება შედარებით მალე გამოიყვანს მდგომარეობიდან.
- ხო, ალბათ. - ამოიოხრა, თავი დამიჭირა და შემომხედა. - წავალ, თორემ მობილური ისევ გათიშულია და არ მინდა მეძებონ. მაპატიე, რომ განერვიულე.
- არაუშავს. - გავუღიმე და ვაკოცე.
წასვლამდე ისევ ძლიერად ჩამეხუტა და მითხრა, ქეთის გაცნობა მოგიწევსო. ამან ცოტა კი ამაფორიაქა, მაგრამ განვლილი წუთები მაიმედებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.


პ.ს. ძალიან ძალიან მრცხვენია თქვენი... ძალიან დავაგვიანე, არც პატიებას ვითხოვ, არც მიზეზების ჩამოთვალს ვაპირებ... უბრალოდ ვდებ ახალ თავს და ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ ამ ისტორიის წაკითხვის სურვილი... მადლობა მოთმინებისთვის... სავარაუდოდ მომდევნო თავით დავასრულებ...скачать dle 11.3



№1  offline მოდერი malena

არ მინდოდა ქეთის გამოჩენა. :((

 


№2  offline წევრი მოჩვენება

ეს იყო ბომბააა! ქეთი რომ არ გამოჩენილიყო არ გამოვიდოდა ისეთი როგორიც არის ! <3 ძაააან მაგარი ხარ, ღირდა ლოდინად , არ გსაყვედურობ რადგან ძაან მაგარი თავი იყო ! წარმატებები საუკეთესო ხარ და მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№3  offline წევრი Mkitxveli

ვერ წარმომიდგენია ქეთის მდგომარეობა, აი, რავიცი, რას უნდა გრძნობდეს, თუ გრძნობს საერთოდ ) გამიხარდა,რომ ცოცხალი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ნინესა და ლუკას ურთიერთობას საფრთხე არ შეექმნება. მაგარი ხარ

 


№4  offline წევრი EiLuL♥

რას ამბობ ისეე მიყვარსს ესს ისტორია ვგიჟდებიიი <3 ვაუუუ ქეთიიიიი ,,, აიი მესმისს ინტტრიგა და განვითარებაა ❤ ! მაგარი გოგო ხარ ❤
--------------------
elene

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ძალიან დიდი მადლობა გოგოებოო, ბედნიერი ვარ თქვენით. მიხარია რომ მელოდით^_^

მალენა, მეც არ მინდოდა, მომიწია ასე :დ

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძლივს ამდენი დაგვიანების მერე გვეღირსა , მიხარია რომ დაბრუნდი იმედია ახალ თავს მალე დადებ და უფრო დიდს...

 


№7  offline წევრი teddy))

Am shemtxvevashi qetic dzalian mecodeba

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ კითხვის დროს საერთოდ არ ვსუნთქავ დი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent