შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა სიკვდილი (დასასრული)


13-06-2015, 22:44
ავტორი lullaby
ნანახია 5 909

ლუკა
***
დილის ათი საათი ხდებოდა ქეთის წაყვანის უფლება რომ მოგვცეს. განყოფილებიდან გამოსულებს, გარეთ ქეთის ოჯახი და სამეგობრო დაგვხვდა. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქეთიმ ლალი დაინახა. თბილად გაუღიმა და ჩემს ატირებულ დას მთელი ძალით მოეხვია. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, სანამ ქეთი „დაიღუპებოდა“. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და წესით, ქეთის რექცია ჩემი დის დანახვისას არ უნდა გამკვირვებოდა. სანამ ის ახლობლების ჩახუტებებს და სიხარულს იღებდა, მე გიორგი მომიახლოვდა.
- ისე ბიჭო, ერთხელ მაინც შეგეგგინებინა ქირურგებისთვის. ძალიან მშვიდად შეხვდი. - ჩაიცინა.
- საკმარისად ვაგინე და არა მაქრტო.
- ხო, მაგრამ შენი სიმშვიდე ჩვენთვისაც და ქეთისთვისაც საეჭვოა. ყველა ელოდა, რომ გააფთრებული ქმარი იქნებოდი.
- ქეთის დაველეპარაკები ამის შესახებ. ცოტა ამოისუნთქოს და გაიაზროს , რომ დაბრუნდა. სხვების აზრი კი, პოლიციის განსაკუთრებით, მაპატიე, მაგრამ ფეხებზე მ..დია.
- მოგიწევთ ალბათ სასამართლომდე რამდენჯერმე აქ შემოვლა.
- ვიცი და ალბათ სასამართლოზეც, არა?
- რა თქმა უნდა. ქეთი აუცილებლად და შენც, შენც ერთ-ერთი მთავარი მოწმე ხარ.
- ჰო, მესმის. უბრალოდ, იმ ნაბი*ვრების დანახვა აღარ მინდა. ქეთის შემხედვარე ისედაც ვნანობ, ცოცხლები რომ დავტოვე.
- ნუ ატ..კებ! - დამიბღვირა გიორგიმ.
- ლუკა. - მომესმა ზურგიდან. მივბრუნდი. ქეთი შუბლშეკრული მიცქერდა. ისე გამიხარდა საკუთარი სურვილით რომ გამომელაპარაკა, რომ აღარ დავეძებდი მიბრაზდებოდა თუ არა. - რას ნიშნავს, ცოცხლები დატოვე?
- ყველაფერს მოგიყვები, როცა სახლში მივალთ. - უკმაყოფილოდ მიყურებდა და მის თვალებში გაურკვევლობას ვხედავდი. - წავიდეთ?
მან თავი დამიქნია და მოახლოებულ დედამისს მიუბრუნდა.
- ლუკა, შვილო, წავიდეთ რაა. - მუდარით შემომხედა იზამ და ხელი მკლავში ჩამჭიდა. - აქ გაჩერება აღარ მინდა. ერთი სული მაქვს ქეთო სახლში მივიყვანო. აღარსად გავუშვებ, აღარსად. - ატირდა ქალი და შვილს მოეხვია.
- კარგი, დე. - ჩაილაპარაკა ქეთიმ და იზა მანქანისკენ წაიყვანა.
- კაი, წავედი. - მივუბრუნდი გიორგის. - დამირეკე, თუ რამეა.
- არაფერი არ იქნება. დამშვიდდი და მას მიხედე. - მხარზე დამარტყა ხელი და განყოფილებაში შებრუნდა.

***
დილით ნინეს ზარმა გამაღვიძა. აინტერესებდა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ქეთის ოჯახში ხალხმა მოიყარა თავი და მას შემდეგ მისთვის თვალი ნორმალურად აღარ მომიკრავს. მხოლოდ მაგიდიდან ვუთვალთვალებდი და ვატყობდი, რომ მეგობრებთან თანდათან იხსნებოდა და გაღიმებასაც ცდილობდა. მომაბეზრებელი ცრემლები და მეზობლების ზედმეტი ემოციები მეც მასავით მაღიზიანებდა. ველოდი, როდის დარჩებოდა მარტო, რომ მასთან საუბარი შემძლებოდა, მაგრამ თანდათან ვხვდებოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. თანაც, ვატყობდი, რომ ძალიან იყო დაღლილი და აჯობებდა დაესვენა.
ნინე დღეს სკოლაში აპირებდა მისვლას დირექტორთან სასაუბროდ. გამიხარდა. ძალიან მინდოდა, რომ მისი ცხოვრება ძველებურ რიტმში ჩამდგარიყო. აჯობებდა სამსახურზე ფიქრით დაღლილიყო და დაკავებულიყო, ვიდრე წარსულზე. ვხვდებოდი, რომ ღელავდა ჩემ მიმართ ქეთის დამოკიდებულებაზე, ან პირიქით. ამაზე მეც ვღელავდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინეს გაშვება არავის და არაფრის გამო არ მინდოდა. საჭირო იყო მხოლოდ ქეთისთან საუბარი ყველაფერზე. დღეისთვის ვგეგმავდი ამას. მანამდე კი, სოფის უნდა გაეგო დედის შესახებ.
ის იყო ნინეს დავემშვიდობე, რომ ოთახში ლალიმ შემოიხედა. სოფი ბაღში არ წაიყვანა. მასთან საუბარს აპირებდა, შემდეგ კი ქეთისთან წავიყვანდით. იმედი მქონდა,ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
საუზმის შემდეგ მის ოთახში შევიდა. მე კართან გავჩერდი და იქიდან ვამჯობინე მათი მოსმენა. სოფი ვარდისფერ სათამაშო სახლს დასტრიალებდა და ბარბის თოჯინებს ტანსაცმელს უცვლიდა. ლალი იქვე, იატაკზე ჩამოჯდა და ერთი თოჯინა აიღო.
- ბაგსი მივდივალთ? - ჩაიტიტინა სოფიმ, წამოდგა და თავისი იისფერი კაბა შეისწორა.
- არა მამიდას ყვავილო, დღეს ბებოსთან მივდივართ სტუმრად. - უთხრა ლალიმ.
- კაგიაა! - ფეხები დააბაკუნა ბავშვმა და კაბა დააბზრიალა.
- სოფი, იცი ბებოსთან სტუმარი გველოდება.
- ვიინ?
- ვინ და... სოფი, გახსოვს დედაზე ჩვენი ზღაპარი?
- ჰო. - მხიარულად დაიქნია ბავშვმა თავი. ლალიმ კალთაში ჩაისვა და თავზე აკოცა. - ანგელოზებმა ლო წაიკვანეს.
- ხოო, აი ეგ. გახსოვს, რატომ წაიყვანეს?
- ლამაზი იკო და იმიტო.
- ზუსტადაც! ანგელოზები ლამაზ გოგონებს ეძებდნენ, თავისთან მიჰყავდათ და მერე რა ხდებოდა თუ გახსოვს?
- კი, კი, მაქსოვს. ვალცკვლავები იკვნენ. - თვალები აენთო სოფის.
- ყოჩაღი გოგო ხარ შეენ! ლამაზი გოგონები ცაზე ჩამოკიდებულ საქანელებზე ისხდნენ და ზემოდან უყურებდნენ დედამიწას.
- ჩვენც, ჰო? - ახედა ბავშვმა მამიდას.
- ხო, ჩვენც. იცი მერე რა მოხდა? - სოფიმ თავი გაიქნია. - რა, და, გახსოვს მამიდა, ჩვენ რომ დავინახეთ, როგორ ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი?
- ჰო. - ინტერესით დაეთანხმა ბავშვი.
- მაშინ დედიკომ მაღლიდან დაგინახა შენ. დაინახა შენი ლამაზი თვალები, ლამაზი თმები, ლამაზი საღამურები რომ გეცვა. მოისმინა, როგორ მაგრად მღეროდი პეპის და ანგელოზებს სთხოვა, ჩემს პატარა ქალბატონთან წავალო. როცა დედიკომ ანგელოზებს შენი თავი აჩვენა, მათაც ისე მოეწონე, რომ უარი არ უთხრეს, ლამაზ ბჭყვრიალა ვარსკვლავზე დასვევს და დედამიწაზე დაუშვეს.
- რა მაგარიაა! - წამოიძახა სოფიმ და მე მომიბრუნდა. - მამიკო, მათლაა?
- ჰო, პატარავ. - შევედი შეგნით, ხელში ავიყვანე და ლოყაზე ჩაბჟირებით ვაკოცე.
- აუ მამიკო, მეცქიტაა. - შუბლი შეკრა მან და წვერზე თითი ჩამომისვა. - დედიკოსაც ეცქიტება ლო გაკოცებს.
- ვნახოთ დედიკო? - ვკითხე. სოფიმ თავი დამიქნია და მეტიჩრულად დამიფახუნა ლამაზი თვალები.

***
ქეთის დანახვისას შვება ვიგრძენი. მოწესრიგებულიყო და შედარებით მშვიდი ჩანდა. სოფი ხელში მეჭირა. ბავშვის დანახვა იყო და გოგოს მაშინვე თვალები აუწყ,ლიანდა, სახე გაუბრწყინდა და მოუსვენრობა შეუჩნდა. თვალს არ აცილებდა დამორცხვებულ სოფის, რომელსაც პატარა თითები ჩემი მაისურისთვის ჩაევლო და მისთვის უცნობ, აცრემლებულ ქალს ქვემოდან უცქერდა.
ქეთის ცრემლები გამიხარდა, გამიხარდა, რომ ამჯერად მაინც არ დამალა ემოციები. გამიხარდა, რომ საკმარისი სიცოცხლე შემორჩენოდა, თუნდაც მხოლოდ შვილისთვის.
- გამარჯობა პატარა ქალბატონო. - უთხრა მან სოფის ათრთოლებული ხმით. ბავშვმა თავი ლოყაზე მომაკრო და უხმოდ გახედა ქეთის. - იცი, რომ პრონცესას კაბა გაცვია? - სოფიმ ამომხედა და როცა შემატყო, რომ წინააღმდეგი არ ვიყავი, ქეთის გაუღიმა და ტავი დაუქნია. - მგონი მაგ კაბას ლამაზი ყელსაბამიც მოუხდებოდა. გინდა, ჩამოვკიდოთ? - ბავშვმა ცალი თვალი მოისრისა და ისევ დაიმორცხვა.
გული მიჩრედებოდა ამ სიტუაციის შემხედვარეს. სისხლი მეყინებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ცდილობდა დედა საკუთარი შვილისგან ერთი ჩახუტების გამოტყუებას. როგორ ცდილობდა მის შეჩვევას და ნდობის მოპოვებას. ცოტა ხანში ქეთიმ ვეღარ გაუძლო, ატირებული ოთახში შევიდა და კარი მოიხურა. აქეთ ლალი და იზა იდგენენ გულ-აჩუყებულნი. სოფი გაბუტული ბუყურებდა მათ, ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ბავშვი მათ დავუტოვე და ქეთისთან შევედი.
საწოლზე იჯდა. სახეზე ბალიში აეფარებინა და გულ-ამომჯდარი ტიროდა. მკერდში სიმხურვალე დამერია და ხელებზე მომაწვა. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ ტვინი არ გავასხმევინე ქირურგებს, როცა ამის შანსი მქონდა. ქეთის ტირილს ვერასოდეს ვიტანდი. მართალია ახლა მის მიმართ ძველი გრძნობით აღარ ვიაყვი განწყობილი, მაგრამ ის შვილის გამო ტიროდა და სწორედ ეს მიკუმშავდა გულს.
ამომხედა. თვალები ჩასწითლებოდა. სახე ერთიანად სველი ჰქონდა. მისი მზერა ერთდროულად სევდიანიც იყო და განრისხებულიც.
- გადი! - მითხრა ცივად და კარს გახედა.
- არ მინდა შენი მარტო დატოვება. - მის წინ სკამზე ჩამოვჯექი.
- თავი დამანებე, გადი ლუკა! - უკან გაჩოჩდა და თავი დახარა.
- დრო მიეცი ქეთი. ჯერ ბავშვია. ვერ აცნობიერებს რა ხდება. ნელ-ნელა შეგეჩვევა.
- ჩემს დასაწყნარებლად თუ მოხვედი, საჭირო არაა. თავს ჩემითაც გავართმევ.
- როდემდე უნდა დამაიგნორო?
- დრო მომეცი, ჯერ ახალი ჩამოსული ვარ, ნელ-ნელა შემეჩვევი. - ჩაილაპარაკა აგდებით.
- არ გინდა ქეთი გთხოვ, რა. რატომ მექცევი ასე?
- რატომ გექცევი ასე? - თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, შემდეგ კი შემომხედა და ხელის ზურგით ცრემლები შეიშრო. - მითხარი ლუკა, რას ელოდი, სიხარულის ცრემლებს? მონატრებულ ჩახუტებას? სიყვარულის კოცნას? ამაზე ვოცნებობდი, ლამის შევიშალე ლუკა. ჭკუიდან მშლიდა იმაზე ფიქრი, რომ შენ მკვდარი გეგონე, მე კი ამ დროს იმ სიბინძურეში გამოკეტილი კლიენტს კლიენტზე ვიცვლიდი. ყოველ ჯერზე მეზიზღებოდა ჩემი თავი, როცა თითოეული ღორი ფულს მომაყრიდა და კარს გაიხურავდა. ერთხელ დანით გადავიჭერი ხელები, გადამარჩინეს. მეორედ აბები მოვიპარე და დავლიე - გადამარჩინეს. მესამედ მივხვდი, რომ საერთოდ დაკარგული მქონდა სურვილები გარდა ერთისა - მეცოცხლა სოფისთვის. იმედის მინიმალურ პროცენტს ვიტოვებდი, რომ იქაურობას ოდესღაც თავს დავაღწევდი და შვილს ჩავკოცნიდი. ლუკა, რომ იცოდე, რამდენჯერ მქონია შანსი შენთვის დამერეკა, მაშინ, როცა უგონოდ მთვრალ კლიენტს ჩასძინებია. რამდენჯერ მჭერია მათი მობილური ხელში და შენი ნომერი ამიკრიფავს, მაგრამ რისთვის? მე უკვე მეძავი ვიყავი და ჩემ მდგომარეობას ვეჩვეოდი. რატომ უნდა დავბრუნებულიყავი შენთან ასეთი, მაშინ, როცა შენთვის აღარც კი ვარსებობდი? თანაც, წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიყავი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თურქეთში მიწევდა ყოფნა. ამასაც ჩემით მივხვდი, ენიდან გამომდინარე. არ მინდოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულის ძებნაში გაგეტარებინა მთელი ცხოვრება. ან მიპოვნიდი და არ არა. შემდეგ გამიარა, ყველაფერმა გამიარა რასაც კი შენ მიმართ ვგრძნობდი. ყველა კაცი შემძულდა დედამიწის ზურგზე. იმაზე ფიქრიც კი მზარავდა, რომ ოდესმე შემეხებოდი. რატომ გექცევი ასე, ლუკა? იმიტომ, რომ მამაკაცის შეხება მაციებს და გულს მირევს... თუნდაც შენი. და ეს ალბათ სამუდამოდ ასე გაგრძელდება.
თავი ხელებში ჩავრგე. ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა სუნთქვა შეკავებული მრისხანების და ცრემლების გამო და მალე ფილტვები ამტკივდა. მოსმენილის გააზრება არ მინდოდა, მაგრამ ტვინი მაინცდამაინც ახლა მუშაობდა გამალებით. თითოეული მისი სიტყვა გულს მიხეთქავდა. თვალები დამებინდა და მაგრად დავხუჭე. რა უნდა მეთქვა? ერთადერთი რაც ენაზე მადგა ეს იყო „ძალიან ვწყხვარ“, მაგრამ ვიცოდი, ამის თქმა საშინელება იქნებოდა. უარესად გააღიზიანებდა.
- ლუკა, სამი წელი გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ აღარც შენ გიყვარვარ... რა გინდა, რატომ ცდილობ ჩემთან ახლოს ყოფნას?
- ქეთი! - ავხედე გაცოფებულმა. - ვერ წარმოიდგენ როგორ ვწუხვარ შენ გამო, მაგრამ უფლება არა გაქვს ასე მელაპარაკაებოდე და მექცეოდე. მესმის, საშინელი, მძიმე, აუტანელი, გულისამრევი იყო, რაც გამოიარე, მაგრამ აქ ხალ ახლა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, გიყვარვარ თუ არა. ჩვენ საერთო წარსული გვაქვს. ჩვენ შვილი გვყავს. მე შენზე ვღელავ და გაიგე ეს.
- არ უნდა ღელავდე.
- და შენ ასე მოიქცეოდი? ადამიანს, რომელიც გიყვარდა, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებდი, ასეთ მდგომარეობაში უბრალოდ ფეხებზე დაი..დებდი? ქეთი, როგორ ამბობ, რომ არ უნდა ვღელავდე? შენ ხომ ჩემს ცხოვრებაში ერთი უბრალო გამვლელი არ ყოფილხარ? შენ ყველას გვჭირდები. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება. შენ ახლა ოჯახთან, შვილთან ხარ. მათ კი ასეთი ცივი და გარიყული კი არა, დაბრუნებით, მათი ნახვით გახარებული სჭირდები. თუ ეს შენთვის ასეთი მტკივნეულია, აღარასდროს მოგიახლოვდები ისე, რომ შეგაწუხო.
- კარგს იზამ.
- იგივეს აკეთებ! - ფეხზე წამოვდექი და კისერზე ხელი მოვისვი. ძარღვები საშინლად დამჭიმვოდა. არ ვიცოდი, რატომ, მაგრამ ნინეს ნაიარევებით სავსე ბეჭები გამახსენდა და ამან კიდევ უფრო მეტად დამამძიმა.
- ვერ შემცვლი, ლუკა.
- ვერა, იმიტომ, რომ შენ არ გინდა ეს.
- ერთადერთი რაც მინდა, ჩემი შვილია. მე მისი ღიმილი და ჩახუტება მინდა, მეტი არაფერი.
- მას კი უგრძნობი დედა არ სჭირდება. - მის გვერდით ჩამოვჯერქი. უკან დახევა დააპირა, მაგრამ ხელები დავუჭირე და ამის საშუალება არ მივეცი.
- გამიშვი, გთხოვ. - თქვა გაბზარული ხმით და ჩვენს ხელებს დახედა.
- არ გეტყვი წარსული დაივიწყე მეთქი, რადგან ვიცი, ეს ძნელი იქნება. მაგრამ, რადგან თქვი, რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფია, მის გამო უნდა ეცადო, მხოლოდ მის გამო ქეთი, გესმის?
- გამიშვი! - თვალები დახუჭა და ეცადა ხელები გაეთავისუფლებინა.
- მას სჭირდები, უბრალოდ დრო მიეცი, რომ შეგეჩვიოს და შენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მასთან მაინც იყო ისეთივე, როგორიც წარსულში. დამპირდი, რომ შეეცდები.
ისევ თვალები აუწყ,ლიანდა. დაჟინებით მიყურებდა, მაგრამ მის მზერაში ყოყმანს აშკარად ვხედავდი. ხელები გავუშვი. არ მინდოდა ამას რაიმე გავლენა მოეხდინა მის პასუხზე.
- კარგი. - ჩაილაპარაკა მან. - შევეცდები.
ამოვიოხრე და ფილტვებმა შვება იგრძნეს.
- მადლობ. - თავი დავუქნიე.
- ოღონდ აღარასდროს მოიქცე ასე.
- გპირდები.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- შენმა სიმშვიდემ გამაკვირვა. - ჩაილაპარაკა მან.
- რაზე? - ვკითხე, მაგრამ სანამ მიპასუხებდა მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
- ხო ვიცი, ვალდებული არ იყავი, მაგრამ იმ ორის მიმართ, ქირურგებზე ვამბობ, არანაირი აგრესია არ გამოგიხატავს.
- ხო, გიორგიმაც ეგ მითხრა. ცოტა მაინც უნდა მემსხიობა.
გოგოს ჩაეცინა და თავი გაიქნია. მოგვიანებით მივხვდი, რომ მან სხვანაირად გაიგო ჩემი ნათქვამი.
- შეცდი ქეთი. მართალია საკმარისი ვერა, მაგრამ მათ მიმართ აგრესია უკვე გამოვხატე. - შუბლშეკრულმა გამომხედა. აშკარად ვერ მიხვდა. - ისინი იმ შენობაში მე მყავდა. მე ვაწამე ორივე.
- რა თქვაი? - თვალები გაუფართოვდა და დაიბნა. თითებით კალთაში მომწყვდეულ ბალიშს ჩაეჭიდა. - რას ამბობ, გაგიჟდი?
- ხო ქეთი, გავგიჟდი, როცა შენი ამბავი გავიგე და ვნანობ, უარესად უნდა დამესაჯა ორივე...
- მოიცადე, გაჩერდი! როგორ გაიგე? როგორ იპოვე? ლუკა, რა იცოდი, რომ...
- გავიგე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ შენ არ დამისაფლავებიხარ, რომ ავარიის დროს არ მომკვდარხარ და რომ იმ ნაბი*ვრებმა ფულად გაქციეს
- ღმერთო!.. ესე იგი იქ, განყოფილებასთან... აი თურმე რატომ თქვი, ცოცხლები არ უნდა დამეტოვაო.
- ჰო, ამიტომ ვთქვი.
გოგო გაოგნებული მიყურებდა და სახეზე უამრავი კითხვა ეწერა. ჯიბიდან მისი სამაჯური ამოვიღე და გავუწოდე. მისი დანახვისას კიდევ უფრო გაოცდა.
- ჩემი სამაჯური.. მე ის დავკარგე, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, სად. იქნებ იმ ოთახში... ეს შენ იპოვე?
- არა. - თავი გავიქნიე. - თუ სურვილი გექნება, გაგაცნობ იმ ადამიანს, ვინს ეს სამაჯური იპოვა. ის... მას ნინე ჰქვია. ისიც იქ ჰყავდათ. ერთი წელი დაბმული იყო ბორკილით. მისთვის ფილტვი უნდა ამოეჭრათ და შემდეგ ალბათ იქ აღმოჩნდებოდა, სადაც შენ. მაგრამ შანსი მიეცა და გამოიქცა. დავითი მისი წყალობითაა ცალთვალა. იმ დღისით მე და თემო სოფელში მივდიოდით, ხო-და გზაზე ვიპოვეთ ის, უგონოდ მყოფი. წამოვიყვანეთ. მოგვიანებით გავიგე, რომ ნინეს მათი მოძებნა ჰქონდა გადაწყვეტილი და ვეხმარებოდი. უკვე რაღაც კვალზე ვიყავით გასულები, როცა მის მკლავზე შენი სამაჯური შევნიშნე. მაშინ გაირკვა ყველაფერი. ცოტა ხანში კი დავითიც ვიპოვეთ, ვახტანგიც და... ამიტომაც ვიყავი მშვიდი.
- სოფიზე უნდა გეფიქრა. ახლა მათ რომ რამე წამოსცდეთ დაკითხვაზე...
- მაგაზე არ ინერვიულო, გიორგი აგვარებს ყველაფერს.
ქეთიმ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და ხელის გულზე დადებულ სამაჯურს დააცქერდა. ცოტა ხნით ჩუმად იყო, შემდეგ კი თავაუღებლად მკითხა:
- ეს ის გოგოა, სოფის დაბადების დღის სურათებში რომაა?
- ჰო, ისაა.
- გავიცნობ. - თქვა მან და სამაჯური ხელზე შეიბა.


ნინე
***
საღამოს შვიდი საათი ხდებოდა, ლუკამ რომ მომაკითხა. მის მანქანაში ჩავჯექი და ვეცადე გამეღიმა. რომ შემათვალიერა, ძრავა გამორთო და მომიბრუნდა.
- რა ხდება? - მკითხა.
- ისეთი არაფერი, შენს ცოლს უნდა შევხვდე. - მხრები ავიჩეჩე. ლუკას ჩაეცინა.
- ნინე, ადამიანს კლავდი და მაშინ არ გინერვიულია. ახლა რა გჭირს?
- ის მჭირს, რომ ჩვენი ურთიერთობის შემდეგ მის წინ ჯდომა და მშვიდად საუბარი არ შემიძლია. ლუკა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- მაშინ მეც უნდა ვგრძნობდე თავს დამნაშავედ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, იმიტომ, რომ საამისო არაფერი ჩაგვიდენია. ნანობ?
- არა ლუკა, ამას როგორ მეკითხები? უბრალოდ...
- უბრალოდ არაფერი ნინე. მე მაშინ თავისუფალი ვიყავი, შენ მით უმეტეს. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ქეთის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ, გარდა პატივისცემისა, ის ხომ სოფის დედაა. აი შენ კი, - ლუკა ჩემკენ გადმოიხარა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - აქამდე ვერ მიხვდი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ?
ისეთი გულწრფელი თვალები ჰქონდა, აქამდე რომ არ მცოდნოდა ის, რაც მკითხა, ახლა ნამდვილად ვირწმუნებდი. ვხვდებოდი ამას, დიდი ხნის წინ ვხვდებოდი, მაგრამ შიში, რომელიც ქეთის გამოჩენის ეჭვმა დააბუდა ჩემში, ყველაფერს უიმედოდ ეფარებოდა. ახლა კი ვუყურებდი მას და ბედნიერი ვიყავი. მისი ეს აღიარება ისეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც თვითონ ლუკა. ხმა ისეთი თბილი და მტკიცე ჰქონდა, როგორც არასდროს.
გამეღიმა და თავი დავხარე.
- შემომხედე ნინე, - თავი ამაწევინა. - ოთხი თვეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. მართალია, ამ დროის მანძილზე არც ისე ბევრი ბედნიერი დღეები გვქონდა, მაგრამ რაც იყო, იმან ჩემზე იმოქმედა. და არა მარტო იმან. შეგეჩვიე ამ მოკლე დროში. გაგითავისე ნინე. ამ ყველაფერს კი შენგან წამოსული გრძნობებიც აძლიერებს. მე შენ მჭირდები და ძალიან გთხოვ, ნუ ფიქრობ, რომ დამნაშავეხარ იმის გამო, რასაც ჩემ მიმართ გრძნობ, თორემ ძალიან გავბრაზდები. მოდი, გამოვიცნობ: ფიქრობდი, რომ ჩემი დათმობა მოგიწევდა? - თავი დავუქნიე. - ცდები, არ მოგიწევს. განა იმიტომ, რომ ქეთის აღარ ვუყვარვარ, არამედ იმიტომ, რომ ამას მე თვითონ არ დავუშვებდი. მე შენ მჭირდები, ნინე.
გავიბადრე. „ქეთის აღარ ვუყვარვარ“, ეს სიტყვები ჩემი გრძნობების თავისუფლებას ნიშნავდა. თითოეული მისი სიტყვა სიყვარულის ახსნას უდრიდა. ან არა, ეს უფრო მეტი იყო, უფრო ძვირფასი და ღირებული ჩემთვის.
მკლავებზე ჩავეჭიდე და გავუღიმე.
- მეც. - ვუთხარი და მის ტუჩებს მივწვდი. ერთი ხელი ჩემს თმაში შეაცურა და კოცნაში ამყვა. რამდენიმე წამში კი ტუჩებით ლოყას აუყვა და შუბლზე მაკოცა.
- სანერვიულო არაფერი გაქვს. - მითხრა და თმა ყურს უკან გადამიწია.
- ვიცი.
- მაგრამ მაინც ნერვიულობ, არა? - გაეცინა.
- ცოტა. - მეც გამეცინა. - მაგრამ სანამ მივალთ ალობათ ესეც გამივლის.
- ძალიან კარგი. წავიდეთ.


***
ხო, ბოლომდე მაინც ვერ დავძლიე ღელვა. სანერვიულო მართლაც არაფერი მქონდა მას შემდეგ, რაც ლუკამ მითხრა, მაგრამ ასე ვიყავი მოწყობილი. სანამ ჩემი ქეთისთან საუბარი არ დასრულდებოდა, ვერაფერი დამამშვიდებდა.
ლუკამ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ შეაჩერა. ნაცრისფერ ჭიშკარს მიღმა, პატარა მოვლილ ეზოში უამრავი ფერის და ჯიშის ყვავილი ხარობდა. ირგვლივ მათი სასიამოვნო სურნელი იდგა. ჭიშკრიდანვე დავინახე იასამნის ხის ქვეშ თეთრი მაგიდა, რომელთანაც სამი ქალი იჯდა. ერთი ლალი იყო, ორს არ ვიცნობდი. ლუკამ გადმომხედა. მე ღრმად ცავისუნთქე და ტუჩზე ვიკვნიტე. ბიჭმა თავით მანიშნა მომყევიო და წინ წავიდა. გავყევი. როცა იასამნის ხესთან მივედით, მაგიდასთან მსხდომებმა ჩვენსკენ მოიხედეს.
- ნინე! - წამოდგა ლალი, ჩემთან მოვიდა და გადამკოცნა. - რამდენი ხანია არ მინახიხარ. როგორ ხარ?
- არამიშავს, შენ? - გავუღიმე გოგოს და დანარჩენებისკენ გამექცა თვალი.
- მადლობა, კარგად.
- ნინე, - მაგიდისკენ წავიდა ლუკა. - გაიცანი, ეს ქეთია. ეს კი მისი დედა - იზა.
- სასიამოვნოა. - ვთქვი და შევეცადე მათთვისაც გამეღიმა. ის იყო ქალი წამოდგა, რომ სახლიდან დაუძახეს და მობოდიშებით წავიდა. ქეთის შევხედე და თვალწინ ის სურათი დამიდგა, სოფელში პირველად რომ მაჩვენა ლუკამ. იმ გოგოსგან ჩემ წინ მდგარი ძალიან განსხვავდებოდა. გარეგნობითაც და მზერითაც. გრძელი ქერას ნაცვლად, შავი მოკლე თმა ჰქონდა, თუმცა უხდებოდა. ცოტა გამხდარი იყო, სახეზეც შეცვლილი, მაგრამ ძველი სილამაზის კვალი მისგან მაინც არ გამქრალიყო.
გამიკვირდა, როცა ქეთიმ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. ცოტა დავიბენი, მაგრამ მაშინვე ჩამოვართვი.
- ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნების ამბავი. - ვუთხარი შედარებით ჩუმად.
- მადლობ. - უფრო ფართოდ გამიღიმა და მაგიდასთან მიმიპატიჟა. ის იყო სკამზე უნდა დავმჯდარიყავი, რომ სოფის ხმა მომესმა.
- ნინააა! - დამიძახა თავისებურად და ჩემკენ გამოქანდა. დავიხარე და ბავშვი ხელში ავიტაცე. პატარამ ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა, მეც ასევე ვუპასუხე და მოტიტინეს გავუცინე. ოღონდ ეს არ მომხდარიყო! როცა ქეთის გავხედე და მის მზერას მოვკარი თვალი, მინდოდა ადგილიდან სამუდამოდ გავმქრალიყავი. აშკარა გულის დაწყვეტა იკითხებოდა მის სახეზე, მაგრამ ამის დამალვას ღიმილით ცდილობდა. როგორ მინდოდა, ახლა სასწაული მომხდარიყო და ბავშვს დედის მკლავებში მონდომებოდა ყოფნა. ლუკას ნათქვამი გამახსენდა დილანდელ ფაქტზე და საშინლად შემრცხვა, როცა წარმოვიდგინე, რას გრძნობდა ახლა ქეთი.
უცბად სოფი ატიტინდა და ისეთ თემაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ოდნავ გულზე მომეშვა.
- მოგწონს? - გულზე დაიტყაპუნა მან პატარა ფითქინა ხელი. ყელზე ანგელოზის კულონი შეება, ბჭყვრიალა ფრთებით.
- ვაიმეე, რა ლამაზია სოფიი, შენია? - ვკითხე გაოცებულმა.
- კი. - თავი დამიქნია.
- შენ იყიდე?
- არა, დედიკომ მაცუქა. - ტრიპაჩულად გადახარა თავი გვერდით და თავისი ტონით მანანია. შემდეგ მორცხვად გააპარა თვალი ქეთისკენ და საჩვენებელი თითი ტუჩის კუთხესთან მიიდო.
- ულამაზესია. დედიკოს აკოცე ეს რომ გაჩუქა? - ბავშვა თავი გააქნია. ქეთის გავხედე. ღიმილიან სახეზე სევდის ნაცვლად გაოცებას და აღელვებას დაეკავებინა. - სოფი, მერე არ უნდა აკოცო საჩუქრისთვის დედას? ასე არ შეიძლება. - ბავშვი ისევ მორცხვად უყურებდა ჩვენთან მოახლოებულ ქეთის და ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა. ლუკას მოვკარი თვალი, რომელიც მოშორებით იდგა და მადლიერი ღიმილით მიყურებდა. - სოფი, აბა რა ვქნათ, ვაკოცოთ ხომ დედას? - გავუღიმე მას, რომ გამბედაობა შემატვოდა. ბავშვმა თავი დაიქნია, ქეთისკენ გადაიხარა, დედას ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და დამორცხვებულმა ჩემს კისერში ჩაყო თავი.
ქეთი ერთხანს ჩვენ გვიყურებდა, ტუჩები უთრთოდა და თვალები უწყლიანდებოდა. ასეთი ბედნიერი ადამიანი დიდი ხანი იყო არ მენახა. გოგომ პირზე აიფარა თითები და უკან დაიხია. ლუკას გავხედე. ბიჭი მომიახლოვდა, ბავშვი გამომართვა და ლალისთან ერთად სახლში შევიდა. მორიდებით გავხედე ჩამომჯდარ ქეთის, რომელსაც თავი ჩაეხარა და მხრები უთრთოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა მისთვის. ჰაერი ჭარბად შევისუნთქე და მეც ჩამოვჯექი. გოგომ ჯიბიდან სალფეთქი ამოიღო, თვალები შეიმშრალა და შემომხედა.
- ბოდიში. - ჩაილაპარაკა.
- ბოდიშს ნუ მიხდი. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. - ვცდილობდი ენა არ დამბვმოდა. - როგორ ხარ?
- უკეთესად. - თავი დამიქნია. - შენ?
- მეც. რთულია ყველაფერის დავიწყება, მაგრამ მეხმარებიან.
- ჰო, აქაც ცდილობენ. - სახლს გახედა მან.
- მთავარია ეს ცდა მიიღო. მე გავიარე ეს სიტუაცია და დამიჯერე, რაც უფრო ეცდები საკუთარ თავში ჩაკეტვას, მით უფრო გაგიჭირდება წარსულის დავიწყება.
- ლუკამ მითხრა, რომ... - ერთხანს შეყოვნდა. - შეიძლება შენი ზურგი ვნახო?
კითხვამ დამაბნია. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. როცა საქმე ჩემს ნაიარევებზე მიდგებოდა, გული საშინლად მიმძიმდებოდა. მათი სხვისთვის ჩვენება არ იყო ჩემთვის იოლი. ის დღე გამახსენდა, როცა ისინი ლუკას ვაჩვენე. მაშინ მასთან კამათისას დავიცალე და განვთავისუფლდი. კარგად მახსოვდა მისი აღელვებული მზერა, როცა მაისურს მაწვდიდა. იმ დღისით გავიცანი სოფიც.
- არა, არ უნდა მეთხოვა. დაივიწყე. - თავი გაიქნია ქეთიმ.
- შემიძლია. - ვუთხარი. ვიცოდი, ეს მას სჭირდებოდა. უნდა ენახა ისეთი ადამიანი, რომელიც მასავით იტანჯებოდა. ამის დამადასტურებლად კი ჩემი ნაიარევები სწორედაც რომ გამოდგებოდა. ზურგი ვაქციე და მაისური ავიწიე.
- ღმერთო, ჩემო! - მომესმა მისი მოგუდული ხმა. სუნთქვა შევიკარი, სხვანაირად გული ამომიჯდებოდა. ცოტა ხანში მაისური შევისწორე და მოვბრუნდი. ქეთი გაოგნებული მიყურებდა. - ვიცი, რთული იყო შენთვის, მაგრამ, მინდოდა, რომ მენახა.
- ვხვდები და არაუშავს. - გავუღიმე.
- გავიგე დავითის თვალზე გიმუშავია. როგორ მოახერხე?
- მე და ვახტანგს პატარა შეკამათება მოგვივიდა. კინკლაობისას ჯიბიდან კალამი ამოვაცალე და დავითს გამოქცევამდე თვალში გავარჭე.
- ნეტავ მეც მქონოდა მაგის შანსი. არც შენს ნაიარევებზე ვიტყოდი უარს.
- რას ამბობ?! - შუბლი შევკარი.
- ხო, იმას მაინც მერჩივნა, რასაც ბორდერში მაკეთებინებდნენ. - თქვა ცივად. - ესე იგი, იმ ორის მოკვლა გინდოდა? - შემომხედა.
- ჰო, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე. მე ხომ მათ არ ვგავარ. მე წარსულის დავიწყებას ვცდილობდი და მათ სისხლში ხელებს ვერ გავისვრიდი. ვცდილობ ყველაფერი წარსულს ჩავაბარო და თანდათან გამომდის.
- კარგია. - თავი დამიქნია.
- შენც უნდა სცადო. არაჩვეულებრივი შვილი გყავს. სოფი და არა მარტო სოფი დაგეხმარება ყველაფრის გადატანაში.
- ხო, არაჩვეულებრივი ბავშვია და წეღანდელისთვის დიდი მადლობა. ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. - ხელები მაგიდაზე დააწყო და თითები ერთმანეთში აურია. - როგორც ჩანს კარგად უგებთ ერთმანეთს.
- გთხოვ, ამის გამო ნუ იეჭვიანებ. ცოტა ხნის წინ თავი ისედაც საშინლად ვიგრძენი. სოფი გახსნილი ბავშვია. ყველას ადვილად უმეგობრდება.
- აბა ჩემტან რა ხდება?
- ის ხდება, რომ შენ სულ სხვა ხარ. მას უთხრეს, რომ დედა დაუბრუნდა. არა ერთი ჩვეულებრივი გამვლელი, როგორც მე, არამედ დედა. მართალია, ძალიან პატარაა მაგრამ კარგად ხვდება დედის მნიშვნელობას. ამას შენდამი დამოკიდებულებაში ამჟღავნებს. შენი სცხვენია იმიტომ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ძალას ნუ დაატან. ეცადე არ გნახოს მოწყენილი, თორემ ეს შებოჭავს. ძალიან თბილი ბავშვია და დამიჯერე, მალე შეგეჩვევა. ხომ დაინახე, პირველი ნაბიჯი უკვე გადმოდგა.
- ფსიქოლოგი ხარ?
- არა. - გამეცინა.- მასწავლებელი. ბავშვების კარგად მესმის.
- გასაგებია. მადლობა კონსულტაციისთვის. ნამდვილად გამომადგება. - გაეღიმა. - შვილი ერთადერთი იყო, რაც იქ სიცოცხლის ძალას მმატებდა და იმდეგაცრუებას ნამდვილად ვერ გადავიტამ. სულ ერთი თვე მომიწია მისი ცქერით და მოვლით ტკბობამ, მერე კი ღმერთმა რაღაცის გამო დამსაჯა.
- ნუ ამბობ ასე. ის, რაც ჩვენ გადაგვხდა, ადამიანის მხეცური ბუნების ბრალია. ისინი ამისთვის პასუხს აგებენ.
- იმას ვერასოდეს გამოცდიან, რაც მე გამოვიარე.
- წინასწარ ნურაფერს იტყვი. ციხეს თავისი კანონები აქვს. არავინ იცის თავიანთი საქმიანობის გამო, იქ რისი გამოვლა მოუწევთ ქირურგებს.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მე ისევ ბაღს მოვავლე თვალი. ძალიან მოვიხიბლე მისით და გამუდმებით ყვევილებისკენ გამირბოდა მზერა. ისეთი ცოცხლები, ისეთი ფერადები და ისეთი მხიარულები ჩანდნენ, რომ ჩვენი საუბრით ალბათ თავებს ვაბეზრებდით.
- ლუკა გიყვარს? - მომესმა უცბად. ქეთის აღელვებულმა შევხედე. გოგო მშვიდად ელოდა ჩემს პასუხს. სახეზე ვერანაირ ემოციას ვატყობდი და ამან კიდევ უფრო მეტად ამაფორიაქა. რატომ კითხა? ჩვენ შესახებ ხომ არავინ არაფერი იცოდა, რომ მისთვის ეთქვა? როგორც ვიცოდი, არც ლუკას უსაუბრია ჩვენი ურთიერთობის შესახებ ქეთისთან. აბა საიდან მოუვიდა აზრად, რომ ჩემთვის ეს შეკითხვა დაესვა?
- მე... - პირი გავაღე, მაგრამ ჰაერის მეტი არაფერი ამომივიდა. როგორ უნდა მეთქვა მისთვის სიმართლე? აა, არ შემეძლო. შუბლზე მოვისვი თითები, ტვინს შევძახე რაიმე მოეფიქრებინა, მაგრამ ისიც ჩემსავით გაოგნებულ-გაშტერებული იყო. - რატომ მეკითხები? - ჯანდაბა! ეს იგივე „ხოს“ ნიშნავდა.
- უბრალოდ ძნელია, ლუკას იცნობდე და არ გიყვარდეს. - გამიღიმა. - თანაც, ვხედავდი, როგორ უყურებდით ერთმანეთს.
- ღმერთო. - ჩავიბუტბუტე ჩემთვის და ტავი ჩავხარე. საშინლად მრცხვენოდა. ნუთუ ასე მეტყობოდა მისი სიყვარული? თანაც ამას ვინ მეუბნებოდა, ლუკას მეუღლე.
- რატომ გერიდება, სიყვარული სასირცხვილო არაა, პირიქით. ჯერ კიდევ მახსოვს, რა გრძნობაა ეგ.
- არა, მან... არც კი იცის. ღმერთო, ცუდ დღეში ჩამაგდე. - ქვემოდან ავხედე ქეთის. ისევ მიღიმოდა. როგორ ახერხებდა ამას?
- რატომ? რადგან მისი ცოლი მქვია? არა, ეს ასე აღარაა და არც მინდა, რომ იყოს. ნინე, - პირველად მომმართა სახელით. - ჩემ გვერდით აღარასოდეს იქნება მამაკაცი. ვერასოდეს ჩამოვირეცხავ მათგან დატოვებულ სიძულვილს კაცების მიმართ. ასეც რომ არ იყოს, მე თვითონ არ მინდა ლუკას გვერდით ბორდერიდან გამოღწეულმა ვიარო. ის არ იმსახურებს ამას. - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - ვიცი, ჩემტან ამის აღიარება გიჭირს, მაგრამ თვალებში ვხედავ ყველაფერს და სწორედ ამის გამო მომწონხარ. არ მიიღო ეს სიტყვები ისე, თითქოს ნებას გრთავდე, ლუკა გიყვარდეს. მე არანაირი უფლება მაქვს შენ ან მას რამე აგიკრძალოთ. პირიქით, ძალიან გამიხარდება თუ ლუკა ბედნიერი იქნება.
გაოგნებული ვუყურებდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი. გული ამოვარდნას მქონდა. რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი მისი სიტყვებით, მაგრამ მას არ უთქვამს ის, რისი მოსმენაც საკუთარი ყურით მინდოდა - „ლუკა აღარ მიყვარს.“ არ უთქვამს, რადგან მას ის ისევ უყვარდა. ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად ამისა, ასე თბილად მესაუბრებოდა ბიჭის მიმართ ჩემს გრძნობებზე და იმასაც კი მეუბნებოდა, რომ მოვწონდი.
- ნუ იქნები ახლა ასე ჩუმად. - გამიღიმა.
- არა, მე უბრალოდ... არც კი ვიცი, რა ვთქვა.
- არ არის საჭირო რამის თქმა მაინცდამაინც ამასთან დაკავშირებით. ისე აგაფორიაქე, თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ. მაგრამ სწორედ შენი ეს რეაქცია მარწმუნებს იმაში, რომ გულწრფელი ხარ ჩემთანაც და მასთანაც და მე ეს მიხარია.
ყველანაირად ცდილობდა ქეთი ამ თემაზე თამამად აველაპარაკებინე, მაგრამ არ გამომდიოდა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ლუკას მიმართ ჩემს გრძნობებზე საუბარი მის ყოფილ ცოლთან. ასეც რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვიყავი, არ შეიმჩნევდა, მაგრამ თითოეული ჩემი სიტყვა მას გულს ატკენდა, როგორი გულგრილიც არ უნდა ყოფილყო ბიჭის მიმართ. ამიტომ მერჩივნა დავმუნჯებულიყავი.
- კარგი. - ამოიოხრა მან. - კიდევ ერთი მადლობა მინდა, რომ გითხრა.
- რისთვის? - გამიკვირდა.
- სამაჯურისთვის. - თითები გადაუსვა მაჯაზე შებმულ ნაცნობ ნივთს.
- რას ამბობ. მუდამ თან დამქონდა. მინდოდა ისიც ყოფლიყო იმის თანამონაწილე, რასაც ქირურგებისთვის ვგეგმავდი. მართალია ჩემი სურვილები მაინცდამაინც არ გამართლდა, მაგრამ... სულ მეფიქრებოდა მის პატრონზე. ახლა კი მიხარია, რომ საბოლოოდ მფლობელს დაუბრუნდა.
სახლიდან სოფის კისკისი მოგვესმა და ორივეს გაგვეცინა. ცოტა ხანში ლუკა გამოჩნდა, რომელსაც კისერზე ბავშვი ჰყავდა შემოსმული, უკან კი ქეთის დედა მოჰყვებოდა. აქამდე თვითონ მამშვიდებდა, მაგრამ ახლა ლუკასაც ვამჩნევდი ცოტაოდენ ღელვას. არც იყო გასაკვირი. მის ცოლს და იმ ადამიანს უნდა ესაუბრათ, რომელთანაც ახლა ჰქონდა ურთიერთობა. საკუთარ თავს ჯერ-ჯერობით სხვას ვერაფერს ვუწოდებდი. ბიჭმა ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და ჯერ მე შემომხედა, მერე ქეთის. ორივემ გავუღიმეთ.
- შვილო, გემრიელი ხაჭაპურები დავაცხვე. ხომ მიირთმევ? ყავასაც მოგიმზადებთ. - მომლოდინედ შემომცინა ქალმა.
- არა, არა, ნუ შეწუხდებით. უკვე დაღამდა და აჯობებს წავიდე. - ფეხზე წამოვდექი.
- რას ამბობ. ასე უცბად? - შეიცხადა მან და ქეთის გადახედა.
- ცოტა ხნით კიდევ დარჩი. - მითხრა მან. არა, მისი ნათქვამი არ იყო დედის ხათრით თქმული, მაგრამ მის მოპატიჟებას მაინც ვერ მივიღებდი. ოდნავ დისკომფორტს ვგრძნობდი და მერჩივნა წავსულიყავი.
- არა, არა, მადლობთ. ჩემები არ გამიფრთხილებია, ისე წამოვედი. არ მინდა, რომ ინერვიულონ.
- მე წაგიყვან. - მითხრა ლუკამ.
- არა, მაგლობა, დარჩი. მხოლოდ გაჩერებმამდე მიმაცილე. - ბიჭმა თავი დამიქნია და სოფი ჩამოსვა.
- მამიკო, ხომ დარჩები დედასთან ცოტა ხნით? - ჰკითხა ბავშვს. სოფიმ კაბის ბოლოს დაავლო ხელები და მორცხვად დაიხვია. - დარჩი და რომ მოვლა გემრიელ ნაყინს მოვიტან. - შემდეგ მისკენ გადაიხარა და უჩურჩულა. - ნაყინით მოვთხუპნოთ დედა. - სოფიმ გადაიკისკისა და თავი დაიქნია.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - მითხრა ქეთიმ დან ხელი გამომიწოდა. - და შენთან საუბარი უფრო.
- ჩემთვისაც ასევე. - ჩამოვართვი ხელი. - ყველაფერი კარგად იქნება. - ვთქვი შედარებით ჩუმად და სოფის დავხედე.
- იმედია.
- სხვა დროსაც გამოიარე ჩემო კარგო. - გადამკოცნა ქალბატონმა იზამ. - ეს არ ჰგავდა სტუმრობას.
- მაპატიეთ და აუცილებლად გამოვივლი. ხო, მართლა, ულამაზესი ბაღი გაქვთ. - ვუთხარი წასვლამდე, დავემშვიდობე და ლუკასთან ერთად სახლიდან გავედი. თავისუფლად ამოვისუნთქე.
ცოტა ხნით ჩუმად ვიარეთ. შემდეგ მან მკითხა:
- ხომ კარგად ხარ?
- ჰო, - გავხედე მას. მშვიდი სახე ჰქონდა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. - ხომ არ გაინტერესებს, რაზე ვისაუბრეთ?
- ვხვდები. - გამკომხედა. - ნინე, თქვენს შემთხვევაში იქნებ აუცილებელიც იყო ეს?
- ხომ არაფერს ვამბობ, ლუკა. თუმცა კი, მართალი ხარ. რაღაც მხრივ ორივეს გვჭირდებოდა. ბევრად უკეთ ვარ ახლა. დარწმუნებული ვარ ქეთიც.
- მიხარია. - თქვა მან. გაჩერებასთან მივედით. თითები დამიჭირა და მომიახლოვდა. - დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა წაგიყვანო?
- კი, კი. აჯობებს მათთან იყო. - თავი დავუქნიე. ერთხანს მიყურა, შემდეგ კი ლოყაზე მომაკრო ერთი ხელი და ცერა თითი აასრიალა. სასიამოვნოდ დამბურძგლა.
- მადლობა ნინე. - დაიხარა და შუბლზე მომაკრო ტუჩები. თვალები გვერდით გავაპარე. გაჩერებაზე არავინ იდგა. ლუკამ ხელები მომხვია, გულზე მიმიკრო და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მეც მთელი ძალით მივეტმასნე. მისი ასეთი ჩახუტება საოცარ შვებას მგვრიდა. - ნინე, ალბათ შესაფერის ვერც დროს ვარჩევ და ვერც ადგილს, მაგრამ... - თავი ოდნავ დახარა და ზედ კისერზე დამჩურჩულა. - მაგრამ ძალიან მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ... მთელი გულით, ნინე.
მგონი გული გამიჩერდა. ერთხანს შევკრთი კიდეც და რომ მივხვდი, მალე ცახცახი ამიტანდა, უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები. თითქოს მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეულ ცხელ ჰაერს გადმოჰყვნენ უკანასკნელი სიტყვები, ჩემს კისერზე დასრიალდნენ და მთელს სხეულს საოცარი სისწრაფით მოედვნენ. ნამდვილად შესაფერისი დრო იყო ამის სათქმელად. უჩვეულო საუბრიდან წამოსულს, სწორედაც რომ ეს მჭირდებოდა. მან მითხრა, მან ეს მითხრა და ახლა აღარაფერი, საერთოდ აღარაფერი მაღელვებდა. შემეძლო ასე გაბრუებული ვმდგარიყავი განუსაზღვრელი დროით და მისი სურნელით დავმტკბარიყავი. შემდეგ კი ხელი ჩამეჭიდა და ჩემთან ერთად წამეყვანა. მაგრამ რადგან ეს ასე არ მოხდებოდა, აჯობებდა რაღაც მეც მეთქვა და ეს სასიამოვნო სიჩუმე დამერღვია.
- მეც ლუკა... ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

***
არ ვიცი ვის რა სმენია ან უთქვამს ბედნიერების შესახებ, მაგრამ მე ჩემი თეორია ჩამოვაყალიბე ამასთან დაკავშირებით. ბედნიერებაა, როცა ძილის წინ თვალებს დახუჭავ, განვლილ საათებს, დღეებს, თვეებს გადახედავ და ყველაფრის მიუხედავად გაგეღიმება. ცოტა ხნით ტკბები ამით. შემდეგ იწყება გეგმების აგება ჯერ მომდევნო დღისთვის, შემდეგ კვირისთვის, თვისთვის და საბოლოოდ ერთ წუთში მთელი ცხოვრების გეგმებს აწყობ.
ხო, ხანდახან მაინც მეფიქრება წარსულზე, ის ხომ მაინც ჩემი ნაწილია, მაგრამ ის იმდენად მძაფრად აღარ მახსენებს თავს, როგორც ადრე იყო. დამნაშავეები დაისჯნენ, მე საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ (არა მარტო მე) და ეს ჩემთვის საკმარისია ბედნიერებისთვის და მშვიდად ცხოვრებისთვის.
ნაიარევები... თანდათან ისინიც კარგავენ თავიანთ საშინელ ზემოქმედებას ჩემზე და წარსულის პატარა სიკვდილთან ერთად წარსულშივე რჩებიან. ხო-და ვტკბები ძილის წინ აწმყოზე და მომავალზე ფიქრით.
და უკანასკნელი მნიშველოვანი შტრიხი:
საწოლში ლუკა მიწვება, ზურგით თავის მხურვალე მკერდზე მიკრავს და თავს ჩემს თმაში რგავს.
- ძილინებისა. - ჩამჩურჩულებს და თითებს მანამდე ასრიალებს ჩემს მუცელზე, სანამ არ ჩაეძინება. მე კი მღვიძავს, გაუმაძღრად ვტკბები მისი არსებობით და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდითაა.


პ.ს. ასე... ესეც დავამთავრე...
ბავშვებო უღმესი მადლობის მეტი თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი... მადლობთ, რომ ასეთი დაგვიანებების მიუხედავად თავს არ ანებებდით ისტორიას... ხო, შეიძლება კომენტარებზე ყველას არ გპასუხობდით ინდივიდუალურად, მაგრამ თითოეულის ნათქვამი სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველას დიდი სიხარულით ვკითხულობდი, ასე, რომ სათითაოდ ყველას უღრმესი მადლობა.
ვიცი, ერთიანობაში ნეგატიური ისტორია გამომივიდა და დამიჯერეთ არც ჩემთვის იყო იოლი ამის წერა... წარმოიდგინეთ, ყველა ჩემი ისტორა რომ 4 თვეზე მეტხანს არ მიწერია, ამის წერა 8 თვე გამიგრძელდა... საბოლოო ჯამში თქვენ მითხარით რა გამოვიდა, რა ვიცი მე მომწონს.
სამაგიეროდ შევეცდები კი არადა, უეჭველად ავანაზღაურებ ამ სევდიანობას მომდევნო ისტორიის სიუჟეტით, უფრო მეტ ღიმილს, ადრენალინს, მოლოდინს და ვნებას შემოგთავაზებთ (ოღონდ როდის მოხდება ეს ყველაფერი ზუსტად ვერ გეტყვით)...
და ბოლოს, ყველაზე დიდი მადლობა ჩემს დაქალს, რომლის შეფასებების და რჩევების გარეშე ეს ისტორია ნამდვილად არ გამოვიდოდა ისეთი, როგორიც არის... ძალიან მიყვარხარ ლეე... <3

ბავშვებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ ისტორიამდე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით <3
(მომიტევეთ შეცდომებისთვის, დავამთავრე თუ არა ვორდში გადატანა, მაშინვე დავდე და ვეღარ მოვახერხე გადახედვა)



№1  offline წევრი ელეონორა

არაამქვეყნიური გოგო ხარ, მინდა გითხრა:)

 


№2  offline წევრი Mkitxveli

ძალიანნ კარგი ხარ.
,,მე.მიყურე'' უფრო იყო ჩემი სტილი,ვიდრე ეს,მაგრამ ესეც,საბოლოო ჯამში,უმაგრესი გამოვიდა.ყოჩაღ და შენს ისტორიებს ყოველთვის სიამოვნებით წავიკითხავ.

 


№3  offline წევრი f43i3zxv

შევასრულე დაპირება და წავიკითხე გადარჩი აქამდე რომ არ ვკითხულობდი :D ყველა ისტორიაში მიმდა რომ ცოცხალი აღმოჩნდეს მთავარი გმირი მაგრამ აქ მიუხედავად იმისა რომ წინა თავები არ ვიცი მომკვდარიყო ჯობდა ასე მგონია გამოცდისთვის ვემზადები და აქ უცებ შემოვირბინე განტვირთვის მიზნით მაგრამ ვინ მოგცა ამოს საშუალება დამამძიმა ამ
ისტორიამ მიუხედავად კეთილი დასასრულისა :D ხო კიდევ რის გამოც არ მომეწონა ეს ისტორია ჩემს მეამიტურ წარმოდგენას დაუპირისპირდა :D ვთვლი რომ ერთი გიყვარს მთელი ცხოვრება და მითუნეტეს 3 წელში ვერ გადაიყვარებ :D არ გავდა ეს შენს ისტორიებს არ მინდა მე ასეთი მარიამისეული მინდა ინტრიგებით სავსე და არა საშინელებებით
ოჰ ბოლოში ჩვენს ტკივილს რომ არ შეხებოდი არ შეიძლებოდა ის მისხალი იმედიც ჩამიკალი რაც ამ თავის დანახვამ გამოიწვია მეთქი ბოლო თავია მალე დაიწყებს ახალს შენც არ მომიკვდა :D
პ.ს კაცთა მოდგმაზე ისედაც გაბრაზებული ვიყავი დღეს კიდევ ეს მიმდოდა ? :D

 


№4  offline წევრი EiLuL♥

შენსს ისტორიებს მიემატა უკვე დასრულებული დაა ჩემთვის ძალიან საყვარელი ისტორია ❤ გადასრევიი გოგოო ხარრრ,, სასწაულიი..
ვგიჟდები ამ მოთხრობაზე ,,
მიყვარხარ
და გელიი მოუთმენლად !
იმედია მალე შემოგვთავაზებ
ახალ ისტორიასს ❤❤
--------------------
elene

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ელეონორა - უღრმესი მადლიბა ჩემო კარგოო! <3

mkitxveli - ძალიან დიდი მადლობა შენ. ერთერთი აქტიური კომენტარის დამტოვებელი იყავი შენ და ყოველ ჯერზე უზომოდ მახარებდი. რაღა დაგიმალო და მეც მე მიყურე მირჩევნია :დ <3

გიკი გოგო - გაბადრული ვარ და ჰაერში ვარ... უღრმესი მადლობა ^_^

ინგუშ :დ ( შენი ნიკის დაწერა დამეზარა ) - კაცთა მოდგმას შეეშვი შენ :დ სიყვარული მეც ერთი მწამს, მაგრამ მე ხომ არ ვარ ისტორიის გმირი, ისინი დამოუკიდებელი პიროვნებები არიან საყვარელო და სხვანაირად უყურებენ ყველაფერს, ვოტ ტაკ :დ ინტრიგები მომდევნო ისტორიაში იცოცხლე, მაგრამ ეგ იქნება მოგვიანებით... ვგიჟდები შენზე და წარმატებები გამოცდებში <3

EiLuL - ჩემი ერთგული... ძალიან ძალიან დიდი მადლობა, რომ ყოველ თავზე მახარებდი შენი სიტყვებით. მიხარია შენნაირი მკითხველი რომ მყავს <3 ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით, თუმცა ვერაფერს დაგპირდებით )):*

 


№6  offline წევრი f43i3zxv

მადლობა :* მეც ძალიან მიყვარხარ თბილი და ტკბილი ხარ და ეს წიწაკა ისტორია არ შეგეფერება :D
უფ კაცთა მოდგმას არა ისე ვარ გამწარებული ლაშაც (მე მიყურეს) კი არ მომწონს ახლა :D
მალე დაიწყე ახალი ისტორია :/ კაი თუ ახალი არ იქნება ძველი გააგრძელე რომელიმე არ ვარ წინააღმდეგი :D :*

 


№7  offline მოდერი malena

ქეთი შემეცოდა. მომეწონა ნინე და ლუკა საბოლოოდ ერთად რომ დარჩნენ. საერათოდ, ისტორია მომეწონა, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც "მე მიყურე"-ა. ნინეს დის და ლუკას მეგობრის ურთიერთობაზე ველოდი პატარა გადახვევას მე. მაინც კმაყოფილი ვარ და ველი შემდეგ ისტორიას, მალეეე!!!

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ინგუშ, ძველებიდან არაფერი გამახსენო, იმათ გაგრძელებას არ ვაპირებ. ახლის წერას კი ხვალიდანვე ვიწყებ,მაგრამ არ დავდებ ჯერ :დ წიწაკა მომეწონა :დ

malena დიდი დიდი მადლობა. <3 მეც შემეცოდა ქეთი. ბაჩოს და თაკოს რაც შეეხება, ისე წავიდა ისტორია წერისაა, რომ ვეგარ დავუთმე მათ დრო, ჩემი ბრალია თუ სიტუაციის არ ვიცი )) ძალიან ძალიან მიხარია, რომ ბოლომდე მომყევი ^_^

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგი იყო, სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ. მიხარია, რომ მომავალ თაობას შენნაირი კარგი მწერალი ეყოლება....
იმედია ახალ ისტორიას მალე დადებ.

 


№10  offline წევრი მოჩვენება

ესე იგი. გვალოდინებდი მაგრამ ბოლოში ისეთი მაგარი გამოვიდა გული დამწყდა რომ დამთავრდა. უნიიჭიერესი ხარ! შენი ყვეელა მოთხრობა წაკითხული მაქვს და გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის ! მოუთმენლად დაველიდები შემდეგს. რაც შეეხება ამ ისტორიას აი რავიცი რა გითხრა რა, არც უაზრო სიტყვების რახა რუხხი იყო, არც ბანალურობა , არც ზედმეტი რაღაცეევი. აი ყველაფერი ნორმაური იყო, ნორმალური კი არა საუკეთესო! ის დაძაბული და შემზარავი მონაკვეთები რომ არ ყოფილიყო არ გამოვიდოდა ასეთი კარგი და შთამბეჭდავი. ძალიან ძალიან მაგრად გამოგდის ეს საქმე . ხო რაც მთავარია გრამატიკულადაც გამართულად წერ და ძალიააან სასიამოვნოა შენი ნაწერის წაკითხვა. ველი შემდეგს <3 <3 <3 წარმატებებიი <3
პ.ს ფბ-ზე როგორ მოგძებნოო?

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

lalita ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო. მწერალი ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი თუმცა გულს მაინც უხარია ამის წაკითხვა., მადლობაა <3

მოჩვენება - უღრმესი მდლობა გენაცვალე, მიხარია, რომ ყველაფრიანად მოგეწონა ეს ისტორია. <3 ვცდილიბდი ყველანაირად რომ გამართული ვყოფილიყავი ყველა მხრივ და როგორც ჩანს გამომივიდა. ფბზე უბრალოდ მარი ნატროშვილი ინგლისური შრიფტით ^_^

 


№12  offline წევრი Ignifex

მომეწონა საშინლად,თითოეული დეტალი შემიყვარდა. ეს რა კარგი ვიღაც აღმოგაჩინე :დ ყოჩაღ! ქეთი ძალიან შემეცოდა. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი დასასრული იყო.

 


№13  offline წევრი Only DrEAmer

აუ უმაგრესიი იყო <3 ^^ ძალიან თბილად დამთავრდა <3 love

 


№14  offline წევრი Annee

მართალია გვიან, თუმცა მაინც წავიკითხე. უმაგრესი იყოო!!

 


№15  offline წევრი Diosa Dela Tristeza

f43i3zxv
შევასრულე დაპირება და წავიკითხე გადარჩი აქამდე რომ არ ვკითხულობდი :D ყველა ისტორიაში მიმდა რომ ცოცხალი აღმოჩნდეს მთავარი გმირი მაგრამ აქ მიუხედავად იმისა რომ წინა თავები არ ვიცი მომკვდარიყო ჯობდა ასე მგონია გამოცდისთვის ვემზადები და აქ უცებ შემოვირბინე განტვირთვის მიზნით მაგრამ ვინ მოგცა ამოს საშუალება დამამძიმა ამ
ისტორიამ მიუხედავად კეთილი დასასრულისა :D ხო კიდევ რის გამოც არ მომეწონა ეს ისტორია ჩემს მეამიტურ წარმოდგენას დაუპირისპირდა :D ვთვლი რომ ერთი გიყვარს მთელი ცხოვრება და მითუნეტეს 3 წელში ვერ გადაიყვარებ :D არ გავდა ეს შენს ისტორიებს არ მინდა მე ასეთი მარიამისეული მინდა ინტრიგებით სავსე და არა საშინელებებით
ოჰ ბოლოში ჩვენს ტკივილს რომ არ შეხებოდი არ შეიძლებოდა ის მისხალი იმედიც ჩამიკალი რაც ამ თავის დანახვამ გამოიწვია მეთქი ბოლო თავია მალე დაიწყებს ახალს შენც არ მომიკვდა :D
პ.ს კაცთა მოდგმაზე ისედაც გაბრაზებული ვიყავი დღეს კიდევ ეს მიმდოდა ? :D

Adamians yvelas tavisi azri gaachnia yvelafris mimart magram ver dagetanxmebi rom siyvaruli ertxel modis da mxolod ertxel giyvardeba sheidzleba amashi kargad garkveuli ar var magram arsebobs namdvili siyvaruli da yoveli chvenganii mis dziebashi vart da radgan namdvili kvia ar nishnavs rom pirveli unda iyos aucileblad amitomacaa tu adamianii misi sulis nawils ar ipovis mteli cxovreba ragac danaklis igrdznobs da amas misi "sayvareli" meuglec ki ver sheuvsebs samwuxarod yvelas ar sheudzlia ipovos namdvili siyvaruli magram vtvli rom lukastvis nine iyoo misi sulis nawili ar vicii namdvil siyvaruls vercertii mchermetyvelii sheamkobs sachiroo sityvebit amitom ar unda tkva rom siyvaruli ertxel modis me ubralod chemi azri gamovktvi da shen mosazrebas rasakvirvelia pativs vcem

 


№16  offline წევრი teddy))

Dzalian, dzalian kargi iyo! Qeti mecodeboda tumca saubris shemdeg agar! Mokled umagresi gogo xar! Mwerali! Chemi sayvarli romani aris ,,sasiamovno safrtxe'' da es satauri rom wavikitxe da mivxvdi, rom is bachoa dzalian gamixarda! Sheni gadasawyvetia magram dzalian gamixardeba kidev tu gaaketeb bachoze, lukaze... Amatze rames da kidev tu dawer takoze da bachoze rames! Dzalian, dzalian kargi xar chemo lullaby!

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარია love გავგიჟდი

 


№18  offline წევრი Salo me

Lullaby აქამდე მეგონა რომ შენი ყველა ისტორია ვიცოდი. აღმოჩნდა რომ ეს გამომრჩა. ყველა თავის ქვეშ კომენტარებსაც ვკითხულობდი და ძალიან გამიკვირდა ნეგატიური დამოკიდებულება მოვლენების განვითარების მიმართ. მესმის რომ არაა ადვილი წაიკითხო ისეთი მძიმე, ემოციურად დატვირთული ამბავი რაც ამ ისტორიის გმირებს გადახდათ. ჩემთვის ეს იყო საინტერესო, დამაფიქრებელი. მთლიანად ჩავერთვე მათ ცხოვრებაში. მეც მათი განცდებით ვცხოვრობდი რამდენიმე დღე. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ლუკა საოცარი იყო. ნინე კი არაჩვეულებრივი. ძალიან მომეწონა. ალბათ კიდევ დიდხანს გამყვება ეს აღფრთოვანება. სამწუხაროა რომ აღარ აქტიურობ.
--------------------
Sally

 


№19 სტუმარი 26.12.2016

უმაგრესი ნაწარმოებია...უგრმესი მადლობა რომ ასეთ კარგ ნაწარმოებებს ქმნით

 


№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

გოგოებო უღრმესი მადლობა, ბოლო კომენტარები ახლა ვნახე და ძალიან გახარებული ვარ...
სალომე მიხარია, რომ გესმის სიუჟეტის და ასეთი დამოკიდებულება გაქვს პერსონაჟების მიმართ <3
ტედი, სავარაუდოდ ბაჩოს სხვა ისტორიებში გამოჩენა აქ დამთავრდა, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ისე მოგწონს ეს პერსონაჟები, რომ მათი სხვა ისტორიებში ხილვა გაგიხარდებოდა <3

დიდი დიდი მადლობა <3

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღ...
ეს ის დასასრულია რასაც ველოდი...
დაიმსახურეს ბედნიერება, ქეთიმ კი შვება...
შენ სასწაული ხარ. .ენით აუწერელი და შეუფასებელი...
იმის მაგივრად რომ გამომეძინა, რამდენიმე საათში ჩათვლა და რეიტინგული მაქვს.. პრაქტიკული არ დაგავიწყდეს...
და მე მაინც შენი ისტორია დავასრულე...
მინდა რომ წერდე.. შეუსვენებლად..
სულ...
რადგან შენ მე სიცოცხლის წყურვილით მავსებ..

 


№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

terooo
ყოჩაღ...
ეს ის დასასრულია რასაც ველოდი...
დაიმსახურეს ბედნიერება, ქეთიმ კი შვება...
შენ სასწაული ხარ. .ენით აუწერელი და შეუფასებელი...
იმის მაგივრად რომ გამომეძინა, რამდენიმე საათში ჩათვლა და რეიტინგული მაქვს.. პრაქტიკული არ დაგავიწყდეს...
და მე მაინც შენი ისტორია დავასრულე...
მინდა რომ წერდე.. შეუსვენებლად..
სულ...
რადგან შენ მე სიცოცხლის წყურვილით მავსებ..

არ ვიცი შენ რა ხარ, სასწაული გოგო... ისე მარტივად შეგიძლია ადამიანის გახარება... ^^ ძალიან ძალიან დიდი მადლობა სალ, მიხარია, რომ მოგეწონა <3
შემივედი და დამხვდა 11 კომენტარი... ბედნიერებისგან სახე გამებადრა და ამას მხოლოდ შენ მოახერხებდი გადარეულო <3
დააა გემუბდარები, ძილს ნუ იკლებ. მკლავს, ამასს რომ მეუბნებიან.

 


№23  offline წევრი triniti

Mokled emociisgan daclili var...es iyo saocari istoria yvela tavisere mindoda komentaris dawera chemi shtabechdilebebis gadmocemaagram ise viyavi emociebit datvirtuli verc ki movaxerxe...am saitze ase arafers avugelvebivar mgoni saocari muxti modioda titeuli personajidan kitxvis momentshi atasjer gamakankala shemacivna da chemshi atasgvar emocias iwvevda...ugrmesiadloba shen aseti kargi rom xar saocrad wer...ratqmaunda me kvlav vagrzeleb sheni istoriebis wakitxvas agfrtovanebas ver vmalav jerjerobit.zustad vici dzili ar . Miweria dges ver movwydi shens istorias...da bolos ar shemizlia ar avgnishno rom shen ukve shemdgari mwerali xar da ubralod saocrebas qmni titqos suli chade am istoriashi

 


№24  offline ახალბედა მწერალი lullaby

triniti
Mokled emociisgan daclili var...es iyo saocari istoria yvela tavisere mindoda komentaris dawera chemi shtabechdilebebis gadmocemaagram ise viyavi emociebit datvirtuli verc ki movaxerxe...am saitze ase arafers avugelvebivar mgoni saocari muxti modioda titeuli personajidan kitxvis momentshi atasjer gamakankala shemacivna da chemshi atasgvar emocias iwvevda...ugrmesiadloba shen aseti kargi rom xar saocrad wer...ratqmaunda me kvlav vagrzeleb sheni istoriebis wakitxvas agfrtovanebas ver vmalav jerjerobit.zustad vici dzili ar . Miweria dges ver movwydi shens istorias...da bolos ar shemizlia ar avgnishno rom shen ukve shemdgari mwerali xar da ubralod saocrebas qmni titqos suli chade am istoriashi

ღმერთო ღმერთო, როგორ მიხარია რომ ასეთი ემოციები გამოიწვია შენში ამ ისტორიმ. ზნელი იყო დაწერა, რთული იყო წერის პროცესი და ბედნიერი ვარ რომ ამართლებს ამ დრომდე. გამიმართლა რომ მიპოვნე ^^ დიდხანს გამყვება სიხარული <3

 


№25 სტუმარი Ani

Mariam es ietoriac isetive kartia rogorc wina istoria, martalia aq ufro didi dzaladoba aisaxeboda magram magrad momewona,bevric vinerviule emociebic gamovxate da dasasrulic momewona.. martalia qeti shemecoda magram misma sustma xasiatma ufro metad dasaja da dastanja, cudia rom ar gamoiyena is zarebi romlis shansi qonda da gaatara, adamianma yvela unda gamoiyenos da araunda danebdes im cud yofas, tumca chemi gadmosaxedidan shidzleb advilia satqmelad da gaketeba dzneli.. arvici arviciii.....

 


№26  offline ახალბედა მწერალი lullaby

Ani
Mariam es ietoriac isetive kartia rogorc wina istoria, martalia aq ufro didi dzaladoba aisaxeboda magram magrad momewona,bevric vinerviule emociebic gamovxate da dasasrulic momewona.. martalia qeti shemecoda magram misma sustma xasiatma ufro metad dasaja da dastanja, cudia rom ar gamoiyena is zarebi romlis shansi qonda da gaatara, adamianma yvela unda gamoiyenos da araunda danebdes im cud yofas, tumca chemi gadmosaxedidan shidzleb advilia satqmelad da gaketeba dzneli.. arvici arviciii.....

ანი მადლობა <3 ზალიან მიხარია, რომ მოგეწონა და გეთანხმები... ალბათ ქეთის ადგილზე პორველივე შანსს გამოვიყენებდი, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა და რა თქმა უნდა, შებრალება ბუნებრივია მის მიმართ. დიდი მადლობა, რომ აზრი გამიზიარე... მიხარია ზალიან ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent