შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (14 თავი ერთად)


20-08-2015, 17:01
ავტორი Keke27
ნანახია 34 791

- ნუცუბიძეებს ბინა გაუყიდიათ და დღეს გადმოდის ახალი მეზობელი.- ახალი ამბით დაბრუნდა მალხაზი სახლში და სამზარეულოს მაგიდაზე ახლად ნაყიდი პურიანი პარკი დადო.
- მართლა?- გაიკვირვა მანანამ,- ძალიან კარგი ჰქნეს რომ გაყიდეს,საწყალი ზაქროს მეტი მაგ სახლის მომვლელი არავინ არ იყო,ტყუილად ფუჭდებოდა უპტრონობით... დაჯექი ჩაის გაგიმზადებ.-ქმარს სკამი გამოუჩოჩა.
- გვანცა კიდე არ ამდგარა?- იკითხა ოჯახის უფროსმა.
- არა,გამთენიისას დაწვა დასაძინებლად,მთელი ღამე წიგნებში იქექებოდა.
- რა დარჩა ამ გოგოს უსწავლელი,რით ვერ მორჩა სწავლას... წავალ გავღვიძებ თორემ დააგვიანებს სამსახურში და ჩვენ გვეტყვის საყვადურს ისევ.- თქვა თბილად მალხაზიმ და შვილის ოთახისკენ გაემართა.
ფრთხილად დააკაკუნა.
პასუხი არ გასცეს.
კიდევ გაიმეორა კაკუნი,ამჯერად ძლიერად.
- ჰოოუ!- გაისმა გოგონას ნამძინარევი ხმა.- შემოდი!
მამამ ფრთხილად შეაღო შვილის საძინებლის კარი.
- ადგომის დროა.
- რომელი საათია?- იკითხა გვანცამ და გვერდი ინაცვლა.
- რვა სრულდება.
- უი მართლა?- ჩაილაპარაკა გოგონამ და საბანი ზანტად გადაიძრო.
მამას შვილის საღამურებით დანახვამ ღიმილი მოჰგვარა.
- ამხელა გოგო ხარ და ამ ბავშურ "წიკებს" მაინც ვერ გადაეჩვიე.- უთხრა და საღამურებზე მიუთითა,რომელიც ხორბლისფერი და ნაცრისფერი დათუნიებით იყო მორთული.
გვანცასაც გაეღიმა.
- დიდი კი ვარ მაგრამ,არის ჩემში მაინც გადმონაშთი ბავშვობიდან.- უპასუხა მამას,- და შენ რამე პრობლემა გაქვს?- ჰკითხა მერე დოინჯ შემორტყმით.
- არა მამა,რას ამბობ. შენ რაც არ უნდა დიდი იყო,მაინც მამიკოს პატარა გვანცულა იქნები.- მიესიყვარულა შვილს მალხაზი.
გვანცამ მამას კისერზე შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.
- მამა-შვილი, მოხვალთ დღეს?- გაისმა მანანას ხმა.
- გესტაფო გვეძახის.- ჩაიცინა ორთავემ.
მცირე ხნის შემდეგ ოჯახი,რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა სამზარეულოს მაგიდას შემოსხდომოდა და საუზმეს მიირთმევდნენ.
გვანცა დედის და მამისერთა შვილი იყო.
თუ რამ გააჩნდათ ცოლ-ქმარს ყველაფერი შვილისთვის უნდოდათ. დაწყებული თვალისჩინიდან დამთავრებული ბოლო "კაპიკამდე".
შვილით უხაროდათ ყოველი დღე და მისი თვალებით ხედავდნენ სამყაროს.
გვანცაც თავის მხრიდან ძალიან კარგი შვილი იყო.
მიუხედავად დედიერთობისა,მისთვის უცხო იყო ეგოიზმი.
იმდენ ჯანმრთელ სითბოს და სიყვარვარულს იღებდა მშობლებისგან,არ შეიძლებოდა ის სხვანაირი ყოფილიყო.
კეთილი,თბილი და მშვიდი ხასიათის გამო ყველასგან გამოირჩეოდა.
სკოლის დამთვრების შემდეგ სტუდენტური ცხოვრებისთვის მოემზადა.ის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. წიგნებზე შეყვარებულ გოგონას შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.
თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი სწავლა შეერტებულ შტატებში გაეგრძელებინა. ბოლო კურსი,რომ დახურა და ბაკალავრის დიპლომი აიღო,მაშინვე გაიარა ინტერნეტ ტესტირება "ბრუკლინ კოლეჯ"-ში და აჩქარებული გულით დაელოდა პასუხს სასწავლებლიდან.
თავიდან კოლუმბიის უნივერსიტეტში უნდოდა ჩაებარებინა,მაგრამ წლიური გადასახადი იმდენად მაღალი იყო,ვერანაირად ვერ შეძლებდნენ მშობლები ამ თანხის გადახდას.
ტესტირებიდან ორი ლოდინით დაღლილი თვე გავიდა.
ერთ დღესაც ელექტრონულმა ფოსტამ აუწყა,რომ მან წარმატებით გაიარა "ტოეფილი"-ს და "ჯიარი"-ს ტესტირება და, "ბრუკლინ კოლეჯ"-ი იწვევდა სასწავლებლად. ამ ამბავმა ენით აუღწერელი სიხარული მოუტანა გვანცას.
მანანა და მალხაზიც იზიარებდნენ შვილის სიხარულს,მაგრამ არ ემეტებოდათ შვილი ასე შორს - სხვა კონტინენტზე გასაშვებად. მაგრამ გოგონას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სწავლა და ასეთ შანს ხელიდან არ და ვერ გაუშვებდა.
სასწავლებელში ჩარიცხვის სიხარულს ისიც დაემატა, ცოტა ხანში ფოსტით ფარტე კონვერტი მოვიდა შენგელიების ოჯახში, სადაც "აი20" ფორმა იყო,რომელსაც სასწავლებელი აგზავნიდა საკონსულოსთვის. გვანცა ხელების კანკალით და ფარული ნერვიულობით წარსდგა ამერიკის საელჩოში. მის საბუთებს გაეცნენ. მალევე ვიზაც მისცეს და გოგონამ სწავლა შტატებში განაგრძო.
მაგისტრატურაზე სწავლამ ორი წელი გასტანა.
გვანცას ჰქონდა შანსი სწავლის შემდეგ დარჩენილიყო ნიუ იორკში და თავისი სპეციალობით ემუშავა,მაგრამ მისთვის უკვე გაუსაძლისი იყო ამერიკის ჰაერით სუნთქვა. სამშობლო ენატრებოდა ტირილამდე. დედა და მამა ენატრებოდა ტკივილამდე.
ენატრებოდა მისი გამზრდელი - თმაშევერცხლილი ქალაქი. ენატრებოდა ქუჩა სადაც მისი კორპუსი იდგა,მუდამ ხმაურიანი ეზო სადაც ბავშვობა გაატარა და ქართული ჰაერი ენატრებოდა ყველაზე მეტად.
შტატებში ცხოვრებამ მის პიროვნებას ბევრი რამ შესძინა. ემიგრანტობა მისთვის ბევრის მასწავლებელი აღმოჩნდა. უფრო გაუღვივა საქართველოს სიყვარული.უფრო დაუახლოვდა ღმერთს. ამბობდა ხოლმე: "პატიმარი და ემიგრანტი ერთნაირად ლოცულობენ ხატების წინაშე.როგორც პატიმარი ცდილობს ნუგეში და ხსნა ღმერთში ჰპოვოს,ისეა ემიგრანტიც"-ო.
სამშობლოში დაბრუნებულ ოცდა-ოთხი წლის გვანცას სამსახური დიდხანს არ უძებნია,იმავე სასწავებელს დაუბრუნდა საიდანაც დაიწყო.
ის ლექტორი გახდა და მისთვის სასიამოვნო საქმეს აკეთებდა.

- ახალი მეზობლები გვეყოლება.- თქვა მანანამ გვანცას გასაგონად და ჩაი მოსვა.
გოგონამ დედას შეხედა.
- ვაა,მართლა? კარგია.
- ნეტა ნორმალური ოჯახი ხომ არის. იმედია არ აგვაწრიალებს აქ გვერდით კორპუსში მცხოვრები ვაშაკიძეებივით. - თქვა დიასახლისმა.
- დღეს გადმოდიან?- იკითხა გვანცამ.
- ჰო,უკვე მოსულია სატვირთო, ძველი ნივთები გააქვთ სახლიდან.- საუბარში მალხაზი ჩაერთო.
- ნახე შენ ვინები არიან?- ვერ ისვენებდა მანანა.
- არა,არ მინახავს,მხოლოდ მუშები დავინახე მე.
- დედა, ასე თუ გაინტერესებს ჩააკითხე,თან მიუკითხე შენი საფირმო კექსი.- ურჩია გვანცამ,და მამამისს თვალი ჩაუკრა.
- არა დედა,უხერხულია. ასე დაუპატიჟებლად როგორ უნდა დავადგე თავზე.
- ამ შემთხვევაში არ უნდა გადაპატიჟ-გადმოპატიჟი...
- ოჰ,ოჰ დაიწყო ამან ახლა მისი ამერიკული წესები..- ფეხზე წამოდგა მანანა მოჩვენებითი გულშეღონებით.
- კარგი,კარგი მოვემზადე და გავედი,თორემ დავაგვიანებ კარგა გვარიანად.- თქვა გვანცამ და ისიც წამოდგა ფეხზე.- მადლობა ოჯახს საუზმისთვის.- დააყოლა ბოლოს.
- გინდა რამე გაგიმზადო და გაგატანო?- მოაძახა შვილს მანანამ.
- არა იყოს იქ შევჭამ რამეს თუ მომშივდება.


კიბეებს სირბილით ჩაუყვა - როგორც სჩვეოდა.მეორე სართულზე ფეხი შეანელა,რადგან მუშები ბინის ღია კარებიდან ავეჯს ეზიდებოდნენ.
აცალა მათ გარეთ გასვლა და მერე გავიდა თვითონ.
კორპუსის წინ ე.წ. "ბირჟაზე" მიუხედავად მარტის სუსხისა, დილიდანვე მოეყარათ თავი უბნის უხუცესებს და თავს ახალი ამბების გაზიარებით ირთობდნენ.
- დილმა მშვიდობის კეთილო ადამიანებო!- მიესალმა გვანცა მოხუცებს.
- მშვიდობა ნუ მოგიშალოს გამჩენმა ჩვენო ცქრიალა გვანცუნა.- თითქმის ერთხმად დაუბრუნეს სალამი გოგონას.
- მადლობა,მადლობა!
გოგონამ უკან ჩამოიტოვა თავშეყრილი მოხუცები და გაჩერებაზე მარშუტის მოსვლას დაელოდა.


- ძალიან კარგი გოგოა მალხაზის შვილი.- თქვა ერთ-ერთმა მოხუცმა გვანცას ჩავლის შემდეგ.- მარა გადაყვა სწავლას..-ოჯახის შექმნა იგულისხმა.
- მოიცა,ჯერ რა ეჩქარება.ახალგაზრდაა.-გამოელაპარაკა მეორე.
- ახალგაზრდა რომ არის მიტომ აქვს დრო ახლა.
- კაი ერთი თუ ძმა ხარ,ჭკვიანი გოგოა,ვერ ნახა მისი შესაფერი ალბათ. და პაცანს ხო არ გაყვება?
- არა,ღმერთმა დაიფაროს პაცანი და უვარგისი.- მოხუცმა პირჯვარი გადაისახა მისი დაკოჟრილი ხელებით.- საუკეთესოს იმსახურებს ჩვენი ცქრიალა გოგო.- ბოლო სიტყვები სითბოთი წარმოსთქვა.
- ჰოდა ბედი როცა მოუვა მაშინ მიიღებს თან ღირსეულს,შენ არაფერი იჯავრო.
- კაცო ხომ გაგიგია ნაადრევი ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდაო.. ჰოდა მალხაზი გაიხარებდა შვილიშვილებით.- არ მშვიდდებოდა მოხუცი.
- კაცო შენ მეტი სადრდებელი არ გაქვს?.- მესამე ჩაერია საუბარში.
- ეეეჰ..- ჩაიქნია მოხუცმა ხელი და კორპუსთან წამის წინ გაჩერებულ მანქნას გახედა.მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა. მთასავით აღიმართა,ფართე ბეჭები დინჯად გადაწია უკან,თითქოს დიდი ხნით წელში მოკუნტული მჯდარიყო.
სხვა მოხუცების ყურადღებაც მიიქცია მისმა მოსვლამ. ყველა რენდგენის თვალით მიაჩერდა მოსულს.
მამაკაცმა დაღლილი და მოხუშული მზერა მოავლო შენობას. მერე სატვირთოსკენ წავიდა.
- ესაა ახალი მეზობელი?- ინტერესის ტალღამ გადაუარა "ბირჟას".
- წესიერი ადამინი სჩანს.
- რა შეატყე ასე უცე წესიერების გაფიცებ ყველაფერს.
- ფულიანიცაა ეტყობა,როგორი მანქანა ჰყოლია.
- მოვლილი და კოხტად ჩაცმულ-დახურულია.
- ნეტა რას წარმოადგენს და ვინაა?- მოხუცები არ წყვეტდნენ ახალი მეზობლის შეფასებას.


- თორნიკე,როგორც მითხარი ისე გავაკეთე ყველაფერი. ბოლო ტუმბოები დარჩა და მორჩა.- კარებშივე შემოეგება ჩია კაცი ბინის პატრონს.
- კარგია.- თქვა ძუნწად მხოლოდ ერთი სიტყვა და ბინას მოავლო თვალი.
დინჯად შემოიარა ყველა ოთახი. ჩია კაცი კი ფეხაკრებით მიჰყვებოდა უკან თან ყურები დაცქვეტილი ჰქონდა - იქნებ რამე თქვას და არ გამომრჩესო. შეატყო როგორი მძიმე ხასიათისაც იყო თორნიკე ავალიანი.
- რას იტყვით,ახალი ნივთები დღეს გადმოვიტანოთ?- გაბედა მუშების ხელმძღვანელმა შეკითხვა.
- კი,ოღონდ მოგვიანებით. ახლა სახლი უნდა დასუფთავდეს.- გასცა პასუხი და ზემოდან დაჰხედა კაცს.
ავალიანმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი საცხოვრებელს და გარეთ გამოვიდა.

მანქანასთან მისვლამდე შეკრებილი მოხუცები შენიშნა,წამით შედგა და მერე მათკენ გაემართა.
- გამარჯობათ!.- მისალმება მეტად ომახიანი გამოუვიდა.
მოხუცები ფეხზე წამოიშალნენ.
- გაგიმარჯოს.
ავალიანმა ხელი გაუწოდა მათ ჩამოსართმევად და ღიმილიც დააყოლა.
- მე თორნიკე ავალიანი ვარ,ამ კორპუსის ახალი მობინადრე. თქვენ,როგორც ვატყობ ჩემი მეზობლები უნდა იყოთ.
- კი ასეა.-ერთხმად დაეთანხმეს ავალიანს უხუცესი მეზობლები.




* * *

ახმაურებულ აუდიტორიაში შეუმჩნევლად შევიდა გვანცა და ერთმანეთში ხმამაღლა მოსაუბრე სტუდენტ ბიჭებს მაგიდაზე დაბრახუნებით შეაწყვეტინა საუბარი - არა უფრო ყელის ჩახლეჩვამდე ხმამაღლა ლაპარაკი.
- რაზე ბჭობთ ასე გამალებით?- იკითხა მკაცრად ახლგაზრდა ლექტორმა და მოჭუტული თვალებით მიაჩერდა სტუდენტებს.
აუდიტორიაში დუმილმა დაისადგურა.
- ლექციის დაწყების დრო რომ ვერ შენიშნეთ და ასეთი აყალ-მაყალით დამხვდით... რა ხდება კი მაგრამ? ფეხბურთს ხომ არ ეხებოდა თქვენი კამათი?- მიუხვდა გვანცა.
ბიჭებმა თითქოს შვება იგრძნეს თვითონ,რომ არ მოუწიათ ამის თქმა ლექტორისთვის.
- დიახ.- თქვა ერთმა.
გვანცა რამოდენიმე წამს გაჩუმდა.
- ნებისმიერ ფეხბურთელს და მწვრთნელს გაახარებს თქვენი ბჭობა და ხავილი ფეხბურთზე,მაგრამ მე დიპლომატიას გასწავლით,ხალხნო!.. მომავალ დიპლომატებად უნდა ჩამოგაყალიბოთ. რატომ არ დამხვდით მომზადებული? მზადყოფნაში რატომ არ ხართ?- დღეს ჩვეულებრივზე მკაცრი იყო ახალგაზრდა ლექტორი.
სტუდენტებს მისი რიდი ძალიან ჰქონდათ. იცოდნენ,რომ შენგელია მისი საქმის უბადლო მცოდნე იყო და მათთვით სიამოვნება იყო მის ლექციაზე დასწრება.
- "სორრი" ქალბატონო გვანცა.- ჩაილაპარა ოთახის ბოლოში რომელიღაცა სტუდენტმა.
გვანცას სახეზე ღიმილმა გადაურბინა"ქალბატონო"-თი მიმართვაზე.
- ახალ თემას ავხსნი ჯერ და ძველს შემდეგ გამოგკითხავთ.-თქვა ლექტორმა და მაგიდას რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი,მოხერხებულად მიეყრდნო.- მაშ ასე!.. ჩაინიშნეთ!.. ახალი თემა იქნება: გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.- წამით შეყოვნდა,აცალა სტუდენტებს ნაკარნახების ჩანიშვნა. კალმები რომ შეჩერდნენ მერე განაგრძო:- საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ არის ერთ-ერთი იმ სამ დოკუმენტთაგანი, რომლებიც ადამიანის უფლებათა ქარტიას ქმნის. 1946 წ. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ შეიქმნა ადამიანის უფლებათა კომისია, რომელსაც ადამიანის უფლებათა ქარტიის შემუშავება დაევალა. აღნიშნული ამოცანის განხორციელების პირველი ეტაპი 1948 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მომზადება გახდა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ დააფიქსირა ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპები და დასახა ამოცანები, რომელთა შესრულებისკენაც უნდა ილტვოდეს ყველა ერი და სახელმწიფო....- სტუდენტები გაყუსული ისმენდნენ მათი ლექტორის ხავერდოვან ხმას.
დროდადრო შენგელია ნელი და მტკიცე ნაბიჯებიით დააბიჯებდა აუდიტორიაში და ისე განაგრძობდა თხრობას. მისი ნატიფი სხეული გრაციოზულად ირხეოდა ყოველი მოძრაობისას. გრძელი მუქი წაბლისფერი თმა მხებზე დაჰფენოდა. მისი ეგზოტიკური სილამაზე და კანის ფერი - რომელსაც საოცრად ერწყმოდა ზურმუხტისფერი თვალები - ადამიანს გულგრილს ვერ დაგტოვებდა.გვერდზე ჩავლილი რომ გენახათ, მოგინდებოდა თვალი გაგეყოლებინა და მანამ გეცქირა სანამ თვალს არ მიეფარებოდა.
ლექცია დასრულდა,თუმცა გვანცა არ ჩქარობდა აუდიტორიის დატოვებას. ნელა და აუღელვებლად ალაგებდა საჭირო ფურცლებს საქაღალდეში.თან ცალი თვალით მზერას სტუდენტებისკენ აპარებდა.
-რამდენი იმერელი მყავს ჯგუფში?- იკითხა სასხვათაშორისოდ.
- შვიდი,პატივცემულო!- წამოიძახა თამამად წითელთმიანმა ქუთაისელმა თედომ.
- ძალიან კარგი!...კვირის ბოლოს თბილისის დინამო და ქუთაისის ტორბედო ხვდება ერთმანეთს დინამოს სტადიონზე და ყველას მე გპატიჟებთ.- სტუდენტები უცებ დაიბნენ,არ მოელოდნენ მსგავს მოულოდნელობას შენგელიასგან.- ჰა!..რას იტყვით მოდიხართ?!- იკითხა გვანცამ და გოგოებს ანიშნა თქვენც გეკითხებითო.
- აუ კი,ტო!..ერთხმად წამიძახეს ბიჭებმა.
- აუ რა ჯიგარი ხარ გვანცა.. უჰ.. ქალბატონო გვანცა.- სიხარულით გათამამებული სტუდენტი მიიჭრა ლექტორთან. შენგელიამ ხმით გაიცინა და სიყვარულით მოავლო თვალი მის სტუდენტებს.
-ხვალისთვის სემინარი კარგად მომზადებული მომიტანეთ.-დაიბარა გასვლის წინ.



ავალიანი გზამ ისე დაღალა,მისწრებაზე იყო როდის დადებდა თავს ბალიშზე. გვიან ღამით გამოვიდა სვანეთიდან და თენდებოდა თბილისში რომ ჩავიდა. ახალად შეძენილი საცხოვრებელი მოინახულა,მართალია ბინის კედლებზე სიძველე იყო მოდებული,მაგრამ მისთვის ეს სახლი ძალიან ძვირფასი იყო. წლების წინ,თითქმის ნახევარი საუკუნის წინ,მისი დიდი ბაბუის საკუთრება ყოფილა,მაგრამ შემდეგ მისთვის გაურკვეველი ვითარებით ბაბუას სახლი ჩამოერთვა და სხვის ხელში აღმოჩნდა.
როგორც კი მოჰკრა ყური,ბინის სიცარიელეს,მაშინვე მოინდომა მისი შესყიდვა და გამოუვიდა კიდეც.
თორნიკე ავალიანი ოცდა-თოთხმეტი წლის ბრგე - ახოვანი მამაკაცი იყო.მის აღნაგობას ერთი შეხედვითაც ეტყობოდა მისი წარმომავლობა.სვანი - ავალიანი თითქოს მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის წარმოდგენას გიქმნიდა,თუმცა საოცრად ფიცხი იყო.ზოგჯე უნდა გემსჯელა ,რომ გიყურებდა რას ფიქრობდა,წყინდა რამე თუ უხაროდა. გაურკვევლად გამოხატავდა ემოციებს ან საერთოდ არ იმჩნევდა ხოლმე რამეს.მის სახეზე ყოველთვის იყო დამალული სევდის კვალი.
უყვარდა წესრიგი.
გამოირჩეოდა დახვეწილი გემოვნებით,შესახედაობით,თვალის ფერით,გამჭოლი - არწივისებრი მზერით და ხმის ბარიტონით.საუბრობდა დინჯად და აუჩქარებლად.


ბრახუნით დააკაკუნა კარებზე და გაღების მოლოდინში ორივე ხელებით კარის ჩარჩოებს დაეყრდნო.
კარს მიღმა ქალის ხმა გაისმა.
- მოვდივარ!...უი თორნიკე მოხვედი? რატომ არ გამაფრთხილე? - სიხარული და დაბნეულობა ერთიანად აღებეჭდა ქერა,საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულ ქალს სახეზე მამაკაცის დანახვისას,კისერზე მოეხვია და ტუჩსაცხით შეფერადებული ბაგეები მამაკაცისას შეუერთა.
კაცს დაღლილობის და უძილობის მიუხედავად, მაინც ეამა ქალის კოცნა,ხელი ღონივრად მოხვია წელზე და საძინებლისკენ წაიყვანა.


- შე გადარეულო,გამომივლი სამსახურში?- ჩასძახა სიცილით გვანცამ მეგობარს ყურმილში.
- გამოგიარო?- ჰკითხა ბიჭმა.
- ნუ იცი ხოლმე თავის დაფასება ერთი რაა.- თქვა გოგონამ გაჯავრების ტონით.
- წატი შე მეგრელო იქეთ.- ახარხარდა პაატა.
- აუ როგორ მინდა მეგრული ვიცოდე,აუ როგორ მინდა რომ შენ გაგინო,გწყევლო და შენ "ვაფშე" გაგებაში რომ არ იყო რას გეუბნები.- თავისმა ნათქვამმა შენგელიას სიცილი მოჰგვარა. პაატაც აჰყვა.
- ვერ ეღირსები. იმდენი მეგრული კი ვიცი ეგ გავიგო.- უთხრა ნიშნის მოგებით ბიჭმა.
- მე ძველებურ მეგრულს ვისწავლი.- მოიფიქრა უცებ გამოსვალი ლექტორმა.
- ეგ როგორია?- უცებ დასერიოზულდა ახალაძე.
გვანცას ხარხარი უნდოდა მეგობრის რეაქციის გამო,მაგრამ თავი შეიკავა.
- აი რომ ვისწავლი მერე მოისმენ.
- ჰოდა,აი შენამდე მე თუ არ ვისწავლო ეგ ძველებური მეგრული მიყურე აგერ.- დაემუქრა ახალაძე შენგელიას და ორივეს ისევ წასკდა სიცილი.- გამოგივლი ჰო,ოთხი საათის დროზე ჰო?
- ჰო როგორც ყოველთვის.
- არის ქალბატონო კი არადა საქალბატონე ასულო მალხაზისა.- წარმოსთქვა მაღალფარდოვნად პაატამ წინადადება.
- ოჰ,ოჰ შენ და შენი ლექსიკა.- ჩაიცინა ლექტორმა.- კაი გავედი ახლა ლექცია მეწყება.



- მენატრებოდი.- ჩაიბუტბუტა ავალიანის მოშიშვლებულ მკერდზე მისვენებულმა ქერა ქალმა და კაცს გულ-მკერზე აკოცა.
თოენიკეს თვალები დახუჭული ჰქონდა და დაძინებას ცდილობდა.
- სამი საათისთვის გამაღვიძე.- დაუგდო ქალს სიტყვა,უგემურად აკოცა ტუჩებზე და გვერდი ინაცვლა. ძილს მისცა თავი. ქერა დიდხანს უყურებდა მამაკაცის განიერ ბეჭებს და თვალებით ეფერებოდა.მერე მობილურზე მაღვიძარა დააყენა და თვითონაც დაიძინა ავალიანის ზურგს მიხუტებულმა.


შენგელიას სამუშაო დღე დასრულდა. სტუდენტებს და ლექტორებს დაემშვიდობა და უნივერსიტეტის ეზოშ გავიდა,სადაც ბავშობის დროინდელი მეგობარი - პაატა ახალაძე ელოდა. შორიდანვე მოკრა თვალი მას და ხელი დაუქნია.
ბიჭი მანქანიდან გადმოსულიყო და მობუზული ბეღურასავით ატუზულიყო.
- რას იყინები,ვერ ჩაჯდები?
- ვიფიქრე დიდებით და პატივით შევხვდები პატივცემულ ლექტორსთქო და... ხარ შენ ამის ღირსი?- თქვა ხუმრობით განაწყენებულმა პაატამ.
- განა საწყენი გითხარი რამე?- გაიოცა გვანცამ.
- კაი არაფერი... მოკლედ სად მივდივართ?- ჰკითხა ახალაძემ გოგონას.
- სახლში!
- რატომ ასე კატეგორიულად?
- იმიტომ,რომ საშინლად მეძინება. გუშინ ლამის გავათენე,დღეს კი თავს ვიმაგრებდი ფეხად არ დამძინებოდა ლექციაზე.- თქვა ახალგაზრდა ლექტორმა.
- ნეტა თავს არ იკლავდე ერთი რა.- ჩაილაპარაკა ბიჭმა და ხელი უდარდელად აიქნია.
- არა,შშენ უნდა დაგემგვანო არა? რა ჰქენი იმეცადინე რაც მოგეცი?
- კაი რა ტო!.. ნუ მომიტ*ანი ტვინი,იმეცადინე,იმეცადინე.. არ მინდა ვა!- გაცეცხლდა პაატა.
გვანცამ წამით მოთოკა ნერვები,მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და მთელი ძალით მკლავზე უჩქმიტა. ახალაძეს მგლის მსგავსი ყმუილი აღმოხდა პირიდან და ტკივილისგან გაფართოებული თვალებით შეხედა შენგელიას.
- ახლა მოიქცევი ჭკვიანად.- ნიშნის მოგევით განაცხადა გვანცამ.
- აუ ჩემი,აუ ჩემი... აუ ტო რისი ღირსი ხარ ახლა შენ. აუ ტო "იმენნა" მეგრელი რა.- აფთრობდა ბიჭი.
- შენ ნამდვილი მეგრელის ხელი უნდა მოგხვდეს დილა-საღამოს და მერე მოხვალ ჭკუაზე.- გაიაცინა გოგონამ.- მეგრელი გოგო უნდა შეგრთო ცოლად,კაი აზრია ეს ძალიან.
ახალაძემ ისეთი თვალებით გადმოხედა მეგობარს,უსიტყვოდ გააგებინა "მეორედ ეგ ხუმრობითაც არ მიხსენოვო". სახლში მისვლამდე ხმა არც ერთს არ გაუღია. გვანცას ძილი ერეოდა და მიტომ იყო ჩუმად,ხოლო პაატას სიბრაზემ არ გაუარა.



- თორნიკე სამი საათია.- შეაღვიძა ქერამ ავალიანი. სვანმა თვალები ზანტად გაახილა,მუშტებით მოიფშვნიტა და საწოლზე წამოჯდა.
ქალი ისევ მიეკრო მამაკაცს უკნიდან შიშველი მკერდით.თორნიკეს სასიამოვნოდ დაუარა ტანში ქალის შეხებამ,უკან მოუხედა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. მერე კი ჩაცმა დაიწყო.
- უნდა წავიდე,საქმე მაქვს.- თქვა ავალიანმა და ფეხსაცმლის თასმები შეიკრა.
- ოღონდ საღამოს მოდი ისევ.- გაკეკლუცდა ქერა.
- ალბათ მოვალ,ვნახოთ.
მამაკაცი ქალს ტუჩზე ამბორით დაემშვიდობა და სახლიდან გამოვიდა. თმა თითებით გადაივარცხნა და იქვე მდგარ შავ "ჰამერში" ჩაჯდა. ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
- ბეჟან,როგორაა საქმე?
- უკვე შენს კორპუსთან ვართ,კარი დაკეტილი დაგვიხვდა და სწორედ ახლა ვაპირებდი დარეკვას.
- ათი წუთი არ დამაგვიანდება,მოვდივარ.- ტელეფონი გათიშა და ოდნავ საგრძნობლად სიჩქარის პედალს მიაჭირა ფეხი.
რამოდენიმე წუთში სატვირთოდან ავალიანის ბინაში ავეჯი შეჰქონდათ
- მადლობა,რომ მომიყვანე.
- არაფრის.- ცაიბურდღუნა ახალაძემ.
- კარგი რა ნუ მებღვირები ეგრე,ხომ იცი,რომ არ მომწონს ეგრე აგდებით ლაპარაკობ ხოლმე და მიტომაც გიჩქმიტე. მოდი ახლა შემირიგდი,თორემ ვერ მოვისვენებ შენ თავს ვფიცავარ.- ხმაშ თხოვნა გაურია გოგონამ.
პაატა უძლური იყო ამ თვალების და ხმის წინაშე ყოველთვის.
ხშირად აფრთხილებდა მეგობარს ხუმრობით: "ნუ ცდილობ გოგო შენ ჩემს მანიპულირებას"-ო.
- მერამდენედ,შენგელია,მერამდენედ! აღარ შემიძლია მეტი,გამიგიჟდა თიკა,რომ მნახულობს გიჟს ჰგავს გოგო,საიდან ასეთი სილურჯეებიო გაჰკივის მერე.თუარის მოფერებით მჩქმეტ თუარადა სიბრაზით.
ახალაძის ნათქვამმა წამით ორივენი დაასერიოზულა,მერე კი გულიანად ხარხარი აუვარდათ. ნეკა თითები ჩასჭიდეს ერთმანეთს,როგორც ბავშობაში და "ნეკა ნეკისა,შერიგებისა,ვინც არ შერიგდეს,იყოს სულელი" ტავისებული ინეტრპრეტაციით შეასწორეს შერიგების ტექსტი.
შერიგდნენ.
- წავედი და ჭკვიანად.
- დაგირეკავ საღამოს და სადმე წავიდეთ ბარში ან კლაბში. არ გინდა?
- ვნახოთ.- თქვა ყოყმანით ლექტორმა.
-მოკლედ შენგან კაცი ხომ ზუსტ პასუხს ვერ მოისმენს რა.- მიაძახა პაატამ და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
გვანცამ მშინვე შენიშნა სატვირთო და შავი "ჰამერი" რომელიც მისი საცხოვრებელი შენობის წინ იყო გაჩრებული. ავალიანი მანქანის წინა მხარეს მიყრდნობოდა და თვალს ადევნებდა ეზოში მოსიარულე ხალხს.
- ესაა ალბათ ახალი მეზობელი.- გაიფიქრა გვანცამ,როდესაც თორნიკეს მოჰკრა თვალი.
მომენტალურად ავალიანმა მოაბრუნა თავი და გოგონას დაჟინებულ მზერას გადააწყდა.
შენგელიას სუნთქვა შეეკრა და გული ყელში მიებჯინა...

მისმა მზერამ გოგონა დაატყვევა და დააბნია.
გვანცას გულში მისთვის უცნობმა და უცნარმა ნაპერწკალმა გაკვესა. ყელთან სიმხურვალე იგრძნო,ჰაერი არ ჰყოფნიდა.
- გამარჯობა. - უხერხული სიტუაცია ავალიანმა განმუხტა.
გოგონა გამოერკვა,დაბნეულმა გაუღიმა.
- გაგიმარჯოს. - სითამამე მოიკრიბა მეტი,- თქვენ ხართ ახალი მეზობელი?
- კი,ასეა.- მამაკაცი მანქანას მოცილდა,გვანცასკენ გაიწია,თან ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
შენგელიამ გამოწვდილ ხელს მისი მარჯვენა მიაგება.შეხებამ კიდევ უფრო ააფორიაქა გოგონა.
არანაკლებ აღელდა ავალიანიც, მის დიდრონ ხელის მტევანში გვანცას სიფრიფანა,თხელი და ნაზი ხელი რომ მოიქცია.
- თორნიკე. - წარმოსთქვა მამაკაცმა.
- გვანცა.
- სასიამოვნოა, გვანცა..
- ჩემთვისაც.- სტანდარტული გაცნობის ტექსტით შემოიფარგლნენ.
- მერამდენეზე ცხოვრობ?-დაინტერესდა ავალიანი.
- მეოთხეზე. - უპასუხა გვანცამ,თან მისი ბინის ფანჯრებისკენ აიხედა. მამაკაცმაც ააყოლა თვალი კორპუსს.
- კარგი,აღარ შეგაყოვნებ. - უთხრა გოგონას დინჯად,ოდნავ შესამჩნევად თავი დაუკრა და უკან გამობრუნდა.
საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
შენგელია წამით დაიბნა. „ეს რა იყო?“ გაიკვირვა. სვანს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი,ამჯერად ნაწყენმა და სადარბაზოში შევიდა.
ავალიანი მაშინვე მიუხვდა გოგონას რეაქციას. მისმა გამოხედვამ და თვალებში აკიაფებულმა სხივმა,მამაკაცს აუწყა,რომ გოგონასთვის ზეგავლენა მოეხდინა მის ვიზუალს. გვანცა არ იყო პირველი ვისგანაც ეს უგრძვნია სვანს. ამიტომ ყველასთან დისტანციას იცავდა. ზედმეტს არ გამოამჟავნებდა და არც ქალს მისცემდა ამის უფლებას. თუმცა იყო გამონაკლისი დაშვებული მის ცხოვრებაში. ქერა ლამაზმანი - ქეთი. სიმართლე ვთქვათ,ავალიანი არც მისგან ითხოვდა სიყვარულს და თავდადებას,მაგრამ ქალი ძალიან იყო შეყვარებული სვანზე.
გვანცას დანახვამ კი, მასში გოგონასადმი ინეტერესი გამოიწვია. თვალი გააყოლა სადარბაზოსკენ მიმავალ შენგელიას. ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.მიხვდა,რომ გოგონა გააბრაზა მისმა უტაქტო საქციელმა.

........

შენგელიამ სირბილით აიარა კიბეები. თან თვალწინ ავალიანის სახე ედგა. სახლის კარი უხეშად შეაღო და მიხურა.
- მოხვედი გვანცუ? - გამოსძახა მანანამ შვილს.
- კი, მოვედი.- სცადა მღელვარება ჩაეხშო და ისე გასცა პასუხი დედას.
- საჭმელი არ გინდა?
- არა რა დე, წავედი მე ვიძინებ. საშინლად მეძინება.
- შვილო ახლა რომ დაიძინებ,ერე ოდისღა გინდა დაძინება.მთელი ღამე უნდა იფხიზლო? - არ მოეწონა მამანას შვილის გადაწყვეტილება.
- ჰო უნდა ვიფხიზლო,უამრავი ნაწერები მაქვს შესამოწმებელი და ახლა თუ არ დავიძინე ვერ გავძლებ მერე... მამა ჯერ არ მოსულა?
- კარგი, როგორც შენ გინდა... არა,ჯერ არ მოსულა.
- ვახშამი უჩემოდ ჭამეთ, არ გამაღვიძოთ რა გეხვეწებით.
შენგელია საძინებელშ შევიდა,საღამურები ჩაიცვა და საწოლში შეწვა. ნეტარებისგან გაიზმორა,ბალიში მოკეცა,ხელი შემოხვია და ავალინზე ფიქრით თავი ძილს მისცა.

.......

თორნიკემ კმაყოფილებით მოავლო თვალი ახალ საცხოვრებელს. ავეჯი გემოვნებით შეერჩია. უხდებოდა გარემოს. მისაღებში ნაცრისფერი ჭარბობდა. საძინებელში ყავისფერი. კაბინეტიც მუქ ფერებში მოეწყო. სამსაზარეულო კი მთლიანად თეთრი იყო კედლებიანად. საძინებელში შევიდა,მაღაზიიდან მოტანილი პაკეტები დახნა და თეთრეული ამოიღო. საწოლის გამზადებას შეუდგა. გადაწყვიტა დღეს აქ დარჩენილიყო.
შემდეგ სამზარეულოში გავიდა,ელექტროჩაიდანი ჩართო,მუქი ყავა გაიმზადა და მისაღებში - ტელევიზორის წინ მოკალათდა. საინფორმაციო ჩართო. ერთხანს უყურა,მაგრამ მალევე მოწყინდა ერთდა და იგივე ფაქტების გაბუქებული ჩვენება. გამოცლილი ყავის ჭიქა სამზარეულოს ნიჟარაში ჩადო,სიგარეტის კოლოფი აიღო და აივანზე გავიდა. დაღამებულიყო. მეზობელ კორპუსის ფანჯრებში აქა-იქ სინათლე ანათებდა. სიცივის მიუხედავად,მაინც იგრძნობოდა გაზაფხულის თბილი სუნი.
სიგარეტს მოუკიდა და ღრმად შეისრუტა ნაცრისფერი კვამლი ფილტვებში. ფიქრებში წასული მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. აუჩქარებლად ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და უპასუხა.
- თორნიკე რას შვები არ მოდიხარ? - გაისმა ქეთის მოწყენილი ხმა.
- არა, აქ ვრჩები.
- ხო,მაგრამ მინდოდა რომ მოსულიყავი,გელოდებოდი.- უფრო ნაღვლიანი გაუხდა ქალს ხმა.
- სხვა დროს. - სიტყვა ძუნწობდა სვანი.
- კარგი.. - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ ქერამ და გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი.
ავალინმა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა. კიდევ ერთხელ მოავლო თვალი არე-მარეს და სახლში შებრუნდა.
უცებ კარებზე ზარის ხმა გაისმა. წამით შეფიქრდა ვინ უნდა იყოსო და გასაღებად წავიდა.
კარში მალხაზი იდგა და სანდომიანი ღიმილით უღიმოდა ახალ მეზობელს.
- გამარჯობა,ბოდიში რომ გაწუხებთ,მაგრამ ქართველი კაცის ამბავი კი გეცოდინება და.. - პირდაპირ სტუმრობის მიზეზზე გადავიდა უფროსი შენგელია. - მე მალხაზი ვარ,თქვენი მეზობელი,მეოთხეზე ვცხოვრობ. ჰოდა მეზობლის ბიჭები შევიკრიბეთ ჩემთან სახლში და შენც უნდა შემოგვიერთდე აუცილებლად. შენი ახალმეზობლობა უნდა დავლოცოთ.
სვანს სიტყვა არ ათქმევინა ცოტა შეზარხოშებულმა მალხაზმა.
- არ მინდა შეგაწუხოთ.- მეტის თქმა ვერ მოიფიქრა ავალიანმა.
- არა,რას ამბობ შენ შემოგევლე. არ გვაწყენინო და წამოდი ჩვენთან.
- კარგი,გასაღებს ავიღებ და გამოვალ.- თორნიკემ ჟაკეტი მოიცვა,გასაღები და სიგარეტი აიღო,კარი გაიხურა და მალხაზისთან ერთად კიბეებს აუყვა.
- დიდი ბოდიში ასე რომ შემოგეჭერი და ლამის გაიძულე სახლიდან გამოსვლა.- მოგვიანებით შეწუხდა უფროსი შენგელია.
- არაფერია, ნუ დარდობ. - გაუღიმა სვანმა.
მათ მისვლას ოვაციებით ფეხზე წამოდგომით შეხვდნენ სუფრასთან მსხდომი სამი მამაკაცი. მანანამ ახლად მოსულს თეფში დაუდო მაგიდაზე. მალხაზიმ დიასახლისი გააცნო. მეზობლებმა ხმაურით განაგრძეს საუბარი.
- ნელ-ნელა შეეჩვევი აქაურობას და მოგეწონება მერე აქ ყოფნა უფრო. - უთხრა გუჯამ ავალიანს.
- მე ახლაც მომწონს ეს უბანი. - თქვა სვანმა.
- მაგას რა სჯობს მერე. ისე,რას საქმიანობ? - მორიდებით იკითხა თამაზიმ - მეორე მეზობელმა. ყველას აინტერესებდა პასუხი და ამიტომ სმენად ქცეულები მიაჩერდნენ თორნიკეს.
- მე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ჯარების საბრძოლო მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ოცდამეორე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მხარდაჭერის ასეულის სნაიპერთა ჯგუფის მეთაური ვარ. - ერთგვარი წარსდგენა გამოუვიდა ავალიანს. გამეფებული სიჩუმე რამოდენიმე წამს გაგრძელდა. მეზობლები არ მოელოდნენ რატომღაც ასეთ პასუხს. თორნიკემ ფარული გაოცებით მოავლო თვალი სუფრასთან მსხდომებს.
- შენ ვინ ყოფილხარ,თურმე!.. - ერთხმად წამოიძახეს კაცებმა და ფეხზე წამოდგნენ პატივისცემის ნიშნად. ავალიანს გაეღიმა.
- ერაყში ან ავღანეთში ნამყოფი ხარ? - ახალი ინტერესი გაუჩნდათ მეზობლებს.
- კი, ძალიან ბევრჯერ. ვიბრძოდი იქ.- გასცა დინჯად პასუხი. ავალიანს არ უყვარდა ასე სახალხოდ თავის სამსახურზე და პროფესიაზე საუბარი.მითუმეტეს კითხვა-პასუხი.
- აგვისტოს ომსაც გამოივლიდი არა?
- რა თქმა უნდა. იქ ვიყავი.
- დედა შვილო, საწყალი დედაშენი რა დღეში იქნებოდა.- შეიცხადა აქამდე ჩუმად მყოფმა მანანამ.
- დედა არ მყავს. შვიდი წლისას გარდამეცვალა.- თქვა ტკივილით სვანმა.
- ვაიმე.. - შეიცხადა დიასახლისმა და ცრემლებით აუწყლიანდა თვალები. კაცებით დაღონდნენ.
გუჯამ სასმელით სავსე ჭიქა წამოწია და ავალიანს მიმართა.
- ამ ჭიქით შენი დედიკოს ხსოვნა იყოს! - დანარჩენებიც შეუერთნენ წარმოთქმულს.


გვანცას ძილში ჩაესმა ხმაური. თვალები გაახინა,ნახა რომ დაღამებულიყო. ხელის ფათურით მობილური მოძებნა საწოლზე. გაანათა. რამოდენიმე შეტყობინება დაუხვდა,მაგრამ არ წაუკითხავს. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და ოთახის კარი გამოაღო. ხმაური სამზარეულოდან მოდიოდა.
„ვა სტუმრები გვყავს?“ გაიფიქრა და სასწრაფოდ შევიდა აბაზანაში. ხელ-პირი დაიბანა,თმები მოიწესრიგა,საძინებელში დაბრუნდა და საღამურები გამოიცვალა.

„case“ გახსნა სტუდენტების ნაწერები ამოიღო,სათვალეები დაიკოფსა მოხდენილად ცხვირზე და მისაღებში გავიდა,თავის სამუშაო მაგიდასთან რომ დამჯდარიყო.
სანამ საქმის დაწყებას შეუდგებოდა გადაწყვიტა სტუმრებს მისალმებოდა. სამზარეულოში გაღიმებული სახით შევიდა.
- გამარჯობათ.- მხიარულად მიესალმა მეზობლებს. ავალიანი ვერ შეამჩნია რადგან ზურგშექცევით იჯდა.
- ოო ჩვენი ცქრიალა გვანცულა მოსულა. - თითქმის ერთხმად წამოიძახეს კაცებმა. სვანმა დინჯად მოაბრუნა ძარღვიანი კისერი. გვანცას დანახვამ მამაკაცს საამოდ შეუტოკა გული. თვალებით გაუღიმა.
შენგელიას ძალა წაერთვა მუხლებში. ხელის გულები გაუოფლიანდა. დაიბნა.
- მამი ეს ჩვენი ახალი მეზობელია.- მალხაზმა ითავა გაცნობა.
- ვიცი მა, ვიცნობ უკვე. - თქვა გოგონამ და დაბნეულობის დასაფარავად ფართედ გაიღიმა. - გამარჯობა კიდევ ერთხელ.- მიესალმა სვანს. ავალიანმა თავი დაუკრა.
- ოჰ! საიდან? -დაინტერესდა მალხაზი.
- დღეს გავიცანით ერთმანეთი. - თქვა თორნიკემ. - კორპუსის წინ.
- ააა, ძალიან კარგი.
- დედი არ გშია?- ჰკითხა მანანამ შვილს.
- არა,არაა.. მხოლოდ მაგარ ყავას დავლევ,გამიკეთე გთხოვ და ჩემს მაგიდასტან მომიტანე. - თხოვნით უთხრა გოგონამ დედას. - კარგით მე დაგტოვებთ,სამუშაო მაქვს. თქვენ გაერთეთ. - დაუბარა სტუმრებს და მისაღებ ოთახში გავიდა. მინის კარი ფრთხილად დახურა,ხმაურს ხელი რომ არ შეეშალა მისთვის მუშაობაში.

თორნიკემ საათს დახედა. წასვლის დრო იყო.
- მაპატიეთ მაგრამ უნდა დაგტოვოთ. ხვალ ადრე უნდა გამოვცხადდე სამსახურში და... -ავალიანი ფეხზე წამოდგა. ყველა წამოიშალა. - დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაფასებისთვის.
- რას ამბობ,პირიქით მადლობა შენ რომ დაგვთანხმდი და გვესტუმრე. ჩვენ სულ აქ ვართ და თუ რამეში დაგჭირდებით შენ გვერდით გვიგულეთ.- უთხრეს მეზობლებმა გულწრფელად. ყველას ხელის ცამორთმევით დაემშვიდობა. მანანას ცალკე გადაუხადა მადლობა და გასასვლელისკენ გავიდა. წინ მალხაზი მიუძღვოდა.
მეხდველობა დაძაბა. უნდოდა წასვლის წინ გვანცასთვის უნდოდა მოეკრა თვალი. მაგრამ ვერსად დაინახა. მისაღები ოთახის კარი დაკეტილი იყო და შუქი ანთებული. „ალბათ იქაა“ გაიფიქრა სვანმა გულიწყვეტა იგრძნო წამით.
- ნახვამდის! - კარში გასვლისას გოგონას ხავერდოვანი ხმა დაეწია. ავალიანი შედგა და უკან მოიხედა. შენგელია უღიმოდა მინის ღია კარიდან.კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე მამაკაცს.

......

ობიექტი მიზანშია... ერთი,ორი,სამი.... სამ წამზე სნაიპერმა გაისროლა და... ტკივილიანი სახე... სიკვდილისგან გახელილი ფართე თვალები... ბევრი სისხლი....
ავალიანი მხეცივით გწამოხტა საწოლზე.მთლიანად გაწუმპულიყო ოფლში. მძიმედ სუნთქავდა... ვერ მშვიდდებოდა...
ვინ იცის უკვე მერამდენედ ხედავდა მსგავს კოშმარებს....

...........

დილის სამი საათი ხდებოდა გვანცა ნაწერების გასწორებას რომ მორჩა. სათვალე გვერდით გადადო და თვალები თითებით მოისრისა.
კარგად გამოძინებულს არ სურდა ისევ დაძინება.
ერთ ხანს კომპიუტერს მიუჯდა. მერე წიგნი გადათვალიერა,ბოლოს ფანჯარასთან დადგა და მიძინებულ ქალაქს გახედა. ავალიანზე ფიქრი აკვიატებოდა. ვერ გაეგო რატომ გახდა ეს ადამიანი მისი ფიქრის საგანი. მისთვის არ იყო თორნიკე პირველი სიმპატიური მამაკაცი,რომლზეც გვანცას ყურადღება გაუმახვილებია,მაგრამ სვანი სხვა განზომილება იყო ახლა შენგელიასთვის. თითქოს მაგიური ძალა აიძულებდა ეფიქრა მასზე. არადა მან ხომ მხოლოდ დღეს გაიცნო. ამოუხსნელი იყო ის უხილავი კავშირი რაც გვანცას თორნიკესადმი აკავშირებდა,რომელიც ფორიაქის საშუალებას აძლევდა გოგონას.
ეზოში საქანელას მოჰკრა თვალი და სურვილი გაუჩნდა დაბლა ჩასულიყო და საქანელაზე ექანავა. ჟაკეტი მოიცვა,ქუდი დაიხურა და დაბლა ჩავიდა.
მარტის ღამის ჰაერი ესიამოვნა. თვალებდახუჭულმა შეისუნთქა. ავალიანის მანქანა დაინახა ეზოში,ჩაიცინა და საქანელისკენ გაემართა.
ბავშვივით გახარებულმა მოკალათდა ზედ.
ფეხები ძლიერად დაარტყა მიწას,რომ უფრო მაღლა გაქანავებულიყო საქანელა.
ცაზე გამეფებულ ღამეს და მოკიაფე მთვარეს გაუსწორა თვალი.
„მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.“ წარმოსთქვა ხმით. თავისსავე ხმამ შეაკრთო. მისდა უნებურად,ბაგეებმა თავისით თქვეს ეს ფრაზა. ირგვლივ მიმოიხედა,ხომ არავინ გაიგო ჩემი ნათქვამიო. რომ დარწმუნდა არავინ იყო,ქანაობა განაგრძო.
საქანელაზე ყოფნით გული რომ იჯერა საათს დახედა. დილის ოთხი სრულდებოდა. რა დრო მოსულაო ჩაილაპარაკა და ასადგომად მოემზადა.
მეორე სართულის ფანჯრებში შუქი აინთო უცებ. თორნიკეს არ ეძინა. კოშმარები არ ასვენებდნენ ზოგჯერ. გვანცა ხეს ამოეფარა და ქურდივით დაუწყო მზერა განათებულ ფანჯრებს,თან გული გამალებით უცემდა.
მალე აივანზე ავალიანიც გამოჩნდა სიგარეტით ხელში.
ღრმად სუნთქავდა სიგარეტის კვამლს და ჩაქარა ეწეოდა. განერვიულება ეტყობოდა. შენგელია სამალავიდან ადევნებდა თვალს. სიგარეტის მოწევას რომ მორჩა,აივანს დაეყრდნო ხელებით მერე. ცდილობდა გრილი ჰაერი ღრმად შეესუნთქა. ცოტა ხანს დაჰყო ასე,შემდეგ კი სახლში შევიდა. რამოდენიმე წუთში შუქიც ჩაქრა ფანჯრებში.
გვანცა სამალავიდან გამოვიდა. ფეხაკრებით გაიარა გზა ლიფტამდე.თიტქოს ცდილობდა მისი ფეხის ხმა არავის გაეგოვო.
სახლში შესული მაშინვე საწოლში ჩაწვა და თვას აიძულა,რომ დასძინებოდა.

........
- მობრძანდით ბატონო მეთაურო.- კაბინეტში შესულ ავალიანს მიეგება სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა. თორნიკემ თავის დაკვრით მიესალმა.
- ნოდარ შენი დახმარება მჭირდება,მე ბევრი რომ არ ვიწვალო,ამიტომ მოგმართე.- უთხრა მეთაურმა.
- გისმენთ,აქ ვარ და რაც შემიძლია დაგეხმარებით.- დაფაცურდა ნოდარი. პირველი შემთხვევა იყო,მას რომ მიმართა ავალიანმა. თორნიკემ ლაბინეთს მოავლო თვალი,თითქოს დარწმუნება უნდოდა იმაში,რომ არავინ უსმენდა მათ. მერე დაბალ ხმაზე,მაგრამ მკვეთრად წარმოსთქვა.
- ერთ პიროვნებაზე ინფორმაცია მჭირდაბა. დაბადების დღიდან დღემდე არსებული.
- დიახ!.. არაა პრობლემა. მითხარი.- ნოდარი კომპიუტერს მიუჯდა და მეთაურის ავალიანის პასუხს დაელოდა.
- გვანცა შენგელია!..


........

უძინარი ღამისა,დილით მაინც ადრე ადგა. საუზმეს არ დალოდებია ისე წავიდა უნივერსიტეტში. ეზოში გასულმა ნახა,რომ ავალიანის მანქანა არ იდგა იქ. „წასულა“ გაიფიქრა შენგელიამ. მარშუტში ასვლამდე მობილური მოიძია და ნომერი აკრიბა.
- დილა მშვიდობის.
- გვანცა შენ ხარ? - გაისმა ქალის ხმა ყურმილში.
- კი მე ვარ. თამრიკო,ჩემი ბავშვები როგორ არიან? - იკითხა დარდიანი ხმით.
- კარგად არიან, ნიკალა და თეკლა გახსენებს ხშირად.
- მართლა. - თვალები აუცრემლიანდა გოგონას.- უთხარი რომ მალე ვინახულებ. დანარჩენები რას შვება?
- დანარჩენებიც კარგად არიან. თათიას გუშინ აცრა ჩავუტარეთ და რეაქცია ჰქონდა. ცუდ განწყობაზეა დღესაც დილიდანვე. სულ ხელში უნდა და წუხს.- მოახსენა ქალმა.
- ამ დღეებში გამოგივლით აუცილებლად. უთხარი ბავშვებს რომ დავრეკე და ძალიან რომ მიყვარს ყველანი ესეც უთხარი. - შენგელიას სახეზე ცრემლი ჩამოუცურდა.
- ვეტყვი აუცილებლად. გვანცა ნუ ნერვიულობ, ბავშვები კარგად არიან. არაფერს არ ვაკლებთ ჩვენ ამათ, ხომ იცი.
- მადლობა თამრიკო. გნახავთ მალე. - ტელეფონი დარდიანმა გათიშა. ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი შეიმშრალა და მარშუტში ავიდა.
მობილურმა დაურეკა. მანანა რეკავდა.
- სად ხარ შვილო,დაკავება,დაკავება.. მოკლედ მომეშალა ნერვები. საჭმელის გატანება მინდოდა და ვერც მოვასწარი ისე უცებ გავარდი სახლიდან.- აშკარად გაბრაზებულიყო მანანა.
- დედა ბავშვებთან დავრეკე. - უთხრა აუღელვებლად დედას გვანცამ.
- როგორ არინ დედი?! - ხმა უცებ დაუთბა ქალს.
- ნიკალა და თეკლა ხშირად მახსენებს თურმე. თათოსთვის აცრა გაუკეთებიათ და ცუდ ხასაითზე არისო.
- უი რას მეუბნები. .. უნდა წახვიდე?
- შეიძლება ლექციების შემდეგ წავიდე.
- გამოიარე სახლში,ბავშებისთვის გაგიმზადებ რამეს და წაუღე.
- კარგი გამოგივლი. ოთხისთვის მზად იყავი.
- დედი.- ჩასძახა მანანამ შვილს.- არ ინერვიულო,ჩემ თავს გაფიცებ კარგი?
- კარგი. არ იდარდო.

.......

ნოდარი ფეხზე წამოდგა და ადგილი დაუთმო ავალიანს.
- დაბრძანდით და გაეცანით, ამ პიროვნებაზე აქაა ყველა ინფორმაცია.
თორნიკე ზანტად ჩაჯდა სავარძელში და კომპიუტერის ეკრანზე გადაშლილ გვანცა შენგელიას დოსიეს მიაჩერდა.
კითხვა ინეტრესით დაიწყო. დროდადრო კმაყოფილების ღიმილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე. რომ მორჩა დოსიეს გაცნობას,ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნტქა. თითქოს დიდი ტვირთი მოხსნოდა გვერდებიდან.
ნოდარს მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. კაბინეტიდან რომ გამოდიოდა გაღიმებულმა ჩუმად ჩაილაპარაკა: „შენგელიას ასულო!“....

............


ლექციებმა წარმოუდგენლად დაღალეს ახალგაზრდა ლექსტორი. დღვანდელი დღე უსაშველოდ გრძელი ეჩვენებოდა. თითქმის ყოველ წუთში ამოწმებდა დროს მაჯის საათზე. არადა არ დგებოდა ოთხი საათი. გვანცას გული და ყურადღება,მთლიანად ბავშვებს ეკუთვნოდა.
როგორც იქნა განთავისუფლდა. სასწრაფოდ ტაქსი გააჩერა და სახლისკენ გაეშურა. მანანა უკვე სადარბაზოსთან ელოდა შვილს.
- დე რამდენი რამე გაგიმზადებია.- წამოიძახა გახარებულმა გვანცამ,როდესაც დედა რამოდენიმე ჩანთასთან ერთად დაინახა.
- ტკბილეული და ხაჭაპურებია დედი. რამოდენი ჩასაცმელის ყიდვაც მოვასწარი.
-მადლობა დე.- გოგონა დედას გადეხვია. - თუ შეგიძლია დაგვეხმარეთ?! - მიმართა მერე ტაქსის მძღოლს.

რამოდენიმე ათეული წუთის შემდეგ ტაქსი ერთ-ერთი შენობის წინ გაჩერდა. გვანცამ ჩანთები კარებთან დააწყო და ზარი დარეკა.
კარი ფართედ გაიღო. ბავშვების ჟრიამული გვანცას სმენას საამოდ მოხვდა. გული სიხარულით და დარდით სავსე ჰქონდა სულ როცა აქ მოდიოდა შენგელია.
- ბავშვებო ნახეთ ვინ მოვიდააა?! - დაიძახა უცებ თამრიკომ.
ბავშებმა გვანცას დანახვაზე სიხარულით შესძახეს:
- გვანცა დედა მოვიდააა!...

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს გვანცა შენგელიამ საქართველოში სტუდენტობის დროს მიაგნო.
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეს ბავშვები,რომლებიც დედის მზრუნველობას იყვნენ მოკლებულნი. დედის ადგილს ვერ შეუცვლიდა,მაგრამ ცდილობდა,თუ რამ სითბო და სიყვარული გააჩნდა,მათთვის გადაეცა.
შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა ლექტორმა გადაწყვეტილება მიიღო: მისი ხელფასის ნახევარი ჩვილ ბავშთა სახლისთვის გადაერიცხა.
აქ იყვნენ ბავშვები,რომლებიც დედამ მიატოვა და იყვნენ ბავშვები რომლებიც დედამ საკუთარი ხელით მიიყვანა,რადგან შვილის რჩენის საშუალება არ ჰქონდა. ენით აუღწერელი ტკივილით სტკიოდა გული გვანცას როდესაც მათ უყურაებდა.
ერთხელ შეესწრო სცენა,როდესა შვილის სანახავად მშობლები მოვიდნენ. მამა ინვალიდის ეტლით იყო,დედა კი შრომისგან მოტეხილი სახით. მათი შეხვედრა იმდენად ამაღელვებელი იყო,შენგელიამ ვერ გაუძლო მათ ყურებას,საპირფარეშოში გავიდა და ხმით ატირდა.
ნიკალა და თეკლაც ამ სახლის აღსაზრდელებია. ორივენი სამი წლისანი არიან. ყველაზე თბილად და გამორჩეულად მათ მიიღეს გვანცა. მათი დედები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან საშობიაროშივე რომ ტოვებენ ბავშვებს. ნიკალა შავგვრემანი და ციფერ თავკება იყო. თეკლა კი, თეთრი - ფერიასავით ფითქინა და ქერა თმიანი. ბავშვებმა გვანცაში იპოვეს ის სითბო რაც მათ ქვეცნობიერს აკლდა. ორივენი შენგელიას „გვანცა დედას“ ეძახდნენ,რაც ახალგაზრდა ლექტორს ერთდროულად გულს უხარებდა და ტკივილისგან ლიმონივით უწურავდა კიდეც.

- ჩემი ბარტყები, ჩემი სიხარულები. - შესძახა გვანცამ და ფართედ გაშლილი ხელებით მიეგება მისკენ გამოქცეულ ბავშვებს. აღმზრდელები ამ ცენას ცრემლის გარეშე ვერ უყურებდნენ. თამრიკომ ცერა თითით მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული მსხვილი მლაშე სითხე.
- როგორ ხართ ბავშებო?! - იკითხა შენგელიამ და ბავშებს სიყვარულით მოავლო თვალი.

......

ავალიანმა მანქანა ეზოში გააჩერა. ფარული მზერით აიხედა მაღლა - მეოთხე სართულისკენ. შუქი ჯერ კიდევ არ ჩანდა ფანჯრებში. ინტერესი და გაკვირვება წარბის აწევით გამოხატა და მანქანა ხმოვანი სიგნალიზაციით ჩაკეტა.
კიბეებს ჩვეული სიდინჯით აუყვა.
სახლში შესულმა მისაღბშივე გაიხადა ქურთუკი და ფეხსაცმელი. გასაღები იქვე,კედელზე სარკესთან ერთად მიმაგრებულ მეტალით მოჩუქურთმებულ თარო დადო. სარკეში მის ორეულს თვალი შეავლო. თმები თიტებით გადაივარცხნა და ღრმად ამოიოხრა.
სამზარეულოში შესვლამდე მარჯვენა კედელზე პატარა ადგილი ხატებისთვის დაეთმო. მაცხოვრის, ღვთისმშობლის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარი ეკიდა. მათი დანახვისას პირჯვარი გადაისახა და თავი მორჩილად დახარა.
მაცივარი მშიერმა გამოაღო. კვერცხი და ყველი აიღო. გაზქურა ჩართო. ღრმა თეფშზე კვერცხი ათქვიფა,ყველი შეურია და ცხიმიან დაფაზე დაასხა. შემდეგ ტაფის სწრაფი მოძრაობით ცალ გვერდ შემწვარი კვერცხი გადააბრუნა.ისე ოსტატურად აკეთებდა ამ ყველაფერს,თითქოს მთელი ცხოვრება შეფ-მზარეული ყოფილიყო.
მაგიდას მარტომ მიუჯდა და მადიანად შეექცა ჭამას.
ჭამას რომ მორჩა,სიგარეტის კოლოფს დაავლო ხელი,აივანზე გავიდა,საღამოს ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ასანთს გაჰკრა ტუჩის კუთხეში გაჩრილი სიგარეტი რომ აენთო. ძლიერი „ნაპასის“ შემდეგ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ბეჭები გადაშალა.
კორპუსის წინ ტაქსი გაჩერდა. ავალიანის ყურადღება მანქანიდან გადმოსულმა გვანცამ მიიპყრო. გოგონას სახე დარდიანი ჰქონდა,უფრო მეტიც - თორნიკეს მახვილ მზერას არ გამოპარვია შენგელიას ნამტირალევი თვალები.
სვანს სახე მოეღუშა. მოაჯირს ხელებით დაეყრდნო და მხედველობა უფრო დაძაბა.
არ ცდებოდა ავალიანი. გოგონას თვალები ცრემლიანი იყო.
იგრძნო როგორ დაებერა ძარღვები კისერზე, როგორ აბობოქრდა სისხლი ვენებში. სიგარეტი სწრაფად ჩაასრისა საფერფლეში. ორივე ხელი კეფაზე შემოიწყო და ინტერესიანი თვალებით მაღლა აიხედა. რამოდენიმეჯერ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა,გავიდე თუ არ გავიდე გარეთო. უცნაურად აუფორიაქა არსება შენგელიას დანახვამ ავალიანს. ბოლოს მისი ჩვეული სიდინჯე მოიმარჯვა,თავს დამშვიდება აიძულა და ოთახში დაბრუნდა.

..................

გვანცა მოწყვეტით დაეცა საწოლზე. ძალა გასცლოდა. მისი წამოსვლა ბავშვებისთვის რთული იყო. ცდილობდნენ არ ეტირათ,მაგრამ მომზადბულები იყვნენ ცრემლების დასაღვრელად.
ბევრჯერ უფიქრია შენგელიას,რომ იქნებ მცდარია ეს ნაბიჯი რაც გადავდგი და ასე მომეჩვია ბავშვებიო,მაგრამ მეორე წუთში იხსენებდა მათ ბედნიერ სახეებს,როდესაც გვანცას ხედავდნენ. ისინი ხომ იშვიათად იყვენენ ბედნიერები,ვერ დაუშვებდა შენგელია,თუნდაც რამოდენიმე საათიანი სიხარული,რაც ბავშვებს მასთან ყოფნისას ჰქონდა,რომ მოეკლო მათთვის.
კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. მანანა იყო.
- როგორ არიან ბავშვები?
- არაუშავთ. ისე მოიწყინეს რომ მოვდიოდი გული ამეწვა.- თვალებზე ცრემლი მოერია გოგონას.- მანანა საწოლის კუთხეში ჩამოჯდა და ნაღვლიანი სახით შეხედა შვილს.- დედა იცი როგორ მებრალებიან? როგორი სუფთა თვალები აქვთ,როგორი თბილი გული,როგორი ფუნჩულა ხელები,პატარა თითები... მათ ხომ ასე ძალიან სჭირდებათ დედა და დედის სითბო. გულში ჩაკვრა,მოფერება,ტკივილისას დაყვავება და ნუგეში... -ახალგაზრდა ლექტორი გულამომჯდარი ტიროდა უკვე.
- კარგი შვილო დაწყნარდი,ასე როგორ შეიძლება. ნუ განიცდი ასე ძალიან დედა შემოგევლოს. - მანანამ შვილის ცრემლიანი სახე გულზე მიიხუტა და თმები დაუკოცნა. გვანცა ტირილს განაგრძობდა,სჭირდებოდა მას ამ ცრემლების დაღვრა,რომ ემოციებისგან დაცლილიყო.
ტირილით გული რომ იჯერა,აბაზანაში შევიდა. სახეზე ცივი წყალი შეისხა.
- მამა როდის მოვა? - ჰკითხა დედას და სპორტული ტანსაცმელების ჩაცმა დაიწყო.
- საცაა მოვა.
- უჩემოდ ჭამეთ,მე არ მინდა. სარბენად მივდივარ სტადიონზე.
- დედა ბინდდება უკვე . - შეშფოთდა მანანა.
- მერე რა დედაჩემო? ერთბაშად არ მომიტაცონ. - თქვა სიცილით შენგელიამ.
- შენ იხუმრე და ათასი რეგვენი დადის...
- დამშვიდდი,მე არ მემუქრება არაფერი. წავედი მე. გაკოცეთ ორივეს.- მიაძახა დედას კიბეებზე ჩარბენისას.
მეორე სართულზე შედგა. ავალიანის ბინის კარს შეხედა.ბრწყინვალე აზრმა გაუელვა თავში უცებ. მოურიდებლად დააკაკუნა და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა დაელოდა კარის გაღებას.
ავალიანი ტახტზე წამოწოლილიყო და ფიქრებში ჩაძირული ჭერს მისჩერებოდა კაკუნის ხმა რომ შემოესმა.
კარი ფართედ გამოაღო. გაოცებამ გადაურბინა სახეზე უცებ.
- გამარჯობა.- მიესალმა გვანცა სვანს მხიარულად.
- გაგიმარჯოს.- დაუბრუნა დაბნეული ტონით სალამი თორნიკემ.
- ერთი იდეა დამებადა. სარბენად მივდივარ და ხომ არ წამოხვიდოდი?! - ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა შენგელიამ.
- და დაცვა გჭირდება? თუ რა ხდება? - დაბნეულობა შორს მოისროლა მეთაურმა და შენგელიას ასულს ფარული ირონიით ააყოლა თვალი.
- თუნდაც!.- არ მოიდრიკა გვანცა სვანის ტონით.
- რატომ ჩათვალე,რომ წამოგყვებოდი? - მეტი ირონია ჩადო თორნიკემ ხმაში.
- დარწმუნებული არ ვყოფილვარ,უბრალოდ შემოგთავაზე. - მხრები აიწურა გოგონამ.
ავალიანს კმაყოფილების ღიმილმა გაუპო ტუჩის კუთხე.
- კარგად დარბიხარ? - ჰკითხა მერე.
- შეძლებისდაგვარად.
- ვნახავ აბა ერთი. - მუქარის ტონით ჩაილაპარაკა თორნიკემ.- დამელოდე ორი წუთით და გამოვალ. ანდა შემოდი თუ გინდა.
- არა,იქეთ არა. აქ დაგიცდი.
თორნიკემ კარი მიიხურა და აქამდე შეკავებული ღიმილით ფართედ გაიღიმა.
„შენგელიას ასულო“ ჩაილაპარაკა გაღიმებულმა.
ორივენი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას სტადიონისკენ.
- ალბათ ჩემზე ფიქრობ გიჟიაო. - თქვა გვანცამ ღიმილით.
- არა,ვფიქრობ,რომ გაბედული გოგო ხარ.- უთხრა ავალიანმა წამიერი შეყოვნების შემდეგ.
- მართლა ასე ფიქრობ? - გაუფართოვდა თვალები შენგელიას.
- დიახ!
- ზუსტად გიფიქრია. ყოველთვის ასე არტყამ მიზანში? - ხუმრობა სცადა გვანცამ. სვანი წამოერად მოიღუშა. გვანცამ შენიშნა.- რამე არასწორად ვსთქვი? - შეწუხდა გოგონა.
- არაფერია.-ჩაიბურტყუნა მეთაურმა და გზას გახედა.
- არა რაღაც გაწყენინე ნამდვილად.
- ვიფიქრე ბოროტად იხუმრე.
- რას ამბობთ,მსგავსი არაფერი მიფიქრია. ან ამაში ბოროტ ხუმრობას რას ხედავთ? - აღშფოთებაზე მეტად ინტერესი გაერია ხმაში ახალგაზრდა ლექტორს.
- ალბათ უკვე გაიგეთ სადაც ვმუშაობ და რა პროფესიის ვარ. - წარმოსთქვა ღრენით სვანმა.
- საიდან უნდა ვიცოდე? - უფრო გაოცდა გვანცა.
- წინა ღამით გავეცანი მეზობლებს.
- მაგრამ არა მე. - მოუჭრა მოხერხებულად გოგონამ.
- მეგონა იცოდი.
- არ ვიცი. და სად მუშაობ და რა ხარ პროფესიით?
ავალიანმა მზერა მოავლო ლექტორს.
- მოკლედ გეტყვი. სერჟანტი ვარ წოდებით და პროფესიით სნაიპერი.
შენგელიამ წარბები შუბლზე აზიდა.
- ახლა მივხვდი,რატომაც იწყინე ჩემი ხუმრობა. ძალიან ვწუხვარ. მაპატიე.
- შემდეგში ყველაფერზე არ იხუმრებ. - დასკვნითი ტონით თქვა სვანმა.
- ყველაფერზე არ ვხუმრობ მე. - ცოტა გვანცამაც იწყინა ახლა.
- რაზეც იხუმრებ დაუკვირდები-თქო. ეს ვიგულისხმე.
- არ მჭირდება გაფრთხილება.
- ნუ იბუსები,შენიშვნას რომ გაძლევ. - ხმა გაიმკაცრა თორნიკემ.
- არ ვიბუსები საერთოდ.
- ძალიანაც კარგი. სირბილს როდის აპირებ,მოვედით უკვე.
- შენ არ ირბენ?
- მე არა,დაღლილი ვარ. ნელა ვივლი მხლოდ. - უპასუხა დინჯად ავალიანმა და სარბენ ბილიკს დაადგა.
- დაღლილი თუ იყავი,რატომ წამომყევი? - არ ეშვებოდა გვანცა.
- იმიტომ,რომ მარტოს გეშინოდა აქ მოსვლა. - სვანმა არე-მარეს მოავლო თვალი.
- სულაც არა.- იცრუა უნიჭოდ გოგონამ.
- მიდი,მიდი ირბინე. მე უკან გამოგყვები.
- როგორც დაცვა.- გაიცინა გვანცამ.
- რა გითხარი მე შენ წეღან? - ჰკითხა სვანმა ისევ მკაცრი ხმით.
- რა ვთქვი ახლა ისეთი,რომ შენიშნა მომეცი? - გაიკვირვა შენგელიამ.
- შენ აპირებ სირბილს თუ არა? - მოთმინება ავსილმა იკითხა თორნიკემ.
გვანცას არაფერი უპასუხია,გაბრაზებული მზერა მოატარა მეთაურის სახეზე,შებრუნდა სირბილით გააგრძელა გზა.
ავალიანმა მამაკაცური მზერა გააყოლა გოგონას ნატიფ სხეულს.
„ასე რატომ ვფიქრობ მასზე,ის ხომ მთელი ათი წლით პატარაა ჩემზე. ის ხომ ბავშვია ჩემთან შედარებით. ასეთი ნაზი და სათუთი. ნეტავ რატომ ტიროდა? ვინმემ ხომ არ აწყენინა? „ ამ ფიქრებით მიჰყვებოდა ნელი ნაბიჯებით უკან,მორბენალ გვანცას.
შენგელია დროდადრო თავს აბრუნებდა უკან,ამოწმებდა უკან მიჰყვებოდა თუ არა თორნიკე.
„რა შარი ავიკიდე,რატომ ვუთხარი რომ წამოსულიყო“ ფიქრობდა სვანზე გაბრაზებული გვანცა.

.........

როგორ ხდება ხოლმე,დავინახავთ თუ არა ადამიანს,მაშინვე ვგრძნობთ მისი სულის სიახლოვეს ჩვენს სულთან. შეგრძნება გვიჩნდება,რომ თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობთ დაუსწრებლად. თითქოს ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით. დანახვისთანავე ხვდები,რომ ის ადამიანი შენია,შენში ზის.ჩვენი ქვეცნობიერი, მას უნებურად ნდობის კარიბჭეს უღებს.მერმე რომ დავუფიქრდებით ერთი კითხვა გვიჩნდება მხოლოდ - როგორ? როგორ მოხდა ეს?
ამ შეგრძნებით იყვნენ ჩვენი რომანის გმირებიც - გვანცა და თორნიკე.
ავალიანი არ იყო მოკლებული საპირისპირო სქესისგან კურადღებას და კომპლიმენტებს. ზოგჯერ ისეთიც უთქვამთ მისთვის ქალს,საზოგადოებასთან ერთად,სვანს ზედმეტი შექებისგან უხერხულადაც უგრძვნია თავი. ჰქონია მომენტები,როდესაც ქალით აღფრთოვანებულა,მაგრამ მისთვის,ჩუმად. გვანცას შემთხვევა კი სხვა იყო. გვანცამ მასში ახალი განცდა შეიტანა. მასში ერთდროულად ქალსაც ხედავდა და ონავარ გოგონასაც.
გვანაცამ სტადიონს ერთი წრე შემოუარა და ავალიანის წინ,მუხლებზე ხელებ დაყრდნობილი,აჩქარებული სუნთქვით გაჩერდა.
- უჰ დავიღალე.
- ასე უცებ რამ დაგღალა? ეწევი? - ჰკითხა ეჭვით სვანმა.
- აუცილებლად უნდა ვეწეოდე,რომ უცებ დავიღალო? - გაბრაზებით იკითხა შენგელიამ,წელში გაიმართა და ოფლით დანამული სახე მკლავით შეიმშრალა.
- აბა რა მოგივიდა? - არ ეშვებოდა თორნიკე.
- თქვენ რა გვარის ხართ?- ჰკითხა გვანცამ.
- ავალიანი.
- აა... - ისეთი ტონით სთქვა,თითქოს აქამდე როგორ ვერ მივხვდიო.
- რა, აა?
- არაფერი,არა. კარგი გვარისა ყოფილხართ.
- თ- თი რატომ მელაპარაკები?
- ზრდილობის საკითხია უბრალოდ.
- შენ რა დრო გამოშვებით ხარ ზრდილობიანი.- უთხრა თორნიკემ და ოდნავი ირონიით ჩაიცინა. გვანცას არ მოეწონა ნათქვამი. წარბები შეჭმუხნა.
- სახლში წავიდეთ. ბოდიში რომ მოგაცდინე.- ნაბიჯს აუჩქარა შენგელიამ. ავალიანს ამ საქციელზე გულში ხმამაღლა გაეცინა.
- მოიცა ასე ჩქარაც ვერ დავდივარ. - მიაძახა გაბუტულ გვანცას.
- რა იყო დაბერდი? - მოუბრუნდა მწარე პასუხით მეზობელი. უცებ მიხვდა,რომ უადგილო იყო მისი რეპლიკა და ენაზე იკბინა. - მაპატიე,უხეშად გამომივიდა.- მოიბოდიშა შენგელიამ.
- რას საქმიანობ გვანცა? - ჰკითხა სვანმა,თითქოს წამის წინ არაფერი გაეგო, არც გვანცას რეპლიკა და არც ბოდიში.
- მე ლექტორი ვარ უნივერსიტეტში. - გასცა პასუხი საუბრის თემით შეცვლით ნასიამოვნებმა ლექტორმა.
- მისასალმებელია.
- მადლობა.
- რატომ სხვაგან არ სცადე სამსახური,შენი პროფესიიდან გამომდინარე სამინისტროშიც შეგეძლო გემუშავა. – „გაყიდა“ ავალიანმა თავი.
- თქვენთვის არ მითქვამს მე ჩემი პროფესიის შესახებ. - წარმოსთქვა ეჭვით გოგონამ.
ავალინი მიხვდა შეცდომას და სასრაფო რეაგირება მოახდინა.
- რადგანაც ლექტორი ხართ,აქედან გამომდინარე ვიმსჯელე,რომ მაღალი დონის განათლება და შესაძლებლობები გექნება. - უთხრა მთელი დამაჯერებლობით.
- ძალიან დიდი წარმოდგენა გქონით ჩემზე. - გაიღიმა გვანცამ.
- წარმოდგენა,არა. იმის აღქმა შემიძლია,რასაც ვხედავ... და მაინც,რატომ აირჩიეთ ყოფილიყავით ლექტორი? - გაუმეორა კითხვა.
- ახლა ვფიქრობ, რომ მოგზავნილი ხართ.- გადაიკისკისა შენგელიამ.
- შეიძლება ასეც ითქვას.
- ვინ მოგაგზავნა? - უცებ სერიოზული გახდა ლექტორი.
- დამშვიდდი,არავინ. - გაეცინა მეთაურს გოგონას რეაქციაზე.- ასე რამ შეგაშინა?
- რატომ მიწყობ ამ დაკითხვებს ვერ ვხვდები.
- უკეთ რომ გავიცნოთ მეზობლებმა ერთმანეთი. რა დიდი მიხვედრა ამას უნდა.
- უკვე მიცნობ. როგორც ვხვდები,თან ძალიან კარგად.
- არა,ძალიან კარგად არ გიცნობ ჯერ. მე ხომ არ ვიცი,რა გწყინს და რა გიხარია.
- ეს აუცილებლად უნდა იცოდე?
- რა თქმა უნდა. მეზობელო კარისაო,სინათლე ხარ თვალისაო,ხომ გაგიგია,ჰოდა თუ ყველაფერი არ მეცოდინება მეზობელზე როგორ ვიქნები თვალის სინათლე? - იხუმრა ავალიანმა.
- ეგ გამოთქმა კარის მეზობელზეა, ორი სართულით მაღლა ან დაბლა მცხოვრები მეზობლისთვის კი არა. - გაიცინა გვანცამ.თორნიკეს გაეღიმა. გაეღიმა უფრო,შენგელიას ბავშვურ სიცილზე.
- რა მნიშვნელობა აქვს,ერთ პადიეზდში ხომ ცხოვრობენ და...
- კარგი გნებდები. არ მომწონს ტყუილი..
- არც მე..
- არა,მე მართლა არ მომწონს.
- მეც მართლა არ მომწონს და არავის შევარჩენ ჩემთან სიცრუის თქმას.- დაიმუქრა სვანი.
- დარწმუნებული ვარ. - ისევ გაიცინა შენგელიამ.
- განაგრძე!..
- უსამართლობას ვერ ვიტან!... მიყვარს დილის ძილი,დედიკო,მამიკო,ჩემი სოფელი,ბებიები,ბაბუები,ზოგადად - ადამიანებზე ვარ შეყვარებული. კიდე ჩემი ძაღლი - ბომბორა მიყვარს,რომელიც სოფელშია და ზაფხულს ელოდება რომ ჩავიდე და მივეფერო. კიდე მიყვარს ჩემი დათუნია,აი ნახე... - გვანცამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და გასაღებების აცმაზე მიმაგრებული ბრელოკი დაანახა ავალიანს. დათუნია ნაცრისფერი იყო,ფაფუკი დაყელზე წითელი ლენტით გაბანტული.- მმმ,რა საყვარელია. - გოგონამ დათუნიას ცხვირი თავისას შეახო და გაუხახუნა.
თორნიკე აღფრთოვანებული შესქეროდა ერთი შეხედვით ცელქ გოგონას და უნივერსიტეტის პატივცემულ ლექტორს. გვანცადან მზერა ბრელოკზე გადაიტანა.
- სად არის შენი სოფელი?
- სამეგრელოში. სამეგრელოდან ვარ წარმოშვებით. აბაშა გაგიგია?
- კი,როგორ არა.
- ჰოდა აბაშას აქვს ერთი ძალიან ლამაზი სოფელი,რომელსაც ქოლობანი ჰქვია. ისაა ჩემი სოფელი.
- ეგ სოფელიც გამიგია.
- ნამყოფი ხარ?
- არა,არ ვარ.
- ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო ქოლობანს.
- რომ წახვალ დამპატიჟე და გესტუმრები.
- მართლა ჩამოხვალ? - აღტაცება ვერ დამალა შენგელიამ.
- ჩამოვალ,თუ რათქმა უნდა დაკავებული არ ვიქენი იმ დროისთვის..
- ბაბუჩემს მოეწონები ძალიან, - გადაიკისკისა გვანცამ.
- ჰოო? და რატომ? - დაინტერესდა თორნიკე.
- სახელმწიფოზე საუბრით არ მოგაწყენს. მოგიყვება ომის ამბებს და მისი ახლაგაზრდობისას,თუ როგორი ბიჭი იყო.
- მომწონს მსგავსი ამბების მოსმენა. ჩვენც ხომ დავბერდებით და ჩვენსც გაგვიჩნდება სურვილი მოვყვეთ ჩვენი განვლილი ცხოვრება და მოგვისმინოს ვინმემ.
- არ ვცდებოდი,ხომ გითხარი, მოეწონები-თქო.
- ქოლობანი. ქოლობანი... რატომ ჰქვია ქოლობანი? რამე მეგრული სიტყვაა? - დაინტერესდა ავალიანი. მას გვანცას ხმის მოსმენა უფრო სიამოვნებდა ვიდრე სოფლის სახელის წარმოშობის ისტორია.
- არა მეგრული არაა. თან მე მეგრული არ ვიცი. მოკლედ ბაბუსგან ვიცი,რომ ადრე,ძველ დროს ყოფილა ძალიან ლამაზი ქალი. სოფლის მცხოვრები ვაჟები ამ ქალის სიყვარულით ყოფილან შეპყრობილნი. მის სახლთან მიდიოდნენ და ათასგვარი მცდელობით ცდიდნენ თავის ბედს,რომ ქალის ყურადღება მიეპყროთ თურმე.ერთხელ ეს ქალი აივანზე გამოსულა. ერთ ყმაწვილ კაცს სიმღერა დაუწყია და ქალისთვის მიუძახებია,ქალო ბანი მომეო. შეერქვა ქალობანი,მერე სახელმა ცვლილებები განიცადა და დარჩა ქოლობნად. კიდე ამ სოფელში მიედინება პაწაწინა მდინარე - კოვზა... კოვზას ისტორია იცი?
- არა არ ვიცი, გისმენ მომიყევი.
- ერთხელ ერეკლე მეფეს,- განაგრძო შენგელიამ ბავშვივით ტაატი.- თავის ამალასთან ერთად,ამ მდინარეზე ჩამოუვლია. წყალი მოსწყურებიათ და ბედაურებიდან ცამოქვეითებულან. ვერცხლის ჭიქით მიართვეს მეფეს წყალი მხებლებმა. მეფეს რომ დაულევია ეს წყალი უთქვამს: „ისეთი გემრიელი და ცივი წყალის,ჭიქით კი არა კოვზით უნდა დალიოვო“... ჰოდა შეარქვეს კოვზა. - დაასრულა თხრობა გვანცამ.
- ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმინე. და შენ სვანეთში ნამყოფი ხარ? - ჰკითხა სვანმა.
- კი. ოღონდ ბავშობაში. ექსკურსიაზე წავიდა სკოლა და მაშინ ვნახე სვანეთი პირველად.
- მაგრამ მე მაინც გეპატიჟები ჩემს საამაყო,საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
- სიამოვნებით გესტუმრები... ამ საუბარში უცებ მოვედით სახლში.- თქვა გოგონამ და ორივენი კორპუსის წინ შეჩერდნენ.- დიდი მადლობა მინდა გითხრათ,რომ წამომყევით.
- არაფრის.- შეიფერა გვანცას გადახდილი მადლობა ავალიანმა.
- კარგი. ნახვამდის.
- ნახვამდის.
გვანცამ უკან ჩამოიტოვა თორნიკე და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სადარბაზოში. კიბეები სირბილით აიარა და დადებითი ემოციებით დამუხტული შევიდა სახლში.
- გვანცა,ამ შუაღამე რა სირბილი მოგინდა? - მოესმა მისარები ოთახიდან მამის ხმა.
- ენერგია მქონდა მოძალებული და უნდა დავცლილიყავი. - უპასუხა და გვერდით მიუსპუპტა.- მანჩო სად არი?
- დაწვა,დაიძინა.
- ასე ადრე?
- ადრე არაა ათი საათი. თან არ შეეძლო. დაღლილი იყო.
- შენ არ იძინებ?
- ჯერ არა. გადაცემას ვუყურებ.
- დებატებია? - იკითხა შენგელიამ და ტელევიზორს ოდნავ აუწია პულტით.
- პოზოცოა თუ ოპოზოცია? - ჰკითხა მალხაზიმ შვილს,რომელიც ტელევიზიით გაშუქებულ დებატებიტ დაინტერესდა.
- ორივე ვიქნები.- მიუგო მოკლედ.
- ეგრე სად წერია....
კარგა ხანს ისმოდა მამა-შვილის გაცხარებული კამათი,გადაცემაში წამოჭრილ თემაზე.

......


მთელმა კვირამ განვლო.
ახლაგაზრდა ლექტორმა სტუდენტები შეპირებულ მატჩზე წაიყვანა.
ხშირად ნახულობდა შენგელია ბავშვობის მებობარს - პაატას. უყვებოდა იმ განცდებზე რაც თორნიკეს მიმართ ემართებოდა.
- ვინაა,ვინ უნდა გაამწარო? - აჯავრებდა ხოლმე პაატა მეგობარს.
ავალიანი კი არსად სჩანდა ამ ერთი კვირის მანძილზე. გვანცა რამდენჯერ ფანჯარასთან დამდგარა და გზას გასქეროდა,იქნებ თვალი მოვჰკრა მანქანას მაინცო. მაგრამ სვანი ჯიუტად არ სჩანდა.

სამსახურიდან დაბრუნებულმა შორიდანვე შენიშნა ავალიანის შავი „ჰამერი“ რომელიც კორპუსის წინ - ეზოში იდგა. გულმა ყირამალა გააკეთა. სიხარული იმდენად დიდი იყო,მუხლებში ძალა წაერთვა და ხელებმა ცახცახი იწყეს.
ნელა მიუახლოვდა ეზოს,თან მალულად მანქანისკენ აპარებდა თვალს,თითქოს თითქოს უმზერდა.
უცებ გაშეშდა.მზერა ერთ საგანზე მიეყინა.
მანქანაში,საქარე მინასთან მიმაგრებულ სარკეზე,გვანცას გასაღებების აცმის ბრელოკის მსგავსი ბრელოკი ეკიდა...

..........

შვილისთვის ყოველთვის რთულია მშობლის გარდაცვალება. მითუმეტეს ისეთ პატარა ასაკში,როგორშიც თორნიკე იყო.
შვიდი წლისას მოუწია დედა ცივი სამარისთვის მიებარებინა და გულში,მის ხსოვნას,თბილ მოგონებებთან ერთად დაუდო ბინა.
დარჩნენ,მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
თორნიკე და ნენე მამამ გაზარდა. კაცისთვის ძალიან რთული იყო ამ ტვირთის ტარება.გული ეთანაღრებოდა ალბეგს როდესაც ატირებულ ნენეს უყურებდა.
თორნიკე გულში იკლავდა დარდს. ღამით,ძილის წინ,დედა რომ მოენატრებოდა,გვერდს ინაცვლებდა,საბანს მაგრად მიიჭერდა პირზე და ისე ქვითინებდა.მამის და პატარა დის დასანახად არასოდეს უტირია.
ნენეს და თორნიკე შორის,ასაკი ხუთი წლით განსხვავდებოდა. დედაზე მონატრებულ, ატირებულ დას, ავალიანი გულში ჩაიკრავდა ხოლმე და ამშვიდებდა: - ნენე,იცი? დედა ჩვენთან არის. ის ჩვენ გვხედავს... ჩვენ ვერ ვხედავთ,მაგრამ ის სულ ჩევნთანაა..გახსოვს დედამ ზღაპარი რომ მოგვიყვა უჩინმაჩინის ქუდზე.- ნენემ ძმას შეხედა ჩაწითლებული თვალებით.
_ჰოო.. - თავი დაუქნია.
_ ჰოდა დედას ის ქუდი აქვს. ის არ ჩანს,მაგრამ სულ ჩვენთან არის.. შენ რომ ტირი,დედაც ტირის. გინდა რომ დედამ იტიროს?
_არა.- თავი გააქნია ბავშვმა.
_ნუღარ იტირებ მაშინ. კარგი?- ძმამ და გულში ჩაიკრა.ცრემლებისგან დასველებული ლოყები შეუმშრალა და ცხვირზე აკოცა.
ალბეგი ბავშვებს ღიად დარჩენილი კარებიდან უგდებდა ყურს. ტკივილისგან გული ეკუმშებოდა და მკერდზე ჩუმი ოხვრით იცემდა მუჭს.

.....................

გვანაცამ მანქანას გვერდი აუარა და სადარბაზოში შევიდა. უკან მობრუნდა,კიდევ ერთხელ,რომ დარწმუნებულიყო ნანახის სიზუსტეში.
სარკესთან ნამდვილად ეკიდა გვანცას დათუნიას მსგავსი დათუნა.
გოგონას დააჟრიალა მთელს ტანში ისევ. აფორიაქდა.
_ეს რატომ გააკეთა?- მოსვენება დაკარგული ეკითხებოდა საკუთარ თავს.
კიბეები სირბილით აიარა. ავალიანის კართან სვლა შეანელა,თუმცა არ გაჩერებულა.
სახლში შესულმა ჩანთა იატაკზე დააგდო.გასაღები კომოდზე მოისროლა, ფეხსაცმელებიც უწესრიგოდ დატოვა და საძინებელში შევიდა. აზრებს თავს ვერ უყრიდა. მას მიზეზი გაუჩნდა იმისა,რომ თორნიკესადმი აღმოცენებულ გრძნობას,რომელიც გვანცას გულში იკვირტებოდა,ფოთლები შესხმოდა.
_ალბათ მოვწონვარ? - იკითხა ხმამაღლა, - აბა,რას უნდა ნიშნავდეს ეს ბრელოკი? ის ხომ ზუსტად ჩემი ბრელოკის მსგავსია?.. ო,ღმერთო! ეს რა საფიქრალი გამიჩინე.
ტანსაცმელი გაიძრო და შიდა თეთრეულის ამარა თბილ,ფუმფულა ხალათში გაეხვა.
ოთახიდან გამოსულმა ახლაღა შეამჩნია,რომ შინ მარტო იყო.
_დეე!... მახო!..
პასუხი არავინ გასცა.
მობილური მოიძია,ჩანთაში იყო. მანანას ნომრის აკრება დაიწყო,რომ უცებ კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_აჰ,მოვიდნენ! .. სად იყავით? - კარის გაღებასთან ერთად იკითხა შენგელიამ და მაშინვე შეცბა.
_ასე ძალიან გაინტერესებთ? - ჰკითხა ავალიანმა და გაიღიმა. გვანცას დაბნეულ სახერ რომ შეხედა.
_თქვენ?... მაპატიეთ,ჩემები მეგონა და მიტომ ვიკითხე... - ენის ბორძიკით გასცა პასუხი გოგონამ.
მამაკაცს გვანცას მოღეღილ ყელზე შეეყინა მზერა.
გოგონა მიუხვდა და ხალათის საყელოს ხელი ჩაბღუჯა.
_როგორ ხარ? - ჰკითხა ავალიანმა.თან შენგელიას საქციელი გულში აცინებდა.დამფრთალი შველივით,რომ გაფართოვებოდა თვალები.
_არამიშავს. მობრძანდით.- შეიპატიჟა თორნიკე სახლში.
_ბატონი მალხაზი არ არის?
_არა,არ არის.
_ კარგი,მაშინ სხვა დროს მოვალ.რაღაც საქმე მქონდა და...
_კარგი,როგორც გინდა. რომ მოვა ვეტყვი.
_იყოს,საჩქარო არ არის... შენ როგორ ხარ? - ისევ გაუმეორა კითხვა.
_მე კარგად ვარ... - გვანცამ ძლივს შეიკავა ღიმილი.
_კარგი. ნახვამდის.
_ნახვამდის.- ერთმანეთს დაემშვიდობნენ. შენგელიამ კარი მუხურა და ზედ აეკრა გაბადრული სახით.
ავალიანი კიბეებს გაბრაზებული ჩაუყვა. ბრაზობდა საკუთარ თავზე,რომ უფლება მისცა ასე გაეცა მისი აზრები.
_შემატყო.- ჩაილაპარაკა და გაბრაზებით დაარტყა კიბის სახელურს მუშტი.
სახლში მოქუფრული სახით შევიდა.კარი გამეტებით მიიჯახუნა.

...............


_პატო როგორ ხარ?
_შენგელია შენი გადამმკიდე როგორ ვიქნები?
_ახლა რაღა დავაშავე?
_ახლა დარეკვა იქნებოდა?
_რა ხდება კი მაგრამ? - ვერ გარკვა გვანცა მეგობრის ნათქვამში.
_ისე გამეტებით რეკავდა ტელეფონი მოვწყდი ნეტარებას.
_ღმერთო ჩემო!.. - შეიცხადა გოგონამ.- საოცარია პირდაპირ,თუ ნეტარების პროცესში ხარ,ტელეფონის თავი გაქვს? - თან გადაიკისკისა.
_შენ,რომ რეკავ ზარი მაქვს ტელეფონზე „Help me,Help me” და აბა მერე რას უნდა მოვიყარო თავი? - აყვა სიცილში პაატაც.
_რა აუტანელი ხარ. გამოდი რა მერე ჩემთან,რომ მოიცლი.
_დღეს?.. შანსი არაა. თბილისში არ ვარ.
_თიკამ გაგიგოს ერთი...
_გაიგოს მერე..
_დაიცა რამე მოხდა?
_ძმურად მაცადე რა,თორემ გამექცა ეს გოგო.
ორივენი ხმამაღლა იცინოდა.
_კარგი წავედი. ჭკვიანად და რამე არ „აიკიდო“.
_კარგი ჰო ჭკვიანად ვარ.



სახლში მანანა და მალხაზი დაბრუნდა. კარის ხმაზე გვანცა მისაღებში გავიდა.
_სახლში ხარ უკვე? - იკითხეს მშობლებმა.
_მე კი,მაგრამ თქვენ სად ხართ ამ დრომდე? განმარტოვება მოინდომა წყვილმა? - დააყოლა ეშმაკური ღიმილით გვანცამ.
_რატომაც არა? - იკითხა მალხაზიმ. - მარტო ახალგაზრდებისთვისაა რომანტიული ვახშამი?
მანანა ფართე ღიმილიანი სახით შესქეროდა ქმარ-შვილს.
_არა,მა... ხშირად უნდა გახვიდეთ და მოიწყოთ ასეთი საღამოები. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ დამიბარეთ ხოლმე როცა გასვლას დააპირებთ.
_შენ როგორ ხარ? დღემ როგორ ჩაიარა?- ამოიღო მანანამ ხმა და თან სამზარეულოსკენ წავიდა.
_დღე დატვირთული მქონდა. დავიღალე ცოტა და მშია. თქვენ გელოდებოდით..
_რატო დედა,გამზადებული დაგიტოვე ყველაფერი. მაცივარზეც ფურცელი გავაკარი სადაც დავწერე სად რა დევს. - მანანამ ფურცელი გაუწოდა შვილს.
_აუ დე, ხომ იცი არ მიყვარს უშენოდ სამზარეულოში შესვლა. შენ თუ არ ხარ სახლში,სამზარეულო არ არსებობს ამ სახლში.
_რა გეშველება უჩემოდ,შვილო.
_არც არაფერი.-ჩაილაპარაკა გოგონამ და დედას სიყვარულით მოეხვია კისერზე. გვანცასთვის მანანა დედის ეტალონი იყო. ყველა შვილს თავისებურად უყვარს დედა. მაგრამ მანანა,მართლაც,რომ გამოირჩეოდა.განსაკუთრებით,იმ დედებისგან,რომლებსაც ერთი შვილი ჰყავთ. ყოველთვის მადლობდა დედას გოგონა,რომ მასში ეგოიზმს განვითარების საშუალება არ მისცა. სიკეთე ასწავლა შვილს. დიახ,ასწავლა. სიკეთე ისწავლება ადამიანებში. ის შეიძლება თანდაყოლილიც იყო,მაგრამ სწავლებადიცაა.

ერთად ივახშმეს.
გვანცა ისევ ნაწერებს ჩაუჯდა.
თბილისს ღრმა ძილით ეძინა უკვე.

თვალები მოისრისა და საატს გახედა.ღამის ორი საათი შესრულებულიყო. ნაწრები „case”-ში შეინახა და მაგიდის სანათი გამორთო.
ოთახში შესულმა,კომოდზე დამაგრებულ სარკეშია შეავლო თავის ორეულს თვალი. თვალები თავით ეხუჭებოდა უკვე ძილისგან. შუქი ჩააქრო და დაწვა. ცოტა ხანში,მშვიდი ძილით ეძინა.

.....................
ავალიანი დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა სახლიდან. ისევ ვერ დაიძინა. სიგარეტი ჩაიდო ჯიბეში და გარეთ,ჰაერზე გავლა გადაწყვიტა. ფიქრების გუდა ზურგზე აიკიდა და ისე გაუყვა ქუჩის კიდეს. უბანში სიჩუმე გამეფებულიყო. აქა-იქ თუ დაიყეფებდა ხოლმე ქუჩაში მოწანწალე ძაღლები.
სიგარეტს მოუკიდა.
„ნუ ეცდები სნაიპერს გაექცე,შენ უბრალოდ დაღლილი მოკვდები“ .. ამოუტივტივდა ფრაზა გონებაში. მერე მისი სამიზნეების სახეები.
პირველად,როდესაც ლულა ადამიანს დაუმიზნა, გრძნობები გათიშა. სამ წამზე გაისროლა,ადგა და გაქრა. სნაიპერის წესი ზუსტად შეასრულა.
სნაიპერი იგივე მონადირეა,ოღონდ იმ გასხვავებით,რომ ეს უკანასკნელი ადამიანებზე ნადირობს.

..ფილტრამდე დაყვანილი სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით დაასრისა. ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ღრმად ამოისუნთქა.
ბევრჯერ უკითხავს საკუთარი თავისთვის,რატომ აირჩია ეს პროფესია,მაგრამ პასუხს ვერ სცემდა.იქნებ არც უნდოდა გაეცა. ავალიანს ყველა მონაცემი ჰქონდა იმისთვის,რომ ეს პროეფესია მოერგო.

....................
ტელეფონის ზარმა ძილი შეაწყვეტინა. თავი ზანტად წამოწია და მობილურს დახედა ნახევრად თავლებდახუჭულმა.
_დიახ..- გასცა ზარს პასუხი ძილისგან დაბოხებული ხმით.
_გვანცა,ბოდიში რომ გაგაღვიძე,- გაისმა ქალის აფორიაქებული ხმა.
_გისმენთ.- ქალის ხმამ მოაფხიზლა შენგელია.
_თამრიკო ვარ,ბავშვთა სახლიდან.
_გისმენ,გისმენ... - გვანცა საწოლზე წამოჯდა და გული აუჩქარდა. - რა მოხდა,თამრიკო? - იკითხა შიშჩამდგარი ხმით.
_ ნიკალას ბატონები დაუბძანდა გუშინ დილით. სულ შენს სახელს გაიძახის,ახლაც შენ გეძებს,ტან მაღალი აქვს ტემპერატურა.ვერაფრით დავუგდეთ. იქნებ მოხვიდე?
_ღმერთო!.. რას მეუბნები.. ახლავე წამოვალ.
_ბოდიში,რომ შეგაწუხეთ ასე გვიან.
_არა რას ამბობ,პირიქით კარგი ჰქენით,რომ დამიერეკე. უთხარი ნიკალას,რომ ჩქარა მოვალ.
ტელეფონი გათიშა და აკანკალებული სხეულით ჩაიცვა ტანსაცმელი.
მშობლების ოთახში ფეხაკრებით შევიდა. ტუმბოზე ფურცელი დადო,სადაც ეწერა „ბავშებთან წავედი“. ასევე ფეხაკრებით გაიარა ჰოლი და ფრთხილად გაიხურა სახლის კარები. ლიფტის მოსვლას არ დალოდებია.სირბილით ჩავიდა კიბეებზე. მეორე სართულზე,კიბეზე ამომავალ ავალიანს შეეჩეხა უცებ. არც ერთი არ ელოდა ერთმანეთის ნახვას აქ,ამ დროს. ორივეს გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე.
_ კარგად ხარ? - ჰკითხა თორნიკემ.
_კი,კი კარგად ვარ. უბრალოდ ვჩქარობ და თავი ვერ შევიმაგრე უცებ... - უთხრა გვანცამ და გვერდი აუარა ავალიანს.
_დახმარება ხომ არ გინდა? - კითხვების გროვამ გადაუარა მამაკაცის გონებას,სად უნდა მიდიოდეს ამ დროს ეს გოგო?
_ვგონებ,რომ შეგიძლია დახმარება.- უთხრა შენგელიამ და ერთი საფეხურით მიუახლოვდა თორნიკეს.- ერთ ადგილას უნდა წამიყვანო,თუ ძალიან არ დაგავალებ. ტაქსი უნდა გამომეძახებინა,მაგრამ დროს დავკარგავ. შეგიძლია?
_კი,როგორ არა.
გვანცა დაწინაურდა. ავალიანი უკან გაჰყვა. კიდევ ერთხელ შეავლო გოგონას ნატიფ სხეულს თვალი.
ორივენი მანქანაში ჩასხდნენ.
გვანცა ღელავდა ძალიან. ნიკალა თვალწინ ედგა.
_სად მივდივართ? - იკითხა თორნიკემ და ძრავა ჩართო.
_ჩვილ ბავშვთა სახლში. - უპასუხა გოგონამ.
პასუხმა ავალიანს განცვიფრებისგან სახეზე ფერი უცვალა.


ხომ არის მომენტები,როდესაც ფიქრის ძაფი გაწყდება და საფიქრალიც გაქრება უცებ. მაგრამ გაქრობა უდარდელობისგან კი არა, მოულოდნელობისგან გემართება. ავალიანიც ამ მდგომარეობაში იყო. ერთდროულად იმდენმა კითხვამ გადაურბინა გონებაში,რომ ყველაფერი აერია ერთმანეთში და ფიქრის ძაფიც გაწყდა. მხოლოდ კითხვით სავსე თვალებით მისჩერებოდა შენგელიას და მანქანას ადგილიდან არ ძრავდა.
_ ასე რატომ მიყურებ? - ჰკითხა გვანცამ.
მამაკაცი გონს მოეგო.
_ა... არაფერი.. არა.. - ენის ბორძიკით უპასუხა და საჭე მოატრიალა.
გოგონა ღელავდა. მობილურს მალ-მალე ანათებდა და საათს ამოწმებდა.
არანაკლებ ღელავდა ავალიანიც. კითხვები არ ასვენებდა. აინტერესებდა იქ რა უნდოდა გვანცას ამ დროს.“ ნუთუ შვილი ჰყავს? არა.. არა.. ასე არ მოიქცეოდა.. მის შვილს იქ რა უნდა... თან ამის შესახებ არაფერი წამიკითხავს მასზე.. არანაირი იფორმაცია არ ყოფილა. სხვა რაღაცაშია საქმე“..
გარეგნულად არაფერს იმჩნევდა და ვერც გვანცამ შეატყო თორნიკეს რამე.
_მაპატიე ასე გვიან შეგაწუხე. - მოუბოდიშა მეზობელს.
_ნუ მებოდიშები. - ერთგვარი კატეგორია გაისმა ნათქვამში.
_ალბათ ახლა შუა ძილშ იქნებოდი მე რომ არა.
_არამგონია.
_როგორ ასეთ დროს არ გძინავს? - იკითხა შენგელიამ და გაკვირვებით გახედა.
ავალიანს არაფერი უპასუხია,მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა.
გვანცამ ცალი წარბი ასწია,ტუცები გამობურცა და ისეთი გამომეტყველება მიიღო,მაშინვე მიხვდებოდით რას ფიქრობდა. „კარგი, როგორც გინდა“ ჩაილაპარაკა გონებაში.
_კარგი მანქანაა? - სიჩუმე ისევ გვანცამ დაარღვია. მანქანას თვალი მოავლო.
ავალიანმა გახედა.
_ მადლობა.
_მეტი სწარაფად რომ იარო შეიძლება?
_დახედე რამდენით მივდივარ. -თორნიკემ სპიდომეტრისკენ მიუთითა გოგონას.-ვერ გრძნობ უბრალოდ მაღალ სიჩქარეს,როდესაც დახურულ სივრცეში ხარ.
გვანცას დააინტერესა ციფრებმა,რომელიც სიჩქარეს ზომავდა და ავალიანისკენ გადაიწია. მამაკაცს გვანცას გაპუწული თმა სახეზე მიელამინა. თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა და მტელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. საჭეს მაგრად მოუჭირა ორივე ხელი.
_ მართლა რა მაღალი სისწრაფით მინავალხარ თურმე. - შენგელია ადგილს დაუბრუნდა. - რომ ვღელავ უბრალოდ გზა უსასრულო მეჩვენება. - ჩაიბუტბუტა დამნაშავესავით.
თორნიკემ ისევ არაფერი უთხრა. ერთი მოავლო მობუზულ გვანცას თვალი და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
როგორც იქნა გაილია შენგელიასთვის გაწელილი უსასრულო გზა. მანქანა გაჩერდა თუ არა,მაშინვე გადმოვიდა.
_გინდა წამოგყვე? - დააწია სიტყვა ავალიანმა.
_არა,არა.. მადლობა. არ შეიძლება გარეშე პირთა შესვლა.მე დამაგვიანდება,არ ვიცი როდის გამოვალ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. - თორნიკემ თვალებით ანიშნა,რომ სამადლობელი არაფერია. გვანცამ კარი მიიხურა. სირბილით შეიჭრა ეზოში და შენობაში შესასვლელი კარს იქით გაუჩინარდა.
მამაკაცი კი კითხვებით სავსე გუდით დატოვა. ავალიანმა მანქანა გზის კიდესთან გააჩერა.

..........

მანანამ შეიშმუშნა. გვერდი იცვალა და ტუმბოს მხარეს გადმობრუნდა. სიფხიზლეც შეეპარა. თვალები ნელა გაახილა და ფანჯარას გახედა,ხომ არ დაიწყო გათენებაო. მერე მობილური მოიძია ხელის ფატურით ტუმბოზე და გაანათა.საათი დილის ექვისის ოცდაათ წუთს უჩვენებდა. ჯერ ადრე ყოფილაო,ჩაილაპარაკა და ტელეფონის უკან დადება დააპირა. განათებულმა ეკრანმა გვანცას დატოვებული ფურცელი შეამჩნევინა მანანას. მობულური ახლოს მიიტანა.წარწერა წაიკითხა და მაშინვე დაიძახა:
_მალხაზი!.. ადექი გვანცა წასულა!
მალხაზი შეშინებული წამოხტა საცვლების ამარა. გაურკვევევლი გამომეტყველებით მიაჩერდა ცოლს.
_რა?.. სად?.. ვინ? ...
მანანა მიხვდა,რომ ქმარი შეაშინა მისმა პანიკურმა შეძახილმა. ტუჩები მოკუმა და სუნთქვა შეიკრა რომ სიცილი არ წავარდნოდა.
_ სადაა გვანცა? - იკითხა უკვე მოფხიზლებულმა კაცმა.
მანანამ ხელით ანიშნა ერთი წუთი მადროვეო. უნდოდა თავი მოეთოკა და არ გასცინებოდა.
_ ბავშვებთან წასულა. - უთხრა თუ არა,მაშინვე წავარდა სიცილი. თან არაადამინური ხმით იცინოდა. მალხაზი წელში გასწორდა. თეძოზე დოინი შემოიდო და ცოლს კოპებშეყრილმა შეხედა. ერთხანს აცადა მანანას სიცილი,მაგრამ ქალი ვერ ჩერდებოდა. თვალწინ საწოლიდან წამომხტარი შეშლილი სახიანი მალხაზი ედგა და სიცილი თავისით ხანგრძლივდებოდა.
_ მანანა კარგად ხარ?- ჰკითხა ბოლოს შეპარული შეშფოთებით.
_კი,კი კარგად ვარ. - უთხრა ქალმა სიცილით და სვენებ-სვენებით. როგორც იქნა დამშვიდდა მანანა.
_რა იყო ადამიანო რომ გამიხეთქე გული. - უსაყვედურა მალხაზმა.
_ნუ გამახსენებ,თორემ ისევ ამივარდება სიცილი ახლა.- მანანამ ცრემლიანი თვალები ამოწმინდა და თმები შეისწორა. - გვანცა ბავშვებტან წასულა,წერილი დაგვიტოვა. ნატა რა მოხდა? დავურეკავ ახლა.
_ ალბათ სერიოზული რამ მოხდა,- შეფიქრიანდა მალზახი და იქვე სკამზე გადაკიდებულ შარვალს დაწვდა. ჩაცმა დაიწყო.
_ალო.. დედი რა შვები? ახლა ვნახე წერილი და შევშინდი ძალიან. - შვილს ელაპარაკებოდა უკვე მანანა.
_ ნიკოს ბატონები დაბრძანებია და ჩემთან ყოფნა უნდოდა.ამიტომ წამოვედი.არ გაგაღვიძეთ.
_უი შვილო...
_რა ხდება,რას ამბობს? - საუბარში მალხაზი ცაერია.
_ნიკოს ბატონები დაბრძანებია და გვანცა მოუნატრებია. ჰოდა ამას სახლში რა გააჩერებდა. ამდგა და წავიდა. - აუხსნა ქმარს შვილის წასვლის მიზეზი.
_კარგად მოქცეულა.- მოუწონა უფროსმა შენგელიამ უმცროს შენგელიას საქციელი.-ახლა როგორაა ბავშვიო?
_დედი ახლა რას შვება ნიკო?
_ახლა სძინავს,რომ დამინახა ძალიან გაუხარდა. ჩემს კალთაში ჩაეძინა. რომ გაიღვიძებს წამოვალ. სამსახურში ვარ წასასვლელი. დე ტანსაცმელი გამზადებული დამახვედრე გთხოვ.
_კი დედი,კი. მაგრამ ღამე ნათევი როგორ იმუშავებ შვილო. ვერ გაძლებ და ერთ დღესასც შენს მტერებს დაემარტება რაღაც. -პირდაპირ ვერ თქვა შვილის მისამართით დაგემართება რამეო და მტერი მოიხსენია,მანანამ,როგორც მისმა დედამთილმა იცის ხოლმე.
_არაფერი მომივა. გავედი ახლა გავთიშე. სძინავთ ბავშვებს და ვერ ვლაპარაკობ.

_ხედავ რა მშვიდად სძინავს? - სიყვარულით დახედა თამრიკომ მძინარე ნიკალას.
_კარგი ჰქენი რომ დამირეკე. რომ გაიღვიძებს მერე წავალ.არ მინდა მის ძილში წავიდე. გული დასწყდება.
_მოდი შენც წაუძინე ცოტა ხანს.
_კარგი აზრია ისე. აქვე მივწვები ნიკალას საწოლზე.
გვანცას დაწოლისთანავე მიელულა თვალები.
რომ გაიღვიძა უკვე მზე ამოწვერილიყო. გაზაფხულის დილის სურნელი იჭრებოდა ოდნავ შეღებული ფანჯრიდან. სწრაფი მზერით ნიკალა მოძებნა. ბავშვს გაღვიძებოდა და სათამშოებს თამაშობდა.
_როგორ ხარ საყვარელო? - ჰკითხა გვანცამ.
_ ახლა კარგად ვარ. შენ აქ დარჩი?
_კი აქ ვიყავი და ახლა თუ ნებას დამრთავ წავალ. სამსახურში დამაგვიანდება.
_კარგი,მაგრამ ისევ ხომ მოხვალ? - იკითხა მოწყენით ბავშვმა.
_ კი მოვალ,აუცილებლად. გპირდები. მანამდე კი შენ არ მოიწყინო. მპირდები?
_გპირდები!..
_რას?
_რომ არ მოვიწყენ.
_ყოჩაღ!.. მაგარი ბიჭი ხარ.- გვანაცა ბავშვს მოეხვია,სახე დაუკოცნა და თმები თითებით გადაუვარცხნა. კარში გასვლისას თამრიკოს დაბალ ხმაზე უთხრა: ხშირად გაუკონტროლე ტემპერატურა-ო.
გარეთ გამოსულმა ელექტროშოკის მსგავსი დარტყმა იგრძნო. გზის კიდეზე ავალიანი მანქანა დაინახა. სუნთქვა შეეკრა. გულის ცემა გაუხშირდა. „აქ რას აკეთებს... ვაიმე ღმერთო..“ სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი. მანქნას მიახოვდა. თორნიკეს ჩასძინებოდა.ტავი სავარზელზე მიედო და მშვიდად სუნთქავდა. ფრთხილად დააკაკუნა მძღოლის მხარეს ფანჯრის მინაზე. სვანი ოდნავ შეიშმუშნა,ძლის გაგრძელებას აპირებდა,თუმცა მაშინვე მოვიდა გონს,გაახსენდა სადაც იყო. სწრაფად ჭყიტა თვალები და მომღიმარ გვანცას შეხედა.მაშინვე გააღო კარები.
_შენ რა, მთელი ღამე აქ იყავი? - ჰკითხა გოგონამ გაოცებით.
_ჰო... - უპასუხა მოკლედ. - სახლში მიდიხარ?
_კი.
_ წავედით.- სიტყვაძუნწობდა სვანი. გვანცას დაჯდომას დაელოდა და ძრავა ჩართო. შენგელია მიხვდა,რომ ავალიანს საუბარი არ სურდა,მითუმეტეს კითხვებზე პასუხის გაცემა. გოგონა შეფარულად ათვალიერებდა ახლად გაღვიძებული მამაკაცის სახეს. თვალის უპეები შეშუპებოდა. ღია ფერი დასდებოდა სახეზე. სახე მოქუფროდა. „ეს სულ ასე გაბრაზებული სახით იღვიძებს ნეტა?“ გაიფიქრა შენგელიამ და გაეღიმა. თორნიკეს არ გამოპარვია გვანცას ღიმილი და წარბაწევით გადახედა.თითქოს უთხრა: „რა ნახე სასაცილო“ - ვო.
გზა უხმოდ გალიეს.

კიდევ ერთხელ გადაუხადა სვანს მადლობა და კიბეები აირბინა. სახლში შესულს დედამ გამზადებული დაახვედრა ტანსაცმელი. ნიკალას ამბავი მოუყვა,თან ჩქარობდა. არ უთქვამს,რომ ახალი მეზობელი იყო მისი მძღოლი.

.......

აუდიტორიის კარი ფართედ გაიღო.
სტუდენტები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.
_გამარჯობათ! - მიესალმა ახალგაზრდა ლექტორი სტუდენტებს.
_გაგიმარჯოს.- გაისმა აქა-იქ.
_პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და თუ დრო მოგვრჩება მერე ვისაუბროთ,თემა თქვენ აარჩიეთ.- განაცხადა შენგელიამ.
აუდიტორიას ერთგვარმა სიხარულის ტალღამ გადაუარა.
_პირველი მე ჩაგაბარებთ სემინარს. - ფეხზე დაჩი ჭეიშვილი წამოდგა.
_სიამოვნებით მოგისმენთ. - გვანცა სკამზე მოკალათდა და სმენად იქცა.
ჭეიშვილის ხავერდოვანმა ხმამ ოთახი აავსო.
ლექტორმა მოუწონა მომზადებული სემინარი სტუდენტს და შემდეგი გამოიძახა.
_დღეს ახალ თემას არ ავხსნი. რადგანაც პარასკევია და წინ ორი დღე გაქვთ დასვენების,მინდა დაისვენოთ,ოღონდ დასვენებაში სიზარმაცეს არ ვგულისხმობ. ამ ორი დღისთვის წასაკითხს მოგცემთ,რაც მართლა განტვირთავს თქვენს გონებას. მე ძალიან მშველის,ამიტომ გირჩევთ. ჟან ჟიონოს - ჰუსარი სახურავზე. მოკლედ ოცდაექვსი წლის იტალიელი პოლკოვნიკი ავსტრიის საიდუმლო პოლიციას ემალება საფრანგეთში,სადაც ქოლერა მძინვარებს.შემთხვევით ხვდება ახაგაზრდა და ლამაზ ქალბატონს.ისინი,ერთად დადიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე,რომლის დაძლევაშიც სიყვარული ეხმარებათ. და მაინც რა უნდოდა ჰუსარს სახურავზე? აი კითხვა,რომელსაც მიპასუხებთ ორშაბათს,თუ რა თქმაუნდა დაასრულებთ მანამდე წაკითხვას.თუ არადა რიცა დაასრულებთ მაშინ მოვისმენ. -თქვა ღიმილით ლექტორმა,- ბევრი ხომ არ არის?
_არა,პირიქით დაგვაინტერესე. - გასმა სტუდენტების ხმა. გოგონების უფრო ჭარბობდა.
_ პატივცემულო... - ფეხზე ლელა წიკლაური წამოდგა, - მატჩზე რომ ვიყავით,ის ფოტოები დავბეჭდე თქვენთვის.
_ რა კარგია. დიდი მადლობა. - გავნაცამ გამოწვდილი კონვერტი ჩამოართვა და ფოთოებს თვალი გადაავლო.- კარგი სურათები გამოსულა.კარგადაც გავერთეთ. დიდი მადლობა ლელა.
_არაფრის.- თქვა კმაყოფილმა გოგონამ და ადგილს დაუბრუნდა.
_დაპირებული საუბარი? - შეახსენა დაჩიმ ლექტორს.
_არ დამვიწყებია. აარჩიეთ ტემა და გავმართოდ დისკუსია.
_უკვდავი თემა - სიყვარული განვიხილოთ. - თქვა ისევ დაჩიმ. მერე აუდიტორიას მოავლო მზერა „ხომ მეთანხმებითო“. ყველამ ერთხმად დაეთანხმა.
ჭეიშვილს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, ჯგუფის „წინამძღოლი“ რომ იყო. აღნაგობით გამოირჩეოდა ჯგუფში. ერთი თავით მაღალი იყო გვანცაზე. შავ თვალ-წარბს შორის ქართული ცხვირი იხდენდა თავს. ტუჩ-კბილიც გამორჩეული ჰქონდა. სავსე ბაგეები რომ გაეხსნებოდა ღიმილისას თეთრი, სიმინდის მარცვლებივით ჩამწკრივებული კბილები უჩანდა. კანი ხორბლის ფერისა ჰქონდა. ერთი შეხედვით მისი ვიზუალი,შთაბეჭდილებას გიტოვებდა,რომ ის მთიელი იყო.
არ უტყდებოდა საკუთარ თავს,მაგრამ მაინც ვერ ემალებოდა იმ აზრს,რომ ახალგაზრდა ლექტორი მისთვის ლექტორზე მეტი იყო.
_კარგი,რადგანაც ასე გსურთ ვისაუბროთ. - ღიმილით დაეთანხმა სტუდენტებს შენგელია და მაგიდას მიეყრდნო. - კითხვებს დაგისვამთ. როგორ ფიქრობთ,სიყვარულის მტერი რა არის?
აუდიტორიაში სიჩუმე დამყარდა. თიტქოს სუნთქვაც კი შეიკრესო სტუდენტებმა,ისეთი სიჩუმე იყო. გვანცა პასუხის მოლოდინში მზერას ერთი სტუდენტიდან მეორეზე ანაცვლებდა.
წიკლაურმა ხელი ასწია.
_გისმენთ ლელა.
_ ეჭვი, პატივცემულო.
_პასუხი მიღებულია... კიდევ?
_ უნდობლობა. - წამოიძახა რომელიღაცამ.
ლექტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და იატაკს ჩასჩერებულმა ბოლთას ცემას მოჰყვა.
_სადაც უნდობლობა და ეჭვია,იქ სიყვარული არ არის!. - თქვა დაბეჯითებით ჭეიშვილმა.
შენგელიამ თავი ასწია და ხმის პატრონი თვალებით მოძებნა.
_ სიამოვნებით მოგისმენდით. - უთხრა და სკამზე დაჯდა.
_“ოქეი“ - თქვა დაჩიმ,ფეხი ფეხზე გადაიდო და გამჭოლი მზერა ესროლა ლექტორს.გვანცამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი მოაჩვენა ისე,თითქოს ვერც კი შენიშნა ეს მზერა. - მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას,რომ ეჭვიანობა სიყვარულს აძლიერებს,ან სიყვარულს ნიშნავს. პირველ რიგში სიყვარულის მტერი საკუთარი თავის ურწმუნოებაა.აქედან იწყება ეჭვიანობა და უნდობლობა. ეჭვიანი ადამიანი ერთგვარი ეგოისტია. იმის შიში,რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავ არ ნიშნავს სიყვარულს და ამის საფუძველზე გაამართლო უნდობლობა და ეჭვიანობა. როცა გიყვარს პატივს სცემ მის აზრებს,გადაწყვეტილებებს და ა.შ. ადამიანი შენთან დაძაბული არ უნდა იყოს.შენში მისი თავისუფლება უნდა ნახოს და მოგეკედლოს,მაგრამ ამას მანამ ვერ შეძლებს,სანამ თავად არ ჰპოვებ თავისუფლებას.უნდა შეიყვარო თავი შენი და თვითრწმენაც გაიმყარო... - დაასრულა ჭეიშვილმა.
_საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ. არ მეთანხმებით ბავშვებო? - იკითხა ლექტორმა და აუდიტორიას მოავლო თვალი.
ჯგუფმა ერთხმად დაეთანხმა შენგელიას.
_ ასე გკითხავთ,მაშინ. თქვენთვის მისაბაძაძი და მაგალითის მომცემი სიყვარულის ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?
აუდიტორია აჩურჩულდა.

..................

ავალიანმა დაძარღვული კისერი ფართე ხელებით დაიზილა. თავი მარჯვნიდან მარცხნივ გადასწია სახის მანჭვით. ძარღვი დასჭიმოდა წინა ღამით მანქანაში ძილის გამო და კისერი გაშეშებოდა.
_ესღა მაკლდა ახლა. - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და სარკეში მის თავს შეავლო თვალი.იმაზე ფიქრი არ ასვენებდა,რომ ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა დაგროვდა გვანცასთან მიმართებაში. აინტერესებდა,რამოდენიმე დღის წინ,რატომ ტიროდა ღამით,ტაქსიდან გადმოსული შენგელია. რა უნდოდა ჩვილ ბავშვთა სახლში. რას აკეთებდა იქ დილამდე. თავისუფალი იყო,თუ არა მისი გული. ნეტა თუ შენიშნა ბრელოკი? შენიშნავდა აუცილებლად.. ნეტა რა იფიქრა?... და ბოლოს ყველაზე მთავარ კითხვას უსვამდა საკუთარ თავს: რა მჭირს?...
რის ვაივაგლახით ჩაიცვა სამსახურის ფორმა.
ტელეფონმა დარეკა.
_ გისმენთ. - გასცა ოფიციალური ტონით პასუხი ზარს.
_ მე ვარ შვილო. - გაისმა ალბეგის ხმა.
_ მამა.... როგორ ხარ?
_ ჩვენ არაგვიშავს. შენ როგორ ხარ შვილო?
_ სამსახურში მივდივარ ახლა. ნენე და ბავშები როგორ არიან?
_კარგად არიან. სკოლაში წავიდნენ ახლა.
_რა ხმა გაქვს? რამე მოხდა?
_არა,შვილო არაფერი...
_მითხარი,ხომ იცი ვერ მოვისვენებ.
_თორნიკე... ფუძის ანგელოზი ვნახე სიზარში. ლამაზი გოგოს სახე ჰქონდა.. - უთხრა მორიდებით შვილს მოხიცმა მამამ. - ვიფიქრე რამე ნიშანი ხომ არ არისთქო და..
ავალიანს გაეღიმა მამის ნათქვამზე.
_ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და არც გეგმაში მაქვს მსგავსი რამ.- მიუგო მოხუცს.
_ არა,ეს გამოცხადება იყო. ნამდვილად ვხედავდი. რაღაცას მანიშნებდა. ნამეტანი ლამაზი იყო. თეთრებით იყო შემოსილი....
_ პირველი შენ გაიგებ გპირდები.
_ ხომ იცი ასაკი გაქვს უკვე შვილო,ჯავრად ნუ გამაყოლებ შენს თავს.
_ისევ თავიდან იწყებ...
_ თავს გაუფრთხილდი იცოდე.
_კარგი,გავუფრთხილდები. საღამოს დაგირეკავ. ახლა გავდივარ.
_კარგი შვილო. დალოცვილი იყავი. - მოხუცმა გონებაში პირჯვარი გადასახა შვილს და ტელეფონი გათიშა.
თორნიკემ სახლის კარი გაიხურა და კიბეებზე დაეშვა.
კისერი შესამჩნევად გაშეშებოდა.
ეზოში უბნის უხუცესებს მოეყარათ თავი დილიდანვე და მათ არ გამოპარვიათ ეს.
მოხუცებს მიესალმა და მანქანაში ჩაჯდა.
სარკესთან დაკიდებულ ბრელოკს თითი ჩამოჰკრა და გაუღიმა.
ტელეფონმა ისევ დარეკა.
ამჯერად ქეთი რეკავდა.
_ თორნიკე შენთან მინდა დღეს მოსვლა. ხომ დამპატიჟებ? - კეკლუცობდა ქალი ყურმილს იქეთ.
ავალიანს ჩაეცინა.
_ კი,დაგპატიჟებ. თან მიწამლო უნდა...
_რა მოგივიდა? - შეშფოთდა ქერა.
_ კისერი მაქვს გაშეშებული და...
_ რატო? დაგგრილა? ცუდათ გედო თავი? ნერვის ანთება ხომ არ გაქვს? - კითხვები დააყარა.
_ცუდათ მეძინა უბრალოდ.
_ კარგი,მალამოს წამოვიღებ. რომელ საათზე იქნები სახლში?
_მე გამოგივლი.
ქალს სიხარულის ცხელმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში.
_კარგი,დროებით.

.....................

პაატამ გაბრაზებით მიაჯახუნა მანქანის კარი და ეზოში შევიდა. სახლში თიკა ელოდა.
_რა ხდება? - იკითხა აგდებით ახალაძემ და გოგოს ამზერით შეხედა.
_ასე ნუ მიყურებ გთხოვ.
_საერთოდ რომ გიყურებ არ გიკვირს? როგორ არ გრცხვენია?
_ ვილაპარაკოთ გთხოვ... არ მინდა ისეთი გეგონო,როგორსაც ახლა ფიქრობ.
_მეგონო? - იყვირა ბიჭმა. - მეგონო კი არა ხარ ეგეთი.
გოგონას ცრემლები გადმოცვივდა.
_ სასმელი ბევრი მომივიდა და ვერ ვაკონტროლებდი რას ვაკეთებდი. - მოჰყვა თავის მართლებას თიკა.
_ ბედავ და თავს იმართლებ? - ძარღვები დაებერა ახალაძეს.
_არა!.. ვცდილობ აგიხსნა რაც მოხდა.
_ საკმარისად კარგად ავხსენი,დავხსენი და დავინახე რასაც შვებოდი. ასე როგორ მომექეცი გოგო.. - ხმაში ტკივილი გაერია პაატას.
_მაპატიე. გთხოვ მაპატიე... აღარ განმეორდება.
_ დავასრულეთ ჩვენ ამაზე ლაპარაკი ორი დღის წინ. ახლაც იმიტომ მოვედი აქ,უბრალოდ საშუალება გქონოდა თავის მართლების,მაგრამ მაღიზიანებს ეგ ცრემლები და უფრო მაცოფებს,ვიდრე ის ღამე.
_ასე ვერ დავშორდებით. - წამოიყვირა თიკამ და ფეხზე წამოდგა.
_შენ შემაჩერებ? - დაცინვით ჰკითხა ბიჭმა.
_გაიხესენე რამდენი ლამაზი დღე გვაქვს ერთად გატარებული. გაიხსენე როგორ გიყვარდი....
_ მაგაზე იმ ღამით რატომ არ ფიქრობდი, ვიღაც სირს ტუჩებში რომ კოცნიდი? რატომ არ გაგახსენდა,რომ მიყვარდი? - პაატას ცხვირის ნესტოები ისე დაებერა,როგორც ხარს მოფრიალე ნაჭერის დანახვისას. სისხლი აუდუღდა,ცოტაც და საკუთარ თავზე პასუხს არ აგებდა. - უნდა გავიდე,სანამ კიდე შემიძლია თავის კონტროლი. სადმე არ გადამეყარო იცოდე. რომ დამინახო შორიდან,გზის მეორე მხარეს გადადი. გასაგებია? - ბოლო სიტყვა ლამის ღრიალით თქვა.
გოგონამ შეშინებული თვალებით შეხედა ახალაძეს. მის წინ,მისთვის აქამდე უცნობი ადამიანი იდგა.
ბიჭმა კარი ისევ გაბრაზებით მიიჟახუნა და ეზოში,თიტქმის სირბილით გამოვიდა.
თიკა მუხლებზე დაეშვა და ხმით ატირდა.

................


ლექციები დასრულდა. შენგელია დაემშვიდობა სტუდენტებს,შემდეგ კოლეგებს და უნივერსიტეტის ეზოში გამოვიდა.
_ ქალბატონო გვანცა. - მოესმა ნაცნობი ხმა. გაჩერდა და უკან მოიხედა. ჩქარი ნაბიჯებით დაჩი ჭეიშვილი უახლოვდებოდა.
_ გისმენთ,რა მოხდა? - იკითხა ლექტორმა გაკვირვებით.
_ იცით,მანქანით ვარ. ერთი გზა გვაქვს და მე წაგიყვანთ სახლამდე. თუ რა თქმა უნდა არ მიწყენთ ამ წინადადებაზე.
_არა,არ გიწყენთ. პირიქით დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მაგრამ ჯერ სახლში არ მივდივარ. მეგობარს ველოდები თან.
_ კარგი,რა გაეწყობა. - ჩაილაპარაკა დაჩიმ.
შენგელიამ გაუღიმა და ეზო დატოვა.
ვაჟმა მანამ უყურა მიმავალ ლექტორს,სანამ თვალს არ მიეფარა.


_სად ხარ,გელოდები რა ხანია. - საყვედურით უთხრა გვანცამ პაატას.
_ აი მოვალ ახლავე... გხედავ უკვე.
_როგორც იქნა.- გოგონამაც დაინახა მეგობარი და ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო. - ფეხით ხარ?
_ჰო რა.. ვერ შევძლებდი ტარებას და,დავტოვე. - ახალაძე დადარდიანებულიყო.
_ კარგია,გასეირნება არ გვაწყენდა. - უთხრა ღიმილით შენგელიამ მეგობარს. მერე ლოყაზე აკოცა და ხელმკლავი გამოსდო.
პაატას ჩაეღიმა.
_ ხვდები ჰო ცუდათ რომ ვარ? - ჰკითხა სევდიანი ხმით ბიჭმა.
_ თუ გინდა ნუ მომიყვები. მხოლოდ ერთს გეტყვი, დამთავრდა იმიტომ,რომ დასამთავრებელი იყო და მორჩა. წინ გაიხედე,ხვალ ახალი დღე იწყება. ახალი ფურცელი უნდა დავწეროთ ჩვენი ცხოვრების. ნუ შეიტან დაღვრემილ და მოსაწყენ ტექსტებს და წინადადებებს ამ წიგნის ფურცლებზე. მპირდები?
_ რთულია... ასე დამთავრება მითუმეტეს.
_გეთანხმები,რათქმაუნდა რთულია,მტკივნეულია,მაგრამ მოხდა და არაფერი ეშველება. მორჩა დამტავრდა გლოვა. - კატეგორიულად განუცხადა მეგობარს შენგელიამ.
_სიბრძნის და სამართლიან ომთა ქალღმერთი რომ არის ხომ იცი, ათენა-პალადა... აი ეგ ხარ რა ჩემთვის,შენ თავს გეფიცები. - უთხრა პაატამ გვანცას და ფართედ გაიღიმა.
_ნუ დამცინი...
_არ დაგცინი. მართალს გეუბნები. კარგი,მორჩა კარგად ვარ. გიჯერებ ყველაფერს. სად მივდივართ ახლა?
_ ჯერ მივდივართ მაღაზიებში და მერე თავშესაფარში. ნიკალას ბატონები უბრძანდება და დავპირდი დღეს გნახავ-თქო. იქედან კი სახლში ავიდეთ. აუ დღეს დარჩი რა ჩვენთან. - მუდარა გაურია ხმაში გვანცამ.
_ ვნახოთ... წავიდეთ,მაშინ და გავახაროთ ნიკალა.... დაიცა... შენი მობილურის ზარია?
შენგელიამ სწრაფად გახსნა ჩანთა და ფურცლებში გაბნეულ მობილურს დაუწყო ძებნა.
ზარი არ ჩერდებოდა. როგორც იქნა იპოვა.
_უი ნუცა რეკავს. - თქვა გოგონამ ეკრანს რომ დახედა. - ნუცი როგორ ხარ? - მოიკითხა მხიარულად ნუცა.
_კარგად. გვანცუ მომენატრე,შენი ხმა მომენატრა,როგორ იცი ხოლმე ასე დაკარგვა.- უსაყვედურა ფერებაში მეგობარს ნუცამ.
_ აი სულ გადარბენაზე ვარ და ვეღარ ვიცლი. როგორც კი დასრულდება სწავლა,მანდ ვარ მაშინვე,ხომ იცი. - იმართლა თავი შენგელიამ.
_ თქვენთან ვარ ახლა სახლში. შენი ხმა ესმის ნაზიკოს და მირიანს. ნაზიკო ბებიას უკვე მოემზადება სატირლად,რომ გისმენდა. - თქვა ღიმილით ნუცამ, - მოგიკითხეს.
_ მეც მომიკითხე. ბებო,ბაბუ, მიყვარხართ ორივენი. მალე ჩამოვალ,მალე.
_ მიყვარხართო,მიყვარხართო. - გაუმეორა ნუცამ მოხუცებს გვანცას ნათქვამი.
_გეიხარე ბებია,გეიხარე. - თქვა ნაზიკომ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი, მზეზე გამოხუნებული შავი თავსაფრის კუთხით შეიმშრალა.

_რაო კაცო ნუცამ? როგორ ხარო? - მეგრული კილოთი ჰკითხა გვანცას ახალაძემ და სიცილი დაიწყო.
_არა,რა.. რას უწუნებ ერთი ამ მეგრელ გოგონებს ბოლომდე ვერ გწვდები.
_აუ ახლა,მარტო მეგრელებს კი არა,საერთოდ საქალეთს ვერჩი.
_კარგი აღარ გვინდა მეტად ამაზე საუბარი. - შენგელიამ ისევ გამოსდო ხელკავი მეგობარს და გზას გაუყვნენ.
ბინდდებოდა კორპუსს რომ მიუახლოვდნენ. ღიმილით უყვებოდა გვანცა ახალაძეს ნიკალას მონახულების ამბავს.
ავალიანი აივანზე იდგა.
შორიდანვე შენიშნა გვანცა. კისრის ძარღვები დაებერა და აივნის მოაირს ღონივრად ჩააფრინდა.
კბილებმა გაიღრჭიალეს. თვალები ბრაზით აევსო და დაუწვრილდა.
რაღაც ჩაიბუტბუტა,მერე სახეზე და კეფაზე მოისვა ხელი ნერვიულად.
გვანცა და პაატა მხიარული სახეებით შევიდნენ სადარბაზოში.

...........


_რა სახე გაქვს? - ჰკითხა აივნიდან,სახლში შესულ თორნიკეს ქეთიმ.
_არაფერი ისეთი.- აარიდა პასუხს თავი.
ქალიც არ ჩასძიებია.
მამაკაცს უკნიდან მიახლოვდა და დაძაბულ სხეულზე ხელები მოხვია მჭიდროთ.
_ძალიან მიყვარხარ. - წაიჩურჩულა ქალმა,თითქოს თავისთვის.
ავალიანს ისედაც მოჭიმული ნერვები,კიდევ უფრო დაეჭიმა და ქერას ხელებისგან დახსნა სცადა.
ქალს წინ დაუდგა და თვალებში ჩახედა.
_ ქეთი დიდი მადლობა,რომ ჩემს მიმართ ასე ხარ განწყობილი,მაგრამ ძალიან გთხოვ... - თორნიკე შეჩერდა,თითქოს უძნელდებოდა თქმა, - არ მინდა გული გეტკინოს... მე არაფერს დაპირებივარ და...
_ ვიცი თორნიკე. - შეაწყვეტინა ქალმა, - მაგრამ,შეუძლებელია შენნაირი ადამიანი არ შემყვარებოდა. რაც არ უნდა იყოს,ქალი ვარ და თან არც ისე ცოტა ხანი გვაკავშირებს ერთმანეთთან.
_არ მინდა ფუჭი იმედებით იცხოვრო. ხომ იცი,მე შენ არასოდეს არ დამივალდებულებიხარ ჩემს მიმართ. შენ ყოველთვის გქონდა არჩევანის უფლება.
მამაკაცის ნათქვამმა,ქერას გული აუწვა,თუმცა არაფერი თქვა. მხოლოდ გულზე მიეხუტა.
ავალიანმა,დაფიქრების შემდეგ,ყოყმანით მოხვია ქალს ხელები. ქეთი სვანის ძლიერი გულისცემას უსმენდა აწყლიანებული თვალებით.
_არ გვინდა არაფერზე ფიქრი,მითუმეტეს ხვალინდელ დღეზე... უბრალოდ დღევანდელით ვიცხოვროთ. - თქვა ჩუმად ქალმა.
მამაკაცმა კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები,რაც თანხმობის და კმაყოფილების ნიშანი იყო მისგან.
ქეთის ჩაეღიმა. ჟესტს მიუხვდა ავალიანს.
თამამად შეუცურა მარცხენა ხელი მაისურის ქვეშ და მკვრივ სხეულზე დაუსვა.
ვნების ჟრუანტელმა დაუარა ორივეს მთელ სხეულში.
ქალი გათამამდა.
შარვლის ღილი მოხერხებულად შეუხსნა.
მამაკაცს თვალები აემღვრა. მოუდუნდა წუთის წინ,შენგელიას დანახვისას, ეჭვიანობისგან მოჭიმული სხეული. ქალს თეძოებზე ღონივრად მოჰკიდა ხელი,წამოსწია და მაგიდაზე შესვა. ორივენი მძიმედ და ღრმად სუნთქავდნენ.
ხელის ერთი მოსმით გაუშიშვლა გულ-მკერდი ... სავსე მკერდს დააჩერდა ,წამით. ქეთის ვნებისგან კვნესა აღმოხდა,თორნიკეს სახე ხელებში მოიქცია და გაცხოველებული ნდომით დაუწყო კოცნა....

..............

_ოჰ! ვინ მოსულა. - შესძახა მხიარულად მანანამ,როდესაც სახლში შესული პაატა დაინახა.
_არ დამაყენა გვანცამ და წამოვედი. - თქვა ბიჭმა და მეგობრის დედა გადაკოცნა.
_კარგი უქნია,გამიხარდა რომ მოხვედი. შემოდით.. მახოო!.. ნახე ვინ გვესტუმრა..
მისაღებში მალხაზი გამოვიდა პულტით ხელში და ცხვირზე დაკოპსილი სათვალით.
_ოოოო!.. ეს ვინ მოსულააა. - შესძახა უფროსმა შენგელიამ და სტუმრს გადაეხვია. - სად დაიკარგე,სათოფეზე რომ არ გვეკარებოდი ამ ბოლო დროს?
_ რავიცი,იმდენი საქმეები მქონდა,რო...
_ჰოო,შენ ნამეტანი დაკავებული ბიჭი ხარ. - სიცილით ჩაერია გვანცა საუბარში.
_აბა,ჰე!.. დატრიალდით ახლა ქალებო,სუფრა გაშალეთ ზღაპრული იცოდეთ. - გასცა ბრძანება მალხაზმა. პაატას ხელი გადახვია და მისარებ ოთახში შეიყვანა.
_გამოვიცვლი და მოვალ ახლავე დე. - უთხრა გვანცამ დედას და საძინებელში შევიდა. ჩანთიდან სახლის გასაღები ამოიღო,სარკის წინ დადო და ბრელოკს დააჩერდა. მერე ნაღვლიანად გაუღიმა და ცხვირზე თითი ჩამოკრა.
სამზარეულოში მალე დაბრუნდა.
_ ხვალ მე და მამაშენი მარნეულში მივდივართ. - უთხრა მანანამ შვილს და ყველიანი თეფში გაუწოდა.
_რატომ? - იკითხა გვანცამ შარბშეყრით.
_მამაშენის ტანამშრომელს მამა გარდაცვლია და პანაშვიდზე მიდიან. მეც ვიცნობ იმ ქალს და უნდა წავიდე.
_ააა. კარგი. მე მთელი დღე სახლში ვარ ხვალ,არსად არ გავდივარ. უნდა ვიძინო.
_გადი დედა,გადი. სუფტა ჰაერზე იარე.ძილი წიგნები,ძილი წიგნები... ვის გაუგია ასე შვილო,ჰა?
_კარგი რა დედა... მომე კიდევ რა გავიტანო?
_პასუხი სულ ერთიდაიგივე გაქვს.. „კარგი რა დედა,კარგი“ - გაიმეორა გვანცას ხმაზე მანანამ,- აი ეს ტეფში გაიტანე და ისევ მოდი. - მიაჩეჩა ხელში მწნილებიანი თეფში.
გვანცას ეღიმებოდა.
სუფრა გაშალეს. გვიანობამდე ისაუბრეს. გაიხსენეს სახალისო ამბები და ბევრიც იცინეს.
ახალაძესთვის შვება იყო ამ ოჯახში ყოფნა. თავს ყოველთვის მყუდროდ და შინაურულად გრძნობდა. სუფთა და მთელი გულით უყვარდა შენგელიები.
_ ტახტზე გაგიშლი საწოლს. - უთხრა გვანცამ მეგობარს,როცა მაგიდა აალაგეს და ძილის დრომ მოატანა.
_ აუ არა,რა.. იატაკზე დამიგე ლეიბი თუ არ გეზარება. ხომ იცი როგორაც მიყვარს. - თქვა სიცილით პაატამ.
_კარგი როგორც გინდა,შე უნაირო. - აჰყვა სიცილში შენგელიაც.
_დედი რამე ხომ არ გჭირდებათ? - თახში მანანა შემოვიდა.
_არა,მხოლოდ ლეიბი მჭირდება და ავიღებ. - გასცა პასუხი დედას.
_კიდე ეგრე ხარ შენ? - ახლა მანანაც იცინოდა.
_ხომ იცი მიჩვეულზე გადაჩვევა რთულია,თან კომფორტულად ვარ ასე უფრო.
_როგორც შენ იტყვი. აბა.. თკბილი ძილი...
გვანცამ მეგობარს საწოლი დაუგო.
_გეძინება ძაან?
_რავი,ისე რა..
_გახსოვს ადრე,რომ გითხარი ჩემს ახალ მეზობელზე.- თქვა ჩუღჩულით გვანცამ.
_კი,მახსოვს.
_რაღაცას გეტყვი,ოღონდ ხმა არ ამოიღო.
_რა ხდება?
_მგონი მიყვარს.
სიჩუმე ჩამოწვა.
პაატა ხმას არ,თუ ვერ იღებდა.
_მგონი? ამხელა გოგომ ვერ უნდა მიხვდე? - იკითხა ბოლოს.
_კარგი რა ნუ დამცინი ახლა. ისედაც არეული ვარ.
_არ დაგცინი. უბრალოდ საამისოდ დიდი ხარ და უნდა ხვდებოდე გიყვარს თუ უბრალოდ მოგწონს.
_რა გჭირს ეე,რატომ ასერიოზულებ?
_როგორია შესახედავად?
_ძალიან სიმპატიურია.იცი რა ჰქნა? აი მერომ მაქვს ბრელოკი გასაღებზე,აი ისეთი ჩამოკიდა ტავის მანქანაში. - თქვა ბავშვივით აჟიტირებულმა გვანაცამ.
_მერე?
_ რა მერე... რატომ გააკეთა ეს? როგორ გგონია?
_ იქნებ უბრალოდ დამთხვევაა?
_არამგონია. ჩემი ბრელოკი რომ ნახა, მერე გააკეთა ეს.
_გინდა თქვა,რომ მისგან გრძნობ ყურადღებას?
_კი,თან ძალიან... ან იქნებ მეჩვენება? - უცებ ჩაფიქრდა შენგელია.
_პირველად გხედავ ასეთს. - გაეღიმა პაატას და თმები აუბურძგნა მეგობარს.
_სკოლის მოსწავლესავით ვარ,მართლა. რომ დავინახავ,არ ვიცი რა მემართება.. გული მეკუმშება. ასე მგონია მტკივა,სუნთქვა მიჭირს და ვიბნევი.- იევ ჩაფიქრებული ლაპარაკობდა გვანცა. თიტქოს საკუტარ თავს ესაუბრებოდა.
_ მართლა შეყვარებული ხარ შენ. - ახლა ახალაძეც ჩაფიქრდა.
_ რა მეშველება?.. - იკითხა გაფართოვებული თვალებით გოგონამ.
_არაფერი. - იყო პასუხი.
პასუხმა ორივეს სიცილი მოჰგვარა.
_როგორ დამამშვიდე.
_ასე მჩვევია,მე. კარგი ახლა დავიძინებ მე. ხვალ ადრე უნდა გავიდე.
_სად მიდიხარ?
_წასასვლელის მეტი რა მაქვს. ვინ დამაჯენს უქმად. მე რომ არა რამდენი საქმე გაფუჭდებოდა. - შეიქო თავი ახალაძემ და იატაკზე გაგებულ ლეიბზე დაწვა.
_აბა.. შენ რომ არ იყო,რა უინტერესო იქნებოდა ეს ცხოვრება. - გულწრფელად და მხიარულად უთხრა მეგობარს შენგელიამ. ძილი ნებისა უსურვა და თავის ოთახში შევიდა.


.......................

მარტი მიიწურა.
აპრილმა ვარდიფრად გაიყვავილა.
ამინდი დათბა.
დილის ხალისიანი მზის სხივები მიელამუნა სახეზე შენგელიას. უნდოდა დამალვოდა და ძილი გაეგრძელებინა,მაგრამ ისიც მოსწონდა მზე რომ იწვევდა. ცალი თვალი ოდნავ გაახილა,სცადა მკვეთრი,ოქროსფერი სინათვლისთვის გაესწორებინა,მაგრამ ვერ შეძლო და ისევ დახუჭა. სახეზე კმაყოფილბის და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. საწოლში გაიზმორა და პლედი გადაიძრო.
სახლში მარტო იყო. მშობლები სოფელში წავიდნენ სააღგომოდ,რამოდენიმე დღით ადრე.თვითონ დარჩა,რადგან,როგორც ყოველთვის აუარებელი ნაშრომი ჰქონდა შესამოწმებელი.
შაბათი იყო და სამსახურში არ მიდიოდა. საღამურების ამარა და ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში. ჩაიდანი გაზქურაზე დადგა.ყავა ჭიქაში ჩაყარა და წყლის ადუღებას დაელოდა.
მალევე გაამზადა.
აბაზანაში შევიდა,თავი მოიწესრიგა. საღამურები გამოიცვალა და გასარეცხი ტანსაცმელების კალათში მოისროლა.
_ოჰო!.. რამდენი სარეცხი დამგროვებია. - ჩაილაპარაკა თავისთვის,- მანჩო დამაკლდა შენი ხელი. - დააყოლა ბოლოს და სარეცხი მანქანა ჩართო.
ყავის ჭიქით აივანზე გავიდა. დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
ეზოში ავალიანის მანქანა შენიშნა.
რა ხანია უკვე მისთვის თვალი არ მოუკრავს. ბოლოს რომ ნახა,სახლიდან ქერა,ლამაზ ქალთან ერთად გამოდიოდა მომღიმარი სახით. ბევრს ეცადა შენგელია,არ დატყობოდა გულის ტკენა და იმედგაცრუება,მაგრამ ვერაფერს გახდა.
„რა სულელი ვარ,ავაგე ოცნების კოშკები მეც კიდე“... ფიქრობდა გვანცა,მაგრამ დავიწყებით,მაინც ვერ ივიწყებდა. ვერ უკრძალავდა მასზე ფიქრს თავს. იცოდა,სჯეროდა,რომ თორნიკესთვის არაფერს წარმოადგენდა,გარდა მეზობლისა,მაგრამ გვანცა მაინც განაგრძობდა მასზე ოცნებას და ფიქრს,რადგან ამითაც ბედნიერი იყო,რომ წარმოსახვაში მაინც იყო მისი, ავალიანი.
მოგვიანებით შეამჩნია,რომ მანქანაში ბრელოკი აღარ ეკიდა. ამან უფრო დაარწმუნა იმაში,ყველაფერი მისი ილუზიის ნაყოფი იყო. ამიტომ თორნიკესთან შეხვედრას ერიდებოდა.
სახლში დაბრუნებული ჩუმად ბუტბუტებდა „ღმერთო არ შემხვდებოდეს,არ დამხვდებოდეს“ - ო.
ავალიანიც თავისებურად ერიდებოდა გვანცასან შეხვედრას. თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა გვანცას წინაშე.თითქოს მისთვის ეღალატა და ფაქტზე წაესწროთ. დილით ადრე გადიოდა სამსახურში და ძალიან გვიან ბრუნდებოდა სახლში.
დღეს მთელი დღე სახლში უწევდა ყოფნა,რადგან მეორე დღეს აღდგომა იყო და სვანეთში წასავლელად ემზადებოდა.
ბრელოკი მანქანიდან ჩამოხსნა და მანაც გასაღებების აცმაზე დაკიდა. ასე უფრო ახლოს ჰყავდა. კაბინეტში,სამუშაო მაგიდაზე,საპატიო ადგილას დებდა ხოლმე და ხშირად უყურებდა. ამ დროს,ყოველთვის შენგელიაზე ფიქრობდა. დროდადრო ეღიმებოდა ჩაფიქრებულს. გვანცას ბავშვური საქციელები ახსენდებოდა. ან სულაც შეეძლო იმაზე გაღიმებოდა,თუ როგორი ღიმილი აქვს გვანცას. მიხვდა,რომ ენატრებოდა. მიხვდა,რომ თუნდაც წამით,უნდოდა თავლი მოეკრა მისთვის. მაგრამ მაინც თავს არიდებდა.

სარეცხი მანქანა გამოირთო. შენგელიამ ნაშრომების შესწორებას თავი ანება,სავალე მოიძრო,და სველი ტანსაცმელების გაფენა გადაწყვიტა.
აივანზე გავიდა.
ნელა,დაკვირვებით და თანმიმდევრულად ფენდა სარეცხს. თან თვალი შავი „ჰამერისკენ“ ეპარებოდა.
ბუზჰალტერი აიღო,თოკზე გადაფინა და სრეცხის სარჭიით დაამაგრა. ეგონა,რომ დაამაგრა,მაგრამ ეზოშკენ რომ აპარებდა მზერას,სარჭი სწორად არ დამაგრდა და ხელი რომ გაუშვა ბუზჰალტერს,მოძვრა და ფრიალით დაეშვა ძირს. შენგელიამ შეჰკივლა,რომ დაინახა. წამიშ შემდეგ კი სახეზე აიფარა ხელი და უფრო ძლიერად შეჰკივლა,რადგან მისი კუთვნილი შიდა თეთრეული,ავალიანის აივანზე გადაეფინა თავმომწონედ.
_ახლა რა ვქნა? - ჰკითხა საკუთარ თავს გვანცამ. - ჩავიდე,არ ჩავიდე.. ჩავიდე არ ჩავიდე... არა უნდა ჩავიდე „Victoria’s Secret”-ის „ლიფია“,ვერ დავთმობ. წასასვლელად მოემზადა,მაგრამ შეჩერდა. კიდევ სააპირა კარებისკენ წასვლა,მაგრამ ისევ შეჩერდა. ბოლოს საკუტარ ტავზე გაბრაზებულმა,გაიხურა სახლის კარი და კიბეებზე დაეშვა.
მორიდებით დააკაკუნა ავალიანის კარებზე.
კარი გაიღო.
თორნიკეს გვანცას დანახვისას მთელ სხეულში ჭიანჭველებმა დაუარეს. სისხლი გაეყინა. წამით გულის ცემაც შეუჩერდა.
არანაკლებ დღეში იყო შენგელიაც. მუხლებშ ძალა წაერთვა. გული აუჩქარდა და საერთოდ გადაავიწყდა რისთვის მივიდა მასთან.
_გამარჯობა. - მიესალმა ავალიანი.
_გაგიმარჯოს. - გამოერკვა გოგონა. - ბოდიში რომ გაწუხებ,რაღაც ჩამომივარდა,თქვენს აივანზე და ავიღებ კარგი? - უთხრა ძალით გაღიმებულის სახით.
თორნიკეს გაეღიმა.
გვერდზე გადაიხარა,თითქოს რაღაცის აღებას ცდილობსო.მერე გასწორდა და გვანცას,საჩვენებელ თითზე გადაკიდებული ბიუზჰალტერი გაუწოდა.
შენგელია ერთიანად გაშრა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
_აივანზე გავედი და დავინახე,ეს წუთია გამოვიტანე და თან შენც დააკაკუნე.
გვანცამ უხმოდ ჩამოართვა კუთვნილი ნივთი. მადლობა გადაუხადა და კიბეზე სირბილით ავიდა.
მამაკაცმა მომღიმარი მზერა გააყოლა დარცხვენილ გოგონას.


.........

ავალიანი წასასვლელად მოემზადა.
სადარბაზოდან გასულმა, შენგელიას სართულს ახედა. თვალები მოეჭუტა, რადგან მზე ანათებდა.
ნაღვლიანად ჩაისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა.
წინ გრძელი და დამღლელი გზა ჰქონდა გასავლელი.
... და სვანეთიც გამოჩნდა.
თორნიკემ მანქანის მინა ჩამოწია და სვანეთის ჰაერს ღიმილიანი სახე მიაგება.
მთისა და სვანეთის შვილს - ავალიანს, ძარღვებში სისხლი აუჩქროლდა როდესაც მის სოფელში შევიდა.
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: „სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები... „
გზად თუ ვინმე დაინახა, ყველას თბილი და დინჯი სალამით ესალმებოდა.
რაც უფრო უახლოვდებოდა მშობლიურ ეზო-კარს,მით უფრო ეპარებოდა ნაღველი. იმის გაფიქრებისას,რომ დედა არ დახვდებოდა. რამდენმა წელმა განვლო მას შემდეგ,რაც ლილი (თორნიკეს და ნენეს დედა) ამ ქვეყნად აღარ იყო,მაგრამ შეგრძნება,იმისა, რომ ერთ დღეს შეიძლებოდა დედა დახვედროდა სახლში, ყოველთვის ჰქონდა.
ეზოში მორბენალ ბავშვებს თვალია მოჰკრა.
_ნენე უკვე მოსულა. - ჩაილაპარაკა თავისთვის,მოზღვავებული სიხარულით.
_თორნიკე ბიძია მოვიდაა.. - აყიჟინდნენ ბავშვები და ჭიშკრისკენ გაიქცნენ.
ალბეგმა მაშინვე ანება საქმეს თავი და შვილთან შესახვედრად გაემართა. ავალიანი მამას ჰგავდა აღნაგობით. ორივენი მთასავით აღმართულიყვნენ და ორივეს,ერთნაირი მზერა ჰქონდა. უძირო,ღრმა და სევდა მალული თვალებით იყურებოდა მამა-შვილი.
ხელებგაშლილი შეეგება შვილს მამა.
ერთმანეთს გადაეხვივნენ.
კარში ნენეც გამოვიდა. ძმის დანახვამ მეტად გაახარა და სირბილით გაექანა მისკენ.
ნენე სუსტი და სიფრიფანა იყო. კუპრივით შავი თმის სიგრძე წელამდე წვდებოდა,გაშლოდა და მხრებზე ტალღებად დაჰფენოდა. თვალის ფერით ძმასა და მამას ჰგავდა. ღიმილით კი დედას.
მეტად ლამაზი იყო ნენე.
ორი შვილი ჰყავდა, ბაჩუკი და ლილი. დედის სახელი დაარქვა ქალიშვილს.
ნენე და ბესო (ნენეს მეუღლე), სიყვარულით და რუდუნებით ზრდიდნენ თავიანთ შვილებს.


ერთმანეთი მოისიყვარულეს. ახალი ამბები გაუზიარეს ერთმანეთს. სამსახურის ამბებიც გამოკითხეს ავალიანს და დედაქალაქისაც.
შუა ღამის დადგომამდე კი,სოფლის ეკლესიაში წავიდნენ საზეიმო წირვაზე დასასწრებად.

>>>>>>>>>>
მთელი ღამე ვერ მოისვენა მანანამ. თავს ცუდათ გრძნობდა. ხან ციოდა,ხანაც ცხელოდა.
_ნეტა გვანცას ხომ არაფერი სჭირს? - წამოდგა შუა ღამით საწოლიდან და თახში ბოლთას ცემა დაიწყო.
_ კარგი რა მანჩო,რა უნდა სჭირდეს.- შეწუხებული ხმით თქვა მალხაზმა.
_აბა რატომ ვერ ვისვენებ,რა მაფორიაქებს?
_მერედა ნუ ფორიაქობ შენც კიდე. დაწექი დაძინე,ხვალინდელი დღე ჩავატაროთ და საღამოს წადი თბილისში,მატარებლით გაგიშვებ.
_მერე შენ?
_მე დავრჩები ჩემს მოხუცებთან ცოტა ხნით. ეზო-კარს ხელს შევავლებ.
_კარგი ეგრე ვქნათ,თორემ ადგილს ვერ ვპოულობ. რაღაც მჭირს. ძალა არ მაქვს,მუხლები მიკანკალებს, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს,ასეთი შეგრძნება მაქვს. - ქალი საწოლზე ჩამოჯდა და მკლავებზე ჩამოისვა ხელი,თითქოს შესცივდა.
_ნუ ფიქრობ ცუდზე. გვანცა პატარა ხომ არაა, მარტომ, 2 წელი იცხოვრა ამერიკაში და 2 დღე ვერ გაძლებს თბილისში უჩვენოდ? - დაუყვავა ქმარმა.
მანანა საწოლში შეწვა და თავს აიძულა დასძინებოდა.
_არა, მახო მე რაღაც მჭირს. თავს ვერ ვგრძნობ კარგად. - თქვა მანანამ ნაღვლიანად.
_ადამიანო,ნუ მაშინებ...
_ მართლა ვერ ვარ კარგად. აქამდე ვერ გითხარი,რაღაცა მტკივა მუცელში.
_კუჭი ხომ არ გაწუხებს? ან წყლული ხომ არ არის? - ახლა მალხაზიც შეშფოთდა.
_არ ვიცი...
_ რომ ჩახვალ თბილისში მაშინვე მიდი ექიმთან.
_მივალ,ხო..
_ნუ გეშინია,ცუდი არაფერი იქნება. - დაამშვიდა ქმარმა ცოლი და ხელები შემოხვია.



>>>>>>>>>>>>>

გვიანობამდე უჯდა ნაწერებს. ასწორებდა,მერე ნიშნულებს უკეთებდა. საათს რომ გახედა ღამის ორი შესრულებულიყო.
_ქრისტე აღსდგა!.. - წარმოსთქვა და ხატების კუთხესთან მივიდა. ანთებული კანდელიდან სანთელი აანთო და პირჯვარი გადაისახა.
ლოცვა წაიკითხა,სანთელი შანდალში ჩადო და ისევ გადაისახა პირჯვარი.
დასაწოლად მოემზადა.
ფიქრებში ისევ ესტუმრა ავალიანი.
„არ მინდა შენზე ვიფიქრო,რატომ არ მანებებ თავს... ხომ ვიყავი შენამდე კარგად,ასე რატომ ამრიე,ასე როგრ ამაფორიაქე,ამიშალე საფიქრალი. ოცნება შემაყვარე,თავი შემაყვარე... თუმცა შენ არაფერი გაგიკეთებია,რომ შემყვარებოდი... ასე უბრალოდ შემოგიშვი ჩემში და ახლა ვფიქრობ,ნეტა სანამ გაგრძელდება ეს ყველაფერი,ნეტა სანამდე.. „
მერე პლედი თავზე გადაიფარა და ასე დაიძინა.

<<<<<<<<<<<<<<<

თორნიკე დედის საფლავის წინ იდგა და სურათს მისჩერებოდა.
წინა ღამით ნენეს ნამღერი სვანური საგალობელი „ლილე“ გაასხენდა. დედაც ამას ღიღინებდა ხოლმე.
„ო,თეთრო მზეო! ჩვენდა იმედად რონინებ,ცაზე,
ათასი წელი გადიდებთ ასე.დიდება შენდა,დიდება შენდა!
გვარიდე სუსხი,სენი და სევდა,
ნუ მიგვატოვებ პირმშოთა შენთა! „
_როგორ ხარ შენ,რას შვები? - გვერდით ნენე დაუდგა.
ავალინმა დას ღიმილით გახედა და ხელი მოხვია ბეჭებზე.
_ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, სამსახური სახლი.
_ავღანეთში ხომ არ გიწევს წასვლა კიდევ?
_ალბათ მომიწევს კი,მაისში აპირებს საქართველო ბატალიონის გაშვებას და...
_გული მისკდება.. - თქვა შიშით ნენემ.
თორნიკემ არაფერი უპასუხა,მოხლოდ ღრმად ამოისუნთქა და სივრცეს გახედა.

>>>>>>>>>>>>>>

_ქრისტე აღსდგა.
_ჭეშმარიტად შვილო,ჭეშმარიტად. მრავალს დაესწარი.- უთხრა შვილს მალხაზმა.
_როგორ ხართ?
_ჩვენ კარგად ვართ,შენ?
_მეც კარგად ვარ. გამოვიძინე და ...
_დღეს საღამოს მოდის დედაშენი თბილისში.
_რატო,რა მოხდა?
_აიჩემა,უნდა წავიდე,ვერ ვისვენებ აქო და მოკლედ საღამოს მატარებელს გამოვაყოლებ.
_კარგი დამირეკეთ მერე და დავხვდები სადგურზე.
_კარგი,კარგი... ჭეშმარიტად!.. . ასევე თქვენც... გვანცუ გავთიშავ ახლა,ხალხი მოვიდა საფლავზე და...
_კარგი,გაკოცეთ ორივეს.
მამას დაემშვიდობა. მერე მეგობრებს დაურეკა და მიულოცა აღდგომა. საღამომდე თავისუფალი დრო ჰქონდა.ერთხანს ნაშრომებს ჩააცქერდა,ხომ არაფერი გამომრჩა შესასწორებელიო. მერე ტახტზრ წამოწვა და ფილმის ყურება დაიწყო. მალევე ჩაეძინა. რომ გაეღვიძა უკვე შებინდებულიყო. ელდანაცემივით დახედა ტელეფონის ეკრანს. ნახა რომ არავის დაერეკა მისთვის. მშვიდად ამოისუნთქა და ისევ მილულა თვალები. ოღონდ არ დაუძინია. თვალებდახუჭულს უცებ ავალიანის სახე დაუდგა თვალწინ, მოღუშული და მკაცრი გამოხედვით. შენგელიას ღიმილი მოეფინა სახეზე.

<<<<<<<<<<<

_ორი დღე ისე უცებ გავიდა ვერც კი ვიჯერეთ გული შენთან ყოფნით. - უთხრა ნაღვლიანად ნენემ ძმას.
_ავღანეთში წასვლამდე ჩამოვალ აუცილებლად. - დაჰპირდა დას ავალიანი და გადაეხვია.
მერე სათითაოდ ჩამოუარა ყველას და დაემშვიდობა. მამამ უკმაყოფილება გამოთქვა ასე ნაჩქარევად რატომ ბრუნდებიო. ავალიანმა სამსახურის გადაუდებელი საქმეები მოიმიზეზა,არადა მისთვის მთავარი შენგელია იყო. ასე შორს რომ იყო მისგან მოსვენება ჰქონდა დაკარგული.ისედაც თავს არიდებდა ეს ბოლო პერიოდი და ამ სიშორემ უფრო მიახვედრა რომ ძალიან ენატრებოდა. მასთან სიახლოვე სჭირდებოდა,თუნდაც არ ენახა,მისთვის საკმარისი იყო ის ჰაერი ესუნტქა რომლსაც გვანცა სუნთქავდა.
მანქანში რომ ჩაჯდა ბრელოკი ისევ სარკესთან ჩამოკიდა და თბილად გაუღიმა.

<<<<<<<<<<

_დედა რა გემრიელი პასკაა, ჭამას ვერ ვანებებ თავს. ეს რა მიქენი მანანა,როგორ გავსუქდები ახლა. - აწუწუნდა გვანცა. - შენ დაგაბრალებ იცოდე.
_ კაი დედა,შენ ჭამე და სიმსუქნე მე დამაბრალე. - უთხრა სიცილით მანანამ შვილს.
_ კვერცხი გამოილია? - მაცივარი გამოაღო შენგელიამ.
_არა,დაბლა უჯრაშია.
_აუ პაატა როდის ჩამოვა რაა.. გაუტკბა სოფელში ყოფნა. - თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.
_მე მითხარი რამე? - ვერ გაიგო მანანამ.
_არა,არაფერი... პაატა როდის ჩამოვათქო..
_ აცალე დედა,სულ შენთან ხომ არ იქნება?
_და რომ იყოს რას წააგებს? - იკითხა გოგონამ ღიმილით.
_ოხ,შენ ხო შემიკალი ხელში. - გულშეღონებით თქვა მანანამ და ცომის ზელას თავი დაანება. მუცელში ყრუ ტკივილმა სახე დაუმანჭა. მაგრამ არაფერი თქვა.
_რამდენ ხანში იქნება მზად დე ეს ყველაფერი?
_საათნახევარში გავამზადებ.
_კარგი,მე გავალ მაღაზიაში,სათამაშოებს ვუყიდი ბავშვებს,გაუხარდებათ.
_კარგი,წადი და ნორმალურად გავაკეთებ უფრო ჩემს საქმეს.
_ჰმ!.. მე ხელს გიშლი ჰო?
_რაც გაიღვიძე სულ რაღაცაზე წუწუნებ,ჭირვეული ბავშვივით. კარგი,წადი თორემ დააგვიანებ მერე.
გვანცამ დედას ლოყაზე ხმაურით აკოცა და სახლიდან გავიდა. თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისთვის სათამაშოები შეარჩია,იყიდა და მალევე დაბრუნდა. მანანას უკვე გაემზადებინა ყველაფერი და ჩანთებში ჩაწყობილი დაახვედრა.ტაქსი გამოიძახა და ბავშვთა სახლში წავიდა. წასვლის წინ დედას მადლობა გადაუხადა და დაუბარა,რომ შეაგვიანდებოდა.
მანანამ კარი მიხურა. სახეზე ცივი ოფლი ასხამდა,თავბრუ ეხვეოდა. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა.თვალები მაგრად დახუჭა,მერე ისევ გაახილა. ისევ ტრიალებდა მის ირგვლივ ყველაფერი. „წამოვწვები და გამივლის“ გაიფიქრა, ტელევიზორის ოთახში ტახტზე წამოწვა და თვალები დახუჭა. ნელ-ნელა ჩაწყნარდა,მალევე ჩაეძინა.

გვანცამ ბავშვებთან თამაშით გული,რომ იჯერა საათს დახედა. საღამოს რვა სრულდებოდა.
_მოდით ახლა ვიბანავოთ,მერე საწოლში ჩავწვეთ და ზრაპარს წაგიკითხავთ.- გამოუცახდა ბავშვებს,როდესაც ვახშამს მორჩნენ. ყველანი აყიჟინდნენ,მოეწონათ იდეა. შენგელიამ თამრიკოს დახმარებით ბავშვები აბანავა,საღამურები ჩააცვა და თავიანთ საწოლებში დააწვინა,თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა წიგნით ხელში. თამრიკომ მაგიდის სანათი აუნთო და ოთახში მყუდროებამ დაისადგურა. ბავშვები გასუსულიყვნენ ზღაპრის მოსმენის მოლოდინში. გვანცამ ზრაპრის კითხვა დაიწყო. ოცი წუთიც არ იყო გასული,უკვე ყველას ეძინა. მზრუნველობით და სიყვარულით მოავლო თვალი ბავშვებს და ფეხაკრებით გამოვიდა საძინებლიდან.
_გაგახაროს დედაღვთისამ,- თამრიკო მიეგება ოთახიდან გამოსულს.- ამ კეთილ საქმეს არ დაგივიწყებს ღმერთი.
_მე ამას მათ გამო ვაკეთებ,ჩემს გამოთაც,მე ვგრძნობ თავს ბედნიერად როდესაც მათთან ვარ. ნეტა შემეძლოს და ყველა მსგავსი დაწესებულებაში მივდიოდე და სხვა ბავშვებსაც ვახარებდე ამათსავით. - თქვა ნაღვლიანად გოგონამ.
_ნეტა საერთოს არ არსებობდეს უპატრონოთა ბავშთა სახლები და ყველა ბავშვი თავის დედასთან იზრდებოდეს. - თამრიკოც ნაღვლიანი გახდა. - დედის სითბოს ვერავინ შეუცვლის, როგორ მებრალებიან რომ ვუყურებ მათ,ნეტა იცოდე.. რამდეჯერ მიტირია მათი შემხედვარე. ერთი შეხედვით ლაღები სჩანან,მაგრამ რამოდენა დარდი აქვსთ გულში,ზოგი დედას არ იცნობს,ზოგს ენატრება და არ შეუძლია ნახვა... - თამრიკოს ცრემლი მოერია,შენგელიაც აყვა.
_ეჰ.. ასეთი ყოფილა მატი ბედი,რას ვიზამ..- საუბარში დაწესებულების ექთანი სვეტა ჩაერია,რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა ტახტზე და სივრცეს გაჰყურებდა. - ჩვენ რაც გვევალება იმას არ ვაკლებთ ამ ბავშვებს.
საუბარი გაუგრძელდათ. ღამის თერთმეტი იყო შესრულებული გვანცამ თავშესაფარი რომ დატოვა. ტაქსიში ჩაჯდა და სახლში წავიდა.
კორპუსის წინ ავალიანის მანქანა იდგა. შენგელიას გული ყელში მიებჯინა. სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება. თორნიკე ფანჯრებისკენ გააპარა მზერა. შუქი ენთო. მხიარულად შევიდა სადარბაზოში. ლიფტს არც დალოდებია,კიბეები სიხარულით აირბინა. ხალისი შემატა ავალიანის მის ახლოს ყოფნამ. კარები შეაღო. სახლში სიჩუმე იყო.
სანამ კარს მიხურავდა იატაკზე მანანას ხელს მოჰკრა თვალი. მთელ ტანში გაზრზინა. სისხლი ტვინს მიაწვა,წამით თვალთ დაუბნელდა და შეჰკივლა „დედააა“.. იატაკზე გულწასულ დედას მივარდა განწირული კივილით. ღია კარიდან უცებ მოედო მთელ სადარბაზოს გვანცას განწირული ხმა. მეზობლები შეშინებული სახეებით შედიოდნენ შენგელიების სახლში. ჩოჩქოლის ხმამ თორნიკეს ყურამდეც მიაღწია. კიბეები სწრაფად აიარა.
რომ მიხვდა ხმა გვანცას სახლიდან გამოდიოდა მუხლებში სისუსტე იგრძნო.შეგროვებული ხალხი გააპო და სახლში შევიდა. გვანცას მანანას თავი კალთაში ჩაედო და ტიროდა. გული შეეკუმშა ამ სურათის დანახვისას.
_ვინმემ სასწრაფოში დარეკა? - იკითხა თორნიკემ ხმამაღლა.
ხალხი ბუზებივით აბზუილდა. არავის დაურეკავს დაბნეულობის გამო. ავალიანმა მანანას წინ ჩაიმუხლა და ხელში აიყვანა.
_წამოდი გასაღები გამოიტანე ჩემი სახლიდან და ჩემი მანქანით წავიდეთ. - უთხრა გვანცას. გოგონა სწრაფად წამოხტა და წინ წასულ თორნიკეს დაედევნა. მეზობლები უკან გაყვნენ. - შესავლელში კომოდზე დევს. - მოაძახა გვანცას,როდესაც მეორე სართულზე ჩავიდნენ,თვითონ კი სვლა განაგრძო. გვანცამ გასაღებს ხელი დაავლო და კიბეები სირბილით ჩაიარა. უკანა სავარძელზე დააწვინეს მანანა,გვანცა თავთან დაუჯდა და თმებზე ეფერებოდა.
_დეე.. დეეე... გაახილე თვალებიი დეეე გეხვეწები. - ტიროდა გოგონა.
ავალიანმა მანქანა ადგილს მოწყვიტა.
_ნუ გეშინია,კარგად იქნება. - სცადა გოგონას დამშვიდება თორნიკემ.
შუქნიშანზე წითელი აინთო. ავალიანმა ნერვიულად დაარტყა საჭეს ხელები. სარკიდან გვანაცას აკვირდებოდა. შენგელიან ცრემლი არ უცერდებოდა. თვაალები ცასწიტლებოდა,თმებიც აბურდვოდა. საცოდავი შესახედავი იყო გვანცა ამ დროს,ბუდიდან გადმოვარდნილი ჩიტივით მობუზულიყო. საავადმყოფოში მალე მივიდნენ. ფაციფუცით შეეგებნენ მისულებს ექიმები.გამოიკითხეს თუ რა მოხდა. მანანა სასწრაფოდ შეიყვანეს სარეანიმაციო ბლოკში.
_დეეე... - ტირილით დაედევნა უკან გვანცა,მაგრამ ექიმმა შეაჩერა.
_შიგნით ვერ შემოხვალთ,არ შეიძლება.აქ დაელოდეთ.დამშვიდდით კარგად იქნება.
თორნიკე გვანცას მიუახლოვდა,ატირებულ გოგონას ხელები მაგრად მოხვია და გულში ჩაიკრა.
„ნუ ტირი ჩემო პატარა,ნუ ტირი.. მე შენთან ვარ“... იმეორებდა გონებაში ავალიანი და უფრო მაგრად იკრავდა შენგელიას მის ფართე გულ-მკერდზე.


..........

შეშლილი სახით დააბიჯებდა შენგელია საავადმყოფოს დერეფანში.
დედის ამ მდგომარეობაში ნახვამ,მასზე ძალიან ცუდათ იმოქმედა. იმდენად ცუდად, ვერც კი გაიაზრა რამოდენიმე წუთის წინ, ავალიანის მკერდზე რომ ქვითინებდა.
თორნიკე ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.
პალატიდან ექიმი გამოვიდა.
_ექიმო..- მაშინვე მიიჭრა გვანცა მასთან.- როგორაა დედაჩემი?
_დამშვიდდით.ქალბატონი გონს მოვიდა,მაგრამ თავს სუსტად გრძნობს ისევ. ანალიზის პასუხს ველოდებით დიაგნოზისთვის.
_შეიძლება მისი ნახვა? - ჰკითხა გოგონამ და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.
_ახლა ვერ შეგიშვებთ. ხომ გითხარით,გონს მოვიდა... კონტაქტზე გამოდის... ნუ ნერვიულობთ,ცოტა დაისვენოს.თქვენც დაისვენეთ და ანალიზის შედეგებს დაველოდოთ. დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.
_ერთი საათი? და დედას როდის ვნახავ?
_გოგონა!... ხომ გითხარით,მას დასვენება სჭირდება. მნახველები არ დაიშვება.- უთხრა უხეში ტონით ექიმმა და გაეცალა.
გვანცამ მრისხანებით გააყოლა თვალი თეთრხალათიანს.
_მოდი ჩამოჯექი. ხომ გაიგონე,რომ უკეთ არის შენი დედიკო.- ავალიანი გვერდით დაუდგა შენგელიას.გვანცამ უხმოდ ახედა მას და სკამისკენ წავიდა.
_ღმერთო დედას რამე სერიოზული არ სჭირდეს,ღმერთო გთხოვ კარგად მიმყოფე.- ბუტბუტებდა გოგონა.
_აქ იყავი,არსად არ წახვიდე,ახლავე დავბრუნდები.- უთხრა თორნიკემ შენგელიას.- კარგი?
_კარგი,ჰო.. აქ ვიქნები. პატარა ხომ არ ვარ.როგორ მაფრთხილებ. - გაეღიმა გვანცას.
მამაკაცს არაფერი უპასუხია,მხოლოდ გაიფიქრა: "პატარა ხარ,აბა რა ხარ." მერე მზუნველად გაუღიმა და დერეფნის ბოლოსკენ გაემართა.
შენგელიამ ნერვიულობისგან დაღლილი სხეულით სკამის საზურგეს მიაწვა,თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა.
ერთხანს ასე იყო გარინდული. დერეფანშიც სიჩუმე სუფევდა.ხნადახან თუ ჩაივლიდა აჩქარებული ნაბიჯებით მედდა.
ავალიანი რამოდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა. ხელში ორი ჭიქა და ქაღალდის პარკი ეჭირა. გვანცა თვალებდახუჭული რომ დაინახა,იფიქრა თუ ჩაეძინაო და ფეხაკრებით მიუახლოვდა.
_არ მძინავს. - თქვა გოგონამ ისე,რომ თვალები არ გაუხელია.
_ცხელი,რძიანი ჩაი მოგიტანე და რაღაც ტკბილეულია კიდე. გამომართვი.- უთხრა თორნიკემ.
შენგელიამ თვალები გაახილა და წელში გაიმართა. გამოწვდილ ჭიქას დახედა,მერე ავალიანს ახედა,თვალებით გაუღიმა და ჭიქა ჩამოართვა.
_როგორ მჭირდებოდა ახლა ეს. - უთხრა მადლიერებით მამაკაცს. - დიდი მადლობა.
_შაქარი არ აქვს. - გაახსენდა თორნიკეს.
_შაქრიანს არ მიყვარს.- გაუღიმა გოგონამ.- რა ურადღებიანი ხარ,დიდი მადლობა.
_არ დაირალე ამდენი "მადლობა,მადლობა,მადლობა"- თი? არაფერს ვაკეთებს ისეთს...
_ხო,მაგრამ არ ხარ ვალდებული...
_არავინ,არავის წინაშე არაა ვალდებული.ჩვენ ის უნდა ვაკეთოთ რასა გული გვეუბნება,თორემ სხვანაირად ყველაფერი ყალბი იქნება. - გასცა პასუხი ავალიანმა.თან გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
_კარგი არ გეკამათები.
_არც მე.
_იცი?! დედაჩემს რომ რამე მოუვიდეს,ვერ გადავიტან.- ისევ ნაღვლიანი გახდა შენგელია.
_ცუდზე ნუ ფიქრობ.- თითქმის უბრძანა მამაკაცმა. გოგონა გაჩუმდა.- ძალიან შეგეშინდა ჰო? - დამთბარი ტონით ჰკითხა მერე.
_ძალიან.-თითქმის ჩურჩულით გასცა პასუხი.
_ბავშვები გიყვარს ძალიან არა? - მხიარულ ნოტაზე წამოიწყო თორნიკემ საუბარი.
_ბავშვები როგორ შეიძლება არ უყვარდეს ადამიანს? - განცვიფრდა გვანცა.
_არა,არიან ადაიანები,ვისაც არ უყვართ. მათ მოსაბეზრებლებსაც კი უწოდებენ.
_ერთი ჩემთან დასცდეს ვინმეს მსგავსი მოსაზრება,ერთი დასცდეს.. - მუქარის ტონი ჩაუდგა ხმაში გოგონას.ავალიანს ისევ გაეღიმა.
_რა ადვილად ბრაზდები.
_ვინა,მე?
_ჰო შენ,აბა სხვა ვინ?- ღიმილით დაუბრუნა შეკითხვა გვანცას.
_არა,ფიცხი კი ვარ,მაგრამ სამართლიანი სიფიცხე ვიცი.
_კარგია. და თავშესაფარში რატომ მიხვედი?- ჰკითხა თორნიკემ. რაც ასე ძალიან აინტერესებდა.
_იქ ბავშვები არიან.
ავალიანი პასუხმა ცოტა დააბნია.
_ეგ ვიცი...
_იქ ბავშვები არიან,რომლებსაც დედის სითბო უნდა.
_მერე შენ... - კიდევ უფრო გაიფანტა თორნიკე.ათასმა აზრმმა გაურბინა გონებაში წამში.
_მერე მე ისინი მიყვარს,მებრალებიან უდედოთ დარჩენილები და მათთან დავდივარ,რამოდენიმე საათით მაინც რომ ჩავეხუტო,ვაგრძნობინო სითბო და მივახვედრო,ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისინიც იმსახურებენ სიყვარულს.იცი როგორ უხარიათ მე რომ დამინახავენ? მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ.ზოგჯერ საკუთარ ტავს ვკიცხავ,რატომ მივედი აქამდე. მომეჩვივნენ უკვე პატარები და ჩემთან გაშორება უჭირთ.მოწყენილი სახეებით მაცილებენ სახლში როცა მოვდივარ...- ავალიანი სუნთქვა შეკრული უსმენდა გვანცას.სიტყვებს ტავს ვერ უყრიდა რაიმეს სათქმელად,სათქმელიც არ მოეძევებოდა.- რამოდნეიმეჯერ მიფიქრია,რომ თავი დავანებო ლექტორობას და იქ დავიწყო მშაობა,ასე უფრო ახლოს ვიქნები მათთან,მაგრამ არ გამოვა. არ გამოვა იმიტომ,რომ ჩემი ხელფასიდან ნახევარს მათ ვურიცხავ, სითბოს და მზრუნველობის გარდა საჩუქრებითაც ვამარაგებ,რაც ძალიან ახარებთ მათ. ხომ იცი ყველა ბავშვისთვის რამხელა ბედნიერებაა როცა საოცნებო სათამშო აქვთ. თან ისიც არ მინდა,იქ თუ ვიქნები უფრო მეტად მომეკედლებიან ბავშვები და მერე ძალიან გაუჭირდებათ სხვა ოჯახებში წასვლა.იქნებდა ვინმემ იშვილოს...-ბოლო სიტყვები ნაღვლიანმა წარმოსთქვა.
თორნიკე თვალის დაუხამხამებლას მისჩერებოდა გოგონას.მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში "ამ სიფრიფანა და ნაზ გოგოში,საიდან ამდენი სიძლიერე და ასეთი კეთილი გული".
_რამდენს ვლაპარაკობ არა? - იკითხა ღიმილით შენგელიამ,თან ჩაი მოსვა და ნეტარებისგან თვალები დახუჭა. - რა გემრიელია.
_არა ბევრს არ ლაპარაკობ, - ამოიდგა ენა მამაკაცმა,- უბრალოდ გაოცებული ვარ შენი ადამიანობით.
გვანცამ ტუჩთან მიტანილი ჭიქა სწრაფად დაუშვა დაბლა,არ მოელოდა ამ სიტყვებს.
_მართლა?
_გიკვირს კიდეც? - გაეცინა თორნიკეს. საოცრად უხედბოდა ავალიანს სიცილი.
_მე კი შენი სიცილით მოვიხიბლე.- გაუთვიცნობიერებლად უთხრა უცებ შენგელიამ.თორნიკემ სახე ნელ-ნელა დაასერიოზულა. გვანცა ახლაღა მიხვდა ნათქვამს,სახეზე წამოწითლდა.
_სიცილი ყველას უხდება. - თქვა ავალიანმა.
_ალბათ ჰო.- ჩაილაპარაკა გოგონამ.
_სულ გადამავიწყდა მეკითხა.- უხერხულობა ავალიანმა განმუხტა.- ბატონი მალხაზი ად არის?
_მამა სოფელშია. სააღდგომოდ წავიდნენ,მერე დედა ადრე დაბრუნდა..
_გასაგებია.შენ რატომ არ წახვედი?
_ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა და.. სამაგიეროდ ზაფხულში წავალთ მე და პაატა ერთად.-გვანცას ხმა მხიარული გაუხდა.ავალიანს კი სახეზე ფერი ეცვალა.გული მოეწურა.
_კარგ დროს გაატარებ აბა.. - მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა.
_პაატასთან ერთად ნამდვილად კარგ დროს გავატარებ,მასთან ერთად მოწყენა შეუძლებელია... უი მეზობლები მოვიდნენ...- გვანცა ფეხზე წამოდგა და დერეფნის ბოლოსკენ გაიშვირა თითი.
ამ დროს ექიმიც გამოჩნდა.
_ანალიზის პასუხები მივიღეთ,- დაასწრო ექიმმა შენგელიას,- საშიში არაფერია.მხოლოდ ამის თქმა შემიძლია თქვენთვის. დანარჩენს პაციენტს დაველაპარაკები.
_რამეს მიმალავ ექიმო?
_მთავარი ისაა,რომ დედას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.- დაამშვიდა ექიმმა.
_და გული რატომ წაუვიდა?
_ორგანიზმი დასუსტებულია და ასე ხდება ხშირ შემთხვევაში... მაპატიე უნდა დაგტოვოთ,პაციენტი უნდა ვნახო.- ექიმი სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა გოგონას. მეზობლებიც მიუახლოვდნენ,
_რაო გვანცა რა თქვა? - იკითხა ერთმა.
_საშიში არაფერიაო.ორგანიზმი აქვს დასუსტებული და მიტომ მოხდა ასეო...
_უჰ,მადლობა უფალს,რომ მშვიდობა გაქვთ. - თქვეს ერთხმად ქალებმა.
_ხომ გეუბენბოდი ცუდზე ნუ ფიქრობთქო.-ავალიანიც ჩაერია საუბარში კმაყოფილი ტონით.


მანანას არ ეძინა.თვალები გაეხილა და ჭერს მისჩერებოდა.
_აბა როგორ არის ჩვენი მომავალი დედიკო?- იკითხა ექიმმა მხიარულად.
ქალი ვერ მიხვდა ნათქვამს.
_ახლა უკეთ ვარ.შემიძლია წავიდე?
_კი,შეგიძლია,მაგრამ მანამდე ანალიზის პასუხები უნდ გაგაცნო.
_კიბო მჭირს? - იკითხა მანანამ და შიშჩამდგარი თვალებით შეხედა თეთრხალათიანს.
_არა,რას ამბობთ!.. - შეიცახადა ექიმმა და მერე გადაიხარხარა.- ღმერთმა დაგიფაროს.
_აბა რა მჭირს?
_ორსულად ხართ.
_რაა?- შეჰკივლა ქალმა.
გვანცას სმენას არ გამორჩენი დედის ხმა და კარზე დაუკაკუნებლად,გიჟის სახით შეიჭრა პალატაში.
_დიახ,ორსულად ხართ!- გაუმეორა პაცენტს ექიმმა,თან გავნცა შეამჩნა.
_დედა, რაა? რა სთქვი ექიმო?- შენგელიამ აღფრთოვანება და გაოცება ვერ დამალა.- ვაიმე დეე,რა მაგარიაა. -სიხარულისგან აცრემლებული თვალებით მივარდა დედას და ყელზე მოეხვია.
მანანა ხმას ვერ იღებდა.შოკში იყო ახალი ამბისგან.
_დედა,დედიკო... შენ ამ ბავშვს გააჩენ.დე,ხომ გესმის.ღმერთო როგორ ვოცნებობდი დედ-მამიშვილზე ყოველთვის... ვაიმე როგორ მიხარია.- ეიმფორიაში მყოფი გვანცა ადგილზე ცქმუტავდა.
_არა,ვერ გავაჩენ.- თქვა დაბინდული ხმით მანანამ.
_რა თქვი?- სახე ეცვალა შენგელიას.
_შვილო შვილიშვლის უნდა ველოდებოდე ახლა,შვილს კი არა.
_რა სისულელეა. მეორედ არ გამაგონო ეგ. დედა ახლავე ვურეკავ მახოს.-გვანცა ფეხზე წამოდგა და ტელეფონი მოიმარჯვა.
_არა,არ დაურეკო.-წამოიყვირა ქალმა.-გვანცა მაცადე გონზე მოსვლა.
_ამ ფურცელზე ვიტამინები ჩამოვწერე,რაც აუცილებლად უნდა მიიღოთ.- საუბარში ექიმი ჩაერია.- საბუთები გააფორმეთ და შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. თავს გაუფრთხილდით,არ გადაიღალოთ და ხშირად წამოწექით.- დაარიგა პაციენტი.- შეიძლება ჩემი საქმე არაა,მაგრამ მაინც გეტყვით.. უნდა გააჩინოთ ბავშვი. ყველას არ ეძლევა ასეთი შანსი ცხოვრებაში და თან ნუ ჩადგამთ ფეხს ცოდვაში. თითქმის ხუთი კვირის ორსული ხართ და...
_რა? უკვე ხუთი კვირისაა? - წამოიძახა გვანცამ სიხარულით.
_დიახ! - დაუდასტურა ექიმმა ღიმილით.
_მანანა,სიტყვა არ დაძრა იცოდე. შენ შენს შვილს კი არა,ჩემს შვილს ატარებ ახლა მუცლით.- უთხრა კატეგორიული ტონით შენგელიამ დედას და ისევ მოეხვია კისერზე ჯერ კიდევ გაოგნებულ ქალს.


* * *

დედა-შვილს მეზობლები სადარბაზოსთან დაემშვიდობნენ.
მანანას თავის მდგომარეობის შესახებ არაფერი უნდოდა ჯერ ეთქვა.მხოლოდ მადლობა გადაუხადა ყველას ყურადღებისთვის.
გვანცას სახეზე გაფანტული ღიმილი არ გამოპარვია ავალიანს (ან როგორ გამოეპარებოდა,თითქმის ნახევარი გზა,რაც დასჭირდა საავადმყოფოდან სახლამდე მოსვლას,გოგონას სახის ნაკვთების შესწავლას მოანდომა მანქანის სარკიდან).ყოველი მასზე შეხედვა ტანში საამო ჟრუანტელს იწვევდა კაცში, ერთგვარ აზარტსაც კი იწვევდა ეს,ამიტომ მისდაუნებურად თვალი გოგონასკენ ეჭირა უმეტესწილად.
_დაიცა შუქს ავანთებ და მერე შემოდი.- უთხრა შენგელიამ დედას და სახლში შევიდა. შუქი აანთო. მანანამ დაღლილი სახით მოავლო თვალი არე-მარეს და საძინებლისკენ გაემართა.
_თავს ისე ვგრძნობ,თითქოს ერთი ჰექტარი ყანა გამემარგლოს მარტოს. ძალა აღარ შემრჩა.- თქვა ქალმა და საწოლზე მიესვენა.
_საწოლიდან ადგომას გიკრძალავ.- გვანცამ პლედი გამოიღო კარადიდან და დედას დააფარა.
_სათქმელად ადვილია... დედა,რა დროს ჩემი შვილის გაჩენაა.. სად შემიძლია ამ ასაკში.. ამას ვერ გადავიტან.. - აწუწუნდა ქალი და თვალებზე ცრემლი მოადგა.
_დედაჩემო,ახლა დაიძინე და დამშვიდებულზე გავაგრძელოთ საუბარი. თან მახოს დავურეკოთ რომ გათენდება და ვუთხრათ ეს ამბავი.- მხიარული ხმით ამშვიდებდა შენგელია მანანას.
_ღმერთო შენ შემეწიე.- ჩაიბუტბუტა ქალმა და გვერდი ინაცვლა.-შენც დაიძინე შვილო.- დააყოლა მერე.
_დავიძინებ კი. დეე...
_მმმ
_მიყვარხარ!.. მიხარია შენი შვილი რომ ვარ და ვამაყობ დედაჩემი რომ ხარ.- უთხრა გულწრფელი ჩურჩულით შვილმა დედას და თავზე აკოცა. მანანას ხმა არ გაუღია, ცრემლებმა ისევ დაუსველეს თვალები,ოღონდ ბედნიერების ცრემლებმა.
გვანცა ოთახიდან გამოვიდა.
ის იყო აბაზანაში შესვლას აპირებდა,როდესაც კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა შემოესმა.
_მაპატიე,მაინტერესებდა ახლა როგორ ხართ.- კარში ავალიანი იდგა.
_იძინებს ახლა,- უპასუხა თითქმის ჩურჩულით გვანცამ.
_მისმინე,თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს მითხარი კარგი?- ასევე ჩურჩულით თქვა კაცმაც.
_ისედაც ისე შეწუხდი ჩვენთვის...
_ჩემი ნომერი ჩაიწერე მიდი.- შეაწყვეტინა გოგონას სათქმელი.ნათქვამში ერთგვარი ბრძანებაც ჟღერდა და თხოვნაც. გვანცამ უხმოდ მოიმარჯვა მობილური და ავალიანის ნომერი ჩაიწერა.- რა დროც არ უნდა იყოს დამირეკავ,კარგი?- დააყოლა მერე.
_იმედია არ მომიწევს თქვენი შეწუხება.
_იმედია,თუმცა არ ვწუხდები სულაც. მიდი ახლა დაიძინე,ცოდო ხარ.
_დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თორნიკე.- გვანცას მიერ წარმოთქმული სახელი მამაკაცს ისე ეამა,რომ წამით სუნთქვა შეუჩერდა.
_არაფრის.- ავალიანი შებრუნდა და კიბეებზე ჩასვლა დააპირა,როდესაც გვანცას ხმა დაეწია:
_მშვიდ ძილს გისურვებ.
_შენც ასევე.
ერთმანეთს ასე დაშორდნენ იმ ღამით.


* * *

დილამ ოქროსფრად ინათა.
გვანცა მაშინვე წამოხტა საწოლიდან და დედის ოთახში შევიდა. მანანა უკვე ამდგარიყო,სამზარეულოში გასულიყო და მობილურზე ლაპარაკობდა. თან საუზმეს ამზადებდა.
_დედააა. - შეიცხადა შენგელიამ,- რატომ ადექი?!
სწრაფად მიიჭრა ქალთან და აიძულა რომ სკამზე დამჯდარიყო.
_როდის აქეთ გახდა ფეხმძიობა ავადმყოფობა?- იკითხა ქალმა ღიმილით.
_ვის ელაპარაკები? - იკითხა გვანცამ და თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდნენ.
_მამათქვენს.- თქვა მანანამ და ისევ გაიღიმა.
_აუ ჯიგარი ხარ მახო,ხო ვიცოდი,ისედაც ვიცოდი.- მორთო ოვაციური ყვირილი გოგონამ და ბავშვივით მაგიდის ირგვლივ დაიწყო სირბილი.
_გესმის რა დღეშია ეს აქ?- ჰკითხა ქმარს მანანამ და გადაიკისკისა.- ეს მომეხმარება მე ბავშვის გაზრდაში? ჯერ თვითონ გასაზრდელია.- სიცილს არ წყვეტდა ქალი. გვანცა კი ისევ დახტოდა აქა-იქ.
_მახო როდის ჩამოდის?
_საღამოს აქ იქნება... კი,კი,კარგად ვიქნები და თავსაც გავუფრთხილდები...-დაამშვიდა ქმარი.
_ვაი რა მაგარია.
_მიდი მოწესრიგდი და ისაუზმე.- უთხრა შვილს მანანამ,თან მობილური მაგიდაზე დადო.
_რა გვაქვს?
_რავიცი დედა,რაც მოვიძიე მაცივარში აგერ გავამზადე.
გვანცამ მაგიდას თვალი მოავლო ტუჩებაბზუებულმა,მერე მაცივრის კარი გამოაღო,მალევე მიხურა უკმაყოფილო სახით.
_დამელოდე,დაბლა ჩავალ და მოვალ მალევე.- შენგელიამ საღამურებზე გრძელი ჟაკეტი მოიცვა,გაშლილი თმა დაიგორგლა და კალმით დაიმაგრა.ჩანთიდან საფულე და გასაღები ამოიღო,ფეხსაცმელი ჩაიცვა და სწრაფად გაიჭრა გარეთ. მანანას მიძახილი "კი მარა, სად მიდიხარ"- ო დააიგნორა და კიბებზე დაეშვა.

ავალიანმა სახლიდან გასვლის წინ ორეულს თვალი შეავლო და გარეთ გასასვლელად კარი გამოაღო.
ფეხის ხმა შემოესმა და კიბეს გახედა. მზერა შენგელიაზე მიეყინა. გოგონას ასეთ ფორმაში ნახვამ,მამაკაცს თავიდან ფეხებამდე ჭიანჭველებმა დაუარა.


* * *

_დილა მშვიდობის შენგელიას ასულო. - აზრებს თავი მოუყარა თორნიკემ და გვანცას მიესალმა საკმაოდ ომახიანი ხმით.
გოგონას გაეღიმა თან ხალისიც დაეტყო.
_დილა მშვიდობის. როგორ ხარ?
_მე კარგად. დედა როგორ არის? შენ გეძინა ცოტა მაინც?
_დედა უკეთაა.მეც მეძინა, თან ძალიან კარგად.
_და ასე გიჟივით სად მიდიხარ?- ავალიანის ნათქვამზე გვანცამ გადაიკისკისა. მამაკაცის ძარღვებში სისხლი თითქოს ადუღდა,ისეთი ტემპერატურით დაიარა მთელი სხეული. გოგონას ბავშვურობა ლამის ჭკუიდან შლიდა,იმდენად იზიდავდა მისი უშუალობა.
_მარკეტში მივდივარ,დედას ხილის წვენი უნდა ვუყიდო.- გასცა პასუხი შენგელიამ სიცილს რომ მორჩა.
_აჰა,გასაგებია...- მრავლისმთქმელად წარმოსთვა თორნიკემ.გვანცა მიხვდა,რომ ავალიანმა იცოდა მანანას მდგომარეობა.
გაეღიმა.
_სამსახურში ჰო?- მისდაუნებურად ჰკითხა.
_კი,ჯერ სამსახურში,მერე ქალაქგარეთ.- თორნიკემაც დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.
_კარგი. წარმატებულ დღეს გისურვებ.- არ შეიმჩნია რომ შერცხვა. ხელი დაუქნია და კიბეებზე დაეშვა უდარდელი სირბილით. როგორც კი მოიტოვა ავალიანი უკან,ბრაზიანი ჩურჩულით წარმოსთქვა: რა დებილი ვარ,რატომ ვკითხე სად მიდიოდა. აუ თავი როგორ "გავყიდე"... კარგი რა გვანცა,კარგი რა...
მარკეტიდან გამოსულს ავალიანი წასული დაუხვდა. მანქანა ეზოში არ იდგა. ერთგვარი შვება და თან გულისწყვეტაც იგრძნო. ლიფტს არ დაელოდა. სახლის კარი აქოშინებულმა შეაღო.
_ დეე,რას შვები?- როგორც კი სახლში ფეხი შედგა მაშინვე დაიძიახა.
_ ჩაის ვსვამთ.- მოესმა სამზარეულოდან კაცის ხმა.
თვალებში ვარსკვლავები აუთამაშდნენ როცა ხმა იცნო და გახარებული სახით შეიჭრა სამზარეულოში.
_ეს როდის უნდა დაჭკვიანდეს? - ჰკითხა პაატამ მანანას და მეგობარს შემოხვია წელზე ხელები.- გოგო თბილისში ხარ შენ,თბილისში.. ბრუკლინში კი არა,რომ დატანტალებ პენუარით ქუჩაში.- იცინოდა ახალაძე.
_როდის შემოიპარე?.. როგორ მომენატრე.- სიხარულით ეხვეოდა გვანცა პაატას.
_ახალი მოსული ვარ. წუხელ ჩამოვედი თბილისში,დილით მახოს ველაპარაკე და მაშინვე აქ გამოვქანდი.
_ისე არ აპირებდი მოსვლას ჰო?- იწყინა ვითომ გვანცამ.
_ნწ,არა.
_ეს ნახე რაა...
_კარგით ახლა,სხვა დროს იკამათეთ. დასხედით და ისაუზმეთ.- სცადა მანანამ საკამათოთ მომზადებული მეგობრების დაშოშმინება.
ორივენი უხმოდ მიუსხდნენ მაგიდას. ერთმანეთს დაბღვერით შეხედეს,მერე კი ხარხარი აუვარდათ.
_აბა რას ვშვებით შენ დაბადების დღეზე,სად ვიკრიბებით?- ჰკითხა გვანცას ახალაძემ.
_არაფერს არ ვაკეთებ,ხომ იცი რომ არ მიყვარს აღნიშვნა. რას გაიხსენე რა.-უხასიათობა დაეტყო ხმაში შენგელიას.
_გოგო 25 წლის სულ კი არ იქნები.ზეიმით უნდა შევხვდეთ ამ დღეს.-არ ეშვებოდა პაატა.
_თუ არ გინდა რომ ჩვენი მეგობრობა დასრულდეს,ამაზე ფიქრს შეეშვი და არაფერი მოიმოქმედო იცოდე.- მკაცრად გააფრთხილა მეგობარი შენგელიამ.
_შემეშვი ერთი თუ ქალი ხარ. სულ არ დაგენახვები იმ დღეს,საქეიფოდ მივდივარ,შოთიკოს ცოლი მოჰყავს.
_ცოლი თუ მოჰყავს მერე თქვენ რა გინდათ?- გადაიხარხარა გვანცამ.
_ელაპარაკე ახლა ამას ტოო.- სიბრაზე მოერია ახალაძეს.
_ჰო,ჰო რა გინდათ თქვენ? აცადეთ იმ კაცს ეგებდა რა უნდა უთხრას მის ცოლს.- სიცილს არ წყვეტდა შენგელია.
_ეგ ჩვენი საქმეა... რას შვები დღეს,რა გაქვს დაგეგმილი?- სცადა საუბრის შეცვლა ბიჭმა.
_დღეს სახლში ყოფნა,მანჩოს მარტოს ვერ დავტოვებ.
_ეს ხელში შემიკლავს აწი ხომ ვიცი.- თქვა წუწუნით მანანამ და ჭიქაში ხილის წვენი ჩაისხა.
_მახო რომ მოვა მერე გამოგივლი და წავიდეთ სადმე.- შესთავაზა პაატამ.
_აა,ხოო. კარგი წავიდეთ. დავტკბე თავისუფალი დღეებით,თორემ მერე ისევ ლექციები...-საუზმეს მორჩნენ.ერთმანეთს დროებით დაემშვიდობნენ. გვანცას დაჟინებული თხოვნით მანანა დასასვენებლად წამოწვა. სამზარეულო გვანცამ მიალაგა.

საღამოს უკვე მალხაზიც სახლში იყო პაატა რომ მოვიდა.
_მამა საჭმელი მაცივარშია,პური კარადაში. უჩემოდ ივახშმეთ და დედას დიდხანს ნუ დააყენებ ფეხზე.- დაუბარა სახლიდან გასვლის წინ შენგელიამ მამას.
_კარგი,ისე გვაკეთებ როგორც შენ იტყვი.- დაეთანხმა სიცილით მალხაზი.
პაატა და გვანცა კიბეებზე ნელი სვლით ჩავიდნენ.სადარბაზოდან რომ გამოვიდნენ ავალიანის მანქანა გაჩერდა თან ეზოში.
_ის არის. - გადაუჩურჩულა გოგონამ მეგობარს. ახალაძემ მხედველობა დაძაბა.
_ხომ ვთქვი ბაბუაათქო.- ჩაიქირქილა ბიჭმა გვანცას გასაბრაზებლად.
_ბაბუა ხარ შენ.- იწყინა გოგონამ და ცხვირ-პირი აიბზუა.
გვანცას და პაატას სადარბაზოდან გამოსვლა არ გამოპარვია ავალიანს. მათი ერთად ნახვამ,მამაკაცს უსიამოვნო გრძნობამ დაუარა. უკვე კარგა ხანია ხვდებოდა რომ ეჭვიანობდა. მანქანიდან უხასიათო სახით გადმოვიდა. კარი გაბრაზებით მიიჯახუნა.
_საღამო მშვიდობის.- მიესალმა შენგელია ხალისიანი ხმით.
_საღამო მშვიდობისა.- დაუბრუნა უხაიათოთ სალამი გოგონას თორნიკემ,თან პაატას დაუკრა თავი.- დედა როგორ არის? - ჰკითხა მერე გვანცას.
_უკეთ არის,მამა ჩამოვიდა და სახლში არიან ორივენი.
_გამარჯობა,მე პაატა ვარ.- გაცნობის ინიციატივა ახალძემ აიღო თავის თავზე და ავალიანს ხელი გაუწოდა. სვანმაც ჩამოართვა და სახელი და გვარით წარადგინა მისი პიროვნება.
_მაპატიეთ,- უხერხული ღიმილით თქვა გვანცამ,- მე უნდა გამეცანით ერთმანეთისთვის,მაგრამ როგორც ყოველთვის პაატამ უნდა გადამარჩინოს.- დააყოლა სიცილით.
_შენ გეპატიება ახლა,ისე ხარ დაბნეული...- გაჰკრა ახალაძემ კბილი მეგობარს და ლოყაზე უჩქმიტა. გვანცა გაწითლდა,ეგონა მეზობელი მიხვდა პაატას ნათქვამს.
_კარგი,აღარ მოგაცდენთ,- უთხრა თორნიკეს,- ჩვენც გვეჩქარება.- ბოლო სიტყვები თვალბის ბრიალით უთხრა ახალაძეს.
_კარგი,ნახვამდის.- დაემშვიდობა ავალიანი და სადარბაზოში გაუჩინარდა.

_შენ არ დამელაპარაკო საერთოდ.რა ჯანდაბა დაგემართა? ღმერთო როგორ შემრცხვა.- კისერზე ძარღვებდაბერილი ეუბნებოდა შენგელია მეგობარს.
_კარგი ჰო რა... ტყუილი ვთქვი რამე?- იცინოდა პაატა.
_უსინდისო ხარ!..
_გმადლობთ!..- ისევ იცინოდა ბიჭი.- წადი შენ იარე და დაგეწევი,სიგარეტს ვიყიდი მარკეტში აქვე.
_დროზე და არ მალოდინო.
ახალაძე როგორც კი შევიდა მაღაზიაში,მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და მალხაზს დაურეკა.
_რაო მანანა ბიცოლამ?
_ყველაფერი ასიანზეა!- უთხრა უფროსმა შენგელიამ კმაყოფილი ხმით.
_ხომ იცი,მე არაფერი არ ვიცოდი,მოტყუებით აღმოვჩნდი მანდ.- თქვა სიცილით ახალაძემ.
_კი ეგრეა.- იცინოდა მალხაზიც.
_ჯიგარი ხარ! აბა ჰე!.. - პაატამ ტელეფონი გათიშა,სიგარეტი იყიდა და აჩქარებული ნაბიჯით დაეწია გვანცას.- სად წავიდეთ?
_ტანსაცმელის მაღაზიაში.
_აუუ,ჩემი სიკვდილი გინდა?
_დამშვიდდი,ჩემთვის არაფერს ვყიდულობ.- გაეცინა გოგონას.
_შესული არ ვიყოთ უკვე გარეთ რომ ვიყოთ გამოსული,გასაგებია? - ასევე სიცილითვე გააფრთხილა პაატამ.
ორივენი მხიარულად მიუყვებოდნენ გზას ფეხით. ტრანსპორტით მგზავრობას ფეხით გასეირნება არჩიეს.აპრილის თბილი საღამო იყო. ქალაქი ნელ-ნელა ლამპიონებით ნათდებოდა.გზადაგზა მოსეირნე წყვილები ხვდებოდნენ შენგელიას და ახალაძეს. მათი სიმხიარულე დუმილში გადაიზარდა,ორივენი საკუთარ აფიქრალს მისცემოდა. გვანცა თორნიკეზე და მის ქერაზე ფიქრობდა. პაატა კი იმაზე,თუ როგორ შეუყვარდა თიკა,თუ როგორ უღალატა სხვასთან და ახლა თუ როგორ სძულდა მთლიანად საქალეთი (როგორც თვითონ ამბობდა).
ორს შორის სიჩუმე გვანცამ დაარღვია.
_მას ვიღაც ჰყავს.
ბიჭი მიხვდა ვისზედაც ეუბნებოდა მეგობარი.
_მარტოხელა კაცია,ეყოლება რათქმაუნდა.-თავაუწევლად გასცა პასუხი.
_მე ეს არ მომწონს.-ჯიუტი ბავშვივით თქვა შენგელიამ.
_დაეშვი რა დედამიწაზე.
_აქ ვარ.
_ჰოდა გაუსწორე თვალი რეალობას.
_იცი რა მაგარი შეგრძნებაა,რომ დავინახავ და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის,ძალა მეცლება,გული საგულეს აღარ მიჩერდება,სუნთქვა მეკვრება.-უთხრა გაბადრული სახით ახალაძეს გვანცამ.
_ძალა თუ გეცლება და გული არ გემორჩილე,თან ვერ სუნთქავ,სიკვდილის პირას ყოფილხარ და რა გიხარია? - გადაიხარხა ბიჭმა.
_ოჰოჰო,გამაჯავრა ვითომ,არადა შენ ჩემზე უარეს დღეში იყავი თიკა რომ დაინახავდი.
შენგელიას ნათქვამმა პაატას გული შეუკუმშა. მოგონებები წამის მეასედში წამოეშალა ბობოქარი ტალღებივით და ბიჭს სახე მოუქუფრეს.
_მაპატიე არ მინდოდა.- გვანცა დანაშაულს მიხვდა და მეგობარს მკლავზე მიეხუტა.
_არაფერია...
_რა უნდა იყიდო მაღაზიაში?- სიტუაცია თვითონვე ახალაძემ განმუხტა.
_პატარას ვუყიდი რამეს.
_უკვე? - იკითხა პაატამ გაკვირვებით.
_ჰო,უკვე..
_რა გიჟი ხარ!..


* * *


დღებმა შეუმჩნვლად ჩაიარა. აპრილი ბოლო ციფრებს ითვლიდა.
გვანცას დაბადების დღისთვის სამზადისი იუბილარისგან მალულად მიმდინარეობდა.
ერთობლივი გადაწყვეტილებით სამეზობლოს,სამეგობროს და მშობლებს,სურთად მისთვის სიურპრიზი მოეწყოთ.
ახალაძე თითქმის არ სჩანდა ეს დღეები.
ავალიანის ნახვა კი ყოველ დილა-საღამოს უწევდა შენგელიას.
სამსახურში ორივეს ერთ დროს უწევდა წასვლა. ან უბრალოდ თორნიკე ამთხვევდა დროს.
ხოლო საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ მაიორს,გვანცა აივანზე ხვდებოდა.ხან ყავას სვავდა,ხანაც წიგნით ხელში მიყრდნობოდა მოაჯირს.
მისი დანახვისას მამაკაცს სახეზე ღიმილი ეფინებოდა.
არადა ახალაძის არსებობაც ურევდა გონებას ამავდროულად.
ხვდებოდა,რომ ისედაც მძიმე ხასითი უფრო დაუმძიმდა.
უფრო გულჩათხრობილი გახდა. სამსახურში მისი გამომეტყველება უკვე ჩურჩულის თემა გახდა.
ბატალიონის მეთაურის დანახვისას, ყველას გაზრინავდა ხოლმე ტანში,იმდენად მკაცრი და მრისხანე მზერით დააბიჯებდა.
ქეთისთანაც უკლო სიარულს.აღარ მიუდიოდა გული მასთან,რის გამოც ქერა გულდაწყვეტილი საყვედურობდა. სამსახურში დაღლილობას იმიზეზებდა.
როდესაც მალხაზმა უთხრა,გვანცას დაბადების დღისთვის გეპატიჟებითო,ერთგვარმა სიხარულმა და დაბნულობამ დაუარა გონებაში თორნიკეს.იუბილარის მამას საიდუმლოს შენახვას და სტუმრად მისვლას შეჰპირდა.
ახალი საფიქრალი გაუჩნდა ავალიანს,თუ რა უნდა ეჩუქნა შენგელიასთვის დაბადების დღეზე. ბოლოს გადაწყვიტა,რომ ოცდახუთი წითელი ვარდი ეყიდა.
"მხოლოდ ყვავილები ცოტა ხომ არ არისო" გაიფიქრა და იქვე მაღაზიაში შევიდა.

დილით ადრე გაეღვიძა შენგელიას. საწოლში გაიზმორა და სხარტად წამოდგა შემდეგ. სარკესთან მიიჭრა საკუთარ თავს გაუღიმა.
_დაბადების დღეს გილოცავ.- ცოტა უხალისოდ უთხრა სარკეში ანარეკლს,-შენგელიას ასულო.-დააყოლა მერე.ამ სიტყვებმა მისდაუნებურად ფართედ გააღიმა.თვალები დახუჭა,წარმოიდგინა რომ ავალიანს ჰყავდა გულზე მიკრული,ნეტარებით ამოისუნთქა და თვალები ააფახურა. მერე საკუთარ საქიელზე გაიცინა.
კარებს მიაყურადა,ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. გაკვირვება ტუჩების ამობრუნებით გამოხატა.
ეს ბოლო დღეები მის დაბადების დღეს არავინ ახსენებდა. გულის სიღრმეში სწყინდა კიდეც,მაგრამ კმაყოფილიც იყო,რადგან "ჩემმა სიტყვამ გაჭრაო" ფიქრობდა შენგელია.
აბაზანაში უხმაუროდ შევიდა.შხაპი მიიღო.გრძელი სველი თმა თავზე დაიგორგლა და პატარა წითელი თავსაფრით შეიკრა. თვალის კუთხეები შავი საღებავით გაიფერადა,წამწამები ტუშით აიპრიხა,ყვრიმალებს აგურისფერი რუმიანა წასცხო,თან პერიოდულად სარკეში შეცვლილ გვანცას უღიმოდა,ბოლოს უფერული ტუჩსაცხი გადაისვა ტუჩებზე.არასოდეს იზიდავდა მკვეთრი მაკიაჟი,მაგრამ დღეს მისდაუნებურად აკეთებდა ამას. არ უნდოდა გამორჩეული ყოფილიყო ეს დღე,მაგრამ განწყობას ვერაფერი მოუხერხა. კარადიდა ატმისფერი პატარ-პატარა ვარდისფერი ყვავილებით მორთული სარაფანი გამოიღო.უყოყმანოდ გადაიცვა.კაბის სიგრძე მუხლებს ერთი მტკაველით ასცილებოდა. თეთრი გრძელი ჟაკეტი მოიცვა,ფეხზე ჩექმა (საგაზაფხულო) ჩაიცვა და ჩანთა გადაიკიდა ბეჭზე.

ოთახიდან ჩუმად გავიდა. არავინ შეგებებია,ისევ სიჩუმე სუფევდა სახლში. იფიქრა სძინავთ ალაბთო და ასევე ჩუმად გაიხურა სახლის კარი.

არც ავალიანი არ დახვედრია სახლის კართან.

"რა ხდება დღეს,ამ ხალხმა გაფიცვა ხომ არ მომიწყეს?" ჩაილაპარა თავისთვის და სადარბაზოდან მოღრუბლული სახით გამოვიდა. მზემ თვალი მოჭრა. ჩანთიდან სათვალე ამოიღო და გაიკეთა.

ავალიანის მანქანა ეზოში არ იდგა.

"ნეტა წუხელ თუ იყო სახლში? არ დამინახავს.."

ფიქრებში გართული მიადგა უნივერსიტეტის ეზოს. მობილური ტელეფონი გამორთო და აუდიტორიას მიაშურა.

სტუდენტები ადგილზე დაუხვდა. ჭეიშვილმა ლექტორის დანახვისას ინსტიქტურად გულზე მიიდო ხელი და სახე დაბრიცა. ადგილზე გაშეშდა,ვერ იფიქრებდა რომ უნდა დამჯდარიყო.

_ჭეიშვილი რა ხდება? - ჰკითხა გვანცამ ღიმილით.

სტუდენტი ლექტორის ხმამ გამოაფხიზლ.

_დაბადების დღეს გილოცავთ პატივცემულო.- წარმოთქვა ბიჭმა და მანაც გაუღიმა.

შენგელია არ მოელოდა სტუდენტისგან მილოცვას.

_დიდი მადლობა. კი მაგრამ საიდან გაიგე?

_არ იყო რთული ჩემთვის მაგის გაგება.- მრავლისმთქმელად თქვა ჭეიშვილმა.

ლექტორს დაბნეულად ჩაეღიმა და ბიჭს ანიშნა რომ დამჯდარიყო. მილოცვას სხვა სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ლექცია ისე ჩატარდა, დაჩის შენგელიასთვით თვალი არ მოუცილებია. რამოდენიმეჯერ მისი მზერა დაიჭირა გვანცამ და სწრაფად აარიდა თვალი.

როგორც კი დასრულდა ლექცია,სტუდენტებს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და სასწრაფოდ დატოვა აუდიტორია.

მილოცვა ლექტორებისგანაც მიიღო.

მერე ტელეფონი ჩართო,რამოდენიმე შეტყობინება დაუხვდა.

ერთი ახალაძისგან იყო.

"გილოცავ,დიდი გოგო გაიზარდე"

გაღიმებულმა ჩაიკითხა ყველა მესიჯი,ბოლოს ახალაძეს გადაურეკა.

_რას შვები?

_საღამოს ნახავ რასაც ვშვები ამ წუთას.-გასცა პასუხი ბიჭმა.

_დაიცა რამეს აპირებთ?- წამოიძახა შენგელიამ.

_ვიწრო წრეში.

_მოგკლავ.

_საღამომდე გადადევი ეგ ჩანაფიქრი.

_კარგი რაა... მე შენ რა გითხარი? სად ხარ?

_ოო,არსად არ ვარ. ისა საღამოს ხუთზე იყავი სახლში და გამოგივლი. კაი წავედი ახლა.- პაატამ უცებ გაუთიშა ყურმილი.

"რა გადარეულია" ჩაილაპარაკა შენგელიამ და სახლში დარეკა. მანანამ მაშინვე საყვედურის თქმას მოჰყვა,როგორც კი გაიგონა გვანცას ხმა. ბოლოს,გული რომ იჯერა დაბადების დღე მიულოცა.

წუთით ჩაფიქრდა,რატომ არ უნდა მიხაროდეს ეს დღე ჩემს ცხოვრებაშიო. თუნდაც ერთ დღიანი ღრიანცელი რატომ არ უნდა ავიტანო,რატომ არ შემიძლია თავს ვაიძულო და ამ ერთი დღის განსაკუთრებულად დავტკბე?..

ლექციებს რომ მორჩა,ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.

ავალიანი უკვე მოსულიყო.მანქანა ეზოში იდგა. გულმა ყირამალა გააკეთა უცებ. კიბეები აირბინა.

სახლის კარი ჩაკეტილი დაუხვდა. გულმა რეჩხი უყო. წამის მეასედში რამდენმა ფიქრმა გაუელვა თავში უცებ.იფიქრა,რომ მანანას ისევ დაემართა რაღაც და საავადმყოფოში წავიდნენ.

გასაღები კარებს აკანკალებული ხელით მოარგო და გაღება სცადა,მაგრამ კარს იქეთ სახელს ვიღაც მოეჭიდა და კარი ფართედ გამოაღო. შენგელიას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა.კარში ნუცა იდგა. წამით დაბნეული და გაშეშებული იდგა და ასე შეჰყურებდა სოფლიდან ჩამოსულ მეგობარს,მერე კი კივილის მსგავსი ხმა ამოუშვა პირიდან სიხარულის გამოსახატავად და გოგონას გადაეხვია.

_დაბადების დღეს გილოცავ.- თქვა ნუცამ მოგუდული ხმით,რადგან შენგელიას მთელი ძალით ჰყავდა ჩაკრული.

ხმაურზე დანარჩენი სტუმრებიც გამოვიდნენ ჰოლში. ახლა უფრო გაოცდა იუბილარი. მეზობლები,მეგობრები ნათესავები და რამოდენიმე ლექტორი რომ დაინახა.

_ღმერთო ჩემო!.. ხალხნო რას აკეთებთ? - იკითხა გოგონამ გაბადრული სახით და სახეზე ხელები აიფარა.

სტუმრებმა,თითქმის ერთხმათ თქვეს "გილოცავთ,გილოცავთ"...

ხალხს მალხაზი და მანანა გამოეყო.

_ჩვენი სიურპრიზი.- დაწინაურდა მალხაზი,თან ხელები ფართედ გაშალა,- დაბადების დღეს გილოცავ მა. - შვილი გულში ჩაიკრა. მანანა აცრემლებული თვალებით შესცქეროდა ქმარ-შვილს.

_ხომ ვთქვი არ მინდა აღნიშვნათქო. - უთხრა გვანცამ მშობლებს.

_"შენ არ გინდა,ზურიკლას უნდა".. - გადაიხარხარა უფროსმა შენგელიამ. უმცროსიც აჰყვა.

მისაღებ ოთახში დიდი სუფრა გაეწყოთ,სადაც ოცი ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა. გვანცამ მაგდის დანახვისას შეიცხადა და დედას გახედა.

_მე არაფერ შუაში ვარ,თითიც არ გამანძრევინეს,ყველაფერი მამაშენმა და იმ ყვაწილმა იმოქმედა. - იმართლა ღიმილით მანანამ თავი.

_აი,დედაშენის დამსახურებაა დრეს ჩვენი სახლში ყოფნა,რესტორანში დაიღლებოდა და... - ჩაერია მალხაზი.

_საერთოდ რატომ შეწუხდით,არ იყო საჭირო.- გვანცა მაინც თავის პოზიციას არ თმობდა.- და ის ყმაწვილი სად ბრძანდება? - პაატა მოიკითხა.

_მოვა საცაა.

_მოვიდეს,მოვიდეს... - ჩაილაპარაკა მუქარასავით იუბილარმა და ნუცასკენ გაემართა,რომელიც ამ რამოდენიმე თვეში ძალიან გამოცვლილიყო. ხორბლისფერი კანი და ხვეული თმა,ანცი ბავშვის იერს უტოვებდა. მაგრამ მის თვალებს და მზერას თუ დაუკვირდებოდით დინჯი,შემდგარი და თავდაჯერებული ქალის მზერას დაინახავდით. ჯერ მხოლოდ ოცდაერთისა იყო ნუცა,მაგრამ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა იმდენი სიბრძნე და გამოცდილება შეჰმატეს,რომ თავი ადრე დაბერებული ეგონა ხოლმე,რაზეც ხშირად ხუმრობდა.ბებიას და ბაბუას გაზრდილი იყო ნუცა. დედმამიშვილი არ ჰყავდა.- როგორ გამოცვლილხარ და რა ლამაზი ხარ ნუცა.

_კარგი ახლა ნუ გამაწითლე. - დაიმორცხვა გოგონა.

_ძალიან გამიხარდა შენი დანახვა,არადა,დილით რას ვიფიქრებდი,რომ საღამოს ამხელა სიხარული მელოდა.

_მალხაზი ბიძიამ დამირეკა და მითხრა რომ სიურპრიზს გიწყობდნენ და მეც ნაწილი ვარ ამ სიურპრიზის.

_გამოუვიდათ კიდეც ძალიან კარგად... სოფელში რა ხდება? როგორ არიან?

_რავიცი,კარგად არის ყველა.

_სტუმრებს რომ გავაცილებთ მერე ვიჭორავოთ მე და შენ. - თვალი ჩაუკრა გვანცამ. ნუცას ვარსკვლავები აუთამაშდა მზერაში.

იუბილარი მაგიდასთან იხმეს. ახალაძე არ სჩანდა. მალხაზმა თქვა,რომ პაატას ტელეფონი გამორთული აქვსო. ცოტა არ იყოს შეფიქრიანდნენ უფროსი და უმცროსი შენგელია.

სახლში ზარის ხმა გაისმა.

_პაატა მოვიდა,- წამოხტა გვანცა. კარებთან შედგა,სახე მოქუფრა და ისე გააღო.გული გაუნათდა პაატას დანახვისას. ახალაძეს კი მისი დანახვისას გააჟრჟოლა.

_რამოდენიმე საათი მაცალე და მერე მომკალი. - თქვა ბიჭმა და მუდარის თვალებით შეხედა მეგობარს.

გვანცამ მეტად ვეღარ შეიკავა თავი და გადაიკისკისა. ახალაძე მოეშვა და ზურგს უკან დამალული ხელი შენგელიას გაუწოდა. ხელში ჰასკის ლეკვი ეჭირა. იუბილარი ერთ ადგილს მიეყინა. სიხარულისგან დაიბნა და ვეღარ აზროვნებდა. ბიჭმა იფიქრა თუ არ მოეწონა საჩუქარიო. შენგელიამ უცებ შეჰკივლა.

_ვაიმე ლეკვი, ვაიმე ღმერთო რა მაგარია. ჩემია? - იკითხა და თან ლეკვის ხელში აყვანა სცადა.

_დაბდების დღეს გილოცავ.- უთხრა ახალაძემ და საჩუქარი გაუწოდა.

_ამას უმადლოდე შენს გადარჩენას.... ვაიმე რა კარგი ხარ და რა საყვარელი ხარ.. - შენგელიამ ლეკვი გულზე მიიხუტა. გვანცას უკან დაბრუნება რომ შეაგვინდა ნუცამ გამოაკითხა. ჰოლში გამოსულ გოგონას მაშინვე მოკრა თვალი პაატამ. წამით სუნთქვა შეეკრა.მერე მზერა გვანცაზე გადაიტა,რომ არ დატყობოდა რეაქცია.- შემოდი სახლში,შემოდი... - ახალაძე სახლში შევიდა და კარი მიხურა. - მოდი ჩემს მეგობარს გაგაცნობ,ნუცა ჩამოვიდა. - გვანცამ ნუცა და პაატა ერთმანეთს წარუდგინა.

_ოჰ,ვინც მოვიდა გაუმარჯოს!.. - შესძახა მალხაზმა პაატას დანახვაზე და მისკენ გამოემართა.- სად ხარ აქამდე ადამიანო,თამადობას გიპირებ და გელით ამდენი ადამიანი.

_მეე? თამადა? - შეიცხადა ბიჭმა.

_ მაგიდის თავში,მიდი. - თითქმის უბრძანა უფროსმა შენგელიამ.

_აი ეგაა რა,"ქათამმა თხარა,თხარაო და თავის დასაკლავი დანა გამოთხარაო" - თქვა წუწუნით ახლად დანიშნულმა თამადამ და ფეხის თრვით გაემართა მაგიდისკენ.

_ეგ ანდაზები სადღერძელოებში გაურიე.- მიაძახა უკნიდან მალხაზმა სიცილით.

გვანცა ლეკვს არ იშორებდა. ხელში ჰყავდა პატარა ბავშვივით აყვანილი. სახელიჩ შეურჩია. "ბუსი" დაარქვა.

პაატას რომ უთხრა ბუსი დავარქვიო, ბიჭს გაეცინა:

_რაის ბუზი გოგო,ლამის შენ სიმაღლე გაიზარდოს.

_ოო ბუზი არა ბზიკი კიდე რა. მისი სახელია ბუსი და მორჩა.

_რადგან მისი აღმატებულება ბრძანებს იყოს ნება მისი. - ჩაიქირქილა ახალაძემ და ფეხზე წამოდგა სადღეგრძელოს სათქმელად.

კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა. ისევ გვანცა გაემართა გასაღებად. ლეკვი ნუცას ჩაუსვა კალთაში.

კარი ფართედ გააღო... ავალიანი მორიდებული გამომტყველებით იდგა კარებთან. ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა და ლამაზად შეფუთული კოლოფი.

_თორნიკეე?! - სიხარული და გაკვირვება ვერ დამალა შენგელიამ.

_დიახ მე. - თქვა დინჯად მაიორმა და იუბილარს საჩუქრები გაუწოდა. - გილოცავ.

_დიდი მადლობა. - გვანცამ თორნიკესკენ გაიწია და ლოყაზე აკოცა. კაცს მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა გოგონას შეხებისას. ის ლოყა აეწვა რომელსაც გვანცა წამის წინ ტუჩებით შეეხო.- შემოდი.

ახალი მეზობლის დანახვისას მასპინძლები და მეზობლები წამოიშალნენ ფეხზე. ყველამ მოწიწებით მიეგება ახალ სტუმარს. ადგილი თამადის გვერდით მიუჩინეს. მაგიდის მეორე თავში გვანცა და ნუცა ისხდნენ. პირდაპირ ხედავდნენ ერთმანეთს ეს ოთხეული. სადღერძელო სადღეგრძელოს მისდევდა.უიბილარმა ტოტრტზე ოცდახუთი სანთელი ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა. სტუმრები ნელ-ნელა ღვინით თვრებოდნენ,ეს ოთხი კი ერთმანეთის მზერით. გვანცას და ნუცას ყოველი გაცინება ახალაძეს და ავალიანს ტუჩის კუთხეში ღიმილს ჰბადებდა.

_აბა გვანცა ცეკვა,ცეკვა.. - წამოიძახა თამადამ.

_თქვენს შემდეგ.. - უთხრა სასმელისგან შეთამამებულმა იუბილარმა და წამოდგა.

_აქ ვარ,მოვდივარ.- წამოდგა ახალაძეც. - ოღონდ ჩევნი სიმღერა ჩართე.

ხალხმა ტაშით შეაგულიანეს საცეკვაოდ მომზადებული წყვილი.

გვანცამ სიმღერა ჩართო ( Robin Thicke - Blurred lines ) და ხმას მაღლა აუწია. პაატამ სასაცილოდ დაგრიხა ტანი და მერე ნაბიჯებით აყვა ტემპს. გვანცამ ტანი მოჭიმა და სამეჯლისო ცეკვების ოსტატივით დაიწყო ცეკვა. დროდადრო ახალაძე ხელს ჰკიდებდა შენგელიას და "ჩა ჩა ჩას" ილეთებს აკეთებდნენ. მერე "ჰიპ-ჰოპისას " ურევდნენ,ალაგ-ალაგ "რაჭულის" სვლებსაც აკეთებდნენ. ცეკვა მხიარული გამოვიდა. გვანცას ტანის მიმოხვრა ავალიანს ჭკუიდან შლიდა. მუშტებს კრავდა მაგრად რომ მღელვარება არ დატყობოდა. სახეზე კი საფირმო სიდინჯეს ინარჩუნებდა.

სიმღერა დასრულდა და მოცეკვავეები ტაშით დააჯილდოვეს. ორთავემ მადლობა თეატრალურად გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას.

_ახლა ამ ჭიქით მინდა ჩემი და გვანცას მეგობრობა ვადღეგრძელო. - თქვა პაატამ. ავალიანს თითქოს ბეჭებიდან ლოდი მოეხსნა ამის მოსმენისას.შვებით ამოისუნთქა.- მე და გავნაცა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,მე მისი სისხლის გამშრობი ვარ. - თავის ნათქვამზე გაეცინა. სხვებიც აყვნენ.- ის არის ადამიანი,რომელიც საშუალებას არ მაძლევს თავი ცუდათ ვიგრძნო. უფლებას არ მომცემს რაიმე არასწორად გავაკეთო და თუ გავაკეთე ვერ გადავურჩები.- ისევ გაეცინა. გვანცას იცინოდა.- ყველანაირად კარგი ადამიანია,მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. - ყველა დასერიოზულდა წამში, - ჩქმეტა იცის რომ მიბრაზდება. - სიცილი ისევ გაისმა ირგვლივ. ავალიანი დინჯად იღიმოდა მხოლოდ,- გვანც..- ხმა შეეცვალა პაატას, - სხვა თუ არაფერი ჩემი დაბადება ამ ქვეყნად მარტო იმიტომ ღირდა შენ რომ მყოლოდი მეგობრად. მიყვარხარ,გაფასებ და "გბალეშიკობ".. - ბოლო სიტყვა მრავლისმთქმელად წარმოთქვა და ვითომ შემთხვევით თორნიკეს დაადო ბეჭზე ხელი.

გვანცას გარდა ვერავინ მიხვდა ამ სიტყვას და ქმედებას. შენგელია გაშრა.ფერი დაკარგა. მეგობარს თვალები დაუბრიალა,ახალაძე კი მავნე სიცილით ქირქილებდა.

სასმისი ყველამ შესვა.

რამოდენიმე სიმღერა გიტარაზე შეარულეს მალხაზმა და მისმა მეგობრებმა.

მერე ერთხანს ბაასი გამართეს. ავალიანს მიმართავდნენ ხოლმე კითხვებით. მაგიდასტან ცნობილი გახდა,რომ ახალი მეზობელი მალე ერაყში უნდა წასულიყო. ყველამ მშვიდობით დაბრუნება უსურვა მეთაურს. გვანცას გული მოეწურა,თვალები აუწყლიანდა.. მერე კი მტკივნეული ღიმილით გაფანტა სახიდან დარდი.

შემდეგ სიყვარულის სადღეგრძელოს დროც მოვიდა. გვანცას უკვე საკმაოდ ჰქონდა სასმელი დალეული და კიდევ უფრო სითამამეს გრძნობდა.

_სიყვარულს გაუმარჯოს. - წარმოთქვა თამადამ. - ალავერდს იუბილართან ვარ.

_ეს ბიჭი თავს მომაკვლევინებს რა. - გადაულაპარაკა ნუცას შენგელიამ და ფეხზე წამოდგა.

_აი იმ სიყვარულს გაუმარჯოს,მისი დანახვისას გულის ცემა რომ გაგიჩერდება,სუნთქვა გაგიხშირდება,მუხლებში ძალა გამოგეცლება და ბედნიერების ღიმილი დაგეფინება სახეზე.- თქვა ბიჭმა და შენგელიას თვალი ჩაუკრა.

_ოჰო!.. - შესძახა მალხაზმა და ტაში შემოკრა.

_რადგანაც თემამ მოიტანა ლექსით მოგახნებთ ჩემს სათქმელს სიყვარულზე.- თქვა იუბილარმა და დაიწყო:
"რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი.
თვალებს დახუჭავ და მოვა.

თვითონ სიყვარული?
შხაპუნა წვიმაა.
ზაფხულის სიცხეში,
წამში რომ გაგრილებს.

თვითონ სიყვარული?
ცივი ზამთარია
სისხლს რომ გიყინავს ძარღვებში მაშინვე.

თვითონ სიყვარული?
მწველი მზის სხივია,
სახეს რომ აგიწვავს
მასთან შეხვედრისას.

თვითონ სიყვარული?
ნაზი ყვავილია,
მუდმივი მოვლა და
ალერსი ჭირდება.

თვითონ სიყვარული?
რთული გამოცანა,
პასუხს ვერ მიხვდები,
ის არც დაწერილა.

თვითონ სიყვარული?
ღმერთის საჩუქარი.
გულამდე მოტანილი
უთქმელი სიტყვაა.

თვითონ სიყვარული?
ნაზი მუსიკაა,
უნდა უსმინო და
არაფერი თქვა.


თვითონ სიყვარული?
კერპია ხალხების,
მასთან ქედს იხრიან თავად მეფეებიც.

და ისევ კითხულობთ,
რა არის სიყვარული?...
დიდი არაფერი,
თვალებს დახუჭავ და მოვა." - დაასრულა გვანცამ ლექსის წაკითხვა და სასმელი მოწრუპა.
_ბიჯოს,ბიჯოს,- წამოიძახა თამადამ, - ტაში მეგობრებო ტაში.- და დაშის კვრით გაემართა მეგობრისკენ.- შენ ვინ მყევხარ მოკლედ რა.- უთხრა და გადაეხვია.შენგელიამ დაიმორცხვა.
_შენ შემოგევლე მამი.- ახლა მალხაზი ადგა.
_ვაიმე სად გავიპარო?- თქვა სიცილით გვანცამ,თან ავალიანისკენ გააპარა თვალი. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.ორივეს დაუარა ჟრუანტელმა.
პაატამ წყნარი მუსიკა ჩართო (Andrew belle - in my veins) და იუბილარი გამოიცეკვა. სიმღერის ერტი წუთი იცეკვეს ერთად.
_შენთან ბოდიში,მაგრამ შენი მეგრელი მეგობარი უნდა ვაცეკვო.- უთხრა ახლაძემ და ნუცასკენ წავიდა. შენგელიამ ღიმილით გააყოლა თვალი. საცეკვაოდ სხვა დანარჩენი სტუმრებიც გამოვიდნენ. გვანცამ გამბედაობა მოიკრიბა და ავალიანთან მივიდა.
_მეცეკვები?
ავალიანს ჩაეცინა,თან ცალი თვალი მოჭუტა.
_მე და ცეკვა ძაან შორს ვართ ერთმანეთისგან წინასწარ გაფრთხილებ.- უთხრა და წამოდგა.
_არაუშავს. მე გასწავლი. - გვანცამ ხელი ჩასჭიდა.
მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.
_ფეხი თუ დაგაბიჯო არ იკივლო. - ჩასჩურჩულა სიცილით ყურთან თორნიკემ.
_კარგი,გავუძლებს.- გაეცინა გვანცასაც.
რამოდენიმე წამი ჩუმად ცეკვავდნენ.ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ. რაღაც მომენტში ერთი სისხლი ჩქეფთა მათში. წრიულ მოძრაობას აკეთებდა მაცოცხლებელი ცხელი სითხე ორი ადამიანის სხეულში.ერთმანეთზე ისე მაგრად ჰქონდათ ხელები ჩაჭიდებული. გოგონას მამაკაცის ცხელი სუნთქვა სახეზე ეცემოდა. სუნამოს და სიგარეტის სუნის სასიამოვნო ნაზავს ჰქმნიდა და სურვილს უღვივებდა რომ ავალიანის კისერში ჩაერგო თავი,კარგა ხანს ყოფილიყო ასე და ასე დასძნებბოდა. წელზე მოხვეული ფართე მტევანი მთელ ზურგს უწვავდა სასიამოვნოდ. ერთმანეთის გულის ცემა ესმოდათ.ერთმანეთის ესმოდათ ყველაზე მეტად იმ წუთებში.
_როდის მიდიხარ? - დუმილი გვანცამ დაარღვია.
_მაისის შუა რიცხვებში.. სადღაც ორ კვირაში.- გასცა პასუხი მამაკაცმა და კიდევ უფრო მოუჭირა ხელი გოგონას ხელს.
_საქართველოსგან შორს ყოფნა არ გაგიჭირდება?
თორნიკე თვალებში ჩააცქერდა შენგელიას მერე უთხრა.
_მე ყველაზე მეტად შენგან შორს ყოფნა გამიჭირდება....


* * *

გვანცას მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა. მუცელი აეწვა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. ავალიანზე ჩაჭიდებული ხელი კიდევ უფრო მაგრამ მოუჭირა და თვალებში მიაჩერდა. არ მოელოდა თორნიკესგან ასე,ყოველგავრი შესავლის გარეშე ამის თქმას.
მამაკაცს ახელებდა გოგონას დაბნეულობა და შეშებული მზერა. წელზე მოხვეული ხელით,შეუმჩნევლად ახლოს მიიზიდა ქალიშვილი. უნდოდა მთლიანად დასაკუთრებოდა მის არსებობას. უნდოდა შთაენთქა იმ წამებში მისი "მსხვერპლი" და სამუდამოდ მასში დაეტოვებინა.
_ თორნიკე... - ხმის ამოღება გაბედა გვანცამ.
_არ იფიქრო,რომ ალკოჰოლი მალაპარაკებს..- მიუხვდა კაცი სათქმელს.
შენგელიამ პირი მომუწა.
_ ნუ ნერვიულობ,დამშვიდდი.- ჩასჩურჩულა მამაკაცმა ყურთან და ოდნავ შეახო ტუჩები ყურის ნიჟარას.
გვანცა კიდევ უფრო დაიბნა. უკვე მხედველობაც დაებინდა. ვერავის და ვერაფერს ხედავდა თორნიკეს გარდა. ირგვლივ თითქოს ბურუსი ჩამოწოლილიყო.
გვანცამ ძალა მოიკრიბა და ავალიანს ხელი უშვა.
_გმადლობთ ცეკვისთვის. - უთხრა და თავი დაუკრა.
მამაკაცს ჩაეცინა. თვითონაც დაუკრა თავი იუბილარს და თავის ადგილს დაუბრუნდა.
შენგელია აბაზანაში გავიდა. ცივი წყლის სახეზე მისხმა სჭირდებოდა სასწრაფოდ,რომ აზრებისთვის თავი მოეყარა და ადამიანის ფერი დატყობოდა.
_არა,არ მომესმა,მართლა მითხრა.. ჩემგან შორს ყოფნა გაუჭირდება თურმე... ღმერთო... ეს ხომ ნამდვილად ბედნიერებაა,წარმოუდგენელი ბედნიერება. რომ არ ველოდი ისეთი სიხარული.. ყველაზე მაგარი განცდა... ახლა რა ვქნა? რა ვუთხრა?.. - ფიქრები კარზე დაკაკუნებამ გააწყვეტინა. მანანა იყო. რატომ შეგაგვიანდაო,აინტერესებდა.
იუბილარი კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. დაჯდომისას მზერა სვანისთვის არ მოუშორებია. მამაკაცი თვალებით უღიმოდა. გვანცასაც გაეღიმა.
მხიარულება გვიანობამდე გაგარძელდა.
სანამ სტუმრები წავიდოდნენ, ავალიანი მანამ წამოდგა ფეხზე. ოჯახს მადლობა გადაუხადა, იუბილარს კიდევ ერთხე მიულოცა და სწრაფად დატოვა შენგელიების სახლი.
_ რა ჩქარა წავიდა,ხომ არაფერი ეწყინა? - ჰკითხა ნუცამ გვანცას.
_არ ვიცი. რა უნდოდა წყენოდა? - გაიკვირვა შენგელიამ.
_რა ვიცი აბა. ასე მომეჩვენა.
_ხვალ გავარკვევ. რაო პაატამ? - საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა გვანცამ.
_რავიცი,არც არაფერი. ხმა არ ამომიღია.
_აუ იცი? მას არ "ევასება" მეგრელები.
ორივეს გაეცინა.
_და რატო კი მაგრამ? - მეგრული კილოთი იკითხა ნუცამ.
_შარზეა.
_არადა,როგორი სიმპატიური ბიჭია.
_მაშ.. მაშ.
ახალაძე შორიდან ადევნებდა ორ მეგობარს თვალს.
დროდადრო ეღიმებოდა გოგონების სიცილზე.
დაბადების დღე დასრულდა.
სტუმრები წავიდნენ. კარგად შეზარხოშებული მალხაზი და პაატა იქვე ტახტზე მიწვნენ და მაშინვე ჩაეძინათ. მანანა გვანცას დაჟინებული თხოვნით საძინებელში გაისტუმრეს. მაგიდა გვანცამ და ნუცამ აალაგა. მუსიკა დაბალ ხმაზე ჰქონდათ ჩართული და თავიანთ ფიქრებში გართულნი ფეხაკრებით დააბიჯებდნენ იატაკზე.

უმცროსმა დიასახლისმა მეგობარს საწოლი გაუშალა თავის ოთახში და მშვიდი ძილი უსურვა. თვითონ არ ეძინებოდა. ერთხანს ფანჯარასთან იდგა.სიბნელეში გაჰყურებდა სივრცეს. თორნიკეს ნათქვამზე ფიქრობდა.
ეზოში საქანელას მოჰკრა თვალი. ჩუმად გაიხურა სახლის კარი და გარეთ გავიდა. სუფთა ჰაერი ძალიან სჭირდებოდა. ავალიანის კართან სვლა შეანელა. ფეხის წვერებზე წამოიწია და ისე ჩაირბინა კიბეები.
ეზოში გასულმა ღამის გრილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. საქანელაზე მოკალათდა და გაქანდა. ბავშვური ნეტარებით აივსო მთელი მისი არსება.
ისევ ჩახედა ღამეს თვალებში. ყველაგან თორნიკეს სახეს ხედავდა და გული უჩქარდებოდა.
მეორე სართულის ფანჯრებში მოულოდნელად შუქი აინთო. შენგელია ერთ ადგილას გახევდა.ავალიანი აივანზე გამოვიდა სიგარეტით ხელში.
მამაკაცმა მაშინვე შენიშნა საქანელაზე მჯდომი გვანცა. ხელით ანიშნა "მანდ რას აკეთებო".. გოგონამ მხრების აწურვით უპასუხა. თორნიკემ სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და შენგელიას დაუქნია ხელი ამოდიო. გვანცაც დაჰიპნოზებულივით წამოდგა და კიბეებს აუყვა. ავალიანი ღია კარში დაუხვდა.
_ ვერ იძინებ? - ჰკითხა და სახლში შეიყვანა.
_ ვერა.- გასცა ლექტორმა პასუხი ძლივს გასაგონი ხმით.
_შემოდი დაჯექი.
_მე თვითონ არ ვიცი აქ რატომ ვარ ახლა... - თქვა დაბნეულმა გვანცამ და შუბლი მოისრესდა, თან კარების გასაღებად მოემზადა,რომ გარეთ გასულიყო.
_ სამაგიეროდ მე ვიცი რატომაც ხარ აქ. - უთხრა მამაკაცმა და გოგონას წინ გადაუდგა.
ისევ დაბნეული და დამფრთახალი თვალებით მზერა...
ავალიანი ხელების ნელი მოძრაობით გვანცას მხრებს შეეხო. შეგელიას მთელი სხეული ისე უცახცახებდა, როგორც მონადირის ნასროლი ტყვიის ასაცდენად გაქცეულ შველს,რომელმაც ეს-ესაა სამალავს შეაფარა თავი. თორნიკემ შენგელია მისკენ მიიზიდა გა გულზე მიიკრა. მამაკაცმა ღრმად შეისუნთქა ნეტარებით. ორივენი სიჩუმემ მოიცვა. ხმას არც ერთი იღებდა.ერთამენთის სურნელით ტკბებოდნენ. შენგელიამ თვალები დახუჭა და ნელ-ნელა თვითონაც შემოხვია ავალიანს ხელები ზურგზე. გვანცამ თორნიკეს ხელების სიძლიერე უფრო მეტად იგრძნო,იმდენად რომ უკვე სუნთქვა უჭირდა.
_მგონი გატკინე. - ჩასჩურჩულა მამაკაცმა ყურთან და ოდნავ შეუშვა ხელი. მერე გვანცას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. შენგელიას ლოყაზე ცრემლი ჩამოუცურდა,- ასე გატკინე? - შეღონდა კაცი და სახე თითებით შეუმშრალა.
_ასე რატომ იქცევი? - სხვა ვერაფერი მოიფიქრა ახლაგაზრდა ლექტორმა.
_ასე როგორ?
_ ხომ ხვდები არა?
_აჰ, თითქოს არ იცოდე. - გაეღიმა კაცს.
_ვარაუდებით დასკვნების გამოტანა არ მყოფნის....
_მაშინ გკითხავ: რატომ გინათდებოდა თვალები როცა მე მხედავდი?
_ვისა მე? - უცებ გამოერკვა გვანცა. წამოწითლდა.
_დიახ თქვენ,შენგელიას ასულო.
_გეჩვებოდა... მაპატიე უნდა წავიდე. - ისევ კარებისკენ გაიწია.ამჯერადაც არ გაუშვეს.
_ნეტა თუ იცი,შენ ახლა მეჩვენები? - შეფარული ირონიით ჰკითხა თორნიკემ,რადგან შეატყო გვანცას არ სურდა ეღიარებინა ის,რაც მამაკაცმა რამოდენიმე წუთის წინ იგრძნო მისგან და დაუდასტურა ის ეჭვები რაც აწუხებდა.
_კი, გეჩვენები. - უნდოდა სერიოზული გამომეტყველებით ეთქვა,მაგრამ არ გამოუვიდა და სიცილი წავარდა.
_ნუთუ ასე ძნელია?
_რა?
_ის,რომ უბრალოდ ჩამეხუტო კიდევ ერთხელ... ნურაფერს იტყვი.. სიტყვები არ მჭირდება. არც შენ გჭირდება...
_საიდან მოიტანე რომ არ მჭირდება?
_გიყურებ და ვრწმუნდები.
_თორნიკე.. მაპატიე,მაგრამ უნდა წავიდე.
_კარგი.- უცებ უხეში გახდა ავალიანი, - გზა ფართეა. კარი ნელა მიხურე. - უთხრა და განზე გადგა. გვანცამ ერთი მოავლო მზერა და გარეთ გავიდა.
ორი, ერთმანეთზე გაბრაზბული ადამიანის ზურგს უკან,მძიმე რკინის კარი დაიხურა.

* * *
ერთი კვირა ისე გავიდა გვანცას ავალიანი არ უნახავს.

ფიქრების საღერღელი აშლოდა. რა უნდა ეფიქრა აღარ იცოდა უკვე. თავს ვერც იმას პატიობდა,რომ თორნიკეს ხელები შემოხვია და ვერც იმას, რომ გააბრაზა.
სასწავლებლიდან გამოსული სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. მობილურმა დარეკა. დახედა თავშესაფარიდან რეკავდნენ. ზარს გულის ფანცქალით უპასუხა.
_ გვანცა რა კარგი ამბავი უნდა გითხრა რომ იცოდე. - თიტქმის გაჰკიოდა თამრიკო.
_ვაიმე რა მოხდა? - სუნთქვა შეეკრა შენგელიას.
_ახლა დირექტორმა მითხრა, უნდა დავურეკო კეკელიძის და სანოძის ოჯახებს,მათ შეუძლიათ ბავშვები წაიყვანონ თავისთან...
_ ეგ როგორ? - ვერ გაერკვა გვანცა,- მათ ხომ საშუალება არ აქვთ შვილისს რჩენის...
_დამასრულებინე... ჰოდა სწორედ, რამოდენიმე დღეა აქ დადის ვიღაც სამხედრო პირი,არ ვიცი ვინაობა,ახლაც დირექტორის კაბინეტში. იმ კაცმა ითავა ამ ბაშვების დაფინანსება. ანუ ოჯახში იცხოვრებენ თავიანთ მშობლებთან ერთად და ყოველ თვეში ეს ღვთისნიერი ადამიანი გაუწევს მათ ფინანსურად დახმარებას,თუ რამ დასჭირდებათ ბავშვებს....- ერთი ამოსუნთქვით ამოსთქვა თამრიკომ.
_ რას მეუბნები თამრიკო,ვაიმე ღმერთო... სიხარულისგან ისე დავიბენი, ვერ ვიფიქრებ რა ვთქვა. ახლავე მანდ მოვდივარ....


* * *

ტაქსი ბავშვთა სახლის წინ გაჩერდა.
შენგელია სწრაფად შეიჭრა ეზოში და შენობის კარზე დააკაკუნა. კარი თამრიკომ გაუღო.
_ აბა რა ხდება? - იკითხა გოგონამ და ქამხვდურს ფართე თვალებით მიაჩერდა.
_ ყველაფერი კარგი. ის ისევ აქ არის.. ოჯახებს ვაცნობე უკვე და მოვლენ.- მოახსენა თამრიკომ მხიარული ხმით.
_რა ბედნიერებაა... ვერ ვიჯერებ...
_მეც მიჭირს,მაგრამ საიამოვნო ფაქტის წინაშე დავდექით.
_ ბავშვები როგორ არიან?
_კარგად არიან,თამაშობენ,სათამაშო ოთახშია ყველა.
_კარგი, ცოტა ხანს მათთან მივალ და მერე შევალ დირექტორთან. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს.
ორივენი დიდი ოთახისკენ გაემართნენ,რომელსაც სათამაშო ოთახი ერქვა.
ბავშვებმა გვანცას დანახვისას ჟრიამული ატეხეს. ყველა გარს შემოეხვია შენგელიას.
გოგონა სიხარულით აივსო და ბედნიერი ღიმილი დაეფინა სახეზე.
ერხანს ითამაშა მათთან ერთად,მერე კი თამილას კაბინეტისკენ გაემართა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
"მობრძანდით" , გაისმა ოთახის სიღრმიდან.
_ შეიძლება? - მორიდებით იკითხა გვანცამ.
_ გვანცაა... საყვარელო,მოდი,მოდი. - ხმელი აღნაგობის, საფეთქელთან ჭაღარა შეპარული, კეხიანი ცხვირის, თხელი ტუჩების, წვრილად გადაწკეპილი წარბების და მოჭუტული თვალების პატრონი - დირექტორი ფეხზე წამოდგა და სტუმრისკენ გაემართა.
სახელი გვნაცას ხსენებისას, სავარძელში მჯდომ მამაკაცს ერთიანად გააჟრჟოლა მთელ ტანში. თითქოს გაიყინა. სუნთქვაც კი შეეკრა.
_ ისეთი ამბავი გავიგე,რომ არ მოვსულიყავი არ შემეძლო. - თითქოს თავი იმართლა შენგელიამ ისევ მორიდებული ხმით.
_ ძალიან კარგი ჰქენი რომ მოხვედი. გამიხარდა. მადლობა ღმერთს,რომ კიდევ არსებობენ შენნაირი კეთილი ადამიანები და ყრადღებას გვაქცევენ... მოდი გაგაცნობ ბატონ თორნიკეს. - დირექტორმა ხელი სავარძლისკენ გაიშვირა, სადაც მამაკაცი იჯდა. სავარძელი ზურგშექცევით იდგა და შესაბამისად კარიდან შემოსული ვერ ხედავდა იქ მჯდომის სახეს.
"თორნიკე?" გაიწივლა სახელმა გვანცას გონებაში და უნებურად გული აუჩქარდა.
თამილა ღიმილიანი სახით დაწინაურდა და მამაკაცის წინ დადგა.
_ბატონო თორნიკე,მინდა ჩვენი ბავშვების უახლოესი მეგობარი გაგაცნოთ.... გთხოვთ თუ შეიძლება....
შენგელია ფეხისთრევით მიუახლოვდა სავარძელს.
კაცმა თვალები დახუჭა,ღრმად შეისუნთქა და ფეხზე წამოდგა.
ორივეს მიტკალის ფერი ედო სახეზე.
უხერხული დუმილი ჩამოწვა.
_ ეს გვანცაა. - უთხრა ავალიანს თამილამ, - ეს კი ბატონი თორნიკეა, - ახლა შენგელიას მიუბრუნდა დირექტორი. თან გაკვირვებული თვალიებით უმზერდა ამ ორს. ვერ გაეგო,რა დაემართათ.
_ გამარჯობა. - თქვა ლუღლუღით გვანცამ.
_გამარჯობა. - გაიმეორა ავალიანმაც.
ერთმანეთს თვალი გაუსწორეს.
ისევ დაბნეული სიჩუმე ჩამოწვა.
_ დაბრძანდით. - მიმართა ორთავეს დირექტორმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
_ აქ მადლობის სათქმელად მოვედი... მინდოდა მადლობა მეთქვა იმ ადამიანისთვის, ვინამაც ასეთი კეთილი საქმე გაუკეთა ამ ბავშვებს.... ეს ბავშვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და... - ძლივს წამოიწყო გვანცამ სათქმელი.
_ ნამდვილად. - ჩაერია დაწესებულების უფროსი, - იცით? გვანცა ძალიან გვეხმარება,არამარტო მატერიალურად,არამედ მორალურადაც. მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს აქაური გარემო, ძალიან მგრძნობიარე გოგონაა და ადვილად მიაქვს გულთან ყველაფერი,განსაკუთრებით კი ამ ბავშვების მდგომარეობა. ის კიარადა ბავშვების უმეტესობა მას, გვნაცა დედას ეძახის.
_ საინტერესოა. - თქვა ავალიანმა. ოდნავი ირონია გაისმა მის ხმაში, - და ამავე დროს მისასალმებელია.. - დაამატა მერე. - გულთან თუ მიაქვს ყველაფერი... - ისევ ფარული ირონია გაურია ავალიანმა და დამცინავი მზერთ გადახედა გოგონას.
გვნაცას სიბრაზის ალმური მოედო სახეზე.
_ მოკლედ, - წამოდგა ფეხზე, - მადლობის თქმა მინდოდა მხოლოდ.. ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის ქალბატონო თამილა.- დირექტორს თავი დაუკრა. - დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ნახვამდის ბატონო თორნიკე. - ბოლო ორი სიტყვა გაწელილად წარმოთქვა შენგელიამ და კაბინეტი დატოვა. თამილა ვერ მივხდა რა მოხდა, თუმცა არაფერი უკითხავს და არც შეიმჩნია რაიმე. ზრდილობის ნიშნად გაუღიმა თორნიკეს და საქმეზე სასაუბროდ მოემზადა.
ავალიანი კი თავს ძლივს იკავებდა რომ ხარხარი არ დაეწყო, შენგელიას საქციელმა ძალიან გაამხიარულა.

შენგელია ბავშვებს დაემშვიდობა. განსაკუთრებით ის ორი ბავშვი ჩაიკრა გულში რომლებაც მალე საკუათარი დედა ჩაიკრავადა გულში,ხელს ჩასჭიდებდა და სახლში წაიყვანდა.
თავშესაფარი დატოვა და ფეხით გაუყვა გზას. რამდენჯერაც გაახსენდა თორნიკეს ნათქვამი და მზერა იმდენჯერ წამოენთო სახეზე. მაგრამ მეორე წუთში ღიმილი და სიხარული იპყრობდა, ავალიანის კეთილი საქციელის გამო.
ტელეფონმა დაურეკა. ეკრანი მანანას ნომერს აჩვენებდა.
_ მალე მოვალ დე..
_ დედი ბებია ყოფილა ცუდათ და სოფელში მივდივართ მე და მამაშენი ახლავე. - ჩასძახა ყურმილში შვილს ანერვიულებულმა ქალმა.
_ მოიცა რა? ვინ ბებია? წესიერად ამიხსენი.
_ ქეთო ბებო....
_რა მოუვიდა, დედა გულს ნუ მიხეთქვ.
_ არვიცი მეც ნორმალურად.მხოლოდ ის მითხრეს,რომ ცუდათააო. ვერ დაგელოდებით. მივდივართ და ჭკვიანად იყავი.
_დედა თავს გაუფრთხილდი,არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება.

მანანას დაემშვიდობა და სოფელში გადარეკა.
გაარკვია,რომ მაღალმა წნევამ სიკვდილის შიში ჩაუნერგა ქეთო ბებოს და იძახდა, სანამ წავალ მანანა მანახეთო. ცოტა დამშვიდდა,რადგან წნევა მალევე დაურეგულირეს ავადმყოფს და ძლიერი დამამშვიდებელიც გაუკეთეს.

სახლში მისულმა ჩანთა იატაკზე დააგდო. გზადაგზა დაიწყო ტანსაცმლის გახდა და აბაზანამდე უკვე თითქმის შიშველმა მივიდა. გრილი წყალი მოუშვა, დუშის ქვეშ დადგა და სახე წყლის ჭავლს მიუშვირა. გრილმა წყალმა ტანზე კანი დაუხორკლა. თითქოს შესცივდა,მკლავებზე ჩამოსივა ხელი, მერე სველი თმები გადაიწია უკან და დაბანას მოჰყვა.


..........

კმაყოფილმა და ემოციებით დაღლილმა დატოვა ბავშვთა სახლი. ბედნიერი მშობლების და გახარებული შვილების შეხვედრა რომ ნახა, კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში.
სახლში მისვლამდე გვანცა ედგა თვალწინ. ხან ღიმილი გაუპობდა ტუჩებს, ხანაც სახე მოექუფრებოდა. რა ხანია უკვე ქეთისთან არ ყოფილა. თავს არიდებს, აღარ მიუწევს გული მისკენ, აღარ აქვს სურვილი მამაკაცური ვნება ქერა ქალით დაიკმაყოფილოს. მთელი მისი არსება მხოლოდ შენგელიას მოეცვა. გვანცა მასში ვნებასაც იწვევდა,სიყვარულსაც, მზუნველობასაც და სიბრაზესაც.

მანქანა კორპუსის წინ გააჩერა ჩვეულ ადგილზე.
სადარბაზოშ შესვლამდე მეოთხე სართულისკენ აიხედა. აივნის კარი ღია იყო. ნიავი თეთრ ფარდას მსუბუქად აფრიალებდა. სახლში არ შესულა,პირდაპირ შენგელიების ბინას მიაშურა. გადაწყვიტა,რომ გვანცას დალაპარაკებოდა. თავიდან ბავშვები აბავს მოუყვებოდა,მერე კი თემას შეცვლიდა.
ზარის ღილაკს დააწვა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მისდაუნებურად სახელური მოსინჯა. ღია იყო. სახეზე გაკვირვება დაეტყო. ცალი წარბი ასწია და კარებს ხელი ჰკრა,რომ ფართედ გაღებულიყო. არავინ არ ჩანდა. მისი ყურადღება იატაკზე დაფენილმა გვანცას ტანსაცმელმა მიიქცია. სისხლი აუდუღდა.
"გვანცა!", დაიძახა ავალიანმა. პასუხი არსაიდან ისმოდა. რამოდენიმე ნაბიჯით ჰოლი გაიარა, ახლაღა შემოესმა წყლის ხმა აბაზანიდან. თითქოს ცოტათი მოეშვა. ტანსაცმელებს გადააბიჯა და აბაზანის კარზე დააკაკუნა.
შენგელია შეცბა. სასწრაფოდ მოკეტა ონკანი და დაფეთებული თვალებით მიაჩერდა კარებს.
_ ვინ არის? - იკითხა გაპარული ხმით.
_ სახლში მარტო ხარ და კარი რატომ დატოვე ღიად? - მოესმა ავალიანის საშინლად მკაცრი ხმა. შენგელია გაოგნდა. დაიბნა რა უნდა ეკითხა პირველი "შენ აქ რა გინდა?" თუ " რა? კარი ღიად იყოო? "...
_კარგად ხარ? - ოდნავ დაუთბა ხმა მამაკაცს. ხელებით კარს მიეყრდნო და მიაყურადა.
_ კი,კარგად ვარ. - გამოერკვა გოგონა, - თუ შეგიძლია მისაღებ ოთახში გადი და მალე გამოვალ.
_ კარგი. - ავალიანი კარს მოშორდა და მისაღები ოთახისკენ დააპირა წაასვლა,მაგრამ შედგა. იატაკზე გაბნეულ ტანსაცმელებს მოავლო მზერა. აგდებით ჩაიცინა, კეფა მოიქექა და გვანცას სამოსს დაუყო აკრეფა. მისაღებში სავარძლის სახელურზე დააწყო. თვითონ კი ტახტზე მოკალათდა.

გვანცა პირსახოცმოხვეული გამოვარდა აბაზანიდან. სწრაფად შეიჭრა თავის ოთახში და ჩაცმა დაიწყო. სახელდახელოდ რაც ნახა ის ჩაიცვა უცებ. საღამურის ზედა და ჯინსის შარვალი. თმა პირსახოცში შეიხვია და ოთახიდან გავიდა. ნერვიულობდა. ტუჩებს სილურჯე შეეპარა. ხელები უცახცახებდა. ერთიანად გაყინულიყო.
მისაღებ ოთახში შევიდა. თორნიკე ფეხზე წამოდგა. შენგელიათ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. სისხლი ვენებს უმდუღრავდა.
_ ხომ მშვიდობა გვაქვს? - იკითხა გოგონამ მოჩვენებითი სიმშვიდით. ახლაღა შენიშნა მისი ტანსაცმელები სავარძლის სახელურზე და სირცხვილის ალმური მოედო სახეზე.
_ ეს მე უნდა გკითხო. - დაუბრუნა მამაკაცმა შეკითხვა და ისევ დაჯდა.
_ რას გულისხმობ,იქნებ განმიმარტოთ ბატონო თორნიკე. ტანსაცმელს თუ ღია კარებს? - ცინიკური ხმით ჰკითხა შენგელიამ.
_ პირველ რიგში იმას, რომ ჭირვეულობ და მეორე რიგში იმას,რომ კარი ღიად დატოვე. - ხმა ისევ გაიმკაცრა ავალიანმა. მის მზერას ბრაზიც შეერია.
_ ვერ ვხვდები რას მეუბნებით... კარის ღიად დატოვება კიდე არაფერია.
_ არაფერია?...
_დიახ!.. - არ ეპუებოდა გვანცა.
თორნიკემ მოთმინება ჩაისუნთქვით მოიკრიბა.
_სად არიან მშობლები? - შეცვალა თემა.
_სოფელში წავიდნენ. ბებიჩემი გახდა ცუდათ და...
_იმედია სერიოზული არაფერია.
_მალე კარგად იქნება.
სიჩუმე ჩამოწვა ერთხანს.
_ ძალიან საყვარლებია თეკლა და ნიკო. - წამიწყო ავაიანმა,სრულიად სხვა ხმით. მიხვდა,რომ შენგელიას ასულთან მკაცრი ტონით საუბრით არაფერი გამოვიდოდა,ამიტომ ტაქტიკა და ხერხი შეცვალა. გვანცას სითბო ჩაეღვარა მთელ სხეულში ბავშვების ხსენებისას.
_კი, ძალიან საყვარლები არიან.
_ მადლობა მინდა გადაგიხადო შენ.
_მე? - გულწრფელად გაიკვირვა გოგონამ.
_ დიახ შენ. შენ რომ არა, მე ვერ გავაკეთებდი იმას რაც გავაკეთე. მე ვერ მივანიჭებდი ვინმე ასეთ სიხარულს... უნდა გენახა მათი თვალები,მათი ბედნიერი სახეები... ეს საოცრება იყო.
ავალიანი გულწრფელი იყო როცა ამას ამბობდა.
_ წარმომიდგენია მათი სიხარული. რომ გავიგე ვიღაც სამხედრო პირი აფინანსებს ამ ოჯახებსო, ვერ დავიჯერე... შენი იქ დანახვა ჩემთვის იყო შოკი. - თქვა სიცილით გვანცამ.
_ როგორ ამ მინდოდა იქ გენახე.
_ შეგატყე..
_რატომ წამოხტი და გამოიქეცი?
_ ყავას დალევ თუ ჩაის? - თემის გადატანა სცადა შენგელიამ.
_არც ერთს...
_ მაშინ ჩემთვის გავიმზადებ. - უთხრა ნიშნისმოგებით და სამზარეულოში გავიდა.
ავალიანი უკან გაჰყვა.
_გვანცა... - წამოიწყო დაბალ ხმაზე მამაკაცმა. გოგონა შედგა. მიუხვდა რა უნდა ეთქვა, - სპეციალურად აკეთებ ამას. სპეციალურად იქცევი ასე...
_ ცოტას ვკეკლუცობ. - ვითომდა ხუმრობით გასცა პასუხი. კაცსაც გაეღიმა.
_არ მეხერხება ლამაზი სიტყვების თქმა... არც ის მინდა ბანალური საუბარი გაგიმართო... უბრალოდ... უბრალოდ მივხვდი,რომ შენ ხარ ის ვინც მთელი ცხოვრება მჭირდება ჩემს გვერდით... - იმ წამებში შენგელიას წინ შეყვარებული ავალიანი იდგა და არა ადამიანებზე მონადირე სამხედრო პირი.
გოგონას სათქმელი პირზე შეაშრა.
გახევებული იდგა და გულის ხმამაღალ ფეთქვას ისმენდა მამაკაცის ხმასთან ერთად.
თორნიკე ახლოს დაუდგა. მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
_ მე მართლა გეუბნები ამას... მითხარი, აქამდე ხომ ხვდებოდი? უთქმელად ხომ ხვდებოდი ჩემს სათქმელს?
შენგელიას თვალები ცრემლით ევსებოდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ. რატომ უნდოდა ტირილი.. გაყინული ხელები მამაკაცის მაჯებს ჩასჭიდა. იმდენად ცხელი იყო თორნიკე მთლიანად,კიდურების სიმხურვალემ შენგელიას თბილად დაუარა მთელ ტანში.
მზერა თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა.
დასტურის ნიშნან თავი დაუქნია.
ავალიანს გააკანკალა.
_ მერე?..
_მერე... მერე შენ მიდიხარ, ღმერთმა უწყის როდის დაბრუნდები და როდის აინთება სინათლე მეორე სართულზე, ავალიანის ბინაში, როდის ვეტყვი საკუთარ თავს, აჰ სახლშია, მოსულა... თავს დაცულად ვიგძნობ და გული სიხარულით აივსება... მერე, ეს ყველაფერი სასჯელია ჩემთვის... მაგრამ ყველა სასჯელს ავიტან, ოღონდ შენს ფანჯრებში შუქი ენთოს.. - შენგელიას თვალები ისევ აევსო ცრემლებით.
ავალიანი დუმდა.
ტკივილი ჩასდგომოდა გულში და თვალებში. ტკივილმა სუნთქვა შეუკრა. საკუთარ თავზე გაბრაზდა,რომ გვანცას ცრემლის მიზეზი გახდა.
გოგონა გულზე მიიკრა მთელი ძალით და მხურვალე ტუჩებით შუბლზე აკოცა....

_________________________________

მე-15 თავი loading....



№1  offline წევრი ტასიკო

როგორ მიყვარსსს ♥♥♥♥

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ეს შენს ბლოგზე წავიკითხე ერთი სული მაქვს როდია გაგრძელდება
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი milangirl

ეს თავები გუშინ წავიკითხე შენს ბლოგზე და ძაან მომეწონა. იმედია მე-15 თავს მალე დადებ და არანაკლებ კარგი და საინტერესო იქნება. ისე მიხარია ამ საიტს რომ დაუბრუნდი.

 


№4  offline წევრი კოლინა

ვინმემ იციით სად გაქრა ანასტასიას და თამარას ისტორიებიი??????ან თუ იცით სად წავიკითხო მათი ისტორიები,....მადლობა წინასწარრრრრ....

 


№5  offline წევრი ukideganod martosuli

rogor vnaxo kekes blogi?

 


№6  offline წევრი gvichiani

აუ მომდევნო თავი რა გთხოვ:( მალე დადეეე,არ მაქ მოთმენის უნარიიი love

 


№7  offline მოდერი ლილიანა

ukideganod martosuli
rogor vnaxo kekes blogi?

საძიებო ველში ჩაწერე ქართულად კეკეს ისტორიები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი lliikkaa

კოლინა
ვინმემ იციით სად გაქრა ანასტასიას და თამარას ისტორიებიი??????ან თუ იცით სად წავიკითხო მათი ისტორიები,....მადლობა წინასწარრრრრ....

mwerali.at.ua

 


№9  offline წევრი Annee

ვაუ! საოცარი ისტორია იყო! ! საოცარიი!!

 


№10 სტუმარი teo

dasawyisi sad vnaxo metyvitt

 


№11 სტუმარი მალინა

აუ ამ მოთხრობის წაკითხვა მინდა და დასაწყისი სად ვნახო.ძალიან მაინტერესებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent