შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (16)


23-08-2015, 19:22
ავტორი Keke27
ნანახია 14 448

ავალიანმა ნერწყვი ყმაურით გადაყლაპა და ხავილის მსგავსი ხმა ამოუშვა პირიდან.
_ვინ არის?
_მე ვარ. - გასცა მხიარულად პასუხი გვანცამ.
_ჩავიცვამ ახლავე და გამოვალ. ახლახანს გამოვედი აბაზანიდან. - მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა.
_კარგი, აქ დაგელოდები. - ცოტა დაბნეულად უთხრა შენგელიამ და კიბის სახელურს მიეყრდნო.
თორნიკე სწრაფად შევიდა ოთახში. ხელში რაც მოხვდა ის ჩაიცვა და თმა თითებით გადაივარცხნა.მანქანის გასაღები აიღო და სამზარეულოში შევიდა.
_მე სასწრაფოდ უნდა გავიდე. შენ ისაუზმე. სახლის გასაღები შემოსასვლელშია საკიდზე. - დაუბარა ქეთის და სწრაფად გავიდა გარეთ.
_ როგორ ხარ? - ჰკითხა გარეთ გასულმა მომლოდინე გოგონას და ლოყაზე აკოცა ფრთხილად.
_კარგად ვარ. შენ, როგორ ხარ? როგორ გეძინა? - დაუბრუნა კითხვა გვანცამ და კისერზე შემოხვია ხელები.
_მეც კარგად ვარ და კარგადაც მეძინა.
ის იყო კიბის ბოლო საფეხურზე ჩავიდნენ,რომ უცებ ქეთის ძახილი დაეწიათ უკან.
_თორნიკეე, მობილური დაგრჩააა.
შენგელია შედგა.
ავალიანს კისრის ძარღვები დაეჭიმა და მუშტები შეკრა.
გვანცა ქეთის მოუბრუნდა. ტანი ნახევრად უჩანდა ქერას. კარში იდგა და ავალიანს და შენგელიას, ირონიით, გაოცებით და სიბრაზით შესცქეროდა.
_ისე ჩქარობდი, რომ მობილური დაგრჩა და... - თქვა დაბნეულად ქალმა და მარჯვენა ხელით ტელეფონი გაუწოდა სვანს.
გვანცამ მაშინვე იცნო ქერა. "ჰმ!" მხოლოდ ეს აღმოხდა ცინიკური ტონით და კიბეებზე დაეშვა.
_გვანცა მოიცა.- მიაძახა კაცმა, მაგრამ შენგელია უკვე სადარბაზოდან გასულიყო. სიბრაზე ჩამდგარი თვალებით ახედა ქეთის ავალიანმა. ქალმა წარბები ზემოთ აზიდა და ტუჩები დაბრიცა, "მე რა შუაში ვარ" - ო სახე მიიღო.

* * *
"ის ქალი მასთან იყო მთელი ღამე?.. რა სულელი ვარ, როგორ უცებ დავუჯერე მის ნათქვამს, რომ თითქოს ვუყვარვარ. აჰ, ნა>შა მოწყინდა და მე იდეალური ვარიანტი ვარ მისთვის, არა? ვერ მოგართვით, ბატონო თორნიკე". ამ ფიქრებში ჩაძირული ისე შევიდა აუდიტორიაში ვერც კი მიხვდა. სტუდენტების ხმამ გამოარკვია, წამით გაკვირვებით მოავლო თვალი ოთახს, აქ როდის მოვედიო, გაიფიქრა.
_პატივცემულო, კარგად ხართ? - ჭეიშვილს არ გამოპარვია ლექტორის გამომეტყველება.
_აჰ.. კი, კარგად ვარ... უბრალოდ... - ჩურჩულით წარმოსთქვა შნგელიამ და აქამდე დაგუბებული ცრემლი თვალზე მოადგა. ცუდათ იყო, ძალიან ცუდათ. ეგონა რომ სამყარო დაინგრა... მაგრამ არ ჰქონდა მას მოთქმის უფლება. არ აძლევდა თავს ამის საშუალებას და ეს უფრო ცუდათ ხდიდა.
_არამგონია, რომ კარგად იყოთ. - თქვა მტკიცედ დაჩიმ. ლექტორმა თვალებში შეხედა სტუდენტს. ბიჭს სუნთქვა შეეკრა.თითქოს დაუთქმელად მიუხვდა სათქმელს შენგელიას. - სკამზე დაჯექი და დამშვიდდით, კარგი? დანარჩენი მე მომანდეთ. - გვანცა თავის მაგიდასთან მოკალათდა. აუდიტორიას მიესალმა და ჭეიშვილს გახედა.
_დღეს, თქვენი ლექტორი დაჩი ჭეიშვილი იქნება. - წარმოსთქვა ავადმყოფის ხმით, ლექტორმა და ძალით გაიღიმა.
აუდიტორიას მხიარულმა ჩოჩქოლმა გადაუარა.
_ მოკლედ.. მოგესალმებით სტუდენტებო.. - დაიწყო ჭეიშვილმა ლექციის ჩატარება.

* * *
გარეთ გასულმა, გვანცას თვალი რომ ვერსად მოჰკრა, სიბრაზემ უფრო უმატა.
"ვახ შენი"... მრისხანებით წარმოსთქვა სვანმა და მანქანაში ჩაჯდა. სამსახურში მივიდა. ისედაც მკაცრი სახე, კიდევ უფრო გამკაცრებოდა და მოქუფვროდა.
_ნადირაძე!..- მიმართა კაბინეტთან მდგომ სამხედრო პირს, ავალიანმა, - ბატალიონი სრულ მზად ყოფნაში დამახვედრე, ვარჯიშს ვიწყებთ.
_არის მეთაურო!.. - მაშინვე დაეთანხმა სამხედრო წესის თანახმად ნადირაძე.
ავალიანი კაბინეტში შევიდა, სავარძელში ჩაჯდა და ტელეფონს წვდა. გვანცასთან დარეკვა დააპირა, მაგრამ ყურმილი უკანვე დადო. "აზრი არ აქვს დარეკვას და რამის მტკიცებას, მას როგორაც უნდოდა, ისე გაიგო ნანახი". ფიქრობდა იგი.
კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
_მობრძანდით. - გასძახა ავალიანმა ოთახის შუაგულიდან.
კარი გაიღო.
_გამარჯობა თორნიკე. - ოთახში თმაშევერცხლილი სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი შემოვიდა.
_გაგიმარჯოს, ბატონო გიგლა. - ავალიანი ფეხზე წამოდგა და ახლადმოსულისკენ გაემართა.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
_ათ კაციანი სნაიპერთა გუნდი მყავს მოყვანილი. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. ერთად მოგიწევთ ერაყში წასვლა...
_ძალიან კარგი..
_მანამდე კი, მინდა შენ ჩაუტარო მასტერ კლასი, თან გაეცნობით ერთმანეთს.
_კარგი, მაგრამ ახლა ბატალიონი მელოდება, ვარჯიში გვაქვს დაგეგმილი..
_მე გავუძღვები შენს ბატალიონს. შევთანხმდით? - უთხრა ღიმილით გიგლამ.
_შევთანხმდით. - წარმოსთქვა თორნიკემ და ისევ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.

მეთაური ავალიანი იმ ოთახში შევიდა, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა ათ კაციანი სნაიპერთა გუნდისთვის.
მეთაურის შესვლისას ყველა ფეხზე წამოიშალა და სამხედრო სალამით მიესალმნენ.
_როგორც იცით, რთული მისია გაკისრიათ. თქვენი მისია, ნებისმიერ ვითარებაში, მტრის ლიკვიდაციაა. - ჯგუფმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. - თქვენ ხართ უხილავი მებრძოლები და ისეთივე მომაკვდინებელი ბრძოლის ველზე, როგორც იარაღია. ერთი გასროლა, ერთით ნაკლებ მოწინააღმდეგეს ნიშნავს. თიშავთ ყველანაირ ემოციას და გრძნობებს. თქვენს სამიზნეში ამოყვანილი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მტერია. ფიქრობ იმაზე, რომ ის შენს თანამემამულეს და სამშობლოს ვნებს... ამიტომ... სამ წამზე სახლეტს გამოჰრავთ თითს და ქრებით იმ ადგილიდან... - სანიპერთა ჯგუფი სულგანაბული უსმენდნენ ავალიანს.

* * *

ჭეიშვილის წყალობით ლექციამ ისე ჩაიარა, როგორც უნდა ჩაევლო.
შენგელიამ მადლობა გადაუხადა სტუდენტს გაწეული დახმარებისთვის. ძალიან უნდოდა დაცის გაეგო, თუ რაიყო მიზეზი, ლექტორის ცუდათ ყოფნის, მაგრამ შეკითხვებს მოერიდა. არ უნდოდა თავი მოებეზრებინა მისთვის.
გვანცამ მობილური მოიმარჯვა და ახალაძესთან დარეკა.
_პაატა...
_რა ხმა გაქვს, რა გჭირს? - შეშფოთდა ბიჭი.
_სად ხარ?
_სახლში ვარ.. მოვიდე?
_მოდი ჰო, რა.. დღეს ვერ შევძლებ ლექციების ჩატარებას. თავი უნდა გავინთავისუფლო.
_კარგი, მალე მანდ ვიქნები. - ახალაძემ ტელეფონი გათისა და სწრაფად გავიდა სახლიდან.

_სახლში მისვლა არ მინდა და შენთან დავრჩები ცოტა ხნით, კარგი? - ჰკითხა შენგელიამ მეგობარს, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
_დარჩი, არაა პრობლემა, მაგრამ რა მოხდა? - გაოგნებულმა იკითხა პაატამ.
_თორნიკეს ნახვა არ მინდა.
_ოჰო!.. ეს რაღაც ახალია. - გაეცინა პაატას.
_სახლში თუ მივალ, მომიწევს მისი ნახვა.
_რა გჭირთ, კი მაგრამ?
_ მოგიყვები გზაში. და ერთი კეთილი საქმე უნდა გამიკეთო. მე დამტოვე შენტან სახლში და შენ ჩემი ბინიდან ტანსაცმელები მომიტანე. შეგიძლია?
_შემიძლია.. მაგრამ ასეთი რა მოხდა? რაიმე ხომ არ გაკადრა, მაგის... - ბოლო სიტყვები კბილებში გამოცრა ახალაძემ და მეგობარს თვალებში მიაჩერდა.

* * *

ბინდდებოდა მანქანა კორპუსის წინ რომ გააჩერა. მეოთხე სართულს ახედა. სინათლე არ ენთო. არც აივნის კარი იყო ღიად. სახლში არ შესულა, პირდაპირ შენგელიას ბინას მიაშურა. კარზე ამაოდ აკაკუნა. ზარიც ამაოდ დარეკა.
"ოხ, შენგელიას ასულო, როგორ თამაშობ ჩემს ნერვებზე"... ჩაილაპარა თავისთვის და დინჯად ჩაუყვა კიბის საფეხურებს.



№1  offline წევრი ket-kat

Kargia rom agrzeleb ;) agar daagviano xolme :))

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეეე კეკე რა პაწუკა თავია არ მეყო .

 


№3  offline წევრი mariko_2001

cota didi tavebi ra gtxoov dzaan sainteresoa da ar myopnis da male dade xolme raaaa❤❤

 


№4  offline წევრი გვირილა ♡

უუუ როგორ გამახარეე ♡♡♡
ჯიგარი ხარ რააა :დ ♡

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu male dade ra kide da didebiii magaria dzaan

 


№6  offline მოდერი ლილიანა

და რისი იმედი აქვს თორნიკეს? ანეგდოტი განახსენდა ქმარი რომ ხელოსანს იპოვის კარადაში ის კი ეუბნება ახლა რომ გითხრა მეტროს ველოდებიო დამიჯერებო:):):):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent