შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (24)


2-09-2015, 01:29
ავტორი Keke27
ნანახია 12 475

გოგონები უკანა სავარძელეზე მოკალათებულიყვნწენ. ავალიანის გვერდით კი პაატა იჯდა.
მანქანის სალონში, დამალ ხმაზე კლასიკური მუსიკის ჰანგები იღვრებოდა.
დრო და დრო, ავალიანი სარკიდან ათვალიერებდა გვანცას. გული სიამით უტოკდებოდა, როდესაც მათი თვალები ერთმანეთს გადაეყრებოდნენ.
სვანეთში მისვლამდე, ათასი თემა წამოჭრეს სალაპარაკო. უფრო ახალაძე აქტიურობდა. თორნიკეს მოეწონა პაატა. კარგად ხედავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გვანცა მისთვის და გვანცასთვის ახალაძე. დააფასა მათი მეგობრობა.
_როგორი ბავშვები იყავით? - იკითხა თორნიკემ მეგობრების მისამართით.
_ჩვენ? ვიყავით? ახლა დიდები ვართ რო? - გადაიხარხარა პაატა. გოგონებიც აჰყვნენ. თორნიკეს დინჯად გაეღიმა და სარკიდან ისევ გვანცას გახედა.
_ჩვენ ვიყავით ყველაზე მავნეები. ახლა რა გვაფუჭოთ? ძირითადი საფიქრალი ეს იყო ჩვენთვის, - თქვა სიცილით ახალაძემ, - აუ გვანცა გახსოვს ერტ დღეს, ვიღაც კაცი რომ შევაშინეთ?
_რომელი ერთი გავიხსენო პაატა? - იცინოდა შენგელიას ასული.
_“კაროჩე“ , - დაიწყო ბიჭმა მოყოლა, - ძამთარი იყო, თან ახალი შეღამებული, გვანცას მივაკითხე ბიბლიოთეკაში და იქედან ერთად წამოვედით ფეხით, მობუზულები, მარშუტს დააგვიანდა და... ჩვენს წინ კაცი მიდიოდა, იდეა დამებადა მავნებლობის, გავნცას ვუთხარი და დავიწყეთ გეგმის სისრულეში მოყვანა. დავიწყეთ ყვირილი, ვაიმე არ ისროლო, არ ისროლო, გაიქეცით, გაიქეცით, თან ჩვენ გავრბივართ და ამ კაცს ვეწევით ასე ყვირილით და კორპუსებისკენ ვიშვერთ ხელს, თითქოს იქედან გვიპირებდა სროლას. დაწექით, დაწექით, გავყვირით ორივენი, საწყალმა კაცმა, ჩვენკენ გამოიხედა შეშინებული თვალებით და რომ გაწვა შუა ქუჩაში და წაიშინა თავში ხელები, ვერ აატყავედბენ ალბათ იქედან კარგა ხანს. მე და გვანცა მაშინვე „დავტყდით“ ადგილიდან, სიცილისგან ვიგუდებოდით. - დაასრულა პაატამ თხრობა. ავალიანმა მანქანა გზიდან გადააყენა, უკვე ისე იცინოდა, მართვა არ შეეძლო. გოგონებს სიცილისგან თვალებზე ცრემლი მოსდგომოდათ.
_რა ბოროტები ყოფილხართ თქვენ, - როგორც იქნა სული მოითქვა კაცმა.
_ცნობილი. - გასცა პასუხი ახალაძემ სიცილით. - მთელ უბანში ცნობილი ვიყავით ჩვენი სიბოროტით. აუ ერთხელ კიდე რა ვქენით იცი?
_კარგი პაატა, გეყოს აწი. - იცინოდა გვანცა.
_არა, არა მოყევი მიდი. - უთხრა ნუცამ.
_გააგრძელე, მაინტერესებს, - თქვა თორნიკემ და მანქანა დაძრა.
_მოკლედ, ჩემს სოფელში ვართ, მანანა ბიცოლამ გვანცა ჩამოყვანა და ერთად ვისვენებდით და მავნებლობის საათმა რომ ჩამოჰკრა გვანცას თვალით ვანიშნე რომ წავსულიყავით. ჩემი სოფელის გზატკეცილის პირასაა და ტრანსპორტის მოძრაობა ხშირია. განაგონი მქონდა, მაგნიტოფონის „კასეტის“ ლენტი მანქანის შუქზე თოკივით მოჩანსო. ჰოფა გადავწვიტეთ ამ გზატკეცილზე გაგვება ეს ლენტი. მამაჩემს მოვპარე „კასეტა“ ლენტი გავწყვიტეთ, ერთი ბოლო გვანცამ დაიკავა, მეორე ბოლო მე. გვანცამ ქუჩაზე გადაირბინა და ღობეს მიაბა ლენტი და ბუუჩქებში დაიმალა. აქეთ მე მივაბი და მეც დავიმალე. მოკლედ გავჭიმეთ ეს ლენტი, თან შორიდან არ სჩანს ეს ლენტი თურმე, ახლო განათებაზე კიდე თოკის სიმსხო სჩანსო, ვკვდებოდით ინტერესით, თუ იყო ეს მართალი. თან წამებში მოვახერხეთ ამ ლენტის დამაგრება. ვხედავთ მოდის მანქანა, თანდათან უახლოვდება ამ ლენტს, არაფერი არაა, მეთქი ტყუილი ყოფილათქო და უცებ ისმის საბურავების ღრჭიალი, მანქანის კარის ჯახუნი, ლანღვა-გინება, წყევლა-კრულვა.. ატყდა ერთი ამბავი, ტრაფიკი გამოვიწვიეთ მოკლედ. მაშინაც „დავტყდით“ ადგილიდან.
_რა საშიში ხალხი ხართ თქვენ. - იცინოდა თორნიკე.
_ნამეტანი. - უთხრა გვანცამაც სიცილით.
_ფეხბურთის თამაში მე ვასწავლე და სულ გადატყავებული ჰქონდა მუხლები და იდაყვები, მანანა ბიცოლა სიკვდილზე გვდებდა ორივეს. - თქვა სიცილით პაატამ. - ვაჟკაცი მეზრდებაო, მალხაზი იზახდა ხოლმე.
_ჯოკერში რომ წააგე და რომ ჩაგაბარებინე ის როგორ იყო? - ჰკითხა შენგელიამ მეგობარს.
_აუ, კაი ტო... მაგას ნუ გამახსენებ რა.
_მოყევი, რა გიქნა ასეთი. - გაეცინა ავალიანს.
_რა მიქნა და, წავაგე ჯოკერში და წაგებულს, მოგებულის სურვილი უნდა შეესრულებინა, ასეთი იყო „დაგავორი“ თან ის პერიოდი იყო, გვანცა ამერიკაში უნდა წასულიყო და ხო ხვდები, ვერ ვნახავდი ორი წელი, და მოკლედ, ქალბატონმა ისურვა, გოგოსავით უნდა გამოგაწყოვო. ავკივლდი, დავკივლდი, მაგრამ აბააა, ამას რამეს გადაათქმევინებ? ჯერ წვერი გამაპარსვინა ისე, რომ ორი კვირა ბეწვი არ გამჩენი სახეზე. წამისვა სახწეზე მაკიაში, ჩამაჩვა მუქი „კალგოტკა“ , გამიკეთა ლიფი, მომარგო მისი მოკლე კაბა და თავზე შლიაპა დამახურა. ჩემი თავი რომ დავინახე სარკეში, ვინაა ეს ნაშა-თქო ვიკითხე. და ასე ჩაცმული უნდა გავსულიყავი გარეთ, სუპერმარკეტში მეყიდა ნაყინი ამ ქალბატონისთვის და მიმერთმია. თან ფეხზე მისი ტუფლი არ მეტეოდა ჩემი ბოტასები მეცვა. - ყველა ხარხარებდა უკვე, - და ყველაზე ღადაობა რა იყო იცი? მალხაზიმ ვერ მიცნო სახლში რომ შემოვიდა, მოკრძალებული სალამი მითხრა და ბოდიში მომიხადა, მეპატიეთ ქალბატონო, ვერ გიცანიო. არაუშავს მახო-თქო რომ ვუთხარი, კაცმა ლამის ინფაქტი მიიღო. რა გჭირსო მეკითხებოდა. მოკლედ ასეთი მავნეები ვართ ჩვენ ჩემო ბატონო. - დაასრულა თხრობა ბიჭმა და ხელის გულით სიცილისგან აცრემლებული თვალები მოიწმინდა.
_აჰ, გაიხარეთ, ასე არ მიცინია რამდენი ხანია. - თქვა ავალიანმა.
_ხშირად გაატარე დრო ჩვენთან ერთად და გპირდები, სულ გაცინებული ივლი. - უთხრა პაატამ.
_ანუ მეც გავსულელდები? - იკითხა სიცილით.
_ყოველშემთხვევაში სიმპტომები გექნება. - გასცა პასუხი გვანცამ.
თორნიკემ ისევ შეათვალიარა სარკიდან შენგელია.
_თქვენზე რას გვეტვით, როგორი ბავშვი იყავი? - ჰკითხა პაატამ თორნიკეს.
_ოო, მგონი არ ივარგებს ახლა ამაზე საუბარი. ანუ მხიარული ნოტიდან გადახვევა არ იქნება კარგი. - უთხრა თავშეკავებული ღიმილით სვანმა.
_კარგი, როგორც იტყვი. - თითქოსდა რაღაც დააშავა პაატამ, ისეთი ტონით თქვა.
ავალიანი ერთბაშად დასერიოზულდა. რაღაც გაახსენდა, სივრჩეს გაუშტერა მზერა და ღრმა ბავშვობას გადახედა.
_თორნიკე, დედი, შენ დიდი ბიჭი ხარ უკვე, ხომ იცი.. - ეუბნებოდა ლოგინში მწოლიარე დედა პატარა ავალიანს. ქალს ავადმყოფობისგან ცივი ოფლი ასხამდა, სიკვდილთან ბრძოლისგან სახე გაყვითლებოდა, თვალის უპეები ღამესავით გახდომოდა და გამხდარი, მოცახცახე ხელებით შვილზე მოფერებას ცდილობდა. - შენი დაიკო მარტო არ დატოვო დედი, მიეფერე და ხშირად უთხარი, რომ გიყვარს. უთხარი რომ ლამაზია. უჩემობა არ შეგეშინდეს დედი. მე სულ თქვენთან ვიქნები. რომ დაიძინებთ, მე მაშინ მოვალ, როცა თქვენ დაიძინებთ. დაგხედავთ, საბანს გაგისწორებთ, გაკოცებთ და მერე წავალ.
_შენ ანგელოზი უნდა გახდე დედი? - ჰკითხა ცრემლიათი თვალებით თორნიკემ დედას.
_ჰო დედი, ანგელოზი გავხდები. თქვენი მფარველი ანგელოზი.
_ღმერთს ნახავ?
_ვნახავ დედი,ვნახავ და ვსთხოვ, რომ ჩემი შვილები კარგად მიმყოფოს.
_რომ ნახავ, სთხოვე ჩვენთან დაგაბრუნოს...
_ვერ დამაბრუნებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანითვის უნდა ვილოცო. მინდა, რომ ყველა ბედნიერი იყოს. ამიტომ, დიდი ხნით მომიწევს ანგელოზად ყოფნა.
_რომ მოგვენატრები?
_ხომ გითხარი, მე სულ თქვენთან ვიქნები. ჩემს სურათს შეხედე და ისე მელაპარაკე.
ქალი ცდილობდა არ აბღავლებულიყო. იმის წარმოდგენა, რომ მისი შვილები როგორ დაინტანჯებოდნენ უდედოდ, უფრო უჩქარებდა სიკვდილს.
_მიყვარხარ დედიკო. - უთხრა და მოცახცახე, მწოლიარე დედას მოჰვია ხელები.
ავალიანს თვალები დაბინდა, ცრემლი მოსდგომოდა. ნაღვლიანად ამოისუნთქა და ცრემლი ამოსუნთქვას გააყოლა.
_ვაა, სვანეთიც გამოჩნდა. - წამოიძახა პაატამ და ხელი, გზატკეცლის კიდეზე, ბოძზე დამაგრებული ტრაფარეტისკენ გაიშვირა, სადაც ხაიში ეწერა.
_მართლა? რა კარგიაა. - წამოიძახა ნუცამ.
გვანცამ კისერი დაიგრძელა და აქეთ-ქით დაიწყო ყურება.
_ბევრი აღარ დარჩა სახლამდე. - თქვა ავალიანმა და ფანჯარა ჩამოწია. მშობლიური ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
_სადმე რომ გავაჩეროთ შეიძლება, მოწევა მინდა, მოვკვდი კაცი. - თქვა პაატამ.
_კი, როგორ არა. აქვე გავაჩერებ. მეც მომინდა, რაღა დაგიმალო და. - გაეღიმა თორნიკეს და მანქანა გზის კიდეზე გააჩერა. - თქვენ არ გადმოხვალთ? - მოუბრუნდა სვანი გოგონებს.
_გადმოვალ, კი, ცოტას გავივლით, თორემ წელი ამტკივდა. - თქვა გვანცამ შეწუხებული ხმით.
_რატო, - ჰკითხა შფოთით მამაკაცმა.
_დიდი ხნით რომ ვიჯექი იმიტომ. - ისეთი ტონით თქვა შენგელიამ, თითქოს შენი ბრალიაო, ანიშნა თორნიკეს.
კაცს ჩაეცინა და სიყვარულით შეხედა გოგონას.
ყველა გადავიდა მანქანიდან.
_ისე, რომ ეწევი, შენი სპეციალობისთვის ხელის შემშლელი არ არის? - ჰკითხა პაატამ ავალიან და ანთებულ სიგარეტს ღონივრად მოქაჩა.
_იმდენი ნებისყოფა მაქვს, რომ რამოდენიმე დღე და ღამე სიგარეტის გარეშე გავძლო.
_რთული ალბათ ძალიან... - პროფესია იგულისხმა ახალაძემ.
_რთულია კი, მაგრამ აანალიზებ, რომ შენ ეს უნდა გააკეთო. შენ ამისთვის ხარ შექმნილი და გაწრთვნილი. მერე გიადვილდება. აზარტში შედიხარ... მახსოვს, სწავლებას რომ გავდიოდი, მთლიანად შევისწავლე ფინელი სნაიპერის - სიმო ჰაიჰას ბიოგრაფია. ის თეთრი სიკვდილით იყო ცნობილი და ხუთასზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული მისი სპეციალობით.
_ხუთასი? - გაიოცა პაატამ.
_ჰო, ხუთასი. თან ერთი ბეწო იყო სიგრძეში...
_აუ წავიდეთ უკვე რა.. - წუწუნით მიუახლოვდა გვანცა მათ.
უკვე ვერ ითმენს ისე ეჩქარება წასვლა, არადა არ მომყვებოდა, გაიფიქრა ღიმილით ავალიანმა.




№1 სტუმარი elene

rogor miyvars es motxroba da patas peronaji xom saertod <3

miyvars es motxroba da patas personajixom saertod <3

 


№2  offline წევრი anuka1994

მიხარია რო ამ საიტზე დაბრუნდიი ❤️❤️

 


№3 სტუმარი mari

mec dzalian miyvars es motxrobac personajebic ibralod nervebi mawydeba ase cotas ron debt da ase gvian or ori tavi mainc dadet nu gvizogavt ra

 


№4 სტუმარი თეა

მაგარიაააა:-D:-D:-D

 


№5  offline მოდერი ლილიანა

მეტი მინდოდა ( გთხოვ მომდევნო თავში მეტი მოვლენები განავითარე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu male dadee raaa magariaaa

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ცოტა მეტი მოქმედება არ აწყენდა ისედაც პატარა თავებია და ყველანაირი ქმედების და მოვლენის გარეშე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent