შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 1 თავი


8-09-2015, 22:39
ავტორი lullaby
ნანახია 14 542

სალამით ჩემო კარგებო და ტკბილებო...
კვირას დავდებთქო... რა კვირა, რის კვირა...
ცემით, მოკვლით, მოსახვევში დახვედრით დამემუქრნენ, იარაღი დამადეს თავზე და მაინც დამადებინეს პირველი თავი :დდ
სინამდვილეში ეს ფაქტი ნებითა ჩემითა მოხდა და ისე ვღელავ, თითქოს სულ, სულ პირველად ვდებდე ისტორიას...
მოკლედ, ჩაფიქრებული მაქვს, რომ ისტორია ჩემთვის არადამახასიათებლად ვნებიანი იყოს... რამდენად გამომივა არ ვიცი... იმედი მაქვს ერთი ჩვეულებრივი ბანალური ნაჯღაბნი არ გამოვა...
იმედი მაქვს თქვენს აზრს დააფიქსირებთ ამის შესახებ... მე მივიღებ ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას...
და უმთავრესი - ვერ დავდებ ხშირად... (იმედია მეც მეყოფა მოთმინება და თქვენც)
ძალიან ძალიან მომენატრეთ და იმედი მაქვს, რომ ისიამოვნებთ ჩემი ახალი "შედევრით"



***
ჩემი სახლიდან ავტობუსის პირველ გაჩერებამდე რომ მივიდე, რვა წუთი მჭირდება. ხო, წამზომით დავითვალე. თუმცა ამჟამად იქ მისსასვლელად თხუთმეტი წუთი დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილებისკენ მივდივარ, ფეხები მაინც უკან მრჩება.
გაჩერებაზე ჩავდივარ. ავტობუსების განრიგის მაჩვენებელი დაფა მაუწყებს, რომ ტრანსპორტი, რომელიც მე მაწყობს ცხრამეტ წუთში მოვა. ღმერთო, ჩემო, არ არსებობს. ყველაფრის მიუხედავად დაგვიანება არ მინდა. არა-და მაჩვენებლის თანახმად ათი წუთით დაგვიანება არ ამცდება. იმედი მაქვს დღეს სასწაული მოხდება და საცობები არ იქნება.
გაჩერებაზე მარტო ვდგავარ. მზის გულია. მართალია, მაისი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე ძალიან ცხელა. ახლა წვიმა ზედ-გამოჭრილი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა, კოლეჯში პირველსავე დღეს სველი მისვლა არც ისე კარგი იდეაა. ხო, კოლეჯში. მანამდე სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი. კარგი სტუდენტი ვიყავი. სადიპლომოც „ა“ კატეგორიაზე დავიცავი, მაგრამ რად გინდა? კი არის ახლა ეს ჩემი დიპლომი ჩამოკიდებული კედელზე და ელოდება დედამთილის კმაყოფილ მზერას.
ავტობუსს ერთი წუთითაც რომ დაეგვიანა, მზის დარტყმას მივიღებდი. ტრანსპორტში ავდივარ და ახლა-ღა მაწვდის ჩემი ტვინი ინფორმაციას სამგზავრო ბარათის სახლში დარჩენის შესახებ. ფუუ!
- ბილეთები ავიღოთ ამოსულებმა! - ყვირის კონტროლიორი ქალი. წონასწორობის შესანარჩუნებლად სკამის საზურგეს ვეყუდები და ჩანთაში ხურდების ძებნას ვიწყებ. ტრანსპორტში ისეთი სიჩუმეა, თითქოს მხოლოდ მე ვმგზავრობდე. ჯანდაბა, ხურდა არ მაქვს.
- რა ხდება გოგონა? ბილეთს არ იღებ? -ზემოდან დამყურებს ალვის ხესავით უსარგებლოდ აწოწილი ცივთვალება მდედრი და მწვანე ჟილეტს ისწორებს.
- ერთი წუთით მაცადეთ, ხურდას ვეძებ. - ვუყურებ კოპებშეკრული.
- უკვე დიდი ხანია ეძებ.
- დამაცდით თუ არა?
ისევ ჩანთაში ვძვრები არარსებული ხურდის მოსაძებნად. ჯარიმა ჩემთვის პირველი არ იქნება, რადგან ბარათი არა ერთხელ დამრჩენია სახლში, ამიტომ შეგუებული ვარ, მაგრამ ეს ფაქტი მაინც მიხდენს ხასიათს. ვნებდები.
- არ მაქვს. - ვეუბნები კონტროლიორს და წინ ჩამოყრილ თმას უკან ვიწევ. ის გამარჯვებული სახით შემომყურებს.
- ავტობუსით მგზავრობას რომ აპირებთ, საფულეები უნდა შეამოწმოთ, ან პლასტიკური ბარათები ანგარიშით შეავსოთ. გამაგიჟებს ეს ხალხი. - თავს იქნევს ის.
მოკეტე რა! და დამაჯარიმე თუ მაჯარიმებ.
ქალი საჯარიმო ფურცელს იმარჯვებს. მე უკვე ვემზადები მისთვის პასუხების გასაცემად, რომ უცბად გვერდით ვიღაც მიდგება, აპარატზე ბილეთს იღებს და მაწვდის. თან კონტროლიორს თვალებში უყურებს.
- უკაცრავად, აქ რა ხდება? - იბღვირება ქალი.
- ჯარიმის გამოწერა საჭირო აღარაა, ბილეთი უკვე აქვს. - ამბობს ბიჭი რბილი, მაგრამ კატეგორიული ხმით. ბილეთს ისე ფრთხილად ვაცურებ მისი საოცრად ლამაზი და მოვლილი თითებიდან, თითქოს მის დაჭმუჭვნას ვერიდებოდე. რა ვიცი, მაინც, მისი აღებულია და...
- კარგი, მაგრამ აწი ყველამ თავის თავს მიხედოს. - ამბობს ნირ-წამხდარი ალვის ხე და ვატყობ, როგორ სცვივა იმედგაცრუებული ფოთლები.
- გმადლობ. - ვამბობ, მაგრამ ძალიან ჩუმად გამომდის. ამ დროს ავტობუსი ჩემ გაჩერებასთან ჩერდება.
- არაფრის. - ოდნავ იხედება ის ჩემკენ და ავტობუსიდან ერთად ჩავდივართ.
ჩუმად ვათვალიერებ. ლურჯი მაისური, ღია ჯინსი და თითქმის შარვლის ფერი კედები აცვია. ცალ მხარზე ზურგზაკი აქვს მოგდებული და ხელში შავი რეიბანები უკავია. ჩემზე დაახლოებით ერთი თავით მაღალია, გაშლილი მხრები აქვს. ისე მოხდენილად მიაბიჯებს, მშურს. ქერა მოკლე თმა აქვს, გვერდით თითებით გადაწეული. მის ნაკვთებს ვეღარ ვხედავ, რადგან უკან რჩება და მობილურზე საუბარს იწყებს. დაველოდებოდი, მაგრამ მახსენდება, რომ უცხოა და გზას ვაგრძელებ. კოლეჯამდე მისასვლელად დაახლოებით ასი მეტრი უნდა გავიარო. ჩემ გარდა კიდევ ბევრი ახალგაზრდა მიაბიჯებს. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთია. ნაბიჯს ვუჩქარებ და აი კოლეჯი მიღიმის, მე კი - ვუბღვერ. უკან ვიყურები და ლამაზთითებიანს მოშორებით მომავალს ვხედავ. ალბათ ისიც სტუდენტია. საინტერესოა, ნეტავ რაზე ჩააბარა? სომელიე? მიმტანი? მზარეული? არამგონია ჩემსავით საკონდიტროზე ჩაებარებინოს. ტურიზმი? არა, ბარმენი! ნამდვილად ბარმენის პროფესიას აირჩევდა. უდავოდ, მისი ადგილი იქაა. უცებ წარმოვიდგენ, როგორ ატრიალებს ბოთლებს და მეღიმება. მერე მახსენდება, რომ კოლეჯს ვუბღვერდი და სახეს ვაყენებ. ჭარბად ვისუნთქავ ჰაერს, მინის კარს, რომელსაც ციფრული საკეტი აქვს ხელს ვკრავ და შენობაში შევდივარ.
O my god! ასე ამბობენ ხოლმე არა გაოგნებული ამერიკელები? უზარმაზარი ფოიე სტუდენტებითაა გადაჭედილი. ახალგაზრდებს ვათვალიერებ. არა მგონია რომელიმე მათგანს ჰქონდეს ჩემნაირი გამომტყველება. ჰაერი მოგუდულია, აუტანელი ხმაურია. ვიღაცა აქ შეკრებილთ სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მაგრამ თვითონ არც კი ჩანს. ჩემგან მარჯვნივ, კედლების გასწვრივ, დაბალ, რბილ ყავისფერ დივნებს ვხედავ. მარცხნივ მიმღების მაღალი მოგრძო მაგიდა დგას, არა, ეს უფრო დახლია. მის უკან მიმღები ფუსფუსებს. გადაღლილი სახე აქვს, მაგრამ სტუდენტებს მაინც უღიმის. ჩემ გვერდით სამი დიდი დაფა დგას, რომლებზეც ცხრილებია აკრული. ვათვალიერებ, მაგრამ ჯერ აზრი არ აქვს, ჯგუფის ნომერი არ ვიცი.
ადგილიდან ვიძვრი და სტუდენტებს შორის გზას ნელა ვიკვალავ. მინდა ისეთი ადგილი ვიპოვო, სადაც ცოტა უფრო მეტი ჰაერი იქნება. წვალებით გავდივარ ფოიეს მეორე მხარეს და მოზრდილ რკინის კარს ვხედავ, რომელსაც კოლეჯის უკანა მხარეს გაჰყავხარ. ჩემგან მარცხნივ მოხვეული განიერი კიბეა, რომელიც მეორე სართულზე ადის. უადგილობის გამო სტუდენტები აქაც დგანან. კედელში სამი დიდი ფანჯარაა ჩაყოლებული. მის ქვეშ კი კიდევ ერთი დივნების მწკრივია. ვფიქრობ, ეს ფოიე მოსვენების ჟამს ლამაზი უნდა იყოს. კიბეებიდან მარცხნივ კიდევ ერთ ციფრულსაკეტიან კარს ვხედავ, რომლის მიღმაც გრძელი დერეფანია. იქ სავარაუდოდ აუდიტორიები უნდა იყოს.
ერთ-ერთ ღია ფანჯარასთან მივდივარ და თავს გარეთ ვყოფ. ნიავია და შუბლს მიგრილებს. უცბად გვერდიდან საუბრის ხმა მომდის.
- აქედან რო დავახვევთ, „ნაოშნიკებს“ „სკოჩით“ დაგაკრობ და მთელ დღეს ბრიტნი სპირსს მოგასმენინებ. - ამბობს გოგო.
- უეჭველი ვიცი, აქ მაგრად გავერთობით. - პასუხობს მეორე.
- იცოდე, ერთი კილოც რომ მოვიმატო, მაგარი დაგერხევა.
- რა გამი...კე, შენ არ ამბობდი სწავლა მწყურიაო? ხო-და მიირთვი და ჩაიკოკლოზინე ყელი. დარწმუნებული ვარ, წყალზე უკეთეს „ვესჩებს“ დავლევთ აქ. სიგარეტის მოწევა მინდა, წამო გარეთ.
- დაიცა, წეღან ფისო დავინახე. ალბათ მალე შეგვკრებენ.
ფისო? ფისო ვინღაა? ალბათ თავად შეარქვეს ვინმეს. მათკენ ვიხედები. ორივე მათგანი დივანზე ზის. ერთს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და თავის აგურისფრად შეღებილ სწორ თმას თითით იწვალებს. ძალიან თეთრი კანი აქვს. თვალები და ტუჩები შავად აქვს შეღებილი, ხო, ფრჩხილებიც. წარბს და ცხვირს პირსინგი ასე ვთქვად უმშვენებს. ხელზე ტატუს ვხედავ, მაგრამ ვერ ვარჩევ რა არის. მუქი წითელი მაისური, შავი მოკლე შორტი და მაღალყელიანი, რკინის ბისერებიანი კედები აცვია. მეორეს მოკლე, მუქ-მწვანედ შეღებილი თმა აქვს. შეხედვისთანავე გულში მივარდება მისი ვარცხნილობა. გარუჯული კანი აქვს. ყელზე შავი ლენტი აბია, ხელზე ბრტყელი ტყავის სამაჯური. შავ მაისურზე ჯინსის კომბინიზონის მოკლე კაბა აცვია, ფეხზე კი მუქი გახეხილეფექტიანი დაბალყელიანი ჩექმა.
მათ შემხედვარეს მეცინება და ვბრუნდები.
ხომ არ ვნანობ ჩემ საქციელს? არა, არ ვნანობ. ქვეყანაში სამუშაო ადგილების კრიზისია, მე კი უქმად ჯდომა არ მიყვარს. ბევრი არ მიფიქრია. გავიგე თუ არა, რომ კოლეჯში საბუთების შეტანა იწყებოდა, საქმეს შევუდექი. მინდოდა რამით დავკავებულიყავი და აი, აქ ვარ, განსხვავებულასაკიან სტუდენტებს შორის. სახლში დედ-მამა და ოთხი წლით უმცროსი და მელიან, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ აქაური გარემო და ძლივს გადავაფიქრებინე წამოსვლა.
ცხელა, მაინც ძალიან ცხელა. მინდა ცოტა წინ წავიწიო, მაგრამ ფანჯარას ვერ ვშორდები. ჩანთიდან წყალს ვიღებ, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ყინული. ნახევარ ბოთლს ვცლი. სახურავს ვარგებ და უცბად მწვანეთმიანი გოგოს მზერას ვაწყდები. ტუჩები უკმაყოფილოდ აქვს აპრუწული და წარბებიც აწეული. ბოთლს მისკენ ვწევ. ის გახარებული მიქნევს თავს.
- აუ, ჯიგარი ხარ! - მეუბნება და ხმაზე ვატყობ, რომ სწორედ ეს წუწუნებდა წონის მომატებაზე. წყალს ბოლომდე სვამს. – sorry, რაა, ხვალ ორს მოგიტან. - ცარიელ ბოთლს ხელებში ატრიალებს.
- შეგერგოს. - ვუცინი. - ბარმენები ხართ? - ვეკითხები მათი გარეგნობიდან გამომდინარე.
- ნწ, არაა. - ამბობს აგურისფერთმიანი. - მე თეთრი შოკოლადი, ეს - შავი.
- კონდიტერები ხართ? - მიკვირს.
- Of course, baby. - კმაყოფილი ათამაშებს წარბებს მწვანეთმიანი. - შენ?
- მეც.
- ინგლისური მიყვარს და არ შეიმჩნიო, ხანდახან გავურევ ხოლმე. რა გქვია?
- ანა. თქვენ?
- მე ლანა. - ამბობს აგურისფერთმიანი. - ამას მაკო.
- სასიამოვნოა. - ვუღიმი.
- ჩვენთვისაც. - ამბობენ სინქრონში და ეცინებათ.
- კარგი იქნება თუ ერთ ჯგუფში მოვხვდებით.
- მართლაც, თორემ ვისაც ვუყურებ ყველა ემინემის და სურამელაშვილის ფანი მგონია. - ფხუკუნებს ლანა.
იმ წამს მიკროფონის ზუზუნი გვესმის. გოგონები დგებიან და სწრაფად იკვლევენ გზას მიმღების დახლისკენ. მეც მათ მივყვები. კონდიციონერებს ვხედავ, მაგრამ ნეტავ თუ მუშაობენ? იწვის ფოიე. შედარებით წინ გავდივართ. დახლთან გამხდარი ქერა ქალი დგას. სიფრიფანა, კრემისფერი კაბა აცვია და ისე დგას მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, მგონია, სადაცაა ჩამოვარდება. დირექტორია.
ქალი თავისი ნაზი, არც ისე მაღალი ხმით გვილოცავს ახალ ნაკადს კოლეჯში მოხვედრას და ცდილობს სტუდენტების ჩამცხრალი, მაგრამ მაინც ხმაური გადაფაროს. ახლა ვხვდები ვინ არის ფისო. შემდეგ საუბარს სხვა ქალი განაგრძობს, რომელსაც მოკლე შავი თმა ლამაზად აქვს დავარცხნილი. სათვალე უკეთია და ხელში ფურცლები უჭირავს. მას ნამდვილად მაღალი ხმა აქვს. მისით დიდად ვერ ვიხიბლები. მოლოცვის შემდეგ ამბობს:
- მე მზია ვარ, სასწავლო ნაწილი, თქვენი ლექტორიც და მეგობარიც. შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხში მომმართოთ და ყველანაირად შევეცდები თქვენს დახმარებას. ახლა კი მოდით, დავიწყებ თქვენ ჯგუფებში გადანაწილებას.
ჯერ სომელიეს ჰყოფენ ორ ჯგუფად. შემდეგ მზარეულებს სამად, რადგან საკმაოდ ბევრნი არიან. მიმტანებში სულ ცხრა სტუდენტია.
- კონდიტერები დაიყოფით ორ 42 და 43 ჯგუფებად. ახლა სახელებს და გვარებს ამოვიკითხავ. 42 ჯგუფი... - ამოკითხული ახალგაზრდები მზიას გვერდით ვდგებით. სულ 15 ვგროვდებით. ვმშვიდდები, როცა თეთრს და შავს ჩემ გვერდით ვხედავ. ისინიც ეშმაკურად მიკრავენ თვალს. - ბავშვებო, ცხრილის მიხედვით დღეს გიტარდებათ პრაქტიკული სამუშაო საკონდიტროში, მაგრამ რადგან პირველი დღეა, ლექტორთან ერთად აუდიტორიაში შეხვალთ და დაილაპარაკებთ, გაერკვევით აქაურ წესებში, ერთმანეთს გაეცნობით და ა.შ. თქვენ პრაქტიკებს ბატონი რევაზ გაბუნია ჩაგიტარებთ. - ამბობს ქალი და ხსენებულს რომ ვერ პოულობს, გვერდით მდგომ ახალგაზრდა გოგოს რაღაცას ეჩურჩულება. შემდეგ ისევ ჩვენ გვიბრუნდება. ბატონი რევაზი ახლავე შემოგვიერთდება. - გვამცნობს და მასზე იწყებს საუბარს.
- ბატონი რევაზი? - ფხუკუნებს ლანა. - ნეტავ კოვზს ჩანგლისგან თუ არჩევს?
- ეე, მაგას უკვე კანტუზი ექნება და თქვენ ნახავთ, რა შედევრებს შექმნის ტორტის მორთვისას. - ჩურჩულებს მაკო.
- გეყოფათ. - მეცინება.
- აქედანვე ხომ არ აგვეგროვებინა ვენოკის ფული? - არ ჩერდება ლანა. - ნეტა ქელეხში გვეკუთვნის მისვლა? მგონი კი.
- აბა რაა. მე ვფიქრობ ჩვენი რეცეფტები ხომ არ გვესწავლებინა მისთვის?
- აჯობებს ხმას დაუწიოთ. - ვაფრთხილებ.
- აი ისიც. - გვესმის მზიას ხმა და ვბრუნდებით. ქალი ჩვენ მიღმა იხედება. - ბატონი რევაზი. ბავშვებო, გაიცანით, ეს თქვენი ლექტორია.
თავს ვიკავებ, რომ ყბა თავის ადგილას დარჩეს. მის შემხედვარე რატომღაც წელში ვსწორდები. გაკვირვებული ვუყურებ ბიჭს, რომელმაც ავტობუსში ბილეთი ამიღო და რომელმაც პრაქტიკაში უნდა გვამეცადინოს. ის მშვიდად დგას, ხელები გულზე დაუკრეფია და მოსალმების ნიშნად თავს ოდნავ გვიკრავს. ის მამჩნევს, მაგრამ არაფერს იმჩნევს და სხვა სტუდენტებს ათვალიერებს. შემდეგ მზიას რაღაცაზე ესაუბრება.
- ტიპი ნახე ეე! - იდაყვს მკრავს გვერდში მაკო.
- დაცხა, დაცხა. - ხელით ინიავებს ყელს ლანა.
გოგოებს ვუყურებ და რატომღაც ვიბნევი. არ ვიცი რატომ. მერე რა, რომ მათზე ადრე ვნახე, ეს არაფერს ნიშნავს. ცოტა ხანში ჩემ თავს აღელვებასაც ვატყობ და ვერ ვხვდები რა ხდება. ბატონი რევაზისკენ სამი წამის შუალედში გამირბის თვალი. გეყოფა ანა! ღრმად ჩაისუნთქე და შენ თავს მიხედე!
- ბავშვებო! - გვეძახის ის. ყველა მას შევყურებთ. - მე მომყევით და თუ შეიძლება უხმაუროდ.


***
ჩვენს ახალგაზრდა ლექტორს ყველა გასუსულები მივდევთ. თუმცა არა, ყველა არა, წინ ვიღაც ლაქლაქებს. პირველი სართულის იმ დერეფანში შევდივართ, შორიდან რომ მოვკარი თვალი. მარჯვნივ შუშის კარიდან დიდი ოთახი ჩანს, რომელიც რესტორანივითაა მოწყობილი. საინტერესოა აქ რა ხდება და ჩვენც თუ მოგვიწევს შესვლა? მარცხნივ ბარია, დიახ, პატარა ბარი. ალბათ მთავარი აუდიტორია ბარმენებისთვის. ლანას ნათქვამი მახსენდება: „უკეთეს „ვესჩებს“ დავლევთ.
რევაზი აუდიტორიის კარს აღებს. იქვე დგება და საშუალებას გვაძლევს ჯერ ჩვენ შევლაგდეთ. შესვლისას მასთან ახლოს ჩავლა მიწევს, რადგან ჩემამდე ვიღაც სხვა ცდილობს ოთახში შეღწევას, თითქოს ვინმე გარეთ დატოვებდეს. უხერხულად იდაყვს ვიფხან და ვცდილობ, რატომღაც აჩქარებული გულის ცემა მწყობრში ჩავაყენო.
სტუდენტები მაგიდებთან ვთავსდებით. თეთრი და შავი ერთად სხდებიან და მე მარტო მიწევს დაჯდომა, თუმცა ცარიელ ადგილს მალევე იკავებს ერთი გოგო. მიყურებს, საღეჭი რეზინის ღეჭვის პროცესს არ წყვეტს და ნახევარწამიანი ღიმილით მაჯილდოვებს. სისხლი ტვინში მასხამს. მგონი ეს იყო წეღან რომ ლაქლაქებდა. გულისამრევად იღეჭება. მეც ვცდილობ საპასუხოდ გაღიმებას. არ ვიცი, გამოდის თუ არა.
ბატონი რევაზი ვიღაც კაცთან საუბარს ამთავრებს, კარს ხურავს და შემოდის. ისე მაცბუნებს ეს ფაქტი, თოთქოს ოთახში მხოლოდ მე და ის ვრჩებოდეთ. ერთხანს ცენტრში დგება და ცალწარბაწეული გვათვალიერებს. შემდეგ მაგიდასთან ჯდება და სკამს თავისუფლად ეყრდნობა.
- გამარჯობათ. - გვესალმება ის. ჩემ გარდა ყველა ანალოგიურს იმეორებს. მე რატომ მივარდება ენა? - მოკლედ, როგორც მზიამ თქვა, დღეს პრაქტიკული სამუშაო არ გექნებათ. ამ დღეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ერთმანეთის შესახებ მოკლე ინფორმაციას გავცვლით, აგიხსნით აქაურ ვითარებას და ვუპასუხებ თქვენ შეკითხვებს. რომლით დავიწყოთ? - გვეკითხება. ვრცელ მონოლოგში უკეთესად იკვეთება მისი ხმის ტემბრი. მატყუარა ტემბრია. მე ასე მეჩვენება.
- გავიცნოოთ. - ღრეჭვით ამბობს ჩემ გვერდით მჯდომი. თვალე ს ვატრიალებ. მინდა თავში წამოვარტყა და საღეჭი რეზინი გადმოვაგდებინო.
- კარგი. - ამბობს მშვიდად ლექტორი. - მოკლე ბიოგრაფიული ცნობა ჩემ შესახებ: დაივიწყეთ რევაზი, ეს პირადობის სახელია. მე რეზი მქვია. ოცდაექვსი წლის ვარ. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ამ პროფესიის შესწავლა ჩვიდმეტი წლისამ დავიწყე. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ ცოტა ხანში დავინტერესდი. სამ წელში კარამელის სერტიფიცირებული სპეციალისტი გავხდი, ორ წელში - შოკოლადის. ტკბილეულზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები. მინდა იცოდეთ, რომ მუშაობისას მკაცრი ვარ. შეკითხვები გააქვთ?
რაა? ღმერთო, ის ჩემზე მხოლოდ სამი წლითაა უფროსი. ასე მალე როგორ მოახერხა, მაღალკვალიფიციური კონდიტერი გამხდარიყო? მზიას საუბრიდან მახსენდება, რომ ის საქართველოს კონდიტერთა შეჯიბრის ორგზის გამარჯვებულია და ევროპის შეჯიბრის წარმატებული მონწილე. ეს ხომ... ძალიან მაგარია!
- დიდი ხანია აქ ასწავლით? - ეკითხება გვერდით მჯდომი ბიჭი, რომელიც დაახლოებით ჩემი ასაკის იქნება. ლამაზი ცხვირი და მოგრძო თმა აქვს. ორი ზომით დიდი ნაცრისფერი მაისური აცვია.
- ჩემთვის მეორე ჯგუფი ხართ. - პასუხობს რევაზი, ახლა უკვე - რეზი.
- რატომ ჩამოხვედი პარიზიდან?იქ ხომ აწყობილი გაქვს ცხოვრება? - ეკითხება ჩემი ნერვების მგლეჯავი საღეჭი რეზინის ღეჭვით და თმას თითზე იხვევს. არავითარი თქვენობითი ფორმა. როგორც ძველ მეგობარს ისე მიმართავს.
- მინდა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. პარალელურად ბავშვებს ვასწავლო, რომ საუბრისას საღეჭი რეზინის უშნოდ ღეჭვა უზრდელობაა.
იფ! მომეშვა გულზე.
გაოგნებულმა გოგომ რეზინი გამოიღო და სალფეთქში გაახვია. ოთახში სიმშვიდემ დაისადგურა. ვცდილობ არ გამეღიმოს კმაყოფილებისგან.
- კარგით. თუ მეტი კითხვა არ გაქვთ, სიას ამოვიკითხავ. - სკამზე სწორდება ბატონი რეზი, ფურცელს ორივე ხელით იღებს და მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა. - ანთაძე ამირანი.
- გახლავართ. - ამბობს დიდმაისურიანი ბიჭი. რომანტიული ხმის ტემბრი აქვს.
- ამირან, მოკლედ მოგვიყევი შენზე და გვითხარი, რატომ გადაწყვიტე საკონდიტროზე ჩაბარება?
- მე... სახელი და გვარი უკვე იცით. ოცდაორი წლის ვარ. აქამდე სამსახიობო კურსები გავიარე. „მეკალმე“ ვარ. ლაშქრობები მიყვარს, ხალხთან ურთიერთობაც. აქ კი ინტერესის გამო ჩავაბარე. თანაც, მინდოდა ისეთი საქმე შემესწავლა, ადრე აზრადაც რომ არ მომივიდოდა. ვნახოთ, რა გამოვა. - ბოლო ფრაზას ღიმილით ამბობს და ფურცელზე ჯოხებს ხატავს.
- ძალიან კარგი. ამის გასარკვევად ერთი წელი გაქვს. - თავს იქნევს ლექტორი. - დვალი ნათია. - კითხულობს შემდეგს.
- ოო, ნათია არა, ნათკა ვარ მე. - იბუსხება საღეჭი რეზინის რისხვა. რეზის წარბები შუბლზე ააქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი გამვლელი რომ იყოს, იხარხარებდა. - კონკრეტულად რა გაინტერესებს? - მაისურს ისწორებს.
- ამირანს მიბაძე ნათია, თორემ გამოგტოვებთ. - უღიმის რეზი.
- კაი. ვიმეორებ, მე ნათკა ვარ! - თითს სწევს კატეგორიულად. - გუშინ წინ გავხდი თვრამეტის. ვგიჟდები შოპინგზე და რუჯზე. ერთი სული მაქვს ზღვის სეზონი როდის მოვა. ხო, იცით ჩემი ტრიპაჩუკები „ინსტაგრამის“ დედოფალს მეძახიან. აქ რატომ ჩავაბარე? რავი, მითხრეს, „ცვეტშია“ ფრანგული ტკბილეულიო და ერთ-ორ რეცეფტს ვისწავლი.
ტრიპაჩუკები?!
რეზი უკომენტაროდ გადადის შემდეგზე. საოცარია, ეს მე ვარ!
- კობაური ანა.
საკუთარი სახელის გაგონებაზე ტანზე ეკალი მაყრის. უცნაურია. სხვა სახელებიც ხომ იგივე ხმამ ამოიკითხა? არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მაინც, ცქმუტვა რომ არ დავიწყო, თავს ძლივს ვიკავებ. ყელს ვიწმენდ და ვამბობ.
- გამარჯობათ. - სხვას რომ ვერაფერს ვიფიქრებ, ხელებს მაგიდაზე ვაწყობ და სიიდან ჩემკენ გადმოტანილ მის თვალებს ვუყურებ. ახლა ხომ მაინც მოუწევს შემომხედოს?!
ვარდისფერ, ცბიერ ტუჩებს ოდნავ ხსნის და თვალებს ჭუტავს. ეს რას ნიშნავს? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ საშინლად კი მაფორიაქებს. თავი ხელში აიყვანე გოგო! ვუძახი ჩემ თავს. რეზი ისევ სკამის საზურგეს ეყრდნობა და მეუბნება:
- აბა, გისმენთ, ანა! - სახელს ისე ამბობს, მისი დაწერა რომ ეთხოვათ, ერთის ნაცვლად ორ „ნ“-ს დაწერდა.
- მე... მე ანა ვარ, ოცდასამი წლის. აქამდე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი, მაგრამ...
- საკვირველია. - მაწყვეტინებს და წარბებს მაღლა სწევს. - მას შემდეგ აქ რატომ ხარ?
- მიზეზი მარტივი და ბანალურია. - გარეთ მინდა გასვლა. ფოიესთან შედარებით აქ სიგრილეა, მაგრამ ჰაერი მაინც არ მყოფნის. თან მისი თვალები... ვერ გაარჩევ ცისფერია თუ ნაცრისფერი. ვერც სიცივეს დასწამებ. დაკვირვება გჭირდება, რომ რაღაც დაარქვა. ორი წამით თვალს ვარიდებ, რომ წინადადება განვაგრძო. - აქ ხომ უმუშევრობის ეპიდემიაა. მე კი უქმად არ მინდა ჯდომა.
- ეს პროფესია განიტერესებს? - თავს გვერდით ხრის. რატომ შემოდის ჩემთან დიალოგში და არ მაცდის სხვებივით თავად ვისაუბრო?
- არც კი ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. ცოტა კი მერიდება მასთან ამის თქმა.
- ის თუ იცი, რატომ ჩააბარე აქ? - წინ იხრება. ნუ მიყურებ, რა.
- არა. გავარკვევ მაშინ, როცა კოლეჯს დავამთავრებ... იმედია.
თავს ოდნავ უკან სწევს და ერთხანს თითებს მაგიდაზე ათამაშებს. შემდეგ სიას უბრუნდება და ისე მეუბნება:
- აუცილებლად გკითხავ, როცა კოლეჯს დაამთავრებ.
შეეძლო ეს არ ეთქვა, მაგრამ თქვა. ვცდილობ თვალი მოვაცილო, თორემ შეხედვა მიშტერებაში გადამდის. საინტერესო სასწავლო წელი მელის წინ. ასე მგონია.
სიაში მომდევნო ვიღაც ეკა მებონიაა, რომელიც არ გვესწრება. შემდეგ კი პაპიაშვილი მაკოა.
- Hi, ყველას. - ამბობს მხიარულად გოგო. მისკენ ვბრუნდები და მეღიმება. - შეიძლება მე და ლანამ ერთად ვილაპარაკოთ? აწი მაინც ასე იქნება ხოლმე და...
- თუ დააცდით საუბარს ერთმანეთს, კი ბატონო. - ამბობს რეზი.
- მე მაკო ვარ.
- მე ლანა. - ხელს სწევს თეთრი.
- მე ფსიქოლოგი ვარ, ლანა - მხატვარი, მაგრამ ნიჭიერები ვართ და ვითავსებთ ხოლმე ერთმანეთის პროფესიებს. - წარბებს ათამაშებს მაკო. შემდეგ კი ლანა აგრძელებს:
- გვიყვარს როკი, თავისუფლება და თამაში ადამიანების ნერვებზე. მაგრამ თქვენ არ გაგაბრაზებთ ბავშვებო. - ფხუკუნებს ის და გარშემო იყურება. - რა თქმა უნდა თუ არ დაიმსახურებთ.
- აქ რატომ ჩავაბარეეთ? „გვევასება“ ტკბილეული და სიახლეები. თან ხომ ვთქვი, ნიჭიერები ვართ.
- რატომ გგონია, რომ ამ სფეროშიც? - ცალ-ყბად ეღიმება რეზის.
- უეჭველი. - დარწმუნებით იქნევს თავს მაკო. - რამდენჯერმე გამოგვიცხვია.
- მართლა? - წარბებს სწევს მაღლა გაკვირვების ნიშნად რეზი და გოგოებს დაჟინებით უყურებს. - ხომ არ გინდათ თქვენი რეცეფტები მასწავლოთ?
- ჩვენი? - იცინის მაკო. მერე უცბად ხვდება სიტუაციას, სერიოზულდება და თავს იქექავს. - ისა... არა, იყოს.
მეცინება და დამუნჯებულ ლანას თვალს ვუკრავ. ის ენას მიყოფს და თავადაც იცინის. რეზი სიის ამოკითხვას განაგრძობს. ცოტ-ცოტას ვიგებთ ერთმანეთის შესახებ და ბოლოს ლექტორი მონოლოგს აგრძელებს:
- ახლა რაც შეეხება აქაურობას: საკონდიტრო ლაბორატორიისთვის ფორმებს დაგირიგებენ. ამას დღეს კოლეჯის სერვის-მენეჯერთან გაარკვევთ. როგორც ვიცი, ჩემი პრაქტიკულები კვირაში სამი დღე გექნებათ. ხუთშაბათი და პარასკევი თეორიას დაეთმობა. ცხრილს გაეცანით?
- არა! - ვპასუხობთ ერთად.
- აი, გამომართვით. - ცხრილს ამირანი ართმევს და აცქერდება. რეზი განაგრძობს. - პრაქტიკას სრულ ცხრა საათზე ვიწყებ. დაგვიანებულები გვიერთდებიან, მაგრამ მომზადებული ნაწარმის დაგემოვნების გარეშე რჩებიან. შევეცდები მუშაობა ინდივიდუალური იყოს. ხანდახან დაგაჯგუფებთ. გააჩნია ნაწარმს და ინგრედიენტებით ხელშეწყობას. შეფასების სისტემა იცით? - ზოგი კის ამბობს, ზოგი არას. - ფასდებით 100 ქულით. პირევლი შუალედური, თეორიული წერა 30 ქულა. მეორე პრაქტიკული შუალედური - 30 ქულა და ფინალური გამოცდა, ასევე პრაქტიკული - 40 ქულა. რაც შეეხება ჰიგიენასთან დაკავშირებულ წესებს. იმედი მაქვს უხერხულ წვრილმანებზე თქვენთან საუბარი არ მომიწევს. იცოდეთ, შენიშვნის მიცემა არ მომერიდება. თავზე გეფარებათ ის ქუდები, რომლებსაც ფორმასთან ერთად მოგცემენ. არც ერთი თმის ღერი არ უნდა ჩანდეს. ვიხსნით ყველანაირ სამკაულს ხელებიდან და რაც მთავარია - არავითარი ფრჩხილის ლაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი დატოვებს პრაქტიკულ ლექციას. იმედია ყველაფერი გასაგებად ავხსენი.
თვალები ლანასკენ გამირბის, რომელიც თავის შავად შეღებილ ფრჩხილებს დაჰყურებს და ტუჩამობრუნებული ჩურჩულებს:
- მშვიდობით ჩემო ლამაზო ფრჩხილებო.скачать dle 11.3



№1  offline წევრი f43i3zxv

თვალებს არ ვუჯერებ ვიწყებ კითხვას :D

 


№2  offline ადმინი თუკა

მოქანდი შენ და მოგყევი მე კუდში მარო..
იმდენი ხანი გელოდეიმდენი ხანი რომ დამაწყდა ნერვები...
დარწმუნებული ვარ საოცარი რაღაცეები გველოდება ჩვენ აქ,
ახლა ისტორიას რაც შეეხება მომეწონა, ჯერ პირველი თავია და უკვე ძალიან საინტერესოა, ანას ტანჯვა და აფორიაქება უმზეზო არ უნდა იყსოა ალბად..
ესეიგი მოთმინებით ველოდები მეორე თავს..
სხვა დანარჩენი ძალიან კარგი იყო .. love
--------------------
4love.ge

 


№3  offline წევრი f43i3zxv

აუ რეზიმ ჩვენც გვასწავლოს 1-2 რეცეპტი :D უფ განსხვავებულიაო არ დაიჯერო :D შენს ნაწერს ყოველთვის გამოვართევ დიალოგებსაც კი ეტყობა :D მარტო იმიტომ დავაფასებ რეზის და
ეყვარება რომ საღეჭ რეზინზე მისცა შენიშვნა ჩემი გული დაიპყრო :D მეზიზგება ეგ ”უსარგებლო კბილების მტერი ” :D. პირველივე თავს ეტყობა რომ კარგია და ჩემი ნერვული სისტემაც რომ იწყებს დაზიანებას სანამ შენ შემდეგ თავს დადებ :D ისე შენს ისტორიებში განსხვავებული პროფესიის ბიჭებს ვაწყდებით ხოლმე უი უცებ დამაინტერესა მეგის ძმა (სახელი დამსვიწყდა თემო მგონი) რა პროფესიის იყო? :D

ხო ახლა რაც შეგეხება შენ ვულოცავ. ჩემ თავს რომ დაგვიბრუნდი :D მაგრამ აქედანვე გული მწყდება რომ ამ ისტორიის დაასრულებ და გადაიკარგები ისევ :D წარმატებები აბა შენ იცი ისტირიის მოსალოდნელ
განვითარებაზე არც ვფიქრობ შენ რა ჩაიფიქრე მაინც ვერ ”გავარტყამ” :D

ვაიმე ახლა დავფიქრდი სათაურის და შინაარსის არსზე :D ვანილს მიაყრის ტუჩემზე და ისე აკოცებს? :D :D ისე ამხელა ლექტორი კაცი ავტობუსით უნდა მგზავრობდეს? :D ან ფული როგორ არ უ
და გედოს
გოგოს ჯიბეში რაიცი რაში დაგჭირდევა :შ

 


№4 სტუმარი darina

Kargi iyo damainteresa, rac es saiti agmovachine normalurad agar midzinia, chamitria axalaxal istoriebma, yvela dzalian magrebi xart.

 


№5  offline წევრი სანდრა

ძალიან, ძალიან მომეწონა!
იმედია სულ ერთ დროში გააგრძელებ წერას
მომწონს ის, რომ დეტალურად აღწერ ყველაფერს! და ამავდროულად ბანალურსა და უინტერესოს არ ხდი.
წარმატებები love

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

შენი ისტორიის წაკითხვაზე უარს ვერ ვიტყვი უმაგრესი გოგო ხარ დარწმუნებული ვარ წინ დიდი სიამოვნება გველოდება.

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

თუკა - რა თქმა უმდა უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება მიხარია, რომ ამდენი.ხნის ლოდინი გავამართლე, თუმცა ჯერ წინაა ყველაფერი. არავინ იცის როგორ შეგეცვლება წარმოდგენა. ხომ იცი შენი ნერვები ჩემთვის როგორი ძვირფასია...ხოდა აჰა დავიწყე დადება

ინგუშ - შენი ნიკი ღმერთმა არ დამაწერინოს არასდროს 1. უღრმესი მადლობა შენი ასეთი მხიარული და დეტალური შეფასებები ჩემთვის ძალიან ძვირფასია <3 2. პროფესიებიც და კიდევ ბევრი რამეც მინდა, რომ სხვადასხვა იყოს ჩემს ისტორიებში. არ მინდა რაღაცით მაინც რომ ჰგავდნენ ერთმანეთს. მეგის ძმას თედო ერქვა და მისი პროფესია არ მქონდა დაკონკრეტებული 3. ძალიან ვხალისობ შენს ვარიანტებზე. სათაურის შინაარსთან ახლოს ხარ, მაგრამ მასე არ იქნება 4. რეზი თავისებური ბიჭია. მანქანაც ჰყავს და ყველაფერიც. 5. ანას ხურდა არ ჰქონდა თორემ 5 ლარით ბილეთს ვერ აიღებ

Dadina - ძალიან დიდი მადლობა ჩემო კაარგოო <3

სანდრა - უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა ერთ დროში გავაგრძელებ ^^ დეტალები მეც მიყვარს სხვანაირად არც შემიძლია )) <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

იქ შესავალი,რომ გიწერია მსგაბს ტონს გაიმეორებ ან სადმე რომელიმე ისტორიაში გაურევ და ჯერ მარტლა გცემ და მერე კიდევ შენი ისტორიებისკენ სულ აღარ გამოვიხედავ, ეს კიდევ ძალიან არ მინდა!
ოოო,ახლა ისტორიაზე. ასე მეგონა სხვა ავტორი წერდა. ვფიქრობდი შენს სტილს უკვე ვცნობდი,მაგრამ გამაოცე. ასე ლაღად ბოლოს რომელი ისტორია წავიკითხე ახლა არც მახსენდება. ძალიან, ძალიან მომეწონა რაღაცეების დადეტალება ჯანსაღი იუმორით. მაგისთვის უუუშველებელი ყოჩაღ. ახლა შენი წყალობით ასე გაღიმებული წავალ და დავიძინებ.
ეს არ დამავიწყდეს. შენ თავის მართლება არ გჭირდება. ის ვნებიანი სცენები, რომელსაც რაღაც უხერხულობა ნარევი ტონით ახსენებ შენნაირი ავტორები ისე აღწერენ,რომ...იფ,იფ,იფ. ანუ ამაზე კი არ კეთდება აქცენტი და ამით კი არ ხდება ისტორიის გაპოპულარულება, არამედ ეს ისტორიის ნაწილია უბრალოდ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
იქ შესავალი,რომ გიწერია მსგაბს ტონს გაიმეორებ ან სადმე რომელიმე ისტორიაში გაურევ და ჯერ მარტლა გცემ და მერე კიდევ შენი ისტორიებისკენ სულ აღარ გამოვიხედავ, ეს კიდევ ძალიან არ მინდა!
ოოო,ახლა ისტორიაზე. ასე მეგონა სხვა ავტორი წერდა. ვფიქრობდი შენს სტილს უკვე ვცნობდი,მაგრამ გამაოცე. ასე ლაღად ბოლოს რომელი ისტორია წავიკითხე ახლა არც მახსენდება. ძალიან, ძალიან მომეწონა რაღაცეების დადეტალება ჯანსაღი იუმორით. მაგისთვის უუუშველებელი ყოჩაღ. ახლა შენი წყალობით ასე გაღიმებული წავალ და დავიძინებ.
ეს არ დამავიწყდეს. შენ თავის მართლება არ გჭირდება. ის ვნებიანი სცენები, რომელსაც რაღაც უხერხულობა ნარევი ტონით ახსენებ შენნაირი ავტორები ისე აღწერენ,რომ...იფ,იფ,იფ. ანუ ამაზე კი არ კეთდება აქცენტი და ამით კი არ ხდება ისტორიის გაპოპულარულება, არამედ ეს ისტორიის ნაწილია უბრალოდ.


სხვათა შორის ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასე წერისას და ვნახოთ, შეიძლება ასე გავაგრძელო. უღრმესი მადლობა შენი დაკვირვებული თვალისთვის და გულწრფელი კომენტარისთვის. მიხარია, თუ შენი გაღიმება მოვახერხე. დიახ, ჩემი ვნებიანი მომენტები იქნება მხოლოდ საჭირო სიტუაციებისთვის და მეტი არაფერი. და ვეცდები მათი აღწერისას არ ვიყო მომაბეზრებელი. მგონი არც ვარ ხოლმე და არც ვიქნები ( ვოტ ჩემი თვითრწმენა, არც ისე გადასაშენებელი ვარ მგონი :დდ ) კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობაა <3

 


№10  offline მოდერი malena

კომენტებმა ხომ საერთოდ მომკლა რაა... საღერღელო რა ხარო... :D
ეჭვიც არ მეპარება დაცემა ისტორია იქნება, მაგრამ ერთიანად ვაპირებ სიამოვნების მიღებას, ყველა თავით, სულ, სულ ბოლოს. ♥♥♥

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

malena
კომენტებმა ხომ საერთოდ მომკლა რაა... საღერღელო რა ხარო... :D
ეჭვიც არ მეპარება დაცემა ისტორია იქნება, მაგრამ ერთიანად ვაპირებ სიამოვნების მიღებას, ყველა თავით, სულ, სულ ბოლოს. ♥♥♥


ნოუ ფრობლემ ბეიბი <3
მე არსად მეჩქარება, მაინც შენი.წასაკითხია დღეს თუ ხვალ :დდ ^^

 


№12  offline წევრი marisa

ჯერ იყო და მოგვკალი ამ ცემა-ტყეპით, სიკვდილიო ისაო, ესაო, ახლა კიდევ ეს სიამტკბილობა. მართალია, ორივე კარგად გამოგდის, მაგრამ მე მეორე მირჩევნია. ვგიჟდები ლაღ ისტორიებზე. სად მაქვს ახლა ფილოსოფიისა და ცრემლების ღვარღვარის თავი. სკოლისთვის ვემზადები! სად მეყოლება იქ რეზისნაირი, ან მისი ტოლი?! სულ მოხუცები არიან, ააა :(( :დ ამიტომაც აწკლაპუნებს ხოლმე ჩემი რამდენიმე კლასელი საღეჭ რეზინას. დიდი ამბავი ახლა, მანქანა რომც არ ყავდეს. ყველა ხომ არ მოახტება ამ ჯიპს, უფ. ვანილს კარამელი არ სჯობდა? არ მაინტერესებს. ამას ჰქვია "კარამელის კოცნა". ეს ჩემთვის :)) შენ რაც გინდა ის დაარქვი, კარამელკა

 


კარამელივით ტკბილი პირველი თავი იყო, კიდევ უფრო ტკბილი მეჩვენება რეზი და ვნახოთ, ვნახოთ :D ვანილიც ძალიან მიყვარს მე, ასე რომ იმის ფიქრში, თუ რატომ ჰქვია მოთხრობას ეს სახელი ტვინს არ გავიჭ....ტ და "ვანილი კარგია, კოცნა - კარგია და ორივე ერთად უკეთესი იქნება"-ს იმედით ველი შემდეგ კარამელიან თავს! <3<3

 


№14  offline წევრი cancara

იჰი კარგი იყო მალე დადე

 


№15  offline ადმინი უნდა ვწერო

შენი ისტორია,მგონი,ჯერ არ წამიკითხავს,მაგრამ ახლა შემოვედი და დავიწყე "ვანილის კოცნის" კითხვა.ალბათ,საინტერესო სათაურიიც რომ არ ყოფილიყო შენი პოსტებით,რომლებსაც მთელი ზაფხული ვხედავდი მაინც მიბიძგებდა წასაკითხად.
პირველ რიგში,მინდა ავღნიშნო,რომ წერის შესანიშნავი სტილი გაქვს,მე ძალიან მომეწონა.არ ხარ ზედაპირული,ემოციევის გადმოცების გასაოცარი უნარი გაქვს,მინდა ხაზი გავუსვა იმასაც,რომ სიტუაციებს ისე აღწერ,რომ ადამიანს ეგონება,რომ თვითონაც ზუსტად იმ სიტუაციაშია და აკეთებს იმას,რასაც შენი პერსონაჟები.

ტყუილად ამბობდი შენს ნაწერებზე ჯგუფში,ნაჟღაბნიაო.მართლაც გჭირდება კი არა აუციელბელია,რომ გქონდეს მეტი თავდაჯერებულობა.

თბილი თავი რომ იყო,ეს ისედაც ცხადია.
ავტობუსში ბილეთის აღებით გაცნობაც ორიგინალურად გამოგივიდა.ალბათ,იმ სტერეოტიპს არღვევ,რომ "მაგარი" ბიჭები საზოგადებრივი ტრასპორტით არ მგზავრობენ.იმ მომენტზე,როცა კონტროლიორი ყვიროდა ბილეთების გამო,მაშინვე მივხვდი,რაც უნდა მომხდარიყო,მაგრამ მაინც დაძაბული ვკითხულობდი.მასწავლებელი თუ იქნებოდა რეზი,თავიდან არც კი მიფიქრია.

ჩვენს რეალობაზეც კარგადა გაამახვილე ყურადღება.დასაქმების კრიზისი ხომ მალე მოგვიღებს ბოლოს,თუმცა რა გითხრა,მე ამ გოგოს ადგილას კოლეჯში არ წავიდოდი და მაინც ვიბრძოლებდი,რაც არ უნდა ძნელი ყოფილიყო ეს,რათა მიზნისთვის მიმეღწია.

მოკლედ,წარმატებებს გისურვებ და,მთავარია,ასე საინტერესოდ განაგრძო.

 


№16 სტუმარი Mm

Sheni kvela istoria cakitxuli makvs da darcmunebulivar es erterti sauketeso iknebaa

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

marisa
ჯერ იყო და მოგვკალი ამ ცემა-ტყეპით, სიკვდილიო ისაო, ესაო, ახლა კიდევ ეს სიამტკბილობა. მართალია, ორივე კარგად გამოგდის, მაგრამ მე მეორე მირჩევნია. ვგიჟდები ლაღ ისტორიებზე. სად მაქვს ახლა ფილოსოფიისა და ცრემლების ღვარღვარის თავი. სკოლისთვის ვემზადები! სად მეყოლება იქ რეზისნაირი, ან მისი ტოლი?! სულ მოხუცები არიან, ააა :(( :დ ამიტომაც აწკლაპუნებს ხოლმე ჩემი რამდენიმე კლასელი საღეჭ რეზინას. დიდი ამბავი ახლა, მანქანა რომც არ ყავდეს. ყველა ხომ არ მოახტება ამ ჯიპს, უფ. ვანილს კარამელი არ სჯობდა? არ მაინტერესებს. ამას ჰქვია "კარამელის კოცნა". ეს ჩემთვის :)) შენ რაც გინდა ის დაარქვი, კარამელკა


ნებას გრთავ, რაც გინდა ის დაარქვი შენთვის ^_^ რაც შეეხება მხიარულ ისტორიას, ხო, აბა სულ ერთნაირი ემოციის ისტორიები ხომ არ მექნება? ხან ისე იქნება, ხან ასე... მადლობა, რომ წაიკითხე <3

ჭორფლიანი გოგონა
კარამელივით ტკბილი პირველი თავი იყო, კიდევ უფრო ტკბილი მეჩვენება რეზი და ვნახოთ, ვნახოთ :D ვანილიც ძალიან მიყვარს მე, ასე რომ იმის ფიქრში, თუ რატომ ჰქვია მოთხრობას ეს სახელი ტვინს არ გავიჭ....ტ და "ვანილი კარგია, კოცნა - კარგია და ორივე ერთად უკეთესი იქნება"-ს იმედით ველი შემდეგ კარამელიან თავს! <3<3


უუღრმესი მადლობა ჩემო კარგოოო კარამელივით ტკბილი შეფასებისთვიის <3 იმედია იმედებს გაგიმართლებ <3

drunkinlove
შენი ისტორია,მგონი,ჯერ არ წამიკითხავს,მაგრამ ახლა შემოვედი და დავიწყე "ვანილის კოცნის" კითხვა.ალბათ,საინტერესო სათაურიიც რომ არ ყოფილიყო შენი პოსტებით,რომლებსაც მთელი ზაფხული ვხედავდი მაინც მიბიძგებდა წასაკითხად.
პირველ რიგში,მინდა ავღნიშნო,რომ წერის შესანიშნავი სტილი გაქვს,მე ძალიან მომეწონა.არ ხარ ზედაპირული,ემოციევის გადმოცების გასაოცარი უნარი გაქვს,მინდა ხაზი გავუსვა იმასაც,რომ სიტუაციებს ისე აღწერ,რომ ადამიანს ეგონება,რომ თვითონაც ზუსტად იმ სიტუაციაშია და აკეთებს იმას,რასაც შენი პერსონაჟები.

ტყუილად ამბობდი შენს ნაწერებზე ჯგუფში,ნაჟღაბნიაო.მართლაც გჭირდება კი არა აუციელბელია,რომ გქონდეს მეტი თავდაჯერებულობა.

თბილი თავი რომ იყო,ეს ისედაც ცხადია.
ავტობუსში ბილეთის აღებით გაცნობაც ორიგინალურად გამოგივიდა.ალბათ,იმ სტერეოტიპს არღვევ,რომ "მაგარი" ბიჭები საზოგადებრივი ტრასპორტით არ მგზავრობენ.იმ მომენტზე,როცა კონტროლიორი ყვიროდა ბილეთების გამო,მაშინვე მივხვდი,რაც უნდა მომხდარიყო,მაგრამ მაინც დაძაბული ვკითხულობდი.მასწავლებელი თუ იქნებოდა რეზი,თავიდან არც კი მიფიქრია.

ჩვენს რეალობაზეც კარგადა გაამახვილე ყურადღება.დასაქმების კრიზისი ხომ მალე მოგვიღებს ბოლოს,თუმცა რა გითხრა,მე ამ გოგოს ადგილას კოლეჯში არ წავიდოდი და მაინც ვიბრძოლებდი,რაც არ უნდა ძნელი ყოფილიყო ეს,რათა მიზნისთვის მიმეღწია.

მოკლედ,წარმატებებს გისურვებ და,მთავარია,ასე საინტერესოდ განაგრძო.


ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასე ყურადღებით რომ წაიკითხე და დრო დამითმე კომენტარის დასატოვებლად. სტილი ამ ისტორიისთვის ოდნავ შევიცვალე და ზემოთაც ავღნიშნე, რომ ძალიან კომფორტულად მეწერინება ასე და მიხარია, რომ შენც ასევე მოგეწონა. დეტალები და ემოციების თუ გარემოებების აღწერა ჩემი სისუსტეა და ბედნიერი ვარ, რომ არ გბეზრდება მათი კითხვა... ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ზედმეტად წვრილად აღვწერ. აწი ასე აღარ ვიქნები... )) ჰოომ, თვითშეფასებაზეც იმდენმა მისაყვედურეთ, რომ უკვე ვმუშაობ ამაზე და ვნახოთ რა გამოვა ^_^:დდ მართალი ხარ "მაგარი" ბიჭებიც ისევე მგზავრობენ ტრანსპორტში, როგორც "ჩვეულებრივები", მიუხედავად იმისა, რომ რეზის არ აკლია საკუთარი ტრანსპორტი ;) რაც შეეხება ანას გადაწყვეტილებას კოლეჯში ჩაბარების შესახებ: ხდება ასეთი რამ, ეს ჩემი მაგალითიდან გამომდინარე დავწერე... ყველა ერთნაირად ძლიერები ვერ ვართ და გამოსავალს რაღაცაში ან ვიღაცაში ვეძებთ...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენი კომენტარისთვის და ვეცდები ეს ისტორია ბოლომდე საინტერესო დარჩეს შენთვისაც და ყველასთვისაც <3 <3

 


№18 სტუმარი nini

საინტერესოა ძალიან. მე შენი ისტორიები ძალიან ძლიან მიყვარს შეი წერი მანერაც ძალიან ზალია მაგარი ხარ <3

 


№19 სტუმარი Salo

Dzalian sainteresod daiwyo da echvic ar meareba rom aseve sainteresod ganvitardeba movlenebi. Unichieresi xar avtoro

 


№20  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჩემი აზრი რომ არ დავწერო ისე როგორ შეიძლება აბა!
ჯერ, რამდენი ხანია გპირდები დავიწყებ დავიწყებ... დავიწყებ, ხო ხო ახლა აუცილებლად დავიწყებ და წავიკითხავ. თან ჩემთვისაც ვფიქრობ ხოლმე, არა ახლა დავიწყო? იქნებ ჯობს ხვალ როცა მოსაღამოვდება. მერე მოდის საღამოც და ისევ ხვალისთვის გადამაქვს და ა.შ.

მაგრამ, რაც დავიწყე ახლა უკვე. არანაირი ხვალისთვის გადატანა! მივყვები ბოლომდე.
რაც შეეხება ამ ისტორიის დასაწყისს. ნამდვილად საინტერესო დასაწყისია, მომწონს. რაღაცნაირად კარგი და ტკბილია. ისეთი ისტორია ჩანს და ისეთი პერსონაჟები, განსაკუთრებით ანა, თორე დანარჩენი არ მომწონს, რომ ვფიქრობ ამ პერსონაჟების გამო მაინც ღირს წაკითხვა და ეს პერსონაჟები არიან ისინი, ვინც ალბათ კითხვისას საოცარ გრძნობას დაგგვრის, როგორც ისინი გრძნობენ ზუსტად ისე...
ვინაიდან და რადგანაც მგონი ეს ჩემი პირველი ისტორიაა მარიამ, მე ვგრძნობ რომ საუკეთესო იქნება, ერთ-ერთი საუკეთესო რაც წამიკითხავს აქ და იმედი არ გამიცრუვდება ამაშიც ეჭვი არ მეპარება... ჰოდა აბა წავიდა კითხვააა feel love love წარმატებები მე!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

აი, ახლა დავიწყე, გაცადე დამთავრება, დამშვიდება და ამოსუნთქვა... მეც არ ვინერვიულებ და არც შენ მოგიშლი ნერვებს... ნეტა იცოდე როგორ მომეწონა... წარმატებები მე და შენ კიდევ მკითხველის მრავლება

 


№22  offline წევრი nini31323

ოუუ რა მაგარია.შენ რა განსხვავებული ჰყოლიხარ საიტს და არგიცნობდი. <3

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

ვერ მოვითმინე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent