შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 2 თავი


11-09-2015, 15:47
ავტორი lullaby
ნანახია 8 932

***
სახლში გასავათებული შევდივარ. ჩანთას და პარკს, რომელშიც საკონდიტრო უნიფორმა მიდევს, იატაკზე ვყრი და სამზარეულოში გავრბივარ. მაცივრიდან წყლის ბოთლს ვიღებ და ვიყუდებ თუ არა, ცხვირ-წინ დედა მერჭობა.
- ანა!
ხელს მაღლა ვწევ სანამ სმას არ ვამთავრებ.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სიცხეში ცივი წყლის დალევა ასე ერთბაშად არ ვარგა?
- ვარგა ხათუ, ვარგა. იცი როგორ მეამა?
- რამე რეცეფტი მოიტანე? - დედას თვალები ენთება. ისეთი ლამაზია ხოლმე ამ დროს...
ხო, საერთოდ ლამაზი მშობლები მყავს. ძალიან პატარები იყვნენ, როცა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. დედა ჩვიდმეტის იყო, მამა კი - ცხრამეტის, როცა ახალდაბადებული მე მათ მკლავებში ვჩხაოდი. ჩემი მშობლები ხშირად უფროსი და-ძმა ჰგონიათ და მე ამაყი ვარ ამით, მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა და ილო ნაადრევად შეუღლების გამო ხშირად გამიკრიტიკებია. დღემდე წარმოდგენა არა მაქვს რაზე ფიქრობდნენ, როცა ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამდნენ. თუმცა, მათი ცხოვრება ლამაზი და სტაბილური ტემპით მიიწევდა წინ. მათ ერთმანეთი უყვარდათ და დღემდე ახალი შეყვარებულებივით უყურებენ ერთმანეთს. მათ ორი შვილი ჰყავთ და სულაც არ ნანობენ ნაადრევად შეუღლებას. ალბათ სწორედ ეს ფაქტი მაბრკოლებს, რომ ბოლომდე მკაცრი არ ვიყო მათი გადაწყვეტილების მიმართ... ანდაც, მე რა უფლება მაქვს ამის...
მე უმეტეს წილად დედას ვგავარ გარეგნულად. მისი მსგავსი სწორი თმა, ტუჩები და ყავისფერი თვალები მაქვს. კიდევ ორი ხალი ლავიწსა და მხარს შორის. ერთი მეორეზე ოდნავ დიდია. მამას კი სწორი ცხვირით და ხასიათებით ვგავარ. მე და ილოს ბევრი საერთო გვაქვს. ჯიუტები ვართ, ფეთქებაადები, მაგრამ ხშირად მაინც ვახერხებთ ემოციების მართვას. გვიყვარს საშინელებათა ჟარრის ფილმები. კინოში ხშირად ისე გავპარულვართ, რომ დედასთვის და ჩემი უმცროსი დისთვის არ გვითქვამს. უზომოდ შეგვიძლია ვჭამოთ ალუჩა და დაუსრულებლად ვიცინოთ უაზროდ, მით უმეტეს მაშინ, როცა ვხვდებით, რომ ეს სხვას აღიზიანებს.
- დე, დღეს პირველი დღე იყო, რა გჭირს? - მეცინება მის გამომეტყველებაზე და ცივ ბოთლს ყელზე ვიდებ. ოოჰ, რა კარგია!
- დედაშენი ახალი დიეტის დაწყებას აპირებს. - სამზარეულოში ილო შემოდის, წყალს მართმევს და სვამს. - შენი რეცეფტებით. ღიპი დავიდეო და...
- ჰა ჰაა. - თავს იქნევს ხათო და ქმარს იდაყვს მხარზე ჰკრავს. - ყველამ თავის ღიპს მიხედოს.
არა-და დედა ჩემზე შვიდი კილოგრამით მეტს იწონის. მე კი ზედმეტ წონას არასდროს ვუჩიოდი.
- ღიიპს? - ილო მაისურს მაღლა იწევს და თავის ნავარჯიშებ სხეულს ათვალიერებს. - ანა, ხედავ აქ სადმე ღიიპს? დედაშენი ასეთი შურიანი და ბოღმა როდის გახდა, არ ვიცი.
- თავი დმანებე. - ტუჩებს იბზუებს დედა და მე მიბრუნდება. - მოდი აქ და მოყევი, რა სიტუაციაა კოლეჯში.
მაგიდას ვუჯდები, ვაშლს ვიღებ და ჩემი ახალი სასწავლებლის ამბების მოყოლას ვიწყებ. მამა სკეპტიკურად მიყურებს, დედა კმაყოფილია. ილოს აზრი თავიდანვე ვიცოდი. მას ერჩივნა გამეგრძელებინა სამსახურის ძებნა ჩემი სპეციალობით, ვიდრე საკონდიტროზე კოლეჯში მესწავლა, თუმცა ისიც მითხრა, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა. დედა კი რაც თავი მახსოვს, მრავალფეროვნების მოყვარულია. ის-ისაა ფორმა ვახსენე და მის მოსატანად დავაპირე ადგომა, რომ...
- და დააამ! - ხელებგაშლილი ჩემი და სამზარეულოში შემოდის. ჩემი ფორმა აცვია.
- ვაიმე, ლელა, ნეტავ შენ ჭკუა მოგეცემოდეს ოდესმე! - თავს ვაქნევ.
- „საკაიფო“ ფორმაა. - იკრიჭება. - მეც ხომ არ ჩამებარებინა მაანდ?
- დაეტიე სადაც ხარ. - ლელა ჯავახიშვილილს ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. - გაიხადე ეგ, თორემ ვიცი, რაღაცას დამართებ.
- ჩაიცვი რაა. - მეხვეწება ხათო.თვალებში ეშმაკები დაურბიან. აშკარად ჩემზე ხალისს გეგმავს.
- არა!
- მიდი რაა. - ჰყვება მას ილო და მხარზე მჩქმეტს.
- თავი დმანებეთ, დავიღალე. - ვდგები და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. მამა უკან მომყვება.
- ანა. - მეძახის.
- რა? - მისკენ ვბრუნდები.
- დარწმუნებული ხარ, რომ იქ სწავლა გინდა? - ცალი თვალი მოჭუტული აქვს. არ ვიცი ამას რატომ მეკითხება, მე ხომ უკვე დამეწყო სწავლა. შემდეგ აყოლებს. - არა, ხომ იცი, მე რა აზრის ვარ... შენ წინააღმდეგ არ წავალ, უბრალოდ უნივერსიტეტის შემდეგ კოლეჯი დაქანებას ჰგავს.
- დარწმუნებული ვარ, - თავს ვუქნევ. - და მე სწავლას ვაგრძელებ, ეს კი არ მგონია დაქანება იყოს. არ იღელვო ამაზე, კარგი? - ილოს ლოყაზე ვკოცნი და ჩემს ოთახში ვიკეტები.


***
ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე ავრბივარ. გამოსაცვლელად სულ თხუთმეტი წუთი მაქვს. უნდა მოვასწრო, უნდა მოვასწრო. პირველივე პრაქტიკულზე დაგვიანება არ მინდა. არც მომზადებული ტკბილეულის დაგემოვნების გარეშე დარჩენას ვაპირებ. მეორე სართულზე ავდივარ და კიდევ ერთ ციფრულსაკეტიან კარს ვკრავ ხელს. აქედანვე ვხედავ ბატონ რეზის როგორ შედის საკონდიტრო ოთახში. ნეტავ სხვები თუ მოვიდნენ?
საცხობის გვერდით გასახდელებია. პირველი ოთახი გოგოებისაა, მეორე - ბიჭების, მესამე - ლექტორი კაცების და მეოთხე - ლექტორი ქალების. გასახდელში შევდივარ. სავსეა ოთახი. ჯგუფელები მესალმებიან, მეც ვესალმები და სწრაფად ვიწყებ გამოცვლას. სახლში ფორმა არც კი მომისინჯავს, ახლა სარკეში ვიყურები. თავზე თეთრი, საკონდიტრო ბენდენა მახურავს, კარგია, არც ერთი ღერი თმა არ მიჩანს. ზემოთ თეთრი პიჯაკი მაცვია, მრგვალი წითელი ღილებით და ნაჭრის კიდეებზე ასევე წითელი ზოლებით. შარვალიც თეთრია. ფეხზე უბრალო კედები მაცვია, რომ მოხერხებულად ვიყო. შვიდი საათის გატარება მომიწევს აქ. ხელებს ვიბან, წიგნაკს და კალამს ვიღებ, ტანსაცმელს ჩემს პირად კარადაში ვინახავ და გასახდელიდან გავდივარ. ვაღებ თუ არა საკონდიტროს კარს, რაღაც შავ კედელს ვეჯახები. შორიდან სიცილის ხმა მესმის.
- ფრთხილად, baby! - მეძახის ვიღაც. ეს ნამდვილად მაკოა.
კედელი მშორდება და მის მიღმა ლექტორს ვხედავ.
- უკაცრავად... ვერ დაგინახეთ... გამარჯობათ. - ბუტბუტით ვაყრი ერთმანეთს სიტყვებს და შუბლს ვკრავ არასასურველი სიტუაციის გამო.
- არაუშავს, უბრალოდ მაცივარი დგას შეუფერებელ ადგილას. და გაგიმარჯოს. - მეუბნება ის და გზას მითმობს გასავლელად. მადლობ მოკითხვისთვის, საერთოდ არ მტკენია ცხვირი დაჯახებისას. უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს და ბლოკნოტჩაბღაუჭებული გოგოებისკენ მივდივარ. თეთრს და შავს ვკოცნი. ისინი ერთდროულად ბზრიალდებიან.
- როგორ გვიხდება? - მეკითხება ლანა ფორმაზე და წარბებს ათამასებს.
- თუ არ ჩავთვლით კონტრასტს თქვენს მაკიაჯსა და ფორმას შორის, მაგრად გიხდებათ. - მეცინება და თვალები ნახევარი წამით რეზისკენ გამირბის. მუქ ჯინსის შარვალზე საკონდიტროს თეთრი პიჯაკი აცვია, მაგრამ ჩვენგან იმით განსხვავდება, რომ მისას შავი ღილები აქვს, მარცხნივ ინგლისური ასოებით რევაზ გაბუნია აწერია, მარჯვნივ კი საფრანგეთის დროშა და რაღაც ემბლემა აქვს ამოქარგული. სიმპატიურია. მოიცა, ეს მე გავიფიქრე?!
- შურიანი! - მეუბნება ლანა.
- ბოღმა! - ამატებს მაკო. - შენც ძალიან გიხდება. ცხვირი როგორ გაქვს?
- ყნოსვა ჯერ კიდევ შემიძლია - ვამბობ და სკამზე ვჯდები.
ცხრა საათისთვის თხუთმეტიდან თორმეტი ბავშვი ვართ. რეზი სიას კითხულობს ჟურნალისთვის და „არებს“ სწერს. გვაცნობებს, რომ აქედან ორი ბავშვი საღამოს სმენაში გადავიდა. გამოდის, რომ ცამეტნი დავრჩით და ახლა ერთი გვაკლია. სწორედ ამ დროს საცხობში შავგვრემანი ქალი შემოდის, ხელში ჩანთა და პარკი უკავია. ღრმად სუნთქავს. ალბათ ისიც კიბეზე მორბოდა. დაახლოებით 35 წლის იქნება, ან ცოტა ნაკლები. განაზებული ხმით იხდის ბოდიშს და გვესალმება.
- ფორმა ჩაიცვი და ისე შემოდი. ათის ათი წუთია. დაგვიანების გამო დღეს მომზადებულ კრეპს ვერ გასინჯავ.
- უი, არ ვიცოდი. - უხერხულად იცინის ის და აპრეხილ წამწამებს ათამაშებს.
- ეს იმიტომ, რომ გუშინ, პირველივე დღეს არ იყავი. ჯგუფელები გაგარკვევენ სიტუაციაში. გელოდებით.
ქალი გადის. რეზიბრუნდება, ჟურნალს ხურავს და გვათვალიერებს.
- შენ. - მიმართავს ჩემს გვერდით მდგარ გოგოს. - სახელი შემახსენე?
- ლიზი. - იძაბება გოგო.
- ლიზი, ფიქრობ, რომ ქუდი სწორად გახურავს? რატომაა შენი ჩოლკა გარეთ?
- მე...
- მეორედ ასე თუ შემოხვალ, პრაქრიკულს დატოვებ. შევთანხმდით? - აწყვეტინებს. - მგონი არ გესიამოვნება საკუთარი თმა რომ აღმოაჩინო ნაწარმში.
- კარგით. - გოგო თმას ქუდის ქვეშ იცურებს და თვალებს დაბლა ხრის.
- ყველა გოგომ ფრჩხილები დამანახოს. - ამბობს ლექტორი. ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ყველაფერი ასე საჯაროდ. სხვებთან ერთად მეც ოდნავ ზემოთ ვწევ ხელებს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ გოგონას ლაქი უსვია და ტუჩს ნერვიულად იკვნეტს.
- თამუნა, არა? - ეკითხება მას რეზი.
- დიახ. მაპატიეთ, დამავიწყდა, რომ წამეშალა. - გოგო სიბრალულის განსახიერება ხდება. რეზის ისეთი სახე აქვს, ვფიქრობ ამ ერთხელ უნდა აპატიოს.
- იმედია ხვალისთვის არ დაგავიწყდება. დღეს კი თავისუფალი ხარ.
რაა?! ღმერთო, ეს რა არის? კი, მაგრამ გული არ აქვს? გაგების უნარი დაბლოკილი აქვს? საერთოდ ადამიანია? თამუნა შეპასუხებასაც ვერ ბედავს, საცხობიდან გადის. რეზი თვალს გვავლებს. ალბათ ჩემსავით ყველას დაძაბული და უკმაყოფილო სახე აქვს, რომ გვეკითხება.
- რამე მოხდა?
ყველა ჩუმადაა. მინდა ვუთხრა, რომ გოგოს საშინლად მოექცა, მაგრამ ენაზე კბილებს ვიჭერ. არაა გამორიცხული, რომ მეც თან მიმაყოლოს.
- ეს საკონდიტროა და არა სილამაზის სალონი. მალე უნდა მიეჩვიოთ იმ აზრს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით, იმათ გეხებათ, ვისაც ეს პროფესია სერიოზულად გაინტერესებთ. არავინ იყიდის თქვენს ტორტს, თუ მასში ლაქის წითელ ნაფცქვენს ან თმას აღმოაჩენენ... - ოთახში დაგვიანებული ქალი შემოდის და გრძელ სამუშაო მაგიდასთან ჩამწკრივებულებს გვიერთდება. - მოემზადეთ, რეცეფტს ვიწერთ.

***
- შავი ვანილი? - ცალწარბაწეული მაკო ერთ-ერთ ინგრედიენტს კითხულობს?
- კი, - ამბობს რეზი და კრეპის მოსამზადებელ ინგრედიენტებს მაგიდაზე იმარაგებს. - პირველად გესმის?
- დიახ. თეთრისგან რით განსხვავდება?
- ფერით და არმოატით. დააგემოვნებთ კრეპს და ნახავთ.
საკონდიტროში ორი უჯრებიანი გრძელი მაგიდა დგას, სადაც ვიმუშავებთ. ერთ კედელზე თაროების გრძელი რიგია, სადაც ინვენტარი აწყვია. ხოლო მეორე მხარეს სამი საცხობი ღუმელი დგას. შემოსასვლელი კარიდან ხელ-მარჯვნივ ლექტორის სამუშაო კუთხეა: მაგიდა, სავარძელი, ლეპტოპი და წყლის აპარატი; ხელ-მარცხნივ კი სამი მაცივარი, ონკანი ნიჟარებით და ოთხი სასწორი. ორ მოზრდილ ფანჯარას შორის კი გამწოვია ჩამონტაჟებული.
რეზი გვიხსნის კრეპის და არა მარტო კრეპის, სხვა ნებისმიერი ნაწარმის მომზადების დაწყების რიტუალს. აუცილებელია, რომ მოვიმარაგოთ ჭურჭელი, ავწონოთ ყველა ინგრედიენტი, მოვამზადოთ საცხობი საშუალებები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მომზადება. ყველა რეცხავს საკუთარ დასვრილ ჭურჭელს. ხოლო უსამართლოდ დატოვებული დასვრილი ინვენტარი, რომლებსაც პატრონი არ გამოუჩნდება ირეცხება მორიგეს მიერ. დღევანდელ მორიგედ კი ამირანი ცხადდება, რადგან ჟურნალში პირველია.
თავდაპირველად კრეპის მასას რეზი აკეთებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. მის ელემენტალურ, მარტივ მოძრაობებშიც კი დახვეწილობა და პროფესიონალიზმი იგრძნობა. როცა მასა მზადდება, ჯამს პლასტიკატს აკრავს და გვეუბნება, რომ საჭიროა მისი ნახევარი საათით მოცდა მანამ, სანამ ფირფიტების ცხობას დავიწყებთ. ბავშვებს ორ-ორ კაციან ჯგუფებად გვანაწილებს და ნებას გვრთავს დავიწყოთ კრეპების მომზადება. ჩემი მეწყვილე ლიზია, ის, ჩოლკის გამო შენიშვნა რომ მიიღო.
წყვილები საქმეს ვინაწილებთ. რეზი კი თავის სამუშაო მაგიდასთან მიდის და სავარძელში რბილად ეშვება. მოიცადე და რა, არ დაგვეხმარება?
- რამე რომ შეგვეშალოს? - ვეკითხები.
- ეცადე, რომ არ შეგეშალოს. გრამაჟი გიწერია, მომზადების ტექნოლოგიაც, მეც აქ ვარ. თუ მაინცდამაინც შავი ვანილის ნაცვლად პილპილს ჩაყრი, გადაღვრი მასას და ტავიდან დაიწყებ. - მეუბნება ისე, რომ არც მიყურებს და თავის წიგნაკში რაღაცას ინიშნავს.
- გასაგებია, მასწ. - ვეუბნები.
- არა, არა. - თავს აქნევს. ხმას უწევს და ყველას მიმართავს. - არავითარი, მასწ, ბატონო და ასე შემდეგ. მე თქვენი შეფი ვარ.
მისი მკერდისკენ გამირბის თვალი. ჰოო, იქ აწერია „chief revaz gabunia”.
- კარგით, შეფ. - ვჩურჩულებ ჩემთვის და ვბრუნდები. არც კი ვიცი რატომ მეცინება.
მე და ლიზი ინგრედიენტებს ვწონით და მასის მომზადებას ვიწყებთ. ვნერვიულობ. ვიაზრებ იმას, რომ შეცდომის დაშვების უფლება მაქვს, მაგრამ მინდა, რომ პირველივე ჯერზე ყველაფერი კარგად გამომივიდეს. დიახ, პრეტენზია მაქვს, რომ კარგი სტუდენტი ვიყო.
ყველაფერს ჩანაწერის მიხედვით ვაკეთებთ. ცუდი გოგო არ ჩანს. ერთად მშვიდად ვმუშაობთ. როცა ვასრულებთ, მე ჩუმად შეფის ნაშრომს ჩავყურებ. ჩვენი და მისი მასა ფერითაც და კონსისტენციითაც ერთნაირია. კმაყოფილი ვარ.
- დავამთავრეთ. - ეუბნება ლიზი რეზის.
- ასე მალე? - გაკვირვებული გვიახლოვდება, სათქვეფს მართმევს და მკვრივ სითხეს ურევს. თავს იქნევს. - ნორმალურია. პლასტიკატი გადააკარით და სხვებს დაელოდეთ. ვნახოთ, როგორი ფირფიტები გამოვა.
ტუჩებს ვმუწავ. ნორმალურია? მეგონა იტყოდა კარგიაო.
დანარჩენი წყვილებიც მალე ასრულებენ საქმეს და სანამ ყველა მომზადებული მასა დაისვენებს, რეზი თავისი ცომის გამოცხობას აპირებს. ქურას რთავს, ტაფას ცხიმავს, ჩამჩით სითხეს ზედ ასხამს და ფირფიტას ორივე მხრიდან აცხობს. მინახავს, სახლში დედა როგორ აცხობს „ბლინჩიკების“ ცომს, მაგრამ მე თავად არასოდეს მომისინჯავს, ამიტომ მასის ტაფაზე გადანაწილება ცოტა არ იყოს მერთულება.
ქურა ოთხადაა განაწილებული, ამიტომ წყვილები რიგში ვდგავართ. ბავშვები აჟიტირებულები და აღელვებულები არიან. ზოგიერთისთვის, როგორც ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია და ემოციებს ვერ მალავენ. რეზი გულზე ხელებდაკრეფილი იქვე დგას და თვალს ადევნებს ცხობის პროცესს. მისი სახის გამომეტყველებიდან ვერც კმაყოფილებას ვკითხულობ და ვერ უკმაყოფილებას. ხანდახან ბავშვებს რჩევას აძლევს, მაგრამ ხმა ისეთი კატეგორიული აქვს, მგონი მათ უფრო აბნევს.
მე და ლიზის ბოლოს გვიწევს გამოცხობა, ქურა უკვე თავისუფალია და ბავშვები თავიანთ ჭუღჭელს რეცხავენ. ლიზი მთავაზობს, რომ მასა გავიყოთ. მე ვთანხმდები და გოგო იწყებს. საოცარია, ყველასგან განსხვავებით პირველივე ფირფიტის დასხმა იდეალურად გამოსდის. მის სახეზე ღიმილს ვხედავ. სანამ ფირფიტა ცხვება მე მიბრუნდება:
- რა მაგარია, გამომივიდა! - თვალები უბრწყინავს.
- მართლა მაგარია, ყოჩაღ! - თავს ვუქნევ და ვუღიმი. ლიზი ჩემ უკან იყურება. ალბათ უნდა, რომ ლექტორმაც დაინახოს მისი წარმატებული ცდა. დიახ, ის ხედავს. რეზი გვერდით მიდგას და გოგოს მოქმედებას თვალს ადევნებს. არა! მეც რომ ასე დაჟინებით მიყუროს, ჩავფლავდები. იმასაც ვერ გავაკეთებ, რისი იმედიც მაქვს. ჩემთან ახლოს დგას. მისი უცნაური აურა მაფორიაქებს. არ მინდა, რომ გავეცალო, მაგრამ ასე ახლოს მდგომიც ვერ ვისვენებ. თვალები წამდაუწუმ მისკენ გამირბის.
- კარგად მუშაობ. - ეუბნება ის ლიზის. - ადრეც გიცდია?
- ერთხელ, რამდენიმე წლის წინ. - პასუხობს გოგო და მორცხვად ახამხამებს წამწამებს.
- კარგია. მხოლოდ ცოტა კიდევ დაბრაწე, ფირფიტებს მეტი ოქროსფერი შემატე.
ლიზი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და მონდომებით აგრძელებს საქმიანობას.
- და შენ რატომ არ აკეთებს? - მესმის მისი შედარებით ჩუმად ნათქვამი სიტყვები. შეფისკენ ვიხედები, ის კი ისევ ლიზის უყურებს. რა წესია ეს? - დაზარალებულმა ცხვირმა არ მგონია კრეპის ცხობაში ხელი შეგიშალოს.
ოჰო, თურმე შეუმჩნევია.
- მე და ლიზიმ მასა ორად გავინაწილეთ. და... ჩემი ცხვირი კარგადაა. - თავს ოდნავ მაღლა ვწევ და ცხვირის დემონსტრაციას ვახდენ. სასაცილო ხარ ანა!
- კარგი. - ამბობს. როცა უნდა სიტყვაუხვია. ჩუმად ვაპარებ მისკენ თვალებს. ეს რა არის? აშკარად ეტყობა, როგორ ცდილობს ღიმილის შეკავებას. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ყურიოს ქვეშ თითებს ვისვამ. ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ. იმ წუთას რეზი ადგილს სწყდება და ოთახის მეორე ბოლოში თავის სამუშაო მაგიდას უბრუნდება. მე კი ლიზის ვუახლოვდები და თვალს ვადევნებ მისი ხელების მოძრაობას. რამდენიმე წუთში გოგო ჩამჩას და ტაფას მითმობს, თვითონ კი ჩვენი ჭურჭლის გასარეცხად მიდის.
ორივე მათგანს ისე დავყურებ, თითქოს პირველად ვხედავდე და მათი დანიშნულება არ მესმოდეს. შემდეგ მახსენდება, რომ ტაფა არ უნდა გამიცივდეს. ჩამჩით ჯამიდან მასას ვიღებ და ტაფაზე ვასხამ. ვატრიალებ, რომ კარგად გაიშალოს, მაგრამ ოდნავ შემაგრებული ფირფიტა ვარდება. ჯანდაბა! ფირფიტას ცალკე თეფშზე ვაგდებ და დასხმას ხელმეორედ ვცდილობ. ფირფიტა აღარ ვარდება, მაგრამ გაშლა ისევ არ გამომდის. მისი სისქე ტაფაზე არათანაბარია.
- რატომ ვარ ასეთი დებილი! - კბილებში ვცრი ჩემთვის. ამ სიმახინჯეს ვაცხობ, მაგრამ ლიზის ფირფიტებს მაინც არ ვადებ. კიდევ ვასხამ. ისევ საშინელება. მინდა ტაფა მოვისროლო. განრისხებული ვარ საკუთარ მმოუხერხებლობაზე. სანამ სიმახინჯე ნომერი ორი ცხვება, შუბლს ნერვიულად ვისრეს და გახშირებული სუნთქვის მწყობრში ჩაყენებას ვცდილობ. დამშვიდდი ანა, ყველაფერი კარგად იქნება!
უცბად ქურაზე ჩრდილს ვხედავ. უკან გახედვასაც ვერ ვასწრებ, რომ ტაფის სახელურზე ჩავლებულ ჩემს ხელს, რეზის თითები ეჭიდება.
- წყნარად. - მეუბნება ის. მე კი გულის ცემა უარესად მიჩქარდება. ხელზე წვას ვგრძნობ. მგონი მიბუჟდება. საოცრად რბილი კანის ქვეშ ოდნავ ამობურცულ ძარღვებს ვამჩნევ. მისი შეხების გამო გონება სულმთლად მერევა. - აქ იმისთვის ხარ, რომ ისწავლო. - ამბობს და ტაფიდან ფირფიტას ორივე ერთად ვაგდებთ. რა საჭიროა ეს? ხომ შეუძლია უბრალოდ მაშვენოს ან მიმითითოს? - მასა ამოიღე. - მეუბნება. ვიღებ. - დაასხი. - ვასხამ. - ის კი ტაფას რბილად და ამავდროულად გაწონასწორებულად ატრიალებს. ცომი იდეალურად იშლება ტაფაზე. ჩემი იდაყვი მის ხელს ებჯინება, ზურგზეც ოდნავ მეხება. ვითომ ვერ ხვდება, რომ მაბნევს? - სხვის მოძრაობას კი ნუ იმეორებ. მასა დასხმისას თვითონ მიგითითებს როგორ გადაანაწილო. განაგრძე. - ხელს მიშვებს და მიდის.
აქამდე ჩაკეტილ ფილტვებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ და მეც თავს მშვიდად ვგრძნობ. თავს ვიქნევ და ვცდილობ კონცენტრაცია ცხობაზე მოვახდინო. არ ვიმჩნევ იმას, რომ ჩემს თითებზე მისი კანის სიმხურვალეს ისევ ვგრძნობ.
ჯანდაბა ანა, ის შენი ლექტორია!


პ.ს. ბავშვებო უღრმესი მადლობა სულ სულ ყველას... ძალიან მიხარია, რომ პირველივე თავმა თქვენი მოწონება დაიმსახურა...
კომენტარებში შეიძლება ყველას ვერ გპასუხობთ, მაგრამ, დამიჯერეთ აბსოლიტურად ყველა სიტყვას მთელი გულით ვკითხულობ... ძალიან ძალიან მიხარიხართскачать dle 11.3



№1  offline მოდერი Kira

პირველი ვაარ ეხლა წავიკითხავ ვაიმე ვერ ვითმენ უკვე <3 <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

ღმერთო, რას ხედავს ამას ჩემი თვალები!
დღეს მეორე თავი ვნახე და ძლივს დავიჯერე, რომ სათაურად ზუსტად ის სიტყვები იყო და არა - სხვა. ორივე თავი ერთად წავიკითხე. ჰოოდა.. მოეწონა კაკაოს! თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ მოთხრობაში :დდ მართლა ჰაეროვანია. სუულ ფრენა-ფრენით იკითხება.
რა უნდა მეთქვა.. რეცეფტი გიწერია, მგონი, და რეცეპტი უნდა გეწეროს.
გამიხარდით.
შენც
ვანილიც <3 ^_^
კოცნაც
ჰოდა, შენ იცი!

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფორთოხალი
ღმერთო, რას ხედავს ამას ჩემი თვალები!
დღეს მეორე თავი ვნახე და ძლივს დავიჯერე, რომ სათაურად ზუსტად ის სიტყვები იყო და არა - სხვა. ორივე თავი ერთად წავიკითხე. ჰოოდა.. მოეწონა კაკაოს! თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ მოთხრობაში :დდ მართლა ჰაეროვანია. სუულ ფრენა-ფრენით იკითხება.
რა უნდა მეთქვა.. რეცეფტი გიწერია, მგონი, და რეცეპტი უნდა გეწეროს.
გამიხარდით.
შენც
ვანილიც <3 ^_^
კოცნაც
ჰოდა, შენ იცი!


სწორი შენიშვნაა შეცდომით მიწერია :დდ
ძალიან მიხარია კაკაოს შეფასება... ის უფრო მიხარია, რომ ჩემი ნაწერით შენ გაგახარე... მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა <3 <3

იგი
რა კაი ტიპია ეს ანა
ლექტორიც გადასარევი

მაგრა არძალმიძს არ დავსძინო ერთ ფრიად პოპულარულ წიგთან წამიერი მსგავსება

მე პირადად ძალიან ძალიან მომწონს
და ველოდები ახალ თავს რაც მალე მით უკეთესი
წარმატებებიი !!


უუღრმესი მადლობა... მიხარია თუ მოგწონს ჩემი პერსონაჟები ^^
ძალიან დამაინტერესა, რომელ წიგნს გულისხმობ?
შემდეგ თავს რაც შეეხება, ვერ შეგპირდები მალე დადებით, მაგრამ ვეცდები ყველანაირად <3

 


№4  offline წევრი mariko_2001

ძალიან კარგი და საინტერესოა მალე დადე შემდეგი თავიი❤

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ალბათ,შენც გიყვარს მსგავსი საქმიანობა.ალბათ,კი არა გეყვარება,ისტორიიდან ჩანს.. winked
მეც მომწონს შენი პესონაჟები.ანაც და რეზიც ორივენი ძალიან საყვარლები არიან.საინტერესოდ წერ,განსხვავებული და ორიგინალური სოუჟეტია.იმედია,ასე გაგრძელდება.

და კიდევ რა მინდოდა.
თუ შეგიძლია ანასა და რეზის პროტოტიპები შემოგვთავაზე.ძალიან მაინტერესებს.
ბოლოს მალე დადეს არ ვწერ. wink

ალბათ,შენც გიყვარს მსგავსი საქმიანობა.ალბათ,კი არა გეყვარება,ისტორიიდან ჩანს.. winked
მეც მომწონს შენი პესონაჟები.ანაც და რეზიც ორივენი ძალიან საყვარლები არიან.საინტერესოდ წერ,განსხვავებული და ორიგინალური სოუჟეტია.იმედია,ასე გაგრძელდება.

და კიდევ რა მინდოდა.
თუ შეგიძლია ანასა და რეზის პროტოტიპები შემოგვთავაზე.ძალიან მაინტერესებს.
ბოლოს "მალე დადეს" არ ვწერ. wink

 


№6  offline წევრი Molko.

ყველა შენი მოთხრობა მაქვს წაკითხული და ყველაზე ვგიჟდები. ესეც აი ძალიან კარგია, ძალიან მომწონს love მალე დადე შემდეგი თავი feel მოუთმენლად გელოდები

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

drunkinlove
ალბათ,შენც გიყვარს მსგავსი საქმიანობა.ალბათ,კი არა გეყვარება,ისტორიიდან ჩანს.. winked
მეც მომწონს შენი პესონაჟები.ანაც და რეზიც ორივენი ძალიან საყვარლები არიან.საინტერესოდ წერ,განსხვავებული და ორიგინალური სოუჟეტია.იმედია,ასე გაგრძელდება.

და კიდევ რა მინდოდა.
თუ შეგიძლია ანასა და რეზის პროტოტიპები შემოგვთავაზე.ძალიან მაინტერესებს.
ბოლოს მალე დადეს არ ვწერ. wink

ალბათ,შენც გიყვარს მსგავსი საქმიანობა.ალბათ,კი არა გეყვარება,ისტორიიდან ჩანს.. winked
მეც მომწონს შენი პესონაჟები.ანაც და რეზიც ორივენი ძალიან საყვარლები არიან.საინტერესოდ წერ,განსხვავებული და ორიგინალური სოუჟეტია.იმედია,ასე გაგრძელდება.

და კიდევ რა მინდოდა.
თუ შეგიძლია ანასა და რეზის პროტოტიპები შემოგვთავაზე.ძალიან მაინტერესებს.
ბოლოს "მალე დადეს" არ ვწერ. wink


ვგიჟდებიო რომ გითხრა, მოგატყებ, მაგრამ მსიამოვნებს ნამდვილად ^^ პროტოტიპებს რაც შეეხება :დდ სიმართლე გითხრა მხოლოდ რეზი მყავს და არ ვაპირებდი, პერსონაჟების სურათების დადებას, მაგრამ თუ გარეგნულად ჩემი წარმოდგენილი ქალ - ვაჟი გაინტერესებს, ვეცდები შემდეგისთვის დავდო. მადლობა და კიდევ მადლობა შეფასებისთვის <3

 


№8  offline წევრი სანდრა

წინაზეც გითხარი და ახლაც გეტყვი, არ მენანება... არაჩვეულებრივად აღწერ ყველა მოვლენას! თავიდან იყო გადახვევები ცოტა ისეთი, რომ მეხამუშა, მაგრამ საერთო ჯამში ეტყობა მოთხრობას, რომ გაანალიზებული გაქვს რას წერ.
დაწერილი გაქვს უკვე ბოლომდე?

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

სანდრა
წინაზეც გითხარი და ახლაც გეტყვი, არ მენანება... არაჩვეულებრივად აღწერ ყველა მოვლენას! თავიდან იყო გადახვევები ცოტა ისეთი, რომ მეხამუშა, მაგრამ საერთო ჯამში ეტყობა მოთხრობას, რომ გაანალიზებული გაქვს რას წერ.
დაწერილი გაქვს უკვე ბოლომდე?


ძალიან დიდი მადლობა <3 მხოლოდ სამი თავი, მეტი არა ((

 


№10  offline ადმინი თუკა

ვიცი მე შენ რაზე გიჟდები და ვისზე კიდე ქალბატონო..
საოცრება ხარ, სულ ღიმილით ჩავამთავრე კითხვა. უფ რა გოგო ხარ, კამფეტივით მაროო. თბილი და ტკბილი...
მეც მხოლოდ რეცეფტი მომხვდა თვაში, დანარჩენი რა გითხრა აქეთ ხარ ჩემი მასწავ;ლებელი.
მოთმიებით ველოდები შემდეგ თავს ხომ ხედავ არ გაწუხებ ...
--------------------
4love.ge

 


აუ,რა საყვარლები არიან..ველი მოუთმენნლად..

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

თუკა
ვიცი მე შენ რაზე გიჟდები და ვისზე კიდე ქალბატონო..
საოცრება ხარ, სულ ღიმილით ჩავამთავრე კითხვა. უფ რა გოგო ხარ, კამფეტივით მაროო. თბილი და ტკბილი...
მეც მხოლოდ რეცეფტი მომხვდა თვაში, დანარჩენი რა გითხრა აქეთ ხარ ჩემი მასწავ;ლებელი.
მოთმიებით ველოდები შემდეგ თავს ხომ ხედავ არ გაწუხებ ...


შენ არ იცი რა კარგი ხაარ!
მადლობა შეფასებისთვის... ყველა ერთმანეთის მასწავლებლები ვართ <3

 


№13 სტუმარი Ana

კომენტარიme dzalian m0mw0ns chamitria.<3

 


№14 სტუმარი Salo

Dzalian kargi iyooo

 


№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგია!
აი, მართლა კარგად გამოგდის ამ ყველაფრის აღწერა და ადამიანების დახასიათებაც... ნუ სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ამ ისტორიაში ძალიან კარგი ხარ, ყველაფერი ზომიერია. რეზის უგულობამ ცოტა გადააჭარბა, მაგრამ ვგრძნობ კიდეც, რომ არც ის არის გულგრილი და იმიტომ იქცევა სპეციალურად ასე, რომ არ შეეტყოს არაფერი. ანა მართლა ლამაზად და საოცრად მომხიბვლელად დაგვანახე შენ... მომხიბვლელი ისტორიაა, კერძების არომატებით სავსე და ნამცხვრების სურნელებაში ჩაფლული ვკითხულობდი. :P
ნიჭიერი გოგო ხარ...
ჰოოოოოოოოოოოოოოოომდა.. მე მომწონს. თავისებური ხიბლი აქვს. ისეთი, ცოტა ამოუცნობიც რომელიც მიყვარს და ტკბილიც, ვანილი ხომ ისედაც ტკბილია..მმმ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ ხომ არა იცი რა მაგარია...
აი, ძალიან სასწაული, გემრიელი და ამაღელვებელი...

 


№17 სტუმარი tatano

ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება სიტუაციებიიიი .... love მომწონს !!!

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

აქამდე ჩაკეტილ ფილტვებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ და მეც თავს მშვიდად ვგრძნობ. თავს ვიქნევ და ვცდილობ კონცენტრაცია ცხობაზე მოვახდინო. არ ვიმჩნევ იმას, რომ ჩემს თითებზე მისი კანის სიმხურვალეს ისევ ვგრძნობ.
ჯანდაბა ანა, ის შენი ლექტორია!

შეუდარებელი ხარ...
მერამდენედ ვკითხულობ არ ვიცი

 


№19 სტუმარი სტუმარი თეო

რამე ფილმიდან ან წიგნიდან გაქვს აღებული შინაარსი? მაინტერესებს ძალიან :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent