შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 3 თავი


12-09-2015, 19:23
ავტორი lullaby
ნანახია 8 875

***
ვამთავრებ თუ არა ცხობას, შეფი ერთ საათიან შესვენებას აცხადებს. ლიზასავით იდეალურები ვერა, მაგრამ ნახევრად მასტერკლასის შემდეგ ჩემი ფირფიტებიც კარგები გამოდის. შესვენების შემდეგ კრეპის შიგთავსს მოვამზადებთ და გავახვევთ.
- არ გშია? - მეკითხება ლიზი. ჯერ კიდევ სახე უბრწყინავს. რა პოზიტიური გოგოა.
- სიმართლე გითხრა, კი. - მობილურზე საათს დავყურებ. პირველს ათი წუთი უკლია. აქეთ-იქით ვიყურები, მაკო და ლანა არ ჩანან.
- წამოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ. გოგოებიც იქ მიდიოდნენ.
- ხოო? კარგი, წავიდეთ. - ქუდს ვიძრობ და ლიზისთან ერთად კიბეზე ვეშვები.
ხომ ვამბობდი, პირველი სართულის ფოიე ცარიელი უფრო დიდი და ლამაზი ჩანს. ერთ კუთხეში კაფეტერიაა მოწყობილი ბუფეტით და დაახლოებით რვა მაგიდით. დანარჩენი ადგილი კი რბილ, დაბალ სავარძლებს და შუშის მაგიდებს უკავიათ. სტუდენტების უმრავლესობა კოლეჯის უკანაა გასული. ბუფეტთან მივდივართ. მე სოკოს ღვეზელს და ცივ ჩაის ვიღებ, ლიზი - ლობიანს და ფანტას. ის-ისაა ვბრუნდებით, რომ ლანა მაგიდასთან გვიხმობს. ლანჩის შემდეგ სავარძლებზე ვინაცვლებთ. წინ ჯერ კიდევ ორმოცი წუთი გვაქვს. ცოტა ხანში ამირანი გვიერთდება და ერთადგილიან სავარძელში მოწყვეტით ჯდება.
- აბა? კმაყოფილები ხართ? - გვეკითხება ის.
- ჩვენ კიი. - ერთად ამბობენ მაკო და ლანა.
- მე ისე რაა. - ვბუტბუტებ. - თავიდან არ გამომდიოდა და გავბრაზდი.
- მეც კმაყოფილი ვარ. - სახე ებადრება ლიზის და ამირანს კითხვას უბრუნებს. - შენ?
- უკეთესადაც შეიძლებოდა. - თავს აქნევს.
იმ წუთას ჩვენთან ნათია, უკაცრავად, ნათკა მოკუსკუსებს და ჩემ გვერდით ჯდება. ღმერთო, საღეჭი რეზინი!
- მაგარი ამბავი მაქვს! - ამბობს ის და ფეხს ფეხზე იდებს. - ორ კვირაში კარნავალს აკეთებენ. ახალი ნაკადის საპატივცემულოდო.
- ოჰო, მაგარია. - ლანას იდეა მოსწონს. - მე ვამპირი ვიქნები.
- არა, გმირების ჩამონათვალი თვითონ ექნებათ და იმ კვირაში მოგვცემენ ასარჩევად. რაღაც ისეთი მინდა, გლამურული. - საღეჭ რეზინს ბერავს და იმხელა ხმაზე ატკაცუნებს, ატომური აფეთქება მგონია. - ისეე, აი „ვაფშე“ ვერ ვიფიქრებდი, ასეთი სააყვაარელი შეფი თუ გვეყოლებოდა. - კისკისებს. - თქვენ გოგუკებო?
ღმერთო ძალა, სად არის მოთმინების ძალა? ჰო, აი, ვიპოვე.
- შენ ლექსებს წერ ხო? - ვეკითხები ამირანს. სასწრაფოდ თემა უნდა შეიცვალოს. გულის სიღრმეში ძალიან მიყვარს პოეზია. დარწმუნებული ვარ, წინა ცხოვრებაში პოეტი, მწერალი ან რაღაც მსგავსი ვიყავი. იმედი მაქვს ამირანს ერთ ლექსს მაინც დავტყუებ.
- მმმ...ჰო. - გულღიად იცინის და კეფას იქექავს.
- შეგიძლია ერთ-ერთი წაგვიკითხო? სიამოვნებით მოვისმენ. - ვუღიმი რაც შეიძლება გულწრფელად, რომ სტიმული მივცე.
- და სხვები? - თვალს ავლებს ის დანარჩენებს.
- ჩვენც, ჩვენც. - თავებს იქნევენ თეთრი და შავი.
ბიჭი ოხრავს და სავარძელში სწორდება. მერე ყელს იწმენდს და ისე, რომ არ გვიყურებს, ამბობს:
- ძალიან კრიტიკულადაც ნუ შემაფასებთ.

„რომ დაგინახე გამეღიმა, მე მგონი შემრცხვა,
შორიდან ვჭვრეტდი მაგ თვალების ნუშისებრ ჭრილებს,
ვერ გაგიბედე, ვერ მოვედი მე მაშინ შენთან,
მას შემდეგ დავსდევ შენს ზურგს უკან გაჩენილს ჩრდილებს.

ოდესმე ალბათ გაგაჩერებ მიმავალს მე და
ნაცვლად ფურცლისა, შენ გაგანდობ დაგროვილ რითმებს,
თუ გამიღიმებ დაგიკოცნი მაგ ღაწვებს მე და
თვალებს მივანდომ ტუჩებისთვის განკუთვნილ სიტყვებს.“

ღმერთო, ისე მხვდება თითოეული სიტყვა გულზე, სუნთქვა მეკვრის და კანზე ეკალი მაყრის. არ ვიცი, რა ხდება. მე ხომ მსგავსი არაფერი გადამხდენია? თუ გადამხდა? რატომაა ეს ლექსი ჩემთვის ასე ახლოს? ნერწყვს ვყლაპავ და ამირანს ვუყურებ. ის ჩუმად ზის და ინტერესიანი გამომეტყველებით ჩვენს რეაქციებს ელოდება.
- ოოო, you’re fall in love, boy. - თავს აქნევს მაკო და უსტვენს.
- აა... არაა. - ხელის აწევით უარყოფს ამირანი და მხრებს იჩეჩავს.
- მაშინ, ჯერ-ჯერობით „არა“. - ხითხითებს ლანა.
ლიზი იღიმის და თავის ფრჩხილებს დაჰყურებს. მე კი ისევ ენაგადაყლაპული ვზივარ. უცბად თვალები ფანჯრისკენ გამირბის და გარეთ მდგარ რეზის ვხედავ. ვიღაცას კოპებშეკრული ესაუბრება მობილურზე. ახლა ვაქცევ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ხელის ზურგზე ისევ მისი კანის სიმხურვალეს, ბეჭებზე კი მის სიახლოვეს ვგრძნობ. ჯანდაბა! ეს არ მომწონს. უფრო სწორად, შეგრძნება იმ წუთას სასიამოვნო იყო, მაგრამ ამ დრომდე კვალის დატოვება საშიშად მეჩვენება.
თავს ვიქნევ. კიდევ ერთხელ ვახსენებ ჩემ ქვეცნობიერს, რომ რეზი ჩემი ლექტორია და ამირანს ვუბრუნდები.
- ძალიან ლამაზი ლექსია. ბედნიერი ის, ვისაც ეძღვნება. - თვალს ვუკრავ.
- ჰო, რა ვიცი. - იმორცხვებს და ქუდს იხურავს. - მაღლა ავალ მე.
ამირანი მიდის.
- გოგოებო, კიდევ ერთი ამბავი მაქვს. - ჩურჩულით ამბობს ნათია და წინ იხრება. თვალებს ვატრიალებ. - ოღონდ ბოლომდე მეც ვერ გავიგე. მოკლედ, ადმინისტრაციაში მივდიოდი, რომ ჩანთა დამივარდა და ნივთები გადმომიცვივდა. იქვე ჩვენი შეფი და მზია იდგენენ, სასწავლო ნაწილი. რაღაც პროექტზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ჩვენ, კონდიტერებს გვეხება. მაგრამ ვერ მივხვდი რა პროექტი იყო, კარგად არ მესმოდა სიტყვები.
- შენ რაა, ჩუმად უსმენდი? - წარბებს სწევს ლანა.
- ნწ, არა, ეე. ხომ გითხარით, სანამ ნივთებს ვიღებდი, შემთხვევით შემომესმინა. - თვალებს აწიპწიპებს ნათია.
- საინტერესოა, რა ხდება. - ამბობს მაკო. - მაგრამ ახლა სიგარეტის მოწევა უფრო მინდა. ვინ გამომყვება გარეთ? - გვეკითხება, ლანას მაჯაზე სწვდება და უკანა ეზოში მიათრევს. იმ წამს ვიღაც გოგო მოდის, ნათიას კოცნის და საუბარს უბამს. არაა, ორი ნათიას მოსმენა ჯვარზე გაკვრაა. ვდგები და გარეთ გავდივარ გოგოებთან.

***
საკონდიტროში დაბრუნებულებს კრეპი გაციებული გვხვდება. რეზი იმაზე მეტადაა მოღუშული, ვიდრე მის გამომეტყველებას სჩვევია. აჰ, მობილურზე საუბარი. ალბათ ვიღაცამ გააბრაზა. ვიღაცამ!
კრეპის შიგთავსისთვის სხვადასხვა ხილს აბლენდერებინებს ბავშვებს. ზოგი ბანანს სჭრის, ზოგი მარწყვს. მე და ლიზი „ნუტელას“ ვუსვამთ და ისე ვახვევთ. მოგვიანებით შეფი საუზმისთვის კრეპის თეფშებზე გაწყობას გვასწავლის და ოთხი საათი სრულდება, როცა სახლში წასვლის უფლებას გვაძლევს.
თითქოს ბევრი არაფერია, მაგრამ საკონდიტროს ფორმის ტარებამ უფრო დამღალა, ვიდრე საქმემ. ჩქარ-ჩქარა ვიცვლი ტანსაცმელს და სახლში უკანმოუხედავად გავრბივარ.

***
ოთხშაბათია. ამ კვირისთვის პრაქტიკების უკანასკნელი დღე. ლიზი არ არის. ვნახოთ დღეს ვისთან მომიწევს დაწყვილება.
შეფი ისევ ცივი გამომეტყველებით კითხულობს სიას და სამ „არას“ სწერს ჟურნალში. დღეს შუს და ეკლერს ვამზადებთ. მომზადების ტექნოლოგიის ჩაწერისას ვხვდები, რომ ხელების კუნთების ვარჯიში მომიწევს. რეზი დაწყვილებაზე გადადის. ოო, საინტერესოა. დღეს ყველაზე დიდი თანაკურსელი, ეკა გამიწევს პარტნიორობას. გარეგნულად მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ არასანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეკა ერთხელ მიღიმის და კვლავ რეზიზე გადააქვს მთელი ყურადღება, არაბუნებრივი ყურადღება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავხარხარდე.
- თქვენთვის რაღაც ინფორმაცია მაქვს. - ამბობს რეზი, მაგიდას ხელის გულებით ეყრდნობა და გვათვალიერებს. - ერთი პროექტი მაქვს. გუშინაც ვაპირებდი თქვენთვის თქმას, მაგრამ მზიასთან რაღაც დეტალები მქონდა შესათანხმებელი. ამ პროექტის განხორციელებს შარშანაც ვაპირებდი, მაგრამ რაღაცა პრობლემების გამო არ გამოვიდა. მოკლედ, კოლეჯის ადმინისტრაცია თანახმაა,რომ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ორი თქვენგანი - რა თქმა უნდა საუკეთესო - პარიზში წავიყვანო.
რაა?! პარიზი? ლუვრი? ეიფელი? ამას გულისხმობ? ორი ჩვენგანი ევროპაში? ღმერთო ეს ხომ... უზომოდ მაგარია! ბავშვები ერთმანეთს გაოგნებული ღიმილით შესცქერიან.
- თქვენ უნდა წაიყვანოთ? - ეკითხება ეკა რეზის აპრეხილი წამწამების ციმციმით.
- დიახ, მე.
- და სად?
- ჩემი და ჩემი მეგობრის კაფეში. ჩვენს საკონდიტროში თქვენგან რომელიმე ორი პრაქტიკას გაივლით, ისე, როგორც აქ უნდა გაგეარათ. ასე, რომ, ვისაც პარიზში უნდა, თავს არ დაზოგავს. მე საუკეთესო კონდიტერები მჭირდება. ახლა კი, - ჰაერს ჭარბად ისუნთქავს. - მასალები ავწონოთ.
წიგნაკით ხელში სასწორისკენ მივდივარ და ახალი ამბით გაბრუებულს თავბრუ მესხმის. საშინლად მიმზიდველი წინადადებაა. დარწმუნებული ვარ, ყველა სტუდენტი ეიფორიაშია და უკვე ჩემოდნების ზომაზე ფიქრობენ. დიახ, მეც მინდა პარიზში, მაგრამ მაქვს კი ამის შანსი? კი, პრეტენზია მქონდა კარგ სტუდენტობაზე, მაგრამ გუშინ ელემენტალურ კრეპებს ვერ გავართვი თავი ნორმალურად. არც კი ვიოცნებო? თუ უბრალოდ მთელი ჩემი შესაძლებოლობები ჩავდო ამ საცხობში პრაქტიკებზე? რა თქმა უნდა, მეორე. სულაც არ მინდა შემდეგ სინანულის გრძნობად დამტანჯოს.
რძეში ჩაყრილ, კუბიკებად დაჭრილ კარაქს ქურაზე ვდგამ და გალღობის პროცესს ვდარაჯობ. პარალელურად საკონდიტროს ვათვალიერებ. ამირანი კვერცხს ტეხს, მაკო და ლანა ისევ პროდუქტს წონიან, დანარჩენებიც საქმიანობენ. ჩემი მეწყვილე ეკა კი რეზისთან დგას და ესაუბრება. ჰო, აი, ზუსტად ლაქლაქის დროა. ჩემდაუნებურად შუბლი მეკვრება. ღმერთო, მასთან ლაპარაკისას რატომ აფახუნებს ეს ქალი ასე გამომწვევად საფეთქლებამდე აპრეხილ წამწამებს? გუშინაც ასე აკეთებდა. ჩვევაა? თუ ფლირტი? უკანასკნელის გაფიქრებაზე ზიზღისგან ცხვირს ვჭმუხნი და ქვაბს ჩავყურებ.
- ფქვილი! - ვყვირი მე, როცა წამოდუღების პირას მყოფ რძეს ვხედავ. ყველა მე მიყურებს, პირველი კი ჩემკენ რეზი მოდის და ბავშვებსაც იხმობს. ეკას ფქვილი მოაქვს. ბავშვები ქურასთან ჯგუფდებიან და გველოდებიან. ეკა ჯამიდან ფქვილს მიყრის, მე კი სათქვეფით სწრაფად ვურევ.
- ეყოფა, გაიხსნა. - მეუბნება რეზი. - მიმიშვი. - თვითონ მასის ცეცხლზე დამუშავებას ხის კოვზით განაგრძობს. - ასე მანამდე ვამუშავებთ, სანამ ცომი არ შეიკვრება. მასის რაღაც ნაწილი უნდა აორთქლდეს. განაგრძე. - კოვზს მაწვდის. ცომს მუდმივად ვამოძრავებ ქვაბში და ვფრთხილობ, არ დამეწვას. მასა ძალიან მაგარია და ხელი მალე მეღლება. - ტემპს ნუ ანელებ, სწრაფად! - ბრძანებასავით გამოსდის შეფს. ვცდილობ ავჩქარდე, მაგრამ არა, აღარ შემიძლია. კოვზს ქვაბში ვაგდებ.
- ხელი ამტკივდა. - ვბუტბუტებ. რეზი უკმაყოფილოდ თავს აქნევს. რა უნდა? მე რობოტი კი არ ვარ. ჩემი ხელი ხორცისგან და ძვლებისგან შედგება.
- განაგრძე. - ეუბნება ეკას. ქალი კვლავ თვალების პეპლისებური ფახუნით განაგრძობს ცომის დამუშავებას. მე მოშორებით ვდგები და ნერვიულობისგან ყურის ქვემოთ თითებს ვისვამ. ნუთუ ასეთი უუნარო ვარ? არ მეგონა ჩემი ხელები ასეთი სუსტები თუ იყვნენ. ჭიდანაც კი ამომიღია წყალი. ეს რა უბედურებაა? თვალი რეზისკენ გამირბის და მის მზერას ვაწყდები. ტუჩები ოდნავ გახსნილი აქვს და დაჟინებით მაცქერდება. რა უნდა კი, მაგრამ?
ეს ყველაფერი სულ ორი წამით გრძელდება. შემდეგ შეფს რობოტ-მიქსერის ჯამი მოაქვს, ცომს იქ აგდებს და მიქსერზე ამაგრებს. კვერცხს ურევს, მიღებულ მასას ტომარაში ათავსებს და ქაღალდგადაკრულ ნიჟარებზე შუების და ეკლერების დასმას გვასწავლის.
წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემ ცდას ბრწყინვალე შედეგი აქვს. ეკლერებისა და შუების დასმა იდეალურად გამომდის. არაფრით განსხვავდება რეზის ნამუშევრისგან. დასასრულს, გახარებული შეფს ვუყურებ. მას ოდნავ ეღიმება, მაგრამ გამომეტყველება მაინც უკმაყოფილო აქვს. ოდესმე რამე უხარია ამ ადამიანს?
ცხობა წარმატებით სრულდება. ჩემი, ტყუპების, ანუ მაკოს და ლანას და ამირანის გუნდების ნამუშევარი გამოკვეთილად კარგია. მოგვიანებით შიგთავსისთვის კრემს ვხარშავთ. სანამ ის გაცივდება, რეზი ერთ საათიან შესვენებას აცხადებს. დაკრემვა რთული არაა, მაგრამ დიდი დრო მიაქვს და ხუთი საათი სრულდება, როცა ვთავისუფლდებით, მაგრამ გასახდელში ჯერ არ გავდივარ. მორიგე ნათიას კარიდან ვუთვალთვალებ. ისე საცოდავად რეცხავს უპატრონოდ დარჩენილ ჭურჭელს, რომ მის საღეჭ რეზინს ყურადღებას აღარ ვაქცევ და ვეხმარები. მადლობას იმით გამოხატავს, რომ დასვრილი ინვენტარის პატრონებს ლანძღავს. შემდეგ მობილურზე ურეკავენ და საკონდიტროდან გადის. მაგიდებს ვაპრიალებ, საკონდიტროს ვკეტავ და გასაღები დამლაგებელთან გამაქვს. გამობრუნებულს კალამი მივარდება, რომელიც დერეფნის ბოლოსკენ მიგორავს. მის ასაღებად ვბრუნდები, რომ ერთ-ერთი გასახდელის კარს ოდნავ შეღებულს ვამჩნევ და მის მიღმა რეზის ვხედავ. საკონდიტრო პიჯაკს იხდის და სკამზე დებს. ღმერთო, რა მიმზიდველია! განიერი მხრების სიძლიერე ასე უკეთ ჩანს. შარვალი ქამრის გარეშე აცვია და თეძოზე მოხდენილად ადგას. ოთახში შუქი არ ანთია. მის ნავარჯიშებ სხეულზე ფანჯრიდან შესული დღის სხივები ბნელ ჩრდილებად დარბიან და საოცრად სასურველს ხდიან.
რეზი ანტიპერსპირანტს ისხამს და ფლაკონის ზურგჩანთაში ჩაგდებისას კარისკენ იყურება. მომენტალურად უკან ვხტები და გოგოების გასახდელში შევრბივარ. ჯანდაბა! არა, არა, არა, ოღონდ ეს არა! დამინახა? მგონი კი. ფუუ, ანა, რატომ ხარ ასეთი ბოძი?! აიღე კალამი და წამოდი რაა. რატომ იჭედები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის? თავიდან ქუდს ვიძრობ, ნიჟარას ვეყრდნობი და სარკეში ვიყურები. ჩემს ხორბლისფერ კანს ლოყებზე სიწითლე ატყვია. სახე მიხურს, მუცელში რაღაც მეწვის. ეს ან ადრენალინია, ან დანაშაულის გრძნობა. ჩემს ანარეკლს თვალს ვუსწორებ და კოპებს ვუკრავ. იმედია ვერ დაგინახა, სხვა შემთხვევაში იცოდე, რომ ძალიან, ძა-ლი-ან შერცხვები, ანა!

***
სახლში სულმთლად არეული შევდივარ. ხათო მაშინვე ჩანაწერების წიგნაკს მართმევს და სამზარეულოში შერბის. დედამ თუ ყოველი ახალი რეცეპტი სახლში გამოიყენა, მამას სანაქებო ნავარჯიშები სხეული მართლაც ცუდ დღეში ჩავარდება.
სასწრაფოდ უნდა ვიბანავო. ტანსაცმელს ვიხდი და საწოლზე ვყრი, სკამიდან შარვალს ვიღებ, მაგრამ გასარეცხია. ჯიბეებს ვამოწმებ და ავტობუსის ბილეთს ვპოულობ. მისი აღებული ბილეთია. ვჯდები და დავცქერი. თვალ-წინ გასახდელში მყოფი რეზი მიდგება და ჩემი საქციელის გამო სიბრაზე და სირცხვილის გრძნობა ერთდროულად მივლის გულზე. რა მოხდება თუ დამინახა? მისაყვედურებს? ჩემზე აზრს შეიცვლის? აზრს?! რა სულელი ხარ, ანა. განა რა აზრის უნდა იყოს შენზე რეზი? შენ ხომ ერთ-ერთი მორიგი სტუდენტი ხარ, რომელსაც თავში ჭკუა არ რჩება, როდესაც მიმზიდველ ლექტორს ხედავს? დარწმუნებული ვარ, ამას შეჩვეულია და ვიცი, რომ უბრალოდ გაატარებს. ანდაც, ხომ შიძლება, რომ ვერც მიცნო? იქ ხომ ბევრს აცვია ჩემნაირი ფორმა? მორჩა, ნერვიულობის დასასრული!
- დაო... - ოთახში ლელა შემოდის. სახე ერთიანად უცინის, მაგრამ მალევე კოპები ეკვრება. კარს ხურავს და ჩემს საწოლზე ფეხმორთხმით ჯდება. - რა იყო, ტრანსში ხარ?
- რა გინდა? - ვდგები, ბილეთს მაგიდაზე ვდებ და აბაზანისთვის ნივთებს ვაგროვებ.
- ეს რა არის? ბილეთი? რატომ დაჰყურებდი დაჰიპნოზებულივით? თან საცვლების ამარა. - ხითხითებს.
- იდიოტი ნუ ხარ. - მაისურს ვესვრი. - აბა გისმენ.
- იცოდე ყურადღებით. - მაფრთხილებს და მობილურს იმარჯვებს. - საღამო მშვიდობისა ლელუკა. დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდი. იცი, ვფიქრობდი და ერთი იდეა მომივიდა. რას იტყვი, საღამოს სადმე ხომ არ დავმსხდარიყავით?
- არა! - ვუყურებ ჩემს დას გაოგნებული. ის თავს მიქნევს.
- კი, დაიკო, კი.
- ეს ვატომ მოგწერა? - ისევ თავს მიქნევს. - და შენ რა უთხარი.
- იმ შემთხვევაში თუ ადგილს მე შევარჩევთქო.
- იციან? - კარისკენ თვალს ვაპარებ.
- ხათომ კი, მამასთან არ დაგცდეს, თორემ იმ ატმისფერ ზედას ვეღარ ეღირსები.
- სამარე ვარ და ხვალ მათხოვე. - თვალს ვუკრავ და ვიცინი. - ისე ხო იცი, ეგ ვატო მაინცდამაინც არ მომწონს და...
- აუუ, ანა კაი რაა. არც კი იცნობ. ხო, ნუ არც მე მაინცდამაინც, მაგრამ საუკეთესო შანსი მაქვს მის გასაცნობად. ასე, რომ ხასიათს ნუ მიფუჭებ.
- არ გიფუჭებ, ვა. იმედია ვცდები, მეც ეს მინდა. ადგილი უკვე შეარჩია?
- კი. - ხასიათი უცბად უკეთდება. - რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები. გვიანობამდე არ დავრჩები, ასე, რომ ზარებით არ ამიკლოთ. - ლელა ლოყაზე მკოცნის და ბილეთს იღებს.
- ეე, ეგ სად მიგაქვს? - დაფეთებული მისკენ ვიწვდენ ხელს.
- უნდა გადამეგდო, რავი. რა გჭირს გოგო, ბილეთია. - ლელა გაშტერებულია.
- მომეცი აქ! - დუდღუნით ვართმევ ფურცელს და რვეულში ვდებ.
- აბა თვალებში შემომხედე? - თვალებს იწვრილებს და ხელებს გულზე იკრებს. - ამ ბილეთს კიდევ რა დანიშნულება აქვს გარდა იმისა, რომ მოკლედ ბლა, ბლა ბლა?
- არაფერი, მოუსვი აქედან! - ხელით მხარზე ვუბიძგებ და კარისკენ მივათრევ.
- დეე! - ყვირის ლელა. - ანა რაღაცას მალავს და ოთახიდან მაგდებს. ხათო, გეგმა გვჭირდებაა!
მეცინება, კარს ვკეტავ და ზედ ვეყრდნობი. ჯანდაბა, რეზი!

ვანილის კოცნა 3 თავი



***
ლელამ იმდენი მელაპარაკა შეხვედრაზე, რომ ღამით სიზმარში მთელ მის პაემანს ვხედავ.
დილით მაღვიძარაზე ხუთი წუთით ადრე წვიმის ხმა მაღვიძებს. მოღრუბლული ცა ხასიათს მიფუჭებს და ტირილამდე ცოტა-ღა მაკლია. მეორედ რომ ვახელ თვალებს, უკვე ცხრის ნახევარია. ფუ, ჩამეძინა! რაც ხელთ მხვდება, იმას ვიცვამ და გავრბივარ, მაგრამ მაინც მაგვიანდება. ლექციები დაწყებულია, ამიტომ კოლეჯის კარი დაკეტილია. ღმერთო, ოცდათხუთმეტი წუთი გარეთ უნდა ვეგდო. მართალია მაისის წვიმაა, მაგრამ მაინც ცივა. შუშის კარს მიღმა ულუაშებიან დაცვას ვხედავ და სახეზე სიბრალულის მწვერვალი მესახება. ის კი მიღიმის, მხრებს იჩეჩავს და მიდის. ამ დროს მობილურზე შეტყობინება მომდის:
„ – goodmorning, girl. სად ხარ, ეე?“ - მაკოა.
„ - დამაგვიანდა და გარეთ ვძეგლობ. მანდ რა ხდება?“
„ - მზიას ლექცია გვაქვს. დღეს „სასტავი“ კინოში მივდივართ. ხო წამოხვალ?“
„ – „სასტავი“?“ - მიკვირს.
„ – you, me, ლანა, ამო და ლიზი.“
„ – no problem, baby.” – ვწერ. ოჰო! ჩვენ „სასტავი“ ვართ? კარგია, მომწონს.
„ – yeah, this’s my girl!” - მაკოს სულ უხარია ინგლისურად რომ ვპასუხობ.
ცოტას ვხალისდები, მაგრამ კარიდან ვხედავ თუ არა კაფეტერიაში მჯომ რეზის, განწყობა მაშინვე მეცვლება. კედელს ვეფარები. ღმერთო, ისე ვიქცევი, თითქოს სამშობლო გამეყიდოს. თან ვფიქრობ, დიდი ამბავი, თუ დამინახა. შემდეგ ვაყოლებ, რას ჰქვია დიდი ამბავი. სირცხვილია ანა ბიჭისთვის პირდაღებული ყურება. ცივილიზებული ადამიანი ხარ. რა, აქამდე არ გინახავს ტანს-ზევით შიშველი მამაკაცები? ბოლოსდაბოლოს ზღვაზე მაინც არ ყოფილხარ? დიახ, ვყოფილვარ. აბა რა გემართება? ეს რეზია, ის კი ისეთი...
მოულოდნელად საშინლად მაღალ ხმაზე ზარი ირეკება და ციფრულ კარზეც წითელის ნაცვლად მწვანე ნათურა ენთება. უცბად ვაღებ და პირდაპირ კიბისკენ ვიღებ გეზს, მაგრამ უკნიდან ჩემი სახელი მესმის.
- ანა! - რეზია.
ჯანდაბა! მორჩა, გავები. მიდი, ახლა შეგიძლია გაწითლდე სირცხვილისგან. ხო, გასახდელთან რომ იდექი და ლექტორს უთვალთვალებდი, მაშინ ხომ არ გრცხვენოდა?! ვბრუნდები და მის მაგიდასთან ვჩერდები.
- დიახ, გამარჯობათ. - ვესალმები ბუტბუტით და გაყინულ თითებს ვისრეს.
რეზი მობილურს დებს, თითებს ერთმანეთში ურევს და ქვემოდან მიყურებს. ღმერთო, როგორი დამცინავი სახე აქვს. მისი მზერა ყველაფერზე მეტყველებს. მკვდარი ხარ, ანა. ნერვიულობისგან ვერც კი ვხვდები, როგორ მიმაქვს თითები ყურთან. შეფი შუბლს კრავს და ტუჩებს მუწავს. ბოლოსდაბოლოს მეტყვის თუ არა?!
- როგორ ფიქრობ, მსგავსი საქციელი რამეს გარგებს? - მეკითხება. საიდანღაც მთელი აუზი ცივი წყალი თავზე მესხმევა. რეზი დაწვრილებული თვალებით მიყურებს და მელოდება, როდის ვუპასუხებ. ნერწყვს ისე მოუხერხებლად ვყლაპავ, ყელი მტკივდება.
- იცით... ეს გაუაზრებლად მოხდა. ბოდიშით. - ძლივს ვაბამ სათქმელს თავს.
- გაუაზრებლად? ბოდიში? ანა, მე რატომ მიხდი ბოდიშს?
- მე... - პირს ვაღებ. ღმერთო, როგორ გინდა თქვა:“ იმისთვის, რომ კარიდან გიყურებდით.“
- ანა, ამ ამბავს ბოდიში ვერ უშველის. ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს გაუაზრებლად დაგვიანება. თუ პირველივე კვირას ლექციის გაცდენით დაიწყებ, არ მგონია, ქულებზე კარგად აისახოს ეს.
- რაა? - თავს ძლივს ვიკავებ, რომ ყბა არ ჩამომვარდეს. შეფი თურმე დაგვიანებაზე მსაყვედურობს, მე კი... ხარხარი მინდა, მაგრამ ნამდვილად უხერხული იქნება. თუმცა, ოდნავ მაინც მეცინება.
- ჰმმ, ფიქრობ, ეს სასაცილოა?
- უკაცრავად, მეტს აღარ დავიგვიანებ. - ჩანთას ვისწორებ. თავისუფლებაა!
- კარგი. - სახეზე მაინც ცინიკური ღიმილი დასთამაშებს. - ეს თქვენი ჟურნალია და მზიას წაუღე. მისი ლექცია გაქვს.
ჟურნალს ვართმევ და დამშვიდებული მივუყვები გზას მეორე სართულისკენ.


პ.ს. სიურპრიზიი დდ
დღეს მოცალეობის ჟამი მქონდა, ხო-და დავჯექი და გადავიტანე ვორდში ეს თავი.
წინაზე მთხოვეს რეზის და ანას პროტოტიპების სურათები დამედო... კი დავდე ისინი, მაგრამ მინდა გითხრად, რომ მთლად ასეთები არ მყვანან წარმოდგენილნი... ბევრი ვეძებე, მაგრამ 100%იტ ანა და რეზი ვერ ვიპოვე. ნუ დაახლოებით ასეთები არიან.
კიდევ მინდოდა მეთქვა ერთი ფაქტის შესახებ...
სიტუაცია, რომლითაც "ვანილის კოცნა" იწყება, ანუ ბილეთის აღება ავტობუსში, როგორც ჩანს არ გახსოვთ, "პატარა სიკვდილში" შეგხვდათ. მაშინ, როცა ნინე ავტობუსში იჯდა და ლუკასთან მიდიოდა, მანამ, სანამ ავტობუსიდან ცალთვალა ექიმს დაინახავდა. იმედი მაქვს გაგახსენეთ. დდ
რაც შეეხება მომდევნო თავს, აი ის კი ნამდვილად დამაგვიანდება.
კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ჩემებო შეფასებებისთვის... ყველა განურჩევლად ძვირფასები ხართ ჩემთვის.

პ.პ.ს. ლექსის ავტორიც თავად ვარ და ამირანის თქმისა არ იყოს, ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ. დდскачать dle 11.3



№1  offline წევრი marisa

უგემრიელესი იყო "კარამელის კოცნა", კარამელკა. რა გინდა?! რითმაში ჯდება შენი ლექსი. მაგ საკონდიტროში მართლა არის ვინმე დაკუნთული და მაგარ ტანზე? არა, კი მომწონს ეგეთი ტიპები, მაგრამ რეალურად ბევრს ვერ ვხედავ. აქ უფრო მეტია ხოლმე :)) ჰოდა, დღეს მართლა ბევრი გიჩალიჩია და ყოჩაღ.. სულ თუ ასეთ ტემპში განაგრძობ, მთლად უკეთესი..

პ.ს. რეცეპტები დაიწეროს!! ;))

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

არ ვიცი რითი დავიწყო,მაგრამ შესანიშნავად წერ და შესანიშNნავი წერის სტილი გაქვს.საიტზე საუკეთესო ხარ.ამას გეუბნები ამ ისტორიის მხოლოდ სამი თავით.არ ვიცი აქამდე შენი არაფერი რატომ არ წამიკითხავს.
ლექსი მომეწონა.კარგად შეუსაბამე..ეს კიდევ ერთი ნიუანსია,რაც გხდის ორიგინალურს.

პერსონაჟებისადმი ჩემი სიმპათია წინა თავშიც ავღნიშნე.გარეგნულადაც კარგად შეგირჩევია,მაგრამ გასახდელის ინციდენტს რომ ვკითხულობდი,მეგონა ტანზემოთ შიშველ რეზის შემოგვთავაზებდი.მგონი,ტანს-ზემოთ არასწორია,ცუდად მომხვდა.

ყველაფერთან ერთად ძალიან გამართულად და სუფთად წერ,ამიტომ რაღაც პატარ-პატარა შეცდომებს ავღნიშნავ.
თვალწინ ერთად იწერება(ცალ-ცალკე გეწერა).

როცა არის კავშირი მაშინ გამოყენება "ა" სავრცობი,მაგალითად,ვიღაცისგან და რაღაცისგან არაა სწორი ფორმა,სწორია:ვიღაცისა და რაღაცისგან.

და ბოლოს,მგონი,ანა ხასიათებში გგავს.რაღაც დავინახე და არ ვიცი რამდენად სწორად.

არ ველოდიდა რომ დავინახე მაშინვე შემოვედი წასაკითხად.
"მალე დადეს" არ ვწერ.
გელოდები.

და კიდევ,რაღაცაზე დავფიქრდი..ამ ფოტოებს რომ ვდებთ ერთმანეთის გევრდით და ვფიქრობთ მთავარ პერსონაჟებზე,აუცილებლად ერთად უნდა იყვნენო(უმეტესად ასეც ხდება),მაგრამ,როცა ჯერ არაფერია მათ შორის,ამ სურათების დადებით(გინდ პირველზე და გინდ) მერე რაღაც მხრივსპოილერი არ გამოდის.
შეიძლება,მკითხველი ისედაც ხვდება,რომ,მაგალითად,რეზი და ანა ერთად იქნებიან,მაგრამ მაინც ხომ უნდა იფიქროს ცოტა და უფრო ხომ არ უნდა გაუკვალო გზა.არ სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდეს.შენზე არ ვამბობ..ზოგადად ავღნიშნე..ყველას დაუდია ასე ფოტო და ..ახლა რატომღაც დამაფიქრა(ეს ყველაფერი იმიტომ ავღნიშნე აქ,რომ წინა ისტორიაზე მეც გთხოვე ფოტოს დადება).

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

marisa
უგემრიელესი იყო "კარამელის კოცნა", კარამელკა. რა გინდა?! რითმაში ჯდება შენი ლექსი. მაგ საკონდიტროში მართლა არის ვინმე დაკუნთული და მაგარ ტანზე? არა, კი მომწონს ეგეთი ტიპები, მაგრამ რეალურად ბევრს ვერ ვხედავ. აქ უფრო მეტია ხოლმე :)) ჰოდა, დღეს მართლა ბევრი გიჩალიჩია და ყოჩაღ.. სულ თუ ასეთ ტემპში განაგრძობ, მთლად უკეთესი..

პ.ს. რეცეპტები დაიწეროს!! ;))


იშვიათად, მაგრამ მართლა არიან დიახ... wink სულ ასეთ ტემპში ვერა, მაგრამ ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო ხოლმე <3

drunkinlove
არ ვიცი რითი დავიწყო,მაგრამ შესანიშნავად წერ და შესანიშNნავი წერის სტილი გაქვს.საიტზე საუკეთესო ხარ.ამას გეუბნები ამ ისტორიის მხოლოდ სამი თავით.არ ვიცი აქამდე შენი არაფერი რატომ არ წამიკითხავს.
ლექსი მომეწონა.კარგად შეუსაბამე..ეს კიდევ ერთი ნიუანსია,რაც გხდის ორიგინალურს.

პერსონაჟებისადმი ჩემი სიმპათია წინა თავშიც ავღნიშნე.გარეგნულადაც კარგად შეგირჩევია,მაგრამ გასახდელის ინციდენტს რომ ვკითხულობდი,მეგონა ტანზემოთ შიშველ რეზის შემოგვთავაზებდი.მგონი,ტანს-ზემოთ არასწორია,ცუდად მომხვდა.

ყველაფერთან ერთად ძალიან გამართულად და სუფთად წერ,ამიტომ რაღაც პატარ-პატარა შეცდომებს ავღნიშნავ.
თვალწინ ერთად იწერება(ცალ-ცალკე გეწერა).

როცა არის კავშირი მაშინ გამოყენება "ა" სავრცობი,მაგალითად,ვიღაცისგან და რაღაცისგან არაა სწორი ფორმა,სწორია:ვიღაცისა და რაღაცისგან.

და ბოლოს,მგონი,ანა ხასიათებში გგავს.რაღაც დავინახე და არ ვიცი რამდენად სწორად.

არ ველოდიდა რომ დავინახე მაშინვე შემოვედი წასაკითხად.
"მალე დადეს" არ ვწერ.
გელოდები.

და კიდევ,რაღაცაზე დავფიქრდი..ამ ფოტოებს რომ ვდებთ ერთმანეთის გევრდით და ვფიქრობთ მთავარ პერსონაჟებზე,აუცილებლად ერთად უნდა იყვნენო(უმეტესად ასეც ხდება),მაგრამ,როცა ჯერ არაფერია მათ შორის,ამ სურათების დადებით(გინდ პირველზე და გინდ) მერე რაღაც მხრივსპოილერი არ გამოდის.
შეიძლება,მკითხველი ისედაც ხვდება,რომ,მაგალითად,რეზი და ანა ერთად იქნებიან,მაგრამ მაინც ხომ უნდა იფიქროს ცოტა და უფრო ხომ არ უნდა გაუკვალო გზა.არ სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდეს.შენზე არ ვამბობ..ზოგადად ავღნიშნე..ყველას დაუდია ასე ფოტო და ..ახლა რატომღაც დამაფიქრა(ეს ყველაფერი იმიტომ ავღნიშნე აქ,რომ წინა ისტორიაზე მეც გთხოვე ფოტოს დადება).


შენიშვნებს ვიღებ... ვცდილობ ხოლმე რაც შეიძლება გამართულად ვწერო, მაგრამ ყოველსღიურად როგორც ხარ ნაჩვევი, ხანდახან წერაშიც ისევე მოგდის სიტყვების ჩაწერა. გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს შემდეგ თავებში.
ჰოო, შენ იყავი სურათების დადება რომ მთხოვე. სიმართლე გითხრა არც მე მომწონს ხოლმე ასე შეტყუპებულად რომ დებენ ფოტოებს, მაგრამ არ მინდოდა მათი სურათები ცალ-ცალკე დამედო და ასე გადავწყვიტე. შემდეგ თავებში აღარ ვაპირებ ჩამატებას და იმიტომ ))
ანას საერთოდ არ ვგავარ. ეს გოგო ჩემზე გაცილებით თამამია, ეს შემდეგში უფრო გამოჩნდება.
რაც შეეხება შეტყუპებული სურათების იმასთან ასოცირებას, რომ ეს ორი აუცილებლად დაწყვილდება, ვფიქრობ მართლაც შენი აზრია... მე ვერ დაგეთანხმები. აქაც, შესაძლოა იყვნენ ერთად, შესაძლოა არა. არავინ იცის ეს winked
უღრმესი მადლობა ასეთი შექებისთვის... არც კი ვიცი ვიმსახურებ თუ არა... ძალიან ძალიან მახარებ და უღრმესი მადლობა შენ <3

 


№4  offline ადმინი თუკა

ჩემი , ჩემი ტკბილი ვანილის გოგო.. როგორ გამახარე მარო.. რა ხარ ეს. საოცრება, ვგიჟდები მე შენი წერის მანერაზე და სტილზე, რაღაცნაირია საოცარი, უცხო და შენებული....

არ მაქვს შენიშვნები რა გითხრა გარდა იმისა რომ გადასარევია...
--------------------
4love.ge

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

თუკა
ჩემი , ჩემი ტკბილი ვანილის გოგო.. როგორ გამახარე მარო.. რა ხარ ეს. საოცრება, ვგიჟდები მე შენი წერის მანერაზე და სტილზე, რაღაცნაირია საოცარი, უცხო და შენებული....

არ მაქვს შენიშვნები რა გითხრა გარდა იმისა რომ გადასარევია...


როცა შენ ჩემ ისტორიას კითხულობდი, მე შენსას ჩავყურებდი :-D
მადლობა მადლობა მადლობა ჩემო თბილოოო <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგი იყო , კარგად წერ ყველაფერი თავის ადგილ ზეა როგორც იტყვიან.ცოტა შეცდომები არის მაგრამ შენ უკვე ჩამოყალიბებილი მწერალი ხარ წარმატებები.

 


№7  offline წევრი Mariami_MariamOo

Mec ar gavifiqre es biletis ageba sagacidan mecnobatqoo.:D magram saidan mecnoboda vergavixsene :D
Magaria dzalian <3 gamixarda es tavi rodamxvda

 


№8  offline წევრი Ugly

mecnoboda avtobusiis situaciia magraam ver gavixsene saidan :-D dzaan magariii xar da moutmenlad gelodebi ♡ aii es istoriia shenii sxva istoriebidan radikalurad gansxvavebulia da dzaliian magrad gamogdiis yvelaanairii istoriis weraa. :-* aii ar gicnoob magraam uzomood shemayvare tavi shenii istoriebiit, simartle gitxra ,, patara sikvdili"t shemiyvardi, ho da kideev ,,13 paraskevi" aii ragac dzaliian sayvarlobaa iyoo raa :-* warmatebebii da winsvlaa sheen <3

 


№9 სტუმარი სოფიო

ყოველ მხრივ კარგია, მაგრამ ანას და რეზის პორტრეტები არ მომეწონა, რადგან სულიად სხვანაირები წარმომედგინა მეე.

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

უკარგესი ხარ!

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვიცი, მარიამ გინდა ერთად დაგიდია ეს ფოტოები და გინდა ცალკე, შენგან მე პირადად ცუდ დასასრულს არ ველი და დარწმუნებული ვარ, არც მკითხველი. და მე თუ მკითხავთ, პერსონაჟების პროტოტიპის მიხედვით თუ არ დადებთ ამ ფოტოებს და რაღაც სხვას დადებთ უფრო უკეთესი, რადგან რასაც მე ისტორიებს ვკითხულობ ვერც ერთი შეედრება ჩემს წარმოსხვას. ამიტომ, შუ, ეკლერი და მისთანები დადე wink . ისტორიას სანამ გავხსნი, უკვე ვხალისდები. მართლა რაღაცნაირი ისტორიაა, რა კარგად გაქვს გათვლილი ყველა ემოცია.

 


№12 სტუმარი skubidu

Ise gvian deb istoriebs ro sul maviwydeba winebi :D es dz monwons ecade male dado vgizdebi sshen istoriebze

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

გოგოებო, ძალიან ძალიან მაბედნიერებთ თქვენი სიტყვებით. ძალიან მიხარია ასე რომ ერთვებით ისტორიაში და პერსონაჟების მოქმედებებით ინტერესდებით. მიხარია, რომ მათ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრობთ. ვნახოთ, რამდენად გამართლდება თქვენი ვარიანტები.

სოფიო და გრაფო, მეც ცოტა სხვანაირად მყვანან წარმოდგენილები, უბრალოდ ესენი მიახლოებული ვარიანტები არიან. ზოგს ურჩევნია ავტორმა შესთავაზოს პროტოტიპები და ეს სურათებიც მატთვისაა. მე ისიც მიხარია, რომ სურათების დადებას მთხოვენ და ისიც, რომ თქვენ საკუთარი წარმოსახვითი პერსონაჟები გყავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გაინტერესებთ ისინი...

გრაფო, მეც ვფიქრობდი სიტუაციების მიხედვით სურათების ჩამატებაზე და ვნახოთ აბა... თუ მოვნახე მსგავსი ფოტოები ნო პრობლემ...

ძალიან ძალიან მახარებთ ყველა!!!

ჩემო ფორთოხალო და კაკაო, ჩემო უკარგესო და უნიჭიერესო <3

 


№14  offline წევრი Tini Gadrani

Saswaulad momwons

 


№15 სტუმარი nini

რა ძაან ძაან მაგარია!

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაუ... ძალიან კარგია და მომწონს.. თავისებურია მართლა. და რა მაინტერესებს ამ მოთხრობის კითხვისას, სულ მიჩნდება კითხვა... ასე კარგად იცი მზარეულობა? :D იმიტომ რომ აქ ისე დეტალურად აღწერ, მგონი მე, უნიჭოსაც, კი მასწავლი როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი :დდ
ლექსიც გადასარევი იყო. რა რითმა, როგორი წყობა. იფ, ბევრს რომ შეშურდება ისეთი.
მოკლედ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვკითხულობ ამ ისტორიას.
ჰოდა ჰოოპლაც...
წავედი შემდეგი თავი წავიკითხო.
მომწონს
მომწონს
მომწონს გეჟო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

მომწონს.....
მომწონს....
მომწონს....
საოცრად მომწონს...
მაგიჟებს და მრევს, ემოციებს მაცლის და მავსებს...

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

რომ დაგინახე გამეღიმა, მე მგონი შემრცხვა,
შორიდან ვჭვრეტდი მაგ თვალების ნუშისებრ ჭრილებს,
ვერ გაგიბედე, ვერ მოვედი მე მაშინ შენთან,
მას შემდეგ დავსდევ შენს ზურგს უკან გაჩენილს ჩრდილებს.

ოდესმე ალბათ გაგაჩერებ მიმავალს მე და
ნაცვლად ფურცლისა, შენ გაგანდობ დაგროვილ რითმებს,
თუ გამიღიმებ დაგიკოცნი მაგ ღაწვებს მე და
თვალებს მივანდომ ტუჩებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent