შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (28)


14-09-2015, 20:52
ავტორი Keke27
ნანახია 13 711

28
_რას აკეთებ? - წამოიძახა გვანცამ, თან ავალიანის მოძრაობებს აყოლებდა თვალს.
კაცმა არ უპასუხა, იმ ღვედის შეხსნა დააპირა, რომელიც შენგელიას ჰქონდა გადაკრული.
ღვედი გაიხსნა. გოგონამ უცაბედად კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.
_სად გამექცევი, ერთი მაგასაც ვნახავ, - გამოსცრა კბილებში თორნიკემ და ისიც გადავიდა მანქანიდან. იმდენად სწრაფად მოუარა მანქანას და აღმოჩნდა შენგელიასთან, გვანცამ ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო. მანქანას ორივე ხელებით მიეყრდნო, მკლავებს შორის კი გოგონა მოიქცია.
პირისპირ იდგნენ.
ავალიანს გამძვინვარებული ხარის სახე ჰქონდა იმ წამს, რომელიც, ეს ესაა, არენაზე გამოვარდა და მატადორის მიერ აფრიალებული ნაჭრისკენ უნდა გაქანდეს. წარბებს ქვემოდან ჩაწითლებულმა და მრისხანება ჩამდგარმა თვალებმა შეხედეს შენგელიას.
„ეს მომკლავს, უეჭველი“ , გაიფიქრა გვანცამ და თვალები დახუჭა, რომ არ დაენახა თორნიკეს სახე.
_კარგი ხო, გავიგე, რომ გაბრაზდი... - წამოიძახა მერე ხმამაღლა თვალებდახუჭულმა.
_მერე? - იქუხა კაცმა.
_მერე? რა მერე? - შეუბრუნა კითხვა გვანცამ, თან თავი გვერდზე მიაბრუნა.
_თვალები გაახილე და მე მიყურე, - ნიკაპზე წაავლო ხელი ავალიანმა და სახე მოაბრუნებინა, შენგელიამ ცალი თვალით გამოიჭყიტა, - რამდენჯერ გითხარი, მე შენ, იმ ღამით არაფერი მომხდარა-თქო. გეკითხები!.. ხომ აგიხსენი უამრავჯერ რაც იყო და როგორაც იყო... ხომ აგიხსენი! - ხმას ვერ აკონტროლებდა.
_ხელი გამიშვი და ნუ მიყვირი,
_ნუ გიყვირი? კაცი გადამიყვანე ჭკუიდან და მეუბნები ნუ მიყვირიო? ჩაჯექი ახლავე მანქანაში! - უბრძანა მერე და მანქანის კარი გაუღო. გვანცა ჩაჯდა.
_შენ ხომ მითხარი, აწი არასდრო გნახავ და არ შეგაწუხებო? - მიახალა მაშინვე, როგორც კი ავალიანი საჭეს მიუჯდა. - რატო არ შეასრულე ნათქვამი?
თორნიკემ პასუხი არ გასცა, მხოლოდ თვალებში მისჩერებოდა და ჩქარა სუნთქავდა.
_მიპასუხე, რატომ არ მანებებ თავს, რატომ არ მეშვები. - გვანცამ იფიქრა, რომ ავალიანს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და კიდევ უფრო აუმაღლა ხმას, თან ბოლო სიტყვები დამარცვლა და ისე წარმოსთქვა.
_რატომ არ განებებ თავს, არა? - მშვიდად და ოდნავ დაცინვის ტონით ჰკითხა მამაკაცმა. თან შენგელიას სახე ხელებში მოიქცია უცაბედად და ტუჩებზე დააცხრა. გოგონამ გაიბრძოლა, მაგრამ კაცი არ უშვებდა ხელს და მონატრებულ ბაგეს გაშმაგებით უკოცნიდა.
შენგელიას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უდაბნოში, გავარვარებულ ქვიშაზე მდგარიყო. მწველმა სიმხურვალემ ტერფებიდან მუხლებში გადაინაცვლა, მერე მუცელში, იქედან გულში და ბოლოს სახეზე გაჩერდა. ალ-მური მოსდებოდა მის სახეს. უდაბნოს სიმხურვალე წვავდა.
სწყუროდა.
შიოდა.
წასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მიდიოდა. ძალა ეცლებოდა. მუხლებით დაეშვა ოქროსფერ ქვიშაზე... საცაა გონებას დაკარგავს მშიერ-მწყურვალი... მაგრამ, მოიცა ეს რა არის? ოაზისი გადაიშალა თვალწინ, აი ნაკადულიც მორაკრაკებს...
შენგელია ფორთხვით მიუახლოვდა ნაკადულს, რის ვაი-ვაგლახით ტუჩი შეახო ცივ, ანკარა წყალს და ხარბად დაეწაფა...

გვანცამ ხელები შემოხვია მამაკაცს კისერზე, მერე თმაში შეუცურა და მისი ტუჩების მოძრაობას ააყოლა ბაგე.
ავალინი უცებ მოსწყდა გოგონას ტუჩებს, მისი სახე ხელებში ჰქონდა ისევ მოქცეული.
_ხედავ? აი ამიტომ არ განებებ თავს, - უთხრა მერე, თან აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. - შენ თვითონ არ მანებეს თავს, - დაამატა გამარჯვებულის ხმით.
გოგონა გაშრა. აშლილი ვნება და აფორიაქებული სუნთქვა უცებ მიავიწყდა.
_რა თქვი? - ჰკითხა გაპარული ხმით. თან და თან, სიბრაზე ეპარებოდა მის თვალებს და გამოხედვას.
_რაც გაიგონე, - გასცა მშვიდად პასუხი თორნიკემ, - შენგან არადროს მიგვრძვია, რომ გამიშვი. უფრო მეტიც, ახლაც, რომ დავბრუნდი, რამოდენიმე თვის შემდეგ, შენს თვალებში ჩამქრალი გრძნობა, კი არა, უფრო გაღვივებულიყო ეს გრძნობა. და როგორ ფიქრობ შენ, ახლა, მე თავი უნდა დაგანებო?
„ღმერთო, არ შეგიძლია, ახლავე რომ გამაქრო აქედან?“ გაიფიქრა გვანცამ იმ წამს და ცრემლით სავსე თვალებით, საქარე მინიდან სივრცეს გახედა.
ავალიანს კმაყოფილს ჩაეცინა და ძრავა ჩართო.
„შენგელიას ასულო“... ჩაილაპარაკა თავისთვის მერე და საჭე სახლის მიმართულებით მოაბრუნა.

სახლში მისულებს შეშინებული სახეებით შეეგებნენ. ყველა დამშვიდდა, როდესაც გვანცამ სთქვა, მეტად აღარ სტკიოდა თავი და უკეთ იყო.
ისაუზმეს და გადაწყვიტეს, ისტორიული ადგილები მოენახულებინათ. შენგელია თორნიკეს სიახლოვეს გაურბოდა. ცდილობდა მის გვერდით არ დამდგარიყო. მისკენ არც იხედებოდა. ნუცას და ნენეს შორის ჩამდგარიყო და ისე დადიოდა. ისტორიეული ადგილების ნახვით მეტად მოიხიბლა. აღფრთოვანდა კიდეც.
სახლში რომ დაბრუნდნენ ბინდდებოდა.
მეორე დღეს, დილით ადრე უნდა გასულიყვნენ. თორნიკე თბილისში მიდიოდა, დანარჩენები კი სამეგრელოში უნდა დაეტოვებინა.
ვახშმისთვის სუფრა გაშალეს.
ყველა შემოუსხდა მაგიდას. ახლაც არიდებდა შენგელია სვანს თვალს. მამაკაცს ნორმალურ რეაქციად მიაჩნდა გოგონას ეს საქციელი და ამიტომ, მშვიდად იყო. დრო და დრო, თუ ჩაიცინებდა ხოლმე.
_გამახსენდა! - წამოიძახა უცებ ალბეგმა. ყველას მზერა მოხუცისკენ იქნა მიმართული. მოხუცი კი, მხოლოდ გვანცას უყურებდა. - ხომ გითხარი, მეცნობი-თქო, და ახლა გამახსენდა, საიდანაც მახსოვდი. - უთხრა გახარებულმა.
შენგელია დაიბნა და უხერხულად გაიღიმა.
_შენ მე სიზმარში გნახე, შენი სახით მეზირი ვიხილე. - მერე თორნიკეს მიუბრუნდა, - ხომ გახსოვს, ერთხელ დაგირეკე და გითხარი კიდეც, ფუძის ანგელოზი ვნახე სიზმარში-თქო.
ავალიანმა გონება დაძაბა, მერე თითქოს გაახსენდა და ოდნავ შესამჩნევდა დაუკმა მამას თავი, დასტურის ნიშნად. წამიტ სიჩუმე ჩამოწვა. ალბეგიდან მზერა შენგელიაზე გადაიტანეს.
_მე? - კიდევ უფრო დაიბნა გვანცა და სახეზე წამოწითლდა.
_კი,კი, ნამდვილად შენი სახე იყო ის. თეთრებში შემოსილიყო და თითქოს რარაცას მანიშნებდა, - ალბეგმა თვალები მოჭუდა, ცდილობდა ყოველი წვრილმანი აღედგინა ნანახი სიზმრისგან.
თორნიკემ წყლის ჭიქას წაატანა ხელი და წყალი მოსვა. არანაკლებ დაბნეულიყო თვითონაც. წყალს გამშრალ ყელში გადასვლა გაუჭირდა და კაცს ხველება აუვარდა.
_არაუშავს, ბუნებრივი რეაქციაა... - ბესომ ზურგზე ხელი დაარტყა მსუბუქად ცოლის ძმას და გაიცინა.
პაატა განაგონით მეტად აღფრთოვანდა.
_არა, გვანცა რომ ანგელოზია ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ თუ ფუძეებს იცავდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. - თქვა და თან ქვედა ტუჩი ამოაბრუნა. შენგელიამ ჩუმად გააპარა ხელი, მაგიდის ქვემოთ, მეგობრისკენ და მთელი ძალიან უჩქმიტა ფეხზე. ბიჭმა ერთი ამოიგმინა და აწყლიანებული თვალები მაგრად დახუჩა, მოთმინება გამოლეულმა.
_შენ იცი, რას ნიშნავს ფუძის ანგელოზი? - ჰკითხა მოხუცმა ბიჭს.
_მცველია სახლის არა?- უპასუხა და გვანცას წაავლო მაჯაში ხელი, რომ მეორედ არ ეჩქმიტა.
_უხეშად ლაპარაკობ, ყმაწვილო.- შენიშვნა მიიღო ახალაძემ ავალიანის მამისგან.
_მამა, კარგი... გავაგრძელოთ ჭამა, თორემ გაცივდა საჭმელი. - ნენემ სცადა სიტუაციის განმუხტვა.
_როგორ გამახარე. - უთხრა მოხუცმა სიყვარულით სავსე ხმით შენგელიას. ნენეს ნათქვამი თითქოს არც გაუგია. - დაილოცოს შენი განგება. - მერე ცისკენ აღაპყრო ხელები.
გვანცას ჭამის სურვილი აღარ ჰქონდა მეტად. არც თორნიკეს. ჩუმად აპარებდა გოგონასკენ მზერას.“ჰმ! ფუძის ანგელოზი, შენგელიას ასული რომ არის, ის არ იყო, თითქოს საკმარისი“ ფიქრობდა კაცი და გუნებაში ეცინებოდა.
ივახშმეს. ნენეს მადლობა გადაუხადეს და დასაძინებლად წავიდნენ.


_არაფერი თქვა! - ხელის აწევით უთხრა შენგელიამ ნუცას, როდესაც ოთახში შევიდნენ.
ნუცამ ორივე ხელი ასწია ზემოთ. ქვედა ტუჩი ამოაბრუნა და მეგობარს თვალებით უთხრა; „ხმის ამომღები არ ვარ“ -ო.

მთელი ღამე ვერ მოისვენა გვანცამ. წრიალებდა. მოსვენება დაჰკარგვოდა. როგორც კი ინათა მაშინვე ადგა და ჩაიცვა. ნუცაც გააღვიძა. ჩანთა გამოამზადეს და პაატას დაუკაკუნეს.
_რა ხდება, სახლიდან გვყრიან? ამ დილა-უთენია რომ გამზადებულხართ. - ჰკითხა გოგონებს ნამძინარები ხმით ბიჭმა და საბანმოხვეული საწოლზე ჩამოჯდა.
_არა, მაგრამ, შენ ხომ არ უნდა გელოდოთ, როდის გამოიძინებ? - გაკაპასდა ნუცა.
_აუ, ტო, ეს ვის გადავეკიდე, - თქვა ახალაძემ წუწუნით და საწოლზე წამოწვა.
გვანცას გაეცინა.
_ეს ნახე ერთი, ადექი ახლავე ზეზე. - კიდევ უფრო გაცხარდა ნუცა, ოღონდ მოჩვენებით, არა და, გულიანად გაცინება ყველაფერს ერჩივნა იმ წამს.
_ჰა, ავდექი, მერე? - წამოხტა უცებ საწოლიდან ახალაძე, საბანი შემოიცილა და საცვლის ამარა დარჩა. შენგელიამ პირზე მიიჭირა ხელი, რომ ხარხარი არ აეტეხა, ნუცა კი გაშეშებული მისჩერებოდა ბიჭს. ერთი აათვალიერ-ჩაათვალიერა მერე გულ-მკერდზე ამოსულ თმაზე შეაჩერა მზერა. უცებ წაავლო ამ თმას ხელი და მთელი ძალით მოპუტა. ბიჭს გმინვა აღმოხდა. გვანცა ლამის ჩაბჟირდა ისე იცინოდა.
_აი მერე. - უთხრა და ხელში თმები ჩაუბღუჯა.
_შენ დაიცა რა გიქნა, - დაემუქრა ბიჭი და გოგონას წელზე მოხვია ხელები, წამოწია და საწოლზე დააწვინა, თვითონ კი გვერდით მიუწვა. თან ხელებს უკავებდა.
_გაეთრიე, რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდი? - შიში ჩასდგომოდა ნუცას.
_პაატა, გეყოს, გაუშვი. - საწოლთან გვანცა მივიდა.
_შენ გარეთ გადი. - უთხრა მთელი სერიოზულობით მეგობარს ბიჭმა.
_გვანცა არ გახვიდე, უთხარი გამიშვას, თორემ ვერ გადამირჩება ეს, - დიდი გული მიეცა ნუცას. ახალაზე უცებ წამოხტა, შენგელია ხელის კვრით გაიყვანა ოთახიდან და კარი შიგნიდან ჩაკეტა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი გვანცამ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო. რომ მობრუნდა კარი დაკეტილი იყო უკვე. ფრთხილად დააკაკუნა, არ უნდოდა ხმაური გამოეწვია და მასპინძლებს გაეგოთ რამე.
_ახლავე კარი გააღე! - უბრძანა ნუცამ ბიჭს.
_შენ ვინ გითხრა ადექიო? - უთხრა და ხელის კვრით ისევ საწოლზე აღმოჩნდა გოგონა.
_ხომ არ გაგიჟდი?
_გავგიჟდი და გავმწარდი კიდე.
_არ მომეკარო.
_ეგ ადრე გეფიქრა.
_გეყოს, ნუ ბავშვობ.
_სულ როგორ უნდა მაწამებდე ტო?
_ღირსი ხარ და მიტომ.
_რატო, რა დაგიშავე? - ჰკითხა და თან გვერდით მიუწვა. ნუცამ კედლისკენ გაჩოჩდა.
_ადექი ჩაიცვი და გამიშვი.
_არ გაგიშვებ, სანამ ამ მტკივნეულ ადგილზე არ მომეფერები, - უთხრა და გაწითლებულ გულ-მკერდს დახედა.
_არც იოცნებო.
_არ ვოცნებობ, გეუბნები. დროზე, გელოდები. - ახალაძე გულაღმა დაწვა.
კარზე ისევ ისმოდა ფრთხილი კაკუნის ხმა.
_ნუცა გელოდები-თქო, თორემ გვანცა, კი არ, გაჩერდება, თან გაიღვიძებს უკვე ხალხი.
_რა, საზიზღარი ხარ პაატა.
_შენ მაქციე ასეთად, ჩემო გოგო. - ცინიზმი გაურია ხმაში ბიჭმა.
_ეთინა სკან ძღაბ იიი შურს გეკოინწკუმონტუნსი ! – (ეს, შენი გოგო იქნება სულს რომ ამოგხდის) ჩაილაპაარაკა ნუცამ მეგრულად.
_რაიო, რაიო? - პაატა სწოლიდან წამოხტა. - დამწყევლე ხო?
_გამიშვი, თორემ უარესს ვიტყვი კიდე. - დაემუქრა გოგო. თან საწოლზე წამოჯდა.
_ვერ იტყვი!
_ვიტყვი!
_ვერა-თქო! -ჯიბრში ჩაუდგა ახალაძე.
_აბა, კარგად მისმინე, - უთხრა ნუცამ და სათქმელად მოემზადა. პაატა უცებ მისკენ გაიწია და ტუჩებში აკოცა.
_ახლა ვერ იტყვი, - თქვა გამარჯვებულის ხმით, თან თვალს არ აცილებდა გოგონას სისხლისფერ სავსე ტუჩებს, - თუ თქმას დააპირებ, ასე გაგაჩუმებ სულ. - უთხრა და ისევ დაეწაფა ნუცას ბაგეს.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი იყოოოოო... თუ არ მოვკვდებოდი სიცილით არ მეგონა... უფრო დიდ თავებს თუ დადებ უფრო მაგარი იქნები და გამიხარდა რომ ვნახე ეს ისტორია დადებული...

 


№2  offline წევრი tveni

აუ სულის ამოხდის მეგრულ ვარიანტზე ძალიან ბევრი ვიცინე :-D :-D :-D :-D

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი იყოოოოო... თუ არ მოვკვდებოდი სიცილით არ მეგონა... უფრო დიდ თავებს თუ დადებ უფრო მაგარი იქნები და გამიხარდა რომ ვნახე ეს ისტორია დადებული...


მიხარია ხოლმე, როდესაც ჩემს ნაწერებში იუმორს "იჭერენ", მაშინ ვთვლი, რომ ნიჭი მართლა მაქვს წერის. :დდდდ <3
მადლობა.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე რაკარგიააა <3 მალეე დადეე რააა ვგიჯდე ისე მაინტერებსებს გვანცას და თორნიკეს ურთიერთობა როგორ გაგრძელდებაა <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე რამდენი ვიცინე პაატაზე მაგარი ხარ ძალიან მალე დადე რა რატომ გიყვარს ჩვენი წვალება.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

ნუცას რექციაზე ვიცინე ველოდი რომ გარეგნობა მოხიბლავდა დამუნჯდრბოდს ის კი ეტსკა და თმა გამობდღვნა ჰაჰაჰაჰაჰზჰა მართლა მეგრელი ეგა,მაკვარანცხი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

Keke27
უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი იყოოოოო... თუ არ მოვკვდებოდი სიცილით არ მეგონა... უფრო დიდ თავებს თუ დადებ უფრო მაგარი იქნები და გამიხარდა რომ ვნახე ეს ისტორია დადებული...


მიხარია ხოლმე, როდესაც ჩემს ნაწერებში იუმორს "იჭერენ", მაშინ ვთვლი, რომ ნიჭი მართლა მაქვს წერის. :დდდდ <3
მადლობა.

მართლა ძალიან მაგარი თავი იყო... ჯერ არ დაამთავრო რა და დიდი თავები დადე და მალ-მალე... ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი ხარ...

 


№8  offline წევრი p♥♥h ^^

Ici rogor unda daichiro shenk mkitxveli. Rac ar unda agviano da erti abzaci dado( razec sull sulll vwuwuneb), manc msiamovneb :*
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№9  offline წევრი mani156

აუუურამაგარიი თავვიიიი იყოო lol

 


№10 სტუმარი mariami

ბოლოო შოკი იყოოო :დდ <33333333333

 


№11 სტუმარი ნონ

კარგი თავი იყო ნამდვილად. პააყაზე ხო ვგიჟდები. წარმოვიდგინე რა სახე ექნებოდა გულზე რო დაეძგერებოდა. ბუჰაჰაჰა. კარგი ხარ .

 


№12  offline წევრი iro

(
28) გამეხარდა.

 


№13 სტუმარი tata

კომენტარიdzlian kargi iqneba tu tavebs gazrdi.

 


№14 სტუმარი ბეგიაშვილი

ახალი თავი როდის დაიდებააა

 


№15 სტუმარი marike

დადე რააა ახალი თავები მალევე

 


№16  offline წევრი gvanca jejelava

4 დღეააა უკვეეეე გეელოდეებიიიი angry angry angry დადეეე რაააა შეე ქალოოოო ახალიიი თავიიიი!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent