შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 4 თავი


16-09-2015, 14:01
ავტორი lullaby
ნანახია 8 601

***
კინოთეატრში „მომავლის სამყაროს“ ვუყურებთ. „სასტავის“ გემოვნება ემთხვევა და კინოთეატრიდან გამოსულები „ვენდისში“ მივდივართ. სახლში კი ცოტა გვიან, სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები.
ძილის წინ ფეისბუქს ვამოწმებ. ორი მეგობრობის მოთხოვნა მხვდება. ერთი ლიზია, მეორე ნათკა. ორივეს ვიმატებ და ჩემს გვერდზე ნათიას მიერ მოწონებულ სურათებს მიჩვენებს. ყველა მათგანი რეზისია. ღმერთო, ამან უკვე მოასწრო.
კბილებს ვიხეხავ და ვწვები.
როგორც ჩანს, ბატონ რევაზს არ უნახავს ჩემი გაშტერებული სახე გასახდელთან, ასე, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს. ტკბილ ძილს გისურვებ ანა.

***
გასახდელში ბლომად გოგოები არიან და ცოტა სივიწროვეა. ლანას მკერდის ქვემოთ ტატუ გაუკეთებია და კმაყოფილი ტრიალებს. გოგოებიც შურით სავსე სახეებით შესცქერიან, თითქოს მათ არ შეუძლიათ იგივეს გაკეთება. მის საქციელზე მეცინება და ტატუს ვათვალიერებ. უსასრულობის ნიშანია და გვერდით ლამაზი ასოებით აწერია „crazy“, ანუ „სამუდამოდ გიჟი“. მომწონს.
ფორმებს ვიცვამთ და საკონდიტროში შევდივართ. მაკო და ლანა მოულოდნელად დოინჯშემოყრილები მაშტერდებიან.
- რა გჭირთ? - ვეკითხები.
- ტატუ უნდა გაიკეთო. - მეუბნება მაკო.
- რაა? - წარბები შუბლზე ამდის.
- დიახ, ეს საშვია იმისთვის, რომ ჩვენთან იმეგობრო. - მაკო მსახიობურად ათამაშებს წარბებს. მეცინება.
- საიდან მოიტანეთ, რომ ტატუს გაკეთება მინდა?
- გინდა, აბა კარგად დაფიქრდი. - თავს იქნევს ლანა. - შაბათს მივდივართ მე და მაკო სალონში.
- კიდევ უნდა გაიკეთო?
- დიახ, არა ერთხელ.
- არ ვიცი, ვნახოთ. ამაზე არასდროს მიფიქრია.
- შენები ხომ არ დაგიშლიან?
- აჰ, არაა.
- ხო-და იფიქრე. - მაცდურად მიღიმის მაკო და თავის წიგნაკში იხედება.
- მოფრინდა ანგელოზი. - ჩურჩულებს ლანა და კარისკენ იყურება.
საკონდიტროში რეზი შემოდის, გვესალმება და თავის მაგიდასთან ჯდება. ლექციის დაწყებამდე ჯერ კიდევ ხუთი წუთია.
- სულ თქვენ ხართ? - გვეკითხება უკმაყოფილოდ.
- გოგოები გასახდელში არიან. - პასუხობს მაკო.
- კარგი, დაველოდოთ.
იმ წუთას ამირანი და კიდევ ორი ჩვენი ჯგუფელი ბიჭი შემოდის. ამო გვიახლოვდება და ლოყაზე კოცნით გვესალმება. მოგვიანებით დანარჩენებიც გვიერთდებიან და ზარიც ირეკება. რეზი ერთი ხელით ჟურნალს იღებს, მეორეთი სკამს საკონდიტრო მაგიდასთან დგამს და ჯდება. სანამ ის სიას კითხულობს, მე ბლოკნოტში ჩამძვრალი ჩასაწერად ვემზადები.
- კარგი. დღეს ოთხი ბავშვი გაკლიათ. თქვენი დასწრებით კმაყოფილი არ ვარ. ეს სხვებს გადაეცით. ალბათ მომიწევს თითოეულ თქვენგანს დაველაპარაკო და გავარკვიო, ვის რა დონის კონდიტერობა გსურთ., თორემ არ მნიდა, ყველა ერთ ქვაბში მოგხარშოთ. - ოხრავს. - ამაზე მოვრჩი. ვნახოთ, დღეს რის მომზადება გვიწევს. - რეზი სკამს თავისუფლად ეყრდნობა და სილაბუსს ჩაჰყურებს.
- ეს ბიჭი ბოროტი ვამპირია. - ყურში მიჩურჩულებს მაკო.
- ეშვების გარეშე. - ვპასუხობ ჩურჩულითვე.
- მაგასაც მალე გამოაჩენს.
ჩუმად მეცინება და მზერა ისევ შეფზე გადამაქვს, რომ სიცილი სახეზე მეყინება. რეზის კბილებს შორის ვერტიკალურად კალამი მოუქცევია და სილაბუსის თვალიერებასთან ერთად მას ათამაშებს. მაგრამ ეს... ეს არაა ჩვეულებრივი კალამი. ეს ჩემი კალამია, ის, რომელიც გასახდელთან დამივარდა იმ ბედკრულ დღეს. იმისი შანსიც არ მაქვს ვიფიქრო, რომ მსგავსი კალამი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემია. მე მოვარგე ყვითელ მილს სხვა კამლის წითელი თავსახური.
სუნთქვა მეკვრება და წიგნაკის კიდეს ვეჭიდები. ჯანდაბა! მან რაა, დამინახა? და ხუთშაბათს ის საუბარი? ღმერთო, ნუთუ მაშინ თავი გავყიდე? პირი მიშრება. არა, არა, იქნებ ვერ დაინახა მაშინ იქ ვინ იყო და ახლა ამ კალმით ცდილობს ჩვენი რეაქციებიდან გამომდინარე კვალზე გასვლას? ანა, თავი აკონტროლე, ეს ხაფანგია. რაა, გინდა, რომ თაგვივით გაება? ტუჩებს ვილოკავ და წიგნაკს ვაცქერდები. გაუაზრებლად ფურცლები დამიკუჭავს და ვასწორებ.
ღმერთო, რა გაიძვერაა. როგორ არაფერს იმჩნევს?! ყოჩაღ რეზი გაბუნია და თქვენ ოსკარი გადმოგეცემათ ნომინაციისთვის „ ცინიკოსი გამომძიებელი.“
ისე, რომ ხელს არ ახლებს, კალამი ტუჩების მოძრაობით პირის კუთხეში გადააქვს და თავსახურით იჭერს.
- ჩაწერისთვის მოემზადეთ. - თავს სწევს და თვალს გვავლებს. ცდილობს, შეუმჩნევლად დატოვოს, მაგრამ მე მაინც ვიჭერ მის მზერას, რომელიც შედარებით მეტ ხანს ჩერდება ჩემზე. არ ვიცი, რატომ, ალბათ ნერვიულობიც ფონზე, მეცინება. რომ არ გამეცინოს, ტუჩებს ერთმანეთს ვაწებებ, თუმცა მიმიკები მყიდის. - ანა, იქნებ ჩვენც გაგვაცინო? - მეკითხება სერიოზული გამომეტყველებით. კალამს ისევ ათამაშებს. მე უფრო მეტად მინდება სიცილი. რა მჭირს კი, მაგრამ?
- ბოდიშით, უბრალოდ... - ვჩუმდები, არც კი ვიცი, რა ვთქვა.
- ბოდიშებს ყოველთვის ასე ხშირად იხდი?
რაა? რეზი, არ გინდა მოკეტო? რა საჭიროა ყველას გააგებინო, რომ ეს ერთხელ უკვე გავაკეთე? გული მიჩქარდება, ხელი თავისით გარბის ყურისკენ და პატარა ფრჩხილებით კანს ეხება. რეზი კალამს პირიდან იღებს და სკამიდან დგება. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რაღაცამ წყობიდან გამოიყვანა.
- ლიმონის ბისკვიტის რეცეპტს ვიწერთ. - თითქმის ყვირის ის და მეც დაფეთებული ვიმარჯვებ კალამს. რა სჭირს ამ ადამიანს?

***
შესვენებაზე კაფეტერიაში ვნაყრდებით და მოგვიანებით უკანა ეზოში ნიკოტინისთვის გავდივართ. მაკო სიგარეტის ღერს თითქმის პირში მჩრის და მეხვეწება, რომ უბრალოდ გავსინჯო. არ ვიცი, რატომ მაგრამ რა უნდა მოხდეს, რომ ეს გავაკეთო. ტყუპები ამის გამო დამცინიან, მე კი ყურადღებას არ ვაქცევ. რა თქმა უნდა, თეთრს და შავს რეზის გადაკრული სიტყვები არ გამორჩენიათ და ახლა ჩემ გარშემო კითხვების კორიანტელი დგას. ვცდილობ თავიდან ავიცილო, რადგან ნამდვილად არ მინდა მათთან ჩემი იდიოტური საქციელის აღიარება, მით უმეტეს ამირანთან. ამიტომ ბიჭს ვთხოვ ლექსი წაგვიკითხოს. ისიც სიამოვნებით გვთანხმდება და კიდევ ერთ საოცარ ლექსს ვისმენთ. ამ ბიჭს უდავოდ დიდი მომავალი აქვს.
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი შანსი ვის აქვს პარზში წასვლის? - გვეკითხება ლიზი.
- შენ! - ამბობს ლანა. თანხმობის ნიშნად ყველა თავს ვუქნევთ.
- რაა? მადლობა, მაგრამ ასე ერთხმად მე რატომ?
- ვაა, გვკითხე და გიპასუხეთ. - მხრებს იჩეჩავს მაკო. - ისე „ფახუნასაც“ დიდი შანსები აქვს. - ეკას გულისხმობს ის. - და არაა გამორიცხული შენთან ერთად წაცუნცულდეს პარიზში. გააჩნია, რეზი რამდენად სუსტია.
- რაა? - ვეკითხები მე.
- ანუ ჩვენი შეფი ეკუნას თვალების ციმციმით და არა მარტო მაგით, თუ „დაიკერა“ მეთქი.
- არ ჩანს რეზი ეგეთი ტიპი. - ამბობს ამირანი და სიგარეტის მეორე ღერს უკიდებს. - საქმე პარიზში წაყვანას ეხება, აქვე სადმე რესტორანში კი არა.
- ჰო, რავი, - თავს იქექავს ლანა. - ეს ჩვენი დამა კი ძალიანაა მონდომებული და. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ დებო და ძმებო, კი არადა - ძმაო. აუუ, გეფიცებით, ამ ქუდს ერთხელაც იქნება და ბიჭოლას კოლექციის ნაწილად ვაქცევ. - თავიდან იძრობს ლანა საკონდიტროს ქუდს და ჯიბეში იჩურთავს.
ყველას სიცილი გვიტყდება, მაგრამ მე გონებით ისევ მაკოს სიტყვებს დავტრიალებ. ეკა? ხო, რატომაც არა? წამსვლელია ამაზე. უკვე რამდენჯერ დავინახე ის და რეზი ცალკე მოსაუბრე. ვითომ შეფი ჩაიდენს ამას? არა 95%, კი - 5%. რავი, მაინც კაცია.
ნამდვილად. აქედანვე ჩანს, რომ ლიზი ჯგუფში ყველაზე ძლიერია, მას ტყუპები მოსდევენ, შემდეგ ამირანი. მე არც კი ვიცი რა დონეზე ვარ. ზარმაცობა არ მჩვევია. პარიზში მეც სიამოვნებით ამოვყოფდი თავს. ამისთვის არავის გადათელვას არ ვაპირებ. არც ეკასავით დავიწყებ თვალების ჟუჟუნს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები გავაკეთო ის, რაც მავალია - ვისწავლო.
- გამარჯობათ! - გვესალმება ჟღართმიანი, ალბათ ჩემზე ერთი-ორი წლით უმცროსი გოგონა. ხელში წიგნაკი და კალამი უკავია. მის გვერდით კიდევ ერთი გოგო დგას დაღლილი სახით. - თქვენ 42-ე კონდიტერები ხართ ხომ? - გვიღიმის მხიარულად.
- Yes, what’s up? - ეკითხება მაკო.
- მე ხატია ვარ. ახლებისთვის მასკარადის მოწყობა მავალია. თქვენი ყველა ჯგუფელი ვნახე. მაინტერესებს თუ აპირებთ წბვეულებაზე მოსვლას?
- კი, მოვალთ. - ამბობს ლიზი. ჩვენც თავებს ვუქნევთ.
- მშვენიერია. - რაღაცას ინიშნავს წიგნაკში ის. - კიდევ მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ რამე, მაგალითად ცეკვა, დაკვრა, სიმღერა და ასე შემდეგ.
- ამირანი ლექსებს კითხულობს. - ვამბობ მე ჩამშვებივით. ბიჭი თვალებს მიჭუტავს და ცერა თითს ყელზე იტარებს. - ოოჰ, კარგი ერთი!
- ძალიან კარგი. - ხატია მშვენიერ ხასიათზეა. - ამირან, რას იტყვი, წაგვიკითხავ წვეულებაზე ლექსებს?
- მმმ... ლექსებს არა. ლექსს კი, ჯანდაბას!
- შევთანხმდით. კიდევ შეგეხმიანები, როცა პროგრამის დალაგებას დავიწყებ. სხვა, გოგოებო? - თვალს გვავლებს ჟღართმიანი.
- ახლახანს გავიგეთ, რომ ანას ბოდიშების მოხდა ეხერხება. შეუძლია გამოვიდეს და რუსეთის მაგივრადაც მოიხადოს ბოდიში. ნუ, ამ ყველაფერს რაღაცით გავაფორმებთ და ეგ იქნება. - ამბობს ლანა. თვალებს ვატრიალებ და ხატია ხვდება, რომ უადგილო გამოსვლა იყო.
- ისე, მე სიმღერა შემიძლია. - მაკო სიგარეტის ნამწვს სანაგვეში აგდებს. - მართალია, მხოლოდ აბაზანის დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ ფართო საზოგადოება სტიმულს მომცემს და ადეკვატურად შემაფასებს.
- კარგი, მაშინ თავი კომფორტულად რომ იგრძნო, სცენაზე დუშ-კაბინას მოგიწყობთ. - თავს იქნევს ხატია. ყველას გვეცინება. - მოკლედ, ასე. კოსტუმების სიას ხვალ ან ზეგ მოგაწვდით. აბა დროებით. - გოგოები მიდიან.
- საქართველოში ჩემ ნიჭს არასდროს დააფასებენ. - წუწუნებს მაკო.
- ისე, იდეა მაქვს. - ლანა თითს ბზიკავს. - შენი მსგავსი დაჩაგრული მომღერლებისთვის გავაკეთოთ პროექტი, new voice-ის მსგავსი bath voice. რას იტყვი?
მაკო უკმაყოფილოდ წარბებს მაღლა ქაჩავს და მეორე ღერს უკიდებს.


***
ღამის თორმეტი საათი ხდება. საწოლში ვწევარ, მაგრამ ვერაფრით ვიძინებ. პარიზი, შემოთავაზებული ტატუ, ეჭვი იმის შესახებ, იცის თუ არა რეზიმ, მას რომ ვუთვალთვალებდი, მასკარადი. ამ ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრება და ვგრძნობ, როგორ მიდუღდება ტვინი.
ვთვლიდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი საქმე იყო, ახლა კი იმისთვის ვიბრძვი, რომ პარიზში წავიდე და საკონდიტროში პრაქტიკები გავიარო. ჩემი სურვილები ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა, ვერ წარმომედგინა.
ამას მოსდევს რეზი, პროექტის ავტორი, ბიჭი, რომელიც ჩემი შეფია, საკმაოდ გაუგებარი ტიპია და მიუხედავად იმსია, რომ საკუთარ თავს ხშირად ვეწინააღმდეგები, მე ის მაინც მაღელვებს. არადა სულ რაღაც ერთი კვირაა ვიცნობ. ეს დასაშვებია? მე ხომ გული მერევა, როცა ვხედავ, როგორ უჟუჟუნებს თვალებს მას ეკა? მე ხომ ეს უზნეობად მიმაჩნია? აბა რით განვსხვავდები მისგან? მხოლოდ იმით, რომ რეზის მიმართ ჩემი სიმპატიები სხვებისთვის შეუმჩნეველია? არა ანა არა, ეს არასწორია!
გვერდს ვიცვლი და ცალ ხელს ბალიშის ქვეშ ვყობ. ვამჩნევ თუ არა ჩემს ნოუთბუქს, მაშინვე ის მახსენდება, რომ ფეისბუქზე რეზი ჩემი მეგობრების მეგობრებშია. მაშინვე საწოლიდან ვდგები და სოციალურ ქსელში შევდივარ., ვპოულობ რეზის და მის ოფიციალურ გვერდზე ვიპარები. ჩემ რამდენიმე წამის წინანდელ ფიქრებს არ ვიმჩნევ. თავქარიანი მოზარდივით ვიქცევი.
რეზი გაბუნია, დაბადების თარიღი 1988, 9 მარტი. რაა?! სიცილი მიტყდება და ხმამ ოთახს რომ არ გააღწიოს, ჩემს ფუმფულა პანდას ვიხუტებ. ჯანდაბა! მე და შეფი ერთ დღეს ვართ დაბადებულები. რამდენიმე წამით სახეზე სიცილშეყინული ვზივარ და თარიღს ვუყურებ, შემდეგ თავს ვაქნევ და თვალთვალს ვაგრძელებ. საცხოვრებელი ადგილი - პარიზი, და ვითომ რატომ საქართველო არა?! სამუშაო ადგილი თავისი კაფე, სახელწოდებით „stanger“ და ჩემი კოლეჯი. სურათებშიც კი საკმაოდ სერიოზული სახე უჭირავს. აქა-იქ მის ნამუშევრებს ვაწყდები და კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რამდენად ნიჭიერ ადამიანთან მაქვს საქმე. შემდეგ „გუგლში“ ზოდიაქოს ვწერ და ერთ-ერთ ვებ-გვერდს ვსტუმრობ. მაინტერესებს ინფორმაცია თევზების შესახებ. როგორც ამ გადასახედიდან ვატყობ, რეზი ჩემგან განსხვავებით რადიკალურად განსხვავებული ხასიათისაა, ჩვენ ხომ ორივე თევზები ვართ. საკუთარი ზოდიაქო კი კარგად ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებს არ ვეთანხმები. თევზები მშვიდები და მსუბუქი ხასიათის ადამიანები არიან. ასევე კეთილები და ჰუმანურები. მაგრამ რეზი და სიკეთე? რეზი და ჰუმანურობა? აბა?
ვპოულობ თევზების დახასიათება. სტატია საკმაოდ ვრცელია, თანაც ისეთი არაფერი სწერია, რაც შეიძლება რეზის ახასიათებდეს. ვითომ ასეთი უჯიშო თევზია? თუმცა აი, სტატიის ბოლო ჩემ ყურადღებას იპყრობს:
„... ბუნებაში ორი სახის თევზები არსებობენ, არამზადები და კეთილშობილები. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არამზადებს ყველაფერს პატიობენ, რადგან საკმაოდ ქარიზმატულები არიან, განსხვავებით კეთილშობილებისგან. პირველი ტიპის თევზებს ვერასოდეს გამოიჭერ ღალატში. ისინი ყოველთვის მოგაჩვენებენ თავს უცოდველად. მათ ყველაფერი იციან, მაგრამ არაფერს იმჩნევენ, სანამ არ აღიარებთ.“ - უკანასკნელ წინადადებაზე საკუთარი თავი და პირში კალამგარჭული რეზი მახსენდება. „ - ისინი უსულგულო და საზიზღარი ადამიანები არიან, რომლებსაც ყველა ფეხებზე ჰ..დიათ. თუმცა, ამავდროულად ძალიან ნაზი და მგრძნობიარე შინაგანი სამყარო აქვთ, რომელსაც 99,9% შემთხვევაში არავის აჩვენებენ. ამიტომ, არ გაბედოთ მათი წყენა, ან გამოწვევა, რადგან საშინელი შურისძიების უნარი გააჩნიათ.“
კანზე ეკალი მაყრის. ვისთვის უაზრობა, სისულელე და დროის კარგვა, ჩემთვის კი ზოდიაქო გასართობ საშუალებაზე ოდნავ მეტია.
აი თურმე რა ხდება. ყველას და ყველაფერს აქვს მეორე მხარე. თევზებზე მსგავსი რამ მინიმალური თუ წამიკითხავს. ახლა კი, ერთიანად ამდენი რადიკალური ინფორმაცია მანცვიფრებს. ანუ რა ხდება? რეზი, ნუთუ შენი იმაზე მეტად უნდა გვეშინოდეს, ვიდრე დასაშვებია? თუ იმ შენი მგრძნობიარე სამყაროს იმედზე უნდა ვიყოთ, რომელიც ან არსებობს შენში და ან არა? ანა, იქნებ გაგვერკვია ეს? კი, მაგრამ, როგორ? გამოიჩინე შენი მოხერხებულობა და დაკვირვების უნარი. რომ გამოგვიჭიროს? მერე რაა? თევზები ამას დიდად არ განიცდიან. მიდი, გარისკე. დამერწმუნე, შენი არაფერი მიდის.


***
ზოდიაქომ ნამდვილად გამამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ლექციაზე ხუთი წუთით ვაგვიანებ და დღევანდელი ტკბილეულის დაგემოვნების გარეშე ვრჩები, კიბეზე მაინც აუღელვებლად ავდივარ. უცნაურია, მაგრამ ახლა რეზის თვალთვალზე და ჩემ დანახვა არ დანახვაზე მეტად მისი აი „ის“ შინაგანი სამყარო მაინტერესებს. მე მინდა, რომ ის 0,01% ვიყო, რომელიც მის ნამდვილ სახეს დაინახავს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს როდის და როგორ მოხდება. ჩემი ეს თხის რქისეული შემართება მომწონს. წარმატებებს გისურვებ, ანა!
მეორე სართულზე ავდივარ და ფოიეს შესასვლელიდანვე ვხედავ რეზის, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს. გვერდs ისე ვუვლი, ზედ არ ვუყურებ. ალბათ არც სცალია ჩემი გამარჯობისთვის. გასახდელიდან რომ გამოვდივარ, შეფი უკვე საკონდიტროშია და სიას კითხულობს.
ო-ოო! ეს რა სახეა? ბატონი რეზი დღეს განრისხებულია? თვალები უელავს, წარბები იმაზე მეტად აქვს შეკრული, ვიდრე სჩვევია. კალამს ისე უჭერს თითებს, ალბათ ხელში შემოეფშხვნება. გვარებს კი არ კითხულობს, კბილებიდან სცრის. ჩემი გვარი ასე პირქუშად არავის არასდროს გამოუთქვამს.
ჟურნალს უხეშად ხურავს და გაშლილი თითებით მაგიდას ეყრდნობა.
- დღეს გუშინდელ რეცეპტს გავიმეორებთ, რადგან დღევანდელი მასალა ძალიან მარტივია და ცოტა დრო სჭირდება. ლიმონის ბისკვიტთან ერთად თხილის და შოკოლადის ქუქისებს გავაკეთებთ. - მმმ, როგორ მიყვარს თხილი. შეფის ხმის ტემბრი კი სასტიკად არ შეეფერება ამ საყვარელ ტკბილეულს. რეცეპტის ჩასაწერად კალამს ვიმარჯვებ. - მაგრამ, მანამდე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. - ყურებს ვცვიტავ და რეზის ვუყურებ. - ჩათვალეთ, რომ გთავაზობთ ასეთ წინადადებას: გამოაცხოთ ახალი პროდუქტი ჩემი დახმარების გარეშე. რამდენი გარისკავდით ამაზე წასვლას?
ოჰო! საინტერესოა. ბავშვები ერთმანეთს უყურებენ. ზოგს ეღიმება და უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, ზოგი მხრებს იჩეჩავს. რეზი თვალს არ გვაშორებს. მე? ნეტავ თუ შევძლებ? ალბათ კი, ან არა. ან გააჩნია, რამდენად რთულია მისი შემოთავაზებული რეცეპტი. თუ გავითვალისწინებთ ჩემ მდგომარეობას და გავიხსენებთ კრეპის შემთხვევას, ალბათ გარისკვად არ ღირს. ან რატომ სვამს მსგავს შეკითხვას? რა აინტერესებს, რა აქვს ჩაფიქრებული?
- მე გავრისკავდი. - ამბობს ეკა.
რაა? იის? ის გარისკავდა? ოხ, ეს პეპლისებური თვალების ფახუნი. ვიცი ამას რატომაც აკეთებს. გულის მოგება. დამტკიცება იმისა, რომ თამამი და გაბედულია, რისკიანია, ძლიერია. ამ გადაწყვეტილების თავი და თავი კი პარიზია.
- ესე იგი, მხოლოდ ეკა? - გვათვალიერებს რეზი.
- მეც. - ვამბობ, მაგრამ მაშინვე ჩემი ნათქვამის წინააღმდეგ მივდივარ. საშინლად, საშინლად ვნანობ, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ აქვს. სიტყვას უკან ვერ წავიღებ. ყოჩაღ ანა, „გაიჩალიჩე.“ „გავიჩალიჩე“? ჰაჰ, არა. ეკას ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ კი არ უნდა ვნანობდე, მაგიდაზე ფეხებშემოლაგებული უნდა ვიჯდე და თავ-ქვეშ ხელებშემოწყობილი კმაყოფილი ღიმილით უნდა ვტკბებოდე ჩემი საქციელით. თუმცა, აქვე ვაწყდები რეზის მზერას და ამ კომფორტული სკამიდან კაკტუსზე ვინაცვლებ. მტკივნეულია!
მიბღვერს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შემდეგ კი მისი ტუჩების კუთხეებს დამცინავი ღიმილი ტეხავს. სუნთქვა მეკვრის. მაცოფებს ეს ღიმილი, ეს გაუგებარი ღიმილი.
- ანაც შემოგიერთდა ეკა. - წარბებს მაღლა სწევს და ღიმილი სადღაც ქრება. წელში სწორდება და ხელებს გულზე იკრებს. - და მორჩა? მხოლოდ თქვენ ორნი გარისკავდით? - ბავშვები ჩუმად არიან. - ანუ თვლით, რომ ჩემი დახმარების გარეშე ახალ მასალას გამოაცხობთ?
- კი. - ამბობს ეკა ღიმილით.
- ალბათ. - მხრებს ვიჩეჩავ. სულაც არ მეღიმება. თუმცა, რატომ ვღელავ? საკმარისია! ეს ხომ უბრალოდ შეკითხვაა და მეტი არაფერი. რა, მართლა ხომ არ გამოგვაცხობინებს?! არა, არა და არა. ნუთუ ამას მართლა...
- კარგით, თქვენ ორმა ჩაიწერეთ ბრაუნის რეცეპტი. - ფიქრს მაწყვეტინებს შეფი.
- Demn! - მესმის ჩურჩული გვერდიდან. მაკო განიცდის. – good luck girl!
ჰაერივით მჭირდება წარმატებები. ბატონო რევაზ, თქვენ კი მეორედ ჩემგან, ოსკარი გადმოგეცემათ ნომინაციისთვის „არამზადა შეფი.“скачать dle 11.3



№1 სტუმარი darina

Neta chveni shefi ratom aris aset xasiatze? Ras uchalichebs ch ens gogos? Dzalian magari iyo erti amosuntqvit chavikitxe, shen ki dzaliam sayvareli da tbili xar, ai ise shemayvare tavi <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

darina
Neta chveni shefi ratom aris aset xasiatze? Ras uchalichebs ch ens gogos? Dzalian magari iyo erti amosuntqvit chavikitxe, shen ki dzaliam sayvareli da tbili xar, ai ise shemayvare tavi <3


ვაიმე მადლობა ჩემო კარგო... ძალიან მიხარია თუ ადვილად საკითხავი გამომდის ნაწერი... შევეცდები მალე დავდო და ვნახოთ რა მოხდება საკონდიტროში ^_^ ;)

 


№3  offline წევრი სტიქია

ძაააალიან მაგარია, განსხვავებული შინაარსით, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია სიუჟეტის ასეთი განვითარება : ) სასვენი ნიშნებიც ადგილზეა, წინადადებებიც გამართულია და სტილიც იგრძნობა ))) მაგარი გოგო ხარ და წარმატებებსა და ბევრ მკითხველს გისურვებ love love

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტიქია
ძაააალიან მაგარია, განსხვავებული შინაარსით, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია სიუჟეტის ასეთი განვითარება : ) სასვენი ნიშნებიც ადგილზეა, წინადადებებიც გამართულია და სტილიც იგრძნობა ))) მაგარი გოგო ხარ და წარმატებებსა და ბევრ მკითხველს გისურვებ love love


უღრმესი მადლობა ჩემო კარგოო ^_^ ვცდილობ ყველანაირად. უფრო მეტად კმაყოფილი ვარ, როცა თქვენ ხართ კმაყოფილები <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. ისტორია ხომ არის და არის კარგი და ყოველი ახალი თავის კითხვისას ნერწყვის ყლაპვა მკლავს:)).

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
ე.ი. ისტორია ხომ არის და არის კარგი და ყოველი ახალი თავის კითხვისას ნერწყვის ყლაპვა მკლავს:)).


რომ დავამთავრებ მითხარი და შენს რჩეულ რეცეპტს მოგცემ ისტორიიდან :-D

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

lullaby
grafo
ე.ი. ისტორია ხომ არის და არის კარგი და ყოველი ახალი თავის კითხვისას ნერწყვის ყლაპვა მკლავს:)).


რომ დავამთავრებ მითხარი და შენს რჩეულ რეცეპტს მოგცემ ისტორიიდან :-D



არ მინდა მე რეცეპტები. მე მიყვარს გამზადებულ-მორთმეული ყველაფერი:)).

 


№8  offline წევრი nnssnnss

ტეტა თევზებიოოო??? მეც თევზები ვარ და ვგიჟდებიჩემს ზოდიაქოზე და უფრომეტად შემიყვარდნენ პერსონაჟები:დდდ ძალიან მომწონს ძალიან კარგად წერ <3 იმედია ანას და ბატონი რევაზის ურთიერთობა მალე წავა წინ

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაი სირცხვილ,მაგრამ მაინც უნდა გამოგიტყდე,რომ აქამდე არ წამიკითხავს დღეს დავიწყე და მოგყვები იცოდეე,მომწონს,ყველნაირად კარგია,აი არ ვიცი ისე მომწონსს. <3 სრულიად უცხოა რაღაცნაირი,მიყვარხარ ჩემო გოგო და მალეე დადე.ძაან კაიააა,აიი არ ვიცი, სიამოვნები,რომ წაიკითხავ წიგნს და ვერ მოწყდები ისეთია. love love

ვაი სირცხვილ,მაგრამ მაინც უნდა გამოგიტყდე,რომ აქამდე არ წამიკითხავს დღეს დავიწყე და მოგყვები იცოდეე,მომწონს,ყველნაირად კარგია,აი არ ვიცი ისე მომწონსს. <3 სრულიად უცხოა რაღაცნაირი,მიყვარხარ ჩემო გოგო და მალეე დადე.ძაან კაიააა,აიი არ ვიცი, სიამოვნები,რომ წაიკითხავ წიგნს და ვერ მოწყდები ისეთია. love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
lullaby
grafo
ე.ი. ისტორია ხომ არის და არის კარგი და ყოველი ახალი თავის კითხვისას ნერწყვის ყლაპვა მკლავს:)).


რომ დავამთავრებ მითხარი და შენს რჩეულ რეცეპტს მოგცემ ისტორიიდან :-D



არ მინდა მე რეცეპტები. მე მიყვარს გამზადებულ-მორთმეული ყველაფერი:)).


მოგართმევ გამზადებულ ახალ თავს სავარაუდოდ შაბათს )):*

nnssnnss
ტეტა თევზებიოოო??? მეც თევზები ვარ და ვგიჟდებიჩემს ზოდიაქოზე და უფრომეტად შემიყვარდნენ პერსონაჟები:დდდ ძალიან მომწონს ძალიან კარგად წერ <3 იმედია ანას და ბატონი რევაზის ურთიერთობა მალე წავა წინ


ძალიან დიდი მადლობა <3 ნუ ავაჩქარებთ წყვილს :დდ


teofine15
ვაი სირცხვილ,მაგრამ მაინც უნდა გამოგიტყდე,რომ აქამდე არ წამიკითხავს დღეს დავიწყე და მოგყვები იცოდეე,მომწონს,ყველნაირად კარგია,აი არ ვიცი ისე მომწონსს. <3 სრულიად უცხოა რაღაცნაირი,მიყვარხარ ჩემო გოგო და მალეე დადე.ძაან კაიააა,აიი არ ვიცი, სიამოვნები,რომ წაიკითხავ წიგნს და ვერ მოწყდები ისეთია. love love

ვაი სირცხვილ,მაგრამ მაინც უნდა გამოგიტყდე,რომ აქამდე არ წამიკითხავს დღეს დავიწყე და მოგყვები იცოდეე,მომწონს,ყველნაირად კარგია,აი არ ვიცი ისე მომწონსს. <3 სრულიად უცხოა რაღაცნაირი,მიყვარხარ ჩემო გოგო და მალეე დადე.ძაან კაიააა,აიი არ ვიცი, სიამოვნები,რომ წაიკითხავ წიგნს და ვერ მოწყდები ისეთია. love love


უღრმესი მადლობა თეო, ძალიან მიხარია, რომ შენც კითხულობ <3

 


№11  offline წევრი ფორთოხალი

იცი რაზე მეცინება? :დდ საერთაშორისო ურთიერთობებზე რომ ვსწავლობ :დდ

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფორთოხალი
იცი რაზე მეცინება? :დდ საერთაშორისო ურთიერთობებზე რომ ვსწავლობ :დდ


ჰაჰააა თეოოო... ერთი წლის წინ გირჩევდი საკონდიტროზეც გეცადა ბედი, მით უმეტეს თუ მოგწონს რეზი, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ :-D

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

იგი
ვალა თევზების ზოდიაქო არმიყვარს
ამ გადახჩეუებულ ტყუპს
და მაინც არსებობს თევზებში გამორჩეული ხალხი
ხოხ და ალბად ეს ორნიც ეგეთები არიან
აბა თავს ვერ ვპატიობ ეს უუნარო ზოდიაქოს წარმომადგენლები რომ შევიყვარე
ცხელი თავი იყო
ძალიან კარგი
ველოდები შემდეგს
და მაინც გუშინ როცა შემოვედი ახალი თავის წასაკითხათ გავიფირე
ვანილოს კოცნა შემაგვიანდათქოო
სიტკბო მომაკლდა სიტკობოო ..


დიახ ჰყავთ ნამდვილად, და მიახრია, მიუხედავად შენი სიძულვილისა, ჩემს პერსონაჟებზე რომ უარი არ თქვი :დ

იქნება სიტკბოც და ყველაფერიც, რა თქმა უნდა თავის დროზე და ზომიერი ტემპით ;) <3

 


№14  offline მოდერი Kira

ვაიმე რა კარგია love love მინდა მინდა კიდე მინდა love ვგიჟდები შენზე love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№15 სტუმარი nini

ვუაიმე რა მაგარია. ძალიან მიყვარხარ <3

ვუაიმე ძალიან ძალიან მაგარია. ვგიჟდები შენზე <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან ხალისით ყვები ამ ყველაფერს. თან ისე მსუბუქად იკითხება, რომ დრო ისე გადის ვერც კი ვხვდები.
რეზი მაინც როგორი მზაკვარია :დ რა ჩაიფიქრა ამის გამოცნობას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ და როგორ უყურებს ჩვენს ანას, მაგრამ მაინც კაი ტიპია რეზი. ცოტა სახელი აქვს არასწორი :დ უფრო სწორედ არ უხდება ეს სახელი, თითქოს სხვა რამ უნდა ერქვას, უფრო მოხდენილი და ისეთი, კოპებშეკრულ კაცს რომ დაამშვენებს, ბღვერია, ან ბღვერდო :დდ რავიცი.. მართლა ძალიან უჟმურის შთაბეჭდილებას ქმნის ჯერ, მაგრამ მაინც ის "ღიმილიც" კი მამშვიდებს, რომ მხოლოდ უჟმური არ არის და რაღაც გრძნობები მაინც აქვს, თუნდაც ეს დამცინავი ღიმილი იყოს.
ირონია და სარკაზმი მომწონს ანასი, კარგად გამოსდის, შენც კარგად გამოგდის ამის ჩვენთვის გადმოცემა და კარგი გოგო ხარ შენ!
ყოჩაღ <3 love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები ..
ლამის დამავიწყდა რა კარგია აქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent