შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 5 თავი


17-09-2015, 22:58
ავტორი lullaby
ნანახია 8 722

***
რეზი ერთი სამუშაო მაგიდის ნახევარს და ერთ ღუმელს ჩვენ გვითმობს. ამბობს, რომ უნდა, ჩვენი ბარუნები ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. მომზადების პროცესი მშვიდად გამოიყურება, სამაგიეროდ ქაოსი, წარღვნა და ქარიშხალია ჩემ შიგნით. ასე არ მინერვიულია არც ერთ გამოცდაზე, არც ერთ შუალედურზე და საფინალო გამოცდაზე, არც ეროვნულებზე და სადიპლომო დაცვაზე. არ ვიცი, რატომ ვეკიდები ამას ასეთი პასუხისმგებლობით. დიდი ამბავი, თუ არ გამომივა. მე ხომ უბრალოდ ვრისკავ. გარისკვა კი ან მარცხით დასრულდება, ან გამარჯვებით. ანა, ეს არაა სამყაროს დასასრული. აი ის ტიპი კი, თავისი სამუშაო მაგიდიდან რომ გიყურებს და ფეხებზე ჰ..დია, სწორად მუშაობ თუ არა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. ამიტომ, მოდი, შენც ფეხებზე დ...იდე გამოგივა თუ არა ბრაუნი.
აი, ამ ყველაფერს ლაპარაკობს გული. გონებას კი ეკას თვალების ციმციმი თვალებიდან არ ამოსდის და ყველანაირად ცდილობს, დავალება ათიანზე შეასრულოს.
ყალიბს ვცხიმავ, შაქარს ვაყრი და შოკოლადის და ნიგვზის მასას შიგნით ვასხამ. ამასობაში კი ეკას თავისი ბრაუნი ღუმელიდან გამოაქვს. რეზი მოდის და ათვალიერებს. ნამცხვარს ხელით სინჯავს. ჩემი აზრით კარგად გამოიყურება და დაახლოებით ასეთი უნდა გამოვიდეს ჩემიც. თუმცა, როგორც ყოველთვის, შეფს სახეზე ვერაფერს შეატყობ. ვბრუნდები და ჩემი ბრაუნის ყალიბს ღუმელში ვდებ. დროს 20 წუთზე ვაყენებ, ტემპერატურას 170 გრადუსზე და ჩემი დასვრილი ინვენტარის მოსაგროვებლად მივდივარ.
- რას აკეთებ? - ჩამჩურჩულებს ლანა ადგილზე მისულს და თვალებს რეზისკენ აპარებს.
- ვრისკავ.
- შენ თავი ეკა გგონია, გოგო?
- ღმერთმა დამიფაროს!
- აბა?
- უნდა იცოდეს, რომ ჯგუფიდან მხოლოდ მას არ უნდა პარიზში წასვლა.
- და ეს ვითომ რამე კავშირშია პარიზთან?
- პირდაპირ კავშირშია. - ჩემს დასვრილ ჭურჭელს ვიღებ და ნიჟარაში ვაწყობ. ცოტაა და ვამთავრებ თუ არა გარეცხვას, მობილურზე დედა მირეკავს. ფოიეში გავდივარ და ვპასუხობ. დღეს ხათუნას ნათლულის დაბადების დღეზე მიდიან და აინტერესებს, სახლში როდის დავბრუნდები. წასვლა არ მინდა, ამიტომ ვეუბნები, რომ კოლეჯს გვიან ვასრულებ. ხმაზე ეტყობა, რომ არ სჯერა, მაგრამ აღარ მაძალებს. ვბრუნდები თუ არა საცხობში, ღუმელის წრიპინი მესმის. რა უცბად გავიდა ოცი წუთი. ხელებზე თათმანებს ვირგებ და ბრაუნის ყალიბი ღუმელიდან გამომაქვს. ზედაპირი ოდნავაა დამსკდარი, ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. რეზი მიახლოვდება და ნამცხვარს დაჰყურებს. შემდეგ ორ თითს ზედაპირზე ადებს და ოდნავ აწვება.
- არა. - თავს აქნევს. - ცხობა აკლია.
- აკლია? - ვცდილობ გაოცება არ დავიტყო.
- დიახ ანა, აკლია. ამას სულ ოდნავადაც რომ დავაწვე, შოკოლადში ვიბანავებ. - წარბებს უკმაყოფილოდ ჰკრავს. ეკაც იქვეა და სახეზე საზიზღარი სიამოვნება აქვს გამოსახული.
- კი, მაგრამ, ესეც ისევე ოცი წუთი ცხვებოდა ას სამოცდაათ გრადუსზე, როგორც მისი. - ეკასკენ ვიხედები.
- ფაქტია, რომ არ გამოგივიდა.
- სანამ გაცივდება შევაბრუნებ ღუმელში. - ფარ-ხმალს არ ვყრი. აქ რაღაც რიგზე ვერაა. ჩემი ბრაუნი იდეალური უნდა გამოსულიყო.
- შეაბრუნებ? არა ანა. როცა რისკავ და მარცხდები, იქ მეორე შანსის იმედი აღარ უნდა გქონდეს. - ამბობს შეფი და ეკას უბრუნდება. - შენს ბრაუნს კი გავაციებთ და ხვალ გავსინჯავთ. შესვენებას ვაცხადებ ერთი საათით!
ორივეს ზურგს ვაქცევ და მოშორებით ფანჯარასთან მივდივარ. ბავშვები ნელ-ნელა გადიან საკონდიტროდან. ქუდს ვიძრობ და ფანჯრის მიღმა ნაძვის წვერს ვაცქერდები. რა ჯანდაბა მოხდა? მე ხომ არანაირი შეცდომა არ დამიშვია? რა გამოვტოვე? რა დავაკელი?
- ეი, - მიახლოვდება მაკო. - არ მოიწყინო, და...დე რაა.
- უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოხდა. - თავს ვაქნევ.
- აღარ იფიქრო ამაზე. წამოდი ქვემოთ, ვისადილოთ. ამირანი ლექსს წაგვიკითხავს და გადაგივლის. - მხარზე მითათუნებს ხელს ის. მეღიმება და მისკენ ვბრუნდები თუ არა, მაკოს მიღმა თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდომ შეფს ვხედავ.
- კარგი, წადი. ჩემს მაგიდას გავასუფთავებ და ჩამოვალ მალე.
მაკო მიდის. ქუდს ჯიბეში ვიჩურთავ და რეზის მაგიდასთან ვჩერდები. ის ქვემოდან მიყურებს და როცა ხვდება, რისთვის ვდგავარ, თვალებს მობეზრებით ატრიალებს.
- მე შეცდომა არ დამიშვია. - ვამბობ კატეგორიულად.
- ანა, შენს ბრაუნს ცხობა აკლდა. - მასაც იგივე ტონი აქვს.
- გრამაჟი არ შემშლია, მომზადებას თანაბრად მივდევდი, გრადუსიც და დროც ზუსტად მეყენა.
- აბა, რა მოხდა?
- მეც ეგ მაინტერესებს.
- მე კი საერთოდ არ მაინტერესებს. - მახლის პირდაპირ. ლამისაა პირი დავაღო. ყელში რაღაც მეჩხირება და მგონია, რომ სიმწრისგან სულ წითელი ვარ. - ბრაუნის მომზადება შენ შენს თავზე აიღე, ხომ არ მეშლება? მე ის მხოლოდ დასრულებული სახით უნდა მენახა, დანარჩენ ყველაფერზე კი შენ იყავი პასუხისმგებელი.
- დიახ, ვიყავი და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. - თავს ძლივს ვიკავებ, რომ საუბარი ყვირილში არ გადამეზარდოს.
- ვერ ხვდები, რომ ახლა ეს ყველაფერი ზედმეტია? - ფეხზე დგება ის. თითებით მაგიდას ეყრდნობა და ჩემკენ ოდნავ იწევა. გული ამოვარდნას მაქვს. - შენ გარისკე და როგორც ხედავ სულ ტყუილად.
- აქ რაღაც მოხდა. - არ ვნებდები, მიუხედავად იმისა, რომ მის მზერას ვეღარ ვუძლებ.
- შეიძლება. - მხრებს იჩეჩავს. - მაგრამ შენ ეს ვერ დაინახე.
- უკაცრავად? - ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
- ანა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. ამის შემდეგ, მანამ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებდე, შენი შესაძლებლობები აწონ-დაწონე, კარგი? - სახეზე უსაზიზღრესი ირონია ესახება. მინდა ვუყვირო, ვუღრიალო, რომ ერთი არამზადა იდიოტია და მეტი არაფერი. ამის ნაცვლად კი ხელი ყურისკენ გამირბის და ფრჩხილებით კანს ეხება. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვუპასუხო. ძალიან უხეშად მექცევა და ანალოგიურად მოპყრობის ღირსია, მაგრამ ის ხომ ლექტორია, მე კი - სტუდენტი, თანაც არა უზრდელი. - ანა, წადი! - თითქმის მიბრძანებს და წელში სწორდება. აჯობებს, მართლაც გავეცალო, თორემ ვატყობ, მალე წყობიდან გამოვა. ასეთი რა ვუთხარი ან რა გავაკეთე? აა, ჰოო, ბრაუნი არ გამომივიდა და ტყუილად გავრისკე. ან მისი დღევანდელი ხასიათი იმ სატელეფონო საუბრის ბრალია.
- კარგით. - თავს ვუქნევ და უკან ვიხევ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ ჩემს უვარგის ბრაუნს პლასტიკატში ვახვევ და მაცივარში ვინახავ. საკონდიტროში ჩემი და რეზის გარდა არავინაა, ამიტომ შეფი მშვენივრად ხედავს, რასაც ვაკეთებ. სკამზე ზის და თვალს მადევნებს. მისი მზერიდან ვერაფერს ვკითხულობ. - ახლა კი წავალ, როგორც მითხარით. - ვამბობ და აუდიტორიიდან უკანმოუხედავად გავდივარ. მე მჯერა, მაინც მჯერა, რომ ჩემი ბრაუნი კარგია.

ვანილის კოცნა 5 თავი


***
ცხრას ხუთი წუთი უკლია ლიზისთან ერთად გასახდელიდან რომ გამოვდივარ.
დღეს რეზი გუშინდელ ბრაუნს გაჭრის. სავარაუდოდ მხოლოდ ეკასას. არაუშავს, ჩემსას მე მივხედავ. უპატრონოდ არ დაგტოვებ ჩემო შავო და ტკბილო. უბრალოდ არ შემეძლო, რომ გუშინ გადამეგდო. მერე რა, რომ დამიწუნეს. ხანდახან გიწევს ყველას წინააღმდეგ წასვლა იმისთვის, რომ გაიმარჯვო. ვითომ ეს მინი შეჯიბრი ბევრი არაფერია, მაგრამ ცხოვრება ხომ ყოვედღიური წვრილმანი მომენტებისგან შედგება და არავინ იცის, რა შეიძლება გადაწყვიტოს თითოეულმა მათგანმა. მთავარია შენ სწორად შეაფასო ისინი.
სიურპრიზი! ეკა უკვე მოსულა. აუდიტორიაში მას, რეზის და ნათიას ვხედავ. რეზი თავის სამუშაო მაგიდასთან ზის და ლეპტოპის მონიტორს შეჰყურებს. შემოსულებს თვალს გვავლებს და ლიზის გამარჯობაზე პასუხობს. ნათკა მობილურს ჩაჰყურებს, ეკა კი, როგორც ყოველთვის საქმიანობს - გარეცხილ ინვენტარს ამშრალებს. ხუთიანი ეკა დეიდა, ხუთიანი.
ბავშვები ნელ-ნელა იკრიბებიან და ცხრა საათიც სრულდება. შეფის მზერა ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც ოდითგანვე. სიას კითხულობს და დასწრებით კვლავ უკმაყოფილო რჩება. ხუთი ბავშვი გვაკლია.
თვალებს ეკასკენ ვაპარებ. ცქმუტავს. ალბათ ერთი სული აქვს, როდის დაიწყებენ მისი ბრაუნის შექებას. ზედა ტუჩი ამრეზით მაღლა ამდის.
რეზი ახალ რეცეპტს გვაწერინებს. რატომღაც დღეს ცხობის ხასიათზე არა ვარ და ეს კალიგრაფიასაც ეტყობა.
ჩაწერას ვრჩებით. რეზი მაცივრისკენ ბრუნდება და ჩემ-და გასაკვირად ორივე ბრაუნს იღებს. თავს ვიკავებ, რომ ეკას გამომეტყველებაზე სიცილი არ ავტეხო. გულში სიამოვნების ნაპერწკალი იწყებს შუშხუნს.
- როგორც იცით, გუშინ ეკამ და ანამ საკუთარ თავებზე აიღეს, დამოუკიდებლად გამოეცხოთ ბრაუნი. იმისთვის, რომ ეს ნამცხვარი იდეალური იყოს, აუცილებელია მისი მთელი ღამით მაცივარში დაყოვნება. კარგი ბრაუნი გაჭრისას გამოუცხობის, დაზეპილის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს. ვნახოთ, ამ ორიდან რომელი იქნება საუკეთესო.
არც კი მიყურებს. მიკვირს, გუშინდელ ჩემ სიჯიუტეს და შეცდომას რომ არ ახსენებს. ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რო იცის, ჩემი ნამცხვარი მაინც არაფრად ვარგა და ზედმეტად არარ მაყენებს უხერხულ მგდომარეობაში? ჰაჰ, ანა შენც ნახე რა რეზი, რომ ამაზე ფიქრობდეს.
შეფი დანას იღებს. გვაჩვენებს ბრაუნის დააჭრის წესს. ჯერ ეკას ნამცხვარს აწყობს თეფშზე. ვუყურებ. მინდა იქმადე მივხვდე რას ფიქრობს ის, ვიდრე თავად იტყვის რამეს, მაგრამ არაფერი. შემდეგ ჩემი ბრაუნის დრო დგება. ორი ნაბიჯით წინ ვიწევი, რომ უკეთ დავინახო ნამცხვრების შინაგანი მდგომარეობა.
რეზი დანას დებს და ნაჭრებს აკვირდება.
- ვფიქრობ, ანას ბრაუნი იდეალურია. - ამბობს თავის ქნევით. რაა?! კი, ნამცხვარს ვუყურებ და ეს აშკარაა. მე ის მაცოფებს, რომ ამას ისეთი ტონით ამბობს, თითქოს გუშინ თავად არ აპირებდა ჩემი შემოქმედების ნაგავში ჩაძახებას. - ეკა, შენი ცოტა არ იყოს, გამომშრალია. სისველის ეფექტი არ აქვს. ბავშვებო, მოიწიეთ და დააკვირდით.
ეკა გაოგნებულია, ხმას არ იღებს. მე კი ხარხარი მინდა. მინდა გავწვე და ფეხები იატაკს ვურტყა. მინდა, ეკას ამ გამომეტყველებას სურათი გადავუღო და როცა ცუდ ხასიათზე ვიქნები დავხედო ხოლმე. ყველანაირად ვცდილობ, სახეზე კმაყოფილება გამოვისახო, ისე, როგორც ამას ის აკეთებდა გუშინ. მაკო და ლანა მუჯლუგუნებს მირტყამენ და ჩუმად ქირქილებენ. შეფი ნამცხვრის დაგემოვნების უფლებას გვაძლევს. ერთ ნაჭერს ვიღებ. ღმერთო, ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს. სიამოვნებისგან ტუჩებს ვილოკავ და შუბლშეკრული რეზის მზერას ვაწყდები. მეცინება და ზურგს ვაქცევ.
მე გავიმარჯვე!
- მალე მოამთავრეთ. ახალ რეცეპტს ჩემთან ერთად გააკეთებთ. ბრაუნს კი მომავალ ორშაბათს ყველა გამოაცხობს. - ამბობს შეფი და ინგრედიენტების აწონვას იწყებს.
რადგან ბევრნი არ ვართ, მუშაობა ინდივიდუალურად გვიწევს. ინვენტარს ვიმარაგებ და ინგრედიენტებს მეც ვწონი.
ეკა ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მაგრამ საშინლად გაღიზიანებულია. გამომდინარე აქედან, მას კიდევ ერთხელ ვხედავ რეზისთან ცალკე მოლაპარაკეს. შეფი გამუდმებით თავს უქნევს. კი, მაგრამ რა ხდება? რამდენჯერ უნდა გაარჩიონ ამათ ცალკე საქმეები, ეს რა წესია? ჩემი ბრაუნი რომ ცუდი გამომდგარიყო, მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი? მოიცა. ანა, აბა გუშინ რა გააკეთე? შენ არ იყავი, შეფი საკონდიტროში რომ დაიმარტოხელავე? რა ცუდია, საკუთარ თავს რომ მარცხში იჭერ. ოოხ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ორივეს.
ცოტა ხნით ღია ფანჯარას ვუშვერ შუბლს, საიდანაც გრილი ნიავი შემოდის. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მაგიდას ვუბრუნდები. ვანილის ქილას ვხსნი და იქიდან კოვზით პუდრას ვიღებ. დავყურებ. რატომღაც ძალიან ლამაზად მეჩვენება ნათურის შუქზე თეთრი, ოდნავ მბზინვარე მასა. ცხვირთან ახლოს მიმაქვს და ვყნოსავ. საოცარი არომატი აქვს. ამ წუთას ყვავილებით სავსე მინდორში მინდება ყოფნა, სადაც გრილი სიო სხეულზე გელამუნება და გავიწყებს ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი... მაგრამ, ამის ნაცვლად საკონდიტროში ვიღაც შემოდის. გაღებული კარი ორ-პირ ქარს იწვევს და კოვზიდან აფრქვეული ვანილი სახეში მეყრება.
ვყვირი. კოვზი მივარდება. თვალებზე ხელის გულებს ვიფარებ და სიმწრისგან წელში ვიხრები. ჯანდაბა! თვალები პუდრით მაქვს სავსე. მგონია, რომ ერთი მანქანა მიწა ჩამაცალეს. მეწვის, საშინლად მეწვის.
- რა ხდება? - მესმის რეზის ხმა და ზურგზე მის ხელს ვგრძნობ.
- ვანილი შეეყარა თვალებში. - ამბობს ლიზი და თავზე ხელს მისვამს.
რეზი იდაყვში მავლებს ხელს და სადღაც მივყავარ. წყლის ხმა მესმის. ნიჟარასთან ვართ.
- მიდი, სახე დაიბანე. - მეუბნება მკაცრად.
- არ შემიძლია. - ხმა მიკანკალებს. თვალებზე ცეცხლი მიკიდია.
- დაიბანე, სანამ ძალიან გაგღიზიანებია, მალე! - თითქმის ყვირის. ასე მგონია, თვალებიდან რომ ხელები მოვიშორო, უარესად მეტკინება, ამიტომ უფრო მეტად ვაწვები. მაგრამ, უცბად მკლავებზე მეჭიდებიან და ხელებს სახედან მაშორებინებენ. სახეში წყალი მესხმევა და თითების სიმხურვალეს ვგრძნობ.
- რას აკეთებ, მტკივა! - სულ მავიწყდება, რომ ის ლექტორია და მთელ ხმაზე ვუყვირი.
- დაბანა განაგრძე, მიდი! - მეუბნება კატეგორიული ხმით. ხელებში წყალს ვიგუბებ და თვალებში ვისახვ. ვცდილობ, ნელ-ნელა გავახილო, რომ შიდა გარსი გამოირეცხოს და თანდათან საქმე უკეთესობისკენ მიდის. ცოტა ხანში თავისუფლად ვახელ თვალებს და წელში ვსწორდები. ხშირი სუნთქვისგან ფილტვები მტკივა.
- კარგად ხარ? - მეკითხება შუბლშეკრული რეზი.
- ღმერთო, საშინლად გაქვს ჩაწითლებული თვალები ანა! - პირზე ხელს იფარებს შეშინებული ლიზი.
- ისევ მეწვის, თითქოს ნაკაწრები მქონდეს. - ვამბობ და თვალებს ვისრეს.
- ნუღარ ატან ძალას. წამოდი ექიმტან ჩავიდეთ, წამალს ჩაგაწვეთებს. თქვენ კი საქმე განაგრძეთ. - ამბობს შეფი და კარისკენ მიმითითებს. დღეს ისედაც არ ვიყავი აქაურობის ხასიათზე. იქნებ წავიდე კიდეც სახლში.
ის წინ მიდის, მე უკან მივყვები. კოლეჯში ლექციები მიმდინარეობს და ფოიე და დერეფნები ცარიელია.
- როგორ აღმოჩნდა სახესთან ასე ახლოს ვანილი? - მესმის რეზის ხმა. მის ზურგს შევცქერი. მოხდენილად მიაბიჯებს. სიმკაცრე სიარულის მანერაშიც კი ეტყობა.
- ვყნოსავდი. - ვამბობ და ხელსახოცით ჯერ კიდევ სველ სახეს ვიმშრალებ. ის რაღაცას ბუტბუტებს. მგონი ჩემ ნათქვამს იმეორებს.
- იმედია ამიერიდან შენ საქმეს მიხედავ და არასაჭირო მოქმედებებისგან თავს შეიკავებ. - მეუბნება ცივად. თავი კორიდაზე მგონია. მე ხარის პოზიცია მიკავი და თავს ძლივს ვიკავებ, რომ რეზის არ ვეტაკო.
ფოიედან გავდივართ.
- შეფ, ერთი შეკითხვა მაქვს.
- გისმენ.
- რატომ მოგეწონათ ჩემი ბრაუნი?
- იმიტომ, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
- მაგრამ, გუშინ ხომ მიწუნებდით?
რეზი უცბად ჩერდება და ჩემკენ ბრუნდება. მე კი თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შევასკდე.
- მისმინე, ანა. ასე მოხდა თუ ისე, შენი ბრაუნი გუშინვე საუკეთესო იყო. მე კი არ გიწუნებდი მას, შენ შეცდომაში შეყვანას ვცდილობდი. მაინტერესებდა, დაიცავდი თუ არა საკუთარ ნაწარმს. ახლა გასაგებია? - წარბებაწეული მიყურებს. კიბეზე ერთი საფეხურით დაბლა დგას და მისი სახე ჩემ პირისპირაა. ჩემგან განსხვავებით, მშვიდად სუნთქავს და ამ ცისფერ თუ ნაცრისფერ თვალებს, ჯერაც რომ ვერ დამიდგენია მათი ფერი, არ მაცილებს. ყელზე მომდგარი უნიფორმის დასველებული საყელო მაწუხებს და ორი თითით დაბლა ვქაცავ. ტყუილია, არ იწევა. ჩემი შეფი სიურპრიზებითაა სავსე. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ის ბრუნდება და გზას აგრძელებს.
ექიმი ერთი სათვალეებიანი მხიარული ქერა ქალბატონია. მისი გულთბილი მიღება რეზისგან აღელვებულს ცოტა მამშვიდებს. შეფი სიტუაციას უხსნის. ქალი პაციენტის სავარძელზე მაწვენს, ჯერ თვალებს მიწმენდს და შემდეგ ორ-ორ წვეთ რაღაც სითხეს მაწვეთებს. თავიდან არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, ცოტა ხანში კი ვგრძნობ, რომ ტკივილი ოდნავ მიმსუბუქდება.
- აბა, როგორ ხარ? - მეკითხება ექიმი.
- მადლობთ, ნორმალურად. - ვპასუხობ.
- ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, მაგრამ რეზი, სტუდენტს ამ ერთხელ თუ გაათავისუფლებ პრაქტიკიდან კარგი იქნება. - იღიმის ექიმი.
- თუ საგანგაშო არაფერია, დარჩება. - ამბობვს გულზე ხელებდაკრეფილი. ღმერთო, ნუთუ ამ ადამიანს ცხოვრებაში არაფერი სტკიებია?
- კარგი. რადგან ასეა, წასვლამდე შემომიარე. ერთხელ კიდევ ჩაგაწვეთებ წამალს. ახლა კი თავისუფლები ხართ.
იმის იმედი, რომ ამ შემთხვევის გამო სახლში წავიდოდი, ექიმის სკამზე დარჩა.


***
ჯანდაბა! ყველაფერთან ერთად დღეს მორიგე ვარ. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის იმედი, რომ შეფი შემიცოდებს. თვალები აღარ მტკივა, მაგრამ დროგამოშვებით მიცრემლიანდება და სალფეთქით მტირალასავით დავდივარ.
შესვენებისას მხოლოდ ლიზი ღელავს ჩემზე. მაკო და ლანა მოუხერხებლობის გამო დამცინიან. კითხვები მათაც უჩნდებათ ჩემს ბრაუნთან დაკავშირებით და გოგოებს რეზის ნათქვამს საიდუმლოდ ვუმხელ. სანამ თეთრი და შავი თვალებდაწვრილებულები მიყურებენ და რაღაცას ჩურჩულებენ ჩემზე, მე თვალს ლიზის მზერას ვაყოლებ. გოგო მოშორებით მდგომ ამირანს უყურებს, რომელიც წითურ ხატიას ესაუბრება. ლიზი ქვედა ტუჩს იკვნეტავს და წამწამებს გახშირებით ახამხამებს. ოჰო! ნუთუ ეს ისაა, რაც მე მგონია?
გოგო უცბად ჩემ მზერას აწყდება და დაბნეული მიღიმის. მე თვალს არ ვაშორებ. ის ხვდება რატომაც და თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. მე სიცილი მიტყდება და ლიზი ამაზე ბრაზდება. დგება და საკონდიტროში მიდის. მალე ჩვენც მას მივდევთ.

ვანილის კოცნა 5 თავი


***
ონკანს ვკეტავ და ხელებს ვიმშრალებ. საკონდიტროში აღარავინაა. ექვსის ნახევარი ხდება. მეორედ მორიგეობა ნამდვილად არარ მინდა. საკონდიტროს დაკეტვას ვაპირებ, მაგრამ სამუშაო მაგიდაზე შეფის ნივთებს ვხედავ და გასაღებსაც იქვე ვუტოვებ. ექიმთან ჩავდივარ, თვალებში წამალს ვიწვეთებ და ფორმის გამოსაცვლელად გასახდელში შევდივარ. იქ ნათია მხვდება.
- არ წასულხარ? - ვეკითხები.
- გოგო, მზარეულებტან მქონდა რაღაც საქმე და... - ჩანთას კრავს, მხარზე იგდებს და სარკესთან ჩერდება.
- ჰოო...
- წავედი. სალონში მინდა შევლა. თმის შეჭრა გადავწყვიტე და... პაკებიიი... - ხელს მიქნევს ის და მიდის.
ვოხრავ. საინტერესოა ასეთი ადამიანების ტვინის აგებულება. იქ რარაც უნიკალური უნდა ხდებოდეს.
კარადას ვაღებ, შარვალს ვიხდი და ჯინსს ვიცვამ. ის-ისაა ზედატანის ღილებს ვიხსნი, რომ კარის გაღების და დახურვის ხმა მესმის.
- რაო ნათკა, რა დაგრჩა? - ვეკითხები შემოსულს, მაისურს ვიღებ და მისკენ ვბრუნდები.
ნათკა? არა, ეს რეზია. გასახდელში რეზია, ლექტორია, კაცია. ჯანდაბა, აქ რას აკეთებს? გახსნილ პიჯაკს ხელებით ვიფარებ სხეულზე და გაოგნაბულ-განრისხებული შევყურებ. ის კი უცერემონიოდ მიახლოვდება. მე უკან ვიხევ და კარადას ვეჯახები.
- რას აკეთებ! - ვცრი კბილებში. სახეში ვერ ვუყურებ, თვალებს ვაცეცებ, კარებს გავცქერი. ის ზემოდან დამყურებს, აუღელვებლად, უშფოთველად. საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გასახდელში ვინმე შემოვიდეს და ასეთ უცნაურ სურათს გადააწყდეს.
ნერვიულობისგან ხელი ყურისკენ გამირბის, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. ორივე მკლავში რეზის თითები მეჭიდებიან და ხელებს ზურგს უკან მიქცევენ.
- რას აკეთებ! - ვიმეორებ და გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვინძრევი. რეზი იხრება და ტუჩებს ჩემს ბაგეებთან ისე აჩერებს, რომ სულ ოდნავ მეხება. თავს ხან მარჯვნივ ხრის, ხან მარცხნივ, თითქოს მოქმედებისთვის სწორ ფორმას არჩევდეს. თვალებს დაბლა ხრის. ჩემს მკერდს ურცხვად ათვალიერებს. შემდეგ ლოყით ლოყაზე მეხება და ყურისკენ მისრიალებს. მთელ ტანზე ცხელი ჟრუანტელი მივლის და შეწინააღმდეგების სურვილი ნულამდე ეცემა. ჰაერს ხარბად ისუნთქავს და რამდენიმე წამით ყოვნდება. მისი ცხელი სუნთქვა თავბრუს მახვევს. შემდეგ ტუჩებით სწორედ იმ ადგილს ეხება, რომლისკენაც წეღან თითები გარბოდნენ, ჩემი ორი ხალის ოდნავ ზემოთ. კანი მეწვის იმაზე მეტად, ვიდრე რამდენიმე საათის წინ თვალები.
- რეზი. - ვჩურჩულებ. ჯანდაბა, შეიძლება ვინმე შემოვიდეს. ის კი წელზე თავისუფალ ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ტუჩებით უკან ბრუნდება და ჩემს ბაგეებს აცხრება. ვნებისგან თითის წვერებზე ვიწევი და მის მკერდს უფრო მეტად ვეტმასნები. ხელების გათავისუფლება მინდა, მაგრამ ის არ მანებებს. მუცელში რაღაც მიხურს და მეკუმშება. სიამოვნებისგან რამდენჯერმე კვნესა მხდება და ამის გამო ოდნავ მრცხვენია კიდეც. წელზე მიბჯენილი მისი ხელი თითებში ოდნავ იკეცება და ქვემოთ ცურდება. ფრჩხილები რომ ჰქონოდა, ალბათ ნაკაწრებს დამიტოვებდა. მისი ეს მოქმედება ვნებას უარესად მიღვივებს. ხელის მიმართულებით კანის ქვეშ თითქოს ლავა მიედინება.
მოულოდნელად ჩერდება, მაგრამ ტუჩებს მაინც არ მაშორებს. თვალებს ოდნავ ვახელ. გამომეტყველება ისევ არაფრისმთქმელი აქვს, მხოლოდ მკერდის გახშირებული მოძრაობა ჰყიდის მის შინაგან განცდებს.
- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის.


პ.ს. მოკლედ, აი, მოვიცალე და მთელი თავი გადავიტანე... უფ დავიღალე... ახლა გავრბივარ და ბოდიშით, გადახედვა ვერ მოვასწარი, ამოტომ თუ რამე შეცდომას ნახავთ, მომიტევეთ... მიყვარხართ და მიხარიხართ!!!скачать dle 11.3



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ოი,ოი,ოი...ეს რა იყო?! მარიამ არ ვიცი. დამამუნჯე. ეს რა მაგრად გადმოეცი ბოლოშკ ემოციები, ვაიმეე. ძაან მაგარი იყო,წერტილ-წერტილ თუ მისხალმისხალ გქონდა ყველა ემოცია გადმოცემული. ვაახ, მეც შემახურა:))). ხელის გულების ატკივებამდე გიკრავ ტაშს:*:*.

 


№2  offline მოდერი Kira

ვაიმეეე ვანილის გემოოო <3 რა კარგი ხარ <3 ველოდები შემდეგს <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
ოი,ოი,ოი...ეს რა იყო?! მარიამ არ ვიცი. დამამუნჯე. ეს რა მაგრად გადმოეცი ბოლოშკ ემოციები, ვაიმეე. ძაან მაგარი იყო,წერტილ-წერტილ თუ მისხალმისხალ გქონდა ყველა ემოცია გადმოცემული. ვაახ, მეც შემახურა:))). ხელის გულების ატკივებამდე გიკრავ ტაშს:*:*.


თავს გიხრი უზომოდ გახარებული.
ვაიმეე აი რაღაცნაირად იცი ხოლმე კომენტარის დატოვება, უღრმესი მადლობა. <3

Kira
ვაიმეეე ვანილის გემოოო <3 რა კარგი ხარ <3 ველოდები შემდეგს <3


მადლობააა <3 შემდეგი ცოტა შემაგვიანდება ალბათ

 


რა სიტკბოება იყო! ვანილის და კარამელის უჟმური რეზი! ^_^ აღფრთოვანებული ვარ! <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაიმეეე საოცრება ხარ <3 საუკეთესო თავი იყო,სასწრაფოდ მჭირდება ახალი თავი.
კორიდას ეპიზოდი მომეწონაა ვიხალისე :დდდ
ბოლოსკნ არ მოველოდი უყურე შენ რეზიკოსსს.:დდდ მოკლედდ რაც კაია კაია და ჰე ახლა მიაყოლე მეექვსეც უცებ <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

არ ველოდი..მოულოდნელობა იყო და მომეწონა...რა კარგად გქონდა აღწერილი ...გრძნობათა ნიაღვარი მოდიოდა...ველი მომდევნოს..

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

და კიდევ მარიამ, სულ ასეტი სურათები დადე ხოლმე რაა. არ გინდა ეს პროტოტიპები. პირველი სურათი კუჭს ეამა, მეორე ყველაფერს:))).

 


№8 სტუმარი darina

Sazizgari rezikoo shexe erti turme ra "gafujebuli" yofilaaa , gavgijdi, gadavirie es ra tkbili, ra tbili tavi iyo, shen ki rogorc yoveltvis dzalian magari gogo xar ai ar vici uzomod shemayvare tavi.

 


№9  offline წევრი lamazi gogona

vgijdebi am istoriaze :*** ra bichia chveni rezi ))

 


№10  offline წევრი marisa

რა მაგარი თავი იყო. აღფრთოვანებული ვარ :) ბოლოს განსაკუთრებით, ისე მაგრად გქონდა ყველაფერი გადმოცემული, ანას რა დაემართებოდა და მე ჩემი დამემართა. ისეთი თავი იყო, ამის მერე კარამელის ჭამით რომ ვერ გაძღები. უჰუჰუ, ამ თავმა და ამ სურათმა მომაშია და რა ვუყო მერე ჩემს დიეტას :/ :დდ რეზის ვიფიქრე, თავიდან ვფეთავ-თქო, მაგრამ ბოლოს ისეთები ჩაგვიტარე... ♡ მადლობა ამისთვის

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაიმე ვაიმე, უზომოდ გახარებული ვარ გოგონებოო... ^_^

გრაფო, შევეშვი მე პროტოტიპებს. ხომ ვთქვი, არც ვაპირებდი, უბრალოდ თხოვნა ავასრულე. მეც მსგავსი სურათები მირჩევნია. :დდ

მარისა ჯანდაბას შენი დიეტა. აწი ნახე სურათები :დდ უღრმესი მადლობა <3

 


№12  offline წევრი elenika.13

Vaimeee ra magari tavi ikooo <3 gavgijdii. Dzalian gtxov male dade ra <3

 


№13 სტუმარი mari

Au dz magari iyo ❤❤ dz gtxov male Dade ra

 


№14  offline წევრი mariko_2001

ვაიმეე ეყოჩააღ მაგარი ხარ ძაან

 


№15 სტუმარი nini

ძალიან ძალიან მაგარია love რეზი ძალიან განსხვავებულია <3

 


№16 სტუმარი Ana

კომენტარიm0mew0na aisbergi cota galgva:-)

 


№17 სტუმარი SAlo

Au ra kargi iyooo

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვუმეეე. ეს რეზი ნამდვილად არსებობს და ავტობიოგრაფიააა თუ რამაფიაა? რა რეალურად გაქვს ყველაფერი. თითქოს შენ ხარ ანი :D :D <3
გენიალნა ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე, დავიწვი და დავიფერფლე, გავგიჯდი და გადავირიე... ძალიან მაგარია, ყოჩაღ...

 


№20 სტუმარი Guest თეა12

ვიფიქრე ამ თავსაც წავიკითხავ და დავიძინებთქო მარა... ვგრძნობ უნდა გავათენოო

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

დამპალი შეფი ეს რა აკადრა

 


№22 მოდერი naattii

არა რა ამ ბიჭს ყურებთან თითების მიტანა აგიჟეებს :-D❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent