შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (30)


20-09-2015, 14:14
ავტორი Keke27
ნანახია 13 131

30

"ჰმ" ჩაიცინა გვანცამ და ისევ ფანჯარას მიადო თავი.
_ყოჩაღ თქვენ, რა კარგად იმღერეთ, რა სასიაოვნო მოსასმენი იყო. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნუცა.
_ჯერ სად ხარ, მე იმდენი დაფარული ნიჭი მაქვს, - შეიფერა ახალაძემ შექება და გაიცინა, თორნიკეც აჰყვა. შენგელიამ მაისურის საყელო ცხვირამდე წამოიწია და ჩუმად იცინოდა.
ისაუბრეს, მუსიკასაც უსმინეს,იცინეს, იმხიარულეს და ასე გაიარეს გზის ნახევარი.
_უი, გვანცას ჩასძინებია, - თქვა უცებ ნუცამ და მეგობარს, სახეზე ჩამოშლილი თმა ფრთხილდ გადაუწია. თორნიკემ უცებ დაუწია მუსიკას. ახალაძეს გაეღიმა მის საქციელზე. ავალიანი მიუხვდა ღიმილის მიზეზს და მასაც გაეღიმა.
_ახალგაზრდებო,- მიმართა თითქმის ჩურჩულით სვანმა შენგელიას მეგობრებს, - რა გეგემები გაქვთ?
_ჩვენ? - დაიბნა ნუცა.
_ერთობლივს არ ვგულისხმობ, - გაეცინა ავალიანს. ნუცა მოეშვა და მასაც გაეცინა.
_მე სწავლა მეწყება,- თქვა მერე.
_სტუდენტი ხარ? - რატომღაც გაუკვირდა თორნიკეს.
_კი,თან ბოლო კურსია. მომავალი მასწავლებელი ვარ.
_მისასალმებელია, ყოჩაღ! - მოუწონა პროფესია კაცმა.- პაატა, შენ?
_მე სამსახური და მისი ჯანი. - გაიკრიჭა ახალაძე.
_კარგია სამსახური რომ გაქვს.
_გვანცას დამსახურებაა, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს ეს გოგო საერთოდ. - გაეღიმა პაატას.
ავალიანსაც გაეღიმა.

სამეგრელოში ჩასვლამდე ეძინა გვანცას. დრო და დრო, შეიშმუშნებოდა ხოლმე.
_მთელი გზა მეძინა? - თავადვე გაუკვირდა მანქანიდან რომ გადმოვიდა.
_თან როგორ ხვრინავდი ტო, - უთხრა მთელი სერიოზულობით ახალაძემ.
_რა? მე ვხვრინავდი? - შეიცხადა შენგელიამ და წამოწითლდა, მაგრამ მალევე მიუხვდა მეგობარს ხუმრობას და გადაიკისკისა, - გადი, გადაშენდი აქედან.- მუჯლუგუნი ჰკრა ბიჭს.
_არა და, როგორ გეცვალა ფერი,- იცინოდა პაატაც.
_მოვკვდი სირცხვილით შე კაცო! - თქვა სიცილით გვანცამ
ავალიანი ღიმილით უგდებდა ყურს მეგობრების საუბარს.
_აქ რას დამდგარხართ კი მაგრამ, ჩამოდით ეზოში,- ჭიშკართან მხიარული სახით და ხმით მიიჭრა მალხაზი. თან ყველას მიესალმა. პაატას და თორნიკეს ხელი ჩამოართვა და კიდევ ერთხელ შეიპატიჟა ავალიანი სახლში.
_არა, ვერ შემოვალ.საღამოს უკვე თბილისში უნდა ვიყო, ხვალ დილით სამსახურში აუცილებლად უნდა გამოვცხადდე. - უარი განაცხადა ეზოში ჩასვლაზე სვანმა და მანქანაში ჩასაჯდომად მოემზადა.
_დიდი მადლობა ყველაფრისთვის,- უმცროსი შენგელია ახლოს მივიდა მასთან,ნუცამ და ახალაძემაც გადაუხადეს მადლობა მასპინძლობისთვის და დაემშვიდობნენ,- მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.- თქვა ბოლოს გვანცამ და ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა. ზედმეტად ოფიციალური იყო იმ წუთებში შენგელიას ასული,არ უნდოდა მათი დამშვიდობება სენტიმენტალური ყოფილიყო, არადა თორნიკე უფრო მეტ სითბოს მოელოდა მისგან. თუმცა ამაოდ.
ძრავა ჩართო და თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგა. შენგელიაზე ფიქრი კი დაუკითხავად დაემგზავრა.

კარგად დაღამებულიყო მანქანა კორპუსის წინ რომ გააჩერა. საშინლად დაღლილიყო. ტანი ძლისვ აზიდა კიბეებზე. სახლში შესულს მარტოდ დარჩენილი სახლის სურნელი მიეგება. ხელის ფათურით კედელზე ჩამრთველი მოძებნა და სინათელ აანთო. ოთახებში გამეფებული სიჩუმე გულზე ლოდად დააწვა უცებ.სახლის სიცარიელემ დაღალა უკვე რა ხანია. ბევრჯერ გასჩენია სურვილი სახლში დაბრუნებულს, ხმაურიანი სიმყუდროვე - ოჯახი მიგებებოდა, თუმცა ამ სიტუაციის შემქნელი არსად სჩანდა.
სახლის გასაღები კომოდზე მოისროლა, თვითონ კი მისაღებ ოთახში ტახტზე წამოწვა და წელი გამართა. ტკივილნარევი სიამოვნბისგან ყრუდ დაიგმინა. ამდენი ხანი საჭესთან ჯდომისგან წელი ასტკიებოდა. თვალები მინაბა და ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს დაუგდო ყური, მაგრამ რამოდენიმე წუთში ტელეფონის ზარის ხმა ისე გაისმა, თითქოს კედლები ექოს გამოსცემსო. შეკრთა უცებ, თან გაუკვირდა, სახლის ტელეფონი რეკავდა.
ზლაზვნით აზიდა ტანი ტახტიდან და ფეხისთრევით მივიდა ყურმილამდე.
_გისმენთ! - ისეთი ხმით წარმოსთქვა, ყურმილის იქეთ მყოფს გული გაუჩერდა ლამის.
_თორნიკე მე ვარ,- გაისმა ქერას გაპარული ხმა.
_ქეთი? - იკითხა გაკვირვებით, თან მობილური ამოიღო ჯიბიდან და ეკრანს დახედა. დანარეკი არავის ჰქონდა.
_დიახ, მე ვარ. მობილურზე არ დაგირეკე, ვიფიქრე არ მიპასუხებდი, მე კი შენი ხმის გაგონება მონდოდა. - სხაპა-სხუპით უთხრა ქალმა და სუნთქვა შეკრული დაელოდა პასუხს.
_სწორად გიფიქრია.- მიუგო მკვახედ კაცმა. ქერას თვალები ცრემლით აევსო.
_მაინტერესებდა როგორ ხარ, რომ მითხრეს დაბრუნდაო, ძალიან გამიხარდა. გილოცავ.
_მადლობა. უნდა გავთიშო ახლა,ძალიან დაღლილი ვარ.- საუბრის დასრულება დააჩქარა ავალიანმა.
_ერთი წუთით, მოიცა... - ჩასძახა ქალმა.
_გისმენ.
_გვანცა შეგირიგდა?
_არა! - სიბრაზე წამოეშალა ავალიანს თვალებში უკვე.
ქერამ ტელეფონი გათიშა.
თორნიკე ისევ წამოწვა ტახტზე და ინატრა,რომ შუაღამით კოშმარებს არ გაეღვიძებინა. დილამდე სძინებოდა და ამ ორზე, ქეთიზე და გვანცაზე არ ეფიქრა ახლა მაინც.


* * *

სამეგრელოს დატოვების დღეც მოახლოვდა. ბარგი ჩაალაგეს და გასამგზავრებლად გაემზადნენ.
ნუცამ მოიწყინა, თუმცა ცდილობდა არ დასტყობოდა.
_მომენატრები ჩემო კუდიანო,- უჩურჩულა ახლაძემ შეყვარებულს და ხვეულ თმაზე ხელი დასუვა. ნუცას ცრემლნარევი ღიმილით გაეღიმა და თავი გვერდზე შეაბრუნა, რომ მისი თვალები არ დაენახა პაატას.
_სულაც არ მოგენატრები, ქალაქში სხვა გოგოები გეყოლება და მათი ნახვის შემდეგ საერთოდ არ გაგახსენდები, - ბავშვივით გაებუტა გოგონა.
_ნუ ხარ სულელი ამხელა გოგო, - გაეღიმა ბიჭს და ლოყაზე უჩქმიტა.- ჩამოგაკითხავ ხოლმე, როგორც კი შევძლებ თავის განთავისუფლებას სამსახურიდან.
ნუცას თვალებში ეშმაკუნა ვარსკვლავები აუციმციმდნენ.თუმცა არაფერი თქვა. მხოლოდ თვალებით მიეალერა ბიჭს.

გვანცას გული ამოვარდნას ჰქონდა ლამის, მის აგფიქრებისას, რომ აწი, თითქმის ყოველდღე მოუწევდა ავალიანის ნახვა.
თან უხაროდა, თან არა.
გზად მეორე ბებოსთან შეიარა და მათაც დაემშვიდობა. ერთადერთი შვილიშვილი ჰყავდა ქეთოს და მასზე ამოდიოდა მზე და მთვარე. რომ გაუგია, მანანას ფეხმძმობა, მთელი დღე წნევა ვერ დაუგდეს თურმე ქალს.

და აი, მონატრებული ქალაქი, ეზო, ქვეყნის და უბნის საქმის გამრჩევი მეზობლები, კორპუსი და სადარბაზოც გამოჩნდა. ბედნიერმა ღიმილმა გადაუარა სახეზე შენგელიას. დაღლილობის მიუხედავათ, მაინც ცქვიტად გადმოხტა მანქანიდან და ეზოში თავშეყრილ მეზობლებთან მიიჭრა. თითოეული ისე ჩაიკრა გულში, თითქოს წლებია არ ენახოს. ყველამ სიხარულით მიეგება გვანცას დაბრუნებას. "ჩვენი ცქრიალა გოგო"...
"ჩვენი უბნის მშვენება"...
"რა გოგო გვყავს"...
იძახდნენ მეზობლები.

* * *

მზე კარგა ხნის ჩასული იყო. გვანცა ჩვეულებისამებრ აივანზე იჯდა, ყავას სვამდა, თან ლეკვს ეთამაშებოდა, რომელიც მთელი ამდენი ხანი არ ენახა და ძალიან მონატრებოდა.
ავალიანის მანქანის ფარებმა კორპუსს მიანათა. შენგელიას გული ყელში მიებჯინა. ცალი თვალით გადაიხედა დაბლა. თორნიკე მთასავით აღიმართა მანქანიდან რომ გადმოვიდა. თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა,გულ-მკერდი მოღეღილი ჰქონდა.თმა უკან გადაევარცხნა საგულდაგულოდ,ზურმუხტისფერი თვალები ხორბლისფერ სახეზე თვალის მომჭრელად იწონებდნენ თავს. წარბებს შორის ღარი დამჩნეოდა,რაც აშკარას ხდიდა მის წარმომავლობას.
"რამსიმაღლეა,თან როგორი სიმპატიური" გაიფიქრა გოგონამ გუნებაში და გაეცინა.
კაცს არ დარჩენია შეუმჩნეველი მეოთხე სართულის აივნიდან მისკენ დამიზნებული თვალი, თუმცა არაფერი შეიმჩნია. "შენგელიას ასულო, მოგივლი მე შენ" ჩაიცინა სვანმა, როდესაც სადარბაზოში შევიდა.
_დაინახე? - მიუბრუნდა გვანცა ლეკვს,- არც კი ამოგვხედა,ისე შევიდა სახლში.- იწყინა.
ლეკვმა პატრონს თვალებში შეხედა, ჩუმად დაიწკმუტუნა და წინა თათებზე ჩამოდო თავი დასჯილივით.
ძაღლის საქციელზე შენგელიას გაეღიმა და თავზე მიეფერა.
_რას იტყვი, ვცადო?- ჰკითხა ისევ ოთხფეხა მეგობარს. ლეკვმა თავი წამოწია და ყურები ცქვიტა.
ისევ გაეღიმა გვანცას.
_ვცდი! - თქვა მტკიცედ და სახლში შევიდა. - დე, დაბლა ჩავდივარ და ამოვალ მალე, ხომ არაფერი გჭირდება?
_კარგი... არაფერი არ მინდა.მამაშენი თუ ნახო, ჩუმად უთხარი არ დალიოს. წნევა ჰქონდა წუხელ მაღალი.
უფროსი შენგელია მეზობლებთან გასულიყო.
გვანცამ კარი ფრთხილად გაიხურა და კიბეებზე დაეშვა. მეორე სართულზე რომ ჩავიდა ღრმად ჩაისუნთქა, სუნთქვა დაირეგულირა და ავალიანის ბინის კარზე დააკაკუნა.
კაცს კარის გაღება არ შეუყოვნებია.
_ჰეი. - ხელის აქნევით და ღიმილით მიესალმა კარში სახტად დარჩენილ თორნიკეს შენგელია.
_გაგიმარჯოს, შემოდი, შემოდი.. - გამოერკვა და კარი ფართედ გააღო.
_არა, იქეთ ვერ შემოვალ. დაგინახე რომ მოხვედი და მოსაკითხად ჩამოვედი.- უთხრა, თან ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, ცდილობდა ნერვიულობა ჩაეცხრო და მოცახცახე კიდურები ასე დაემალა.
_შემოდი რა, საჭმელს ვჭამდი, მაგრად მშიოდა.- გაეცინა ავალიანს.
_შენ აკეთებ ხოლმე საჭმელს?
_ზოგჯერ კი, უმეტეს წილად გამზადებულს ვყიდულობ.
_კარგი, მიდი გააგრძელე ჭამა, აღარ მოგაცდენ. ეზოში გავდივარ მაინც.
_კარგი, მიხარია შენი დაბრუნება.- მიაძახა კიბეებზე ჩამავალ გვანცას და ჩაეცინა.

იმ ღამით ორივეს მშვიდად ეძინათ. ფიქრებში და ოცნებებში ერთად იყვნენ.


დილით გვნაცა ადრე ადგა, სწრაფად გაირბინა დერეფანი და აივანზე გავიდა. ეზოში გადაიხედა, მაგრამ ავალიანის წასული დაუხვდა. გული დაწყდა. "ასე ადრე რატომ წავიდა"-ო გაიფიქრა და აბაზანისკენ ფეხისთრევით გაემართა.
თავი მოიწესრიგა. წასასვლელად მოემზადა.წასვლამდე კი ყავის დალევა გადაწყვიტა და სამზარეულოში, მაგიდას მიუჯდა.
_სად მიდიხარ ასე ადრიანად მამი? - ოთახში მალხაზი შემოვიდა. ახლადგაღვეძებული იყო, თვალები შეშუპებოდა, თამ გაბურძგვნოდა და ერთი შეხედვით სასაცილო იერს ტოვებდდა მისი ზოლებიანი ხალათით.მაცივრის კარი გამოაღო და მინერალური წყალი აიღო, - თავი მისკდება, აღარ შემიძლია მეტი.- დააყოლა მერე.
_ადრე არ არის, დილი ცხრა საათია უკვე, და თან რა სავალდებულოა გონების დაკარგვამდე დალევა და დათრობა, გამაგებინე, გეხვეწები,- გაუჯავრდა უმცროსი შენგელია მამას.
_რას ამბობ მამი,როგორ არაა სავალდებულო, ქართველს კაცს ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს რა გამოულევს. თან დალევის პროცესია სასიამოვნო, თორემ შემდეგ რაც მოჰყვება ეგ არავის მოსწონს...
_ამერიკელები, მთელი დღის მანძილზე, ერთი ჭიქა ალკოჰოლით მთელი მსოფლიოს კუთხე კუნჭულს გიდღეგრძელებენ თუ გინდა. დალევენ და ირგებენ, თან სიამოვნებასაც ღებულობენ დალევისას და დალევის შემდეგაც.
_ოჰ, კაი ახლა, ამერიკელები და ევროპელები არ მაინეტერესებს მე, ქართველი კაცი იმისია, ხარივით უნდა სვას,მგოსანვით უნდა სხლავდეს სადღეგრძელოებს და...- კიდევ უნდოდა მალხაზის რაღაცის თქმა მაგრამ გვანცა ფეხზე წამოხტა და სიტყვა გააწყვეტინა.
_ე, მაგ დემაგოგობამ დახია საქართველო და ქართველი კაცი უკან! კაცი ღვინის სმით როგორ უნდა შეაფასოთ, ჩემამდე არ დადის.- აღშოთდა გვანცა.
_წადი მამა შენ სადაც მიდიხარ, ისედაც გასკდომას მაქვს თავი, კიდე ნუ მიმატებ ერთი.. - შეწუხებული ხმით უთხრა მალხაზმა შვილს და ცივი მინერალური წყალი ხარბად გადაუშვა ალკოჰოლისგან გამომშრალ ყელში.
_დღეს მაინც აღარ დალიო, წნევა გქონდა ორასი, კიდე სასმელს ამატებ, შენს თავზე თუ არ ფიქრობ, დედაზე იფიქრე, რვა კვირა დარჩა მშობიარობამდე, მეტი კიარა, ნუ ანერვიულებ.- გააფრთხილა მამა. ჩანტას ხელი დაავლო და გასასვლელი კარისკენ წავიდა.
_მოიცა, მოიცა,- დაეჭვებით დაუძახა შვილს,- რა გჭირს კი მაგრამ შენ რას იღრინები?
_არაფერი, რა უნდა მჭირდეს. შენ არ ფიქრობ და ნერვიულობ შენს ჯანმრთელობაზე და მე თუ შენიშვნა მოგეცი ავნერვიულდი, ვიღრინები ხო?- აქეთ შეუტია კიდე გვანცამ.
_კარგი ახლა, ხომ იცი და ხომ ხედავ, რომ არ ვარ სასმელში ჩაწოლილი. თვეში ერთხელ არაუშავს, მაგისთვის ნუ მიბრაზდები მამი, თორემ ისევ ამივარდება წნევა ორასზე,- ხმა დაუთმა უფროს შენგელიას.
_როცა ჯანმრთელობა არასტაბილურია, თვეში ერთხელაც არ შეიძლება დალევა!- ტონი ატეგორიული ჰქონდა შენგელიას.
_აუ, შენ რა ანჩხლი ხარ შვილო. ვინ გაგიძლებს.- ხელი აიქნია მალხაზმა და სამზარეულოში შებრუნდა. გვანცას ჩაეღიმა და გარეთ გავიდა.მაღაზიაში უნდა წასულიყო ტანსაცმლის შესაძენად. რამოდენიმე დღეში ლექტორის ცხოვრებით უნდა ეცხოვრა ისევ.

მაღაზიაში როგორც კი შევიდა მაშინვე მისი სახელი შემოესმა. ვიღაც ეძახდა. ქალის ხმა იყო. უკან მოიხედა,თვალებით ქეთის გადააწყდა, რომელიც მისკენ მიემართებოდა.



№1  offline წევრი roza1996

ისევ არ აკამათო რა ესენი ძლივს გადაწყვიტა ნორმანულად ამ გოგომ რაღაც winked

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuf ketio :(( imedia saswauls ar etyvis axla kide rameea da ar gadarevs :D male dadee ra kargiaa :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორც იქნა ვიხილე სასურვწლი ისტორია... მე უფრო დიდ თავს ველოდი არ გეპატიება ასეთი პატარა თავი... ოსე მომეწონა ძალიან და იმედი მაქვს ქეთი აუხსნის გვანცას იმ ღამით არაფერი რომ არ მომხდარა...

 


№4  offline წევრი KaTE:))

მე ვფიქრობ არაფერს სასწაულს არ ეტყვის პირიქით...
ძალია კარგი იყო კეკე, როგორც ყოველთვის...
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№5 სტუმარი ....

Me mgonia ro keti daexmareba amat sherigebashi imedia ar vcdebi tore im keras davaxrchob

 


№6 სტუმარი Lizazu

Imedia etyvis rom im gamit araperi momxdara tore kide rom ar sherigdnen Gavin devi

 


№7  offline წევრი mariko_2001

აუუ ესე მგონია ქეღი შეარიგებს ამათ მარა ქქეთიც მეცოდებააეხლა ეგეც შემიყვარდააა

 


№8 სტუმარი Natu

Auuf ra pataraa tavebs deb

 


№9  offline წევრი kora

ახლა ქეთი რამე ტყუილს თუ ეტყვის უსასრულოდ გაიწელება ისტორია :(
--------------------
kira.G

 


რა დროს შერიგებაა ჯერ, ძალიანაც მომწონს გაბრაზებული ავალიანი! :3 <3 ისტორია რომ უსასრულოდ გაგრძელდეს, იცოდე, შენთან ვარ უსასრულობამდე მოთმინებითა და ბედნიერებით!!! <3 <3<3

 


№11 სტუმარი xatia

Au esqeti saidan gamochnda :o ♥♥

 


№12  offline წევრი giorgi12377

ვერ გავიგე ერთ ადგილას წერია ნამდვილი ამბავია და ეს გოგო გარდაიცვალაო, რა შეკვეთებს აძლევთ, როგორც რეალურად მოხდა ისე დაწერს ალბათ თუ მართლა სინამდვილეა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent