შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 6 თავი


20-09-2015, 14:59
ავტორი lullaby
ნანახია 9 919

***
პირი ღია მრჩება. უკან წაღებულ ხელებს ვისრისავ. მკლავებზე მის მოჭერილ თითებს ისევ ვგრძნობ. რეზიმ მე მაკოცა. შეფმა მაკოცა. იმ ბიჭმა მაკოცა, რომლემაც ავტობუსში ბილეთი ამიღო. ღმერთო, თან როგორ მაკოცა. მეცინება და ტუჩებზე თითებს ვისვამ. სიამოვნების და კმაყოფილების მეტს ვერაფერს ვგრძნობ. გული ისევ აჩქარებული მაქვს. ბაგეები ისევ მეწვის, მუცელიც.
გათიშულს, გასახდელში შემოსული გოგო მაფხიზლებს. ძირს დავარდნილ მაისურს ვიღებ და ვისვამ. გონზე მოსასვლელად სახეზე ცივ წყალს ვისხამ. ვერ ვიჯერებ, რაც მოხდა. კარადას ვკეტავ, ჩანთას ვიღებ და ფოიეში გავდივარ. ახლაღა მერევა გაოგნება, აღელვება და თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს.
ეს რატომ გააკეთა? შეფს მოვწონვარ? არ არსებობს, ნუთუ მისტერ ქვის გულს მოწონების გრძნობა გააჩნია? ნეტავ რა ტრიალებს მის თავში? ჩემდამი და არა მარტო ჩემდამი ასეთი უხეში მოპყრობის შემდეგ, მისგან მსგავსი საქციელი როგორ უნდა შეფასდეს?ჯანდაბა, ანა! მაგარი გამოცანა დაგატყდა თავს. ესეც შენი კოლეჯი და მისი პირველი თავსატეხი, ვნებიანი თავსატეხი.
ის-ისაა კოლეჯიდან გავდივარ, რომ ვიღაც ჩემს სახელს ყვირის. ვბრუნდები. ჟღართმიანი ხატია ფურცლიან ხელს მიქნევს და ჩემკენ მოდის.
- სალამი. ხომ არ გეჩქარება? - მეკითხება.
- სალამი. არა. - თავს ვაქნევ.
- აი, გამომართვი. - ფურცელს მაწვდის. - ამ წამს ამოვბეჭდე. მასკარადის გმირების ჩამონათვალია. რადგან პირველი შენ შემხვდი, ბარემ მიდი, ამოარჩიე, ვინ გინდა, რომ იყო კვირა საღამოს.. - გოგო წარბებს ათამაშებს და ხითხითებს.
ფურცელს ვართმევ. ჩამონათვალი ულევია.
- ვაიმე დედა. - ვიცხადებ. - ამდენი ახლა როგორ წავიკითხო? ან როგორ მოიფიქრე?
- ამ ჩამონათვალმა გამიწია რეკომენდაცია წვეულების ორგანიზატორის შერჩევის დღეს. - თვალს მიკრავს ხატია.
- აამ, კარგი. - ქვედა ტუჩს ვიკვნეტ. ამდენის წაკითხვის თავი არ მაქვს. ჩამონათვალს აქა-იქ ვკითხულობ. თითოეული მათგანი მხოლოდ კოლეჯთანაა კავშირში: კოქტეილი... შავი შოკოლადი... ტაფა... პომიდორი...ნიორი... ვანილი... რომი... მიმტანი... მოიცა, ვანილი?! ამ სიტყვაზე მეღიმება და ცოტა ხნის წინ რეზის ნათქვამი სიტყვები მახსენდება:“ვანილის გემო გაქვს.“ ზუსტადაც, მე ამას გავაკეთებ!
- ვანილს ავირჩევ. - ვეუბნები ხატიას.
- ოჰოო, მშვენიერი არჩევანია.
- ერთი თხოვნა მაქვს. - ფურცელს ვუბრუნებ. - შეგიძლია, რომ თეთრი და შავი შოკოლადი მაკოს და ლანას შეუნახო?
- აა, არ ვიცი რამდენად შევძლებ. - ყოყმანობს. - ასე დაჯავშნა არ მგონია სწორი იყოს.
- უბრალოდ აღნიშნე, რომ უკვე არჩეულია. დამიჯერე, მათ რომ ეს ორი არ შეხვდეს, მათი სახით მტრებს გაიჩენ. - მეცინება.
- კაი, კაი, გამონაკლისები ყველგან და ყოველთვის. - სიცილით მიქნევს თავს ხატია. ფურცელს მართმევს და მიდის.

ვანილის კოცნა 6 თავი


***
ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ვიღაცის ნაკლებად მრავალფეროვანია, ვიღაცის კი ძალიან საინტერესო. ამ ისტორიის შექმნა კი თავად ადამიანზეა დამოკიდებული. იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გარისკავს, რამდენად იაქტიურებს, რამდენად გაითვალისწინებს და რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუმცა, ხშირად საინტერესო ისტორიაბი მომენტალური, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმით იქმნება და მათ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი შედეგები მოსდევთ.
არ ვთვლი, რომ აქამდე უინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი თავგადასავლები წინ მელის. მიუხედავად იმისა, რომ შეფმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა და აუღელვებლად გაიხურა კარი, მე მაინც კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, კონკრეტულად რითი, მაგრამ ვგრძნობ, რომ მომავალში თავბრუსხვევები არ მომაკლდება. დიახ, შეფი დიდი ამოუცნობი ვინმეა და დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს მამყოფებს გაურკვევლობაში, მაგრამ მე ეს არ მაფრთხობს. პირიქით, მიზიდავს და მეშინია. მეშინია, რომ საკუთარი თავი არ მეყოფა მასთან გამკლავებისას. შიში კი ერთგვარი ადრენალინია. მე კი ადრენალინს რეზისთან ვაიგივებ. ამასთან, რეზისი არ მეშინია. ჩემს თავში არეულობაა, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი დალაგდება, მთავარაი, მისტერ არამზადა თევზებმა უარესი ქაოსი არ შექმნან ჩემში.
ეს-ესაა დედა ბჭყვრიალა თვლების ჩემს შუბლზე დაწებებას მორჩა. მხარზე ვერცხლისფერი ტატუ მაკვრია. ფოტოლია, ჩემი წარმოდგენით ვანილის ფოთოლი. ტანზე თეთრი, უსახლებო კაბა მაცვია, რომლეიც საკმაოდ ფარფარა, მსუბუქი და ნაზია. ვბზრიალდები და ზედა შიფონის ნაჭერი ტალღებად ფრიალებს ჰაერში. ფეხზე კი სადა, თეთრ ბალერინებზე ვდგავარ. ჩემი ქერა თმა უკან მაქვს გადაწეული და გაშლილი, რომ შუბლზე თვლებით გაწყობილი ლამაზი ორნამენტი კარგად გამოჩნდეს. მომწონს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თეთრი ვანილი ვარ. საკუთარ თავზე ვიცინი.
დედას პირზე აუფარებია ხელი და აღფრთოვანებული მიცქერს. სადაცაა ცრემლები წამოსცვივა.
- ოო ხათო, კარგი რაა. - ვშორდები სარკეს და ჩემს სპორტულ ჩანთაში ვიქექები.
- ანა, არ გადამრიო და არ მითხრა, რომ მაგ ჩანთით მიდიხარ. - სახე ეცვლება ხათუნას.
- ამით კი არ უნდა ვიარო. მივიტან და ოთახში დავაგდებ.
- იქნებ ესენი ჩაგეცვა? - თვალს აპარებს თავისი ქუსლიანი ფეხსაცმელისკენ.
- გამორიცხულია.
ოთახში ლელა შემოდის. ჩემი საკონდიტროს ფორმა აცვია. მეკრიჭება.
- ასე წამოვალ. რას გაიგებენ?ვითომ სტუდენტი ვარ და ეს ფორმა ავირჩიე.
- გაიხადე ეგ და გირჩევნია იმეცადინო, ხვალ გამოცდა გაქვს. - ვუბრიალებ თვალებს. გაბრაზებული გადის. ხათო ჩანთას მიკრავს, მე ვიღებ. დედა კარამდე მაცილებს. კიბეზე ჩავდივარ და სადარბაზოსთან მდგარ ილოს ვუახლოვდები. გარეთ ნაწვიმია და კაბა რომ არ დაიწუწოს, ხელებით მაღლა ვიწევ. მამა კმაყოფილი მაცქერდება და ლოყაზე მკოცნის.
- ულამაზესი ხარ პატარავ. - მიკრავს თვალს და მანქანის კარს მიღებს. მეც ვიფერებ და ფრთხილად ვჯდები.


***
საღამოს გახსნამდე ერთი საათით ადრე მივდივარ. წვეულება პირველი სართულის ფოიეში იმართება. იქაურობა სრულიად შეცვლილია. მიმღების დახლის ადგილას სცენა გაუმართავთ. იქ DJ დგას და თავის აპარატურას ასწორებს. ალაფურშეტი ორ მხარესაა გაწყობილი. კედლები და ჭერი სხვადასხვა ფერებშია გაფორმებული. აქა-იქ ფერადი ბუშტებიც ჰკ..ია. კიბეები ლენტებითაა მორთული. ჩემ გვერდით მაგიდა დგას, ზედ კი დიდი თასით შოკოლადიანი თხილი და მოზრდილი ბლოკნოტი დევს. როგორც ვიცი, სტუდენტებს წვეულების დატოვებამდე მოუწევთ ამ ბლოკნოტში ჩაწერონ, დღევანდელს დღეს რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.
ფოიეს ვათვალიერებ. მხოლოდ რამდენიმე კოსტიუმიანი სტუდენტი დადის. მათ შორის ერთი სავარაუდოდ ცანგალია, მეორე - წიწაკა და მესმე მიმტანი.
მობილურზე შეტყობინება მომდის.
„ - მეორე სართულზე ვართ. Waiting for u.” - მწერს მაკო.
ჩანთას მხარზე ვიკიდებ და კიბეზე ავდივარ. საეჭვო პირის შესამჩნევად გარემოს ჯაშუშივით ვათვალიერებ. არ ჩანს. ჯერ-ჯერობით მასზე ფიქრი არ მინდა და ფიქრების გასაფანტად თავს ვიქნევ. მეორე სართულზე ავდივარ და შორიდანვე , ოთახის კუთხეში ვხედავ ჩემს ჯგუფელებს. ფოიე გადაჭედილია. დაბლითა სართულის ავეჯი აქ ამოუტანიათ.
- ღმერთო, შენ ვანილი ხარ თუ ფერია? - თვალებგაფართოვებული მიყურებს ლიზი, ხელს მკიდებს და მაბზრიალებს.
- ჩანთა განსაკუთრებით გამშვენებს. - ფხუკუნებს ამირანი.
მაკო და ლანა ჩუმად დგანა და მშვიდად ელიან, როდის შევაფასებ. ზუსტად ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ. ლანა რა თქმა უნდა თეთრი შოკოლადია. თეთრი ტყავის უსახლებო მაისური და იგივე მატერიის მოკლე ბოლოკაბა აცვია, რომელიც მსხვილ ტალღებად ლამაზად ადგას. ფეხზე თეთრი, დაბალყელიანი თასმაგახსნილი ჩექმით დგას. ზუსტად მსგავს, შავ ტანსაცმელშია გამოწყობილი მაკო.
- ერთნაირად სასაცილოები და საყვარლები ხართ. - ვუცინი მათ და დანარჩენებს ვათვალიერებ. ამირანი მენიუა და თეთრ ტანსაცმელზე შავი შრიფტით კერძების დასახელებები აწერია. ლიზის კი დაბინდული ოქროსფერი, თითქმის ჩემი სტილის კაბა აცვია. თვალებიც ოქროსფერი ბჭყვრიალა საღებავით მოუხატავს, ასევე ტუჩებიც. მაგრამ ვერ ვხვდები ვინაა.
- იტკბილესი და უგემრიელესი honey ბრძანდება. - ამბობს მაკო ტუჩების ლოკვით.
- ისღა დაგრჩენია, ვინმე შესაფერისს მიეწებო ლამაზო. - თვალს უკრავს მას ლანა.
- ქალბატონი არ მოსულა? - ეკას ვგულისხმობ.
- ჩვენ რომ მოვედით, უკვე აქ იყო. შავი კაბა აცვია. ან პილპილია, ან შავი ვანილი.
ჯანდაბა, რაა?! არა, ოღონდ შავი ვანილი არა. კი, მაგრამ რას აკეთებს ეს ქალი? მეჩვენება თუ მხოლოდ ჩემზეა „აკრეფილი“? ნუთუ ასე ძალიან მეტყობა, რომ ვერ ვიტან? საიდან გაიგო, რომ ვანილი მე ავირჩიე? ალბათ ხატიას გამოსტყუა ინფორმაცია. არა, უნდა დავმშვიდდე. მაგ ქალბატონს ნერვებს არ ავაშლევინებ. თანაც, ზუსტად ხომ არ ვიცი, რის ფორმაშია გამოწყობილი.
აი, ისიც! მესამე სართულიდან ჩამოდის, დერეფანს გადის და ისე, რომ ჩვენკენ აც იყურება, პირველი სართულისკენ მიიწევს. არა, ბოღმა არ ვიქნები და ვაღიარებ, მშვენივრად გამოიყურება. შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცოტა გამომწვევად, მაგრამ მაინც მოხდენილად მიაბიჯებს. ფუუ, გული მწყდება, რომ ხათუნას თეთრი „ქუსლიანები“ არ ჩავისვი. თავი უკვე ჯუჯა მგონია.
- ეი, snow white! - მეძახის მაკო.
- ვანილი ვარ. - ნაწყენივით ვუსწორებ.
- წამო გასახდელში, თავები შევათვალიეროთ და შევუდგეთ გუგუნს.
გასახდელში გავდივართ, მაგრამ იქ იმდენი გოგოა, შესვლაც არ ღირს. ცარიელ აუდიტორიას ვპოულობთ და ზედმეტ ნივთებს ვაწყობთ. ტუჩსაცხის ამოსაღებად ჩანთას ვხსნი და წარბები შუბლზე ამდის. თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბჭყვრიალა ლენტი თვალებს მჭრის. ხათო, ღმერთო, როგორ მიყვარხარ! კი, მაგრამ როდისღა მოსაწრო ჩადება? ფეხსაცმელს ვიღებ და ბალერინებს მათით ვანაცვლებ. გოგოები ერთხმად აცხადებენ, რომ ასე უკეთ გამოვიყურები.


***
პირველ სართულზე ჩასულებს დარბაზში მომრავლებული სტუდენტობა გვხვდება. მათ შორის ლექტორებიც არიან. მუსიკა მაღალ ხმაზეა ჩართულ. ატმოსფერო თანდათან იმუხტება და ღმერთმა იცის, რა სიტუაცია იქნება აქ რამდენიმე საათში. ბევრ კომპლიმენტს ვიღებ და მიხარია, რომ ხათუნამ მაინც თავისი გაიტანა ფეხსაცმელთან დაკავშირებით.
თეთრი და შავი ისე არიან აჟიტირებულნი, რომ ვშიშობ წვეულება მათთვის მძიმე ფორმას მიიღებს. თანაც, მაგიდაზე კარგად ვხედავ შამპანურს, ღვინოს და ენერგეტიკულ სასმელებს. ამდენი ალკოჰოლი ადმინისტრაციამ რატომ დაუშვა ვერ ვხვდები.
შეფს ვერ ვხდეავ. სავარაუდოდ ჩვეულებრივ ფორმაში იქნება, რადგან ლექტორები უკოსტიუმოდ დაიარებიან. ოთხშაბათის შემდეგ არ მინახავს. საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს. საინტერესოა მისი გამომეტყველება, როცა დამინახავს. ვფიქრობ, „გამარჯობა, კარგად გაერთეს“ არ გასცდება. ის ხომ რეზია, არამზადა თევზები და მისგან ურთიერთობის ეს ფორმა მოსალოდნელია. გასაკვირი ის არის, რომ მე თვითონ არ მაბრაზებს ეს ფაქტი.


***
წვეულება ნელ-ნელა ეშხში შედის. უკვე ცხრა საათი ხდება. სამი ჭიქა ღვინო დავლიე და ახლა მეოთხე მიკავია ხელში. ჩემი სამეგობრო წრე დაფანტულია. „ტყუპები“ აშკარად სხვა პლანეტაზე არიან. ლიზი არ ჩანს. ამირანი კი სცენასთან დგას და ხატიას ესაუბრება. სავარაუდოდ, მალე ლექსს წაგვიკითხავს. კებეებთან მდგარ ეკას მზია გამოუჭერია და სერიოზული გამომეტყველებით ესაუბრება. საინტერესოა, ნეტავ რატომ ტოვებს ეს ქალი ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მოგზავნილია? რომ სადღაც იქექება და რაღაცის მიღწევას ცდილობს? ჩემი ნასვამი გონება მათი დიალოგით ინტერესდება, მაგრამ უცბად მიკროფონის წუილი მესმის და ყურადღება სცენაზე ასული ამირანისკენ გადამაქვს.
- საღამო მშვიდობისათ სტუდენტებო. ამჟამად სხვადასხვა ინვენტარო, ინგრედიენტებო და ასე შემდეგ. - მხიარულად იწყებს ის. - ხო, ვიცი, ასეთი მაგარი მუსიკის შემდეგ ჩემი გამოსვლა თქვენთვის ცოტა მოსაწყენი იქნება, მაგრამ თუ საქმე დადანაშაულებაზე მიდგება, აი ეს მშვენიერი გოგონა აგებს ყველაფრისთვის პასუხს. - ამირანი მსმენელს სცენის დაბლა მდგომ ხატიაზე ანიშნებს, რომელიც მორცხვად იღიმება. - მე... მე ჩემს ლექსს წაგიკითხავთ, დანარჩენი თქვენ იცით.
ბიჭი ყელს იწმენდს, ერთ ხელს მიკროფონს ჰკიდებს, საჩვენებელ თითს ტუჩებზე იდებს და იწყებს:
„ჩშშ! გაიგეთ? ის მოდის,
ჯანდაბა! მიახლოვდება,
თვალებში მორცხვად მიყურებს,
მკოცნის, იღიმის, ბრუნდება.
მიტოვებს ათატს შეკითხვას,
მიბნევს აზრებს და გონებას,
სპონტანურ ქცევებს არ წყვეტს და
თანდათან მირევს ცხოვრებას.
ვინ მოაგზავნა ვერ ვხვდები
ასეთი ძუნწი ჯაშუში,
თავის გამომწვევ საქციელს
რომ მინდა, მაგრამ ვერ ვუშლი.
ხანდახან ისე მიყურებს,
მინდა ყელში ვწვდე, დავახრჩო,
ხან კი კუპიდონს ისარს ვთხოვ,
მისთვის, გულში რომ დავარჭო.
შენ, შენ გგულისხმობ ლამაზო
გულიანად რომ კისკისებ,
ერთხელ მეც მოვალ „ს პონტამ“ და
რამე სიგიჟეს ვიკისრებ.
მაგრამ ძალითა ჩემითა
შენ ქცევებს ვერას დავაკლებ,
მოდი ნებითა შენითა,
ურცხვი გეგმები გამანდე.“
ამირანი ღიმილით ასრულებს ლექსს. ის მხურვალე აპლოდისმენტებს იღებს, მე კი გულის ძლიერ დარტყმებს. როგორ ხდება ისე, რომ მისი ყოველი ლექსი ჩემთან ძალიან ახლოსაა? მის ყოველ წაკითხულ სტროფებზე რატომ მიჩქარდება გული?
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვგრძნობ, როგორ მიშრება პირი. ბოკალიდან ღვინოს ვწრუპავ და თვალები კიბისკენ გამირბის. იქ კი რეზი დგას. მოაჯირს მიყრდნობია და ხელში ენერგეტიკული სასმელი უკავია. ალბათ ცოტა ხანია, რაც მოვიდა, რადგან დღეს პირველად ვხედავ. შემდეგ ამირანის ლექსი მახსენდება და მისი ყოველი სტრიქონი რეზის მისამართით იგზავნება. დიახ, თვალებში ურცხვად მიყურებს, შემდეგ მოდის, მკოცნის და მიდის. უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას მიტოვებს და თავგზას მიბნევს. დიახ, სულ ცოტა ხანია ვიცნობ და უკვე მილიონჯერ მომინდა მისი დახრჩობა. და ყველაზე მთავარი - მაინტერესებს მისი გეგმები.
ვათვალიერებ. ბატონი არამზადა თევზები ძალიან სიპატიურია. მუქი ლურჯი პერანგი და ბეჟი ფერის შარვალი აცვია. სასმელს მშვიდად შეექცევა და გაგიკვირდებათ და მე მიყურებს. გამომეტყველება? ისეთი, თითქოს არ მიცნობდეს, რაც მისგან ნამდვილად მოსალოდნელი იყო. ვგრძნობ, რომ სადაცაა გამეღიმება და ვბრუნდები, არ მინდა დაინახოს.

ვანილის კოცნა 6 თავი


ჭიქაში ღვინოს ჩავყურებ და ორგანიზმი კიდევ უფრო გრძნობს მის ზემოქმედებას. იქ მხოლოდ ორი ყლუპიღაა დარჩენილი. ვერ გადამიწყვეტია, დავლიო კიდევ ერთი ჭიქა თუ არა. მაგიდასთან მივდივარ და ბოკალს ვდებ. იქვე სხვა სავსე ბოკლებს ვათვალიერებ და ერთ მათგანს ვიღებ.
საინტერესოა, რატომ არ მაბრაზებს რეზის საქციელი? რა კითხვაა ანა? იმიტომ, რომ მოგწონს. მოგწონს შეფიც, მისი ქმედებებიც და მისი უცნობი გეგმებიც. საერთოდ არ მადარდებს ის, რომ ეს თითქმის ევროპელი ვაჟბატონი, ჩემნაირი, ურთიერთობაში გამოუცდელი გოგოსთვის შესაძლოა საშიში იყოს. არ მადარდებს, რადგან უზარმაზარი ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ. თანაც, არ დამვიწყებია ჩემი გეგმა. მე „ის“ რეზი უნდა ვიპოვო, რომელიც ყველასთვის უცნობია.
დარბაზში კვლავ ხმამაღალი ელექტრო ირთვება და ყურთასმენას მთლიანად იპყრობს. სინათლეც ქრება და აქა-იქ წითელი და ცისფერი მოციმციმე პროჟექტორები ანათებენ. ის-ისაა უნდა მოვბრუნდე, რომ ზურგიდან ვიღაც მიახლოვდება, მთელი სხეულით მეკრობა და ერთ ხელს მუცელზე მახვევს. ვკრთები და კვლავ შემობრუნებას ვცდილობ, მაგრამ ხელი მაკავებს. ბოკალიდან ღვინო მეღვრება და ხელი მისველდება. შემდეგ მეორე ხელ ვხედავ, რომელიც მაგიდისკენ მიიწევს, ენერგეტიკულ სასმელს იღებს და ქრება.
რა ჯანდაბას აკეთებ შეფ? თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ, მაგრამ ისე ბნელა, რომ თავად ვერ ვარჩევ ვერავის სსახეს. მუცელზე გაშლილ ხელს უფრო მძლავრად მაბჯენს. მთელ ტანზე დაუკითხავად ვრცელდება ცხელი ტალღა. ყურთან ბაგეებს ვგრძნობ, რომლებიც ქვემოთ მოცურავენ. უცბად მერთვება სხეულის ენა და ტავს ოდნავ უკან ვაგდებ. მისი ტუჩები უკვე ლოყასთანაა. ბაგეები თავისით მეხსნება და თვალები მეხუჭება.
ანა, გაეცალე ამ ბიჭს! სირცხვილია! აქ ხალხია!
თავს ვატრიალებ. ჩვენი ბაგეები ის-ისაა ერთმანეთს უნდა შეეხონ, რომ რეზი მცილდება. ხელი ჩემი მუცლიდან ქრება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ უსაყრდენოდ დარჩენილი უკან არ გადავვარდე. ღვინო ისევ იღვრება ბოკალიდან და ხელებს მისველებს. სითხე მაფხიზლებს და ღიად დარჩენილ ტუჩებს ერთმანეთს ვაწებებ. ყელს ვიწმენდ და გარემს ვათვალიერებ. ჩემთვის არავის სცხელა. ირგვლივ კვლავ ბნელა და მოციმციმე ნათურები ხანდახან თვალებს მჭრიან. ბოკალს მაგიდაზე ვდებ და ხელებს ვიმშრალებ. არა, აჯობებს დავიბანო. საპირფარეშოსკენ მივიკვლევ გზას.
ცივი შხაპი მჭირდება! სხეულს ერთიანად ცეცხლი უკიდია. ტუჩები დაუსრულებელი საქმის დამთავრებას მოითხოვენ. მიდი რეზი, შენ ხომ თამამი, რისკიანი ბიჭი ხარ, დამედევნე უკან.
მაგრამ იქიდან გაწბილებული გამოვდივარ. არავითარი დაუპატიჟებელი სტუმარი. ის ფხიზზელია და ის ისევ კარგად თამაშობს, ჩემით თამაშობს. ნამდვილი არამზადაა, მე კი - იდიოტი! დიახ, იდიოტი, რადგან მიუხედავად ჩემი ფიქრებისა, მაინც დებილივით, კმაყოფილს მეღიმება.
ღვინით და ვნებით სასიამოვნოდ გაბრუებული დარბაზს ვუბრუნდები. ხმაური ისევ მიხშობს ყურებს. უცბად, საიდანღაც მაკო და ლანა ჩნდებიან. ხელს მკიდებენ და გარეთ მიმათრევენ.
- უჰ, - ოხრავს თეთრი და სიგარეტს უკიდებს. - აქ კარგად გრილა.
- ასე რას მეტაკეთ შოკოლადებო?
- ბომბა ამბავი გვაქვს. - შეკრული მუშტის გაშლით მაკო აფეთქებას ასახიერებს.
- რა ხდება? - ვინტერესდები.
- ის ძუ,კ,ნა ფახუნა მზიას ნათესავი ყოფილა. - კბილებიდან სცრის მაკო. ლანა პირიდან კვამლს უშვებს და თავის ქნევით ეთანხმება.
- მაგარი ბომბა ამბავია, ინერციამ გამგლიჯა. - თავს ვაქნევ.
- ჰმ, baby, გგონია მხოლოდ ამით შემოვიფარგლები? ის დამპალი ცდილობს პარიზში მოხიოს. Bitch!
- რაა? - წარბები ზემოთ ამდის. - როგორ?
- მზიას „აბამს“, რომ იმან რეზი „შეაბას“. - ამბობს ლანა. - აზრზე ხარ რა „სწერვაა“?
- და თქვენ ეს საიდან იცით? - თვალებს ვჭუტავ.
- ნუ... - აბოლებს ლანა და გვერდით იყურება.
- ისე... შემოგვესმინა. - კბილებს კრეჭს დამნაშავედ მაკო.
- კარგი და მზია? ის რას ამბობს?
- ვერაფერს შეგპირდებიო. ანუ ცდას მაინც აპირებს, ხვდები? - ლანა გაცეცხლებულია.
- კი, მაგრამ ეს ხომ დამპლობაა, უსამართლობაა! - ვცოფდები.
- Son of the bitch! - კბილებში სცრის შავი.
კარგი, ეკა ტავიდანვე ვიცოდი, რაც იყო. არც მზია დამხატვია დიდად გულზე. რეზი. ნუთუ გაებმება? ნუთუ ამ დაუშვებელ, უსამართლო საქციელზე წამსვლელია? აბა, რაღაც საჭიროა ბავშვების ტყუილად აჟიტირება თუ ნათესავი ნათესავს ასიამოვნებს?
არა, არ მჯერა, რომ შეფი ამას გააკეთებს. მან ხომ ჯერ არც კი იცის, რას გეგმავს ეს ორი ყვავი? ვნახოთ, რა მოხდება. დავაკვირდეთ სამივეს. გამორიცხულია, რომ ეკას მსგავსი პარიზში წასვლა დავუშვა. შეიძლება მე არც მაქვს იქ წასვლის შანსები, მაგრამ არც იმას ექნება, ვინც ამას არ იმსახურებს.
- ლიზიმ და ამომ იციან? - ვეკითხები მათ.
- ნწ. მარკესს არ სცალია, „რიჟას“ ეკურკურება. ლიზი ვერ ვიპოვეთ.
- კარგი. მოდი ეს ყველაფერი მათ გარდა არავის ვუთხრთ. ვნახოთ, როგორ შეიცვლებიან ეს სამნი.
- Okay. - თავს მიქნევს მაკო. - ტატუზე რა მოიფიქრე? შენ გამო მეორე შაბათისთვის გადავდეთ.
- ტატუ? - ჰოო, აღარც კი გამახსენდა. იქნებ მართლაც გამეკეთებინა? მაგრამ რა? - გოგოებო, არც კი მიფიქრია ამაზე. - დანანებით წარბებს ვკრავ.
- „საღოლ“, „საღოლ“. - უკმაყოფილოდ მუწავს ტუჩებს ლანა.
- კარგი, გავიკეთებ. - მეცინება მის სახეზე.
- ჰოო? - თვალები უბრწყინდება მაკოს. - რას?
- მმმ... თევზებს! - ლამის ვყვირი.
- თევზებს? - ტუჩის კუთხეს ბზიკავს ის.
- ჰო, ზოდიაქოს თევზებს. ჩემია. - დიახ, ჩემია და არა მატო ჩემი.
- Fine. ესე იგი შაბათს ვიხატებიით! - კისკისებენ ტყუპები და მეც მიყოლიებენ. скачать dle 11.3



№1  offline წევრი marisa

ვაიმე, ასე მაგრად არაფერი მომწონებია შენი შემოქმედებიდან. იმენა, დაგლიჯა, რა :დდ ამათ რომ რამე მოუვიდეთ და ცალ-ცალკე დარჩნენ, ხომ უნდა მოკლა, ჰმ.. ზოგჯერ რომანები ისეთი მოსაწყენი დეტალებისგან შედგება, რომ ვახტები ხოლმე და შუიდან განვაგრძობ კითხვას, მაგრამ აქ არა, რა. წერტილ-მძიმიანად, ყველა ასო ზედმიწევნით მაქვს წაკითხული.. ვგიჟდები შენზე, კარამელკა..

პ.ს. დიეტა მაინც არ დამირღვევია love ბოროტო :დდ

 


ოჰო მომეწონა მალე დადე <333

 


№3 სტუმარი teo

useriozulesia! gagijebit momwons! <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

უკვე მენატრებოდა ასეთი გოგო ისტორიებში და ძლივს არ მეღირსაა. დედაა, მარიამ ხელის გულები ისევ ამატკიე ტაშის კვრით:*:*. რა მაგრობა იყო. მაგარი ხარ, რომ ამ გოგოს ემოციებს ასე სწორად და ჯანსაღად წერ, წიკვინი რომ დაეწყო ეგრევე ხტუნვას დავიწყებდი კითხვისას, მაგრამ ისე გამიზნულად მიიწევ წინ რომ...შენც იმ ავტორებს ეკუთვნი უკვე ჩემთვის, ვინც ისტორიიდან ისტორიამდე იზრდება. ეს ისტორია შენთვის დიდი ნახტომი მგონია და გილოცავ. ჩასაყლაპი ისტორიაა პირდაპირ რაა.
ოღონდ, მარიამ "ნაწვიმი" გიწერია ისტორიაში და ეგ სწორი ფორმაა? მე ნაწვიმარი მგონია თუ ვცდები?

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

marisa
ვაიმე, ასე მაგრად არაფერი მომწონებია შენი შემოქმედებიდან. იმენა, დაგლიჯა, რა :დდ ამათ რომ რამე მოუვიდეთ და ცალ-ცალკე დარჩნენ, ხომ უნდა მოკლა, ჰმ.. ზოგჯერ რომანები ისეთი მოსაწყენი დეტალებისგან შედგება, რომ ვახტები ხოლმე და შუიდან განვაგრძობ კითხვას, მაგრამ აქ არა, რა. წერტილ-მძიმიანად, ყველა ასო ზედმიწევნით მაქვს წაკითხული.. ვგიჟდები შენზე, კარამელკა..

პ.ს. დიეტა მაინც არ დამირღვევია love ბოროტო :დდ


როგორ მიხარია ჩემო კარგო შენი სიტყვები ^_^ ჩემ ბოროტებას საზღვარი არ აქვს, აწი ნახე სურათები და დიეტის დარღვევის სურვილი :დდ

grafo
უკვე მენატრებოდა ასეთი გოგო ისტორიებში და ძლივს არ მეღირსაა. დედაა, მარიამ ხელის გულები ისევ ამატკიე ტაშის კვრით:*:*. რა მაგრობა იყო. მაგარი ხარ, რომ ამ გოგოს ემოციებს ასე სწორად და ჯანსაღად წერ, წიკვინი რომ დაეწყო ეგრევე ხტუნვას დავიწყებდი კითხვისას, მაგრამ ისე გამიზნულად მიიწევ წინ რომ...შენც იმ ავტორებს ეკუთვნი უკვე ჩემთვის, ვინც ისტორიიდან ისტორიამდე იზრდება. ეს ისტორია შენთვის დიდი ნახტომი მგონია და გილოცავ. ჩასაყლაპი ისტორიაა პირდაპირ რაა.
ოღონდ, მარიამ "ნაწვიმი" გიწერია ისტორიაში და ეგ სწორი ფორმაა? მე ნაწვიმარი მგონია თუ ვცდები?


კი კი, მართალი ხარ, ნაწვიმარი უნდა იყოს.
მიხარია თუ ასე ფიქრობ, დიდი გეგმები არ მაქვს, მაგრამ თუ მართლა ვიზრდები მოხარული ვარ. შენ სიტყვას ასი პროცენტით ვენდობი. შევეცდები არც მომავალში გაგიცრუოს იმედები ანამ და მთლიანად სიტუაციამ. უღრმესი მადლობაა <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

როგორ გათამამდა ჩვენი ანა.
საინტერესო იყო,როგორც ყოველთვის და ისვ სასიამოვნოდ იკითხებოდა.ეკამ უნდა გააგიჟოს ყველა,არა? wink

მოკლედ,რა სცენები აქვთ,ნუ იტყვი..

 


№7 სტუმარი darina

Uf ra kargi iyo, rom shemovedi da axali tavi damxvda ver warmoidgent rogor gamixarda tvaleb gabrwyinebulma wavikitxe, es chveni reziko nametari celqi bichia, ukve gitxari rom vgijdebi shenze, dzalian magari gogo xar da udides warmatebebs gisurveb

 


№8 სტუმარი teo

au ra gazlebs ramodenime dge? ramodenime dge kiara xvalac rom dado xvalamde ra gazlebs :(

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ჰმ/რა იყო ახლა ეს ცუდი ხარ შენ. :დდ ვერ დავკმაყოფილდი,სასწრაფოდ მჭირდება ახალი თავი,თორემ ვერ გადამირჩები ვერც შენ და ვერც ეს ტუტუცი რეზი. :დდდ როგორ აწვალებს ანისს. :))))
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№10  offline მოდერი ano23

რამდენიხანია ასეთი მაგარი ისტორია არ წამიკითხავს, ძალიან მომწონს...კითხვისას ათასნაირ ემოციას იწვევს,თან ყველაზე კარგი ისაა,რომ იუმორიც არ გრჩება გვერდზე. მოკლედ შესანიშნავია love ცუდია ყოველდღე რომ არ დეებ, რა გაუძლებს ლოდინს თავიდან თავამდე wink ნიჭის ბუკეტი ხარ რა მარიამ. მოუთმენლად ველი ახალ თავს.

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

გოგოებოო უღრმესი მადლობა...
ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ <3

 


№12  offline მოდერი ჯია

დღეს
წავიკითხე ყველა თავი და შეყვარებული ვარ შენზე და ამ
ისტორიაზე ❤️

 


№13 სტუმარი nini

უმაგრესია დღეს წავიკითხე ყველა თავი<3 მართლა შოკოლადია <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

ანა წავა პარიზში ეს გადაწყვეტილია თავიდანვე :დ ჰეფი ენდი უნდა იყოს თორე დაგიპადიეზდებ კასპში სიმონ და მერე ეგ იქნება ამბაააააავი.
ჰაჰ. საყვარლები არიან ძალიან. განსაკუთრებით რა თამამი ყოფილა ეს ანიც კაცო. არ ველოდი ასეთს.
მე კი შთამაგონა ამ წყვილმა, თუმცა მსგავსი არასდროს დამიწერია და არც დავწერ :დ მე არ გამომივა, თან საერთოდ არ მიყვარს პირველ პირში წერა. მგონია ხოლმე რომ ეს უფრო აბანალურებს, თუმცა შენსას რომ ვკითხულობ ასე აღარ ვფიქრობ. ძალიან მაგარია!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

ანა და მგონია რომ იმ დამპალ ეკასაც წაიყვანს პარიზში, ამო და ლიზი თუ რა ქვია იმ გოგოს ერთმანეთს დაეჯახებიან... ტყუპები კი ზალიან მაგრად გაერთობიან... იცი რა ძალიან მაგრად მომწონს შენი ისტორია?
ძალიან ძალიან

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

არამზადა თევზები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent