შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 7 თავი


26-09-2015, 21:07
ავტორი lullaby
ნანახია 9 731

***
სადაცაა თორმეტი საათი გახდება.როგორც თვალი მოვკარი, რამდენიმე სტუდენტი უკვე წავიდა. არადა წვეულებას გარკვეული დროის ზღვარი არ აქვს. ჩემები არ ჩქარობენ, მაგრამ მეც ალბათ მალე მომიწევს წასვლა.
ხუთი ჭიქა ღვინო. სასიამოვნოდ ვარ გაბრუებული და მოთენთილი. ფიქრები არეული მაქვს. ჯერ შეფი და მისი ვნებიანი გამოხდომა, შემდეგ ტყუპები და მათი მოტანილი ამბავი.
არა, რეზი ნამდვილად არაა ანგელოზი. დიდი შანსია, რომ დამპალმა ფახუნამ „დაკეროს“, მაგრამ რით? ფულით? არა. მაგდენი ფული რომ ჰქონდეს, პარიზში პროექტის გარეშეც წავიდოდა. სხეულით? ღმერთო, რა სისულელეა. ვერ ვიტყვი, რომ ეკა მახინჯია, პირიქით, შესაშურ ფორმაშია, მაგრამ განა რა უნდა შესთავაზოს რეზის ისეთი, რაც შეფს გააოცებს? ბიჭი წლებია ევროპაში ცხოვრობს.
ტვინი მიდუღდება. ცივ წყალს ვსვამ და ჩემკენ მომავალ ლიზის ვუყურებ. როგორც ჩანს, ტყუპებს მისთვისაც უთქვამთ ახალი ამბავი, რადგან გოგოს სახეზე მსგავსი გამომეტყველება წვეულებას არ შეეფერება. კოლეჯის უკანა ეზოში გავდივართ და ამასთან დაკავშირებით იქ ვსაუბრობთ. ლიზი გულდაწყვეტილია ეკას საქციელის გამო. ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომდის. მალევე მას ძმა აკითხავს მანქანით და გოგოები ვაცილებთ.
მე გარეთ ვრჩები და სკამზე ვჯდები. უცნაურია, მაგრამ სიგარეტის მოწევა მინდება.
რა აქცევს ადამიანს ასეთ ბოროტად და უსამართლოდ? რატომ მიდის ის ყველაფერზე იმისთვის, რომ საკუთარი ამბიციები რეალობად აქციოს? რა თქმა უნდა, მარტივი ყველაფერი კარგია, მაგრამ დიდი წარმატებისთვის ხომ დიდი შრომაა საჭირო? რატომ უნდა გადაუარო ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს შენ, ადამიანმა, რომელსაც ჯდომა და მორთმევა გიყვარს? მწვერვალებზე ხომ ბარიერების გადალახვით ადიან და არა თითის ერთი დაჭერით ლიფტით? არა რა შეფ, არ დათანხმდე მზიას.
გარეთ გრილა და მოშიშვლებულ მხრებზე ცივი სიო უსიამოვნოდ მეხვევა. უკვე მეც წასვლა მინდა. იქნებ დამერეკა ილოსთვის? ის-ისაა მობილურზე ნომერს ვკიფავ, რომ შენობიდან ვიღაც გამოდის. ლამპიონების შუქი მამცნობს, რომ ეს რეზია. არ მინდა, რომ დამინახოს და ტელეფონს უცბად ვაქრობ. თუმცა, მგონი ჩემთვის არც სცალია. მობილურზე საუბრობს. ინგლისურად. სიტყვებს ვერ ვარჩევ, მაგრამ ტონზე ეტყობა, რომ ზარით არც ისე ნასიამოვნებია. კარს სცილდება თუ არა, ვეღარც ვხედავ. შენობის ჩრდილში უჩინარდება. მალე აღარც მობილურის ნათება ჩანს. ალბათ კედელს გასცდა. ძალიან კარგი. ცოტა ხანში ილოს ვურეკავ და კოლეჯისკენ ნივთების ასაღებად მივდივარ.
ის-ისაა კარის სახელურს ვეჭიდები, რომ მკლავზე თითები მეჭიდებიან და ინერციით სიბნელისკენ მიმაქანებენ. მან რაა, დამინახა და მდარაჯობდა? ხელს ვიქნევ. მინდა, რომ მისი თითებისგან განვთავისუფლდე, მაგრამ ის მხრებში მაფრინდება და კედელს უხეშად მაკრობს.
- შემეშვი. - ვცრი კბილებში. ხო, ჯერ-ჯერობით არაფერი დაუშავებია, მაგრამ მე მაინც გაბრაზებული ვარ.
- რაა? - მეკითხება. დამცინავი ტონი აქვს და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს.
- შემეშვი. - მხრებს ვიქნევ, მაგრამ მის თითებს ვერ ვიშორებ.
ჩაცინების ხმა მესმის და ხელებს თვითონ მიშვებს. მიახლოვდება, მაგრამ არ მეხება. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და კედელს ვეკრობი.
- შეგეშვი. რატომ არ მიდიხარ?
არ ვიცი. რატომ არ მივდივარ? ანა, რა ჩამოუყალიბებელი დაიბადე ასეთი? ხომ არ გინდოდა მისი ნახვა. ხოდა გადაადგი ფეხები, სადაცაა ილო მოვა.
- რა გინდა? - ვეკითხები ჩემი ფიქრების მიუხედავად. გული ამოვარდნას მაქვს.
- შენი ვანილის ტუჩები. - ჩურჩულებს და ჩემკენ იხრება. მე თავს გვერდით ვწევ, მაგრამ ის არ ჩერდება და ტუჩებით ლოყაზე მეხება. მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი სუნთქვა ცეცხლივით ხვდება გაყინულ კანს. თავიდან მწვავს, შემდეგ კი მათბობს. ყელზე რეზის თითები მეხვევიან, ქვემოთ მიცურავენ და მკერდზე კაბის კიდეს ებღაუჭებიან. საკმარისია სულ ოდნავ დაატანოს ძალა და...
სუნთქვას ვეღარ ვმართავ. კიდურები მიდუნდება. არა, არ მინდა, რომ მის წინ ასეთი უუნარო ვიყო. მე შემიძლია ვნების მოთოკვა, მე მაქვს თავშეკავების უნარი. მის მაჯებს ვეჭიდები და მკერდიდან ვიშორებ. ის კი საპასუხოდ სახეს მიჭერს და ჩემს ბაგეებს გამალებით აწყდება. მოულოდნელობისგან ჭარბად ვისუნთქავ ჰაერს და ყოველგვარი წინააღმდეგობის სურვილი მიქრება. კოცნაში ხარბად ვყვები. ვნება გონებას მიბინდავს. ვერც კი ვხვდები, როდის ეხვევიან მის კისერს ჩემი გაყინული მკლავები. ვბრაზობ? მის პირად სივრცეში მოქცეულს ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი მავიწყდება.
ეს რა არის? სიფრიფანა კაბა ზემოთ მოიწევს და მალევე რეზის ხელებს მოშიშვლებულ თეძოებზე ვგრძნობ. მისი ქმედებები საშიში ზონისკენ მიიწევს. ამას კარგად ვხვდები, მაგრამ მკერდს ქვემოთ გაღვიებული სიამოვნება ატომური ბომბივით ფეთქდება და შიშს თავის მარწუხებში აქცევს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი რეალობასთან დამაკავშირებელი თვალი ჯერ კიდევ ფხიზელია. ხელებში ვაფრინდები. ის კი კაბას ხელს არ უშვებს. ტუჩებით ცდილობს ჩემს დაკავებას, მაგრამ ვჩერდები და თავს უკან ვწევ.
- გაჩერდი, გაჩერდი... - უფრო ვოხრავ, ვიდრე ვამბობ. კედელსა და რეზის შორის ისე ვარ მოქცეული, მგონია, სადაცაა გავიჭ,ყ,ლიტები. კაბის კიდეები შესისხლხორცებულივით ჩაუბღუჯავს. მანამ არ უშვებს, სანამ მის ხელის ზურგებს ფრჩხილებით არ ვეჭიდები. ტკივილისგან სუსტად კვნესის. არ ელოდა. მეცინება. კაბა ძირს ეშვება და ფეხებს მიფარავს. ვცდილობ გამოვხოხდე, ის კი ყელზე მეხება და ცერა თითებით ნიკაპს მიჭერს.
- ანა, ნუ ცდილობ რაღაც არარსებულის დანახვას. - ამბობს ზედ ჩემს ტუჩებზე. ნაჩქარევად მკოცნის და შენობაში ბრუნდება.
ვერ ვიტან! მეზიზღება!

ვანილის კოცნა 7 თავი


***
აქამდე ხელში ჩაბღაუჭებულ მობილურს ვანათებ. პირველი ხდება. გული ისევ ამოვარდნას მაქვს. კედელს თავს ვადებ და ვოხრავ. რას ნიშნავს მისი უკანასკნელი სიტყვები? ნუთუ ხვდება, რომ მისი მეორე მხარის დანახვა მინდა? არა, უდავოდ შეუდარებელ სკულპტურებს ქმნის კარამელით და შოკოლადით (ფეისბუქზე ვნახე), მაგრამ არ მგონია ედვარდ კალენივით აზრების კითხვა შეეძლოს. არც ეგეთი ვამპირია.
კაბას ვისწორებ და შენობაში შევდივარ. ღმერთო, აქაურობა ნამდვილი მაყალია. მეორე სართულიდან ჩანთა ჩამომაქვს, სამახსოვრო წიგნაკთან მივდივარ, კალამს ვიღებ და ვფიქრობ. რა არ დამავიწყდება დღევანდელი საღამოდან? რა თქმა უნდა შეფი და მისი გამოხდომები. მაგრამ როგორ გინდა ეს ჩაწერო? აი, ასე:“არამზადა თევზები“. ქილიდან მუჭით შოკოლადის კანფეტებს ვიღებ და კარისკენ მივდივარ. მაკო და ლანა ჩამომდნარ შოკოლადებს ჰგვანან. ვემშვიდობები და ილოს გარეთ, კარს მიყრდნობილი ველოდები.
ჩემ გვერდით ზუსტად ის სიბნელეა, სადაც ცოტა ხნის წინ მე და რეზი... სერიოზულ საქმეს განვიხილავდით. ტანზე ეკალი მაყრის და ხელებს გულზე ვიკრებ. პირში შოკოლადის კანფეტს ვიგდებ. ქარს მოუმატია და უფრო მეტად გრილა. უცბად კარი იღება და ჩემ გვერდით კარზე მხარმიყრდნობით რეზი დგება. ღმერთო, ეს ხომ სასწაულია. რეალურად ასეთი რაღაცეები არ ხდება ხოლმე! ხმას არ ვიღებ და მობილურს ჩავყურებ. დაახლოებით ორი წუთი ჩუმად ვართ. ხელები ჩემსავით გულზე დაუკრეფავს და სადღაც ცისკენ იყურება.
- კაბა სწორად შეგირჩევია, მოსახერხებელი იყო. - ამბობს. ტონი არ მომწონს. თვალებს ვატრიალებ და არაფერს ვპასუხობ. ის აგრძელებს. - ტატუც კარგია. როგორც ჩანს არაფერს ივიწყებ.
- დიახ, კარგი მეხსიერება მაქვს. ძალიან კარგი. - ბოლო სიტყვებს მკვეთრად ვამბობ.
- დაუმშვიდობებლად გაპარვა არც ისე ზრდილობიანი საქციელია. - მხარზე თითს მისვამს. ეკალი მაყრის. გვერდით ვიწევი და გაბრაზებული პირში შოკოლადს ვიგდებ. მათი ჭამა ძალიან სერიოზულად გამომდის.
- ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობ, არც დავემშვიდობები.
- სამაგიეროდ ვნებიანად აკოცებ, არა? - ხმაში ირონია ერევა.
თავში ათასი სალანძრავი სიტყვა მიტრიალებს.
- რას ნიშნავს „ნუ ვცდილობ არარსებულის დანახვას“? - ვეკითხები.
- ჰმმ... - ცოტა ხნით ჩუმდება. - მშვენივრად იცი, რასაც.
- არ ვიცი, შეფ.
- ხომ ხვდები, რომ ცუდი ადამიანი ვარ და ჩემგან ყველაფერს უნდა ელოდო?
- ვხვდები, თუმცა სახლში ავტობუსის ბილეთი მაქვს, რომელიც შენ აიღე. ცუდი ადამიანები თავებს არ იწუხებენ უცხოს ჯარიმისგან დასახსნელად.
რეზის ეცინება.
- ახლა ხომ ხვდები, რას ნიშნავს „არარსებულის დანახვა“. მორჩი ამას, ანა.
- კარგი, მაშინ შენც მორჩი ჩემი ვანილის ტუჩებით ტკბობას. - ვამბობ დამცინავად და კიდევ ერთ შოკოლადს ვღეჭავ. - თუ შეძლებ.
რეზი ფხუკუნებს.
- მე უკვე გითხარი, ნუ გაქვს შენ თავზე დიდი წარმოდგენა. ღამე მშვიდობისა. - ამბობს და შენობაში შედის.
დამაცადე!
მარტო დარჩენილი სიბნელეში ინდაურივით ვიფხორები. ნეტავ რისი გამკეთებელი ვარ? მუჭში დარჩენილ უკანასკნელ თხილიან შოკოლადს პირში ვიგდებ და შურს მასზე ვძიობ.
აი, ილოც მოვიდა. მანქანაში ვჯდები თუ არა, ფეხსაცმელს ვიხდი.
- აბა, ბევრი დალიე? - იცინის მამა და ალმაცერად მიყურებს, თან მანქანას ძრავს.
- თითქმის ხუთი ჭიქა ღვინო. - და მთელი ავზვი ვნება.
- მერე? წესით კარგ ხასიათზე უნდა იყო. გაგაბრაზეს თუ წვეულება არ ვარგოდა?
- ფეხსაცმელმა მომიჭირა. - ვცდილობ გავიცინო. ილო მუსიკას რთავს და აღარ მაწუხებს. ალბათ ხვდება, რომ ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ.


***
საათი ათის ოც წუთს აჩვენებს. აუუ, მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა. თვალებს ვიწმენდ და ვიზმორები.
- ხათოოო! - ვყვირი.
- რა იყო? - მეძახის ის სამზარეულოდან.
- რატო არ გამაღვიძე?
- მეგონა ნაბახუსევზე იქნებოდიი!
- არა ვარ, არა. - ვბუტბუტებ ჩემთვის და ვეხუტები თუ არა ბალიშ, მაშინვე ვითიშები.



***
ნეტავ როგორ ბედავს და ასე ურცხვად როგორ გვიყურებს თვალებში ეს იდიოტი?! ისე აფახუნებს ამ წამწამებს, თითქოს ჭიანჭველისთვისაც არ დაებიჯებინოს სათუთი, მოკრძალებული ფეხი. უნამუსო, აუტანელი ყვავი! თითებს ვმუჭავ და ვგრძნობ, როგორ იკუჭება ჩემს ხელებში მისი შეღებილი შავი თმა. აი, ახლა მისი ცხვირი ჩემს მუხლზე გავასეირნე, რის შედეგადაც დეფორმირდა. ღმერთო, ხელის კვრა და ამ ქალის კრატერში ჩაგდება როდისღა მოვასწარი? გაიწიე, გაიწიე, „ბეტეერი“ მოდის! უი, ვერ მოასწარი?
- კობაური! - მესმის ჩემი გვარი და ღრუბლებიდან საკონდირტოში ვეცემი. აქამდეც რეზის ვუყურებდი, მაგრამ ახლა მართლა მას ვუყურებ. - მოსულხარ. გუშინ რატომ არ იყავი? - მეკითხება შეფი ბრაზიანი ინტერესით.
- დამეძინა. - ვპასუხობ გულახდილად.
- ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს მაღვიძარა.
- წინა ღამეს დამავიწყდა დაყენება.
- როგორც ჩანს წვეულებაზე ბევრი მოგივიდა. - ოდნავ შესამჩნევად მიღიმის, იმასაც ცინიკურად.
- მხოლოდ მე არა. - ვინარჩუნებ სიმშვიდეს და ვუღიმი. გვერდში სუსტ ჩქმეტას ვგრძნობ. ლიზის ჩემ მაგივრად რცხვენია ლექტორს რომ ვეპასუხები. თავად ბატონი კი ჩუმად ზის და თვალებდაწვრილებული შემომყურებს.
- მსგავსი მიზეზებით გაცდენა არასაპატიოდ ითვლება. - ამბობს ის. - რეცეპტის ჩასაწერად მოემზადეთ.
მობეზრებით თვალებს ვატრიალებ და კალამს ვიღებ. საკმარისია შეფ, ვიცით, რომ არამზადა ხართ.
ტრიუფელის და ლიმონის კექსის რეცეპტებს ვიწერთ. მე და ამირანი ვწყვილდებით. პირველად ტრიუფელისთვის შოკოლადს ვამზადებთ, რადგან მაცივარში კარგად გაციება სჭირდება. შემდეგ კი კექსისთვის ვწონით ინგრედიენტებს. მთელი ამ დროის მანძილზე უკვე მერამდენედ ვამჩნევ ამირანის რაღაცნაირ ღიმილს. შემამჩნევს თუ არა რომ ვხედავ, მაშინვე სერიოზულდება. წარბების აქაჩვით ვაფრთხილებ, მაგრამ ის იგივეს იმეორებს. ბოლოს ნერვებზე მშლის. მასას კექსის ყალიბში ვასხამ და დასვრილ მარიზს ცხვირთან ვუტრიალებ.
- რა გინდა? - ვეკითხები.
- თუ „სუფთა“ ხარ რას მემუქრები? - ისევ იცინის.
- შენ გირჩევნია ნიჟარა აიღო და ღუმელში შედგა. აქ რომ მოდიხარ, შენი ფანტაზიები გარეთ დატოვე ხოლმე.
- თვალებიც? - სიცილს არ წყვეტს და ნიჟარა ღუმელთან მიაქვს.
- ნერვებზე მშლი. - მარიზს ჯამში ვაგდებ და ჭურჭლის რეცხვას ვიწყებ.


***
კექსი ერთ საათში ცხვება. ვაციებთ, პუდრას ვაყრით და ვსინჯავთ. უგემრიელესია. ცოტა ხანში კი შეფი შესვენებას აცხადებს და კაფეტერიაში ჩავდივართ. დანაყრების შემდეგ რბილ სავარძლებში კომფორტულად ვთავსდებით და სიჩუმეს ვუსმენთ.
- აბა? რა დაიკელით მასკარადზე? - გვეკითხება მთვლემარე მაკო.
- მე არაფერი შავო, ხო იცი არაა? - ლანა მის კალთაში თავს დებს.
- „გაასწორა“, კაი „პონტი“ იყო. რავი მე კარგად გავერთე. - ამბობს ამირანი, მაგრამ გამომეტყველება ასეთივე კმაყოფილი ნამდვილად არ აქვს.
- მეც. - მოკლედ გვეუბნება ლიზი და მობილურში იხედება. უკაცრავად? რა ხდება ლიზი? ამირანი წარბებს ზემოთ სწევს და თვალებს იწვრილებს. უკაცრავად? რა ხდება ამირან?
- არაუშავრდა. - ვამბობ. - მაგრამ, ქალბატონო, - ლიზის მხარზე თითს ვურტყამ. - რაღაც საეჭვოდ არ ჩანდი წვეულებაზე. სად დაძვრებოდი?
- მეე? რავი, არსად. იქ ვიყავი. - იცხადებს და მხრებს იჩეჩავს.
- რაღაცას გვიმალავ. - არ ვეშვები.
ჯერ უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. ამირანი სერიოზული სახით ზის. არა, უფრო დაბღვერილია. აშკარად რაღაც იცის. მოგვიანებით გოგო გვნებდება.
- ერთი კარგი ადამიანი გავიცანი. - ამბობს ჩუმად და იმორცხვებს.
- აჰაა, ვიცოდიიი! - სავარძელში ცქმუტავს ლანა.
- თქვენი ხმა არ გავიგო. არაფერთან გაიგივება არ გაბედოთ. ნაცნობები ვართ და მორჩა. - გვაფრთხილებს ლიზი.
- ჰო, თან ისეთი ნაცნობები... ისე მოგეწონა, რომ მთელი წვეულების მანძილზე დაკარგული იყავი. - ვეუბნები.
- შემეშვით მეთქი! - შუბლს კრავს ის და მეც ვჩუმდები.
ცოტა ხნით სიმშვიდე სუფევს, არავინ ხმას არ იღებს. წინ კიდევ ნახევარი საათი გვაქვს. ეკა არ ჩამოსულა. რა თმქა უნდა, მას ხომ საქმე მხოლოდ მეორე სართულზე რეზისთან და მესამე სართულზე - მზიასთან აქვს?! არა, ნერვების მოშლა არ მინდა.
- ამო, მიდი რაა, ერთი ლექსი „გვხიე“?
- არ ვარ ხასიათზე. - მეუბნება და კეფას იქექავს.
- ოჰო, რა მოხდა?
- არც არაფერი.
- ოო, მიდი რაა გთხოვ და გპირდები, კაი ხნით აღარ შეგაწუხებ. რამე ახალი გექნება.
- წურბელა ხარ რაა. - ამბობს რამდენიმე წამის შემდეგ. - კი, მაქვს. გუშინ დავწერე.
- ცხელ-ცხელი ყოფილა! მიდი, გისმენთ.
- ნწ, ეჰ! - ოხრავს ის და იწყებს:
„ჩავიძირე.
იცი როდის ჩავიძირე?
როცა შენ ჩემ დასანახად
ვიღაც სხვასთან გაიცინე.
ჩავიძირე.
ძალიან ღრმად ჩავიძირე.
მინდოდა, რომ გაგეგონა,
როცა ჩუმად დავიყვირე.
ჩავიძირე.
იცი რატომ ჩავიძირე?
იმის ნაცვლად, გაგემხილა,
იცრუე და გამიღიმე.
ჩავიძირე.
მე შენ გამო ჩავიძირე,
როცა ზურგი მაქციე და
უსულგულოდ დამი..დე.“
გარინდულნი ვუსმენთ. ამთავრებს თუ არა ბიჭი ლექსს, წავედიო ამბობს და კოლეჯის უკანა ეზოში გადის. როგორც ამირანის სხვა ლექსები, ესეც გულზე მხვდება, მაგრამ არა იმდენად, როგორც დანარჩენები. თუმცა რაღაცის ნაკლებობის თუ რაღაცის მოლოდინის გრძნობას მიჩენს და მაფორიაქებს. აშკარაა, ვიღაცას ეძღვნება. თან მისი გამომეტყველება... ლიზი ჩუმად ზის და ისევ მობილურს დაჰყურებს, მაგრამ ამჯერად არავის სწერს, ხელებში ნერვიულად ატრიალებს. ჩემ მზერას რომ აწყდება, მხრებს იჩეჩავს.
- რა... კარგი ლექსი იყო. - ამბობს ჩაწყვეტილი ხმით. სულ ორი კვირაა, რაც ამირანი და ლიზი ერთმანეთს იცნობენ. ნუთუ ეს მართლა ხდება? არა! მაგრამ რატომ მიკვირს? მე ის სტუდენტი არა ვარ, საკუთარი შეფი რომ არა მარტო მოსწონს, არამედ ვნებიანადაც რომ ჰკოცნის მოფარულ ადგილებში?! მოკეტე ფიქრები, ანა!


***
საკონდიტროში ასულებს შეფი ადგილზე არ გვხვდება. რა ხდება? რეზის ეს არ სჩვევია. დროის ქონით ვსარგებლობ და საპირფარეშოში გავდივარ. უკან დაბრუნებულს ლექტორი აუდიტორიაში მხვდება და დაგვიანებისთვის საყვედურს მაძლევს. სერიოზულად? გაბრაზებული ჩემ ადგილას ვდგები.
ცოტა ხანში რეზი მაცივრიდან ყველა ჯგუფის შოკოლადს იღებს და გვირიგებს. გვიყვება ტრიუფელის შექმნის ისტორიას. თურმე ტრიუფელი განსაკუთრებული გემოს მქონე სოკოს ერქვა, რომელიც იშვიათი ჯიშისა იყო. კონდიტერებს მის საპატივცემულოდ შეუქმნიათ შოკოლადის ტკბილეული და დაურქმევიათ მისი სახელი. ტრიუფელს თავდაპირველად არა ბურთივით მრგვალი, არამედ სოკოსავით უპროპორციო ფორმა ჰქონდა. მსგავსი სტანდარტით დღესაც ამზადებენ, მაგრამ შეფი როგორც ჩანს, მის დამრგვალებას გვასწავლის. ტრიუფელს სხვადასხვა საკაზმში ავლებენ. რეზი ნიჟარაზე ქოქოსის ნაფხვენს, კაკაოს, შაქრის პუდრას და წვრილად დაკეპილ მიწის თხილს ჰყრის და არჩევის საშუალებას გვაძლევს. მე და ამირანი ქოქოსს ვირჩევთ.
თავდაპირველად რეზი აკეთებს რამდენიმე ბურთულას, კაკაოში ავლებს და ცალკე თეფშზე დებს. ყველაფერი კეთდება სწრაფად, რადგან შოკოლადმა შესაძლოა დნობა დაიწყოს.
რეზის მოქმედებებს ვსწავლობ. მის ხელებს ვაკვირდები და თვალები მიფართოვდება. ცალ ხელზე ნაკაწრებს ვხედავ. ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაკაწრი, ერთმანეთის გასწვრივ. ეს... ეს ხომ ჩემი ფრჩხილებია? გაფიქრება მაშინვე ჩემ მხიარულ მხარეს მიეწოდება და მეცინება. რეზი ოდნავ იყურება ჩემკენ და უკმაყოფილოდ მათვალიერებს. ამაზე კიდევ უფრო მეტად ვიცინი. ანა, როდის უნდა გადაეჩვიო თავშეუკავებლობას?
- რამეს სასაცილოს ვაკეთებ? - წელში სწორდება ის. ბავშვები ყურებს ცქვეტენ.
- არა, არა, არც მიფიქრია, უბრალოდ... - ვცდილობ დავსერიოზულდე, მაგრამ ტუჩის კუთხეებს მაინც ვერ ვაკავებ.
- უბრალოდ? - წარბებს ჰკრავს.
- აღარ განმეორდება. - მეცინება და რა გავაკეთო? პირი ამოიკერე, შტერო!
- ანა, დღეს ორი საყვედური მიიღე. ვფიქრობ სულაც არ გაქვს საქმე სასაცილოდ.
- შეფ, ხელი საკონდიტროში დაიზიანეთ? - ვეკითხები ინტერესით და თვალებით ნაკაწრებზე ვანიშნებ.
ო-ოო! ჰო, ასე განაგრძე ანა. ჯერ ილაპარაკე, მერე იფიქრე და მწვერვალებს დაიპყრობ.
რეზი თვალებს მიბრიალებს. ნესტოები ებერება და კაკაოან თითებს მუშტავს. ახლა მარტონი რომ ვიყოთ, მინიმუმ მაგრად გავილანძღებოდი და მაქსიმუმ...მმმ... ჩემი სახე კაკაოს პუდრით დაისვრებოდა. მეორე ვარიანტისთვის ყოველთვის მზად ვარ. მზად ხარ არა უნებისყოფო! შენ არ იყავი გუშინ რომ გადაწყვიტე, შეფს ახლოსაც არ გავეკარებიო?!
- დაახლოებით, ანა. ხელი მაშინ ვიტკინე, როცა ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებს, შემიძლია ყველას გიამბოთ. - ბავშვებს თვალს ავლებს და დამცინავ მზერას ისევ ჩემზე აჩერებს.
რაა? გვიამბოს? ღმერთო, ეს შეიშალა? რა სახე აქვს. კი, ის წამსვლელია. ნამდვილად შეუძლია მოყვეს. ის ხომ არამზადა თევზებია. თუ არა, არ შეუძლია. მაგრამ ისეთი სახე აქვს, გარწმუნებს, რომ ამას გააკეთებს.
- არ მოგაცდენთ შეფ. აჯობებს ტრიუფელებს მივხედოთ. - ვამბობ, ქოქოსის ჟარუნას ვიღებ და ამირანთან მივდივარ. რეზის აღარ ვუყურებ. დღეისთვის საკმარისია, რაც დავინახე.
მე და ამო შოკოლადის დამუშავებას ვიწყებთ.
ისწავლე ანა, რომ რაც პირზე მოგადგება, ყველაფერი არ უნდა თქვა. ან რა იყო ეს სიცილი? შენ რა, დაგავიწყდა, რომ რეზიზე გაბრაზებული ხარ? ხო, უმიზეზოდ, მაგრამ მაინც. გული მიგრძნობს, რომ მიზეზი მალე მომეცემა. ეკას ვუყურებ. ტრიუფელს აგორგოლავებს მაგრამ ჩემსავით ისიც სხვაგანაა. სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებს. ისეთი ღიმილი, თითქოს რაღაც დაგეგმილი შეასრულა. ვიღაცას რაღაც დაუპირა და გააკეთა. თითქოს ის მოხდა, რაც აწყობდა. არა, ნუთუ ის მოხდა, რაც მგონია? ნუთუ მან თავისი გაიტანა? ასე მოკლე დროში? როგორ?
უცბად თავს მაღლა სწევს და მის მზერას ვაწყდები. ცოტა ხნით გამომეტყველებას არ სცვლის, შემდეგ სერიოზულდება და საქმეს აგრძელებს.
არა, გამორიცხულია, რომ მსგავსი სიბინძურე ასე მალე გვარდებოდეს. თანაც, მე ხომ არ ვიცი, უკვე „შეაბეს“ რეზი თუ არა. არ მინდა ამაზე წინასწარ ნერვიულობა. აჯობებს სახლში დასვენებულმა ან გოგოებთან ერთად მოვიფიქრო, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ქმედებები არ გამოგვრჩეს. გამორიცხულია მან მიზანს მიაღწიოს, თუნდაც რეზი დათანხმდეს.

ვანილის კოცნა 7 თავი


***
ტრიუფელები უგემრიელესია. ქოქოსით და კაკაოთი ყველაზე მეტად მომწონს.
ამირანი მთელი მუშაობის მანძილზე ჩუმად იყო. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ლექსი რომ წავაკითხე. მაგრამ, მე ხომ არ მითხოვია, მაინცდამაინც ეს ეთქვა? ამირანი და ლიზი. ვაა, მაგარია. მართალია, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ შემიძლია ეჭვები გავიფანტო. ამიტომ, მეც ზუსტად იგივეს ვაკეთებ, რასაც ამო აკეთებდა დილით. წამდაუწუმ ვუღიმი. ის ამჩნევს ჩემ დამოკიდებულებას და ბოლოს, წყობიდანგამოსული მეკითხება:
- რა გინდა?
- თუ „სუფთა“ ხარ რატომ ბრაზდები? - ვეუბნები ნიშნისმოგებით.
- ნუ ხარ ბოღმიანი შურისმაძიებელი და ნუ მიყურებ ასე.
- რა ვქნა ამირან, თვალებს გარეთ ხომ ვერ დავტოვებ? - ენას ვუყობ და ხელების დასაბანად მივდივარ.


***
ოთხშაბათია.
დღეს მძიმე დღე გვაქვს. ფენოვან ცომზე ვმუშაობთ. დიახ, მიქსერი გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეფი რაღაცამ გააბოროტა და ცომს ხელით გვამუშავებინებს. მიზეზად გვისახელებს იმას, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და ექსტრემალური სიტუაციებისთვის.
ცომი საკმაოდ რთული დასამუშავებელია. მოზელვის ტექნიკაც კი განსხვავებულია. ხელის გულები აღარ მივარგა. მასში ცხიმის გადახვევაც დიდ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს. თან ეს მაცივარში გაციებისთვის განკუთვნილი თითო-თითო საათი... მალე ვიქანცები.
შეფი ნაპოლეონის ფირფიტების გამოცხობას გეგმავს. გამოაცხოს, მე თავი აღარ მაქვს.
მაგრამ ვინ დაგსვამ ასე უქმად? უთხელეს ფირფიტებს ჟარუნებს შორის ვაცხობთ. მორჩენილი ცომისთვის რეზის სამზარეულოდან ყველი გამოაქვს და ხაჭაპურის გადახვევას გვასწავლის.
ფინალი გემრიელია.
ჯანდაბა! სულ დამავიწყდა, რომ დღეს მორიგე ვარ. ნიჟარაში კი არც ისე ცოტა უპატრონოდ და უნამუსოდ დატოვებული ჭურჭელია. მე კი ისეთი დაღლილი ვარ... სხვა რა გზა მაქვს?
რეცხვას რომ ვრჩები საათს ვუყურებ, რომელიც შვიდის ნახევარს აჩვენებს. რაა? ღმერთო, რა დრო გასულა.
გასახდელში სწარაფად გავდივარ, ვიცვლი და ის-ისაა უნდა გამოვიდე წასასვლელად, რომ გარედან რეზის ხმა მესმის. ისევ ინგლისურად საუბრობს. ცნობისმოყვარეობა თავისას შვრება და კართან ვჩერდები. წინადადებებიდან ყველა სიტყვა არ მესმის, ამიტომ აზრი მაინცდამაინც ვერ გამომაქვს. შეფს ტონი ისეთი უსიამოვნო აღარ აქვს, როგორც ადრე. პირიქით, მოსაფერებელი სიტყვაც კი მესმის - sweethead. რეზი? რაა? არა, არ მინდა, რომ მოვუსმინო. ეს არაა სწორი საქციელი. უკვე გასვლას ვაპირებ, რომ მისი ნათქვამიდან სახელი იკვეთება.
- Okay. Bye, nikol.
ნიკოლი? ვინაა ნიკოლი?


პ.ს. სალამით ბავშვებო... მოკლედ, დილით კი დავდე, მაგრამ თურმე ჯერ ისევ ძველი სერვერი ყოფილა და ეს თავი არ ჩანდა. ხოდა თავიდან მომიწია დადება. ახლა გავარკვიე ეგ ამბავი.
კიდევ ერთხელ ბოდიშით, რომ ამდენი გალოდინეთ... იმედია ახალი ტავით გასიამოვნებთ... მიყვარხართ ძაალიიაან!!!скачать dle 11.3



№1 სტუმარი თეა

უმაგრესი თავი იყო.

 


№2 სტუმარი ტატურია

იმედია, ბევრს არ გვალოდინებთ შემდეგ თავს winked
და მაინც, როდის იქნებაააააა?

 


№3  offline წევრი f43i3zxv

რა ვნების ქარცეცხლი დაატრიალე მარიამ? :D ორივე თვალში კითხვითი ნიშნები მინთია ისე ამაბნია ამ ისტორიამ ვერაფერი გავიგე როგორც ყოველთვის ინტრიგანი ხარ!!!
წარმატებები და დაგვინდე ამ დროს ამ გემრიელობებს რომ აგვიღწერ აქ და სურათიც დაგირთია :D :*

 


№4 სტუმარი მე-2001

ყოჩააღ ძაან მაგარი ხაარ❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

შეგიწუხებ მე შენ "თავებს"(შენი შეცდომაა) თუ დროზე არ დადებ ახალ თავს:)).
რა კარგი თავი იყო, ხარისხიან ვანილებს გვთავაზობ სულ რაა. მართლა ყოჩაღ. რა კარგად და სწორად გადმოეცი გოგოს ფიქრები,სხვა დროს ამათ სულელურ ფიქრები მძაბავს ხოლმე. ესეც მაღირსე ამ ისტორიაში. ამიტომ ისევ ტაშს გიკრავ დაღლამდე:*.

სურათებს ახლა დავაკვირდი. ორივე მშვენიერია და სულ ასე გააგრძელე. არა რაა, ის მომენტი მართლა მაგრად მომეწონა ამ გოგოს თვის დაფასება თუ რა ვიცი, "აქ" რომაა მიღებული ეგენი არ დააწყებინე. მომწონს მე ასეთი ქალური გოგოები.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

f43i3zxv
რა ვნების ქარცეცხლი დაატრიალე მარიამ? :D ორივე თვალში კითხვითი ნიშნები მინთია ისე ამაბნია ამ ისტორიამ ვერაფერი გავიგე როგორც ყოველთვის ინტრიგანი ხარ!!!
წარმატებები და დაგვინდე ამ დროს ამ გემრიელობებს რომ აგვიღწერ აქ და სურათიც დაგირთია :D :*


ასე მოულოდნელობებით ვარ სავსე :დდ მიხარია თუ მოგწონს ^_^

იგი
გადასარევი იყო..
ველოდები მომდევნო თავს'და იმედს ვიტოვებ მალე დაიდება
იმდენად სასიამოვნო წასაკითხია რომ რავიცი
რავთქვა
ყველაფერი კარგი და კარგიიი
პატივისცემით იგი


უღრმესი მადლობა <3

grafo
შეგიწუხებ მე შენ "თავებს"(შენი შეცდომაა) თუ დროზე არ დადებ ახალ თავს:)).
რა კარგი თავი იყო, ხარისხიან ვანილებს გვთავაზობ სულ რაა. მართლა ყოჩაღ. რა კარგად და სწორად გადმოეცი გოგოს ფიქრები,სხვა დროს ამათ სულელურ ფიქრები მძაბავს ხოლმე. ესეც მაღირსე ამ ისტორიაში. ამიტომ ისევ ტაშს გიკრავ დაღლამდე:*.

სურათებს ახლა დავაკვირდი. ორივე მშვენიერია და სულ ასე გააგრძელე. არა რაა, ის მომენტი მართლა მაგრად მომეწონა ამ გოგოს თვის დაფასება თუ რა ვიცი, "აქ" რომაა მიღებული ეგენი არ დააწყებინე. მომწონს მე ასეთი ქალური გოგოები.


უბრალოდ ვცდილობ რეალურად შევაფასო ყველაფერი. არც მე არ მიყვარს ასეთი გოგოები. იმედი მაქვს ანა არც მომავალში გაგიცრუებს იმედებს თავისი გადაწყვეტილებებით ;) უღრმესი მადლობა შეფასებისთვის. ამდენი ტაში მაწყინარი არ აღმოჩნდეს მეშინია :დდ <3

 


№7  offline წევრი marisa

დავარღვიე დიეტა, მაგრამ ვარჯიშს არ ვწყვეტ. ჯანდაბა მე. აქ რომ გყავთ გამოყვანილი ტანწერწეტა და ლამაზმკერდიანი გოგოები, სადაა მასე ყველგან :)) ეს ზოგადად, ყველას პარამეტრები ნამდვილად არ ვიცი. ჰოდა, რას ვამბობდი, დიეტა კი დავარღვიე, მაგრამ ალერგია მაქვს და შემიცოდეთ :((( :დ მოუთმენლად ველი შემდეგს, შემოევლოთ ჩემი თავი :დდ

ახლა კარგად დამეძინება, კარამელკა <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი გოგო ხარ უმაგრესი ისტორიით.

 


№9  offline ადმინი თუკა

ჩემი ტკბილი ვანილივით გოგო... მაროოოოო უმაგრესი ხარ..
--------------------
4love.ge

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

მადლობა და კიდევ ბევრი მადლობა გოგოებოო <3

თუკა <3

 


№11  offline წევრი ფორთოხალი

მეზიზღები :დდ ♥♥♥♥♥♥

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფორთოხალი
მეზიზღები :დდ ♥♥♥♥♥♥


მეც მიყვარხარ მის კიმპლიმენტო :დდ <3

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

ოჰოჰო რა გოგო ყოფილა..თავის თავისუფალსა და თამამ თავს დროდადრო უფრო ახლოდან გვანახებს..კარგი თავი იყო.ნელ-ნელა მიცურავთ ვნებებში.მომწონს ერთბაშად რომ არ ხდება ყველაფერი,ასე უფრო საინტერესო და ჩამთრევია...

ორიგინალური ხარ და რა გითხრა...

ხშირად ვერ დებ,მაგრამ როცა დებ .. love

 


№14 სტუმარი giorgi

Magaria dzalian dzalian momewona :):)magari gogo xar :*:*

 


№15 სტუმარი მე-2001

აღარ აგრძელეებ?

 


№16 სტუმარი nini

ინტრიგანო! კარგია ძააან <3

 


№17 სტუმარი Qeta

Bolomde wavikitxe da gaocebuli var <3 sheniyvarda ana da rezi.. Dzalian kargia magram dzalian minda gaagrdzelo .. Ar minda morches :D <3

 


№18 სტუმარი Laluka

Kargia, magram cota naklebad tu miamsgavsebt sxvebis xelweras uketesi iqneba <3

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე, მართლა ჩამთრევია და გაგრძნობინებს ყველაფერ იმას, რაც ხდება. ამირანიც როგორ მომწონს :დ ჩემ თავს ვამსგავსებ :დდ მიყვარს ლექსებით ლაპარაკი ხოლმე... ძალიან კარგია, მე მომწონს შენი კოცნა ^_^ სტილიც ძალიან მაგარია, თავისებური, უფრო სწორედ შენებური, რაც სხვას არ ექნება <3
ვაგრძელებ :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე როგორ მიმაჯაჭვე კომპის ეკრანს...
ვინააააა ნიკოლიი.. ამდენ ამოუცნობ, ამდენ გაუხსნელ, ამდენ ტაბუ დადებულ თემას კიდევ ნიკოლი უნდოდა?
ვაიმეეე მამააა

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ვინაა ბიჯო ნიკოლი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent