შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (33)


27-09-2015, 19:57
ავტორი Keke27
ნანახია 15 725

33
საღამოს ხუთი საათი იყო უკვე. მეორე სართულზე შეჩერდა. ავალიანის კარს მიაყურადა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მერე სუნთქვა შეიკრა და მთლიანად სადარბაზოს მიაყურადა. სიმშვიდე იყო, მხოლოდ მეშვიდე სართულიდან ისმოდა როკ-მუსიკის ხმა, როგორც ყოველთვის თამილას თინეიჯერი შვილები ხმა მაღლა უსმენდნენ. რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზეაო, თმიდან ორი სარჭი გამოიძრო და ავალიანის კარის გაღებას გამოცდილი მძარცველივით შეუდგა. რამოდენიმე წუთიც და საკეტი გარაჩხუნდა. კარი გაიღო...
სამარისებული სიჩუმე და სიბნელე იყო სახლში.
შენგელია ფეხაკრებით შევიდა. ფრთხილად შეზიდა ცელოფნის პარკები შიგ და მერე შუქის ჩამრთველს დაუწყო ძებნა.
შემოსასვლელი უცებ განათდა.
_როგორ ბნელოდა, რა არის ეს, დღის სინათლე არ აღწევს აქ თუ, ასე უცებ დაღამდა? - ჰკითხა საკუთარ თავს და კარები დაკეტა.
ნაყიდი სანოვაგე სამზარეულოში გაიტანა. იქაც აანთო შუქი. მერე ფანჯრებს მიუბრუნდა. ნახა, რომ მუქი ფერის ჟანლუზები იყო დაშვებული. სასწრაფოდ ასწია ჟანლუზი და ფანჯარაც გააღო. შემოდგომის მწუხრის ჰაერით აივსო ოთახი წამებში.
ნერვიულობდა, თან ძალიან მაგრამ ბოლომდე უნდა მიეყვანა თავისი ჩანაფიქრი, თუ არაფერი გამოვიდოდა, თავს იმით მაინც დაიმშვიდებდა, რომ მან ყველაფერი სცადა თორნიკეს გულის მოსალბობად. ცოტა არ იყოს, ეშინოდა კიდეც, ოღონდ მარტო სახლში ყოფნის, ამიტომ ყველაგან აანთო სინათლე და მთელი სახლი საქორწილო დარბაზივით განათდა. იქვე ტელევიზორის პულტს მოჰკრა თვალი და ტელევიზორი ჩართო. არ ადარდება რას ჰყვებოდა „მოლაპარაკე შავი დაფა“ , უბრალოდ უნდოდა, ხმა გაეგონა და თავი მარტოდ არ ეგრძნო. შიშმმა მალევე გაუარა.
სამზარეულოს კარადებს და უჯრებს დაუარა, საჭირო ნივთები მოიმარაგა,შემდეგ წინსაფარი გაიკეთა და ვახშმის მომზადებას შეუდგა. ცოტა ხანში სახლში ისეთი სურნელი დატრიალდა, ადამიანს სანერწყვე ჯირკვლები აგეწვებოდა. შენგელიას ასული წვნიანს აკეთებდა. პარალელურად კარტოფილის შეწვაც გადაწყვიტა.
დრო და დრო, საათისკენ აპარებდა თვალს. თორნიკეს მოსვლის დრო არ მომეპაროსო.
როგორც იქნა წვნიანი გაკეთდა და კარტოფილიც შეიწვა. ახლა სალათა უნდა გაეკეთებინა.
სალათა ისეთი გააკეთა როგორც ნაზიკო უკეთებდა მისი სამეგრელოში ყოფნის დროს. თხილიანი და ცხარე. ჯამს ფართე თეფში გადააფარა და ბოსტნეულის ნათალების აკრეფა დაიწყო. უნდა დაელაგებინა არეული სამზარეულო.

• * * *
ავალინი საშინლად დაღლილი გამოვიდა სამსახურიდან. დღეს მძიმე და დატვირთული დღე ჰქონდა. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, იბანავებდა და დაწვებოდა. დაღლილობისგან ჭამის სურვილიც გაქრობოდა.
მანქანა ეზოში რომ გააჩერა და ის იყო ლუქი იხურებოდა, უცებ თვალი მოჰკრა მის ფანჯრებში სინათლეს. გაიოცა, „ნუთუ ჩართული დამრჩა?“ გაიფიქრა და მანქანიდან გადმოვიდა. ხმოვანი სიგნალით ჩაკეტა მანქანა და ისევ ახედა მეორე სართულს. ფანჯარა რომ გაღებული დაიანახა, დაეჭვდა, „რაღაც ვერ არის რიგზე აშკარად“ - ო ჩაილაპარაკა და ჩქარი ნაბიჯით შევიდა სადარბაზოში. კიბეები აირბინა და კარებთან შედგა. ტელევიზორის ხმა შემოესმა, უკვე გაოცებას ვერ მალავდა. კარი ფრთხილად მოსინჯა, ჩაკეტილი დაუხვდა. მერე ასევე ფრთხილად მოარგო გასაღები და ნელი მოძრაობით გადაატრიალა, რომ ხმაური არ გამოეწვია. საკუთარ სახლში ქურდივით უწევდა შესვლა. როგორც კი გააღო კარები მაშინვე გაბჟღვიალებული სახლი, საოცრად მადის აღმძვრელი საჭმლის სურნელი და ტელევიზორი ხმა მიეგება, რომელიც დარწმუნებით იუწყებოდა, რომ „პოლონეთის პარლამენტის წევრი მალგორზატა გოსიევსკა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს წერილით მიმართავს”... კაცი განცვიფრებას ვერ მალავდა. რა არ იფიქრა წამის მეასედში. ათასმა აზრმმა გადაურბინა უცებ. იფიქრა, რომ მისი და ჩამოვიდა და ის იყო ამ ყველაფრის ავტორი. მაგარმა მაშინვე გაახსენდა, რომ ნენეს გასაღები არ ჰქონდა და სახლში ვერ შემოვიდოდა. აჰ! გაახსენდა, ქეთი, ქეთი იქნება, მას ხომ ჰქონდა გასაღები ამ სახლის. კი გამოართვა, დაიბრუნა უკან ის გასაღები, მაგრამ როგორც სჩანს ასლი გაუკეთებია და ახლა დაუკითხავად გამომეცხადა აქ - ო. სიბრაზე მოერია, გააღიზიანა ქალის უმსგავსო საქციელმა და მოქუფრული სახით სამზარეულოსკენ წავიდა, გუმანით მიხვდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო, ის ვინც ეს ამბავი მოაწყო მის სახლში.
თორნიკეს სამზარეულოში შესვლა და შენგელიას აკივლება, ერთი იყო.
ავალიანი აზზრე ვერ მოვიდა, თუ რა აკივლებდა გვნცას.
_რაააა, რაააა, რა მოხდააა?! - კაცის შეშინებული და დაბნეული ხმა შეუერთდა გოგონას კივილს.
_ვაიმე როგორ შემაშინე, - როორც იქნა შეწყვიტა კივილი გვანცამ, - როდის შემოხვედი, არაფერი გამიგია. - უთხრა და მაგიდის საწმენდი ტილო, გამეტებით მოისროლა ნიჟარაში.
კაცმა უცებ გულის არეში ტკივილი იგრძნო და ინსტიქტურად მფეთქავ ორგანოზე დაიდო ხელი. ტკივილი სიხარულის და მოულოდნელობის იყო. მის წინ შენგელიას ასული იდგა, წინსაფარ აკრული, მკლავებ დაკოტავებული და დიასახლისის იმიჯს მორგებული.
_აქ რას აკეთებ ადამიანო? - გაპარული და განცვიფრებული ხმით ჰკითხა თორნიკემ და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
_ვიფიქრე, სამსახურიდან მშიერი დაბრუნდებოდი და საჭმელი მოგიმზადე. - გასცა პასუხი და გაზქურაზე შემდგარი ქვაბისკენ გაიხედა. გვანცას მზერას თვალი გააყოლა თორნიკემ.
_როგორ შემოხვედი, კი მაგრამ? - ტონი არ შესცვლია.
_ნიუ-იორკში მხოლოდ დიპლომატიას როდი ვსწავლობდი, - გაეცინა შენგელიას.
_ეს ყველაფერი მესიზმრება მე ხო? - თიტქოს საკუთარ თავს ჰკითხა ავალიანმა და მოჭუტული თვალებით დააკვირდა გოგონას.
_არ გესიზმრება საყვარელო, არა! - გათამამდა შენგელიას ასული, - მიდი ხელები დაიბანე, მაგიდას ახლავე გავშლი, - უთხრა თორნიკეს და მსუბუქად ჰკრა ხელი, რომ აბაზანისკენ წასულიყო.
კაცი დაჰიპნოზებულივით შებრუნდა ხელების დასაბანად.
_მოდი, აქ დაჯექი... ცოტა ცხელია საჭმელი, თუმცა არაუშავს, უცებ გაგრილდება, ვფიქრობ უნდა მოგეწონოს, რავიცი კაცებს წვნიანი საჭმელი უყვართო და ეგ გავაკეთე... - გაილექსა გვანცა, თან მაგიდას აწყობდა, - კიდევ შემწვარი კარტოფილიც არის და სალათიც, ახლავე მოგიტან. დესერტიც გვაქვს, ნამცხვარი ვიყიდე, ყველაზე გემრიელია. აი რომ გასინჯავ, თავად დარწმუნდები.
ავალიანი უხმოდ მიუხდა მაგიდას. მართალია სიტყვის თქვას ვერ ახერხებდა იმდენად იყო აღფრთოვანებული ამ ყველაფრით, თუმცა გულში კი, ტრიბუნასთან იდგა უკვე და იქედან ელაპარაკებოდა შენგელიას ასულს.
მაგიდაზე არანაირი სანთლები, არანაირი ყვავილი, არანაირი რომანტიკული ელემენტი არ მოიძევებოდა. თავიდანვე ჰქონდა გვანცას ასე გათვლილი. არ უნდოდა ბანალური სუფრა გაეწყო კაცისთვის, უბრალოდ უნდოდა მისთვის ოჯახური სითბო დაეხვედრებინა. გამოუვიდა კიდეც. თორნიკეს მთელი სხეული უთრთოდა. მღელვარება რომ ჩაიცხრო და თვალი გადავლო მომხდარს, საოცრად აუჩქროლდა გული. სახლში შესულს, ხმაური მიეგება, განათებული სახლი, სამზარეულოში მოფუსფუსე საყვარელი ქალი და ამ ქალის ხელით მომზადებული საჭმელი, სპეციალურად მისთვის. ახლა იჯდა მაგიდასთან და მასთან ერთად შეექცეოდა ვახშამს. მარტოს აღარ უწევდა ჭამა და ცარიელი სახლისთვის ყურისგდება.
_ხომ გემრიელია? - ჰკითხა გვანცამ და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.
_ძალიან, ძალიან გემრიელია. ყოჩაღ!
_მადლობა. - შეიფერა გოგონამ.
_რას წარმოვიდგენდი აქ შენ თუ დამხვდებოდი. შუქი რომ დავინახე ანთებული, ვიფიქრე დამრჩა-თქო. - გაეღიმა კაცს.
_ეს ბოლო მცდელობაა იმის, რომ შემირიგდე, თუ ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე, დედას გეფიცები ცხოვრებაში ჩემს ხმას ვერ გაიგონებ, - უთხრა მტკიცედ შენგელიამ თორნიკეს და თვალი თვალში გაუყარა. ავალიანი მიხვდა, რომ იგი არ სტყუოდა, ნათქვამს შეასრლებდა.
_ჯერ ნამცხვარი გავსინჯო, მერე ვიფიქრებ მაგაზე. - უთხრა ვითომ სერიოზულად. გუნებაში კი გადაიხარხარა, რადგან მიხვდა, რომ შენგელიას ასულს ბრჭყალებით იყო ჩაფრენილი. გვანცას საქციელი წაუხდა.
_ჰო, სალათა არ მიჭამია, - თქვა უდარდელი ხმით კაცმა.
_ახლავე, ახალ თეფშს მოგიტან, - შენგელია ფეხზე წამოდგა, კარადა გამოაღო, თეფში აიღო, მერე უჯრა გამოაღო და იქედან ჩანგალი ამოიღო. რამოდენიმე წამში ავალიანი მეორე თავ საჭმელს შეექცეოდა.
_მმმმ, საოცრებააა. რა გემრიელია.
_მართლა? - გუნება გამოუკეთდა გვანცას და ღიმილი მოეფინა სახეზე.
_მართლა!
_მიხარია რომ მოგწონს.
_კარი როგორ გააღე, მართლა. - ჰკითხა ისევ.
_დეტალები გაინტერესებს? - გადაიკისკისა გოგონამ.
თორნიკემ ძლისვ შეიკავა თავი, თორემ მთელ სახეს და ყელ-კისერს დაუკოცნიდა გვანცას ამ წამს.
_ნიუ-იორკში ერთი მეგობარი მყავდა, ერიკი, ფერადკანიანია, მან მასწავლა თუ როგორ უნდა გავაღო სახლის კარი თმის სარჭით. - ისევ გაიცინა შენგელიამ.
_უყურე შენ ამას, - მხლოდ ეს თქვა კაცმა ღიმილნარევი ტონით და გოგონას მზერა აარიდა. ვეღარ უძლებდა უკვე მის სილამაზე, სილაღეს, ხმას, სიცილს... ვნება, სიყვარული, სითბო, ყველაფერი ერთად გაუღვივდა მამაკაცს.
_ჩაის დალევ?
_არა, არ მინდა. ნამცხვარს კი შევჭამ, მხოლოდ ერთ ლუკმას, თორემ მეტი არ შემიძლია, - გაეღიმა ავალიანს.
გვანცამ ახლა ნამცხვარი მიაწოდა თორნიკეს და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ისევ.
_ოჰო, რა გემო აქვს, - აღმოხდა მას. მართლა მოეწონა. - მისმინე, მშობლებმა იციან აქ რომ ხარ? - ჰკითხა მერე.
_არა, - შეიცხადა გვანცამ, - დედას ვუთხარი, რომ მეგობრებთან მივდიოდი. სუფრას ავალაგებ და წავალ მალე.- დააყოლა ბოლოს.
_სად არის შენი ტელეფონი?
_აქ, - შენგელიამ შარვლის ჯიბეზე გაისვა ხელი, ავლინმა ხელით ანიშნა მომეციო, მანაც მიაწოდა, - რად გინდა?
_სახლში დარეკე და უთხარი, რომ მეგობრებთან რჩები დღეს, - ხმა კატეგორიულო ჰქონდა კაცს.
_რას მეუბნები, კაი ერთი, - ტონით უთხრა შენგელიამ და გაიცინა.
_არ გეხუმრები, დარეკე სახლში და გააფრთხილე, რომ დღეს ვერ მიხვალ. - ხმა უფრო შეუვალი გაუხდა ავალიანს. გოგონას სიცილი სახეზე შეეყინა.
_შანსი არაა, აქ ვერ დავრჩები. - თქვა და უცებ წამოდგა. წინსაფარი მოიხსნა, სკამზე მიაფინა და შემოსასვლელისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით. ჩანთა საკიდიდან ჩამოხსნა და კარებს დაუწყო ჯაჯგური, რომ გაეღო, მაგრამ ამაოდ. კარი არ იღებოდა.
თორნიკემ მშვიდად მოიწმონდა ტუჩის კუთხეები ხელსახოცით, ასევე მშვიდად და დინჯად წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა.
_კარი რატომ არ იღება? - იკითხა ნირწამხდარმა გოგონამ და კიდევ ერთხელ გადაატრიანა ჩამკეტი. მცდელობა ამაო იყო.
_ჯადოსნური სახლი მაქვს, აქ რომ შემოდიან მერე ვეღარ გადიან...
_რა ზღაპარს მიყვები, კარი გამიღე.
_თავად გააღე, - უთხრა და თითით კედელზე მიმაგრებული ციფრებისკენ მიუთითა, - ერიკმა არ გასწავლა? იმასაც გასწავლიდა, ერთი არასწორი ციფრი და რამოდენიმე წუთში დაცვის პოლიციით აივსება აქაურობა. - საოცრად მშვიდი იყო თორნიკე.
შენგელიამ თითს გააყოლა თვალი და სიმწრის სიცილით ჩაიცინა, მერე იატაკს ჩააჩერდა და წამის მეასედში ეცადა გამოსავალი მოეძებნა, როგორმე უნდა გასულიყო ამ სახლიდან. ვერ დარჩებოდა, ეს შეუძლებელი იყო.
_მეხუმრები ხო?
_სულაც არა. დარეკე მიდი.
_არა,უნდა წავიდე.
_გითხარი, არა-თქო, რით ვერ გაიგე? - ვითომ გაბრაზდა ავალიანი და თვალები დააბრიალა, - დარეკე მიდი, ინერვიულებენ შენები.
_აქ რა მინდა, თან მთელი ღამე?
_დარეკე-თქო!
გვანცა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა კამათს, თან ყველაფრისთვის თავი რომ დაენებბებინა, მისივე ნებით ჩაუვარდა მგელს ხახაში.
ტელეფონზე მანანას ნომერი აკრიფა და დედის ხმას დაელოდა.
_დე, როგორ ხარ?
_არამიშავს დე, შენ გელოდებით და დავწვებით მერე.
_დე დღეს მეგობრებთან ვრჩები, ხვალ მოვალ, - უთხრა მერყევი ხმით და თვალები დახუჭა, იცოდა მანანას რეაქცია.
_რა, შვილო? რა ხდება? რას აღნიშნავთ? ან რა საჭიროა მანდ დარჩენა? - კითხვები ერთიამოსუნთქვით დააყარა შვილს.
_კარგი დამშვიდდი. მირანდასთან და ლანასთან ვარ, ყავას ვსვავთ და ვჭორაობთ, სამსახური გვეწყება მალე ყველას და ვეღარ მოვიცლით შესახვედრადო და მიტომ ვრჩები აქ, - სცადა დედის დამშვიდება და ტყუილის დამაჯერებლად თქმა შენგელიამ.
ავალიანმა ცერა თითი აჩვენა, „ყოჩაღ!“- ო, შეუქო გამოგონილი მიზეზი. გვნაცამ ღრენით შეხედა მას.
მანანა დაამშვიდა. ტელეფონი გათიშა. უცებ მისაღებ ოთახში, მინიან კარადაში ვისკის ბოთლს მოჰკრა თვალი, ჩანთა კამოდზე მიაგდო და ჩქარი ნაბიჯით გაემართა კარადისკენ. თორნიკე ვერ მიხვდა რა მოხდა და გაოცებით გააყოლა თვალი გოგონას.
გვანცამ ვისკის ბოთლი ხელის სწრაფი მოძრაობით გახსნა და მწყურვალივით დალია.
კაცს წარბები შუბლზე აუვიდა.
_რას აკეთებ გოგო, გაგიჟდი, მოგკლავს ეგ.- შეიცხადა და შენგელიას მივარდა, რომ ბოთლი წაერთვა. მაგრამ შენგელიას უკვე, კარგა ხვავიანად მოესწრო დალევა.
_სხვანაირად აქ ვერ გავჩერდებოდი, არ ვარ მზად შენთან დასარჩენად ჯერ. ფხიზელს ძალიან გამიჭირდებოდა... - ამოილუღლუღა გვანცამ და ძალა წართმეულმა მამაკაცს ჩამოეკიდა კისერზე....

• * * *
ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, სპეტაკი თოვლივით თეთრი. არ უჩანდა ამ სითეთრეს სიგრძე და განი. არც დასაწყისი და დასასრული სჩანდა. ამ სითეთრეში დააბიჯებდა გვანცა, ფეხვეშ საოცარ სირბილეს გრძნობდა სიარულისას. უცებ თეთრი ფარდები გაჩნდნენ ირგვლივ, ნიავი აფრიალებდა მათ და საოცარ სურნელს აფრქვევდა. წამიც და უკვე ყვავილებით სავსე მინდორში აღმოჩნდა. მოუნდა ბალახზე გაწოლილიყო და ეკოტრიალა. ასეც მოიქცა. კოტრიალით გული რომ იჯერა წამოჯდა და თვაუწვდენელ მინდორს შუბლზე ხელი მოჩრდელით გახედა. სადღაც შორს სილუეტი შენიშნა, მხედველობა დაძაბა, მაგრამ ვერაფრით აღიდგინა გონებამ ვინ იყო იგი. სილუეტი თანდათან ახლოვდებოდა, უფრო გამოიკვეთა მისი სხეულის კონტურები. აშკარად მამაკაცი იყო. მზემ ინათა უცაბედად თვალის მომჭრელად და შენგელიას თვალი მოჭრა მისმა სიკაშკაშემ.ვერ შეძლო კაცის სახის დანახვა. ორივე ხელი დაიფარა თვალებზე და ასე იყო კარგა ხანს, ბოლო ხმა შემოესმა, ძალიან ნაცნობი ხმა, მაგრამ ხმის აღდგენაც გაუჭირდა გონებას. როგორც იქნა ლამის შეწეპებული ქუთუთოები მძიმედ მოაშორა ერთმანეთს და ბურუსით სავსე ოთახს მოავლო თვალი, თუმცა ვერაფერს არჩევდა. ისევ დახუჭა და ამჯერად წამოდგომა სცადა, მაგრამ თავის ტკივილმა არ მისცა ამის საშუალება.
_რა ჯანდაბა მჭირს? - საკუთარი ხმის ცნობაც კი გაუჭირდა.
_წუხანდელი მგზნებარე ღამის შემდეგ, არაა გასაკვირი ახლა ასე რომ ხარ. - მოესმა ისევ ნაცნობი ხმა. წარბები შეყარა, სახე მოწმუხნა და თავს ძალა დაატან თვალები უფრო კარგად გაეხილა. გაახილა და მოისრისა კიდეც, პატარა ბავშვივით. საწოლთან ავალინი იდგა, მაისური არ ეცვა, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ახლადგაღვიძებულ გავნაცს ღიმილით შესქეროდა.
გოგონა გაშრა უცებ, გახევდა, გაშეშდა, სუნთქვა შეეკრა.
_რა მოხდა წუხელ? - გაუნძრევლად იკითხა და პასუხის მოლოდინში თვალები გაუფართოვდა.
_ჩემო საყვარელო, რა გიჟი იყავი წუხელ, როგორი მგზნებარე, როგორი ვნებიანი, - ალაპარაკდა კაცი დამაჯერებლად და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
შენგელიას ფერი დაეკარგა. საბანი ნელა წამოწია და ტანზე დაიხედა.
_რა არის ეს? სად არის ჩემი ტანსაცმელი? - იკივლა გვანცამ და საწოლზე წამოხტა, - რატო მაცვია შენი მაისური? - მერე საწოლიდან ჩამოხტა, საკუთარ თავს მოჰკრა კედელზე ჩამოკიდებულ გრძელ სარკეში თვალი და კივილს უმატა, - ეს რა არის? შენი ტრუსი მაცვია?
შეშლილის თვალებით შეხედა კაცს შენგელიას ასულმა, წამით შეებრალა თორნიკეს გოგონა, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლიდა....



ეს ბოლო რა იყო? გკარგად ვიხალისე ისე. მაგარი გოგო ხარ, კეკე! ასე გააგრძელე, მაგრამ მე კიდევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაბრაზებულ ავალიანზე ბევრ თავს... wink love

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

Cudi bichiii :D
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

ჭორფლიანი გოგონა
ეს ბოლო რა იყო? გკარგად ვიხალისე ისე. მაგარი გოგო ხარ, კეკე! ასე გააგრძელე, მაგრამ მე კიდევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაბრაზებულ ავალიანზე ბევრ თავს... wink love


მეც ძალიან ვხალისობ. :დ აი მათი შეხვედრა სამზარეულოში, რომ წარმოვიდგინე დაკადრი დავიჭირე, გელაპარაკები ჩავბჟირდი სიცილისგან :დდდ

შემდეგი თავიც სახალისო იქნება ვგონებ. :დ ^^ მადლობა, რომ კითხულობ. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline წევრი S.likuna

magariaaa!!male dadeee

 


№5 სტუმარი Mari

Kargad cer.momcons

 


№6  offline წევრი kora

საოცრად ახერხებ სათქმელის გადმოცემას, კითხვისას ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ამ ყველაფერს კი არ ვკითხულობ არამედ პირდაპირ ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს, ძალიან სასაცილო და საინტერესო თავი იყო. მართლაც ყოჩაღ შენგელიას ასული თურმე რა მტკიცე ხასიათის გოგო ყოფილა, თავისი ჭკუით ბინაში შეპარვით მაგრა გაუჩალიჩებდა თორნიკეს, არდა ავალიანი არ ჩამორჩა თავისი გამჭრიახი გონებით და რა დღეში ჩააგდო ჩვენი გვენცა :) მომწონს მე ეს წყვილი ძალიან <3
--------------------
kira.G

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magari tavi iyoo ❤️❤️ male dadee ra gtxoov

 


№8  offline წევრი თამთა.გ

ოოო, კეკე საოცრად წერ, კისრ ვკითხულობ, ვმოგზაურობ ამ ისტორიაში. ერთი სული მაქვს,როდის გაგრძელდება...

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე კეკე რამდენი ვიცინე კაცის ტრუსის ჩაცმა მაგარი იყო ახლაც ვხარხარებ ყოჩაღ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Magarii iyoo dzaliann male dade axali tavii :* magaria dzaliannn

 


№11  offline წევრი gvanca jejelava

საუკეთესოო ხარ ჩემოო გოგოოო ♥

 


№12  offline წევრი dani

საუკეთესო საუკეთესოს შორის ხარ და შენი ისტორიები კი საუკეთესო საუკეთეესოს შორის ისტორიებია. ძალიან კარგი ადამიანი ხარ კეკე პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე ახალ თავს რომ დებ ყოველდღე შენს გვერდზე ვარ წარმატებებს გისურვებ ღმერთი იყოს შენი ფარველი

 


№13  offline წევრი Indigo

მაგრად ვიხალისე ბოლოს. კარგი იყო ველი შემდეგ თავს!!! :*
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№14  offline წევრი joan madu

ამაზე კარგი არაფერი წამიკითხია <3 მაგარი გოგო ხარ :* მიყვარხაარ<3 იმედია მალე დაამთავრებ და თან ბედნიერად <3

 


№15  offline წევრი სოფი

ძალიანნნ მაგარია , მადლობა ავტორსსს მოუთმენლად ველოდები შემდეგს :* კეკე სუპერიიი ხარ !!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent