შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (35)


3-10-2015, 00:45
ავტორი Keke27
ნანახია 13 560

მამაკაცმა ყურზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადაუწია შენგელიას, ტუჩები ყურთან მიუტანა და მთრთოლვარე ხმით უჩურჩულა:
_ცოლად გამომყევი...
_მე? - სულელური კითხვა დასვა გვანცამ, მოულოდნოლებისგან.
_შენ აბა, ვინ? - სიცილი ძლივს შეიკავა სვანმა.
_ამას, მართლა ამბობ? - დაეჭვებით იკითხა შენგელიამ და იგრძნო, როგორ გაეყინა ხელ-ფეხი.
_მე მეკითხები მაგას? - გაოცება ვერ დამალა კაცმა.
_ისევ სისულელე ვიკითხე ხო? - დაბნეულად გაეცინა გოგონას, - მოიცა, რა? ცოლად გამოგყვე? - თითქოს ახლა მიხვდა, თუ რა უთხრა მას ავალიანმა. თორნიკემ დასტურის ნიშნად წარბები ზემოთ აზიდა და თავი დაუკრა.
შენგელიას ასული გონება გაფანტული შესცქეროდა მის წინ მდგომ და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეკრულ მამაკაცს.
_არა, ახლა არ შემიძლია! - თქვა მერე კატეგორიულად.
თორნიკე თითქოს მოელოდა ამ პასუხს. სუნთქვა განაგრძო.
_დღეს ან ხვალ დავქორწინდეთ-თქო არ გეუბნები. - განუცხადა ზედმეტი სიმშვიდით.
შენგელია ჩაფიქრდა. იატაკს ჩააჩერდა. რამოდენიმე წუთს იდგა ასე. ავალინს თითქოს მოთმინება დაეკარგაო, უცებ ხმას აუწია.
_გვანცა მისმინე... შემომხედე. თვალებში მიყურე. - ნიკაპზე ხელი წაავლო და აიძულა თვალებში შეეხედა მისთვის, - მითხარი, გიყვარვარ?
_კი.
კიდევ ერთხელ იგრძნო სასიამოვნო ტკივლი გულის არეში თორნიკემ.
_როცა უყვართ, მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებაც უნდათ, ხომ ასეა?
_კი ასეა. - დაემოწმა გვანცა.
_როგორც, სჩანს შენ ეს სურვილი არ გაგჩენია.- ვითომ გულის წყვეტით თქვა კაცმა. არადა კარგად ხვდებოდა, რომ შენგელიას ასული შოკში იყო.
_არა, - წამოიძახა უცებ, - არ არის მართალი ეგ. ეგრე რომ იყოს დღეს აქ არ ვიქნებოდი...
_მაშინ რა გიშლის ხელს? - შეაწყვეტინა ლაპარაკი.
_არაფერი. - მხრები აიწურა გვანცამ, - შენს მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ვიღებ და ამ წამიდან ძალაში შედის, - უთხრა ღიმილით და კისერზე შემოხვია ხელები.
_ანუ თანახმა ხარ? - სიხარულისგან ხმა გაპარვოდა თორნიკეს.
_რა თქმა უნდა! - მტკიცედ უპასუხა შენგელიამ და კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია მკლავები დაძარღვულ კისერზე.
ახლა ავალიანი იყო შოკში. შინაგანად თითქოს მოამზადა საკუთარი თავი ყველანაირი პასუხისთვის, მაგრამ დადებითი რომ მოისმინა, აღმოჩნდა, რომ არ იყო მზად ამხელა სიხარულისთვის და გაშეშდა. ვერაფერს ფიქრობდა, მხოლოდ გვანცას ხმა ექოსავით ჩაესმოდა განმეორებით „რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!“
_გეწყინა? - შენგელიას გაკვირვებულმა ხმამ მოაფხიზლა.
_არა, რას ამბობ, კი არა, გონება გამეთიშა სიხარულისგან უცებ, - გაეღიმა და ახლაღა გაიაზრა, რომ მის წინაშე მისი მომავალი ცოლი იდგა, - შენ ჩემი მეუღლე გერქმევა... ღმერთო! - წამოიძახა უცებ და მთელი ძალით გულზე აიკრა გოგონა, უნდოდა ამ ერთი ჩახუტებით ბოდიშიც მოეხადა იმ დაბნეულობისთვის და გაფანტული წამებისთვის და მადლობაც გადაეხადა მინიჭებული სიხარულისთვის. თანდათან ძლიერად უჭერდა ხელებს გვანცას ზურგს.
_შენ ჩემი ცოლი გერქმევა, ჩემი შვილების დედა, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი ჭაღარა თმის და დანაოჭებული სახის მომფრებელი, - ბუტბუტებდა ავალიანი და ყოველი ფრაზის დასრულებისას სახეს უკოცნიდა გვანცას, - ჩემი გულის ცემა გერქმევა, ჩემი თვალები, ჩემი სუნთქვა და ჩემი ბედნიერება.
შენგელიამ ამდენ ემოციას ვერ გაუძლო და ატირდა. ტიროდა მაგრამ ეს ცრემლები ბედნიერებას ეკუთვნოდა.
_იცი? პირველად რომ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ მე შენთან ერთად მომიწევდა დაბერება. - უთხრა გვანცამ და ცრემლიან თვალებზე ხელი გაისვა.
_ჰო, ჩემო გოგო, ჩემო ანგელოზო, ასეც იქნება, - ხმა უთრთოდა კაცს, თვალებიც ამღვრეოდა და სისხლიც ადუღებოდა. ვენები უფრო დაბერვოდა...
_შენ ჩემი ქმარი უნდა იყო? - ტირილი სიცილში გადაეზარდა გოგონას.
_უეჭველი! - ავალიანსაც გაეცინა.
_ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს მე ჩემი ქმარი, - წარმოსთქვა შენგელიამ საოცრად თბილი ხმით, ფეხის წვერებზე აიწია და მამაკაცის ტუჩებს თავისი ტუჩები მიაგება.
ირგვლივ ისევ იასამნისფერმა ბურუსმა დაფარა ყველაფერი...

• * * *
რაც პაატა და გვანცა დაბრუნდა თბილისში, მის მერე სულ მოწყენილი იყო ნუცა.
ერთის მხრივ მეგობარი ენატრებოდა, მეორეს მხრივ მისი სულის ნაწილი - პაატა.
ტელეფონის ეკრანს მიეჯაჭვა. ელოდა საყვარელი ადამიანისგან ზარს. ახალაძეც დიდხანს არ ალოდინებდა, რადგან შეიძლება ითქვას, მას ნუცაზე მეტად უჭირდა.
_ვეღარ ვუძლებ უკვე, ათი დღე გავიდა რაც არ მინახიხარ და გიჟს ვგავარ, - უთხრა ტელეფონზე საუბრისას ბიჭმა ნუცას.
_აბა მე მკითხე, როგორ ვარ, რომ წარმოვიდგენ რამდენ ხანს ვერ გნახავ კიდე, სუნთქვა მიჩერდება და გული მეკუმშება, - თვალზე ცრემლი მოადგა გოგონას.
_ჩემი კუდიანი გოგო, - გაეღიბა ახალაძეს და საოცრად მოუნდა ახლა მისი გულში ჩკვრა და მის ხვეულ თმაზე მიფერება, - სწავლა როდის გეწყება, ანუ ქუთაისში როდის მიდიხარ?
_დღეს მივდივარ, საღამოს იქ ვიქნები უკვე. ორშაბათს ვიწყებ სწავლას. - უთხრა უხალისოდ.
_გეზარება? - გაეცინა ახალაძეს.
_აუ კი, თან ძალიან, - აჰყვა ნუცაც.
_ნუ წუწუნებ ახლა, სიზარმაცეს არ ვართ იცოდე.
_არ ვწუწუნებ, კარგი ჰო.
_გავთიშე ახლა, სმსახურში მივდივარ, მერე დაგირეკავ. - პაატა ნაჩქარევად დამეშვიდობა შეყვარებულს, საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა და ჩაფიქრდა, თიტქოს რაღაცას გეგმავდა. მერე სახე გაებადრა და კმაყოფილს გაეღიმა.

• * * *
_მალხაზ! გვანცას ხომ არ დაურეკავს? - იკითხა მანანამ და მობილურის ეკრანს დახედა.
_არა, არ დაურეკავს. აცადე, რა მოგდის, მეგობრებთან ერთადაა, ხომ არ დაიკარგება?
_რავიცი, რაღაცა მაფორიაქებს...
_მოვედიიი. - უცებ გვანცას ცქრიალა ხმამ აავსო ახლი. შემოსასვლელის კარი მიხურა, გასაღები და ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა და სამზარეულოსკენ გაემართა.
_ახლა ტვინს მიჭამდა დედაშენი სწორედ, - გადაიხარხარა უფრსმა შენგელიამ და შვილს ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა.
_ჰო? რაო დე რა ხდებაო? - გაეცინა გვანცას.
_დედა სად წადი, მთელი ღამე ვერ მოვისვენე რომ არ იყავი სახლში. - თქვა წუწუნით ქალმა და თმაზე ჩამოუსვა გვანცას ხელი მზრუნველად.
_დედა, კარგი, აწი აღარ წავალ, არ დაგტოვებ მარტოს.
_ოჰ, კარგით ახლა, ამიჩუყდა გული, სად შემიძლია ამდენი, - ვითომ სატირლად დაბრიცა სახე მალხაზმა და მერე ფხუკურით გაიცინა.
_ნეტა რა გაცინებს, მთელი ღამე კიტრივით გეძინა. - გაუჯავრდა მანანა ქმარს.
_ქალოოო! - მალხაზმა უცებ შეწყვიტა სიცილი, - შენა, იმას ვერ ელევი ერთი ღამით მეგობართან დარჩა შენი შვილი და რომ გათხოვდება მერე რაღას იზამ? - გულთმისანივით იკითხა უფროსმა შენგელიამ.
გვანცას ცივმა ოფლმა დაასხა. უხერხულად შეიშმუშნა.
_კარგით ახლა მორჩით ორივე! - თითქოს გაბრაზდა კიდეც გოგონა, - არსად წასვლას არ ვაპირებ მე, აქ ვრჩები! - თქვა მერე ღიმილნარევი კატეგორიულობით. მაშინვე თორნიკე დაუდგა თვალწინ და უფრო ფართედ გაეღიმა.
_რას იძახი შვილო შენ, გადაირიე? - შეიცხადა კაცმა.
_არა, დედი, მასეც არ ვარგა, - თქვა შეფიქრიანებულმა მანანამ.
_სხვა საშველს არ მაძლევ და... კარგით ხო, უნდა წავიდე ისევ მე, მაგრამ გპირდები მალე დავბრუნდები.
_სად მიდიხარ დედი? - ისევ შეწუხდა ქალი.
_მაღაზიაში დედა, ჩანთა არ მიყიდია, თან ცოტას გავისეირნებ.
_საჭმელი არ გინდა? - დააწია სიტყვა უკვე ღია კარში მდგომ გვანცას.
_არა, ყავა დავლიე დილით. კაი, გაკოცეთ ორივეს, მალე მოვალ. - დაიბარა და კარი გაიხურა.
_მალხაზი, - დაიწყო მანანამ დაბალ ხმაზე, ტონში ეტყობოდა, რომ მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა და ცდილობდა, ისე თქმულიყო სათქმელი უფროსი შენგელია არ გაღიზიანებულიყო, - მაგული ხომ იცი შენ, ოქროპირიძე, მეორე სადარბაზოშ რომ ცხოვრობს მეხუთეზე,
_ხო ვიცი, მერე?
_მისი შვილიც ხომ იცი?
_კი ვიცი, ერეკლეზე ამბობ ხო?
_ჰო, ზუსტად! - გაუხარდა ქალს ქმრის კარგი მახსოვრობა.
_ერეკლე როგორ არ ვიცი კაცო, ამ ეზოში გაზრდლია, ჩემს თვალწინ.
_ჰოდა, ახლა როგორ გამოიჭიმა კაბინეტში, დოცენტი გახდა.
_ოჰო, მშვენიერია, - მოუწონა წარმატება მაგულის ბიჭს უფროსმა შენგელიამ.
_ჰოდა მაგული ვნახე გუშინ, პირდაპირ ვერ მითხრა, მარა მიმახვედრა, რძლად მოსწონს გვანცა. - თქვა მანანამ თითქმის ჩურჩულით.
_სერიოზულად?
_სერიოზულად!
_ვიფიქროთ მაგაზე, კარგი ბიჭია ნამეტანი ეს ერეკლე. - კმაყოფილი ჩანდა უფროსი შენგელია.



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Pataaraa iyoo arr meyoo ((( malee dade axalii tavii mainteresebss (((

 


№2  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნ მომწონსსს

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მაგარია <3 ვგიჟდები რაა...ეს ერეკლე ვინგაა :(( აუუ იმედია არ აერევათ ურთიერთობაა მალე დადე რაა

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

ერეკლე არა კობალტი lol მოაწყვიტეეე /
შენ მგონი დასრულებას მართლა არ აპირებ lol
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5  offline წევრი marisa

გვანცას ასაკში ჩემმა მშობლებმა რომ დამიწყონ ბიჭის არჩევა და მაჭანკლობა, არ ვიცი, რას ვიზამ.ან რა დროს ერეკლე იყო, ძლივს დაქორწინება დააპირეს. ასე კონტროლიც და ვაიმე დედიკო, სად ხარ, ეგეც გამაღიაზიანებს.. რა ვიცი, რა ვიცი, ყველას ისე ცხოვრობს, როგორც უნდა.. მე მეგონა, ერთ თავში მაინც დამთავრდებოდა, მაგრამ ერეკლემ სულ ამირ-დამირია ფიქრები

 


დამასწრო გვანცამ თანხმობის თქმა, აფსუს! :D კარგი რომ ხარ კი იცი შენ. <3 <3 ველი ახალ თავს მოუთმენლად.

 


№7  offline წევრი სოფი

დავიძაბეეე ცოტა :დ ერეკლეს რაგა უნდააა რაა :დდ მაგარი იყოო :* ველოდები მალე ახალ და უფრო დიდ თავს :* <3

 


№8 სტუმარი nini

აპ აპ აპ აპ ახლა ერეკლე მოაშორე აქედან, ძლივს დაადგათ ამათ საშველი, მაგრამ ჩემი თორნიკე რისთვისაა აქ. ამათ ურთიერთორება არ აერიოთ რაა :( :D. გვანცას მშობლების საქციელები მაღიზიანებს. რა ჯანდაბაა ამდენი კონტროლი. თორნიკეზე და გვანცაზე ვგიჟდები, ვგიჟდები. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ love

 


№9 სტუმარი vendi))))

magaria male dade axali:D :D

 


№10 სტუმარი paradise

უბრალოდ ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე ^^ ♥♥

 


№11  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგია ერეკლე რომ უნდა გამოჩნდეს ასპარეზზე ცოტა ინტრიგა არ აწყენდა ამ ისტორიას .

 


№12  offline ადმინი მწარე

ჩემიი სვანიიი :/ რაის ერეკლეე :/
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№13 სტუმარი Nino

Es erekle saidanga gamozvra zaan magari istoriaa da siamovnebit velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent