შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა 8 თავი


4-10-2015, 20:00
ავტორი lullaby
ნანახია 9 998

***
ხუთ დღიანი ფიქრის შემდეგ ერთადერთი დასკვნა გამომაქვს, ის, რაც აქამდე ისედაც ვიცოდი - რეზი ერთი ჩვეულებრივი არამზადაა. ნიკოლს კი მის ევროპელ შეყვარებულად თუ მეგობარ გოგოდ, როგორც ეძახიან, ვნათლავ. აბა უბრალო გამვლელებს და ბიძაშვილებს „sweetheart”-ით არ მიმართავენ. თან რეზის ტკბილი საუბრის ტონი... არ ვიცი, არ ვიცი. არეული ვარ. არ მინდა ურთიერთობებში მესამე ვიყო. ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუთხედებს. თუმცა აქ სიტყვა „სასიყვარულო“ არცაა მოსატანი. მე ხომ უბრალოდ შეფის ვნებიანი გამოხდომები მიბნევდნენ თავ-გზას და მეტი არაფერი? ეს კი ვფიქრობ, ადვილად დავიწყებადია თუ გადავწყვეტ. ჰო, ასე ვფიქრობ, რადგან ასეთი ძლიერი ვნება ჯერ არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია.
ნიკოლი. ვითომ მართლა მისი გოგოა? თევზებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი მაიძულებს არ ვიღელვო მანამ, სანამ ამის დამამტკიცებელ საბუთს არ ვნახავ, მაგრამ სად „ნევერლენდიდან“ მოვიტანო ეს დამამტკიცებელი საბუთი? ხო, რეზიზე კი ვარ უმიზეზოდ გაბრაზებული, მაგრამ საკუთარ თავს ვუტყდები, რომ მის სიახლოვესა და მით უმეტეს, მის კოცნაზე უარს ვერ ვამბობ. ნიკოლთან დაკავშირებული ეჭვები კი გამუდმებით იმას ჩამძახიან ყურში, რომ საქართველოში ობლად დარჩენილი რეზი ისე აპირებს ვნებიანი ნამცხვრის გამოცხობას, რომ თავისი ფრანგი გოგო ფეხებზე ჰ..დია. მაგრამ მე არ მ..დია.
მოკლედ, ამ ოპტიმიზმს და ეჭვებს დიდი ომი აქვთ გაჩაღებული და წარმოდგენა არ მაქვს, ბოლოს მწვანეს რომელი აანთებს. არც რეზისთან მინდა იმ გოგოზე საუბარი. ეს ხომ იგივეა ვუთხრა: „ კარს უკან ვიდექი და გისმენდი მეთქი?“ გარდა ამისა, ვიცი, ის ჩათვლის, რომ ვეჭვიანობ. ეს კი ასე არაა. მართლა არაა. ეჭვიანობენ, როცა უყვართ, მე კი უბრალოდ გაურკვევლობაში და ჩემთვის არასასურველ სიტუაციაში ვარ. ხო, აქამდე ვკეკლუცობდი და შეფის გამოწვევასაც ვცდილობდი. ორივე კარგად გავერთეთ, მაგრამ გართობა მაშინაა კარგი, როდესაც ორივე მხარე თავისუფალია. მე კი უკვე არ ვიცი ჩემსავით თავისუფალია თუ არა რეზი. გამომდინარე აქედან, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე.

ვანილის კოცნა 8 თავი


***
წინა დღეების პრაქტიკებმა მშვიდად ჩაიარეს. შეფი ალბათ ამჩნევდა ჩემ სერიოზულ დამოკიდებულებას ცხობისადმი და მის მიმართ უყურადღებობას, მაგრამ თავად არაფერს იმჩნევდა. როგორც ჩანს, მასაც ჩემსავით კარგი მოთმინების უნარი აქვს. ერთხელაც არ გამოუხედავს „სხვა თვალით“ და ამან კიდევ უფრო განმიმტკიცა ნიკოლზე ჩემი ეჭვები მაგრამ უბედურება იცით რაშია? ეს ოპტიმიზმი გამოდმებით თვალებზე მეფარება და მყარ, უტყუარ მტკიცებულებებს მოითხოვს.
ბარემ ძალიან არ მინდა, მაგრამ სიზმარშიც კი ჩემი ფიქრები ცოცხლდებიან და საშინელ, უაზრო ქაოსს ვხედავ.
დილით მაღვიძარაზე საკმაოდ ადრე მეღვიძება და მაშინვე ვდგები. ფიქრებმა ისევ რომ არ ამატკიოს თავი, სარკესთან ზურგით ვდგები, ხელში პატარა სარკეს ვიჭერ და მასში ჩემს ბეჭებს ვუყურებ, რომლესზეც ორი თევზია გამოსახული. სიწითლემ უკვე გადამიარა და ახლა ჩემი ტატუ იმაზე მეტად მომწონს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდი, რომ მომეწონებოდა. ჩემების თვალშიც აღფრთოვანება დაიმსახურა, ხო და მეც გახარებული ვარ.
მაშინ, როცა ამ ტატუს გაკეთება გადავწყვიტე, მას ცოტა სხვა მნიშვნელობას ვანიჭებდი. ახლა კი არ ვიცი. არა, უმისოდაც ძალიან მომწონს. თევზები ხომ მე ვარ. ტატუ კი პირველ რიგში მე და ჩემს სხეულს გვეკუთვნის.


***
ცხრის ხუთი წუთია, მე კი უკვე კოლეჯში ვარ და მეორე სართულზე ავდივარ. ირგვლივ დარაჯის და დამლაგებლის გარდა არავინაა. ფუმფულა სავარძელში ვჯდები, სახელურს ვეყრდნობი და ყურსასმენებს ხმას ვუწევ. ფლეილისტი nelly furtado-ს who want to be alone-ს უკრავს და ამ ფრაზის ყოველ მოსმენაზე ჩამ თავზე მეცინება.
ახლა დადიან ჩემ თვალ-წინ მორბენალი სტიქონებივით ამირანის ლექსის ის ფრაზები, რომლებმაც მოსმენისას მოლოდინის გრძნობა გამიჩინეს. ჯანდაბა, რა წინასწარმეტყველებასავით გამოუვიდა?! „ვიღაც სხვასთან გაიცინე“, „ იმის ნაცვლად გაგემხილა, იცრუე და გამიღიმე“. ბატონო თევზებო, ეს მართალია? იქნებ ნიკოლის ხსენების გარეშეც მოვახერხო მისგან ინფორმაციის მოპოვება? სულ მცირედის მაინც, თორემ ამ გაურკვევლობაში დიდხანს ვერ გავძლებ. ახლა კი აჯობებს გასახდელში გავიდე და ფორმა ჩავიცვა.
ის-ისაა ყურსასმენებს ვიხსნი, რომ კისერთან წამიერ შეხებას ვგრძნობ. რეზი თითებს ტატუზე ასრიალებს, რომელიც აწეული თმის გამო კარგად ჩანს და ჩემ წინ ისე ოფიციალურად ჯდება, თითქოს არც შემხებია. ვინ დაპატიჟა?
- გიხდება. - ამბობს ღიმილით. მუხლზე ჟურნალს იდებს და შლის. მე მისი შეხების გამო ისევ ჟრუანტელი მივლის, მაგრამ თავს ძალას ვატან, რომ ყურადღება არ მივაქციო.
- გმადლობ. - ვპასუხობ. ყველაფრის ფონზე არც კი ვიცი, თავი როგორ უნდა დავიჭირო. უცნაურია, მაგრამ ვღელავ კიდეც. ახლა მარტონი ვართ. იქნებ შევძლო და მოვახერხო კიდეც ჩემი გეგმის განხორციელება ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით?
- მეც თევზები ვარ. - მეუბნება.
- არამზადა თევზები. - ვბუტბუტებ ჩემთვის.
- რა თქვი? - ორი წამით მათვალიერებს.
- დღეს რას ვამზადებთ?
- ორაზროვანი შეკითხვაა. - ტუჩებს ილოკავს.
- თუ შეძლებთ, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ, შეფ. - ვუღიმი დამცინავად. მე ხომ მასზე უმიზეზოდ ვარ გაბრაზებული?!
- მაფინებს და ფონდანტეს. დღეს ალბათ მალე გაგიშვებთ. ისე, მერჩივნა პასუხი შენი შეკითხვისთვის მეორე მნიშვნელობით მოგეთხოვა. - ტუჩის კუთხეში ეცინება და ჟურნალის შევსებას იწყებს.
ხმას არ ვცემ. ცოტა ხნით ჩუმად ვართ. სანამ იერიშზე გადავალ, საჭიროა ტერიტორიის მომზადება.
- ესე იგი შვიდი წელია პარიზში ცხოვრობ. - ვეუბნები და ხელებს გულზე ვიკრებ.
- აჰაამ. - თავს მიქნევს და თავის საქმეს განაგრძობს.
- ალბათ შეეჩვიე იქაურობას. აქ არ გიჭირს?
- არც ისე. მეხმარებიან, რომ გავუძლო.
- ვინ?
- ამჟამად შენ. - თვალს მიკრავს და ისევ ჟურნალს უბრუნდება.
- ამჟამად მეე? ანუ აქამდე სხვა ჩემნაირებიც იყვნენ?
- რატომ გიკვირს? - მხრებს იჩეჩავს. - აი, კიდევ ერთი ფაქტი იმაზე, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.
ვცოფდები, როცა ამას მეუბნება. მინდა, რომ წამოვხტე, ვუყვირო, ვუღრიალო, არც ერთ-ორ შემოლაწუნებაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს ცეტობაა და მეტი არაფერი.
- არ მიკვირს. და არც ამ უაზრობის მილიონჯერ გამეორებაა საჭირო. ალბათ იქაც მექალთანე ხარ თუ უკვე გყავს ის ერთადერთი? - ვეკითხები სასხვათაშორისოდ.
რეზი კალამს აჩერებს, სხვათა შორის ისევ ჩემს კალამს და ქვემოდან მიყურებს. კოპები შეკრული აქვს, მაგრამ ბრაზს ვერ ვხედავ. პირიქით, ეტყობა, როგორ ცდილობს სიცილის შეკავებას. ჯანდაბა, ნუთუ არ გამომივიდა ბუნებრივად? არა, არ ვარ მსახიობად დაბადებული. რეზი ჟურნალს მაგიდაზე დებს, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა და თვალებში მიყურებს. ახლა ერთადერთი, რაც მართლა მინდა, ეს არის გზა, რომელზეც უკანმოუხედავად მოვკურცხლავ.
- დიდი ხანია ამ შეკითხვის დასმა გინდა? - დიახ, მას საზიზღარი, ნერვების გამასწორებელი ღიმილი უფარავს სახეს.
- რაა? - ნული ქულა მსახიობური გაოცებისთვის, ანა.
- ღმერთო, აი თურმე რატომ დადიხარ ერთი კვირაა სერიოზული გამომეტყველებით?! - ისე იცინის, თითქოს მის წინ ჯამბაზი იჯდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჩემ მსახიობურ დაღმასვლას, შესაძლოა ადამიანმა ჯამბაზადაც წარმომიდგინოს.
- ცდები! - გაბრაზებული წელში ვსწორდები და ჩანთას ვებღაუჭები. მაგრამ, იქნებ სწორედ ესაა ჩემი შანსი? უნდა გამოვიყენო. - თუმცა, რატომაც არა? ჩემ ადგილას ნებისმიერს დააინტერესებდა ეს.
- მაგრამ სხვებს ეს არ აინტერესებდათ.
- მე სხვა არ ვარ.
- აი, კიდევ! - წარბებს ზემოთ სწევს. - შენ კი მაინც არ გჯერა.
- რა?
- რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. - იცინის.
- მოკეტე! - უკვე ყელში ამომდის ეს ფრაზა და ვცოფდები, მით უმეტეს, რომ ვერც ჩემს შეკითხვაზე ვიღებ პასუხს.
- ანა, მოდი დღეს პრაქტიკებზე ცუდი გოგო იყავი. - ისე ამბობს, თითქოს დაჭერობანას თამაშს მთავაზობდეს.
- რაა? - თავს ვიკავებ, რომ ყბა არ ჩამომვარდეს.
- ხო, მე დაგსჯი და პრაქტიკების შემდეგ მორიგეს ნაცვლად დაგტოვებ.
- შემდეგი კვირაც მეყოფა მორიგეობისთვის. - ვამბობ, თუმცა კარგად მესმის რასაც გულისხმობს. არა, ცუდი იდეა ნამდვილად არაა, მაგრამ მე ხომ ახლა ნერვებმოშლილი ვარ?
- ხო, იქნებ ხვალამდე გავძლო კიდეც, მაგრამ, ერთი სული მაქვს, ეგ ტანსაცმელი შემოგახიო და...
- მოკეტე, მოკეტე! - წინ ვიწევი გაცოფებული და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. - ხომ არ დაგავიწყდა სად ხარ?
- რაღაც არ მგონია, ეს გარადრებდეს. პირველი კოცნის წინააღმდეგი არ ყოფილხარ. არც ერთი კვირის წინ, წვეულებაზე. ორივე მათგანი კი კოლეჯში მოხდა.
აღარ მინდა მისი მოსმენა. თანდათან წყობიდან გამოვყავარ. ვდგები და გასახდელისკენ ვიღებ გეზს.
- ანა! - მესმის ზურგიდან. თვალებს ვატრიალებ და ვბრუნდები. ის კალამს მიწვდის. - გამომართვი შენი კალამი და ეცადე, რომ უადგილო ადგილებში აღარ დაგივარდეს.
დავუნახივარ! მთელი ეს დრო დამცინოდა! ფუუ!
კალამს ხელიდან ვგლეჯ და სწრაფი ნაბიჯებით ვშორდები.

ვანილის კოცნა 8 თავი


***
ვცდილობ ჩემი აფეთქებული და ას ოთხმოცი გრადუსით შემობრუნებული ხასიათი დავიოკო, რადგან ლექცია სადაცაა დაიწყება და გოგოებიც უკვე აქ არიან. ცალკე კუთხეში ვდგავართ და ეკას ამბიციების ჩაშლის გეგმას განვიხილავთ. თუმცა, ვთვლი, რომ მანამდე საჭიროა გავიგოთ, „შებმული“ ჰყავს თუ არა ორ ყვავს შეფი. მთელი ერთი კვირა ეკა წყნარად იყო, არც რეზისთვის შემიმჩნევია რაიმე განსხვავებული ემოციები. მაგრამ, მე ეს სიმშვიდე უფრო მაგდებს ეჭვებში. როგორც წესი, ხანგრძლივ სიჩუმეს დიდი ხმაური მოსდევს. წარმოდგენა არა მაქვს, რა როგორ უნდა გავაკეთო. არა და დროც გადის და მეშინია, რომ მალე დაგვიანებულიც იქნება.
რეზის ხმა ოთახში დაჯგუფებულებს გვშლის და ყველა სამუშაო მაგიდასთან ვმწკრივდებით. ჯერ სიას კითხულობს, შემდეგ მაფინების და ფონდანტეს, იგივე ცხელი შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს გვაწერინებს. ინგრედიენტებს ყველა ვწონით, რადგან ორივე პროდუქტს შეფთან ერთად მოვამზადებთ.
მე და ლიზი ვწყვილდებით.
შაქრის და კარაქის თქვეფას ვიწყებ და თან რეზის ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. დანარჩენს ყველაფერს ლიზი აკეთებს. რაღაც დღეს გოგო არ მომწონს. მასას ყალიბებში ვასხამთ და ღუმელში სხვა ჯგუფების ნამუშევრებთან ერთად ვდგამთ. შოკოლადის მაფინები არაჩვეულებრივია. რადგან შესვენებამდე კიდევ გვაქვს დრო, რეზი მოცვის მაფინებისთვის ინდივიდუალურად გვაწონინებს ინგრედიენტებს. მომზადების ტექნოლოგია იგივეა, ამიტომ შეფი თავის სამუშაო მაგიდასთან კომფორტულად თავსდება და იქიდან გვადევნებს თვალს. თან გვერდით პატარა ქილით მოცვი უდგას და დრო და დრო შეექცევა. რა ენაღვლება, რაა!
ყველა თავისთვის მუშაობს. მე მოცვს ვარჩევ და ფიქრებით ხან ეკას დავსდებ თმების სათრევად, ხან შეფს ვკოცნი მიყრუებულ ადგილებში და ხან ნიკოლის ვინაობას ვადგენ. ლიზი წამ-და-უწუმ შუბლზე ისვამს ხელს.
- რა გჭირს? - ვეკითხები.
- რა ვიცი, თავი მტკივა. მგონი გავცივდი და გრიპი მხვდება. - სრუტუნებს.
- გამაყუჩებელი მაქვს. გინდა?
- არა იყოს, იქნებ გადამიაროს.
აღარ ვაცივდები და თვალი რეზისკენ გამირბის. სავარძელს მიყრდნობია და სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს, მაგრამ მე უკვე ვიცი, რომ მსახიობობს. თავს ვიქნევ და საქმეს ვაგრძელებ. მასაში რძეს ვასხამ და ვურევ, მაგრამ თვალები ისევ მისკენ გამირბის. ისევ მიყურებს. მეცინება და ვცდილობ საქმეზე მოვახდინო კონცენტრაცია, მაგრამ აი, კიდევ. რეზი მოცვს ტუჩებით იჭერს და ჭამს. შემდეგ ბაგეებს სწრაფად ილოკავს და ქვედა ტუჩის კუთხეს კბილებით ოდნავ იჭერს. ისევ მეცინება. როგორ მინდა თავი გავუხეთქო.
- რა გაცინებს? - მეკითხება ლიზი.
- არაფერი. რაღაც გამახსენდა ფილმიდან ერთ იდიოტზე.
- აუ, წამო რაა, მომეცი ის გამაყუჩებელი?
- წამო. - დასვრილ ხელებს ვიბანთ და გასახდელში გავდივართ. ლიზი წამალს სვამს და უკან ვბრუნდებით. მასას ვამთავრებთ და ღუმელში ვდგამთ. ცხობას ნახევარი საათი სჭირდება. მაფინებს დრო და დრო ვათვალიერებთ. აშკარაა, რომ ლიზის ნამცხვრები სხვებთან შედარებით მალე ამოდის. ამოდის, ამოდის და ყალიბებს ნორმაზე მეტად სცილდება. რამდენიმე მათგანი ფორმასაც კი ჰკარგავს და ჟარუნაზე იშლება.
ნახევარი საათის შემდეგ გამოგვაქვს. ლიზი ნერვიულობს, მით უმეტეს, რომ რეზიც არ აკლებს უკმაყოფილო გამომეტ,ყველებას.
- დარწმუნებული ვარ არაფერი შემშლია. - ამბობს ის და თითებს ნერვიულად ისრესს. ჩემი თავი მახსენდება ბრაუნს რომ ვაცხობდი.
- აშკარაა, რომ ცომში გამაფხვიერებელი მეტია.
- არ შემშლია, შეფ. ზუსტად ვიცი, რომ ათი გრამი გავუკეთე. არ ვიცი, რა მოუვიდა. - გოგოს თვალები უწყლიანდება.
- ლიზი, აქ ნამდვილად არაა ათი გრამი გამაფხვიერებელი. აქ უფრო მეტია. ამის შემდეგ უფრო ყურადღებით მოეკიდე საქმეს, კარგი?
- კი, მაგრამ...
- საკმარისია. აღარაა საჭირო ამაზე კამათი. - აწყვეტინებს რეზი, მაფინებს ნაგავში ჰყრის და დანარჩენებს ათვალიერებს. ვცოფდები მის უხეშ მოპყრობაზე. ლიზის მხარზე ხელ ვადებ და ვამშვიდებ, მაგრამ ისეა განერვიულებული... ერთიანად ცახცახებს.
- კარგი ლიზი გთხოვ. შენ გამო უკვე მეც ვნერვიულობ. იქნებ თავის ტკივილმა ყურადღება გაგაფანტვინა და...
- არა ანა, არა! - მაწყვეტინებს და შუბლს ისრესს. - გამორიცხულია, ასეთი რაღაცეები არ მეშლება. რომ ვკვდებოდე, არც მეხსიერება და არც ყურადღება არ მეფანტება.
- იქნებ ფქვილის ბრალი იყო?
- კაი, რაა. ყველამ იმ ფქვილით არ გააკეთეთ? თანაც, ფქვილის ბრალი რომ ყოფილიყო, კი არ აფუვდებოდა, დაიზეპებოდა.
- კაი, კაი. ამაზე ნუღარ ნერვიულობ. სხვა დროს უკეთესებს გააკეთებ. შენ ხომ იცი ეს არა? - ლოყაზე ვკოცნი.
- არ მინდა პატარა შეცდომამ პარიზში წასვლის შანსი დამაკარგვინოს. შეფი ისეთია... მომთხოვნი და არაფერს ივიწყებს. მინდა რაც შეიძლება იდეალურად გავაკეთო ყველაფერი. ეს კი... - ნაგვის ყუთს უყურებს. ამ დრო ამირანი გვიახლოვდება.
- კაი ნუ ნერვიულობ, - ოდნავ უღიმის. – დაი..დე. შენ ხომ იცი, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე? სხვა დროს გამოვა, ახლა ნუ მოიწყენ.
- შევეცდები. - ლიზიც ცდილობს გაღიმებას. ოჰოო, ეს უკვე საქმეა.
- წამოდით დაბლა. შეფმა შესვენაბა გამოაცხადა. ცოტა მივირთვათ და მაგარ ლექსს წაგიკითხავთ. ოღონდ ჩემი არაა. მოგეწონებათ.
ბიჭის სიტყვები აშკარად ამშვიდებს ლიზის. რა საყვარლები არიან. ნეტავ როდის გამოუტყდებიან ერთმანეთს? ოჰ, ერთი სული მაქვს.


***
შესვენებაზე რამდენიმე წუთით მარტო მიწევს დარჩენა და ისევ ფიქრებს ვუბრუნდები. თავში გამუდმებით ნიკოლის სახელი მიტრიალებს. ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს და არ მასვენებს. ეს იდიოტი კიდევ ზის აქ და ჩემი ტანსაცმლის შემოხევის გეგმებს აწყობს. ახლა, ცუდი იდეა არაა, მაგრამ...
ჩემი ოპტიმიზმი მაინც ჩრდილავს ყველაფერს. რეზი, ის ისეთი პირდაპირია... ისე მოურიდებლად მითხრა, შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც აქ მყოლიაო, იქნებ ნიკოლი მისთვის ვინმე მნიშვნელოვანი რომ იყოს, არც ეს დაემალა ჩემთვის. ხო, იქნებ ნიკოლი „პარიზელი ანაა“? კი, შესაძლოა ასეა. მაშინ გამოდის, რომ დიდ მნიშვნელობას არც მე მანიჭებს? არ ვიცი, არ ვიცი. იქნებ მივცე შანსი მანამდე მაინც, სანამ გამაბრაზებს? კარგი, გადაწყვეტილია, მე მაინც არაფერს ვკარგავ. პირიქით - ვიღებ სიამოვნებას. და რაც მთავარია ეკას ვუთვალთვალებ.

***
ფონდანტეს მომზადება ძალიან მარტივია. ამ უგემრიელეს ნამცხვარს ქაღალდის ყალიბებში ვაცხობთ და ცხელსვე ვსინჯავთ.
ვარჭობ თუ არა კოვზს ბისკვიტში, შუაგულიდან თხევადი შოკოლადი მოჟონავს და ჩემი მადა ჭკუიდან გადაჰყავს. ძალიან ცხელია. კოვზი მოუხერხებლად მხვდება ტუჩებზე და ვშოკოლადიანდები. მაკო დამცინის. ლუკმას ვყლაპავ და ვილოკავ თუ არა ბაგეებს, რეზის მზერა ვაწყდები. აჰ, აბა როგორი იყო მოცვიანი ტუჩები, შეფ? ბაგეებს კიდევ ერთხელ ვილოკავ და ნაჩქარევად ვიკვნეტ ქვედა ტუჩს. კიდევ კარგი, რომ საკონდიტროში მარტონი არ ვართ. გამომეტყველებას სიბრაზე, სურვილი, თავშეკავება ერთდროულად უფარავს. მე ხარხარი მინდება, მაგრამ როგორღაც თავს ვთოკავ.
- მალე მოამთავრეთ და თავისუფლები ხართ.. - ცრის ის კბილებში და საკონდიტროდან გადის. გავაბრაზე.
სამი საათი ხდება. ჯერ ადრეა. კარგია, რომ მალე გვიწევს წასვლა. ხვალ თეორიულ საგნებში შუალედურები გვეწყება და დარჩენილი კონსპექტების სასწავლად ზედმეტი დრო მექნება. პრაქტიკაში კი პირველი ტესტი ორშაბათს გვაქვს. საინტერესოა, რა იქნება შესული. მაგიდებს ვასუფთავებთ, ჭურჭელს ვრეცხავთ და გასახდელში გავდივართ. ვიცვლით და ის-ისაა დერეფნის კარს ვუახლოვდებით, რომ უკნიდან გვეძახიან.
- ანა და ლიზი, დამელოდეთ, ცოტა ხანში მოვალ. - ამბობს რეზი და მომმარაგებლის კაბინეტში შედის. მე და ლიზი ერთმანეთს გაკვირვებულები ვუყურებთ და კედელს ვეყრდნობით. მაკო და ლანა გვემშვიდობებიან და მიდიან. დაახლოებით ოცი წუთი ასე ვდგავართ. რა უნდა ნეტავ? საკონდიტროში ჯერ არავინაა, რადგან წესით ხუთ საათამდე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. სამზარეულოში კი პრაქტიკები ტარდება. დერეფანში სიწყნარეა, არავინ ჩანს. მხოლოდ სამზარეულოდან გამოსული შემწვარი ხორცის სასწაული სურნელი ტრიალებს.
ლიზი ვერ ისვენებს და რაღა ახლა მოუნდაო, წუწუნებს. ლოყები უწითლდება, შუბლი ცხელი აქვს, თვალები ამღვრეული. ნამდვილად მაღალი სიცხე აქვს. მეცოდება. უკვე ექიმთან ვუპირებ ჩაყვანას, რომ რეზი გვეძახის. ლექტორების გასახდელის კარს აღებს და შიგნით გვეპატიჟება. ჰოომ, ამ კართან ცუდი მოგონებები მაკავშირებს. შესვლისთანვე უსამართლობის გრძნობა მეუფლება. რატომაა გოგოების სამოცკარადიანი გასახდელი ისეთი ვიწრო და ლექტორების ხუთკარადიანი გასახდელი ასეთი მოზრდილი? ურიგო არ იქნებოდა, ადგილები რომ შეენაცვლებინათ.
- მოკლედ, რადგან დღეს დრო დაგრჩათ, უნდა დაგასაქმოთ. - ამბობს ის. ხელში რაღაც ხელნაწერი ქაღალდები უკავია. - აქ ჩემი რეცეპტებია, რომლებიც შესაძლოა სილაბუსში შევიდეს. დირექტორს ნაბეჭდი სახით უნდა წარედგინოს. მინდა, რომ „ვორდში“ ამიკრიფოთ. მე არ მცალია, თორემ არ დაგავალებდით. - წესით, ეს თხოვნა უნდა იყოს, რადგან სტუდენტები სულაც არ ვართ ვალდებულნი მსგავსი დავალებები მივიღოთ, მაგრამ შეფს ისეთი ტონი აქვს, კი არ გვთხოვს, გვავალდებულებს.
- კარგით. - ვეუბნები და ქაღალდებს დავყურებ. არა და მიხაროდა, შუალედურის მოსამზადებლად ზედმეტი დრო მაქვს მეთქი.
- ოღონდ, ამას ორი ფურცელიც აკლია. მოვიტან. - ამბობს ის და კარისკენ წასული ისევ ჩვენკენ ბრუნდება. - შენ რა გჭირს, ცუდად ხარ? - ეკითხება ლიზის.
- არა, არა, დავრჩები. - თავს აქნევს გოგო.
- კი, სიცხე აქვს. - ვეუბნები.
- სიცხე? - რეზი ორი წამით გამომცდელად ათვალიერებს, შემდეგ ამბობს. - კარგი, თუ ანას დახმარება არ სჭირდება, შეგიძლია წახვიდე.
- არ დამჭირდება, წადი ლიზი.
- კარგი, მადლობა. - მიღიმის ის დაღლილი სახით. გოგო და რეზი ერთად გადიან ოთახიდან.

ვანილის კოცნა 8 თავი


სამ ფურცელს დავყურებ, რომლებზეც რამდენიმე რეცეპტი სწერია. სულაც არ აქვს ისეთი კალიგრაფია, როგორიც გარეგნობა. მეცინება... და უცბად მისი ნათქვამი სიტყვები მახსენდება: „მოდი დღეს ცუდი გოგო იყავი და დაგსჯი“, „ერთი სული მაქვს ეგ ტანსაცმელი შემოგახიო“. ჯანდაბა! რაა? ეს ფურცლები არაფერ შუაშია. ახლა მე აქ მარტო ვარ, ის კი... უკვე გარეთ ვაპირებ გასვლას, რომ ოთახში რეზი შემოდის, კარს ხურავს და საკეტით კეტავს.
- შენ სულ გადაირიე? - თვალებს ვუბრიალებ და ქაღალდებს იქვე მდგარ, უჯრებიან მაგიდაზე ვყრი.
- გაიმეორე, როგორ ილოკავდი ტუჩებს? - წარბებს ზემოთ სწევს და ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოიწევს.
- ხომ შეიძლება ვინმე შემოვიდეს, რას აკეთებ?
- ხო და ბევრს ნუღარ ლაპარაკობ. - ცალი ხელით ყელში მწვდება, თითქოს დახრჩობას მიპირებდეს. მეორეს სახეზე მისვამს და ტუჩებზე აჩერებს. - აღარ გაბედო ლექციაზე მსგავსი რაღაცის გაკეთება!
- აა, ანუ შენ ყველაფრის გაკეთების უფლება გაქვს და მე არა, ხომ?
- ამას ჯერ კიდევ ვერ მიხვდი? - მიახლოვდება და ტუჩებით ბაგეებზე მეხება. ღმერთო, ყველაფერი მავიწყდება, როცა მის სურნელს ვგრძნობ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა დამემართება, როცა მაკოცებს. მაგრამ ის არ ჩქარობს. მე კი მეჩქარება. ხელებს ნელ-ნელა დაბლა აცურებს, თეძოებზე მავლებს და ჰაერში მიტაცებს. ფეხებს წელზე ვხვევ და მთელი ძალით ვეტმასნები. პატარა მაგიდაზე მსვამს და ბაგეებს ვნებით ეძალება. ჭკუას სულ მთლად ვკარგავ, მთლიანად მის სხეულზე ვარ ორიენტირებული. კან-ქვეშ რაღაც საოცრება და მხურვალე ხდება. თითოეული წამის შემდეგ ვრწმუნდები, რომ უფრო მეტი მინდა, უფრო მეტი.
თითებს მაისურის ქვეშ აცურებს და ლიფს ებღაუჭება, შემდეგ ხსნის და გაშლილი თითებით კანს ნაზად ეფერება. ინსტინქტურად წელში ვიმართები და მკერდზე ვეკრობი. მგონია, რომ ბეჭებზე ბუმბულებს მაყრიან. ისინი ცურდებიან, გზაში ცეცხლი ეკიდებათ და მხურვალე ლავად მუცელში ჩაედინებიან.
ბაგეებიდან კვნესა მხდება და თმაში ვავლებ თითებს. ამდენი გაუწონასწორებელი სუნთქვისგან ფილტვები მტკივდება. თმით უკან ვქაჩავ, მაგრამ მის ტუჩებს ვერ ვიშორებ. მუხლებში მეჭიდება და თავისკენ მასრიალებს. ერთიანად გაბრუებული და სურვილით სავსე ვარ. მინდა შევწყვიტო ეს სიგიჟე, მაგრამ ვერ ვჩერდები.
ხელებს მისი მაისურის ქვეშ ვასრიალებ. კანი ისეთი ცხელი აქვს, მისი სიმხურვალე უარესად მთენთავს და სურვილს მიასმაგებს.
რეზი მოულოდნელად ჩერდება და ძლივს ვახერხებ, რომ მის კოცნას უცბად მოწყვეტილი პირ-ღია არ დავრჩე. ის მკვეთრად სუნთქავს, თვალებში მაცქერდება და სახეზე თითებს მისვამს. მისი გამომეტ,ყველება... ასეთი ჯერ არ მინახავს. მაკვირდება, თითქოს ჩემს თვალებში რაღაცას ეძებდეს. შემდეგ ტუჩებით ფრთხილად მეხება ლოყაზე და მხურვალედ, ხანგრძლივად მკოცნის. თვალებს ვხუჭავ და სრულიად უცხო შეგრძნებებში ვიკარგები. ტანზე ერთიანად ეკალი მაყრის. დიახ, ეს სიამოვნებაა, მაგრამ ვნებისგან სრულიად განსხვავებული. მისი ამ ქმედებით გაყუჩებულს, მაისურის ქვეშ შემორჩენილი ხელები უღონოდ მიცურდება ქვემოთ და ეს თითქოს აფხიზლებს. ხელებს მიჭერს და ტუჩებს ილოკავს.
- წადი. - ჰაერს ხარბად ისუნთქავს და მზერას მაცილებს. ორი წამით ზურგს მაქცევს და მობრუნებულს ისევ იმ ფორმაში რომ ვხვდები, მეუბნება: - რაო, კიდევ დაგრჩა ტუჩებზე შოკოლადი? იცოდე, მე ვანილი მირჩევნია. - მიცინის ეშმაკურად. უჩვეულოა რეზი შებრუნებამდე და რეზი შემობრუნების შემდეგ. ასე ორ წამში როგორ იცვლის ხასიათს? - წადი ანა რა, წადი. - ამბობს და ტუჩს იკვნეტს.
მეცინება, მაგრამ მაინც დაბნეული ვარ მის გამო. მაგიდიდან ჩამოვდივარ, ჩანთას ვიღებ და უკვე კარის სახელურს ვეჭიდები გასაღებად, რომ მუცელზე ხელებს მხვევს, მაბრუნებს და კარს ზურგით მაყუდებს. მიახლოვდება და ზემოდან დამყურებს. მაისურის ქევშ ხელებს აცურებს, ბეჭებს მიუყვება და ერთხანს ჩერდება. მის სუნთქვას ნიკაპზე ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ და კოცნისთვის ვემზადები. რა გაუმაძღარი ხარ ანა! ის კი აქამდე გახსნილ ლიფს მიკრავს და ხითხითით უკან იხევს. მოგვიანებით ვხვდები, რაც ხდება, გამომეტ,ყველებით ვემუქრები და ოთახიდან გაბრაზებული გამოვდივარ.
იდიოტი მისტერ მოცვი!


***
თითქმის შუა ღამემდე ვმეცადინეობ, მაგრამ არც კი ვიცი, სინამდვილეში ჰქვია თუ არა ამას მეცადინეობა. დღევანდელი ჩემი ვნებიანი თავგადასავალი გამუდმებით იჭრება ჩემს წარმოსახვაში და მთლიანად ფარავს საკონდიტრო ნაწარმის ისტორიასაც და ტურიზმსაც. მომეჩვენა, მე უბრალოდ მომეჩვენა, რომ რეზი ჩემ მიმართ სხვანაირი იყო. მაგრამ ის კოცნა? ლოყაზე კოცნა, ნაზი, ფრთხილი, მშვიდი... და მისი ის განსხვავებული გამომეტ,ყველება? თუ ეს ყველაფერი მართლა მომეჩვენა, მაინც რატომ მეჩვენება, რომ არამზადა თევზების იმ 0,01 პროცენტ „სხვა“ მხარეს მივაგენი? ნუთუ ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და არა რეალური ფაქტი? ჯანდაბა, მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს, მაგრამ ის მაინც ისეთი ცინიკოსი და იდიოტია... საბოლოოდ მისი მზერა მაინც იმას მეუბნება, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს და რომ არა ის, ასეთ ხორციელ სიამოვნებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. რეზი, რთული ხარ, უხეში ხარ, მაგრამ რა გავაკეთო, მაინც მომწონხარ!


***
ხუთშაბათია. კიბეზე ავდივარ და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ორი შუალედურისთვის მზად ვარ. სხვა გზა მაინც არ მაქვს. გარშემო ვაცეცებ თვალებს, მაგრამ ძებნის ობიექტი არ ჩანს.
გუშინდელ სიტუაციაზე მეცინება. ჩემი დასჯა არ გამოუვიდა და გასახდელში სპექტაკლი დადგა ყველაფერი რომ ბუნებრივი ყოფილიყო. არა, უდავოდ ნიჭიერი მსახიობია,მაგრამ ნეტავ რას იზამდა, ცუდად ყოფნის მიუხედავად ლიზის რომ დარჩენა გადაეწყვიტა?
ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. აუდიტორიაში შევდივარ თუ არა, მაკო და ლანა ჩემ წინ მოჩვენებებივით ისვეტებიან, თითქოს ჩემს გამოჩენამდე წამებს ითვლიდნენ. აუდიტორიაში კიდევ რამდენიმე ჯგუფელია. გოგოები ხელს მჭიდებენ და ისევ გარეთ მაბრუნებენ. ისეთი გამომეტ,ყველება აქვთ, თითქოს ეს-ესაა საიდუმლო სამსახურს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აწაპნეს.
- რა გჭირთ, რა ხდება? - ვეკითხები მათ.
- სერიოზული ეჭვები მაქვს. - მაკო ჯაშუშურად იხრება ჩემკენ.
- რასთან დაკავშირებით?
- მაფინებთან.
- რაა? - მეცინება.
- რას იკრიჭები გოგო, ლიზის გაფუჭებულ მაფინებს ვგულისხმობ. - მიბღვერს ის. – demn, baby!
- ჰოო, კაი, რა ეჭვები?
- მოკლედ, გუშინ კი დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ხო იცი ღამით უკეთ მუშაობს ფანტაზიები და ფიქრები. ხო და, აი, შენ და ლიზი წამალზე რომ გახვედით, მაშინ მე და თეთრი ინგრედიენტებს ვწონიდით. ყველაფერი არ დამინახავს, მაგრამ თვალი მოვკარი, რომ ფახუნა ყვავი ლიზის ჯამს ჩაჰყურებდა...
- მოიცა, მოიცა... - ვაწყვეტინებ. - რისი თქმა გინდა, რომ...
- გეუბნები, თვალი მოვკარი მეთქი. - თითს ბზიკავს და აკონკრეტებს.
- არ არსებობს, ლიზის მაფინების მასაში მან ჩაყარა ზედმეტი გამაფხვიერებელი? - თავს ვიკავებ, რომ არ ვიყვირო.
- ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული.
- აბა რამდენით?
- ოთხმოცდაცხრამეტით. - ტუჩებს მუწავს ის.
ვფეთქდები. არაა! მოვკლავ! იმ ძუ..ას ნამდვილად მოვკლავ!

პ.ს. არც კი ვიცი რა დავწერო... თავის მართლება არასწორ საქციელად მიმაჩნია... უბრალოდ ვდებ ახალ თავს და ველი თქვენს აზრს ჩემო ვანილებო.скачать dle 11.3



№1 სტუმარი მე-2001

პირველი ვააარ როგორც იქნაა ეხა წავიკითხავ და დაგიკომენტარებ მერე❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

შემახურა სერიოზულად:)))). არა, მარიამ კიდევ კარგი ხშირად არ დებ ხოლმე ახალ თავს, თორემ ხელისგულების ტკივილს ვერ ავიტანდი ამდენი ტაშისგან :* :*. ე.ი. კითხვა რომ დავიწყე და გავიკრიჭე ახლაც ასე ვარ და ეჭვი მაქვს კიდევ კარგა ხანს დავრჩები ასე. ეს ისტორია არის...არ ვიცი, რაღაც ზე. უამრავი დადებითი ემოციით მმუხტავს და ამისთვის წარმოუდგენელი მადლობა. გაშოკოლადიანებამ სულზე მოუსწრო რეზის რაა:))). და კიდევ იმისთვისაც ყოჩაღ, რომ არც ერთი საჭირო ემოციის გამოხატვა არ გავიწყდება, თან რა სწორად და მსუბუქად, ვანილივით ჰაეროვნად აკეთებ ამას. ვაიმე, ისეთი კარგი თავი იყო, რომ ვერ ვჩერდებო და სანამ ლიმიტს გადავაჭარბე სჯობია როგორმე გავჩერდე.

 


№3 სტუმარი aaaaaaaaa

ზაანმაგარია

 


№4 სტუმარი მე-2001

ვაიმეე ყოჩააღ ძაან მაგარია არც ველოდი ნაკლებს შენ სუ კარგ თავებს დებ მარა ეს რაღაც ძაან მაგარი იყოოო❤❤ოღონდ ესე ძაან ღარ დაიგვიანო რაა

 


№5  offline მოდერი ლილიანა

მომწონს ეს ისტორია და საერთოდ შენ მომწონხარ,ყველა შენი ნაწერი წავიკითხე,უნიკალური ხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
შემახურა სერიოზულად:)))). არა, მარიამ კიდევ კარგი ხშირად არ დებ ხოლმე ახალ თავს, თორემ ხელისგულების ტკივილს ვერ ავიტანდი ამდენი ტაშისგან :* :*. ე.ი. კითხვა რომ დავიწყე და გავიკრიჭე ახლაც ასე ვარ და ეჭვი მაქვს კიდევ კარგა ხანს დავრჩები ასე. ეს ისტორია არის...არ ვიცი, რაღაც ზე. უამრავი დადებითი ემოციით მმუხტავს და ამისთვის წარმოუდგენელი მადლობა. გაშოკოლადიანებამ სულზე მოუსწრო რეზის რაა:))). და კიდევ იმისთვისაც ყოჩაღ, რომ არც ერთი საჭირო ემოციის გამოხატვა არ გავიწყდება, თან რა სწორად და მსუბუქად, ვანილივით ჰაეროვნად აკეთებ ამას. ვაიმე, ისეთი კარგი თავი იყო, რომ ვერ ვჩერდებო და სანამ ლიმიტს გადავაჭარბე სჯობია როგორმე გავჩერდე.


გული ისე მიტოკდება შენი კომენტარის შემდეგ, თითქოს ჩემთვის სიყვარული აეხსნათ. უღრმესი მადლობა... ყველაზე მეტად იცი რა მახარებს? ჩემი ნაწერი რომ გაგაღიმებს და გაგაკრიჭებს, არა მარტო შენ. ამაზე დიდ სიხარულს ავტორი ვერ ინატრებს. <3

მე-2001
ვაიმეე ყოჩააღ ძაან მაგარია არც ველოდი ნაკლებს შენ სუ კარგ თავებს დებ მარა ეს რაღაც ძაან მაგარი იყოოო❤❤ოღონდ ესე ძაან ღარ დაიგვიანო რაა

ლილიანა
მომწონს ეს ისტორია და საერთოდ შენ მომწონხარ,ყველა შენი ნაწერი წავიკითხე,უნიკალური ხარ


ძალიან ძალიან დიდი მადლობა გოგოებო... ძალიან მაბედნიერებთ <3

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

შეეარაადამიანო
ძალიან, ძალიან, ძალიან გემრიელი ხარ!!
მართლა არცერთი ემოცია არ გრჩება მაშინაც კი, როცა "ასეთ" სცენებს აღწერ. ნუ იმ "ასეთსაც" რო არაფერს აკლებ, ეგ თავისთავად.
მოოკლედ
მიყვარხარ ვანილიანო <3

 


№8  offline წევრი lliikkaa

რა მაგარი გოგო ხაარ! <3 მოუთმენლად ველი და აღარ დააგვიანოო რა ^_^

 


№9  offline წევრი marisa

მიუხედავად იმისა, რომ რეზი მომენტებში არ მომწონს ხოლმე, ახლა ისე მომეწონა :) თუმცა, მე ვინ მკითხავს მომწონს თუ არა, კლანჭებშია მოქცეული. ჩემები მიყურებენ და პირს ვაკავებ, რომ ფართობ არ გამეცინოს, თან დღეს ისე ნერვებ მოშლილი ვიყავი, თუ ვინმეს არ მოვკლავდი, არ მეგონა :D ჰოდა, მადლობა, რომ ასე კარგად წერ და პროტონებით გაჟღინთულს მტოვებ ყოველი თავის შემდეგ. ჰო, კიდევ სურათები არ დაგავიწყდეს შენ, უფ :D კარამელკა, ფორმაში ხარ..!! ♡

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი გოგო ხარ , მაგრამ ასე ძალიან დანებებაც არვარგა ძალიან მასხრად იგდებს ამ გოგოს.

 


შენ ხარ სასწაული! მეტს ვერაფერს ვამბობ.
პ.ს. აფსუს, მოცვად ყოფნას რომ ინატრებ კაცი(ნუ ქალი/გოგო :D)

 


№12  offline წევრი f43i3zxv

:O :O :O ესაა ჩემი კომენტარი ! :D

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფორთოხალი
შეეარაადამიანო
ძალიან, ძალიან, ძალიან გემრიელი ხარ!!
მართლა არცერთი ემოცია არ გრჩება მაშინაც კი, როცა "ასეთ" სცენებს აღწერ. ნუ იმ "ასეთსაც" რო არაფერს აკლებ, ეგ თავისთავად.
მოოკლედ
მიყვარხარ ვანილიანო <3


ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ არის აქ ადამიანი და ვინ არაადამიანი <3
მეეც მიყვარხარ ფორთოხალო <3 და უუღრმესი მადლობაა.

marisa
მიუხედავად იმისა, რომ რეზი მომენტებში არ მომწონს ხოლმე, ახლა ისე მომეწონა :) თუმცა, მე ვინ მკითხავს მომწონს თუ არა, კლანჭებშია მოქცეული. ჩემები მიყურებენ და პირს ვაკავებ, რომ ფართობ არ გამეცინოს, თან დღეს ისე ნერვებ მოშლილი ვიყავი, თუ ვინმეს არ მოვკლავდი, არ მეგონა :D ჰოდა, მადლობა, რომ ასე კარგად წერ და პროტონებით გაჟღინთულს მტოვებ ყოველი თავის შემდეგ. ჰო, კიდევ სურათები არ დაგავიწყდეს შენ, უფ :D კარამელკა, ფორმაში ხარ..!! ♡


ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგოო. მიხარია, თუ შენი ღიმილის მიზეზი ვარ და ხასიათზე მოყვანას ვახერხებ. ამაზე მეტად არაფერი მაბედნიერებს <3

lalita
უმაგრესი გოგო ხარ , მაგრამ ასე ძალიან დანებებაც არვარგა ძალიან მასხრად იგდებს ამ გოგოს.


რეზისგან სხვას არაფერს უნდა ელოდო. გგინია მე მომწონს? თუმცა ჯერ წინაა ყველაფერი, ვნახოთ აბა... ძალიან დიდი მადლიბა, რომ კითხულობ ^_^

ჭორფლიანი გოგონა
შენ ხარ სასწაული! მეტს ვერაფერს ვამბობ.
პ.ს. აფსუს, მოცვად ყოფნას რომ ინატრებ კაცი(ნუ ქალი/გოგო :D)


შენ ხარ გადარეული ადამიანი ( ქალი/გოგო ) :დდ უღრმესი მადლობა <3

f43i3zxv
:O :O :O ესაა ჩემი კომენტარი ! :D


შე ოდნავ გიჟო ქალო შენა :დდ მაგრად მახალისე <3 :დდ

 


№14  offline ადმინი თუკა

ვაიმეეე კიდევ ეს მინდოდა მეე....
რა იყო მარიამ ეს, ჩემი ვანილი კი არ ვნებათა ბუკეტი ხარ...
გრაფოსავით მეც გაღრეჭილი დავრჩი კარგა ხანს და მერე გაბადრულმა გდვიკითხე ხელხლა..
საოცრება ხარ.. საოცრება..... არამზადა ტევზები საორად მიყვარს, ნუ ჯანდაბას ხლა თუ მგვს, მაინც მიყვარხარ მიუხედავდ იმისა რომ ასწოებ მიწასთან ამ კაცს..
--------------------
4love.ge

 


№15  offline ახალბედა მწერალი lullaby

თუკა
ვაიმეეე კიდევ ეს მინდოდა მეე....
რა იყო მარიამ ეს, ჩემი ვანილი კი არ ვნებათა ბუკეტი ხარ...
გრაფოსავით მეც გაღრეჭილი დავრჩი კარგა ხანს და მერე გაბადრულმა გდვიკითხე ხელხლა..
საოცრება ხარ.. საოცრება..... არამზადა ტევზები საორად მიყვარს, ნუ ჯანდაბას ხლა თუ მგვს, მაინც მიყვარხარ მიუხედავდ იმისა რომ ასწოებ მიწასთან ამ კაცს..


დეედაა, აი თევზების გამოქომაგებაც ამას ჰქვია. მე ვასწორებ მიწასთან? ის ასწორებს ყველას და ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი. არ გამოუბა კუდიი?!

მადლობა მადლობა თუუკააა <3

 


№16 სტუმარი Tu Ta

Ooh, sad iyavi amden xans??? Magram aseti msuye tavis shemdeg gepatieba :) umagresu istoriaa, saocrad dinamiuri da chamtrevi...an ase zedmiwevnit zusrad rogor agwer yvela emocias, vgijdebi..mgonia, films vuyureb..saocari xar <3 ogond isev dzalian ar dagvigviano raa, please ;)

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

S o f i a
კარგია მოცვო ძალიან კარგია ❤️ ძალიან მომწონს ეს ისტორია განსხვავებული საინტერესო საყვარელია^** რეზი ძაან მაგატი ტიპია^^ აი თევზებე კი დამბუძგლა :დ <3 მეც თევზები ვარ და ვგიჟდები ამ ზოდიაქოზე

Tu Ta
Ooh, sad iyavi amden xans??? Magram aseti msuye tavis shemdeg gepatieba :) umagresu istoriaa, saocrad dinamiuri da chamtrevi...an ase zedmiwevnit zusrad rogor agwer yvela emocias, vgijdebi..mgonia, films vuyureb..saocari xar <3 ogond isev dzalian ar dagvigviano raa, please ;)


უღრმესი მადლობა გოგოებოო, ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონთ ეს ისტორია. თქვენგან ამდენი დადებითი ენერგია რომ მოდის უფრო სტიმული მაქვს.
ადრეც მქონია შემთხვევა, რომ მითხრეს ფილმს მგონია ვუყურებო და ისე მახარებს ეს კომპლიმენტი.
ძალიან შევეცდები, რომ ასე აღარ დავაგვიანო.
კარგები ხართ ძალიან უკლებლივ ყველა <3

 


№18  offline ადმინი უნდა ვწერო

ანა რა ვნებებში გადაეშვა...განსაკუთრებულად ამაღელვებელი და დამბურძგლავი თავი იყო..ანა თავდათან ეჩვევა რეზის ალერს.ძალიან საყვარლბი არიან..რეზიკოც მომწონს.
განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა..მართლაც გეგონება ფილმს უყურებს,შენ კი როგორი თავმდაბალი ხარ,არადა,ძალიან კარგად წერ... love

 


№19 სტუმარი Ana

კომენტარიveluri vneba.

 


№20  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე, მამკლავს მე ეს რეზი :დ
რა დამპალია :D არ მიყვარს ასეთი ტიპები, ქალებს რომ ასე იყენებენ და თან მათ გრძნობებზე თამაშობენ, თუმცა ამით რაც არ უნდა მოვინდომო მის საქციელებს მე ვერ შევცვლი, სამწუხაროდ :დ
თუმცა მესმის, ანისაც როგორ მოსწონს, მაგრამ ბოლოს ეს არამზადა მართლა არამზადულად რომ მოიქცეს და ეკასთან ერთად მოხიოს, ან კიდევ ის ნატალი აღმოჩნდეს ვისთანაც იქნება, ანის კი უბრალოდ თვალის დაუხამხამებლად მიატოვებს, გეფიცები მოვკლავ ამ უნამუსოს ქალთა უფლებების დარღვევისა და მათი არასწორად გამოყენების საფუძველზე პირდაპირ შურისძიებაზე და სამართლიანობის აღდგენაზე გადავალ! am
მე როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლი, რა ვქნა მებრძოლმა გაიღვიძა ჩემში, სულ სიყვარულის ჯადოქარი ხომ ვერ ვიქნები :D :D
ოოო საინტერესოა <3 უნდა გავაგრძელო. მაგრამ დღეს ვეღარ თორე შემომათენდააა :დდ 5 საათია :D ვაიმეე... არადა როგორ მომწონს <3
საღოლ მარინა ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

რა უნამუსობააა...
ეს ხალხი სადო მაზოხიზმით არიან დაავადებულები?
თავს დავდებ ამ რეზკას უკვე უყვარს ჩვენი ანა...
მომწონს ეს წყვიი...

შენ კი გადამრიე და შემშალე...
შოკოლადი და ვანილი შემაყვარეეე

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

ბოლო ჩემს კომენტარს რომ ვხედავ საშინლად მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent