შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (37)


8-10-2015, 00:29
ავტორი Keke27
ნანახია 14 009

გვანცას მავნებლობის ჩადენის სურვილმა უტია და თვალები ანცი ბავშვივით წამოენთო.
მისი თმის ბოლო თითებში მოიქცია და ფაფუკად გადაუსვა კაცს ცხვირზე და ტუჩებზე.
ავალიანს რეაქცია არ ჰქონდა. შენგელიამ წარბები შეყარა, არ მოეწონა მისი ურექციობა და კიდევ დაუსვა თმის ბოლოები ტუჩებზე.
_გვანცა, გაიტყიპები ახლა, - თვალებ გაუხელელად თქვა თორნიკემ და ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში...
_არ გეძინა? - წამოიძახა გვანცამ და მუხლებზე დადგა.
_ვინ მაცალა ძილი, რო? - იკითხა ავალიანმა და ცალი თვალი გაახილა, - მოდი აქ, დაწექი, ცოტა ხნით კიდე მინდა დაძინება, - უთხრა და წელზე ხელი მოხვია. თავისკენ მიიზიდა და წამში შენგელია მის წინ იწვა, იმდენად ახლოს იყო თორნიკესთან, რომ მისი სუნთქვა სახეზე ელამუნებოდა. გოგონას სუნთქვა შეეკრა ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ ასეთი სიახლოვე აბნევდა და ფიქრებს ურევდა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ უნდოდა მისი საყვარელი მამაკაცის სუნთქვა დაეთვალა და მოესმინა მისთვის.
_გასათხოვარი გოგო, რომ უცოლო კაცს შეუძვრება ოთახში და წამოუწვება საწოლზე, რისი ღირსია ახლა ის გოგო? - ჰკითხა კაცმა, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
_ბევრი არაფრის, უბრალოდ მაგრად უნდა ჩაეხუტო და ასე უნდა გყავდეს, - უპასუხა თამამად შენგელიამ.
თორნიკეს ბევრი არ უფიქრია, მოულოდნელი პასუხის მიუხედავად, გვანცა უფრო ახლოს მიიზიდა და გულზე აიკრა. გოგონამ თავი მამაკაცის კისერში ჩარგო და ღრმად და მშვიდად დაიწყო სუნთქვა. სურნელს ისრულავტა. უნდოდა მისი სურნელი გაჰყოლოდა დიდხანს, დიდხანს...
_გვანცა...
_გისმენ.
_მალხაზს უნდა დაველაპარაკო.
_რატო? - გაიკვირვა გვანცამ და თავი უკან გამოსწია, რომ თორნიკეს სახე უკეთ დაენახა.
_როგორ თუ რატო, მივიდე და შენი ხელი ვთხოვო.
_რა? - შეიცხადა შენგელიამ.
_ჰო რა იყო? - გაკვირვებით იკითხა სვანმა.
_არაფერი, არა.. - აზრები გაფანტვოდა გოგონას.
_მისმინე, ბავშვები ხომ არ ვართ? მივალ და შენს მშობლებს ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს მათი შვილი... ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. შეიძლება ძველმოდური მეძახო, მაგრამ მე ჩემსას გავაკეთებ მაინც, იმტომ, რომ მე არ მაქვს უფლება, არც შენ გაქვს უფლება, რომ შენი მშობლები არაფრად ჩავაგდოთ, ჩვენ ვალდებული ვართ, მათ ჩვენი გადაწყვეტილება გავაცნოთ.
_ვიცი, ვიცი... იცი რა? ყოველთვის მქონდა ეგ სურვილი, რომ ჩემი მომავალი ქმარი, მამაჩემს ჩემს ხელს სთხოვდა. მე ვთვლი, რომ არც ერთ შვილს არ აქვს უფლება მშობელს ისე მოექცეს, თითქოს მას არაფერი ეკითხება. აი, რომ იპარებიან და დედ-მამას ანადგურებენ მათი საქციელით, ყოველთვის მაღიზიანებდა ეს.
_ჰოდა მეც მაგას გეუბნები, ამდენი წელი გზარდეს, ცხოვრების გზაზე დაგაყენეს, შენი ტკივილით და სიხარულით არსებობენ და არ ვიქნებით მართლები, მათ რომ არაფერი ვუთხრათ.
_ ცოტა მერიდება, უხერხულად ვიგრძნობ თავს მათ წინაშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გაეხარდებათ, მითუმეტეს მახოს, - გვანცა სახეზე წამოწითლა თან თვალები აუპრიალდა.
_გაეხარდებათ აბა რა, - თქვა დარწმუნებით ავალინმა და შენგელიას შუბლზე აკოცა, - ავდექი ახლა, სამსახურში უნდა წავიდე, - ჩაილაპარაკა მერე თავისთვის.
_წუხელ სად იყავი? - ჰკითხა გოგონამ
_სახლში! - დაუგდო პასუხი კაცმა და უხალისოდ ადგა საწოლიდან.
_არ იყავი სახლში, პირველი საათი იყო მერ რომ დავბრუნდი და შენ არ იყავი. - ჯიუტად იმეორებდა გვანცა.
_მეგობართან ვიყავი მაგ დროს. - თავის მართლების ტონით თქვა კაცმა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_ის მეგობარი ქალი ხომ არ არის შემთხვევით?
შეკითხვამ კაცს თავზარი დასცა, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
_არა. - გასცა მოკლედ პასუხი და ოთახიდან გავიდა.
ქალის ინტუიცია გრძნობდა რაღაცას, ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. უკან დადევნა აბაზანში შესულ თორნიკეს.
_მე კი მგონია, რომ წუხელ ქალთან იყავი. - დარწმუნებით თქვა გვანცამ და ფერდაკარგულ ავალიანს თვალი გაუსწორა.
წამებში კინო კადრივით გაურბინა ავალიანს წუხანდელმა ღამემ. კიდევ ერთხელ ინანა მისი საქციელი. კიდევ ერთხელ ჩაუდგა თვალებში საკუთარი თავის მიმართ ბრაზი და გამომეტყველება აემღვრა.
_სამსახურში მაგვიანდება, - თქვა მხოლოდ ეს, ისევ აკოცა გოგონას შუბლზე და აბაზანის კარი დაკეტა.
შენგელია ეჭვებმა შეიპყრეს. ათასმა აზრმა გაუელვა თავში, ათასმა ეჭვმა გაურბინა წამში. მძიმე ნაბიჯებით დატოვა ავალიანის სახლი, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წელში მოიკუნტა, თითქოს ზურგზე აუარებელი ტვირთი აჰკიდეს და მისი ტარება მეტად უძნელდებოდა.

სახლში დაბრუნებულმა თვითონაც დაიწყო მომზადება.
გასვლის წინ დედას დაუბარა: „ ჩემი მოსვლის დროს მაგული აპირებს მოსვლას სტუმრად, გუშინ მითხრა“, მანანას პასუხს არ დალოდებია, კარი გაიხურა და გავიდა.
_მალხაზ, გაიგონე რა თქვა გვანცამ? - ჰკითხა ქმარს გაოცებულმა ქალმა.
_გავიგონე.
_რა უნდა მაგულის ნეტა? ისევ იმ საქმეზე უნდა ალბათ ლაპარაკი, ხომ ვუთხარი ამ ქალს გასაგებად? რით ვერ გაიგო? - ანერვიულდა მანანა.
_დამშვიდდი, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღმერთს სურს, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. - უფროს შენგელიას ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს ხელი ჩაექნიოს ყველაფერზე.
_რა გჭირს შენ?
_არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
_რაღაცნაირად ხარ, ვერ ვხსნი სიტყვებით, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს, თუ რაღაც იცი, თუ რაღაც.. - მოთმინება გამოლეულმა, ხმას აუწია მანანამ და ხელები გაასავსავა.
_მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გვანცას ბედნიერებისთვის ყველაფერზე თანახმა ვარ.
_რა მიკიბ-მოკიბვით საუბრობ? - კიდე უფრო გაცხარდა ქალი.
_ე, ქალო მაჭამე საჭმელი და გამიშვი აწი! - გულშეღონებული ხმით თქვა კაცმა და სამზარეულოში გავიდა.
მანანას მეტად ხმა არ ამოუღია. თავის ფიქრებს მისცემოდა.

• * * *
შუადღე იყო. ავალიანი ადრე დაბრუნდა სამსახურიდან, თავს შეუძლოდ გრძნობდა. კონკრეტულად არაფერი სტკიოდა, სინდისის გარდა.
იმდენად ასტკივდა სინდისი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, გაქცევა უნდოდა, საკუთარი თავიდან. თავს დამნაშავეთ თვლიდა გვანცას წინაშე.
წინა ღამით მომხდარ შემთხვევას თავს ვერ პატიობდა.
თან სულ შენგელიას ხმა ჩაესმოდა: „ მაინც მგონია, რომ ქალთან იყავი“, უჭირდა იმის გაფიქრება, რომ არ შეეძლო მითვის პასუხის გაცემა, არ შეეძლო მისი დარწმუნება, არ შეეძლო ცრუ ფაქტებით თავი ემართლებინა და ვითომ მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა.
არც ის შეეძლო მეტად თავი აერიდებინა გვანცას შეკითხვებზე, მის ეჭვით სავსე თვალებზე და თითქოს უკვე პასუხს მიხვედრილი მზერით გამოხედვაზე.

მანქანა კორპუსის წინ, გზის კიდეზე გააჩერა.
სახლში ზლაზვნით შევიდა. მისაღებ ოთახში ტახტზე მოცელვით დავარდა და ჭერს გაუშტერა თვალი.

_თორნიკე, რას შვები როგორ ხარ? - გიორგიმ მეგობარი მოიკითხა.
_მადლობა, კარგად ვარ, რომელი ხარ, მაპატიე ვერ გიცანი, - მორიდებით ჰკითხა ავალინმა და მობილურის ეკრანს დახედა, ტელეფონის ნომერს დააკვირდა.
_გიორგი ვარ, მოსეშვილი, ასე უცებ დამივიწყე? - გაისმა კაცის ხარხარი ყურმილში.
_რაა? შენ? - დაიბნა სიხარულისგან თორნიკე და ფეხზე წამოდგა, - როდის ჩამოხვედი ბიჭო...
_დილით ჩამოვფრინდი, ახლა გავიგე შენი ნომერი და დაგირეკე კიდეც.
_ვაა, მაგარია. ძალიან გამახარე. გინახულებ ამ დღეებში, აბა.
_მისმინე, ჩემს „ბაითზე“ ვართ შეკრებილები და ამოდი რა ძმურად, დაგიმესიჯებ მისამართს. გელოდები იცოდე, - უთხრა მოსეშვილმა.
_ახლა? - იკითხა თორნიკემ და სუფრასთან მსხდომებს მოოავლო თვალი, - ახლა მეზობლებთან ერთად ვქეიფობ და ცოტა ხანში დავეთხოვები ამათ და გესტუმრები მაშინ. - დაჰპირდა ავალიანი ძველ მეგობარს და ტელეფონი გათიშა.
შემდეგ მაგიდას მიუბრუნდა, წარმოსთქმული სადღეგრძელო დალია, თან ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. ფეხზე წამოდგა.
_ბატონო მალხაზ, ბატონო გუჯა, - მიმართა მის გვერდით მჯომ მეზობლებს, შემდეგ დანარჩენებსაც, - მეგობრებო, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ ასე შუა გზაში მიწევს თვენი დატოვება, მაგრამ უნდა წავიდე აუცილებლად, სამი წლის მეგობარი ჩამომივიდა ხორვატიიდან და უეჭველი უნდა ვინახულო, - დიდი მოწიწებით განუცხადა სუფრასთან შეკრებილებს წასვლის გადაწყვეტილება და მიზეზი. მათ დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. ცოტ-ცოტას სვამდა სვანი, სულ რომ შეგეკრიბა ორი ჭიქა გამოუვიდოდა დანალევი, ამიტომაც მისცა თავს უფლება საჭესთან დაჯდომის.
მანქანამ ცოტა ხანში გეზი მცხეთისკენ აიღო.
აგარაკზე მისულს გიორგის გარდა სხვებიც დაუხვდა, იქაც სუფრა იყო გაშლილი.
დიდი სითბოთი და მონატრებით გადაეხვივნენ ერთმანეთს თორნიკე და მოსეშვილი. მერე იქ შეკრებილნი გააცნო.
_თენგო, ნუგო, ზაზა, ნატკა, ელო, თათა, - გოგოების სახელს გაწელილად ამბობდა, - შემახსენე შენი სახელი? - მიმართა მერე ერთ-ერთს, რომელიც გამორჩეულად ლამაზი და მიმზიდველი იყო. ტახტის კუთხეში იჯდა.
_ანიკო, - ნაზი ხმით წარმოსთქვა გოგონამ.
_ანიკო, ჰო. - დაემოწმა მოსეშვილი.
თორნიკესთვის რთული ისახვედრი არ იყო, თუ რა კატეგორიის ხალხს შეეყარა თავი აქ და რა განძრახვა ჰქონდათ.
_საღამო მშიდობის, სასიამოვნოა. - დინჯი ხმით მიესალმა ავალიანი დამხვდურებს.
_ეს ჩემი ძველი მეგობარია, მაიორი თორნიკე ავალიანი! - სიამაყით წარმოსთქვა გიორგი მოსეშვილმა და ბეჭზე ხელი დაჰკრა სვანს. - მოდი, მოდი დაჯექი, - დაფაცურდა უცებ მასპინძელი. ავალიანს გამიზნულად თუ შემთხვევით ანიკოს გვერდით მიუჩინა ადგილი. ქალს იმდენად გულამოღებული ზედა ეცვა, კაცს თვალი გაექცა მკვრივი და მაღალი მკერდისკენ. არც კაბა იყო მორიდებული, გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადაეწყო, კაბის ნაგლეჯი კი გაჟირვებით ცდილობდა ქალისთვის ტრუსის დამალვას. უსიამოდ დაუარა ტანში თორნიკეს. მაგრამ მაინც კაცი იყო, ანიკო კი მანდილოსანი.
_რამდენ ხანს აპირებ აქ დარჩენას? - ჰკითხა მეგობარს მერე. მღელვარება რომ ჩაეცხრო.
_რამოდენიმე თვე გავჩერდები და მერე ისევ წავალ. - გასცა პასუხი გიორგიმ და ჭიქა აუვსო.
_მე ვერ დავლევ, მალე უნდა წავიდე. - უარი განაცხადა დალევაზე თორნიკემ.
_სად უნდა წახვიდე კაცო, მოიცა აქ დავტკბე შენ ცქერით. ჩემი არ იყოს, ჭაღარა შეგპარვია ისე, ჩემო თორნიკე, - უთხრა ღიმილით მოსეშვილმა და ავალიანის თმას კდევ ერთხელ მოავლო თვალი.
_აბა, სულ ახალგაზრდები ხომ არ ვიქნებით? - გაეღიმა ავალიანსაც.
_“მივდივარ მივყვები და ასე მგონიააა, ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარააა“ - წაიმღერა გიორგიმ პასუხი. ყველას ღიმილი მოეგვარა სახეზე.
ავალიანმა დალია. უნდოდა თუ არა, გიორგი რომ შეუჩნდა გასაქანი არ მისცა.
_გარეთ გავალ, მოვწევ და მოვალ, - თქვა და წამოდგა. ახლაღა იგრძნო, რომ სასმელი კარგად მოჰკიდებოდა.
_იჯექი, აქ მოსწიე, ყველა აქ ვეწევით ხომ ხედავ, - უთხრა გიორგიმ თორნიკეს.
_არა, არაფრთ არ შემიძლია სახლში სიგარეტის მოწევა. გავალ, თან სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.
გარეთ გასულმა, სიგარეტს რომ მოუკიდა მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა ხელში და შენგელიას ნომერი აკრიფა. მაგრამ ოპერატორის ხმა ჩაირთო, რომელიც იუწყებოდა, რომ ტელეფონი გათიშული იყო.
_რა ჯიუტი ხარ შენგელიას ასულო, - გამოსცრა კბილებში და ნერვიულად მოქაჩა სიგარეტს.
_ვინმეს ელაპარაკები? - მოესმა ზურგს უკნიდან ნაზი ხმა. ცივად მობრუნდა. ანიკო იყო.
_არა, არავის. - თქვა დაბნეულად და მობილური ჯიბეში ჩაიდო.
_გააგებია. - ჩაილაპარაკა ქალმა და უფრო ახლოს მივიდა თორნიკესთან, - სიმართლე გითხრა დავიღალე შიგნით ყოფნით, ვატყობ შენც, - უთხრა მეტად იდუმალი ხმით.
_მხოლოდ სიგარეტის მოსაწევად გამოვედი,
_მე კი შენთან სასაუბროდ გამოვედი, - ქალი გათამამდა და შეხსნილ საყელოში საჩვენებელი თითი ჩაუყო, მერე ნელი მოძრაობით შეკრულ ღილამდე ჩაუყვა. კაცმა ზემოდან დახედა მის გრძელ და სუსტ თითებს.
_მმმმ, რა სურნელი გაქვს, - კისერთან ახლოს მიუტანა თავი და ღრმად შეისუნთქა მამაკაცის სურნელი, - რომელი სუნამოა? - ჰკითხა მერე მეამიტური გამომეტყველებით.
_არ ვიცი, არ მახსოვს, - ხმა შეეცვალა ავალიანს.
ანიკო იმდენად ახლოს იდგა მასთან, რომ მისი მოღეღილი და სავსე მკერდი თავისუფლად ეხებოდა მამაკაცის გულ-მკერდს. თორნიკეს სუნთქვა გაუხშირდა, ვნება წამოეშალა, ვენები დაებერა, სისხლი აუდუღდა. მთელ ტანზე ცეცხლი წაეკიდა.
ქალი კარგად ხვდებოდა მამაკაცის რეაქციას, კიდევ უფრო გათამამდა და მის ტუჩებს დაეწაფა. სასმელმა და ვნებამ თავისი გაიტანა, ავალიანი კოცნაში აჰყვა, უფრო მეტიც ხელი ინსტიქტურად ჩააცურა ქვემოთ და ქალისთვი კაბის წამოწევა სცადა. იმდენად მგზნებარე იყო ანიკო მისი სინაზით, სექსუალიზმით და მოღეღილი მკერდით, რთული იყო კაცს თავი შეეკავებინა, მით უმეტეს, მაშინ, როცა გონებას ალკოჰოლი გიკონტროლებს და არა გული.
ანიკომ, რა კი, მიხვდა, რომ მამაკაცი „ხელში ჩაიგდო“ მეტი მონდომებით დაუწყო კოცნა, ერთი შეხედვით ნაზი ქალი, მგზნებარე, გაველურებულ ქალს დაემგვანა. ხელის მუბუქი კვრით თორნიკე კედელს ააკრა.
იქვე ოთახში შესავლელი მინის კარი იყო, მისი გაღებაც მოახერხა ქალმა ისე, რომ კაცის ტუჩებს არ მოსცილებია.
მალევე აღმოჩნდნენ საწოლზე, ქალი ზემოდან მოექცა თორნიკეს და პერანგის ღილები ხელის სწრაფი მოძრაობით შეხსნა, მერე ვნებიანად დაუსვა ხელები გულ-მკერდეზ და დაბლა ჩაჰყვა. შარვლის ღილს დაუწყო ახლა შეხსნა.
ავალიანს უცებ, რაღაც გაახსენდა და გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან. ანიკო გვერდით გადავარდა, საწოლზე. ქალი გაოგნდა, ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა.
_მაპატიე, უნდა წავიდე, - დაუგდო ეს სიტყვები და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. მერე იმ ოთახში შევიდა, სადაც დანარჩენები იყვნენ. სასწრაფოდ დაემშვიდობა მასპინძელს და აგარაკი დატოვა. არაფრად აგდო მეგობრის მუდარა, ნასვამი ხარ და არ დაჯდე საჭესთანო, მაგრამ თორნიკეს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა იქაურობას. კარგა მანძილი რომ გაიარა, მანქანა გზის კიდეზე გააჩერა და ძირს გადმოვიდა. გრილმა ჰაერმა ცოტა გონს მოიყვანა. მანქანის კაპოტს* ხელებით დაეყრდნო და მოხრეშილ გზას ჩააჩერდა. მაშინვე გვანცას სახე დაეხატა ქუჩას, უდარდელი ღიმილით უღიმოდა მას.
_ვახ შენი.. - ამოიგმინა კაცმა და ორივე ხელი მძიმედ დაარტყა მანქანას. მერე ნერვიულად მოისვა სახეზე ხელები, კეფა დაიზილა. მერე ისევ ჩაფიქრდა. სინდისმა საშინლად შეაწუხა. შეწუხებაზე მეტიც, ატკინა გული, აუწვა მთელი მუცელი...

ღამის სამი საათი იყო დაწყებული მანქანა ეზოში რომ გააჩერა და ქურდივით შეიპარა სადარბაზოში.
დილით კი გვანცას სურნელმა გააღვიძა....

ახლა ტახტზე იჯდა და ჭერს მისჩერებოდა. მერე წამოდგა და აივანზე გავიდა. მოწევა უნდოდა.
დრო შემჩნევლად გაპარულიყო. შუადღე გადასულიყო. გვანცა ალბათ უკვე სახლშიაო გაიფიქრა საათს რომ დახედა. სიგარეტი სასწრაფოდ ჩააჭყლიტა საფერფლეში და გარეთ გავიდა.
ის იყო სადარბაზოდან უნდა გასულიყო, რომ რამოდენიმე ადამიანი შემოეგება წინ, იძულებული იყო გზა დაეთმო მათთვის. უცებ მაგულის მოჰკრა თვალი. იცნო მაშინვე. მხედველობა დაძაბა, გუმანით მიხვდა, რომ აქ ერეკლეც უნდა ყოფილიყო. არც მოტყუებულა, ახალგაზრდა, სიმპატიურ და ყველაზე ერთი თავით მაღალ ბიჭზე შეაჩერა მზერა. უსიამოდ დაუარა მთელ ტანში. ცხვირის ნესტოები დაებერა. იგრძნო, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა.
გარეთ გავიდა.
ეჭვების გალავანი გარს შემოერტყა, არც წინ აძლევდა წასვლის საშუალებას და არც უკან.
ავალიანისგან შორი-ახლოს უბნის უხეცესები ისხდნენ ხის ძირში, მათთან ერთად რამოდენიმე ქალი იყო.
თორნიკემ ზარის რეკვასავით გაიგონა ერთ-ერთი ქალის ნათქვამი:
_ყოჩაღ მაგულის რა, მალხაზის გოგოს დასანიშნად მიდიან ახლა მაგენი....



№1  offline ახალბედა მწერალი Keke27

გუშინ ვაპირებდი წესით დაწერას, მაგრამ წინა ღამით ნათევს არაფრის თავი მქონდა. მე და ჩემმა შვილმა (ალექსანდრემ) ღამე გავათიეთ. მაღალი სიცხე ჰქონდა, ტემპერატურას გულისრევაც ერთვოდა თან და მოკლედ... როცა მიგვიანდება წერა, ე.ი. რაღაც პრობლემა მაქვს. არ იფიქროთ, რომ მეზარება, ან მუზა არ მაქვს.

მოკლედ... იმედია მოგეწონათ ახალი თავი.. smile
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№2 სტუმარი teoo

auu am erekles raga unda raa :(( kargi iyoo velodebi shemdeg tavs :-* :-*

 


№3 სტუმარი სტუმარი

იმედია ალექსანდრე ეხლა კარგადააა და დედიკოს საშალებას მისცემს დილით დაგვახვედროს ახალი თავი love

 


№4  offline წევრი ukideganod martosuli

dzalian kargii xar keke

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ოჰოოო ინტრიგის სუნი მეცაა მაგარი ხარ.

 


ეს ისეთი თავი იყო, ისეთი დასასრულით, ვერაფერს რომ ვერ ვიტყვი და ჰაერივით რომ მჭირდება გაგრძელება, რაც შეიძლება მალე!

 


№7 სტუმარი lizazu

აუ აღარ დააშორო ესენი თუ ღმერთი გწამს, თორე დავიტანჯე ამათი საცოდაობით.

 


№8  offline წევრი p♥♥h ^^

Kai raa sadamdega apireb ese wamdauwum welvasss
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№9  offline წევრი milangirl

აუ ესენი აღარ დააშორო რა თორემ დამეწვა გული. ძალიან მაგარი ისტორიაა და მიუხედავად იმისა, რომ აგვიანებ ხოლმე ყოველი თავი ღირს ლოდინად. ამ თავის ძაან ინტრიგულად დასრულება გამოგივიდა და რა დაუცდის ახლა

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ ველოდი როდის დადებდი და როგორც ყოველთვის იმედები გამიმართლდა და ემოციურად დატვირთული იყო მაგრამ ეს რა დროს გაწყვიტე მე მიკეთებ მაგას???:D:D:D:D ძაან მაგარია და მალე დადე რა მომდევნოოო request

 


№11  offline წევრი kora

dzalian kargi da emociuri tavi iyo. imedia tornikes es qmedeba mati dashorebis mizezi ar gaxdeba. ar momcons im mezoblebis stumroba,tuki mshoblebi datanxmdebian mere rtuli iqneba yvelafris chashla. miyvars me es cyvili dzalian da moutmenlad vucdi gagrdzelebas.
--------------------
kira.G

 


№12  offline წევრი tamari123

geliiit :-) malee dadee ra axalii :-)

 


№13 სტუმარი Marusia_maro

Vaime ra dadzabuli tavi iyo :( gexvewebi uaresad agar dadzabo :** sisulele ar gaaketos tornikem da vigacas ar chaugordes logonshi :d daviwvi amati sacodaobit eyofat rac itanjes :*

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuuf ra ambebiaa male dade ra magaria

 


№15 სტუმარი nina

Au minda ro gvancam yvelaferi gaigos DA dashordes . dampalia tornike dzaan shemfzulda

 


№16  offline წევრი თამთა.გ

აუმ ეს მაგული ვისი ტიკი ტომარაა?! ან ნერეკლე რა ხბოსავით დაყვება დედამისს?! არ აცლიან ადამიანს ბედნიერებას... :\

 


აუ გელი რა მაგარია<33

 


№18 სტუმარი nini

ახლა გავაფრენ მოაშორე ახლა ეს იდიოტი მაგული თორე მოვკლავ :D დააქრე რა ეს მაგული და ერეკლე და ნუღარ წელავ შემიწუხდა გული wassat

 


№19  offline წევრი Winchester ))

ვაიმეე ეს მაგული ნერვებს მიშლის ვერ ვიტან მასეთ ქალებს და ერეკლესნაირ ბიჭებს ხო მითმეტეს :S:S:S
შენ ძალიან კარგი ხაარ love love love მალე დადე არ გვალოდინოო ❤❤❤

პ.ს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ალექსანდრეეს ❤❤

 


№20  offline წევრი masu

ძალიან მაგარია <3 მალა დადე სჰემდეგი <3

 


№21  offline წევრი სოფო

აუ ახლა ჯინაზე თუ გაყვა იმ ერეკლე სმერე ნახეთ თქვენ wink recourse

 


№22  offline წევრი სოფი

ველოდები ახალ თავს :* მაგარიაა !! :*

 


№23 სტუმარი Nina

Kekee gtxov mipasuxe sad iyo tornikeee im dges gvancas ROM ar eubnevva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent