შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი (VI)


10-10-2015, 19:13
ავტორი susik-fusik
ნანახია 2 889

... ბებო თავის ოთახში, სარწეველა სავარძელში იჯდა, მუხლამდე ძველებური, ინგლისური უჯრულა პლედი ჰქონდა გადაფარებული. კალთაში გადაშლილი წიგნი ედო, თუმცა არ კითხულობდა... სათვალიანი ხელი, თითქმის იატაკამდე გადმოკიდებული, საათის ენასავით თანაბრად ქანაობდა, სავარძლის მონოტონურ რიტმს აყოლილი... საშა ფეხაკრეფით მიუახლოვდა ბებიას, მის მუხლებთან ჩამოჯდა და თავი კალთაში ჩაუდო. ქალმა უსიტყვოდ შეუცურა შვილიშვილს ხელი და ალერსით მოუჩეჩა.
-ბებო, იცი?!. -დაიწყო საშამ.
-ვიცი, საშა, მე ყველაფერი ვიცი, ამიტომაც გეუბნები: თუ შენთვის ასე აჯობებს, უნდა წახვიდე...
-დიდი მადლობა, ბე... შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი...
-ოღონდ, საშა... -ლილი წოტა ხანს გაჩუმდა და ბიჭმა იგრძნო, როგორ დაიძაბა მის თმაში "გარინდებული" ხელი. - ოღონდ დამპირდი, რომ იმ ქალს არ მოძებნი...
საშა მიხვდა, "ის ქალი" დედამისი რომ იყო... უსიტყვოდ დაუქნია ბებოს თავი და უფრო მიეხუტა. დედა... ღირდა კი მისი მოძებნა?! ამ ხნის განმავლობაში ლიზას არასოდეს გამოუთქვამს შვილების ნახვის სურვილი, მხოლოდ ერთხელ დაარეკვინა ლადოს: შვილები გავიყოთო, - შესთავაზა ქმარყოფილს, - ინას წავიყვანო ჩემთან... გესმით?! საშა მაშინვე "თამაშგარედ" აღმოჩნდა, ინა ირჩია "მოსიყვარულე" დედიკომ... "დაწუნებულმა" საშამ მთელი ღამე ტირილში გაატარა, ცალკე დედის არჩევანი უკლავდა გულს, ცალკე - ინასთან განშორებისა ეშინოდა. საბედნიეროდ, მამამ და ბებიამ ლადოს ისეთი დღე აყარეს, საწყალს აღარასოდეს გასჩენია დარეკვისა და მსგავსი წინადადების შეთავაზების სურვილი. ახლა კი - არ მოძებნოო... რისთვის უნდა მოძებნოს?! იმისთვის ხომ არა, პირში მიახალოს ამ წლების განმავლობაში დაგროვილი სათქმელი?!. არა, არა, ამისთვის ნამდვილად არა ღირს მოსკოვში ერთი უღირსი ქალის ძებნა...
ოთახში კატასავით უხმაუროდ, მსუბუქი ნაბიჯებით შემოიპარა ინა. მაგიდაზე მდგარ მწვანე აბაჟურიან ღამის ნათურას მისწვდა და აანთო.
-რა სიბნელეში დამსხდარხართ?! გამოდით, რა, ჩაი დავლიოთ. გოგიჩაც აქაა...
-მოკლედ, ეგ კაცი თავიდან ვერ მოვიცილეთ, - ყასიდად გაბრაზდა საშა.
-გვიანი იყო, მარტოს ხომ არ გამომიშვებდა? ახლავე ვეტყვი, რომ წავიდეს! - გაიბუსხა ინა.
-კარგი, კარგი, ნუ იბუტები, გავიხუმრე! - გაეცინა საშას. - გოგიჩა ხომ არსებული რეალობის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც, მაგალითად, ტელევიზორი.
-მე ვარ, ბიჭო, ტელევიზორი? - ღია კარში თავი შემოყო განაწყენებულმა გოგიჩამ. - არ გრცხვენია? ყუთს უნდა შეადარო ძმაკაცი, თანაც ყველაზე ერთგული?! - ყასიდად მოიწმინდა "თვალსმომდგარი" ცრემლი გოგიჩამ. საშკა ფეხზე წამოხტა, გოგიჩას ღიმილით მიუახლოვდა და შემრიგებლურად დაჰკრა მხარზე ხელი.
-შენ რა ცუდი წარმოდგენის ყოფილხარ ტელევიზორზე? აბა მითხარი, რომელია მაგაზე სასარგებლო და აუცილებელი ნივთი? ჰა? მითხარი!..
-რომელი და... - გოგიჩამ კეფა მოიქექა. - მაგალითად, მაგნიტოფონი...
საშას ხარხარი აუტყდა, კინაღამ გაიგუდა. სული რომ მოითქვა, მეგობარს ალერსით წამოარტყა თავში ხელი.
-ეეჰ, შე მაგნიტოფონო, შენა! თუ მუსიკალური ცენტრი გირჩევნია? უფრო რთული კონსტრუქციის არ არის?.. გამოუსწორებელი ვინმე ხარ, გოგიჩა, გამოუსწორებელი!.. ინა, წადი და დაადგი ჩაი.. შენი "კავალერი" ამაღამ აქ რჩება...
-არა, არა, რას ამბობ! გადაირევიან ჩვენები! - ხელები გაასავსავა გოგიჩამ.
-თორემ ჯერ არ დარჩენილხარ! - ჩაიცინა ინამ. - დაურეკე მაკა დეიდას და უთხარი. თუმცა მე თვითონ დავურეკავ... - გოგონა ხტუნვა-ხტუნვით გავარდა შემოსასვლელში და კინაღამ ტელეფონის აპარატი გადმოაგდო პატარა, ინრუსტრიებული მაგიდიდან.
-ძალიან უხვარხარ! - თვალი გააყოლა დაიკოს საშამ.
-მეც მიყვარს... - ამოიბლუკუნა გოგიჩამ, ერთიანად გაწითლდა დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით, უხერხულად აიწურა და ოთახიდან გაიძურწა. საშას სხვა დროს მხედველობიდან არ გამოეპარებოდა მეგობრის უცნაური საქციელი, მაგრამ ახლა ისე იყო საკუთარი პრობლემებით გარემოცული, რომ გოგიჩას სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქცევია... მწვანე აბაჟურიან ლამპას გაუშტერა თვალი და ამოიოხრა...



P.S მადლობა ბავშვებო რომ კითხულობთ თუ კიდევ კომენტარები არ დამხვდება ისტორიას აღარ გავაგრძელებ... ისე დაგაინტრიგებთ და გეტყვით რომ თუ კომენტარები დამხვდება დავდებ უფრო დიდ თავს და მოვლენებიც უფრო განვითარდება... ანუ საშკა მოსკოვში წავა დაა.... და, და, და, დამ :D :D :D



№1  offline წევრი milangirl

მწვანეთვალება ანგელოზი რომ ქვია ისტორიას საშას ყოფილ შეყვარებულსაც მაგ ფერის თვალები აქ, მეგონა რომ ის უქნებოდა ერთერთი მთავარი პერსონაჯი

 


№2  offline წევრი susik-fusik

milangirl
მწვანეთვალება ანგელოზი რომ ქვია ისტორიას საშას ყოფილ შეყვარებულსაც მაგ ფერის თვალები აქ, მეგონა რომ ის უქნებოდა ერთერთი მთავარი პერსონაჯი

არა საშა თავის მწვანეთვალება ანგელოზს მოსკოვში გაიცნობს )))
--------------------
A.M

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent