შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ქალბატონი 4 თავი


23-10-2015, 00:38
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 185

დილით ადრე ავდექი მინდოდა ლილე მე წამეყვანა უნივერსიტეტში არც შევმცდარვარ ის უკვე გაჩერებასთან იყო მანქანა გავაჩერე და ვუთხარი დაჯექი წავედით
-არ მინდა ხალხი იჭორავებს
-არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის დაჯექი საქმე მაქვს.გავაცნობიერე რომ ვყვიროდი და ხმას დავუწიე
-კარგი მაგრამ ნუ მიყვირი არ მჭირდება ეს შენი კაიბიჭური ზამაშკები გესმის
-კარგი ლილე მაპატიე არ მინდოდა ძალიან ვნერვიულობ
-რა ხდებაა რაზე ნერვიულობ??
-ზურასთან დალაპარაკებას ვაპირებ მაგრამ არა იმიტომ რომ ნებართვა ავიღო მისგან,იმიტომ რომ ხალხისგან შელამაზებულად არ მოისმინოს ჩვენი ამბავი
-არ ფიქრობ რომ ჯერ ადრეაა? რამოდენიმე დღე მაცადე და მე თვითონ დაველაპარაკები კარგი?
-კარგი..
-ეს გზა უნივერსიტეტისკენ არ მიდის ლადო სად მივდივართ?
-რატომ არ მითხარი რომ ჩემს არ ყოფნაში ტონი იყო მოსული?
-ეგ საიდან გაიგე?
-მითხარი რა უნდოდა
-არ მინდა თქვენს მეგობრობას საფრთხე დაემუქროს არც თქვენს შორის ჩადგომა მინდა გესმის?
-რა მოხდა? ცივმა ოფლმა დამასხა მანქანა ისე შევაჩერე ლამის გამიქნია გარეთ ლილე შეშინებული მიყურებდა ნუთუ რამე დაუშავა და ვერ დავიცავი?
-ანტონიომ მითხრა რომ ვუყვარვარ და ადრე თუ გვიან მისი გავხდები.
-ჩემი სულელი გოგო მაგაზე არ ინერვიულო ეგ საქმე მე მომანდე ახლა წაგიყვან იქ სადაც მივდიოდით ჩემი თავშესაფარი უნდა გაჩვენო....
მანქანა სასაფლაოებთან გაჩერდა სხეულში სიცივემ დამიარა შიშისგან.ლადოს უკან მივყვებოდი დასჯილი ბავშვივით და თან ვკანკალებდი
-აქ რატომ მოგიყვანე იცი? ეს ანამარიას სასაფლაოა ყველაზე ძვირფასი ადგილი ჩემთვის მას ბევრი ჩემი ტკივილი მოუსმენია ბევრი უპასუხოდ დარჩენილი კითხვაც მაგრამ მხოლოდ მისმენდა არასოდეს შეუწყენია ჩემთვის თავი.დღეს აქ ჩემი ბედნიერების მისთვის გასაზიარებლად მოვედი მინდა ნახოს რომ ბედნიერი ვარ მე მხოლოდ მისი ნებართვა მჭირდებოდა და დღეიდან შენ უკვე ჩემი ხარ აღარ მჭირდება არავითარი კანონები.დღეს ალბათ ბოლოჯერ ვარ აქ რადგან არ მინდა რომ შენ გული გატკინო.
-არსოდეს თქვა ეგ. შენ აქ მაშინ მოხვალ როცა მოგინდება ის შენთვის ძვირფასია და ამიტომ არ ვაპირებ წაგართვა პირიქით დღეიდან ეს ჩემი თავშესაფარიც გახდება იმედი მაქვს მეც მომისმენს.(არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ იმწამს ვერაფერზე ვფიქრობდი თვითონაც მიკვირდა საკუთარი თავის ამ საქციელის გამო მე მესაკუთრე ლილე უცებ ვიქეცი ჰუმანისტათ)
-აი რატომ მიყვარხარ შენს ადგილას სხვა ქალი გადაირევოდა მეტყოდა რომ გიჟი ვარ და მიმატოვებდა მაგრამ შენ აქ დგახარ ჩემს გვერდით და გინდა ჩემთან ერთად გაგიჟდე.უფალს მადლობას ვუხდი იმისთვის რომ შენი თავი მაჩუქა არ ვიცი ესეთი რა სიკეთე მაქვს გაკეთებული რომ უფალმა ანგელოზი გამომიგზავნა.
-მე კიდე შენთვის ვუხდი უფალს მადლობას ჩემო წითურო მიყვარხარ.ახლა წავედით მალე უნივერსიტეტი დამთავრდება და რომ არ მივიდე სახლში ინერვიულებენ.
ლილე სახლში მივიყვანე და დავტოვე მერე გამოვიცვალე და ანტონიოს დავურეკე
-სად ხარ?
........…...........................
-მანდ იყავით შენ და მათე კაფე დაკეტეთ და ყველა გაუშვით საქმე მაქვს...
დაახლოებით ნახევარ საათში ანტონიო და მათე ჩემს წინ სავარძელში იჯდნენ და მიყურებდნენ ელოდნენ როდის დავიწყებდი მე კიდე სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი აზრებს ვერ ვალაგებდი ყელი მიშრებოდა წვერზე ხელს ვისვამდი ეს უკვე ჩვევად მქონდა ნაქცევი.
-კიდე დიდხანს იჯდებით ასე და ერთმანეთს მზერით განგმირვთ რა მოგივიდათ რამ გაგაცივსთ ასე ერთმანეთის მიმართ ეს როდის მოხდა რატომ ვერ შევამჩნიე?
ღრმად ჩავისუნთქე და საუბარი დავიწყე....
თქვენ იცით რომ ყოველთვის ჩემს ბედნიერებაზე წინ სხვისსას ვაყენებდი ანტონიოსა და ანამარიას ბედნიერებისთვის განზე გავდექი ასე არ იყო ტონი?დაჟინებით ვუმზერდი,ჩემი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა თვითონ მაკვირვებდა. მაშინ 15 წლის ვიყავი და ვფიქრობდი რომ თუ ადამიანი გიყვარდა მისი ბედნიერებისთვის სხვასაც დაუთმობდი ახლა შვიდი წლის შემდეგაც ასევე ვფიქრობ მაშინ შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილაზე რომ ყოფილიყავი ანტონიო?
-ალბათ მეც ისევე მოვიქცეოდი როგოც შენ
-ხოდა ახლა შენი ჯერია წარმოიდგინე რომ შენს წინ შენი ბავშვობის მეგობარი კი არა შეყვარებული მამაკაცი ზის რომელსაც უნდა ცივილურად გადაწყვიტოს ყველაფერი და არა მუშტების ქნევით თუ მართლა ისე ძალიან გიყვარს ლილე როგორც მე დათმე აცადე ბედნიერაბა. იცი რატომ უნდა გააკეთო ეს იმიტომ რომ მასაც რომ შენ ყვარებოდი მე ისევ დავთმობდი და განზე გავდგებოდი.
-მართალი ხარ ძმაო ბედნიერებას ორივე იმსახურბთ როცა ეს ვუთხარი ლილეს არ ვიცოდი თუ სხვა უყვარდა ამიტომ გააბედნიერე ლილე და შენც ბედნიერი იყავი მას ორივე იმსახურებთ ჩემზე კი არ ინერვიულო ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩვენი მეგობრობაა მიყვარხარ ძმაო და არ მინდა შენი დაკარგვა მითხრა და მაგრად მომეხვია მეც არ მინდა შენი დაკარგვა.
-ბიჭებო ხომ იცით რომ სუსტი გული მაქვს და ამდენის ატანა არ შემიძლია.გული ამიჩუყდა.მათე ყოველთვის ახერხებს რთულ სიტუაციაში გაგვაცინოს არ მესმის ამდენი პოზიტივი საიდან აქვს ამ ბიჭს.ახლა უფრონომახიანად განაგრძო
-აბა ტარიელ წავედით შენი ნესტან-დარეჯანი დავიხსნათ ქაჯეთის ციხიდან
-მოიცა ეს ტარიელია მე და შენ ვინღა ვათ
-მე ავთანდილი იმიტომ რომ თინათინი მყავს და შენ კიდე ფრიდონი იმიტომ რომ არავინ არ გყავს
კარგი ბიჭებო მორჩით ამ მაიმუნობას და დავიშალეთ ჩემი პატარა ქალბატონი დავამშვიდო თორემ ძალიან ნერვიულობს.კაფე სიცილით დავტოვეთ ჩვენ ჩვენს მანქნებში გადავნაწილდით და როგორც მათემ თქვა ქაჯეთის ციხისაკენ გავემართეთ......
-ოჰ დიდება თქვენს გამოჩენას რა ვეფხვისტყაოსნის გმირებივით დამესხით თავს?თქვა რუსომ და გაიცინა.
-აი რას ნიშნავს განათლრბული რომ ხარ ადამიანი.არა რძალო? თორემ ხომ ხედავ შენი ქმარი კი მომშტერებია კოალასავით და კიდე ვერ გარკვეულა რა ხდება მის თავს.მოვედით რძალო რა გზა გვაქ თორემ ხომ ხედავ დაილია ჩვენი ტარიელი დარდისაგან თქვა და ჩემსკენ გამოიხედა.შევნიშნე ლილე როგორი გაოცებული გვიყურებდა ჯერ კიდე ვერ გარკვეულიყო მის თავს რა ხდებოდა და პასუხს ჩემგან ელოდა სანამ ყველა მათეს ჯამბაზობაზე იცინოდა დრო ვიხელთე და ლილეს მივუახლოვდი...........
-ვიცი გიკვირს აქ რაც ხდება მაგრამ მე და ტონიმ ვილაპარაკეთ და ის არ ჩადგება ჩვენს შორის პირიქით ძველი შეცდომებისთვისაც მოიხადა ბოდიში და ჩვენი ძველი მეგობრობაც აღვადგინეთ,ნახე როგორი სუპერ გმირი გყავვარ ყველაფერი უცებ მივაგვარე.ლილემ გამიღიმა ცხვირზე გამეთამაშა და მითხრა
-რათქმაუნდა ჩემო ტარიელ. გადაიკისკისა და გაიქცა.
......................
მაპატიეთ ვიცი პატარაა და თან დამაგვიანდა მაგრამ დაწერილი წამეშალა და თავიდან მომიწია ამიტომ ვეღარ დავდე დიდი თავი შემდეგში დიდ თავს დავდებ და სიტუაციასაც ცოტა დავძაბავ. ველოდები თქვენს შეფასებას.❤



№1 სტუმარი ცირა

კარგიი ხაარ გაარძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent