შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"აიღეთ ერთი ცალი ჩუპა-ჩუპსი" (თავი პირველი)


24-10-2015, 00:34
ავტორი Gossipy girl
ნანახია 2 310

დაშორდნენ?
რასქვია დაშორდნენ?
როგორ თუ დაშორდნენ?
ნეტავ ვისი ბრალი იყო?
ამასწინათ მაგათი სახლიდან იმ გოგოს ყვირილის ხმა გამოდიოდა!
რას ამბობდნენ?
გოგო უყვიროდა თავი გამანებეო მეტი არაფერი ვიცი.! განწირული ხმით ყვიროდა გეგონებოდათ სცემსო..
ვინ დუდუ? არ არსებობს!
გეუბნები ასე იყო..
დუდუს დედა სად არის?
უჰ!ის ქალი ამერიკაშია,მემგონი ახლა აპირებს ჩამოსვლას ხო ლილი ?
-ჰო ახლა ჩამოდის ალბათ გაიგო რეებიც ხდება.
-აჰ! შეხედე კიდევ ყვირიან.
სახლიდან გოგონას განწირული ხმა ისმოდა.
-დუდუ! შემეშვი!
-ელენე მაჩვენე ტელეფონი!
-აიიი შენი ტელეფონი!-გოგონამ ოთახის ბოლოდან ტელეფონი ისროლა,აპარატი კედელს შეალეწა და იატაკზე ნაწილებად იქცა.
-რატო აკეთებ მასეთებს!რატო გინდა რომ გადამიყვანო ჭკუიდან!
-პარანოიკი ხარ!შენ თავს ვერ აკონრტოლებ!გგონია რომ გღალატობ!დავიღალე გამიშვი მაშინ!
-აი მაგ დედა.... აზრი თავიდან ამოიგდე!გაიგეეე!-ბოლო ხმაზე იღრიალა ბიჭმა.
-არ ხარ დუდუ შენ ოჯახისთვის მზად,შენ გგონია როგორც ადრე იყო ისე იქნება ახლაც..
-გიგის წერდი...ხო ასეა?
-დავიღალეე! დამღალეე! წადი რა! წადიი! -ცრემლებით აევსო გოგონას თვალები.
-ელენე დამშვდდი და პასუხი გამეცი, თუ მართლა ეგრეა არ გიყვირებ უბრალოდ უნდა ვიცოდე..
-ბიჭო შენ სულ გააფრინე ხო?რა გიგის ვწერდი! შეიგნეე შეუშვი მაგ იდიოტ თავში რომ გიგის ცოლი ყავს! გიგის შვილი ჰყავს! ნუუ ედრები ყიფიანს ნუ!
-რატო ვითომ? ყიფიანის დონეს ვერ ვქაჩავ?-სახე აეჭრა ბიჭს.
-არა დუდუ შენ შენ ხარ გიგი გიგია შეეშვი წარსულს დუდუ გთხოვ...-ვედრება აღმოხდა გოგონას,იქვე კედელთან ჩაიკეცა თავი მუხლებში ჩარგო და ცხელი სითხე გადმოუშვა ლურჯი თვალებიდან.
-ნუ ტირი...
-ისე ამბობ ვითომ გაჯავრებდეს...
-ელენე ნუ მჭრი ჭკუიდან თორე მერე ნუ გიკვირს რომ ვეჭვიანობ.!
-შენ დაბადებიდან ყველაზე ეჭვიანობ და აი აქ ხარ შენი ეჭვიანობით!“ და ყელსაც გასცდი ვაფშე დაფრინავ!-ელენე ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ გაემართა,კარი მძიმედ მოიჯახუნა,უკან მიჰყვა დუდუც.
-ელენე ბოდიში..
-არ მჭირდება შენი ბოდიში მივდივარ!
-არ წახვიდე ელე კაი დაჯექი მომისმინე... უაზროდ რომ მიყვარხარ მაგის ბრალია ყველაფერი,ჩემს გვერდით გძინავს და მაინც არ მყოფნი,გონებაში რაიმე აზრმაც კი რომ გამირბინოს შენზე და გიგიზე შეიძლება ყიფიანი შევიწირო..
-გიჟი ხარ დუდუ!
-ვიცი პატარავ ვიცი...მაგრამ უშენოდ მთლად გავგიჟდები...
-არ მანაღვლებს..
-აღარ გიყვარვარ?
-იცი დამღალე დუდუ..
-ელენე შემომხედე და მითხარი რომ აღარ გიყვარვარ..
-წასვლა მინდა დუდუ... -ცრემლიანი თვალებით შეხედა ბიჭს...
-მაშინ წადი... როგორც გინდა.. არ მინდა რომ დაგაძალო.. თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა მიდი ..ხელი გაუშალა დუდუმ და კარებისკენ წავიდა....
ელენემ გაოცებული თვალები მიაპყრო .
-მიშვებ?
-არ გინდა?
-მინდა..
-მაშინ წადი..
-არ დამაკავებ..?
-მომბეზრდა..
-თურმე შენც დაღლილხარ..
-მე შენი დაკავება მომბეზრდა,როდემდე შეგაკავებ?როდემდე დაგაწვენ ძალით ჩემთან?მე შენ მიყვარხარ! მონათ კიარ მომიყვანიხარ!ეჭვიანი ვარ!ჰოდა ვიყო! ჩემთვის ვიეჭვიანებ გულში!ჩუმად ისე რომ ვერ გაიგებ! ისე რომ არ შეწუხდები! ახლა წადი! წასლვა გინდოდა,ამას ცრემლიანი თვალებით მთხოვდი ორი წამის წინ მეც გიჯერებ,მიდი ელენე ჩემთვის მთავარია იყო ბედნიერი..
გოგონამ ჩანთა ხელიდან გააგდო და მთელი ძალით ჩაეხუტა დუდუს.
-არ გამიშვა რა დუდუ..
-მე რომ ყელს ზემოთ დავფრინავ?
-აგიტან!
-რომ ვერ ამიტანო ისევ რომ იტირო?
-არ ამატირო..
-რომ აგატირო ისევ ამიტან?
-აგიტან!
-ისევ ისე გიყვარვარ როგორც მაშინ?
-დუდუ არ გამიშვა..
-კითხვა..პასუხი?
-გაშვება გინდა?
-პირველი კითხვა მე დავსვი!
-ისევ ისე...
-წადი..
გოგონამ ხელები უღონოდ დაუშვა,ცრემლები მოიწმინდა დიდი გორგლისხელა ცრემლები მოიწმინდა იმედგაცრუებული მზერა მიაპრყო დუდუს.
-შენ დანებდი.!
-შენ ისევ ისე გიყვარვარ როგორც მაშინ! იცი რა განსხვავებაა ჩვენს შორის?
-მაინც რა?
-მე იმაზე მილიონჯერ მეტან მიყვარხარ ვიდრე სამი წლის წინ მიყვარდი შენ კიდევ ის ძველი სიყვარული არ გაგიახლებია და განელებული გაქვს! მე იმდენად მიყვარხარ უკვე ჩემ თავზეც კი ვეჭვიანობ!
-სიყვარული ეჭვიანობაში არ მდგომარეობს სიყვარული ნდობის გარეშე არაფერია აი რატომ განელდა ყველაფერი..
-მაშინ რატომ გინდა დარჩენა?პარანოიკ ქმართან?
-მინდა მივცე უფლება თავიდან დავიწყოთ..
-წარსულს ხაზს უსვამ?
-სხვა გზა არ მქონდა..
-პატივი ეცი ელენე ჩვენს წარსულ! ჩევნს წარსულზე ერთ დროს მთელი თბილისი ლაპარაკობდა..
-დაშორება უარეს გამოიწვევს.!
-შენი სურვილი იყო ელენე..
-ჩემი სურვილი დარჩენაც იყო..
-წელავ..!
-გინდოდა რომ წავსულიყავი!
-მინდა! ცოდო ხარ ელენე ჩემს ხელში,ჩემი სიყვარული ან ერთს შეგვიწირავს ან მეორეს..
_ჩათვალე მე შემიწირა!-სახლის კარი გაიხურა და კიბეზე ჩაირბინა.
ბინასთან ნიკუშამ მოაკითხა მისმა დეიდაშვილმა.
მანქანის კარი გამოაღო,სანამდის ჩაჯდებოდა მისი ოთახის ფანჯარას ახედა.. გაახსენდა..

****
-აი იქ მინდა.. ნახე რა ბიჭები სხედან..
-აი მეორეს ხედავ?-ანამ ელენეს ბიჭზე მიანიშნა რომელიც ძარღვების დაჭიმვამდე ეჩხუბებოდა მის გვერდით მჯდომ გოგონას.
-მერე?
-აი ეგ არი ის დადიანი რა..
-ესეიგი დადიანი.. -ელენემ კმაყოფილების პიკს მიაღწია,ჩანთიდან „ჩუპა-ჩუპსი“ ამოიღო და მოწონების ობიექტისკენ დაიძრა.
-მომეცი ერთი ღერი სიგარეტი და მე მოგცემ ერთ ცალ „ჩუპა-ჩუპს“ ...-ამაყი გამომეტყველება ჰქონდა ელენეს,თუმცა ამ სიამაყემ ყველაზე მეტად დაძირა.. დადიანს მისკენ არც გაუხედავს..სამაგიეროდ მისი გვერდით მჯდომი დაინტერესდა „აქციით“ ან უფრო გოგოთი.
-მოდი მოდი მე მოგცემ სიგარეტის კოლოფს და შენ „ჩუპა-ჩუპს“ შენს ნომერსაც მოაყოლებ... -თვალი ჩაუკრა ყიფიანმა მის წინ მდგარ სირცხვილისგან აწითლებულ გოგონას.
-აქცია მხოლოდ იმაზე თანხმდება რომ..
-მე აქცია კიარა ნომერი გკითხე პატარავ.. -თვალი ჩაუკრა გიგიმ.
-მე .. მე.. -დაიბნა როცა დადიანმა „დავიდოვის“ კოლოფი ამოაძვრინა და სიგარეტი გააბოლა,მის გვერდით მჯდომი გოგონა კი ლამის და იმას ნატრობდა მიწა გასკდომოდა..
-შენთავსგეფიცები იცი როგორც მიყვარდი მაგრამ დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან! -გამოკვეთილად უთხრა ბიჭმა,ამაზე ცრემლები გადმოყარა ამ სიტყვების მიმღებმა.ამასობაში ელენემ გიგის თავიდან მოშორება სცადა,უკან გაბრუნებულს ისევ გიგიმ დაუძახა.
-კარგი რა ნომერია მეტი ხომ არაფერი..-უღიმოდა გიგი.დაასრულა თუ არა წინადადება თეკლამ რომელიც დუდუს გვერდით იჯდა ფეხი დაუდო,ელენემ თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ დუდუს კალთაში „ჩაუხტა“...
-ეეი... -დაიბნა დუდუ,ვერ მიხვდა რა მოხდა.ელენე შეშინებული დუდუს კალთიდან წამოდგა და კაბის გასწორება დაიწყო.
-რასაკეთებ?ვერ იყურები?-ელენემ მოისმინა თუ არა დუდუს დამცინავი სიტყვები თვალები..ცისფერი თვალები ცრემლებით აევსო.
-დუდუ პრობლემაა?-ნიკუშა გამოვიდა მაღრაძე.
-რაზე?
-ჩემი დეიდაშვილია და რამე პრობლემა გაქვსთქო?და აქ ზოგიერთებს ბოღმისგან რომ გასიებულხართ დიეტა ვერ გიშველით! ფეხების ზრდამ მისი გადაწევაც იცის.. -თეკლას მწარე გამომეტყველება ესროლა ნიკუშამ,ელენეს ხელი გადახვია წინ წავიდა.ელენემ ვერ მოითმინა და უკან გამოიხედა,დუდუს გაოცებულ სახეს გადააწყდა,შეეშინდა და ნიკუშას მხარზე თავი დაადო.
***
-ვინ არის სწრაფად მითხარი ან მიეცი ტელეფონი ან მაგის ნომერი მომეცი მიდი .გამწარებისგან სახე აწითლოდა ნიკუშას.
-ზურა დევდარიანი ნიკუშა... არ ვიცი ნომერი...-ტირილნარევი ელენეს ხმა ისმოდა ტელეფონიდან.
-კაი ახლოს არი მანდ?
-კი.. ნიკუშა ვერ მივალ არ შემიძლია..
-იმ ანას უთხარი მივიდეს და უთხრას მაღრაძე დადიანი და ყიფიანი გიცდის 13 სკოლის უკანთქო... მივიდეს...!
-ვიინ? ყიფიანს და დადიანს მანდ რა უნდა?
-არაა ახსნის დრო მიდი ეხა..!
ნახევარ საათში მე-13 სკოლის ეზოში ნიკუშა დუდუ და გიგი ზურა დევდარიანს და გიორგი ამბროლაძეს შეხვდნენ..
შეხვედრამ მწარედ ჩაიარა...
ამბროლაძეს დანა ჰქონია წამოღებული..
დადიანისთვის ხელები გაუჭრია...
სავადმყოფოში არიანო რომ გაიგო ელენემ მესამე გაკვეთილიდან გამოიქცა ანასთან ერთად და ღუდუშაურში მივიდა.
-ნიკუშა როგორ ხარ?-სახეზე გაფითრებული იყო გოგონა.
-ნუ გეშინია ისე ვცემეთ პროსტა მაგან რომ დაგირეკოს კიდე იცის მისი სასაფლაოს ადგილი განათხრელი რომ აქვს უკვე რა.. ნუ გეშინია მოდი!-ნიკუშამ გულში ჩაიკრა ელენე.
-აბა პატარა ქალბატონო! კიდევ ვინმე ხომა რ გაწუხებს?-გიგიმ ელენეს ცხვირზე დაჰკრა ხელი.
-არა არავინ... და მადლობა რომ..
-მადლობა საჭირო არ არის,მეორედ თუ კიდევ ვინმე შეგაწუხებს ჩათვალე რომ ტრუპია ის საცოდავი რა!-თვალი ჩაუკრა გიგიმ.
-წავედით?-დუდუ შემოუერთდა სამეულს,ხელებზე საფენები ჰქონდა დაკრული და ბინტით ჰქონდა გადახვეული.ელენემ დაინახა თუ არა გული ლამის გაუსკდა.
-წავედით..-ნიკუშამ ხელი გადახვია ელენეს და დუდუს და საავადმყოფოდან გავიდნენ.
-ელენიკო როგორ ხარ?-დუდუმ გახედა ელენეს.
-არამიშავს.! ნიკუშა მე და ანა სახლში წავალთ კაი?
-კაი მიდი .. მოიცა აჰა ფული და ტაქსით წადით და მეც მოვალ კაი?
-კაი..
***
-გოგო მოდი ფეხით წავიდეთ რაა...-სიტყვები გაწელა ანამ.ელენემაც ხათრი ვერ გაუტეხა და ფეხით დაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას.
მეცამეტე სკოლას ჩაუარეს და ჩიხს ჯერაც არ გამცდარიყვნენ შავმა „ბეემვეს“ ფირმის ავტომობილმა რომ გააჩერა...
სამი ბიჭი გადმოვიდა ორი მანქანაში ისხდა.
ანა შეშინდა და ცოტა წინ წავიდა,ელენეც მას მიჰყვა.
სამმა ახმახმა ელენეს გვერდებში სტაცეს ხელი და მანქანაში „ჩატენეს“...
ანამ კივილის დაწყება სცადა მაგრამ ერთ-ერთი მათგანი დაემუქრა რომ ისიც ელენეს ბედს გაიზიარებდა თუ არ გაჩუმდებოდა,გოგონა ძალიან შეშინდა კუთხეში მიიყუჟა და შორიდან ადევნებდა თვალს როგორ ტიროდა ელენე.
მოშორდა თუ არა მანქანა ჰორიზონტს ტელეფონი მოიმარჯვა და მის მეგობარს თიკოს დაურეკა რომელმაც დუდუს ნომერი მისცა.
-ალო..-ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში.
-დუდუ ხარ?
-კი თქვენ ვინ ხართ?
-ანა ვარ ელენეს მეგობარი დუდუ ელენე მოიტაცეს ნიკუშას ნომერი არ ვიცი გეხვეწები დაურეკე და უთხაარი შავი „ბეემვე“ იყო სერიის ნომრით ...
-კარგი ანა დამშვიდდი წუთნახევარში მანდ ვიქნებით და დაგველოდე.
ერთი წუთიც არ იყო გასული რომ თეთრი მერსედესი გაჩერდა ანას წინ.
გოგონა შეშინებული ჩაჯდა უკან და ტირილი დაიწყო.
გიგიმ მისი დამშვიდება სცადა.
-მომიყევი აანა დაწვრილებით მომიყევი როგორები იყვნენ თუ იცანი ვინმე..-კითხვები დააყარა ნიკამ.
-არა ვერავინ ვიცანი,სამი ბიჭი გადმოვიდა დაახლოებით 25-26 წლისები კიდევ ორი მანქანაში ისხდა,ელენე იქ ჩასვეს და დამემუქრნენ თუ ხმას ამოვიღებდი მეც ელენეს ბედს გავიზიარებდი ნიკუშა ვერ .. .. მე .. მე .. შემეშინდა .. ნიკუშა .. შემეშინდა.. მე .. მე .. -ისტერიული ტირილი აუვარდა გოგონას.
ნიკუშა უკან იჯდა მასთან ერთად ანა ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა დაუფიქრებლად მიიხუტა და მისი დამშვიდება სცადა.
მალევე იპოვეს შავი მანქანა ...
დუდუმ რაც შეეძლო გაზს ფეხი მიაჭირა და მანქანას მიუახლოვდა,უკანა ფანჯრიდან ყველაფერს ხედავდა რა ხდებოდა მანქანაში,ფაქტი იყო რომ მანქანაში მხოლოდ ორი ბიჭი იჯდა აქედან ერთი უკან იჯდა ელენესთან ერთად ხოლო მეორე საჭეს მართავდა,“ალბათ ის სამი სადმე დატოვა იმ ნაბი%ვარმა“ გაიფიქრა დუდუმ,ნათლად ხედავდა როგორ ცდილობდა ზურა ელენესთვის ტანსაცმლის გახდას,ელენე უძალიანდებოდა,ზურამ სილა გააწნა გოგონას ამაზე სულ შეიშალა დუდუ.“ ეს როგორ გააკეთა ორი საათის წინ გაიძახდა მიყვარსო ეს სიყვარულია?“ ფიქრობდა მისთვის დაბოღმილი მიაღმუილებდა მანქანას,გიგისაც ცივი ოფლი ასხამდა ვერ მიმხვდარიყო ზურას ამით რა სარგებელი უნდა ენახა ელენეს მისი ოჯახი ხომ არ დატოვებდა ზურასთან,ნიკუშა კიდე მოკლავდა მაგასაც და მის ძმასაც.
როგორც იქნა ზურამ მოახერხა და ელენეს ძალით მაისური გახადა,ნიკას ყვირილი პიკს აღწევდა..დუდუმ ვერ გაუძლო ელენეს ყვირილს რომელიც მიუხედავად სისწრაფისა მაინც ჩაესმოდა ყურებში,მანქანაში ავარიული ჩართო და მის წინ მყოფ ავტომობილს გადაუსწრო.მკვეთრად დაამუხრუჭა როგორც დუდუმ ისე „ბეემვის“ მძღოლმაც.
დუდუ გამწარებით გადმოვიდა მანქანიდან.გული შეეკუმშა ელენეს კივილი რომ გაიგონა.
ნიკუშა მანქანიდან გადმოიჭრა უკანა კარი გააღო და ზურა გადმოათრია..
გიგი მძოლს დაერია დუდუმ კი მანქანაში ელენე ნახა..
-ნუ გეშინია პატარავ აქ ვარ მოდი .. მოდი ..ნუ გრცხვენია ელე მოდი..-დუდუმ ელენე მისკენ მიიზიდა მისი ჟაკეტი გაიხადა და გოგონას ნახევრად შიშველ სხეულზე მოახურა.დაინახა რომ მუხლები დასისხლიანებული ჰქონდა და ბოღმა ერთიანად მოეწვა ყელში.
-გადმოსვლას შეძლებ?..-ელენემ უარის ნიშნად თავი გააქნია,დუდუმაც ნელა აიყვანა ელენე ხელში და მანქანიდან გადმოიყვანა,თავისაში ჩასვა უკან სავარძელზე და გვერდით მიუჯდა.
-ჰო იცი რომ შენი დეიდაშვილი იმ ახვრებს ცოცხალს არ დატოვებს?.. და რომ დატოვოს მე გამოვასალმებ ცხოვრებას,ეს როგორ გაგიკეთა..
-დედაჩემი..
-ნუ გეშინია ელენე დაველაპარაკე დედაშენს და იცის რომ მე და შენ სოფელში სამი დღით მივდივართ ნიკუშასთან ერთად...
-მომკლავს..
-ნუ გეშინია ამაზე ნუ ფიქრობ..
-ელენე რამის დაშავება ხომ ვერ მოასწრო?..-ძარღვები დაეჭიმა დუდუს.
-მადლობა..-ისევ ცრემლიანი ისევ სევდიანი თვალები მიაპყრო დადიანს.-შენ რომ არ ყოფილიყავი მთელი ჩემი ცხოვრება დაინგრეოდა..
-ჰაჰ,რასამბობ ელენე მოდი ჩემთან.. -გულწრფელი და თბილი იყო ეს ჩახუტება,ელენემ კისერში თავი ჩუადო დუდუს და აქვითიუნდა,ტიროდა იმ მწარე მომენტებს რომლებსაც დადიანმა გადაარჩინა.
ბიჭებმა საქმეს რომ მორჩნენ მანქანაში ჩასხდნენ და წამოვიდნენ.
ყველანი ნიკუშასთან იყვნენ.
-მუხლებზე რატომ გაქვს გოგო ესა?-ანიმ ელენეს მუხლებზე მიუთითა რომელზეც აშკარა იყო ან დაცემული იყო ან რაღაც მაგდაგვარი..
-გასაღების ანცმა დამარტყა...-გული შეეკუმშა დადიანს რომ მოისმინა ელენეს პასუხი.დუდუ კართან იდგა და გოგოების ლაპარაკს შემთხვევით მოჰკრა ყური.
-იიჰ! მაგ ავადმყოფი,ელენე რამე ხომ არ დაგიშავა?
-მეტი რა უნდა დაეშავებინა ანა?
-იცი რაზც გეკითხები..
-არა .. ვერ მოასწრო..
-დუდუ რომ არ ყოფილიყო..
-ნუ ამბობ ძალიან გთხოვ ისე მრცხვენია მისი რომ თვალებში რომ მიყურებს მინდა რომ მიწა გამისკდეს და ჩავვარდე.
-არადა იცი როგორ ნერვიულობდა? აი სასწაულად.. თან ტიპი არც მლავადა,ელენეს ხელი არ დააკაროს თორემ ცემაში მოვკლავო ესე იძახდა.
-„ჩერეზ“ ნიკუშას პონტში ალბათ..
-ჰო ეგ ნიკუშას პონტში იყო თუ იმენა შენ პონტში ეგ ცალკე დასადგენი თემაა რა.!
-აუ რადროს ეგაა ანი.. მიდი მიდი მეძინება,იქნებ დავისვენო..
-ელენე .. შეიძლება?-ვერ მოითმინა და შევიდა.
-ჰო დუდუ შემო..
-რაშვები? ხომ კარგად ხარ?
-კი .. მადლობა...-მორცხვად დახარა თავი.დუდუმ ანის ანიშნა და ანიც გარეთ გავიდა.
-მისმინე მე და ნიკუშამ ვილაპარაკეთ რა,არაა გამორიცხული რომ კიდევ მოგაკითხოს ზურამ ან ბოლოსდაბოლოს როდემდე უნდა იარო მაგ ავადმყოფის შიშით...
-რას მთავაზობ?
-დროებით ყველა მოატყუე რომ ჩემი შეყვარებული ხარ,არამგონია ზურმ ჩემთან დაპირისპირებაზეც დათანმხდეს და ომი გამომიცხადოს..
-რომ დათანხმდეს?
-დამიჯერე ზურა ის რაინდული სულისკვეთების არაა რომელიც სიყვარულის გამო თავს შეაკლავს,ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული მამიკოს ბიჭია რა..
-ანუ..?
-ანუ დღეიდან ყველგან სადაც კი მიგიწვდება როგორც შეგეძლება უნდა გაავრცელო რომ ერთად ვართ! დამიჯერე ასე აჯობებს!
-კარგი..
-დაიძინე ახლა..-საბანი გადაახურა დუდუმ და ოთახის კარისკენ დაიძრა.რომ,..
-დუდუ...
-ჰო..
-მადლობა..
-რისთვის..
-ნიკუშას რომ პატივს სცემ და მის დეიდაშვილს გვერდში უდგეხარ...
-არასწორი ხედვა აგქვს..-თვალი ჩაუკრა დუდუმ.
-რას გულისხმობ?..
-მე ამას არა მარტო ნიკუშას გამო არამედ შენს გამოც ვაკეთებ! არ მინდა ჩემი შეყვარებული ვინმემ შეაწუხოს..-ფრთხილად გაეღიმა ელენეს შუბლზე აკოცა და კარი გაიხურა..
აი ასეთი იყო დუდუ დადიანი!
რაღაც სხვა,ყველასთან მიახლოებული თუმცა არავის მსგავსი!
დუდუ, დუდუ იყო!
***
23 დეკემბერი იყო..
სკოლებში ჯერაც ტარდებოდა გაკვეთილები..
კლასის კარი ელენემ შეაღო.
-სად იყავი ამდენ ხანს ლატარია?
-აუჰ მას ბოდიში რა ტრანსპორტი..
-დედას რომ მოჰყავხარ ამას არ ვიმჩნევთ?გაეღიმა ლილი მასწავლებელს..
-აუჰ მას...
-შემოდი შემოდი....
დაჯდა თუ არა ანამ უამრავი კითხვა დააყარა.
-რაქენი?არ გეძინა?თვალები შეშუპებული გაქვს!
-მთელი ღამე დუდუს ველაპარაკებოდი..-უღონოდ ჩაილაპარაკა ელენემ და თავი მაგიდაზე დადო.
-რაო?-ინტერესის სურვილმა პიკს მიაღწია ანისთვის.
-ნერვებს მიშლის ..
-რატო რატო..?
-ტიპი მწერს..მწერს..მელაპარაკება.. დამყვება ყველგან.. მაკონტროლებს...მიცავს..მაგიჟებს..მასულელებს..მაჩერჩეტებს და ელენე მიყვარხარო არ მეუბნება...
-ეგაა თქვენს ურთიერთობაში ყველზე საინტერესო..!
-კარგი რა,ბოლოსდაბოლოს როდემდე..
-რა როდემდე გოგო!პირიქით!მთელმა ქალაქმა იცის რომ ერთად ხართ,ქუჩაში რომ გხედავენ ფოტოებს ჩუმათ იღებენ და ფეიჯებს აძლევენ ღადაობ ელე?
-შენ შოკში ხარ შვილო..
-აი გეფიცები პროსტა,დღეს რამდენიმე ფეიჯის ლინკს მოგცემ და აი ნახე რაა.!
-დუდუს არ აინტერესებს,არც მე..!
-კაი რაა ელენე ეგ არის ნამდვილი სიყვარული ადრე ვის უნდა ეთქვა შენი რომელიმე ფოტო რომ წაგეშალა ახლა კიდე დუდუმ ის არ მომწონსო! და მეორე დღეს ის რაღაც არ არსებობს პრსიოტა! გამქრალია..ელენე ვინ მასწავლის ჩემ დაქალს?
-მომასმენინე..
-კაი ხო..-დანებდა ანი..
5 წუთი არ იყო გასული ელენეს მერხზე ეძინა.
ლილიმ შეამჩნია და გვერდით ჩამოუჯდა.
-ბაშვებო დიდი ფურცელი მომეცით და წითელი მარკერი.
ლილიმ ფურცელზე წააწერა „ ასე იცის სიყვარულმა!“
ელენეს გვერდით მიუჯდა და ბავშვებმა ფოტოც გადაუღეს..
ფოტების ჩხარუნმა ელენეც გამოაფხიზლა.
ბავშვების მომღიმარი სახე რომ დაინახა და ლილი ამ ფურცლით ხელში სირცხვლისგან გაწითლდა..
-ლილი მას მე..
-ვიცით ლატარია ვიცით!-გაიცინა ლილიმ და ზარიც დაირეკა...



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან მაგარია,გავგიჟდი,მაგრამ ამ ძმაკაცებს რატომ აკვლევინებთ ქალის გამო ერთმანეთს??დუდუზე გავაფრინეეე

 


№2 მოდერი sameone crazy girl

დუდუზე ვაფრენ და ყიფიანი რა პონტში შეუყვარდა ვერ ჩავწვდი აუ არ მიყვარს ძმაკაცები რო ჩხუბობენ გოგოს გამოოოოო recourse დუდუსთან დატოვეეეეე

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

[quote=Veronika]Vgijdebi❗
Dzalian magari iko <3[/quote
მადლობა ))

 


№4  offline წევრი cancara

Eseti jigari maswavlebeli mecminda kaia male dade

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

cancara
Eseti jigari maswavlebeli mecminda kaia male dade

<3

ლორელაი
ძალიან მაგარია,გავგიჟდი,მაგრამ ამ ძმაკაცებს რატომ აკვლევინებთ ქალის გამო ერთმანეთს??დუდუზე გავაფრინეეე

Madloba

sameone crazy girl
დუდუზე ვაფრენ და ყიფიანი რა პონტში შეუყვარდა ვერ ჩავწვდი აუ არ მიყვარს ძმაკაცები რო ჩხუბობენ გოგოს გამოოოოო recourse დუდუსთან დატოვეეეეე

ვეცდები <3

 


რამაგარი ქალიაა ბოჯეეე

 


№7  offline წევრი meduna

მაგაია ძაან

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ დაგიბრუნდი... გეგონა არ მახსოვდიიი...
ვაგრძელებ დ ა აქ ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent