შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"აიღეთ ერთი ცალი ჩუპა-ჩუპსი" (თავი მეორე)


25-10-2015, 23:12
ავტორი Gossipy girl
ნანახია 2 275

-სად ხარ ელენე?-დუდუ.
-სკოლიდან გამოვდივარ შენ?
-მე და ნიკუშა ვართ გარეთ..
-კაი გამოვდივართ მე და ანუშკა.!
გავიდნენ.
სკოლის ეზოში იცდიდნენ ორივეს სიგარეტი ეკავა ხელში..
დუდუს შავი პალტო ეცვა იქიდანაც კი მოჩანდა მისი თეთრი „საროჩკა“ .
ნიკუშას შავი ტყავის „კურტკა“ ეცვა და ფეხები განზე გაედგა.
-რაშვებით?-ნიკუშამ ჯერ ელენეს აკოცა ლოყაზე შემდეგ ანის კისერთან..(მეეჭვა რაღაც)
-რავიიიი ... შენ?თქვენ?-გაწელა სიტყვები ელენემ და დუდუს გახედა.
-არაფერს წამო ერთი წამით რა საქმე გვაქ მე და ნიკუშას...
-მგონი სჯობს უჩემოდ ილაპარაკოთ მეც საქმე მაქვს ანუშკასთან... -თვალი ჩაუკრა ნიკუშამ ანის.
-კაი წამო..
დუდუ და ელენე წინ წავიდნენ..
-ახალწელს რაშვები?-დუდუ
_სახლში..სად უნდა შევხვდე?
-წყნეთში აგარაკზე,ჩემთან,ბავშვები ვიკრიბებით ნიკუშაც მოდის ანიც წამოვა,წამო შენც..
-და რა სტატუსით უნდა წამოვიდე?..
-ვერ გავიგე?..-თვალებში ჩააშტერდა დუდუ.
-დუდუ .. არაფერი გაატარე,ვერ წამოვალ არამგონია გამომიშვას დედიკომ.
-შენ გინდა რომ წამოხვიდე?
-რას მეკითხები არი იცი რომ მინდა?
-მე მაინც გ..ა..დ..ა..ვ..ა..მ..ო..წ..მ...ე...-დუდუმ ელენეს კისერთან მიიტანა სახე,ღრმად შეისუნთქა ელენეს სურნელი და უკვე დაკმაყოფილებულმა თავი ისევ უკან გამოსწია.
ელენე ჯერაც გახევებული იდგა,რახანია დუდუ ასე უკეთებდა,ამბობდა შენი სურნელი რომ შემრჩეს და ღამემდე მეყოს მაგიტომ ვშვებიო.
-ტააკ ანუკი მოდის ელენე შენც ხო მოდიხარ?-ნიკუშა მივიდა მათთან.
-ვითომ არ იცოდე დეიდაშენის ამბავი არ გამომიშვებს ვიცი რა..
-ჩემი სკეპტიკოსი!-გაუცინა დუდუმ და სიგარეტის „ბიჩოკი“ გადააგდო.
***
31 იყო ელოენე დაღვრემილი დადიოდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში.
ტასო ელენეს პატარა და ნაძვის ხეს აწყობდა ელენეს დედა ნუცა სამზარეულოში ფუსფუსებდა,მამა კიდევ სკაიპით აკონტროლებდა ოჯახურ იდელიას.
-ასე რა თემო ელენემ წარმატებით დახურა პირველი სემესტრი ვნახოთ მეორეში რას იზამს რა..
-მერე საჩუქარი ელეს არ უნდა?-გაიცინა თემომ.
-ჰოო ვნახოთ სანტა რას მოუტანს..-სიცილში აჰყვა ნუცაც.
-არ არსებობს არც სანტა და არც ბედნიერი ახალი წლები!-მკვახედ ჩაილაპარაკა ელენემ და ოთახის კარი მოკეტა.ნუცამ თავი გააქნია და თემოს თვალით ანიშნა ცოტა არ იყოს გაღიზიანებულია რომ არ გავუშვითო.
11ის ნახევარი იყო ყველანი სუფრას შემოუსხდნენ.
თემო სკაიპით იჯდა თავის ადგლას ისე რომ ყველა ოჯახის წევრისთვის ედევნებინა თვალი და დამტკბარიყო მათი ბედნიერებით,თუმცა კი ელენეს ბედნიერების არაფერი ეტყობოდა,ყველა მისი მეგობარი ახლა წყნეთში იყო და ერთობოდნენ..თვითონ კი ამ უდაბურ სახლში ტასოს ტიტინი ართობდა მხოლოდ.
-ცოტა ადრე დავჯექით..-წმოიძხა ნუცამ.
-რა მნიშვნელობა აქვს?-ტელევიზორის პულტს სრულიად უაზროდ მოკიდა ხელი და არხებზე გადართო,რაღაც კონცერტები,სიმღერები და ჰეფი ნიუ იერ!
უცებ ნუცას ტელეფონმა დარეკა.
ნუცას გაეღიმა,თავს აქნევდა.
-კარგი,ჩამოვა..! იცოდე ჭკვიანად იყავით.!-ტელეფონი გათიშა და გაეცინა მერე ელენეს გახედა.
-რა არის სასაცილო?-ისევ მკვეხარა პასუხი მიუგო დედას.
-შენ ხარ დე სასაცილო...
-რატო?-არც კი გაუხედავს ნუცასკენ ისე ათამაშებდა ტელევიზორის პულტს.
-გაბრაზებული რომ ხარ ხოლმე ლოყებს ბერავ და ცხვირი გიწითლდება იცოდი?-ისევ იცინის ნუცა.
-არა არ ვიცოდი..
-კარგი მაშინ ასე გეტყვი თბილად ჩაიცვი სიცივე არის გარეთ..!
-რაა?-გაოცებული წამოხტა სკამიდან.
-ქვემოთ დუდუ გიცდის...
-ნუცა ახალწელს შვილზე ასეთი შავი იუმორი არ არის რეკომენდირებული აა!
-აიღე შენი საჩუქარი და იცოდე ელენე ჭკვიანად იყავი ნიკუშას დაუჯერე და რომ დაგირეკავ ხოლმე პასუხი გამეცი ნუ მანერვიულოებ..-ოთახში შევიდა ნუცა.
ელენემ ჯერ თემოს მომღიმარ სახეს გახედა მერე ტასოს აღფრთოვანებულ ღიმილზე მიხვდა აქ რაღაც ისე ვერააო,ფანჯარასთან მივიდა და რომ გადაიხედა დუდუს თეთრი „მერსედესი“ დაინახა.
შეიშალა,აიჭრა,ყველაფერი სასწაული დაემართა,ახალი წლის სიურპრიზიც ასე უნდა ყოფილიყო..
აი ასეთი იყო დუდუ..
ცოტა ანერვიულა მაგრამ ბოლოს მისი გაიტანა.
-მიყვახააარ დეეე!-მთელი სისწრაფით გაიქცა ნუცასთან და ჩაეხუტა.
თბილი ქურთუკი მოიცვა ტელეფონს დასწვდა პატარა ზურგჩანთა მოიკიდა და წავიდა..
სადარბაზოდან გამოსულს დუდუ ხელგაშლილი დახვდა.
ამაზე დიდი ბედნიერება? კარგით რაა? ამ ასაკში ამაზე სასიხარულო არაფერია როცა აღმოაჩენ რომ სანტამ საჩუქრად სიყვარულის ნიჭი მოგიტანა.!
მთელი სიმძლავრით გაექანა და დუდუს ჩაეხუტა.
-გაგიხარდა?
-ყველაზეე მეტად.!
-შენი საჩუქარი მანქანაშია!
-ამაზე მეტი საჩუქარი? დუდუ მეხუმრები ხო?
-ნწ ! არამ..-გაეღიმა დუდუს და მანქანის კარი გააღო.ელენე მანქანაში ჩაჯდა.დუდუც გვერდით მიუჯდა და მერსედესი ეზოდან გავიდა.
-ვაიმეე!-შეიყვირა ელენემ,ისე რომ დუდუს შეეშინდა.
-რახდება?
-შენი და ნიკუშას საჩუქარი დამრცა.!
-გამისკდა გული! არაუშავს ჩვენი საჩუქარი შენ ხარ!
-როგორ მიყვარხართ ორივენი!
-ორივე ერთნაირად?
-აბა როგორ?
-ერთნაირი სიყვარულით?-ჩაუღრმავდა დუდუ.
-განსხვავებულით უნდა მიყვარდე?
-რა არა?
-შენ გიყვარვარ?
-რა არა?
-ეგ პასუხია?
-რა არაა?
-დუდუ კაი რაა!
-რომ არ მიყვარდე რა გგონია წყნეთიდან წამოვიდოდი შენს ჩამოსაყვანად?ელენე კარგი რაა!-გაეღიმა დუდუს.
-რა კარგი რაა? იცი რომ სამი თვეა უკვე აჭრილები ვართ მეც და შენც?
-ვიცი!
-მერე?
-მერე.. რა მერე?
-დუდუ მეღადავები ხო?
-სრულიად სერიოზული ლაპარაკი გვაქვს.
-ჰოდა ძალიან კარგი! ესეიგი არაფერი! ესეიგი მერე ხო? კარგი..
-შეყვარებული გამიბრაზდაა!-სიცილი დაიწყო დუდუმ.
-შეყვარბული როდის აქეთაა ჰყავს დადიანს?
-ენელე..
-რა ელენე? აბა ელენე? სად არის ელენე? ელენეს ვერ ამჩნევენ!ან არ იმჩნევენ..
-პატარა ბავშვი ხარ!-ისევ იღიმის დუდუ.
-ჰოდა შენც დიდი მოძებნე შეყვარებულად!
-ელენე..
-რა ელენე გისმენ!
-იცი რომ ახლა მიყვირი?-ისევ მშვიდად იღიმება დუდუ.
-დუდუ ...აუ მოკლედ...არაფერი რაა..
აგარაკზე ავიდნენ..
ბავშვებმა ელენე რომ დაინახეს ძალიან გაუხარდათ..
გახარება გიგიმაც გამოხატა...
დუდუს არ ესიამოვნა..
მაგრამ გადაყლაპა..
ელენემაც მიუხვდა დუდუს წაეჭვიანებას და გიგის გვერდით დაჯდა.
ბავშვები თავიდან გაშტერდნენ მაგრამ ყველამ შეეცადა არ შეემჩნია ეს ბუნების კანონის დარღვევა.!
***
-1...2......3 გილოცააავთ!
გიგიმ ელენეს გადაეხვია,ხელიც გადახვია და ისე დალია არაყი.ელენე ცოტა რ იყოს ნასვამი იყო და დიდი რეაგირება არ ჰქონდა ამაზე...
დუდუს კი ნერვების ბოლო ძარღვები უსკდებოდა.
-ნიკა უთხარი ხელი გაწიოს თორე ხელებს მივატეხავ!-ყურში უჩურცულა დუდუმ ნიკას.
-ნიკამაც ელენე მისკენ გადმოიყვანა და ხელი გახავია.
-ცალკე დავილაპარაკებთ უთხრა დუდუმ ელენეს და გიგის მკაცრი მზერა ეროლა.
გიგი მიხვდა იმას დაადგა თვალი ვინც სხვას ეკუთვნოდა.
***
ყველას ეძინა ელენეს და დუდუს გარდა.
ელენე ამდენ ჭორაობაში გამოსული იყო გრადუსიდან და უკვე ჩიტივით გრძნობდა თავს დუდუს კი საერთოდაც არ მოკიდებია სასმელი.
-რა იყო დღევანდელი შენი საქციელი?
-იმის დამტკიცება რომ შეყვარებულები არ ვართ!ზურა წასულია ვისი უნდა მეშინოდეს?მითუმეტეს რომ რატომ უნდა დაგაბრკოლო ჩემთან?..
-ნუ გადამრევ!
-ჰმ! შენ უკვე გადამრიე!
-ელენე!
-ჰო დუდუ გისმენ..
ვერ მოითმინა მივვარდა და აკოცა..
კოცნიდა გამალებით..
გეგონებდათ ეშინოდაო დუდუს..
ვინმეს ხელი არ შეეშალა წამიერ ბედნიერებაში..
არც ელენეს ხელები ქნევას აქცევდა ყურადღებას,არც მის ცრემლიან თვალებს..
ელენეს ნაზი ცრემლები მის სახეზეც გადმოდიოდა..
ელენემ იცოდა აზრი არ ჰქონდა შეწინააღდმეგებას..დუდუს უყვარდა!
ნაზი ნეტარების მორევში წავიდა და იქიდან დაბრუნება არც უცდია..
ტკბილი იყო ელენე და მისი კოცნაც განსხვავებული..
რამდენ გოგოსთან არ ჰქონია საქმე,რამდენისთვის არ უკცნია მაგრამ როგორც იტყიან ხოლმე რომ შეგიყვარდება იმის არაფერი გირჩვენია სხვის ყველაფერს!
ელენეს პატარა სახე მის ხელებში მოექცია და გოგონას უკან დახევის საშუალებას არ აძლევდა..
არ ჩერდებოდა თვითონაც..
სუნთქვის შეკავებაც სცოდნიათ თურმე..
სიყვარული აძლევს ადამიანს სააშუალებას სუნთქვა შეიკავოს,გული გააჩეროს,პულსი ააჩქაროს,სიკვდილი დააჩქაროს,ბედნიერებას მოუჩქაროს...
ასე იწყება პირველი და უკანასკნელის შემოსვლა შენს ცხოვრებაში..
ელენემ მოახერხა დუდუს მძლავრი ხელებიდან თავის დაღწევა,უკან დაიხია და აცრემლებულმა შეხედა დუდუს.
-მერამდენე იყო..
-რა?-დაიბნა დუდუ...
-მერამდენე კოცნა იყო? თუ სათვალავი არეული გაქვს?
-ელენე კარგი რა.. ვიცი რომ შენც გინდოდა..!
-და იქნებ ჰო! მართალი ხარ! იქნებ სიკვდილამდე მინდოდა შენი კოცნა! იქნებ და როგორ ვიკავებდი თავს ამ „ჯანდაბური“ გრძნობის დასამალად!იქნებ და რამდენი ცრემლი დამღვრია შენს გამო!და რისთვის დუდუ! რისთვის რომ მხოლოდ ეჭვიანობის ნიადაგზე გაგხსენებოდა ელენე?იცი რომ ბავშვს შეუყვარდი და ამით ამაყობ არა?
-ელენე სისულეებს ბოდავ! ის რასაც შენ ამბობ არის მარაზმი! რასვიქა მერამდენე იყო გაინტერესებს? არ დამითვლია თუმცა ვიცი ბოლო იქნები ვისაც ვაკოცებ! რატომ გავაკეთე? ვიცოდი შენ რომ გაგეკეთებინა პირველად თავს არასდროს აპატიებდი პირველი ნაბიჯის გადმოდგმას!რატომ იკავებდი?ხომ ხვდებოდი! ხომ იცოდი რომ მიყვარდი!მიყვარხარ და სხვასთან რომ გხედავ ცუდად ვხვდები!რატომ ტიროდი? როდის გატკინე? ვცდილობდი არაფერი ისეთი გაგეგო რაზეც ინერვიულებდი! ჩემზე „ჯანდაბურ“ გრძნობას რატომ მალავდი?? სირცხვილი რომელი საუკუნიდან გახდა სიყვარული?და გგონია რომ ეს იმისთვის გავაკეთო რომ იმ ს““ზე ვიეჭვიანე? ელენე მეგონა უკეთ მიცნობდი! მიყვარხარ!დიახაც!მე არ მრცხვენია ჩემი გრძნობების! იცი როდის შემიყვარდი? კალთაში რომ ჩამივვარდი! არ ვიცოდი ვინ იყავი და არც ის ვიცოდი ჩემს ცხოვრებას თავდაყირა რომ დააყენებდი თორემ ბოდიშსაც არ მოგიხდიდი! არც იმ ჩხუბზე წავიდოდი და იცი რატომ ელენე? იცი რატომ ვნანობ რომ შემიყვარდი? იმიტომ რომ სამი თვე ჩემს გვერდით ხარ! ერთი დღეც არ გასულა უშენოდ ერთი ღამე არ დაღამებულა შენი ძილინებისას გარეშე და დილა არ გათენებულა შენი მძინარე ხმის გარეშე და მიუხედავად ამ ყველაფრისა შენ მაინც გგონია რომ ეჭვიანობის გამო გაკოცე!ერთი დაიმახსოვრე პატარავ ეჭვიანობენ მასზე ვინც უყვართ! ვინც არ უყვართ იმას სხვასაც უყოფენ!
-ეგოისტი ხარ...-ჩუმათ ჩაილაპარა ელენემ.
-მე ასეთი ვარ!-ამაყად წარმოთქვა დუდუმ და გიგის ფეხს ფეხი გაჰკრა(გიგის დივანზე ეძინა და ფეხი გადმოწეული ჰქონდა დუდუს კი ხელს უშლიდა გავლაში)
-დუდუ..
-ჰო რა დუდუ.. გისმენ!
-მეც მიყვარხარ!-დუდუს ნელა ეღიმება,ყავის ჭიქას ხელს უშვებს და მაგიდაზე აბრუნებს,უკან ბრუნდება ძალიან ნელა... ელენეს უახლოვდება..თავს კისეში უდებს და ეჩურჩულება..
-მითხარი რომ კოცნას არ ნანობ...-ჩუმი თუმცა მაინც ბოხი ხმა ესმის ელენეს..
-შენც ხომ იცი..-ცრემლებს უშვებს ელენე..დუდუ ხელებს ხვევს და კისერში ეფერება
-მე მინდა რომ მითრა...
-არ ვნანობ...!-ისევ ცრემლები ასველებს დუდუს სახეს.
-ცრემლები არ დამანახო რა.. და აი იმას რომ მისცე ხელის გადახვევი უფლება იმას ხელებს მივატეხავ და არც შენ აგცდება ლექციები..
-არ მივცემ მაგის უფლებას..
-აი ასე,ჭკვიანი დამჯერე ჩემი ანგელოზი..!
-სულ ასე იქნება?
-ასე როგორ?
-მე შენ და „ჯანდაბა“..
-სიყვარულს რა სახელს არ არქმევდნენ და ეს ჯანდაბა..-იცინის დუდუ-სულ ასე იქნება მე შენ და სიყვარული!

შეაფასეთ რაა



№1  offline წევრი Tamuna♥∆♥

კიაა ძალიააააანნნნ ვგიჟდები მე შენზე

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Tamuna♥∆♥
კიაა ძალიააააანნნნ ვგიჟდები მე შენზე

Madlobaa ❤️

 


№3  offline წევრი BuuBiii

დუდუ გამაცანით რაა recourse wink

 


№4  offline წევრი cancara

Kaia kai maLe dade

 


მე შენ და ჯანდაბა <3:)))

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მარტოსული კატა^^
მე შენ და ჯანდაბა <3:)))

<3

Veronika
Me shen da jandaba❗<3
Vaime vgijdebi es vin xar :D >3

მადლობაა <3

 


№7  offline წევრი meduna

ყოჩაღ ძაან მაგარია

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

მიყვარს დუდუ.... ნიკაც და პატარა ელენეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent