შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ქალბატონი ( თავი 6)


26-10-2015, 19:29
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 697

5 თვის წინ.....
უზომოდ ბედნიერი ვიყავი ჩემი პატარა ქალბარონის ღიმილი მაბედნიერებდა მას შემდეგ რაც ზურამაც გაიგო არაფრის დამალვა არ გვიწევდა ერთმანეთს თავისუფლად ვხვდებოდით ყოველ დილით ბალიშთან შოკოლადს ვუტოვებდი მინდოდა გამეხარებინა ახლაც შოკოლადი ვიყიდე დილით დამავიწყდა და ამის გამო მთელი ქალაქის შემოვლა მომიწია უკვე გვიანი იყო და სახლში მივდიოდი ჩემს პატარა ქალბატონზე ვფიქრობდი მასზე ფიქრებმა გამიტაცა ვერც კი შევნიშნე რომ მანქანა გზიდან გადავიდა დამუხრუჭება ვცადე მაგრამ ამაოდ მანქანა გზის ქვემოთ გადავარდა და გადაყირავდა ჯერ კიდევ გონზე ვიყავი მაგრამ ყველაფერი მტკიოდა როცა პოლიციისა და სასწრაფოს სირენების ხმა გავიგონე იმედი მომეცა სავადმყოფოში მისვლამდე გონზე ვიყავი ჩემი ძმა დავინახე ძლივს ვლაპარაკობდი მხოლოდ ვთხოვე უფრო სწორადს ავუკრძალე ლილესთვის ამის თქმა...მეტი აღარაფერი მახსოვს......
თვალები ნელა გავახილე თავს ექიმები დამტრიალებდნენ
-ლილეეე..ლილე სადაა?
-ბატონო ლადო მადლობა ღმერთს რომ გონს მოხვედით
-აქ რა მინდა?
-ავარიაში მოხვდით...უკვე ორ თვეზე მეტია კომაში ხართ,ბოლოს იმედიც გადაგვეწურა მაგრამ ვიღაც შენთვის მხურვალედ ლოცულობდა ძალიან ძლიერი მფარველი ანგელოზი გყავს.
-ერთი კიარა ორი ანგელოზი მყავს ერთი ზეცაშია ღმერთთან მეორე კი ახლა ალბათ ძალიან ნერვიულობს და იტანჯება...ექიმს მწარედ გავუღიმე მერე რაღაც პროცედურები ჩამიტარეს და პალატაში გადამიყვანეს..
ბატონო გოგა გთხოვთ ჩემს კაბინეტში შემოხვიდეთ უნდა გელაპარაკოთ..გოგა მძიმედ დაეშვა ექიმის წინ მდგარ სკამში
-ექიმო რა ხდება?რაზე გინდოდათ ჩემთან ლაპარაკი?
-ბატონო გოგა თქვენთვის იმედის მოცემა მინდა მაგრამ არ შემიძლია ასეთი ავარიისა და კომის შემდეგ თითქმის 60% პაციენტებისა პარალიზებული რჩებიან მაგრამ თქვენი ძმა ამ 60%-დან იმ 10%-ში მოხვდა რომელსაც შეიძლება ეშველოს და სამუდამოდ პარალიზებული არ დარჩეს და რაღაც გამოსწორდეთ მაგრამ ვიმეორებ შეიძლება .
-ექიმო თქვენ რას მეუბნებით რომ შეიძლება ჩემმა ძმამ სიარული ვერ შეძლოს.გოგა უკვე აღარ ლაპარაკობდა ბოლო ხმაზე ყვიროდა ექიმმა უთხრა რომ მისი ერთადერთი ძმა რომლის გამოც სიცოცხლეს უყოყმანოდ დათმობდა სიარულს ვეღარ შეძლებდა ბოღმა ახრჩობდა რატომ ღმერთო რატომ რა დაგიშავა ჩემმა ძმამ ასეთი ჯერ საყვარელი ქალი წაართვი ახლა სხვას შეახვედრე და კიდე არ აცდი ბედნიერებას..არა ამას არ დავუშვებ ჩემს ძმას საუკეთესო ექიმებს ვაჩვენებ მსოფლიოს შემოვატარებ და ფეხზე მაინც დავაყენებ სიცოცხლესაც კი დავთმობ მისთვის.გიჟივით იქცეოდა გოგა მისი სიძლიერე და სიმამაცე უცებ დაიფერფლა და პატარა ბავშვივი ატირდა.ძლივს მოახერხა ძალების მოკრება და ტელეფონი ამოიღო...
-ალო ლევან ბიძია როგორ ბრძანდებით? თქვენთან სათხოვარი მაქვს
-............................................
-ჩემებიც კარგად არიან მინდა რომ რუსეთის საუკეთესო ექიმები შეკრიბოთ მოსკოვში ხარჯს მნიშვნელობა არ აქვს.მხოლოდ რუსეთის კი არა ევროპის საუკეთესო პროფესორები მჭირდება რადაც არ უნდა დამიჯდეს ჩემს ძმას ფეხზე დავაყენებ.
-…........................….....………………
-მადლობა ლევან ბიძია ხვალვე გადმოვფრინდებით მე და ჩემი ძმა.
ოთახში უკვე დამშვიდებული შევიდა ყველას უთხრა.
-ხვალ მოსკოვში მივფრინავთ მოემზადეთ დედა სახლში წადით და ბარგი ჩაალაგეთ არ ვიცით იქ რამდენხანს დავრჩებით მარის უთხარი მეც ჩამილაგოს ტანსაცმელი დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ და ავუხსნი.
ყველა წავიდა ოთახში მხოლოდ ლადო და გოგა იყვნენ სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო ლადო ხვდებოდა რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა გოგას ცხოვრებაში მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა პასუხის ეშინოდა
-გოგაა....ლილე რას შვრება ჩემზე რამე იცის რას ფიქრობს?
-ლილეეე...ლილე ძალიან ცუდათ არის....უპასუხა დათომ
-დათო შენ აქ საიდან?
-ბათუმიდან რა დაგემართა როგორც კი გავიგე რომ კომიდან გამოხვედი გამოვიქეცი.
-კარგია რომ ჩამოხვედი თორემ ესენი არაფერს მეუბნებიან ლილეზე.შენ მაინც მომიყევი.
-ლელემ ლამის გარეკა პირველი ერთი კვირა არ იმჩნევდა არაფერს და მშვიდათ იყო მაგრამ მერე ყველა ნაცნობს შენზე ეკითხებოდა გიჟივით იქცეოდა შენზე დარდისგან დაილია და გაქრა არაფერს არ ჭამს არავინ იცის სად დადის რაღაც სამალავი აქვს და ვერავინ აგნებს..
ლადოს გაეღიმა და გაიფიქრა ჩემი ჩურჩუტი როგორ უჭირს ახლა როგორ ჭირდება ჩემი მხარში დგომა სულელი გოგო ალბათ ანამარიას სასაფლაოს აკითხავს ხოლმე დათოს მაინც ვეტყვი რომ იქ არ დაკარგოს გონება და მიაგნონ ხოლმე.
-დათო დარწმუნებული ხარ რომ არ იცი სად დადის ლილე? იქნებ კარგად დაფიქრდე?
-არ ვიცი თქო არა არავინ არ იცის მის საუკეთესო მეგობარ კახასაც კი არ ეუბნება იმ ბიჭმა ისიც არ იცის თუ ამ დღეშია ლილე.
-მე ვიცი სადაც არის....ის მარტო ჩემი სამალავი იყო მაგრამ ეხლა ლილესიც გახდა.
-სად სად არის ეგ სამალავი მითხარი მარტო მე მეცოდინება და მოვძებნი ლილეს გთხოვ.
-ის სამალავი შენი დის სასაფლაოა იქ მყავდა ლილე იმ დღეს დავპირდი რომ ანამარიას დავივიწყებდი მაგრამ ჩემდა გასაკვირად ამიკრძალა მისი დავიწყება.
-რაა? აქამდე როგორ ვერ მივხვდი დედამ რამოდენიმეჯერ მითხრა ანამარიას საფლავთან უცხო გოგო ვნახე ტიროდაო ვერ გაბედა მისვლა და დალაპარაკება.
-კარგია თორემ იქ აღარ მივა და სხვაგან მოგიწევს მისი ძებნა...გამოცდებს რას იზამს მითხარი კარგი?
-მიუხედავათ იმისა რომ განადგურებულია უნივერსიტეტს არ აცდენს და სწავლობს კიდეც.ლექტორებმა ისიც თხოვეს ხომ ხედავ ძალიან გადაიღალე იქნებ დაისვენოო მაგრამ არა.გონებას კარგავს უჭმელობისა და უძილობისგან ექიმებმა დასვენება და გამოძინება ურჩიეს მაგრამ ამაოდ.ზურა სანამ გაიგებდა რომ ავარიაში მოხვდი შენი მოკვლა უნდოდა მაგრამ მერე დამშვიდდა.იცი რას ითხოვს?
-რას?
-მხოლოდ ის მითხარით რომ სუნთქავს კარგადაა და ბედნიერია თუნდაც სხვა ქალთანო..
-ამხელა როდის შევუყვარდი მაგ სულელს ან ის როგორ იფიქრა რომ სხვასთან მიკარება და სხვისი მოფერება შემიძლია ან მის გარეშე ბედნიერებას შევძლებ.
-შენი ხმის გაგონებაც კი ეყოფა რომ კარგად გახდეს.ესე თქვა ოღონდ ვნახო და მისი ხმა გავიგონო და არაფერს ვკითხავ სცენებს არ მოვუწყობო....გოგა უკვე ვეღარ უძლებდა ამას ვინმესთვის რომ არ მოეყოლა გაგიჟდებოდა მიუხედავად იმისა რომ უკვე ღამის პირველი საათი იყო ტელეფონი აიღო და დარეკა...
-ალო ზურა გეძინა?
-არა გოგა მშვიდობაა? ლადოს რამე ხომ არ მოუვიდა კარგად ხართ?
-კი კი კარგად ვართ თუ ამას კარგად ყოფნა და მშვიდობა ქვია.
-რა ხდება ხომ მითხარი ლადო კომიდან გამოვიდაო?
-ექიმმა ისეთი რამე მითხრა რომ თავი უმწეოდ ვიგრძენი რომ არ შემიძლია ახლა ლადოს ადგილზე მე ვიყო.ექიმებმა მითხრეს რომ ლადომ შეიძლება სიარული ვეღარ შეძლოს გესმის ზურა?ტელეფონის მეორე მხრიდან მძიმე სუნთქვა ესმოდა გოგას ზურა გაშეშდა სიტყვებს ვერ პოულობდა როგორ დაემშვიდებინა მეგობარი ძალა მოიკრიბა და უპასუხა.
-ნუ გეშინია გოგა ლადო ძლიერია ბევრს გაუძლო და ამასაც გაუძლებს ის ფეხზე დადგება იმედი არ დაკარგო.მინდა ახლა შენს გვერდით ვიდგე მაგრამ არ შემიძლია აქეთ ჩემი ფეხმძიმე ცოლი იქით ჩემი ცოლის და რომელიც მალე ალბათ სულ გარეკავს და ფსიქიატრიულში მოგვიწევს მისი დაწვენა.ლადომ უკვე იცის?
-არა არ იცის ხვალ მოსკოვში მიმყავს მთელს მსოფლიოს შემოვატარებ და თუ ყველა იგივეს მეტყვის და იმედს არ მომცემს მაშინ ვეტყვი.
-მართალი ხარ.
-კარგი ზურა მადლობა რომ მომისმინე ეს რომ ვინმესთვის არ მეთქვა მარტო გავგიჟდებოდი.
მეორე დილით ლადო მოსკოვში გადაიყვანეს საუკეთესო პროფესორებმა გასინჯეს და გოგას იმედიც მიცეს დრო მალე გადიოდა ლადო ყოველ დღე ვარჯიშობდა სიმართლის გაგება რთული იყო მისთვის მაგრამ ლილეს ხათრით ყვერლაფრის გადატანა შეეძლო დათო თითქმი ყოველდღე ასმენიებდა ლილეს ხმას და ეს უფრო მეტად არწმუნრებდა ლადოს რომ უნდა ებრძოლა . ლადოს საქმე კარგად მიდიოდა ექიმები ეუბნებოდნენ რომ მალე დადგებოდა ფეხზე და ეს ახარებდა ლადოს.ექიმებმა უთხრეს რომ იქ დარჩენა აღარ იყო საჭირო და შეეძლო სამშობლოში დაბრუნებულიყო ლადომაც მომზადება დაიწყო რადგან უკვე 16 აპრილი იყო და 3 დღეში მის პატარა ქალბატონს დაბადების დღე ქონდა ბევრჯერ დაუგეგმია თუ როგორ მიულოცავდა რომ დიდი ვარდებით ხელში დაადგებოდა ეზოში ცეცხლით გულს დაუხატავდა ან კაფეს ვარდის ფურცლებითა და სანთლებით მოურთავდა და რომანტიულ ვახშამს მოუწყობდა მაგრამ ახლა ამას ვეღარ შეძლებს რადგან ჯერ კიდევ არ შეუძლია ფეხზე მყარად დგომა 19 აპრილს დილით ლადო უკვე ბათუმში იყო მაგრამ არ უნდოდა რომ ლილე ენახა უფრო სწორად არ უნდოდა რომ ლილეს ამ დღეში ენახა.....გაიგო რომ ლილე საავადმყოფოში იყო იმის გამო რომ დეიდა გახდა ამიტომ მშვიდად იყო....
.………………………
ესეც მეექვსე თავი ბევრი აღარ დარჩა მალე დამთავრდება....ველოდები თქვენს კომენტარებს❤




№1 სტუმარი რიტა

კარგიააა მალე დადე საწყალი ლადო იმედია უკვე მალე დააყენებ ფეხზე

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

რიტა
კარგიააა მალე დადე საწყალი ლადო იმედია უკვე მალე დააყენებ ფეხზე

არ ინერვიულო მალე დავაყენებ ფეხზე..

 


№3 სტუმარი ცირა

ვაიმეე რაა კარგიი ხაარ ძაან მაგარიიაა მალეე გააგრძელეე რაა ძაალიან გთხოოვ :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent