შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ქალბატონი დასასრული


28-10-2015, 00:57
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 4 070

ლილე ლადოს სახლის წინ იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა შიგნით რომ შევიდოდა რას ეტყოდა? რომ არ შესულიყო და გაქცეულიყო ვერასოდეს გასცემდა იმ კითხვებს პასუხს რაც აქამდე აწუხებდა..ღრმად ჩაისუნთქა კიბეზე კი არ აიარა აფრინდა მისაღებში შესული კი უცებ შეკრთა გაიყინა ფეხებიდან სიცივემ დაუარა სხეულში სისუსტე იგრძნო თვალებზე ნისლი გადაეკრო ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო და წამიერად ძირს დაეცა.ლადომ უმწეობა იგრძნო სახში მის გარდა არავინ იყო ვერავის ვერ დაუძახებდა ამიტომ უკანასკნელი ძალებიც კი მოიკრიბა და ფეხზე წამოდგომა სცადა პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ლილეს შეხედა სახეზე ფერი საერთოდ არ ედო ამიტომ მეორედ სცადა ამჯერად უკვე მყარად წამოდგა სავარძლიდან და ნაბიჯის გადადგმაც შეძლო უჭირდა მაგრამ ტკივილს უძლებდა ლილესთან ახლოს ჩაიკეცა და სხეზე შეეხო ლილე გაყინულიყო უცებ ანამარიას ცივი სხეული გაახსენდა როცა პოლიციაში ამოიცნო ჩქარა პულსი შეუმოწმა და უცებ დამშვიდდა კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა წამოდგა და წყალი მოიტანა..
სახეზე წყლის წვეთები მეშხეფებოდა და ოცნების მამაკაცის ხმა ჩამესმოდა ნუთუ ეს მართლა ხდება და მისი ტკბილი ბაგეები ისევ წარმოთქვამენ ჩემს სახელს არა არ მინდა გამოფხიზლება მინდა ეს სამუდამოდ გაგრძელდეს..
ლილე რაღაცას ბუტბუტებდა ბოლოს უკვე ყვიროდა არა არ მინდა გამოფხიზლება მინდა ეს სამუდამოდ გაგრძელდეს,ამ სიტყვების გაგონებაზე გამეცინა ჩემი სულელი გოგო ვერ იჯერებს რომ დავბრუნდი და თავი სიზმარში გონია.
-ლილეეე...ლილე გამოფხიზლდი აქ ვარ შენს გვერდით და აღარსად ვაპირებ წასვლას გულს ნუ მიხეთქავ შემომხედე...ლილემ თვალები ფართოდ გაახილა.
-მიჩქმიტე..აუუუუ რა მწარე ხელი გაქვს მაგრამ როგორი თბილი...უაზროდ დავიწყე მის სხეულზე ხელების მოძრაობა ნუთუ მართლა ლადოა და არ მეჩვენება არა ეს სიზმარი არაა ის არის ჩემს გვერდითაა წამოვჯექი და მაგრად მოვეხვიე ისევ ისევ ის გრძნობა დამეუფლა რაც პირველი შეხებისას გული ახლაც საშინლად მიცემდა როგორც მაშინ როგორ მომნატრებია მისი სურნელი მისი ჩახუტება არ მაინტერესებდა სად იყო და რა მოხდა ახლა მთავარი იყო რომ აქ იყო ჩემს გვერდით და მის ძლიერ მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი უცებ გამოვფიხზლდი და წამოვდექი
-ლადო შენ ხომ ეტლში იჯექი როგორ მოახერხე აქ მოსვლა და წყლის მოტანა.
-თუ დამეხმარები წამოდგომაში მოგიყვები.ლადოს წამოდგომაში დავეხმარე და ერთად ჩამოვჯექით სავარძელზე.
-ახლა გელოდები მომიყევი რატომ არ ჩანდი ხუთი თვე და რატომ მიმალავდი ამ ამავს.
-კარგი მაშინ მოემზადე.ლილეე საყვარელო,იმ დღეს როცა ეს მოხდა შენი შოკოლადისთვის გავედი ქალაქში წამოსვლისას კი ავტომობილი გზიდან გავიდა და დავიმტვერი სანამ კომაში ჩავვარდებოდი ჩემს ძმას შენთვის ყველაფრის თქმა ავუკრძალე,ორი თვის შემდეგ გამოვედი კომიდან პარალიზებული ვიყავი აქ იმედს ვერ გვაძლევდნენ ამიტომ გოგამ რუსეთში წამიყვანა და იქ გავაგრძელე მკურნალობა ექიმებმა მითხრეს რომ დროის ფაქტორი იყო და მალე დავდგებოდი ფეხზე იქ დარჩენა აღარ იყომსაჭირო და წამოვედით საქართველოში...დღეს როცა დავინახე როგორ დაკარგე გონება შემეშინდა და ფეხზე წამოვდექი.
-რამდენი რამე გადაგიტანია როგორ იფიქრე რომ ამის გამო აღარ მეყვარებოდი ისეთი მიყვარხარ და მიგიღე როგორიც ხარ ჩემთვის მთავარი შენს გვერდით ყოფნა და შენი ხმის გაგონებაა. როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიჭირდა უშენობა ასე აღარასდროს მოიქცე მარტო აღარ დამტოვო კარგი უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირს.
-მეც მიჭირდა უშენობა მაგრამ იმან გამაძლებინა რომ თითქმის ყოველდღე მესმოდა შენი ხმა მართალია შორს იყავი მაგრამ ეს იყო ჩემი სტიმული.მიყვარხარ და აღარასოდეს დაგტოვებ მარტო.
-რაა და საიდან ვინ გასმენიებდა?
-დათო ის მასმენიებდა შენს ხმას.აბა ოღონდ ვნახო და ისტერიკებს არ მოვაწყობო?
-და ეგ ვინ გითხრა? ააა მაგიტომ დაბრუნდიი?ისტერიკის მოწყობას არც ვაპირებ ხომ ხედავ როგორ მშვიდად გელაპარაკები.იმის გამო რომ ჩქარა წამოვდექი ისევ დამეხვა თავბრუ და მის ხელებში აღმოვჩნდი.ლადომ დამიჭირა და წარბების თამაშით მკითხა:
-რაო რას ამბობდი ოღონდ ვიცოდე კარგადაა და სუნთქავს მეტი არაფერი მინდაო?
-სულაც არა ალბათ ვბოდავდი...ვუთხარი და თავი შევატრიალე რომ არ ეკოცნა არა და როგორ მინდოდა მისი კოცნა ახლა მაგრამ მიყვარს როცა ბარაზდება.
-გოგო შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა თუ მოპარული კოცნა უფრო მოგწონს?ხომ იცი რომ ვერ გამექცევი და ვერსად წამიხვალ იცოდე ნუ მაღიზიანებ თორემ რაღაცას გამომტყუებ.
-და რატომ არ გინდა მითხრა ეს რაღაც რა არის?
-გინდა გაიგო? მაშინ გამომყევი ცოლად
-რაა გადაირიე? ეს ახალი წესია ცოლობის თხოვნის თუ რა ხდება?
-შენ გამაგიჟე და გადამრიე ჩემო პატარა ქალბატონო.ხო ახალი წესია მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა რომ არა ოთახში შემოსული გოგას ჩახველება ალბათ მთელი დღე ასე ვიქნებოდით.
-ვაა რა სტუმარი გვყოლია...რძალო როგორა ხარ?
-გოგააა ნუ მარცხვენ მე შენი რძალი არ ვარ ნუ ჯერ არც სარძლო.
-მალე იქნები მერე არ ინანო პატარავ.როგორ მიყვარს როცა სე მომმართავს.
-გოგა მოდი დაგეყრდნო თორემ ეგ კიდე დაკარგავს გონებას..
-ლადო ეს ეს როდის ჰა როდის მოახერხე რომ გაგევლო.გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა გოგა ლადოს და ენა ებმოდა.ბედნიერებისგან რა გაეკეთებინა ვეღარ ხვდებოდა.ლილე ლადოს დაემშვიდობა და სახლში გაიქცა ახლა უნდოდა ვინმესთვის მისი ბედნიერება გაეზიარებინა.
-ლილე სად იყავი?საავადმყოფოდან როდის წამოხვედი?
-არსად ცოტა გავისეირნე დედა..დეე მშია.ეხლა ისეთი მადა მქონდა ყველაფერს შევჭამდი არაფერს დავტოვებდი.ლადოზე ვფიქრობდი ბედნიერებას ვასხივებდი დღეს ლადომ ცოლობა მთხოვა თუ მომეჩვენა? არა უბრალოდ მეხუმრა.
დრო სწრაფად გავიდა ბავშვების ტირილი ისმოდა მთელს სახში ეს გვახარებდა ლადოს მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა ბოლოს უკვე თავისუფლად დადიოდა ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდით ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე ლადოს უნდა რომ მალე ვიქორწინოთ მაგრამ მე მინდა რომ ცოტა დრო გავიდეს სამი კურსი მაინც უნდა მქონდეს დამთავრებული როცა გავთხოვდები.....
სამი წელია უკვე მე და ლილე ერთად ვართ მან თავისი გაიტანა და ქორწინებაზე კრინტსაც არ ვძრავ.რამოდენიმე დღეა რაღაცას გეგმავს მაგრამ არ ვიცი რას მიმალავს მეუბნება სიურპრიზიაო...
ლადოს დაბადების დღე ახლოვდება მინდა ეს დღე არასოდეს დაავიწყდეს ჩემს მშობლებსაც ძალიან უხარიათ ჩემი ბედნიერება ლადოც მოწონთ.ჩემი წითური აკონტროლებს ჩემს კვებას და დიეტას ცოტა გაუჭირდა ამ ამბავთან შეგუება მაგრამ მალე მიეჩვია და მხარში მიდგას.
21 მარტი..
დღეს ლადოს დაბადების დღეა დილიდან თითქოს არაფერი მახსოვს უბრალოდ ვთხოვე რომ საღამოს გავისეირნოთ მეთქი ისიც დამთანხმდა ცოტა დაბნეულია.
დღეს ჩემი დაბადების დღეა ლილეს არ მოულოცია არ მჯერა რომ დაავიწყდა რაღაცას გეგმავს მალე გამომივლის და ერთად წავალთ აი მოვიდა კიდეც.
-აუ ლად გთხოვ ფეხით ვისეირნოთ რა თან შენც გაივარჯიშებ ხომ გახსოვს ექიმებმა რა გითხრეს.
-კარგი.დავთანხმდი სხვა რა გზა მქონდა ფეხით გავყევი ლილეს ვიღაც პატარა ბავშვი მოვიდა და პატარა ქაღალდის გული მომცა რომელსაც ეწერა "მიყვახარ წითურო" ასე გრძელდებოდა მთელი გზა და თანდათან გულების მოცულობა იზრდებოდა ჩემს კაფეს მივუახლოვდი დაკეტილი იყო ლილემ გასაღები გამომიწოდა და სადღაც გაქრა კაფეში შევედი თუ არა უცებ დაიწყო ვიდეო სადაც ლილე გამოჩნდა და მეუბნებოდა
"გამარჯობა ჩემო წითურო ბევრი ვიფიქრე თუ რა გამეკეთებინა შენთვის ისეთი რომ ეს დღე არასდროს დაგვიწყებოდა ამიტომ ასე მოვიქეცი" უცებ ჩემი მშობლები გამოჩდნენ და ერთდროულად მითხრეს "ლადო ლილეს უყვარხარ ძალიან უყვარხარ და არ მიატოვო.გული რომ ატკინო მოგკლავ(ეს მამაჩემმა დაუმატა)" მერე ჩემი ძმა და რძალი,რუსო და ზურა როცა ჩემი და მისი მეგობრები და სანათესაო შემოელია ახლა უკვე ქუჩაში გამვლელები მეუბნებოდნენ რომ ლილეს ვუყვადი სულელივით ვიღიმოდი ცრემლებითაც კი ამომევსო თვალები მაგრამ შევიკავე ბოლოს ისევ ლილე " არ ვიცი მოგეწონება თუ არა ჩემი სიურპრიზი მგრამ მინდა გითხრა რომ უკვე აღარაფრის მეშინია შენს გამო შემიძლია ყველა ადამიანს ვთხოვო გითხრას რომ მიყვარხარ მაგრამ ვიცი რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ნათქვამია ჩემო წითურო ჩემო ბრაზიანო და ბუტია ლადო,ვლადიმირ წულუკიძე ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ გილოცავ დაბ დღეს და საჩუქრად ჩემი სიცოცხლის დარჩენილ წლებს გიძღვნი" შუქი ოთახის კუთხეს მიენათა საიდანაც ლილე წამოვიდა თეთრი მაისურით რომელზედაც ჩვენი ფოტო ეხატა და დაიწყო:
თანახმა ხარ მომიყვანო ცოლაად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა ჩემთვის გაყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც იყო ჩემი ქმარი?
– რომ გიყვარდეს ქუჩა,სადაც ვივლი,
მიკოცნიდე თვალებს,ცრემლით ნაბანს,
მპატიობდე რასაც გულით ვჩადი,
ყოველ ღამით მისწორებდე საბანს?
თანახმა ხარ მიერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა ჩვენი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე ჩემთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოვჩნდეთ ცეცხლში,
– თანახმა ხარ მე დამითმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ მაპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?
ჯერ კიდე გაოცებული ვიდექი და ვუსმენდი ლილეს როცა შუქი ჩაირთო და ვნახე რომ კაფე ჩვენი მეგრებითა და ოჯახისწევრებით იყო სავსე ამან უფრო მეტად ჩამაგდო შოკში ჩემი ძმის და ზურას როხროხმა გამომაფხიზლა.
-ლადო გოგომ ქმრობა გთხოვა და შენს პასუხს ელოდება ნუ ჭირვეულობ.
ლილესკენ შევტრიალდი და იგივე ლექსით ვუპასუხე:
თანახმა ვარ! მოგიყვანო ცოლად
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი.
-რომ მიყვარდეს ქუჩა, სადაც ივლი,
გიკოცნიდე თვალებს ცრემლით ნაბანს,
გპატიობდე რასაც გულით სჩადი,
ყოველ ღამე გისწორებდე საბანს.
თანახმა ვარ გიერთგულო სხვასთან
ვიყო მამა ყველა ჩვენი შვილის
ყოველ ღამე ვიძინებდე შენთან
თუ არადა მეშინოდეს ძილის.
თანახმა ვარ გაპატიო წყენა
რომ ყოველთვის მე არავარ სწორი...
რომ სისხლისგან დამეცალოს ვენა...
რომ უბრალოდ მიყვარს ჩემი ცოლი.
მივუახლივდი ცრემლები მოვწმინდე და ჩავეხუტე მუხლებზე დავდექი ბეჭედი გავუწოდე და ვკითხე:გამომყვები ცოლად?
-თანახმა ვარ! მე გამოგყვე ცოლად
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ცოლი...მიყვარხარ მე ჩემი პასუხი ვიდეოშიც გითხარი როცა ჩემი დარჩენილი სიცოცხლე გაჩუქე.
ლილეს ბეჭედი გავუკეთე ვაკოცე და ჰაერში დავაფრიალე იმ წამს ჩვენ ორის გარდა თითქოს ყველა გაქრა.არ მინდოდა ეს წამი დამთავრებულიყო მაგრამ კაფე ხალხით იყო გავსებული ვინ შემარგებდა ჩემს პატარა ქალბატონთან ყოფნას.მილოცვებს ვიღებდი ისე ვიყავი გახარებული რომ იმ ღამით არც კი მიძინია ლილემ მოახერხა ის რაც ჩაიფიქრა ეს დღე არასდროს დამავიწყდებოდა ან რა დამავიწყებდა დღეს როცა ლილემ ხელი მთხოვა.ყველაფერი მალე მოხდა მე და ლილემ ვიქორწინეთ ჩვენი ქორწილი იმით გამოირჩეოდა რომ მე მეჯვარედ ჩემი ბავშვობის მეგობარი მარი მყავდა ლილეს კი კახა.....მალე პატარაც შეგვეძინა ჩვენს პრინცესას ანამარია დავარქვით ლილეს უნდოდა ასე და მეც არ შევეწინააღმდეგე ანამარია უკვე ორი წლისაა ჩვენ კიდე ველოდებით პატარებს ლილე ტყუპებზეა ფეხმძიმედ ანტონიოს ლელეს დაქალი სალო შეუყვარდა მალე მათაც ეყოლებათ პატარა....დღეს უბედნიერესი მამა და ქმარი ვარ მყავს სამი შვილი ანამარია,მათე და ელი და ცოლი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს ის ჩემი პატარა ქალბატონია მიუხედავად იმისა რომ გაიზარდა უკვე.......
................
იმედია გავამართლე თქვენი მოლოდინი და მოგეწონებათ ჩემი მოთხრობა ❤ ველოდები თქვენს შეფასებებს ❤



№1  offline წევრი flightless bird

ძალიან თნილი ისტორია იყო... მომეწონა , ყოჩაღ <3
--------------------
თ.ნ.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

flightless bird
ძალიან თნილი ისტორია იყო... მომეწონა , ყოჩაღ <3

მადლობააა ❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent