შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა და სიყვარული (3)


28-10-2015, 21:38
ავტორი მარიანა
ნანახია 2 616

როგორც კი ბიჭები გავიდნენ სახლიდან, ანამ და მარიამმა, პირველ რიგში , მუსიკა ჩართეს, ბოლომდე აუწიეს და ცეკვა დაიწყეს. 2 საათიანი გიჟობის შემდეგ ორივე ლოგინზე მიესვენა, ცოტა იჭუკჭუკეს, შემდეგ კი დაღლილობამ თავისი ქნა და ჩაეძინათ. 5 საათიანი ტკბილი ძილის შემდეგ კარის ხმამ გააღვიძა ორივე, სახლში მარიამის დედა, ნანა დეიდა მივიდა. როგორც კი ნანა დეიდას ხმა მათ ყურთასმენას მიწვდა ორივე კისრისტეხით გავარდა და ნანა დეიდას წინ აესვეტა
-დეე -წამოიყვირა მარიამმა და დედას ჩაეხუტა
-ოო მარიამ რა, სულ შენია არაა ნანა დეიდა ?! მეც მიმიშვი -გაბუსხულმა თქვა ანა
-უუფ -მარიამი
-მარიამ გეყოფა ახლა, ნუ მომეკარი წურბელასავით, ანიტასაც აცადე ჩამეხუტოს -მოჩვენებით გაუჯავრდა ნანა დეიდა მარიამს. მარიამი ძლივს მოშორდა საყვარელ დედას და ანასაც აცადა ჩახუტება.
-დეე წამოდი რა ჩაი დავლიოთ , თან რაღაც უნდა გთხოვო
-გამოვიცვლი და მოვალ გოგონებო- თქვა ნანა დეიდამ და ტახი დატოვა.
-კაი, წამო აან გავიდეთ სამზარეულოში
ანა და მარიამი სამზარეულოში გავიდნენ. ცოტა ხანში კი ნანა დეიდაც შეუერთდა.
-აბა მარუ რა უნდა მთხოვო
-ხვალ მე, ანა და ბიჭები რაჭაში მივდივართ ეკეს დედის სახლში, იმედია წინააღმდეგი არ ხარ
-არა დედი, რა წინააღმდეგი, მაგაზე გეტყვი უარს?
-მადლობა დედი
ჩაის დალევის შემდგომ მარიამმა და ანამ ოთახს მიაშურეს ჩემოდნების ჩასალაგებლად. მარიამი ტანსაცმლის დაკეცვას შეუდგა, ანამ კიბე შეიტანა ოთახში, ზედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აცოცდა და ჩემოდნების სროლა დაიწყო. რამდენიმე პატარა ჩემოდანი მშვიდობით ჩავარდა ქვემოთ ,ერთი იყო დარჩენილი ისიც დიდ. ბევრი ეჯაჯგურა ანა, ბოლო ბიძგზე კი უეცრად გამოვარდა ჩემოდანი და კიბის ქვეშ მდგარ მარიამს დაეცა. სავალალო არაფერი მომხდარა, მარიამს არაფერი სტკენია, მაგრამ ანამ, იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი და ისე ჩაბჟირდა კიბიდან კინაღამ თავით გადაეშვა. მარიამმა ძლივს მოიშორა უზარმაზარი ჩემოდანი და შეურაცხყოფილი ცრემლიანი თვალებით ახედა გადაბჟირებულ ანას.
-ნუ დამცინი -გაბრაზებულმა თქვა მარიამმა
-როგორ არ დაგ... -დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება ისევ აუტყდა ბოლო ხმაზე სიცილი.
მარიამი ძლივს წამოდგა ფეხზე და გაბრაზებული, ტუჩგადმოგდებული სახით გააგრძელა თავისი საქმიანობა, ანა კი დაწყნარებას ცდილობდა რაც შედეგიანად დასრულდა და მანაც გააგრძელა თავისი საქმე, შუა საქმიანობაში იყვნენ როცა ანას ტელეფონი აზიზინდა, ბევრი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა იპოვა ანამ ტელეფონი და უპასუხა
***
-ჰო დედი
-სად ხარ ანა ამდენ ხანს, დაგავიწყდა სახლის გზა?
-მარიამთან ვარ , დღეს აქ ვრჩები
-ოჰ, რა ოხერი გოგო ხარ ანა, რას გადასახლდი მარიამთან
-კაი რა დე-უკმაყოფილო სახით თქვა ანამ
-ჰო კაი კაი
-მოიცა მოიცა დეე, არ გათიშო
-რა იყო რა გაყვირებს
-დედიკო ხვალ მე მარიამი და ბიჭები რაჭაში, ეკეს დედის სახლში მივდივარ და ჰო არ გამიბრაზდებიი- შრეკის კატის სახე მიიღო ანამ ისე, თითქოს დედამისი ხედავდა მას
-არა დეე წადი, ცოტა გაერთობი
-მადლობა დეე, ძალიან მიყვარხარ
-მეც ჩემო გოგო
-ხვალ მოვალ დე ჩავალაგებ
-კაი გელოდები
***
ტელეფონი როგორც კი დაკიდა, მარიამი მივარდა და კითხვების დასმა დაუწყო
-რა გითხრა ელენე დეიდამ? ჰო დაგთანხმდა? არა ისე უარს რატომ გეტყოდა, მითხარი ჰა რა გითხრა -მარიამი
-შენ რა, გაბრაზებული არ ხარ ჩემზე ? -გაკვირვებულმა გახედა მარიამს
-ოო რომ გეკითხები მიპასუხე
-დამთანხმდა, დამთანხმდა, როდის იყო თქვენ ერთად წამოსვლაზე უარს მეუბნებოდა
-ისე მართალი ხარ
-დროს ვკარგავთ მარიამ, მოდი გავაგრძელოთ ჩალაგება თორე დღეს ვერ მოვრჩებით
-კაი კაი. აბა მითხარი აან რომელები ჩავდო ? - უთხრა მარიამმა ანას და დაკეცილი ტანსაცმელების ორ სვენტზე მიანიშნა
-მარიამ რა კითხვას მისვამ ?! რა თქმა უნდა ყველა უნდა ჩადო, რა იცი რომელი დაგჭირდეს ან მოგინდეს
-არა რა ოქრო მყავხარ -უთხრა მარიამმა და ანას ჩაეხუტა
-აუ ანა იღადავე, ამ ჩემოდნებს ბიჭები რომ დაინახავენ, სული ეტკინებათ
--უჰ, არ აწყენთ გავარჯიშება, თან ერთი თვე ვერ ივლიან ფიტნეს კლუბში- თქვა ანამ და ბოროტული სიცილით აიკლო მთელი სახლი
- რა სადისტი ხარ -ჭინკები აუთამაშდა თვალებში ანას
-ახალი ამბავი
-მოდი მოდი აან, გავაგრძელოთ ჩალაგება .
-ესეიგი ეს გვინდა,ესეც,ესეც - ამბობდა ანა და აგრძელებდა ჩემოდნების გატენვას
-გავალ დანარჩენ ჩემოდნებსაც მოვიტან
-მიდი მარ მე გავაგრძელებ ჩალაგებას _თქვა ანამ და გააგრძელა ჩემოდნებში ტანსაცმლის ჩატენვა
***
ასე გატენეს ექვსი ჩემოდანი და დაღლილები წამოწვნენ ლოგინზე.
-ხვალ დიდი დღე გველის, მაგრამ ჯერ შენთან უნდა წავიდეთ, შენი ნივთები ჩავალაგოთ მერე კი რაჭა - ბედნიერი სახით თქვა მარიამმა ტელეფონს დაავლო ხელი
-მართალი ხარ მარ მაგრად გავერთობით. ისე დამოიცადე რას აკეთებ?-ინტერესიანი თვალები მიაპყრო ანამ მარიამს
-შენ როგორ ფიქრობ? -თქვა მარიამმა და ეშმაკური სახით გახედა ანას
-არ ვიცი, მითხარი
-როგორც ვიცით ეკე მე ერთი კვირა ნერვებს არ მომიშლის,მაგრამ ვინ თქვა რომ მე არ მოვუშლი?
-კარგი რას აპირებ მითხარი
-წარმოიდგინე ალბომი რომელშიც ყველა ის სიმღერაა რომელსაც ვერ იტანს ჩვენი ეკე
-მერე იმას ვერ ხვდები,რომ ჩვენც მოგვიწევს ამის მოსმენა?
-კარგი რაა უყურე ერეკლეს შეწუხებულ სახეს და ყველაფერი დაგავიწყდება, გამოცდილი ადამიანი ვარ, დამიჯერე
. -კარგი ჰოო,მიდი ჩაიწერე - მოეზრებული სახით თქვა ანამ
მთელი ღამე ანა და მარიამი გეგმებს აწყობდნენ თუ რას გააკეთებდნენ მათთვის საოცნებო რაჭაში
***
როდესაც მარიამს და ანას გათიშულებს ეძინათ,გაისმა კარებზე გამწარებული ბრახვანის ხმა.
-სულ გააფრინეთ? -ყვიროდა დამიანე ერეკლე კი ბანს აძლევდა,ხოლო სანდრო ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა
-მოდი წყალი გადავასხათ-სიტყვით გამოვიდა დამიანე და ბდზენის სახე მოირგო
-არ გამოვა ბიჭო,ხომ დავპირდი მაროს,რომ ნერვებს არ მოვუშლიდი არ გვინდა. მიდი და შენ შეუვარდი და დაახტი-თქვა ერეკლემ და დამიანეს გეგმის განსახორციელებლად ხელი წამოარტყა მხარზე
-''i belive i can fly''- დაიყვირა დამიანემ და დიდი სისწრაფით დაახტა ლოგინს გოგოებს გამოეღვიძათ და დამიანეს საქციელით გამწარებულებმა, მოიმარჯვეს ბალიშები და გამეტემით დაუწყეს ცემა, ხოლო, სანდრო აგრძელებდა ვიდეოს ვიდეოს გადაღებას. ერეკლე კი სიცილისგან გადაბჟირდა
-შენ რა გაცინებს ბიჭუნი? - კითხა მარიამმა ერეკლეს წამოხტა და მიუახლოვდა
-არა არაფერი მარიამ,ისე უბრალოდ - დამფრთხალი კატის სახით გახედა ერეკლემ მარიამს
-ვინააო სიტყვის კაციო,ვინ არისო? თავის სიტყვას არაადროს,რომ არ ღალატობსო?-ცინიკური სახით გახედა მარიამმა ერეკლეს
-კარგი მარიამ,რა გინდა?
-მეე? მე არაფერი
-რატომ მაღიზიანებ ?!
-მე და ვინმეს ვაღიზიანებ?
-კარგი მიდი ეს მიკი მაუსიანი პიჟამოები გაიხადეთ,ტანსაცმელი ჩაიცვით და წავედით რაჭაში - კმაყოფილი სახით თქვა ერეკლემ.
-ჩვენ გვაპატიე ეკე, მაგრამ ანასაც ჩასალაგებელი აქვს ბარგი- თქვა მარიამმა და გადაიკისკისა
. -მართალია,მაგრამ ნუ ნევიულობთ ბიჭებო ხუთ წუთში მზად ვიქნებით - თქვა ანამ
. -კარგი მაშინ მარიამ,ჯერ შენს ბარგს ჩავიტანთ. სადაა ?
-დიდ ოთახშია მიდით ბიჭებო,შენ კი მოაშორე ეს კამერა, გამომივიდა ესეც ოპერატორი-თქვა მარიამმა.
ბიიჭებმა როგორც კი დაინახეს მარიამის ბარგი,ჯერ წუწუნი დაიწყეს, მერე ჩხუბი ბოლოს კი ყველაფერი საბარგულში ჩააწყეს.ამის შემდეგ,როგორც მოილაპარაკეს გაემართნენ ანას სახლისაკენ. სახლთან მისულებმა, ბიჭებმა გოგონები მანქანიდან გადმოყარეს და მიაძახეს
-მიდით წადით , წადით ჩაალაგეთ, ჩვენც ახლავე ამოვალთ-თქვა სანდრომ
მარიამი და ანა მთელი სისწრაფით ავარდნენ კიბეებზე, სახლში შესული არ იყო ანა , როგორც ყოველთვის ბოლო ხმაზე იკივლა
-მამაშა მოვიდა
-ჰოჰ, იპოვე სახლის გზა? გამარჯობა მარუსკა -ოთახიდან ანას მამა გამოვიდა (დავითი)
-ვაა მამიკოო, როგორ ხარ ?
-კარგად შვილო, კარგად
- წავალ ჩავალაგებ მაა, დედამ ჰო გითხრა რაჭაში, რომ მივდივარ?
-კი ანა მითხრა
-კაი, წავედი ჩავალაგო - თქვა ანამ და დატოვა ოთახი
***
3 საათის შემდეგ ძლივს ჩაალაგეს, ბიჭებიც ამოსულიყვნენ და ბატონ დავითთან საუბრობდნენ სანამ გოგონები ალაგებდნენ. როგორც იქნა გამოვიდნენ ოთახიდან და აქედანაც 6 ჩემოდანი გამოიტანეს,ბიჭებმა კიდევ ამდენი ჩემოდანი, რომ დაინახეს მომენტალურად ფერი დაკარგეს, ანამ და მარიამმა კი კისკისი დაიწყეს.
-აბა ბავშვებო წადით, თორე დაგიგვიანდებათ, ისედაც დააგვიანეთ ამ ორი ბატის გამო - სიცილით თქვა ანას მამამ
-მართალი ხართ დათო ბიძია, წავედით ჩვენ -თქვა ერეკლემ
-როგორც იქნა - სახე გაუნათდათ სანდროს და დამიანეს
-დეე, მაა წავედით ჩვენ, თავს გაუფრთხილდით, არ მოიწყინოთ 2 კვირაში ჩამოვალთ ალბათ, შაკოს აკოცეეთ (ანას ძმა)
ძლივს გაეტივნენ სახლიდან, ელენემ და დავითმა გააცილეს, კეთილი მგზავრობა უსურვეს და სახლში შევიდნენ. ორი მანქანა ახალგაზრდა გიჟების სასტავით სავსე რაჭისკენ გაემართა ყიჟინითა და ხმაურით.

-------------------
გამარჯობაა <3 უდიდესი ბოდიში შეცდომებისთვის
და დაგვიანებისთვის <3 იმედია მოგეწონებათ <3 სიყვარულით მარიანა <3



№1  offline წევრი ფისო

მოთხრობის სათაურით თუ ვიმსჯელებთ მეტი რომანდტიკაა საჭირო <3

 


№2  offline წევრი მარიანა

მაგის დროც მოვა^_^
--------------------
მარიანა

 


№3 სტუმარი ბუსა

კაია კაიი :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent