შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა და სიყვარული (4)


29-10-2015, 18:31
ავტორი მარიანა
ნანახია 2 513

***
თბილისი შეძახილებით, სიცილით, გართობით და ოვაციებით დატოვეს, თითქმის ყველა გამვლელი მანქანა გაოცებული უყურებდა მათ მანქანას. ბევრი გიჟობის შემდეგ, როგორც იქნა დაწყნარდნენ. ცოტა ხანში მარიამს გაახსენდა თავისი შურისძიების გეგმა, სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი და ანას ეშმაკური სახით გახედა
-აან მოემზადე ღადაობისთვის -ჩუმად გადასჩურჩულა ანას ისე, რომ ერეკლეს არაფერი გაეგო
-მიდი ჰა, ჩართე -მოუთმენლად თქვა ანამ, მარიამმაც არ დააყოვნა, სწრაფად შეუერთა მანქანის დინამიკებს და ჩართო. როგორც კი დინამიკებში Justin Bieber-ის ხმა გაისმა, ერეკლეს სახეზე ფერი დაეკარგა, საჭეს ისე მოუჭირა ხელები კინაღამ ამოგლიჯა, ბიჭებს თავიდან გაოგნებული სახეები ჰქონდათ რასაც ანა და მარიამი კი კმაყოფილი სახით იყურებოდნენ
-მხოლოდ შენი ხათრით ჩავიწერე მისი სიმღერები, მეგობრებო ჰო იცით ეკეს როგორ უყვარს Justin-ი, გიჟდება მის სიმღერებზე -ეშმაკური სახით გახედა მარიამმა ერეკლეს, რომელსაც სახეზე ცისარტყელის ფერები გადასდიოდა, ცოტაც და მანქანიდა გადახტებოდა
-მარიამ, მოიცა გავიდეს ის ერთი კვირა, ჩემი დროც დადგება, არ გაპატიებ, ახლა კი მოაშორე ამ პიდ***** ხმა- თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-ამას როგრო მთხოვ ეკე ?! - ცინიკურად უთხრა მარიამმა ერეკლეს , ამის შემდეგ ერეკლე ხმას აღარ იღებდა და ი,ას ფიქრობდა მარიამისათვის სამაგიერო როგორ გადაეხადა, თვით ერეკლე ყიფიანი მას ამას არ შეარჩენს
სანდრო, დამიანე ანა და მარიამი ღადაობდნენ ერეკლეს გაბრაზებულ სახეზე რომელიც ნამდვილად ცისარტყელას მოგაგონებთ2 საათი ასმენინებდნენ, ბოლოს თვითონაც ყელში ამოუვიდათ და გათიშეს
-აუ ბავშვებო ნახეთ მანქანაში მოსიარულე ცისარტყელა გვყავს-თქვა ანამ და ახარხარდა რასაც სხვების სიცილიც მოჰყვა, მაგრამ ერეკლემ იგნორი გაუკეთა და გამწარებულმა განაგრძო მანქანის ტარება.
ერეკლეს 1 საათიანმა წამებას როგორც იქნა ბოლო მოეღო, ანას და მარიამს ბოლოს თვითონაც ყელში ამოუვიდათ Justin-ის ყრორყინი და გათიშეს. ერეკლესაც სახე დაუწყნარდა და ახლა უკვე დაწყნარებულმა განაგრძო მანქანის ტარება. ცოტა ხნის შემდეგ გოგონებს ჩაეძინათ ბიჭები კი მთელი გზა საუბრობდნენ.
***
მარიამს და ანას მთელი გზა ტკბილად ეძინათ. ერეკლემ მანქანა ეზოში შეიყვანა გააჩერა, ამ დროს სახლიდან ერეკლეს ბებია გამოვიდა. შვილისშვილის დანახვისთანავე ერთი შეჰკივლა და მისკენ გაიქცა, ერეკლემაც არ დააყოვნა და ბებიასკენ წავიდა
-ბებია გენაცვალოს, როგორც იქნა ჩამოხვედი და იკადრე ჩემი მონახულება -თქვა ნინა ბებომ და მთელი გულით ჩაიხუტა თავისზე ორი თავით მაღალი შვილისშვილი
-ბეე ნახე შენი საყვარელი ბავშვები ჩამოგიყვანე- საყვარლად გაუღიმა ერეკლემ ბებიას, ამ დროს დამიანე და სანდროც გადმოვიდნენ მანქანიდან
-ვაი მე , ჩემი ბავშვები, როგორ ხართ? თქვენ გენაცვალოთ თქვენი ნინა ბებია-თბილად გაუღიმა ბიჭებს
-კარგად ნინა ბებია, როგორ მოგვენატრა თქვენი გაკეთებული საჭმელები მმმ -კისკისით თქვა დამიანემ
- შენ სულ საჭმელზე და ჭამაზე როგორ უნდა - თქვა სანდრომ და ნინა ბებოს გადაეხვია
-კარგით ბებო გენაცვალოთ, ახლა ნუ დაიწყებთ ლაზღანდარობას, მოიცა შვილო, ჩემი ქარიშხალი გოგონები სად არიან ? - მოწყენილმა თქვა ნინა ბებომ
-მანქანაში არიან სძინავთ
-მერე აქამდე ვერ თქვიით ? - მოჩვენებით გაუჯავრდა ნინა ბებია ბიჭებს
-კარგით რა ნინა ბებია, ნუ გვიბრაზდებით - საწყალი ბავშვის სახით გახედა დამიანემ ბებიას. ნინა ბებიამ ერთი გადაიკისკისა და თქვა
-მიდით მიდით გაინძერით, გადმოიყვანეთ გოგონები მანქანიდან და აიყვანეთ საძინებელში
-აბა რას ვიზავთ ბები- ერთდროულათ წამოიყვირეს დამიანემ და ერეკლემ და პატარა ბიჭებივით გაიჯგიმნენ
-მე ბარგს ავიტან სახლში -თქვა სანდრომ
ერეკლემ და დამიანემ ხელში აიტაცეს გოგონები და საძინებელში აიყვანეს შემდეგ კი ეზოში გავიდნენ სანდროს დასახმარებლად.

-----------------------------
მოგესალმებიით <3 ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით პატარა თავის გამო, დროის უქონლობის გამო ვერ დავწერეთ ბევრი <3 იმედია მოგეწონებათ <3 თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში <3 სიყვარულით მარიანა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent