შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (42)


31-10-2015, 22:50
ავტორი Keke27
ნანახია 13 681

42- 44
შენგელიას ეგონა თუ მომესმაო და თავი ნელა მიატრიალა. დარწმუნდა, რომ მის გვერდით მართლა თორნიკე იდგა. სიხარულისკან კივილი აღმოხდა და პირზე აიფარა ხელი.
_შენ მოხვედი... - ბუტბუტებდა, უკვე ავალიანის კისერში თავჩარგული გოგონა.
_მოვედი ჰო, - საოცრად თბილი ხმა ჰქონდა მამაკაცს.
_რა იცოდი აქ რომ ვიყავით? - გაახსენდა უცებ გვანცას.
_მაგის გაგება გამიჭრდებოდა ახლა? - გაეღიმა სვანს.
_არ გელოდი.
_ვიცი.
_თან ფორმით რომ მოსულხარ, - ჩაათვალიერა შენგელიამ თორნიკე.
_რა თქმა უნდა. აბა, მომახსენე რიგითო შენგელიავ, რა ხდება აქ? - ტონი ოფიციალური გაუხდა მეთაურს.
გვანცას გაეცინა.
_ე.ი. ჩვენ რას ვშვებით ახლა აქ, ჩვენ ადამიანებს ბედნიერებას ვუზიარებთ. - თქვა ამაყად შენგელიამ და არე-მარეს მოავლო თვალი.
_ყველას რომ უზიარებ ბედნიერებას, შენთვისაც დაიტოვე ცოტა, - გაეღიმა ავალიანს და შეუბლზე აკოცა. ცხელი ტუჩების სიმხურვალემ მთელ ტანში ჟრუანტელი მოჰგვარა გოგონას.
_იცი? სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ წავიკითხე ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“ და მის მერე მე სხვანაირი გავხდი, მწერალი ამბობს: ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”... - ო, ამიტომაც, მე ჩემი სულის ბედნიერებას სხვას ვუნაწილებ, სხვა კიდევ, სხვას, ის სხვა, სხვას და მერე მთელი ქვეყანა ბედნიერი იქნება. - თორნიკე, სულგანაბული უსმენდა გვანცას ბავშვივით ტაატს, თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
_ახლა გიყურებ და ვფიქრობ, ასეთი დიდი ჯილდო რით დავიმსახურე ღმერთისგან, რომ შენი თავი მე მარგუნა? - საოცრად გულწფელი იყო ამ დროს ავალიანი.
შენგელიას მორცხვად გაეღიმა და თავი დახარა.
_ეს გვრიტები ნახე რა, - მათ ახალაძე მიუახლოვდა. თორნიკეს ხელის ჩამორთმევით მიესალმა.
_მოკლედ, რა მევალება მე? - იკითხა მეთაურმა.
_აქ სტუდენტები გადავანაწილე, ნაწილი ფილარმონიისკენ წავიდა, ნაწილი კი თავისუფლების მოედნისკენ.
_კარგად მოქცეულხარ.
_ვერ წარმოიდგენ რა კარგი შეგრძნებაა, როდესაც სრულიად უცხო ადამიანის გახარება შეგიძლია, - აღტაცებით ამბობდა პაატა.
_ნამდვილად, ძალიან კარგი შეგრძნებაა.
_თორნიკე, შენც ჩახუტება გევალება, ოღონდ არა პერსონალური, შენ საქართველოს ჯარის სახელით მოგიწევს ამის გაკეთება.
_კარგი, გავაკეთებ. - უყოყმანოდ წარმოსთქვა კაცმა, - ნუთუ საკმარისი ვიქნები? - იკითხა მერე.
_იქნები, იქნები! - დარწმუნებით თქვა შენგელიამ, - ერთი ქართველიც კი საკმარისია იმითვის, რომ მისი ქვეყანა წარმოაჩინოს, კარგი მხრიდან და ცუდიდანაც.
_ერთით წყდება საქმე კაცო?
_პირვანდელი შთაბეჭდილება ხომ იქმნება მაინც... აი, მაგალითად, ამერიკაში ყოფნისას, ოთახის მეგობარმა, რომელიც პუერტორიკოელი იყო, მითხრა, რომ საოცარი ხალხი ყოფილხართ ქართველებიო. მან ჩემით აღიქვა მთელი ერი. ასეა, ეს ხალხი, შენით აღიქვამს საქართველოს ჯარს და იმას, რომ საქართველოს ჯარში მსახურება, ქვეყნის სადარაჯოზე ყოფნა, დიდი პატივია ქართველი კაცისთვის.
_კარგი არ გეკამათები, - გაეღიმა ავალიანს და სამხედრო ფორმის ქურთუკის გახდა დაიწყო.
_არ შეგცივდება?
_ არა მგონია.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, მეთაური ავალიანი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა. ზღვა სითბო მოდიოდა ადამიანებისგან.


ბინდდებოდა ყველამ ერთად რომ მოიყარა თავი. თითოეული დადებითი ემოციით იყო სავსე.
ახლაგაზრდა ლექტორმა სათითაოდ გადაუხადა მადლობა აქციაში მონაწილეებს და დაემშვიდობა.

• * * *
თორნკეს დაბადების დღეც გათენდა.
როგორც კი ჭყიტა თვალები შენგელიამ, მაშინვე ფანჯარას მივარდა. სუნთქვა შეეკრა. გაოცებისგან გაშეშდა.
ერთ ღამეში, მთელი ქალაქი დაებერებინა თოვლს.
_თოვლი, თოვლი, თოვლი, - ჯერ დაბალ ხმაზე დაიწყო გვანცამ, მერე ხმას უმატა და ადგილზე დაიწყო ხტუნვა. ამ წელს ასე ლამაზად არ მოუთოვია.
ხმაურზე მალხაზი გამოვიდა ოთახიდან ხალათ მოხურული.
_რა მოხდა შვილო, ხომ მშვიდობაა?
_ნახე მამა რამხელა თოვლია, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგონა.
უფროსი შენგელია ფანჯარას მიუახლოვდა. ნანახმა ისიც გააოცა, მერე კი ღიმილი მოჰფინა სახეზე.
_რა ლამაზად მოუთოვია.
_გარეთ გავდივარ მე, - წამოიძახა გვანცამ. სასწრაფოდ ამოიცვა შიშველ ფეხებზე ჩექმები, საღამურებზე ქურთუკი და სწრაფად გავიდა გარეთ.
_რა გადარეული ხარ შვილო, რა გადარეული, - ჩაილაპარაკა მალხაზმა გაბადრული სახით და ისევ ფანჯარას მიუბრუნდა.
შენგელიამ კიბეები ჩაირბინა, მეორე სართულზე შედგა, ავალიანის კარზე მაგრად დააბრახუნა და დაელოდა როდის გაუღებდნენ. ცოტა ხანში, კარში თმაგაბურძგნული, თვალებდასიებული თორნიკე იდგა.
_რა ლამაზი დღეა, - დაიწყო სიმღერა გვანცამ, თან ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, - რა ლამაზი დღეა, იმიტომ, რომ დღეს თორნიკეს, დაბადების დღეაააა, - ბოლოს ხმა გააგრძელა და სიცილიც დააყოლა. გაეცინა ავალიანსაც. თმა თითებით გადაივარცხნა, გაუპარსავ სახეზე ხელები ჩამოისვა და თვალები ფართედ გაახილა.
_მოდი ჩაგეხუტო, შე გიჟო, - ხელები გაიწვდინა კაცმა.
შენგელია მაშინვე მივარდა და გულზე აეკრა.
_იცი, მართლა რა ლამაზი დღეა, გარეთ გაიხედე?
_არა, რა გარეთ გავიხედე, მეძინა, ისეთი ბრახუნი ატეხე თავი უცებ ომში მეგონა, მაშინვე კარებისკენ წამოვედი, - გაეცინა თორნიკეს. გვანცაც აყვა.
_უი, ბოდიში. მოდი, მოდი, ჩქარა, - სახლში შევიდა შენგელია და ფანჯრისკენ გაემართა. ავალიანი უკან დაედევნა. - ნახე, - უთხრა და ფარდა გადაწია.
_ვოოუუ, - აღმოხდა თორნიკეს და სახე გაუნათდა.
_ბუნებაც გილოცავს დაბადების დღეს.
_დიდი მადლობა, შენ და ბუნებასაც, ორიგინალური მოლოცვისთვის. იცი? რომ დავიბადე, მაშინაც თოვდა თურმე.
_მართლა?
_ჰო მართლა.
_ლამაზი იქნებოდა დათოვლილი სვანეთი და სვანეთის მთებს მოდებული ახალშობილი ბავშვის ტირილი. - თქვა შენგელიამ პომპეზურად და გაიღიმა.
_სვანეთი მართლა ლამაზია თოვლით გატაპენტილი... ასე, საღამურებით რატო გამოხვედი გარეთ? - ახლა შენიშნა გვანცას ჩაცმულობა კაცმა.
_მეც ახლა გავიღვიძე და მიტომ. გარეთ გავდივარ საგუნდაოდ, არ გინდა წამოხვიდე?
_შანსი არაა, ახლა არაფრით არ შემიძლია თოვლში სირბილი. - უარი განაცხადა თორნიკემ და ხელები გაასავსავა.
_კარგი, მე გავალ მაშინ.
_საღამოსთვის ხომ მოემზადე?
_როგორ არა. ბევრნი ვიქნებით?
_ალბათ ოცდაათამდე, მაინც.
_საკმაოდ ვყოფილვართ. ნენე და ბესო რომელ საათზე ჩამოდიან?
_ნაშუადღევს აქ იქნებიან სავარაუდოდ.
_ძალიან კარგი. გავედი და საღამოს გნახავ. საჩუქარი მაქვს რაღაც, იმედია მოგეწონება. - ღიმილით უთხრა გვანცამ.
_მოდი, ერთი მაკოცე და ეგაა ყველაზე მაგარი საჩუქარი. - მამაკაცს თვალები წამოენთო.
_ეგ საკმარისი იქნება? - ჭინკები აუთამაშდა თვალებში გოგონასაც.
_თუ არ იქნება, სხვა გზას მოვნახავ...
_ვიცი რა გზის მონახვასაც აპირებ შენ, - აკისკისგა შენგელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით კომპასის დაკარგვა მოგიწევს. - უთხრა და კისერზე შემოხვია ხელები, თან ფეხის წვერებზე წამოიწია. ავალიანმა თეძოებზე მოკიდა ხელი, წამოწია და მუცელზე შეისვა.
_შენ თვითონ ხარ საჩუქარი, მეტი რაღა მინდა.. - ბუტბუტებდა კაცი და სახეს ფრთხილად უკოცნიდა სუნთქვაშეკრულ და თვალებმინაბულ გოგონას. ტუჩები ოდნავ ღიად ჰქონდა გვანცას და ვნებისგან დაბურცვოდა. მისი სახე თორნიკეს სახეს გაუსვა. წვერებმა სასიამოვნოს დასუსხეს და გაეღიმა.
_ახლა თუ არ გამიშვებ, მომიწევს დარჩენა აქ..
_წინააღმდეგი არ ვიქნები, ხომ იცი?
_ვიცი, როგორ არ ვიცი, - გაეცინა შენგელიას. ავალიანიც აჰყვა. მაგრად ჩაიხუტა გოგონა და მერე დასვა.
_მიდი, მიდი, გაიქეცი, თორემ მართლა მომიწევს შენი დატოვება დროზე ადრე.
_ნუ იჩქარებ, დატკბი სანამ თავისუფალი ხარ, თორემ გადახედე, წინ რამდენი წელი გაქვს ჩემთან ერთად გასავლელი, ხომ უნდა გამიძლო.
_თავის დაძვრენას ნუ ცდილობ, გაგიძლებ, გაგიძლებ. მზად ვარ! - შემართებით ტქვა თორნიკემ და გაიცინა.

გასვლისას კიდევ ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
გვანცა ეზოში გავიდა და წვივებამდე თოვლში შეაბიჯა.


• * * *
_დედი, ამ კაბაშ არ შეგცივდება? - ჰკითხა მანანამ სარკის წინ მდგომ გვანცას, რომელიც საყურეს იკეთებდა, თან ორეულს აკვირდებოდა სარკეში და კმაყოფილი იღიმოდა.
_რა შემაცივებს, მანქანით მივდივარ და იქ კიდე შენობაში ვიქნები.
_არ გაცივდე შვილო, თავს მოუფრთხილდი. მომწონს ძალიან შენი კაბა, დედი და ძალიან ლამაზად გამოიყუები.
გვანცას, ღია ლურჯი ფერის, კაბა ეცვა. მის ხორბლისფერ კანს, საოცრად უხდებოდა. თმა ფაფუკად შეეკრა და დაეგორგლა კეფაზე. გრძელი საყურეები, რომლებიც კაბისფერი თვლებით იყო მოჭედი, თვალისმომჭრელ ეფექტს სძენდა მის ვიზუალს.
ლამაზი იყო გვანცა. მეტად ლამაზი. ეგზოტიკური სილამაზის მატარებელი.
_მზად ხარ, შვილო? - ოთახში უფროსმა შენგელიამ შემოიჭყიტა.
_ვააა, მამიკო?! რა სიმპატიური ხარ?!
_მააშ?! - ქუსლზე დატრიალდა მალხაზი და ხელები გაშალა. ყველას გაეცინა.
_ჭკვიანად იყავი, იცოდე, - გაართხილა მანანამ ქმარი და პერანგის საყელო გაუსწორა. მერე პიჯაკისიც.
_არის უფროსო, - შუბლზე ხელი მიიდო სამხედროსავით კაცმა და გაიჯგიმა.
_ასე, როგორ ჰგავხართ მამა-შვილი ერთმანეთს, ცოტა შეშლილები?
_მაგაშია ცხოვრების აზრი, მანანა ჩემო, ამ, ისედაც დათრგუნულ ცხოვრებას თუ მხიარულად არ შეხედე, მოგერევე, ჩაგითრევს და დაგრთგუნავს შენც...
_წავედით მამა, თორნიკე რეკავს... - შეაწყვეტინა გვანცამ ლაპარაკი, ღიმილით.
_შენ რა ბრძენი მყავხარ, მალხაზ ჩემო, - იცინოდა მანანა. ქმარს ლოყაზე ხმაურით აკოცა.
ლუკას დაემშვიდობნენ და კარი გაიხურეს.

თორნიკე, შეციებული და მობუზული ელოდა მამა-შვილს სადარბაზოში. თან ეწეოდა.
გვანცას დანახვამ კაცი გააშეშა. პირისკენ წაღებული, სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
_კიდევ ერთხელ გილოცავ, - ხელი გაუწვდინა მალხაზმა იუბილარს, რომ ჩამოერთვა. ავალიანი უცებ გამოერკვა.
_მადლობა, გაიხარე. წავიდეთ, თორემ პაატა მირეკავს, რესტორანში ვარ და სად ხართ, „გადამაგდეთო“? არადა ჩემი და და სიძე იქ არიან, - თქვა სიცილით იუბილარმა.
_მაგან უკუღმართული რომ არ სთქვას, ისე ვერ გაძლლებს. - გაეცინა უფროს შენგელიასაც.

სადარბაზოდან გავიდნენ. შენგელია თოვლის ფონზე, ლურჯ ყვავილს ჰგავდა.

რესტორანში მისულთ, სტუმრები თავშეყრილი დაუხვდათ.
მიუხედავად რესტორნის სიდიდისა, მაინც მყუდროდ გამოიყურებოდა იქაურობა. ქვით ნაშენები კედლები და თბილი ფერის განათება, მშვიდ გარემოს ქმნიდა. ერთ კუთხეში, მთელ სიგრძეზე, გაეწყოთ მომსახურე პერსონალს ავალიანის მაგიდა. მეორე მხარეს კი, მრგვალი მაგიდები ეწყო აქა-იქ. შუაში კი, საკმაოდ დიდი თავისუფალი ადგილი იყო.

სტუმრები მაგიდას მისუსხდნენ.
დაინიშნა თამადა.
ადღეგრძელეს იუბილარი და დაულოცეს მომავალი.
გაჩაღდა ქართული ქეიფი.
პირველი ცეკვაც შესრულდა. თამადამ გვანცა გამოიცეკვა. მუსიკა რომ დასრულდა, ხელზე ეამბორა ავალიანის საცოლეს და თავის ადგილზე მიიყვანა.
ის იყო, გვანცა დაჯდომას აპირებდა, რომ მზერა რესტორნის შემოსასვლელი კარისკენ მიეყინა. სახეზე ფერი დაეკარგა. გაფითრდა.
რესტორანში ქეთი შემოვიდა. გვერდით ჭაღარაშეპარული მამაკაცი მოყვებოდა. ქერა ნაცრისფერ ქურქში გახვეულიყო და რაღაცაზე გულიანად კისკისებდა.


________________________________

ვერ და არ დავასრულე.

არ მინდა ნაკლოვანების შეგრძნება მქონდეს დასასრულისთვის, ამიტომ მომიწია გაგრძელება.
იმედია შოკში არ ხართ და გული არ გიწუხთ.

მადლობა, მათ ვინც მოთმინებით ელოდებით და კითხულობთ.
ხოლო, მათ ვინც სტუმრის სახელით მიკომენტარებთ და "იკბინებით" პირადში მომწერეთ ერთი. რად იმალებით?






№1 სტუმარი Cvanci

Ha exla kide errti kvira ar gvalodinoo (((

 


№2 სტუმარი lizazu

ძალიან მიხარია რომ არ გაამტავრე. აუ ეხლა დაბადების დღე არ ჩაუშხამო თორნიკეს რა, ეს ქორწილზე მისული საქმე არ ჩაშალო

 


№3  offline წევრი irinka-italia

miyvarxar me shen da meamayebi :)

 


№4 სტუმარი nana

ძალიან მომწონს და გამიხარდა რო კიდევ გაგრძელდება... კარგია და ველი ახალ თავს...:*

 


№5  offline წევრი თვალჟუჟუნა

შემიწირავს ეს ისტორია მე... თორნიკეზე უიმედოდ შეყვარებული ვარ მე :((( კეკეე ჩემო განსხვავებულოოო არ მეყო მე ეს თავი... კიდე მინდას გემო ქონდა...

 


№6  offline წევრი mani156

ძაალიიან მაგარი თავიი იყოო love აი შენ კიდე კეკე შეუდარებელი ხარ რაა love ველოდებიი შემდეეგ თავს, იმედიია ეს ქეთი არ გაუფუჭებს საღამოს wink

 


№7  offline წევრი Indigo

მომეწონა და გამიხარდა, რომ არ დაამთავრე. ერთი კვირა არ გვალოდინო კიდე :) <3
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აუ ეხლა ესენი კიდე რომ დაშორდნენ გავაფრენ გთხოოვ რა მეტი აღარ დააშორო ცოდოები არიაან
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saswaulia vgijdebi ra iseti kargi xar da aris male dade ra da cota didii

 


№10  offline წევრი p♥♥h ^^

Kvurobit gelodebitt... Ert abzac wer da tan aqvet gvsayvedurob :-)
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№11  offline წევრი dadeshqeliani

აუ რა კაია love ეს ქეთი არაფერს არ იჩალიჩებს იმედია თორე კი მოვკვდი wink მალე დადე რა კეკე,ერთი კვირა დაგვიანებაც რაღაა?თან ახლა ისეთ ადგილზე გაწყვიტე wassat

 


№12 სტუმარი მაიკო-გიო

ძალიან მომეწონა...ყოჩაღ...რაც წავიკითხე ,ჯერჯერობით ყველას შენი ჩანაწერები სჯობს......<3

 


№13 სტუმარი mari

au sul ro iyos da ar mtavrdebodes ra kargi ikneba☺️ogond yoveldge ro idebodes ☺️☺️magari xar keke magari ❤️

 


№14 სტუმარი qiso

ძალიამ მომწონს

 


№15 სტუმარი mariami

ყველაფერი ძალიაან მაგარია და ძაან მაგარი ხარ მაგრააამ ქეთიმ არ ჩაშალოს ეს ყველაფერი თორე გავაფრეენნნ:დდდდ <3

 


№16 სტუმარი კატ-კატო

ინდური სერიალივითაა....... ეს ხუმრობით...... ისე მაგარია ძაან...

 


№17  offline წევრი psychosocial

რა კარგიააა

 


№18 სტუმარი მაიკო-გიო

მალე დადე რაააა...

 


№19 სტუმარი vendi))))

kaiaa.. male

 


№20  offline ახალბედა მწერალი Keke27

ვწერ ახლა. დღეს დავდებ ახალ თავს. winked

მადლობა ბავშვებო ყველას love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№21 სტუმარი mtvarisa jachvliani

კომენტარიgexvecebiiiiii male cagvakitxe ra zalian momcons da erti suli mag rodis iqneba gagrzeleba.madlobas gixdi cinascar

 


№22 სტუმარი Guest ელენე

Keke27
ვწერ ახლა. დღეს დავდებ ახალ თავს. :winked:

მადლობა ბავშვებო ყველას :love:

ისე შემიყოლია ამ ნაწარმოებმა,რომ რაც არ უნდა კრიტიკოსები გამოგიჩნდეს,მინდა გითხრა,რომ ძალიან კარგად წერ! მთავარი ადამიანების გულების მოგებაა და წიგნის სამყაროში შეყვანა,რაც კარგად გამოგდის,გააგრძელე წერა და განვითარდები უფრო კრიტიკოსების მოსაწონებლადაც :დ .წარმატებებს გისურვებ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent